ვენერა X სახლში

ვენერა X სახლში

თავაზიანობა,სალმიანობა

ეს ამბიციური ადამიანი უშრომელად აღწევს საზოგადოებრივ აღიარებას და წარმატებით მიიწევს დასახული მიზნებისკენ,რადგან გზაზე მრავლად ხვდებიან ისეთი ადამიანები,ვინც მზადაა,სრულიად უანგაროდ დაეხმაროს. არანაკლებ მხარდაჭერას,პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში,იღებს ერთერთი მშობლისგან. მოხერხებულად უწყობს ფეხს ახალ მიმართულებებს,მიმდინარეობებს. თანდაყოლილი დიპლომატიის წყალობით,მარტივად იხვეჭს პოპულარობას და წარმატებულია საზოგადოებრივ ურთიერთობებში. ხელსაყრელი სოციალური მდგომარეობა კი მნიშვნელოვნად ამყარებს მის კეთილდღეობას.

ეს მშვიდობისმოყვარე და ტაქტიანი ხალხია,რომლებიც მოხერხებულად იყენებენ ყველა მეთოდს და საშუალებას სოციალური და კარიერული წინსვლისთვის,იქნება ეს მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე,ღირსეული წარმომავლობა,მეგობრების თუ უცნობი ადამიანების დახმარება. ისინი მეგობრობენ ხელმძღვანელ პირებთან და თავაზიანი დამოკიდებულებით ხიბლავენ საზოგადოების გავლენიან წევრებს. ამიტომ,თითქმის ყოველთვის,წარმატებული ცხოვრება აქვთ და უპრობლემოდ მიიწევენ წინ სოციალურ საფეხურებზე.

სასიყვარულო ურთიერთობებში მათთვის დამახასიათებელია თავდაჭერილობა და თანმიმდევრულობა და მართალია,ძლიერი ვნებები მათთვის უცხოა დაზედმეტად მორცხვი და შებოჭილები არიან,მათ ნამდვილად შეუძლიათუყვარდეთ თავგანწირვამდე. პარტნიორთან დამყოლი და მორჩილ გრძნობები ახასიათებთ. ისინი ღრმად განიცდიან ყველაფერს,თუმცა ემოციების აფიშირება არ უყვართ. როგორც წესი,ერთმოყვარე ხალხია. წარმატებულნი არიან საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში,რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ კარიერულ და სოციალურ წინსვლაში. თუმცა უმეტესად ანგარებით და არა სიყვარულით ქორწინდებიან. საზოგადოებრივი აღიარება ხშირად მათი ცხოვრების თანამგზავრის საქმიანობას უკავშირდება.

ხასიათის ნეგატიური განვითარების შემთხვევაში,უჩნდებათ მიდრეკილება,დაივიწყონ ის ხალხი,ვინც მიზნისკენ მიმავალ გზაზე დახმარების ხელი გაუწოდა. ასევე მძრად ვლინდება გადაჭარბებული კარიერიზმი.

ამ ადამინებს ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული მიდრეკილება ცერემონიებისა და დღესასწაულების მიმართ. ძალიან მოსწონთ მდიდრული წვეულებები,სადაც წარმოდგენილია საზოგადოების ელიტური ფენა. ინტერესდებიან კლასიკური ხელოვნებით,ძველი სკულპტურული ხელობებით.

მათი პროფესია დაკავშირებულია თანაგრძნობასა და მოწყალებასთან,გართობასა და სიამოვნებასთან,სილამაზესა და ჰარმონიასთან. მათ შორის მრავლად შეხვდებით თეატრის რეჟისორებს,იუველირებს,პარფიუმერებს,ფლორისტებს,დიზაინერებს. კარგად ეხერხებათ პედაგოგიური საქმიანობა ესთეტიკის დარგში. მოხერხებულად ვაჭრობენ ელიტური საქონლით. იღბლიანები არიან საკონდიტრო და საგამომცემლო საქმიანობაში. არიან კარგი ლექტორები და მენეჯერები. დიდი გატაცებით მიჰყვებიან სპორტს,განსაკუთრებით გიმნასტიკას,რადგან ინტუიციურად ესმით ფორმების ბალანსი და გრძნობენ ფერთა სილამაზეს,მოქნილი სხეული აქვთ და პლასტიკურად მოძრაობენ.

ბედნიერებასა და წარმატებას ცხოვრების მეორე ნახევარში აღწევენ. არც თუ იშვიათად მოწიფულ ასაკში უვითარდებათ წინასწარმეტყველების ან  ნათელხილვის ნიჭი.

პაველ გლობა

+ მაღალი სოციალური მდგომარეობა. საზოგადოებრივ საფეხურებზე აღმასვლა სასიყვარულო პარტნიორებისა და მეგობრების მეშვეობით,რომელთაც ხშირად ანგარებიანი მიზნებით იყენებს. მაღალი პროფესიონალიზმი(ხელოვნებაშიც). ჰარმონიული სოციალური კონტაქტები,უკონფლიქტო და გლუვი აღმასვლა. სიმდიდრე კარიერული წინსვლისა და საზოგადოებრივი აღიარებისგან.

– გარშემომყოფთა მხრიდან სიყვარულისა და აღიარების ნაკლებობა. დისჰარმონიული ურთიერთობები საზოგადოებასთან. შევიწროება და წნეხი ხელმძღვანელობისგან. სიცრუე პროტექციაში. დროის ფუჭად ხარჯვა კარიერაზე.

 

 

ფრენსის საკოიანი

აქვთ ამბიცია,იყვნენ საზოგადოებისგან აღიარებულნი. მეგობრული დამოკიდებულება უფროსობასთან,გავლენიან პირებთან,წარმატებული ურთიერთობები საპირისპირო სქესთან ეხმარებათ კარიერაში. სურთ,ჰარმონია შეიტანონ სამყაროში; პატივს სცემდნენ საზოგადოებაში სილამაზის,არტისტული უნარებისა და ყოვლისმომცველი სიყვარულის გამო. თქვენ გაგაბედნიერებთ ხელოვნებასთან,გართობასა და სილამაზესთან დაკავშირებული სამუშაო. თუმცა მოერიდეთ “სამსახურზე დაქორწინების” ტენდენციას და ნუ მიანიჭებთ პროფესიულ საქმიანობას პირად ცხოვრებაზე დიდ მნიშვნელობას.

 

 

ავესალომ პადვოდნი:  “ეძებე მეგობრულ რჩევებში სიყვარული – იქ აღმოჩნდება სარგებელი”

ასეთ ადამიანს ძალაუფლებისკენ თავისუფალი სვლის და ძალაუფლების იდეა იზიდავს,როგორც სოციალური მომენტი. არჩევნის წინაშე მდგარი, ხელმძღვანელობს ესთეტური მოსაზრებებით და ძლიერ იტანჯება, როდესაც სიტუაციიდან ყველაზე “ლამაზი” გამოსავალი, გამოსაყენებლად არაეფექტური აღმოჩნდება. ეს არის ადამიანი ხელოვნების აკადემიიდან.

ურთიერთობა ხელმძღვანელთან გაცილებით გაუადვილდება,თუ ის(ხელმძღვანელი) იქნება საკმარისად ელიტური და უნარი ექნება,ყველაზე უსიამოვნო დავალებები მიაწოდოს თავაზიანი ღიმილითა და თხოვნის ფორმით,რომელიც თუნდაც ილუზიური არჩევნის უფლებას უტოვებს. თავად ეს ინდივიდი,რომელსაც ვენერა X სახლში ჰყავს,ხელმძღვანელის რანგში,ზუსტად ამ მოდელით მოიქცევა. ამიტომ ხელქვეითის მხრიდან მკაფიო უარის ან ბუნტის შემთხვევაში,ძალიან დაიბნევა და ეცდება,გამოსავალი სოციალურ შტამპებში იპოვოს.

მაღალია სამსახურებრივი რომანების ალბათობა,სადაც ძალიან უნდა იფრთხილოს. ასევე სიყვარული სულიერი მასწავლებლების ან მოსწავლეების მიმართ,რაც იძლევა ურთიერთობების პროფანაციის ცდუნებას,კერძოდ სექსში. თუმცა თუ ვენერა ძლიერ დაზიანებული არაა,ურთიერთობები ხელმძღვანელებთან და ხელქვეთებთან უმეტესწილად თბილი და სასიამოვნოა. ქალი სამსახურში კოხტად ჩაცმული და ზომიერი მაკიაჟით გამოცხადდება,მამაკაცი კი იქნება თავაზიანი,ზრდილი და დახვეწილი.

პასუხისმგებლობის გრძნობა,არჩევნის შემთხვევაში,ტრანსლირდება ესთეტური,სოციალური ან ემოციური შეგრძნებების საშუალებით,რომელიც უეცრედ ძლიერდება: ადამიანს უკიდერუსად არ სურს სამყაროს ჰარმონიის დარღვევა_ან გრძნობს პასუხიმებლობას სოციუმის წინაშე ან უბრალოდ რომელიმე ვარიანტი თუ მიზანი ზედმეტდ ანტიპათიურად ეჩვენება. ყური უგდეთ მის რჩევებს ესთეტიკის,სოციალური სტრუქტურის და სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით,თუ მან საკმარისი ყურადღებით გადაათვალიერა სიტუაცია.

მას სჭირდება ხელოვნების თავისუფლება. სოციალური ურთიერთობების ჩარჩოები ვიწროა ან თავად ავიწროებს სხვებისთვის. დამოკიდებულება სიყვარულისადმი, სანამ არ გახდება სრულიად სულიერი,ზედმეტად ორიენტირებულია კონკრეტული მიზნების მიღწევაზე.

 

 

ბორის იზრაიტელი

ვენერა X სახლში მაღალ სოციალურ მდგომარეობას აღწევს ხელოვნების სფეროში,ძირათადად უფრო მაღალ სოციალურ საფეხურზე მდგომ ადამიანთან რომანტიული კავშირის მეშვეობით. ხშირად იყენებს ფულს და ქალებს სოციალური წინსვლისთვის. თუ ვენერა ძლიერ დაზიანებული არაა,სტაბილური და მყარი კარიერა აქვს. ლოალური დამოკიდებულება არსებული სისტემის მიმართ.
მისია:გააცნონ და აზიარონ ადამინები სილამაზეს. მხატვრები,მშენებლები,არქიტექტორები.

 

 

ბილ ჰერბსთი

კოლექტიური პასუხიმგებლობა. პასუხისმგებლობა ჭეშმარიტი სიამოვნების წყაროა.
მახე: თქვენ ისეთ სიამოვნებას იღებთ კოლექტიური პასუხისმგებლობის “შოლტისა და თაფლკვერისგან”,რომ ბოლოს და ბოლოს სამუშაო თქვენთვის სიამოვნების ძირითადი წყარო ხდება. არ გახდეთ შრომაჰოლიკი. ასევე ნუ იმედოვნებთ,რომ თქვენი სამუშაო ბევრად სასიამოვნოა,ვიდრე სხვების. თუ ელიტის სტატუსი საერთოდ არსებობს,განსაკუთრებით სულიერ დონეზე,ის უნდა დაიმსახუროთ რთულ სოციალურ ინტერაქციაში დახვეწილობის გამოვლენით. ამოცანა: განივითაროთ სიყვარულისა და სიამოვნების ხელოვნება. იქცეთ თვალსაჩინო მაგალითად იმისა,როგორ შეიძლება სოციალური ზრდა და კოლექტიურ თანაცხოვრებაში მონაწილეობა იქცეს გამოცდილების შესანიშნავ სახეობად.

პროფესიული პატივმოყვარეობა. თქვენთვის ყველაზე ძვირფასი მფლობელობა თქვენი სოციალური ხატებაა და ყველაზე მეტად მისი ბრწყინვალებამდე გაკრიალება გიყვართ. თქვენ ბედნიერი ხართ,როდესაც მუშაობთ ან იმყოფებით საერთო ნაკვეთში,სამყაროსთან კონტაქტში. მეწყვილესთან უკეთესად მუშაობთ,ვიდრე მარტო. საქმიანი პარტნიორობა ხშირად პიროვნულ სიმპათიებს ეფუძვნება. კარგად გეხერხებათ საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენა,მაყურებელზე და კამერასთან მუშაობა. გაქვთ მიდრეკილება,დაეუფლოთ ხელოვნებასთან,სილამაზესთან,ესთეტიკასთან ან ფუფუნებასთან დაკავშირებულ პროფესიებს. შეიძლება წარმატებით ყიდდეთ საკუთარ თავს მსახიობის,მოდელის თუ მენატურის რანგში ან ვაჭრობდეთ გართობისა და დროსტარებისთვის განკუთვნლილი ნივთებით.
არჩეული პროფესიის მიუხედავად,თქვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიული საქმიანობა სიამოვნებას განიჭებდეთ,წინააღმდეგ შემთხვევაში მისი შეცვლა მოგიწევთ. უმაღლეს სიმბოლურ დონეზე თქვენი პროფესია სიყვარულია. თუმცა ასე თუ ისე,თქვენთვის აუცილებელია არჩეული პროფესიის სიყვარული.

მისია და გზავნილი. თქვენი ქალური თვისებები ჩვენს თვალწინ დგას. თქვენი ცხოვრება გვახსენებს აქტიური შემეცნებისა და პიროვნული მაგნიტიზმის ძალის მნიშვნელობას. თქვენს გამოსხივებას მივყავართ სილამაზის შემეცნების საკუთარ უნართან. ყველაზე მეტად თქვენი ცხოვრების მაგალითი გვასწავლის პირად სიყვარულს და მიუხედავად იმისა წარმატებას მიაღწევთ სიყვარულში თუ არა,მშვენიერი იქნებით თუ არა,ნებისმიერ შემთხვევაში,ჩვენში ინთება სურვილი შევისწავლოთ ეს თვისებები,როდესაც ვხედავთ თქვენს სწრაფვას მათი გამოვლინების.

მშობელი გარეგნულად/ხილვადად დაკავშირებულია ადამიანთან. ქალური სიმბოლოს(ვენერას) ტრადიციულად მამაკაცურ სფეროში(X სახლი-კარიერა,სოციალური იმიჯი) დგომა შესაძლოა,მიუთითებდეს იმაზე,რომ თქვენი მამის გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტებულია ან მისი ძალაუფლება დედის ძალამ ჩაანაცვლა,თუმცა ეს უკანასკნელი უფრო სარწმუნოა როცა X სახლში მთვარე ან ნეპტუნი იმყოფება და არა ვენერა. მაგრამ მიუხედავად იმისა მამის გავლენა ძლიერია თუ სუსტი,საერთოდ არსებობს თუ არ არსებობს,თქვენ მჭიდროდ ხართ მასთან დაკავშირებული ხანგრძლივი დროით.
მისი შემეცნება თქვენი შთაბეჭდილებების წყარო გახდა და თქვენ მიიღეთ სამყაროს მისეული ხედვა. მისი აღქმა კი ეფუძნება წესიერების დაცვას,სამყაროსთვის გამოფენილ როლურ ნიღაბს. კონფლიქტების შემთხვევაშიც კი,თქვენში აღიბეჭდა სტუმარმოყვარეობის გრძნობა,მიდრეკილება იყოთ კარგი მასპინძელი,დიასახლისი.

ავტორიტეტი. თქვენი ავტორიტეტთან დამოკიდებულება ეფუძნება არა იმდენად სტრუქტურისადმი პატივისცემას,არამედ სიყვარულისა და პრესტიჟის ფაქტორს. იმ შემთხვევაშიც,როდესაც სუსტი შევიწროებაც კი თქვენს გაღიზიანებას იწვევს,მაინც მოგწონთ ჩინოვნიკებთან ურთიერთობა. თქვენ საკუთარ ავტორიტეტს საფუძვლად უდევს სიყვარული და არა შიში,ჰარმონია და არა იძულება. თქვენ არ მბრძანებლობთ,არამედ მაგნიტიზმით იპყრობთ ადამიანთა ყურადღებას. სოციალური ტაქტისა და მსუბუქად ბრძანების უნარები თქვენი ხელმძღვანელობის საძირკველია. თქვენ სხვებზე უკეთესად გაქვთ გათავისებული პრინციპი,რომ თაფლით მეტ ბუზს დაიჭერ, ვიდრე ძმრით და ამ უნარებს მაღალი ხელოვნების დონემდე ავითარებთ.

 

Het Monster

იღბალი სამსახიობო ასპარეზზე. ცხოვრების მეორე ნახევარი ბევრად წარმატებულია. ხშირია წინასწარმეტყველების ნიჭი.

 

ინდუბალა

ეს არის ადამიანი,რომლიც დიდი გავლენით სარგებლობს,კარგი ოჯახის შვილი,კეთილმოწყობილი სახლი აქვს და ძვირადღირებული მანქანა ჰყავს. განათლებული ინდივიდია და პოპოულარობით სარგებლობს საზოგადოების მაღალ ფენებში. შესაძლოა,დაქორწინდეს პოპულარულ ადამიანზე. თანამგრძნობი ნატურაა,რომელიც სიამოვნებით ეხმარება გაჭირვებულებს. კარგი მონაცემები აქვს ხელოვნების სფეროში და სპორტულ თამაშებში. წარმატებულია ისეთ სფეროებში,რაც უკავშირდება ჯანმრთელობას,სილამაზესა და გართობას.

 

 

ბრუნო ჰუბერი

* ლიბიდო პლანეტები,ვენერა და მარსი,ზედაპირულ,დროებით გავლენას  ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად  წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში,მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

X სახლში ჩვენ კვლავ ვხვდებით სოციალური სტატუსით შეპყრობილ ინდივიდს,თუმცა აქ საუბარია არა სტატუსის მოპოვებაზე,არამედ სტატუსზე,როგორც მდგომარეობაზე_თითქოს ადამიანს უკვე აქვს სტატუსი და ცდილობს,შესაბამისად მოიქცეს. შეხედულება,თუ რას მოითხოვს შესაბამისი სტატუსი,ცხადია,სუბიექტური და ფარდობითია. მთავარია,რომ ასეთი ინდივიდი მკაცრად იცავს საკუთარ სტანდარტებს და არ დაუშვებს მათზე ხელყოფას.

ვენერა X სახლში მუხლჩაუხრელად შრომობს ძალაუფლების მისაღწევად. სურს,იყოს ლიდერი. როგორც მინიმუმ,დაიკავოს ისეთი პოზიცია,რომლის მეშვეობითაც შესძლებს სხვებზე დომინირებას. ის ცდილობს,იყოს ძლიერი პიროვნება და მყარად მოიკიდოს ფეხი. თუმცა უნდა ახსოვდეს,რომ მას არ მიეტევება ქვეშევრდომთა უფლებების უგულვებელყოფა. ყველა,ვინც ფლობს ძალაუფლებას,ანგარიშს უნდა უწევდეს თავის ამომრჩევლებს,ხელქვეითებსა თუ ქვეშევრდომებს.

ვენერა X სახლში,ქალის კოსმოგრამაში, და მარსი X სახლში,მამაკაცის კოსმოგრამაში,მოითხოვს მოცემულ სქესთან მკაცრ შესაბამისობას ისე,როგორც ეს სოციუმშია მიღებული. მაგალითად,მამაკაცმა უნდა გამოავლინოს მამაკაცურობა,თუმცა არა ემოციური,არამედ სოციალური გაგებით. მან უნდა იცოდეს,რას მოითხოვს და რას ელის სოციუმი “ნამდვილი მამაკაცისგან” და X სახლის შემთხვევაში ეს სულაც არ არის სექსუალობა. ეს არის საქმიანი მამაკაცის ხატება,რომელიც მტკიცე ხელით თავდაჯერებულად და ეფექტურად მოქმედებს. დარწმუნებული იყავით,რომ ნებისმიერ წამოწყებას ბოლომდე მიიყვანს და ყველა მისი გეგმა მიზანს მიაღწევს. მას არ შეეფერება სხვისთვის ყურის გდება,რათა საკუთარი ქმედების მართებულობაში დარწმუნდეს. ასეთია მისი მამაკაცური ქცევის ტიპი.

საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება,როდესაც მამაკაცს ვენერა ჰყავს X სახლში. ასეთი მამაკაცის იდეალი სულაც არ არის წარმატებული ბიზნეს ლედი,მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია,რომ მისი რჩეული იყოს პოპულარული და უნაკლო,რომელიც სხვა ქალაბატონებს როგორღაც აღემატება. ქალისა და მამაკაცის შემთხვევაშიც,ვენერა X სახლში პარტნიორისგან მოითხოვს კორექტულობას მანერებში,სექსუალური აქცენტების გარეშე.

მათ მოსწონთ მკაცრი სტილის,ერთ ტონში გადაწყვეტილი სამოსი. ეს ადამიანები აღმერთებენ სოლიდური,ღირსეული და საიმედო მოქალაქის ხატებას.

 

კარიერბრითები:
Johnny Depp, Nicole Kidman, Michael Jackson, Uma Thurman, Jack Nicholson, Mariah Carey, Halle Berry, Tom Hanks, Gwen Stefani, Kylie Minogue, Vincent Van Gogh, Osama bin Laden, Julio Iglesias, Steve McQueen, Meg Ryan, Drew Barrymore, Ashton Kutcher, Victoria Beckham Adams, Kim Basinger, Shania Twain, Alanis Morissette, Chris Brown, Fanny Ardant, Carlos Castaneda, Vin Diesel, Michael Moore, Robin Williams, Luc Besson, Christophe Lambert, Richard Burton, Brooke Shields, Victoria Abril, Paula Abdul, Goldie Hawn, Whoopi Goldberg, Sarah Ferguson,Samuele Papi, Condoleezza Rice, Henry VIII of England, Anne Frank, Marcia Cross, Johann von Goethe, Susan Sarandon, Jean-Jacques Rousseau, Didier Drogba, Humphrey Bogart, Brendan Fraser, Michael Caine, Christian ClavierMartha Stewart, Margaux Hemingway, Jessica Lange, Madame de Pompadour, Fabien Barthez, Roberto Benigni, Benjamin Franklin, Boris Becker, Michel Platini, Chris Rock, Henry Miller, Elle MacPherson, Theodore Roosevelt, Francisco de Goya, Otto Von Bismarck, Paul Gauguin, Mark Ruffalo, Burt Lancaster, Jimmy Carter, Jack London…

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top