ვენერა XII სახლში

ვენერა XII სახლში

თანაგრძნობა

კეთილი, გულმოწყალე, მგრძნობიარე და მარტივად შთაგონებადი ადამიანია. შეუძლია მარტოობით ტკბობა,რადგან სწორედ განმარტოებისას მუხტავს თავის “ენერგეტიკულ ბატარეებს”. მშვიდი ცხოვრება აქვს,ზედმეტი მღელვარებისა და გართულებების გარეშე. თუ პლანეტა ჰარმონიულად დგას რუკაში,ის დაიცავს პატრონს მოსალოდნელი საფრთხეებისა და უბედური შემთხვევებისგან. ასეთი მდებარეობისთვის თვისებრივია “ბედნიერება უბედურებისგან”.

მუდმივად განიცდის მოთხოვნილებას, ემსახუროს ვინმეს. უაღრესად თანამგრძნობია, არასოდეს რჩება გულგრილი სხვების გასაჭირის მიმართ. მზადაა,სხვისთვის მსხვერპლიც გაიღოს. თავისუფლების იძულებით დაკარგვის შემთხვევაში,მაშინვე ბედს ეგუება. მისი გრძნობები და ქცევები ქვეცნობიერის ძლიერ გავლენას განიცდის, რაც მისთვის შეიძლება არამხოლოდ შთაგონების,არამედ შიშნარევი დარდის მომტანიც იყოს.

მორცხვი და მყიფე ნატურაა. უპირატესობას ანიჭებს მშვიდ გარემოს. მიდრეკილია საიდუმლოებებისა და ჩაკეტილობისკენ. პირად შეხვედრებსა და სოციალურ კონტაქტებს საიდუმლოდ ამყარებს, ცნობისმოყვარე “კეთილისმსურველთა” მზერისგან შორს. თუმცა არ ღირს გადაჭარბება,რადგან სწორედ მორცხვობამ შეიძლება,მიიყვანოს ხანგრძლივ მარტოობამდე ან სასიყვარულო იმედგაცრუებამდე. ხშირად საყვარელი ადამიანის ან საქმიანი პარტნიორის მუხანათობის მსხვერპლია.

სალმიანი და მგრძნობიარეა. სავსეა თანაგრძნობით გაჭირვებულთა მიმართ და ყოველთვის მზადაა,დახმარების ხელი გაუწოდოს ყველას,ვისაც სჭირდება. თუმცა დახმარებაც ჩუმად უყვარს,არ მოსწონს მხარდაჭერის ღიად აფიშირება. ყველა მნიშვნელოვან საქმეს და მოლაპარკებას კულისებს მიღმა აწარმოებს.

ძალიან უყვარს რომანტიული თავგადასავლები. იზიდავს საიდუმლო სასიყვარულო კავშირები,რის შედეგადაც ბევრ მდედრობითი სქესის მტერს იძენს. ენერგიის არამართებულად გამოყენების შემთხვევაში,შეიძლება შეუყვარდეს “დაკავებული” ადამიანი,რაც მას გააუბედურებს და იმედგაცრუებისა და დანაკარგების მეტს არაფერს მოუტანს. შესაძლოა,ადრეულ ასაკში დაქორწინდეს და შემდეგ სხვა ადამიანი შეუყვარდეს.

მისთვის სახიფათო იქნება გადაჭარბებული სიყვარული ხორციელი და გრძნობითი სიამოვნებების მიმართ,რადგან ვენერას XII სახლში ძალიან სუსტი ზომიერების გრძნობა და თვითდისციპლინა ახასიათებს. მისი ბედნიერება შეიძლება,დაღუპოს ბრმა ეჭვინობამ ან ზნეობრივი ნორმებისადმი აგდებულმა დამოკიდებულებამ.

ხაზგასმით საიდუმლოებით მოცული და დემონსტრაციულად მისტიური პიროვნებაა. მისთვის მომგებიანია ფარული გავლენა და ჩუმი პოლიტიკის წარმოება. განმარტოება ხელს უწყობს კონსტრუქციულ შემოქმედებაში.

დიდი გატაცებით სწავლობს ეზოთერულ დისციპლინებს. მიისწრაფვის,შეიცნოს ცხოვრებისა და სიყვარულის სიღრმისეული მნიშვნელობა. იტაცებს ბუნების საიდუმლოებების ამოხსნა. ხშირად ინტერესდება მედიცინისა და ქიმიის პრობლემების შესწავლით. ძალიან უყვარს შინაურ ცხოველებზე ზრუნვა.

არც ისე იშვიათად მისი საქმიანობა უკავშირდება ჰუმანიტარულ დაწესებულებებში მსახურებას და სოციალურ დახმარებას. ყველაზე დიდ წარმატებას აღწევს თავისუფალ პროფესიებში,განსაკუთრებით მწერლობისა და ფერწერის სფეროებში. წარმატებულია როგორც დეკლამატორი,ფსიქიატრი,ფსიქოთერაპევტი,მეზღაპრე ან ფანტასტი. სიღრმისეულად აინტერესებს ფსიქოლოგია, მედიტაციური სივრცეები და ამოუცნობი სამყარო.

პაველ გლობა

+ უმაღლესი რომანტიული სიყვარული. სიყვარული საიდუმლოებებისადმი. გასაიდუმლოებული სასიყვარულო კავშირები _ მოხერხებულად იცავს საკუთარ ურთიერთობებს გარეშე “კეთილისმსურველებისგან”. მგრძნობიარე და თანამგრძნობი. უყვარს ბუნება, განმარტოება. მოსწონს ჩაკეტილი ცხოვრება, განმარტოებული თავს უკეთესად გრძნობს. ფარული მხარდაჭერა და ფარული შემოსავლები.

იმედგაცრუება სიყვარულში, სიმორცხვე ურთიერთობებში. მარტოობა, ფსიქოლოგიური დაძაბულობა. ტყუილი ან ღალატი მეუღლის მხრიდან.

ფრენსის საკოიანი

უპირატესობას ანიჭებს ჩუმ და ჩაკეტილ ცხოვრების წესს. პირად და სოციალურ კონტაქტებს საიდუმლოდ ამყარებს,მალავს სასიყვარულო ურთიერთობებს. საზოგადოებაში მორიდებულობას შესაძლოა მოჰყვეს მარტოობა და იმედგაცრუება სიყვარულში. ეს მგრძნობიარე და სალმიანი ადამიანია,გულჩვილია და სათუთი გრძნობები აქვს,თანაუგრძნობს გაჭირვებაში მყოფ,უბედურ და ტანჯულ ადამიანებს. მასზე დიდ გავლენას ახდენს ქვეცნობიერი.

თქვენ ხშირად შეგნებულად მალავთ სიყვარულს ან გიჭირთ გაუზიაროთ გრძნობები მათ,ვინც გიყვართ,რადგან ღიად გამოხატული მგრძნობელობა და მზრუნველობა არ გეჩვენებათ უსაფრთხოდ. შეიძლება გეჩვენებოდეთ,რომ თქვენს გრძნობებს ვერ გაიგებენ ან არ გიპასუხებენ. შესაძლოა,გაეხვიოთ საიდუმლო სასიყვარულო კავშირში ან შეგიყვარდეთ მიუწვდომელი ადამიანი. თქვენ მიგაჩნიათ,რომ მსხერპლთშეწირვა სიყვარულის აუცილებელი თანმდევი ნაწილია და ამიტომ ხშირად დგებით რადიკალური არჩევნის წინაშე: ან დაშორდეთ საყვარელ ადამიანს ან უარი თქვათ სასიყვარულო ურთიერთობის რომელიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე.

ავესალომ პადვოდნი: „იზოლაცია“

ვენერა XII სახლში სიმბოლურ კულმინაციაშია.

ეს მდებარეობა მეტყველებს ადამიანის ესთეტურ განცდებზე, ასევე სიყვარულსა და საზოგადოებრივ ურთიერთობებში მსხვერპლის გაღებაზე.

თავს მარტოდ გრძნობს და ადგილს ვერ პოულობს სოციალური კონტაქტების დროს. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ხასიათდება ცალმხრივობით: მას კარგად ესმის სხვების,მაგრამ გრძნობების,განსაკუთრებით სიყვარულის გამოხატვა არ შეუძლია და რაც უფრო მგზნებარე გრძნობებს იწვევს საკუთარი პერსონის მიმართ,მით უფრო ნაკლებად ახარებს ეს ფაქტი.

აქ,ისევე როგორც ნებისმიერ სიტუაციაში,რომელიც XII სახლს ეხება,საკითხი დგას შემდეგნაირად: ადამიანი ან საკუთარ გრძნობებს სწირავს მსხვერპლად ან სხვის გრძნობებს. კერძოდ,მას ჭეშმარიტი სიყვარულის განცდა მხოლოდ მათ მიმართ შეუძლია,ვისაც ეს მწვავედ სჭირდება: უბედური ან მზრუნველობამოკლებული ადამიანები,მძიმე ავამყოფები. ასეთ სიყვარულს აქვს მისთვის ზეამაღლებული და კონსტრუქციული ხასიათი_მას გულწრფელად სურს,რაიმე გააკეთოს მათთვის და ასე ავლენს საკუთარ შემოქმედებით საწყისს. მაგრამ ნორმალური,ეგოცენტრული,სოციალურად ნებართალი სიყვარულის განცდა არ შეუძლია,რასაც მიჰყავს ძლიერ ფრუსტრაციამდე.

ქვედა ოქტავაში ადამიანი მიისწრაფვის,დაატყვევოს სიყვარულის ობიექტი მიწისქვეშა დილეგში. ჰარმონიულ ვარიანტში “საპყრობილე” გაღმერთების ქვაფენილებით იქნება მოკირწყლული,პლანეტის დაზიანების შემთხვევაში_ეჭვიანობის აგურებით. მართალია,დატყვევება შეიძლება არც იყოს გაცნობიერებული,მაგრამ ადამიანისთვის ეს არსებითად მნიშვნელოვანია და სატრფოს მხრიდან თავისუფლების სიყვარულის ნებისმიერი გამოვლინება მრისხანედ ან რბილად,მაგრამ მტკიცედ იქნება აღკვეთილი.

აქ დამუშავება მიმდინარეობს სოციალური კონტაქტების ძალიან ფაქიზი და უჩვეულო მეთოდების ძიებით. სიყვარულს გამოხატავს მაღალ ენერგეტიკულ ვიბრაციებზე. მას ლამაზად უნდა უყვარდეს. თავი აარიდოს სტანდარტულ ძლიერ ემოციებს და ადამიანები აღიქვას,პირველ რიგში,როგორც სულიერი არსებები. წინააღმდეგ შემთხვევაში,ის იქცევა სოციალურ ბუად და სასტიკ ტირანად თავისი ახლობლებისთვის.

ვენერას ეს მდებარეობა წარმოშობს ასევე დიდ ესთეტურ პრობლემებს. სუბიექტს უმეტესად არ აწყობს გარესამაყროს არსებული მოდელი. თუმცა ძლიერი ვენერას შემთხვევაში,შესაძლებელია ძალიან ორიგინალური ესთეტური ჩანაფიქრების დამუშავება. ადამიანი განმარტოებაში შეიძლება გახდეს შესანიშნავი და განუმეორებელი შემოქმედი,მაგრამ თუ ის მოხვეჭილ დიდებას სერიოზულად აღიქვამს,მისთვის დამღუპველი იქნება.

ბორის იზრაიტელი

ადამიანი ხშირად აწყდება სქესთა უთანასწორობის პრობლემას. არ აკმაყოფილებს ქორწინების ინსტიტუტი. ხშირად მალავს რომანტიულ კავშირებს,გრძნობებს. შეიძლება პლატონურად იყოს გატაცებული. თავისთვის იგონებს საყვარელი ადამიანის იდეალს,რომლის რეალობაში პოვნა თითქმის შეუძლებელია.

ვენერას ეს მდებარეობა ხშირად მიუთითებს საყვარელი ადამიანის დაკარგვაზე.

სასიყვარულო ურთიერთობები ხელს უწყობს თვითანალიზში. ნებისმიერ იზოლაციას მატერიალური და სულიერი ნაყოფი მოაქვს.

ბედნიერება სხვა ქევეყანაში უნდა ეძიოთ. საქორწინო პარტნიორი სხვა კულტურის წარმომადგენელი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსაბეზრებელი გახდება.

ბილ ჰერბსთი

წარმოსახვა. ვენერა XII სახლში იმაზე მეტყველებს,რომ თქვენი ფანტაზია სიამოვნების ულევი წყაროა. ოცნებები იმდენად ტკბილი ნექტარია,შეიძლება რეალობასაც ამჯობინოთ. ფანტაზიების ტრადიციული თემები: პირადი სიყვარული და ქალურობის იდეალი. რეალურ სიყვარულში არაერთი მახე იმალება: თქვენ ხშირად გიყვარდებათ განუვითარებელი ან კოსმეტიკური საშულებებით “შეთითხნილი”,ხელოვნური სილამაზე. შეეცადეთ,არ გახდეთ ისეთი ადამიანების სიყვარულის ობიექტი,რომელთაც მავნებელი და ზარალის მომტანი გრძნობები აქვთ. ამოცანა: დაე,წარმოიშვას თქვენი ფანტაზიები,მაგრამ ზედმეტად ნუ წაახალისებთ მათ და არ დანებდეთ ცდუნებებს. გაუზიარეთ და აჩვენეთ სამყაროს თავდადებული სიყვარულის მნიშვნელობა. ასე თქვენ გვეხმარებით,ჩავწვდეთ ამ გრძნობის სიღრმისეულ მნიშვნელობას.

გაფანტული (“განფოკუსირებული”) ინტუიცია. იმისათვის, რომ თქვენმა ინტუიციამ ეფექტურად იმუშაოს, თქვენ “გიყვარდებათ” ინტუიციური შემეცნების ინფორმაციული წყარო. ამ პროცესს არ აქვს იძულებითი ხასიათი,ეს უფრო თქვენი მუშაობის მეთოდია. თუმცა სასურველია, ინტუიციურ მომწოდებელთან სასიყვარულო კონტაქტი მხოლოდ ინფორმაციის მიღების პერიოდში შეინარჩუნოთ. როგორც კი ინფორმაციული დინება შეწყდება, წყაროს უნდა გამოეთიშოთ და გადაერთოთ მომდევნო “სასიყვარულო ურთიერთობაზე”. მახე იმით გამოიხატება,რომ თქვენთვის თვისებრივია “მომწოდებელზე” ფიქსირება. თქვენ შეიძლება ისე შეგიყვარდეთ ზოგიერთი მათგანი,რომ მათთან კონტაქტის დამყარებას ეცდებით. ამას კი თქვენთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს და ხშირად იმედგაცრუებით სრულდება. ამოცანა: თქვენ ფუტკრის მსგავსად უნდა იფრინოთ ყვავილიდან ყვავილზე და “დაამტვრიანოთ” მთელი სამყარო.

განდგომა და განმარტოება. თქვენ განეშორებით ამ სამყაროს იმისათვის,რომ განიცადოთ სიამოვნება და მართლაც,თქვენ უკვე ისწავლეთ საკუთარი საზოგადოებით ტკბობა,ხანგრძლივი განმარტოებების დროს. განმარტოება თქვენს გულს უფრო მოსიყვარულეს ხდის,თითქოს დრო საყვარელ ადამიანთან გაატარეთ. თქვენთან სიყვარული მოდის არა ამქვეყნიური დინებისგან,არამედ კოსმიური სამყაროსგან,ამიტომ გარკვეული დროით წყდება. მახე: როდესაც სიყვარული განშორებით ან განქორწინებით სრულდება(მისი წყვეტა ხდება)თქვენზე ნეგატიურად აისახება ცხოვრებისგან განცალკევების შეგრძნება, განშორება უფრო ბასრ და ღრმა იარებს გიტოვებთ. ამოცანა: აღიქვით ყოფითი ცხოვრებისგან განმარტოება არა როგორც მისგან გაქცევა,არამედ კვლევითი ექსპედიცია. შეეცადეთ,მიაკვლიოთ ქალურ შემეცნებას და როდესაც მას იპოვით,თქვენ შეძლებთ მისი სიდიადის გამოტანას სამყაროში.

თავდაუზოგავი დახმარება. პირადი სიყვარული დაქვემდებარებულია უნივერსალურ სიყვარულს_ეს არის გაღება ყოველგვარი ჯილდოს მიღების გარეშე. თქვენთვის მეტად სასურველია,თავად გიყვარდეთ,ვიდრე სხვას უყვარდეთ. იმდენად ძლიერი ერთგულება გახასიათებთ,თავადაც გაგიჭირდებათ წარმოდგენა. საყოველთაო უნივერსალური სიყვარული უზენაესი წყაროებიდან გადაიღვრება ამქვეყნიურ გრძნობებში და თქვენ,როგორც კოსმიური სიყვარულის წინამძღოლს,წარგმართავენ ისეთ ხალხთან,ვისაც აკლია სიყვარული. რომანტიული ურთიერთობები წარმოიქმნება იმის მიუხედავად, დაიჟინებთ თუ არა ასეთ ადამინებთან ინტერაქციაში შესვლას, “ხელოვნურად შექმნილი” ან თავსმოხვეული სიყვარულის საფუძველზე. თუმცა თქვენთვის ასეთი ურთიერთობები ძლიერი ტკივილითა და ტანჯვით მთავრდება,როდესაც თქვენი მისიის დასრულების შემდეგ სიყვარულის ობიექტისგან გამოგთიშავენ. თქვენი დარდი თქვენთვის კარგი მასწავლებელია. ამოცანა: გიყვარდეთ ღიად და მთელი ძალით,მაგრამ მსუბუქად,გრაციოზულად და ამაღლებულად. სიყვარულის გრძნობა,რომელსაც თქვენ განიცდით,სრულიად რეალურია,თუმცა არ მიეჯაჭვოთ კონკრეტულ ადამიანებს. გვერწმუნეთ, თქვენი სილამაზე აღიარებული იქნება არა მხოლოდ ერთი ადამიანის, არამედ ყველას მიერ.

“განვლილი ცხოვრებები”. თქვენი ქალებთან ურთიერთობები კარმული ხასიათისაა,იგივე ითქმის მზრუნველობისა და სასიყვარულო საკითხებზეც. თქვენს ქალურ თვისებებზე დიდ გავლენას ახდენს განვლილი ცხოვრებები. შეიძლება ითქვას,რომ წარსულ განსხეულებებში თქვენ ახლო კონტაქტი გქონდათ იმ ქალებთან,ვინც ამჟამინდელ ცხოვრებებში გიყვარდებათ. თქვენ ჯერ არც ისე კარგად გესმით შემეცნებისა და სიამოვნების თემები. ყურადღებით დააკვირდებით საკუთარ იმედებსა და მოლოდინებს ქალებთან დაკავშირებით. თუ ეს თქვენთვის სიამოვნებისა და ესთეტურობის მთავარი წყაროა,მაშინ თქვენ კვლავ ძლიერ ხართ მიჯაჭვული მათზე და სწორად ამ გზით თავადვე იწვევთ საკუთარ უბედობას. ვლინდება თუ არა ისევ და ისევ მარცხის ნიმუშები,ღალატისა და ცდუნების სახით? თქვენი ამოცანაა,შეიცნოთ და განთავისუფლდეთ სიყვარულისა და შემეცნების კარმული რითმებისგან. იყავით მტკიცე,განიკურნეთ და გასუფთავდით მათგან.

Het Monster

ვნებიანი ტემპერამენტი. ეჭვიანი ხასიათი. მიდრეკილება ინფექციური დაავადებებისადმი. კატასტროფის საფრთხე ღალატის შედეგად.

ინდუბალა

ზედმეტად ტკბებიან სექსით და ფუფუნებით. ხშირად უშვებენ შეცდომებს საწინააღმეგო სქესთან დაკავშირებით. შეიძლება,უეცრად დაკარგონ საქორწინო პარტნიორი ან საზოგადოებრივი მდგომარეობა. მოსწონთ ქველმოქმედება. ცვალებადები არიან საკუთარ რელიგიურ შეხედულებებთან დაკავშირებით.

იზიდავთ ყველაფერი,რასაც გრიფით საიდუმლო ადევს. არცთუ იშვიათად იტყუებიან. თუმცა უმეტესად მათ მტკიცედ სწამთ რეინკარნაციის და ცდილობენ,კარგი კარმა შეიქმნან მომავალი განსხეულებისთვის.

ბრუნო ჰუბერი

* ლიბიდო პლანეტები,ვენერა და მარსი,ზედაპირულ,დროებით გავლენას ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში,მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

როდესაც ლიბიდო პლანეტები XII სახლში ხვდებიან,საფუძვლიანად შეგვიძლია ვისაუბროთ “მონასტრულ” ან განდეგილ მდგომარეობაზე. ინდივიდის სექსუალური ცხოვრება გარემოცულია უამრავი აკრძალვით,რაც მას ძლიერ აწუხებს და შფოთიანს ხდის. ხანდახან ეს აკრძალვები წარმოდგენილია დოგმების ვიწრო გაგებით,რაც სრულ ტაბუს ადებს სექსუალობას. ხშირია ასევე პროვინციალური შეხედულებების გავლენაც სექსუალურ ცხოვრებაზე. ასევე გვხვდება ეგზარციზმი,რომელსაც ზოგჯერ შეუძლია “მოკლას” ის,ვისაც რეალურად უნდა დაეხმაროს. ასეთია ბუნებრივი ლტოლვის მორალური განსჯის უკიდურესი ვარიანტები,რომელიც თვისებრივია XII სახლის ლიბიდო პლანეტებისთვის.

შიში ყოველგვარი სექსუალობის გამოვლენის წინაშე,რასაც დროთა განმავლობაში მიჰყავს სექსუალურ დათრგუნვამდე,სათავეს იღებს ჯერ კიდევ ბავშვობაში. სწორედ ეს შიში გვაიძულებს,ვეძებოთ თავშესაფარი და ნუგეში ფანტაზიების შინაგან სამყაროში. თუმცა იქაც ვაწყდებით აკრძალვებს,დოგმებს,რელიგიურ შეხედულებებს,რომელიც გვდევნის და გვაშინებს. ჩვენ ვქმნით ანგელოზებითა და დემონებით დასახლებულ წარმოსახვით სამყაროს,რომელიც ისეთი ძლიერი ენერგიით არის დაჯილდოებული,თითქოს ცდილობს ცალკე ავტონომიად გამოგვეყოს და დაგვიპყროს.

ასეთი ღრმად გამჯდარი შფოთი მაშინ ვითარდება,როდესაც პიროვნების ჩამოყალიბების ასაკში გამოვლინდა ძლიერი დამთრგუნავი ზემოქმედება. მაგალითად,ადამიანის მშობლებს ეშინოდათ,მას არ დაერღვია რომელიმე სექსუალური აკრძალვა და უმცირესი საფრთხის შემთხვევაშიც კი,მკაცრად სჯიდნენ. ზედმეტია იმაზე საუბარი,რომ მშობელთა ასეთი ტიპის ქცევა გამოწვეული მათი საკუთარი საზოგადოებრივი განსჯის შიშით. XII სახლის ლიბიდო პლანეტების(და კიდევ უფრო ხშირად მთვარის) ამდაგვარი გამოვლენა ხშირად გვხვდება უმაღლესი სოციალური ფენის წარმომადგენლებს შორისაც კი. ემოციებისა და სექსუალური ინტინქტების დათრგუნვის ფსიქოლოგიური მექანიზმი აქაც იგივეა.

თუმცა XII სახლი მოძრავია,ამიტომ ლიბიდო პლანეტების სტიმულირებას ახდენს. ყველა მოძრავი სახლი( III, VI, IX, XII) ბადებს ცნობისმოყვარეობას გარესამყაროს მიმართ და ერთიორად ზრდის გრძნობითი ორგანოების შემეცნების უნარს. მაგრამ სხვა მოძრავი სახლებისგან განსხვავებით,XII სახლში რეაგირება აკრძალულია და ამიტომ სხვადასხვა საკომპენსაციო ქცევებით გამოიხატება. ყოველგვარი პირადი სექსუალური აქტივობა უნდა იყოს მკაცრად პრივატული. XII სახლი მოითხოვს მჭიდროდ ჩარაზულ კარებს. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მსგავსი ასტროლოგიური განლაგების პარტნიორი,რომელსაც კარგად ესმის და იზიარებს ჩვენს შეხედულებებს. ის პატივს უნდა სცემდეს ჩვენს მოთხოვნას,ნებისმიერ ფასად შენარჩუნებული იყოს ყველა ინტიმური სიტუაციის პრივატულობა.

როგორც წესი,ამ სახლისთვის არ არის დამახასიათებელი სექსუალური თვალსაზრისით თვითდამკვიდრება,თუ არ გადავარდა მეორე უკიდურესობაში_პროსტიტუციაში. ასეთი შესაძლებლობის შანსი კი თანაბარია როგორც ქალების,ისე მამაკაცებისთვის,რასაც ძალიან დიდი საფრთხე მოჰყვება,ფსიქოლოგიური ნგრევის თვალსაზრისით. ამ ადამიანებმა კარგად იციან,რომ შეიძლება სულიერი კრახით დაასრულონ,თუმცა განზრახ თუ გაუცნობიერებლად მაინც მიდიან ამგვარ რისკზე.

XII სახლის ლიბიდო პლანეტებით,ჩვენ ვეძებთ ისეთ პარტნიორს,რომელსაც შეუძლია იყოს წყნარი და ჩუმი. მზადაა სხვების დასახმარებლად. შეიძლება,საქორწინო პარტნიორად ავირჩიეთ სოციალურად ჩვენზე დაბლა მდგომი პარტნიორი და ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება იქნება,დავეხმაროთ მას აღმასვლაში და იმავდროულად დავიკმაყოფილოთ მასთან სულიერი სიახლოვისა და ამხანაგობის ემოციური მოთხოვნა.

„,მისტიკბრითები“:

Marion Cotillard, Shakira, Alyssa Milano, Beyonce Knowles, Grace Kelly, Alain Delon, Robert Pattinson, Audrey Tautou, Mylène Farmer, Jean Reno, Gérard Depardieu, Bill Clinton, Meryl Streep, Bar Refaeli, Jimi Hendrix, Elizabeth Hurley, Roman Polanski, Joseph Stalin, Patrick Swayze, William Shakespeare, Winona Ryder, Michael Douglas, Janis Joplin, Johann Sebastian Bach, Keith Richards, Anthony Hopkins, François Mitterrand, Cher, Tony Blair, Donald Trump, River Phoenix, Steve Jobs, Michèle Mercier, Mary-Kate and Ashley Olsens, Barbra Streisand, Matthew Perry, George Washington, Edie Sedgwick, Dannii Minogue, Steffi Graf, Frank Zappa, Jamie Lee Curtis, Mia Farrow, Gary Cooper, Gordon Brown, Liza Minnelli, Julie Andrews, George Lucas, Queen Latifah, Rainier III Prince of Monaco, Charlton Heston, Gabriel García Márquez, Antonio Gaudi, Arthur Conan Doyle, Gianni Versace, Donatella Versace…

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top