ვენერა XI სახლში

ვენერა XI სახლში

კეთილი ზნე

ასეთ ადამიანს ბევრი საპირისპირო სქესის მეგობარი ჰყავს, რომლების მნიშვნელოვნად ეხმარებიან პირად ცხოვრებასა და კარიერაში. ბევრი ნაცნობი ჰყავს მხატვრებს,მუსიკოსებს,ფინანსისტებსა და ფსიქოლოგებს შორის.წარმატებით მუშაობს კლუბებში,ახალგაზრდულ გაერთიანებებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებში. მიდრეკილია გადაჭარბებული იდეალიზმისკენ. მიზნის მისაღწევად მეტი რეალიზმი სჭირდება.

საყვარელი ადამიანს ხვდებიან სამეგობრო წრეში.არც თუ იშვიათად მისი ცხოვრების მეგზური ხდება მისივე პროფესიის ადამიანი. ქორწინება საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერია.

პლანეტის დაზიანება უკავშირდება უსიამოვნებებს,რაც გამოწვეულია ზღვარგადასული გართობით ნაცნობების წრეში. ენერგიის არასწორი გამოყენების შემთხვევაში,ხშირია შეცდომები მეგობრების არჩევაში. მეგობრები შეიძლება აღმოჩნდნენ არასაიმედო და ზედმეტად ექსცენტრულნი,რაც თქვენ სკანდალებში გაგხვევთ და არაერთ იმედგაცრუებასა და დანაკარგს გამოიწვევს. დამღუპველი ცდუნებები სწორედ ასეთი ადამიანებისგან მოდის,თუ პიროვნებას არ აღენიშნება ასპექტების ენერგიის კონტროლი ტენდენცია. ასეთ შემთხვევაში შეიძლება,განვითარდეს გადაჭარბებული ეჭვიანობა,ცრუ მსჯელობა და მიდრეკილება მანიპულაციური გზებით იხეიროს გარშემომყოფთა განწყობისგან.

მათ ძალიან უყვართ თავიანთი “სააღმსარებლო” შეხედულებებისა და ფასეულობების განხილვა სამეგობრო წრეში. თავაზიანი და სალმიანები არიან მეგობრებთან,რომლებიც,თავის მხრივ,ცდილობენ,იმედები გაუმართლონ და სურვილები აუსრულონ. მეგობრულ დახმარებას საკმაოდ მსუყე მოგება მოაქვს,რაც მათ ეხმარებათ პოპულარობის ზრდასა და მესაკუთრული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. მრავალი კეთილისმსურველი ჰყავთ ქალთა სქესის წარმომადგენლებში,რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე უანგაროდ ეხმარებიან.

პროფესიული წარმატება დაკავშირებულია მეგობრების,სპონსორების,მეცენატების ან უბრალო ნაცნობების რეკომენდაციებსა და პროტექციასთან. შესაძლოა,მფარველობდნენ მაღალი რანგის საელმწიფო ჩინოვნიკები ან გამოჩენილი პოლიტიკური მოღვაწენი. ზუსტად ამ გზით ხდება მათი ოცნებები.

მათთვის წარმატებული იქნება სამეცნიერო საქმიანობა,ტექნიკური გამოგონებები,ლიტერატურული და სახელოვნებო მოღვაწეობა. ხშირად ხდებიან წამყვანი რეჟისორები,სცენარისტები,ფსიქოლოგები,ასტროლოგები,ეზოთერიკოსები. გამორჩეულ ინტუიციასა და მდიდარ წარმოსახვას მოხერხებულად უხამებენ გულწრფელ ჰუმანიზმს. ორიგინალური გამოგონება შესანიშნავად შეესაბამება ჩანაფიქრის ზუსტად განხორციელების შესაძლებლობას.

პაველ გლობა

+ კარგი მდებარეობაა ბოჰემური წრის ადამიანებისთვის:პოეტების,მხატვრების,მსახიობებისა და მუსიკოსებისთვის. მეგობრული და ჰარმონიული ურთიერთობები ადამიანებთან. ნაყოფიერი კოლექტიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა,რასაც მოაქვს ფული,წარმატება და აღიარება. ექსტრავაგანტულობა სიყვარულში. მეუღლე საუკეთესო მეგობარია. დიდი სიყვარული,მხარდაჭერა,გაგება და დახმარება მეგობრებისგან.

– ბოჰემური ცხოვრება,სადღესასწაულო დროსტარება. ბიწიერი მეგობრები. აუხდენელი იმედები და სურვილები. ხშირად ზრდიან სხვის ბავშვებს.

 

ფრენსის საკოიანი

მეგობრული კავშირები გუნდურ საქმიანობაში. მეგობრებთან სალმიანი და თავაზიანია,ამიტომაც ყოველთვის უხდება იმედები და სურვილები. უამრავი მეგობარი ჰყავს,უმეტესად საპირისპირო სქესის,განსაკუთრებით იზიდავს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები. პარტნიორის გაცნობა ხდება სამეგობრო წრეში ან საზოგადოებრივ ურთიერთობებში. მეგობარი ხშირად ხდება საყვარელი და პირიქით_საყვარელთან,დაშორების შემდეგ,ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას.

თქვენ ძალზედ კონტაქტური ადამიანი ხართ,რომელიც მუდამ სულიერად ახლობელ ადამიანებს დაეძებს და სწრაფად ჭკნება კეთილი მეგობრების კომპანიის ან ისეთი საზოგადოების გარეშე,ვისთანაც დროის სასიამოვნოდ გატარება შეიძლება. მოგწონთ საერთო კოლექტივში მუშაობა, სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღება და საზოგადოებრივი საქმიანობა. თქვენ დიდ სიამოვნებას განიჭებთ,თავი იგრძნოთ რომელიმე კლუბის ან გუნდის წევრად.

 

ავესალომ პადვოდნი : “სამყაროს მეგობრული სიყვარული ამშვენებს”

ეს ადამიანი კოლექტივში ძალიან სოციალურია. ის კარგად გრძნობს სოციალური ურთიერთობების ფაქიზ სპეციფიკას და ყოველთვის ცდილობს,იყოს ელეგანტური და ტაქტიანი,როგორც გარეგნულად,ისე შინაგანად,რაც სრულიად უპრობლემოდ გამოსდის,პლანეტის ჰარმონიული ასპექტირებისას. მაგრამ თუ ვენერა დაზიანებულია, წარმოიქმნება შეუსაბამობა მის გემოვნებასა და ჯგუფს შორის, რასაც ხშირად მიჰყავს კონფლიქტებამდე.

ძლიერი ვენერას შემთხვევაში,ჯგუფის ხედვის ძირითადი აქცენტი ესთეტურია ანუ ინდივიდი ჯგუფისგან იღებს იმას,რაც მას ლამაზად ეჩვენება,ხოლო რაც არ მოსწონს,ცდილობს გადააკეთოს ან განერიდოს.

ზოგადად,მისთვის ბუნებრივია უყვარდეს როგორც მთელი ჯგუფი,ისე მისი თითოეული წევრი ცალ-ცალკე და თუ ვენერა ძლიერ დაზიანებული არაა,გუნდსაც ეყვარება ის. ამასთან უნდა გვახსოვდეს,რომ თუ ვენერას XI სახლში ოპოზიცია აქვს V სახლთან,საკმაოდ მაღალია რისკი,მისი სიყვარული არ ჩაეწეროს ჯგუფური სამუშაოს ჩარჩოებში.

ამ ადამიანს ძლიერი მიზიდულობა აქვს ხელოვნების წრის ჯგუფებთან ან მისი როლი ჯგუფში ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. აქ კარმული ამოცანაა სწორი სოციალური ადაპტაცია ჯგუფში და შემდეგ მისი სოციალური და ესთეტური აღზრდა. ის უყვართ ორივე სქესის მეგობრებს. მოსწონს დახვეწილი ურთიერთობები,მეგობრების გარეგნული სილამაზე,მათი სოციალური მდგომარეობა და კავშირები. გამძაფრებულია ლატენტური ჰომოსექსუალური მოტივები,განსაკუთრებით ვენერას ურანთან ასპექტისას.
ვენერას ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში,მეგობრობა მაღალი სოციალური წრის წარმომადგენლებთან.

პლანეტის დაზიანებისას,მკვეთრად გამძაფრებულია სოციალური მდგომარეობის და მეგობრებზე შეყვარების მომენტები. უნდა გადაილახოს ელიტარობა.

 

ბორის იზრაიტელი

დიდი სიამოვნებით მონაწილეობს ყველაზე მტკიცე “ინტერესთა ჯგუფებში”. აფასებს ინტიმურობას. მისი სოციალური როლი საზოგადოებრივი სტრუქტურის მახვილი კუთხეების მოგლუვებაა. ხშირად ურევს ერთმანეთში მეგობრობასა და სიყვარულს. ყველა პროგნოზს აკეთებს ინტუიციაზე დაყრდნობით. მისთვის რთული წარმოსადგენია,რომ ყველაფერი შეიცვლება. მკაფიო ემოციური წარმოდგენას ფლობს მომავალი ცხოვრების ჭვრეტაზე. აზროვნების ესთეტიკა.

 

ბილ ჰერბსთი

მონაწილეობა ჯგუფის ცხოვრებაში. თქვენ მოგწონთ სოციალიზაციის საერთო გამოცდილება,მისი ყველა ასპექტი და იშვიათად,რომ რაიმემ ისეთი სიამოვნება მოგანიჭოთ,როგორც ჯგუფის ცხოვრებაში მონაწილეობამ. მარტივად,ბუნებრივად და აბსოლუტური კომფორტით ინტეგრირდებით ჯგუფში, სადაც შუამავლობა თქვენი ბუნებრივი როლია. თუმცა თქვენ უნდა დაუშვათ კონფლიქტების გარდაუვალობა,რადგან ყველაზე დისციპლინირებულ და ჰარმონიულ ორგანიზაციაშიც კი დრო და დრო წარმოიქმნება უთანხმოებები. ამოცანა: თქვენ უნდა “დაზეთოთ” საზოგადოებრივი ორგანიზაციების მექანიზმები გრაციითა და მომხიბვლელობით. თუმცა ეს ისე უნდა მოახერხოთ,რომ არ მოხდეს თქვენი პირადი ფასეულობების კომპრომიტირება.

მისაღები ქცევა. თქვენ ტკბებით საზოგადოებრივი რიტუალებით და მოუთმენლად ელით ხელსაყრელ მომენტს,გამოავლინოთ თქვენი ალღო და ყნოსვა მაღალ საზოგადოებაზე. განსაკუთრებით ჰარმონიულად ერგებით ოფიციალურ შეკრებებს,საფუძვლიანად შემუშავებული ქცევის წესებით. რადგანაც “კარის ინტრიგები”(მაღალ-ინტელექტუალური თუ საპნის ოპერების დონის),თქვენთვის სიამოვნების წყაროს წარმოადგენს. თქვენ ძალიან მგრძნობიარე და გულისხმიერი ხართ იმის მიმართ,როგორ აღგიქვამენ გარშემომყოფები,რადგან ძლიერ მოთხოვნას განიცდით,მოსწონდეთ. თავი აარიდეთ ხელოვნურობის მახეს. თქვენი ამოცანაა,იყოთ ერთდროულად მომხიბვლელი და გულწრფელი.

მეგობრობა და სოციალური წრე. მეგობრობა გაერთიანებულია პირად სიყვარულთან. ვენერას XI სახლში მდებარეობისას,ფიქსირდება ტენდენცია,მეგობარი იქცეს საყვარლად და პირიქით,საყვარელი ადამიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ გახდეს პიროვნების მეგობარი. თქვენ გატაცებული ხართ არტისტული პიროვნებებით. ძლიერ გიზიდავთ ფიზიკური სილამაზე ან ის ხალხი,ვიც სილამაზეს ემსახურება. პატივს სცემთ სოციალურ რიტუალებს. თქვენი მეგობრული ურთიერთობები ტკბილი და სასიამოვნოა,გამოირჩევა რბილი დახვეწილობით. გსურთ,მეგობრები მუდმივად ტკბებოდნენ თქვენთან ურთიერთობით და საპასუხო სიამოვნებას განიჭებდნენ თქვენ. თქვენი ამოცანაა,სოციალური წრე გადააქციოთ სიყვარულისა და სილამაზის წყაროდ თქვენს ცხოვრებაში.

ერთობილივი შემოქმედება. ერთობლივი შემოქმედება უმაღლესი პრიორიტეტია და უზარმაზარ სიამოვნებას განიჭებთ. თქვენ გაქვთ ნიჭი,ჯგუფის სხვა წევრების მიერ გენერირებული იდეები და სტრუქტურები მიიყვანოთ ბრწყინვალებამდე. რადგანაც ძალიან მგრძნობიარე ხართ ჰარმონიის მიმართ,თქვენთვის დამახასიათებელია მოაგლუვოთ მახვილი კუთხეები,დაამშვიდოთ კონფლიქტში ჩაბმული ადამიანები. თქვენი შემოქმედებითი როლი განისაზღვრება ჯგუფის თვითგამოხატვის ჩინებული გაფორმებით.

სიყვარულის აქცეპტი. სიყვარულს მაშინ შეიგრძნობთ,როდესაც თქვენს სილამაზეს აღიარებენ; კომპლიმენტებით,საჩუქრებითა და სიყვარულით გავსებენ. შესაძლოა,გქონდეთ ძლიერი შინაგანი მოთხოვნილება,კვარცხლბეკზე აგიყვანონ,მაგრამ საკმარისად დაბრძენებული ხართ გამოცდილებით,რომ ასეთი ზღვარგადასული ეგოიზმი გამოავლინოთ. ამ მოთხოვნილებების დროს ხშირად წარმოიქმნება გულწრფელობის პრობლემა. თქვენ მოგწონთ,იყოთ მოხიბულული და საპასუხოდაც ხიბლავთ; “საყვარელი ადამიანი” თქვენი სასურველი როლია. თუმცა ნამდვილად უყვარხართ თქვენს თაყვანისმცემლებს თუ როლს ასრულებენ და თვალთმაქცობენ? ნამდვილად მათ გულში ხართ თუ ეს სცენარით არის გათვალისწინებული? შესაძლოა,მათ შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს. ეს კი დამოკიდებულია პლანეტის ნიშანსა და მის ასპექტებზე. თქვენი ამოცანაა,განსაზღვროთ,შეყვარებულთა და თაყვანისმცემელთა არქეტიპები,მთელი მათი სიდიადით,მაგრამ შემდგომ განერიდოთ ამაღლებულ სიყვარულის რიტუალებს და შეიგრძნოთ ფიზიკური ადამიანი,რომელსაც შეუძლია სიყვარული ცეკვაზე დიდ რიტუალად აქციოს. ბოლოს და ბოლოს სიყვარული ხომ საიდუმლოა?!

 

Het Monster

ბედნიერი ქორწინება. პირველი შვილი გოგოა. ცხოვრების დასაწყისი დასასრულზე ბედნიერია. მეორე ქორწინება თუ XI სახლი კუროს,კირჩხიბის,მორიელის,მშვილდოსნის ან თევზების ნიშანშია.

 

ინდუბალა

XI სახლი დადებითია ვენერასთვის. ეს მდებარეობა მიუთითებს კარგ პარტნიორსა და შვილებზე,ასევე ადამიანის უნარზე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე იშოვოს ფული. ხშირად ასრულებენ ისეთ სამუშაოს,რომელიც ზემოქმედებს ფართო მასებზე. კონსერვატორები არიან. უყვართ მოგზაურობა. იღბალი თან სდევთ საერთო ბიზნესში მოღვაწეობის და საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისას.

 

ბრუნო ჰუბერი

* ლიბიდო პლანეტები,ვენერა და მარსი,ზედაპირულ,დროებით გავლენას  ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად  წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში,მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

როდესაც ლიბიდო პლანეტები XI სახლში ხვდებიან, ჩვენს აზრებსა და ქცევებში ეთიკა სჭარბობს, რაც სექსუალურ სფეროზეც ვრცელდება. სექსუალური გამოცდილება და იმიჯი უნდა შეესაბამებოდეს მაღალ მორალურ მოთხოვნებს. ვლინდება ასევე მისიონერული ტენდენცია, თუმცა არა უკიდურეს ან საგანგებო ფორმებში. სექსულობას ფიზიკური ჩარჩოების მიღმა გადასულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, შესაძლოა, თერაპევტული დანიშნულებაც კი დავაკისროთ. მაგალითად, ფსიქოთერაპევტმა, რომელშიც ვლინდება ამგვარი ტენდენცია, შეიძლება სქესობრივი კავშირი დაამყაროს თავის პაციენტთან, თუ ამ უკანასკნელს მოცემულ სფეროში სერიოზული პრობლემები აღენიშნება.

ის მტკიცედ თავდაჯერებულია,რომ ასეთი გზით სირთულის გადალახვაში ეხმარება. შედეგად მას თავად წარმოექმნება დიდი უსიამოვნებები, მართლმსაჯულებასთან პრობლემების ჩათვლით,მაგრამ ის წინასწარ გააზრებულად მიდის ამ ნაბიჯზე,რადგან გულწრფელად სწამს,რომ საკუთარი სექსუალობის სამკურნალო დანიშნულებით გამოყენებისას,კეთილშობილურ საქციელს სჩადის. თუმცა ეს მხოლოდ ერთი მაგალითია XI სახლის გავლენის.

მეორე ვარიანტი გაცილებით სარწმუნოა-მოახდინოს საკუთარი სექსუალობის ბლოკირება და გამოავლინოს მიდრეკილება სრული თავშეკავებისკენ,რადაგან სექსს განიხილავს,როგორც მდაბიო საქციელს და ეს მოსაზრება გამოირჩევა კატეგორიულობით.

ლიბიდო პლანეტებმა XI სახლში უნდა იპოვონ წონასწორობის წერტილი. ასეთი ადამინები ხშირად დებენ თავიანთ ენერგიას მორალურ და ეთიკურ სქემებში, რაც ბადებს თავისებური ფორმის რელიგიურ ფანატიზმს. პირადი ცხოვრების არარსებობა კომპენსირდება სექსუალური ფანტაზიებით(განსაკუთრებით ცეცხლის სტიქიის ლიბიდო პლანეტების შემთხვევაში) ან ვერბალური სექსით,ეროტიული რომანების კითხვით და .ა.შ.

საპირისპირო სქესის ლიბიდო პლანეტის XI სახლში მდებარეობისას,უპირატესობა ენიჭებათ ინტელექტუალურად აქტიურ პარტნიორებს:სექსუალური პარტნიორი უნდა ფლობდეს ცოცხალ გონებას.გვიზიდავს ისეთი ადამიანები,რომელთაც წარმატებას მიაღწიეს და მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ მეცნიერების ან ჰუმანიტარულ სფეროში. საქორწინო პარტნიორად ვისურვებდით ჩვენზე ისეთ პიროვნებას,ვინც ინტელექტუალურად აღგვემატება და აღფრთოვანებას იწვევს ჩვენში.

 

სოციობრითები:
Nostradamus, Jules Verne, Martin Luther King, Camilla Parker Bowles, George H. W. Bush, Saddam Hussein, Aristote Onassis, Salvador Dalí, Honore de Balzac, Antoine de Saint-Exupery, Jane Fonda, David Letterman, Monica Lewinsky, Kurt Russell, Jean-Paul Belmondo, Heath Ledger, Bruce Lee, Madonna, Jodie Foster, Johnny Hallyday, Keanu Reeves, Albert Einstein, Juliette Binoche, Tom Cruise, Al Pacino, Michelle Pfeiffer, Claudia Schiffer, Kate Winslet, Jared Leto, Liv Tyler, Asia Argento, Brigitte NielsenMichael Schumacher, Jessica Simpson, Frida Kahlo, Anne Hathaway, Patricia Kaas, David Carradine, Eros Ramazzotti, Mark Wahlberg, Jose Mourinho, Natalie Wood, Dakota Fanning, Sheryl Crow, Ernest Hemingway, O.J. Simpson, Dodi Fayed, Franz Kafka, David Copperfield, Giorgio Armani, Mandy Moore, Hulk Hogan, Orson Welles…

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top