ვენერა IV სახლში

ვენერა IV სახლში

გულწრფელობა, მგრძნობიარობა

მამისეული სახლი და მშობლიური კუთხე მისთვის ლიტონი სიტყვები არ არის. ასეთი ადამიანი აღმერთებს თავის მშობლებს, რომლებიც, როგორც წესი, შეძლებულად ცხოვრობენ და სოლიდურ მემკვიდრეობას უტოვებენ. ამიტომ, ვენერას, IV სახლში, უზრუნველი,შეიძლება ითქვას მდიდრული სიბერე აქვს. ძალიან მჭიდრო და ღრმა ემოციური ურთიერთობები აქვს სახლთან, ოჯახთან, ოჯახის წევრებთან. კეთილმოწყობილ საოჯახო ცხოვრებას მისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს. საოცარი მგრძნობიარობით გამოირჩევა უშუალოდ მის სიახლოვეს მიმდინარე პროცესებისადმი. ყოველთვის ცდილობს ოჯახში არსებული სიტუაციის ჰარმონიზებას, სიმყუდროვის შექმნას, ძალიან უყვარს ახლობლებისთვის სიამოვნების მინიჭება, ყველას უფრთხილდება და იცავს. ასეთი ადამიანი ძალიან უყვართ გარშემომყოფებს და ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე სიყვარულითა და მზრუნველობით არის გარემოცული.

მოსალოდნელია გვიანი ქორწინება. თუმცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ბედნიერი იყოს მეუღლესთან ურთიერთობაში. საოჯახო მეურნეობას მარჯვედ და თანმიმდევრულდ წარმართავს, რითაც ბედნიერ და უღრუბლო ოჯახურ ცხოვრებას უზრუნველყოფს. მისი სიყვარული ძალზედ მტკიცე და ხანგრძლივია. თუ პლანეტა დაზიანებულია,ვლინდება ეჭვიანობა და დიქტატორული მიდრეკილებები. ასევე ახასიათებს მაღალი მოთხოვნებისა და უცნაური პრეტენზიების წამოყენება ახლობელი ადამიანების მიმართ.

ის დიდ ყურადღებას უთმობს ყოფის ესთეტიზებას. მისი სახლი დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა, ლამაზად გაწყობილია ხელოვნების ნიმუშებით, რადგან საკმაოდ კარგად ეხერხება დიზაინერული გაფორმება. წარმატებული კაპიტალდაბანდება საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარი თავისა და გარშემომყოფებისათვის კომფორტული შინაური პირობები. ვლინდება სიყვარული მიწათმფლობელობის, მებაღეობის, ბუნებისა და არქიტექტურისადმი. მოსწონს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონირება. სიამოვნებით მუშაობს საკუთარ მიწის ნაკვეთში, ძალიან ემოციური დამოკიდებულება აქვს და შესაშურ პატრიოტიზმს ავლენს მშობლიური მიწისადმი.

უყვარს სახლის პირობებში მუშაობა. წარმატებული იქნება არქეოლოგიის, მითოლოგიის, ძველი კულტურებისა და ისტორიის შესწავლაში. იღბალი ვაჭრობაში, არქიტექტურასა და მიწათმოქმედებაში.

პლანეტის დაზიანებისას, მოულოდნელი ზარალი და დანაკარგები, იმედგაცრუება. ხელგაშლილობასა და ფულის უყაირათო ხარჯვასთან დაკავშირებული ფინანსური სირთულეები.

პაველ გლობა

+ ძლიერი ემოციური კავშირი და ჰარმონიული ურთიერთობა მშობლებთან, ოჯახთან, სახლთან, სამშობლოსთან. დიდი სიყვარული მშობლებისგან, ოჯახის წევრებისგან. სახლში მყუდრო ატმოსფეროა, მდიდრული ნივთები, ბევრი სტუმარი მოდის. იძლევა სიყვარულს მიწის, ბუნების, უძრავი ქონებისადმი. საუკეთესო მდებარეობაა მემკვიდრეობისთვის.

- ცარიელი, მიტოვებული,”მორყეული” სახლი. ცუდი ურთიერთობა ოჯახთან. ოჯახის წევრები ერთმანეთს ხელს უშლიან. მშობლებს არ ადარდებთ ასეთი შვილი; თავისთვის იზრდება, მიტოვებულად. უსარგებლო დანახარჯები.

ფრენსის საკოიანი

მჭიდრო ემოციური კავშირი ოჯახთან. უყვართ სახლში სტუმრების მიპატიჟება, მათთვის მყუდრო ატმოსფეროს შექმნა და გამოკვება. უზარმაზარ ენერგიას ხარჯავს სახლის ლამაზად გასაწყობად. უხვად არიგებს სიყვარულს და მის სახლში ყოველთვის თბილი ატმოსფეროა, რაც მისთვის პირველხარისხოვნად მნიშვნელოვანია. როცა შინ არის, ბედნიერია.

ჰარმონიული ურთიერთობა მშობლებთან. მემკვიდრეობის მიღების მაღალი შანსები.

ავესალომ პადვოდნი: “ესთეტი”

თუ ვენერას IV სახლში ჰარმონიული პოზიცია არ აქვს, მაშინ იძლევა რთულად რეალიზებად შინაგან განაწესს_სამყაროს ლამაზად აღქმას, რაც იმას ნიშნავს, რომ დისჰარმონიულად პოზიცირებული ვენერა IV სახლში ვარდისფერ სათვალეს იკეთებს და ჟანგიანი ლურსმნის ნაცლად, სურნელოვანი ყვავილის მტვრიანას ხედავს.

დაზიანებული პლანეტა იძლევა საპირისპირო შედეგს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ინდივიდი სამყაროს შინაგან და გარეგან ჰარმონიას მხოლოდ ევოლუციურად მაღალგანვითარებულ ხარისხში აღიქვამს _ თითქოს თავად აბსოლუტი უწევს გიდობას სილამაზისა და სიყვარულის სამყაროში.

ამ ღვთიური ზემოქმედების აღმოჩენის ეტაპამდე, სუბიექტის რელიგიური გრძნობები ცხოვრებისეული პოზიციების გამყარების წუთებში ვლინდება. თავიდან დესტრუქციულად: „სამყარო უსახურია, მასში სიყვარული არ არის. მხოლოდ საყოველთაო სიმახინჯეს დაუსადგურებია“. შემდეგ კონსტრუქციულად: “ამ ისედაც სასტიკ სამყაროში ჰარმონია უნდა ეძებო, სიყვარული და თანაგრძნობა გასცე“. ანუ ხდება პასიური პოზიციიდან „სამყაროს სილამაზე მე მემსახურება!“ აქტიურ პოზიციაზე გადასვლა: “მე ვემსახურები სამყაროს სილამაზეს!“, რაც სათანადო დამუშავებისას იძლევა არამხოლოდ ხელოვან ადამიანებს, არამედ რიგით პიროვნებას, რომლის ყოველი თვითგამოხატვა ხელოვნების ნიმუშად შეიძლება იქცეს. ის იმდენად ლამაზად საუბრობს, მოძრაობს, ურთიერთობს, უხარია, განიცდის, რომ განმეორებითო დუბლების გარეშე შეიძლება მისი ფირზე აღბეჭდვა.

თუ ვენერა ძლიერ დაზიანებული არ არის, ადამიანს ძალზედ ლამაზი, ხელოვნების ნიმუშებით გაწყობილი სახლი აქვს. მის სახლშიც ხელოვანი ადამინების ტრიალებენ. მაგრამ თუ ეს სიყვარული ანგარებიანი მიზნების ექსპლუატირდება,წლებთან ერთად,თანდათან შემცირდება.

ბორის იზრაიტელი

ახლო კავშირი ოჯახთან. სახლი კომფორტულად მოწყობილია. აუცილებელია რბილი ავეჯი, სურათები. სათუთად უფრთხილდება და მკაცრად იცავს ოჯახურ ტრადიციებს. ახასიათებს მარაგის/დოვლათის სამალავში გადანახვა.

ბილ ჰერბსთი

მიკროკოსმოსი. პიროვნებისთვის პირადი ცხოვრება ძალზედ პრივატულია. სიყვარული მის პირად “მეს” ასახავს. კომფორტი,სიამოვნება და ესთეტური შეფასებები ცხოვრებისეულ გამოცდილებას ავსებს. მახე: მოჩვენებითი ემოციური ჩაკეტილობა ან ემოციური ეგოცენტრიზმი. ამოცანა: შეინარჩუნოთ მზურველობა საყვარელი ადამიანის მიმართ ორმხრივი გახსნის მომენტში, გახსნილად გამოხატოთ შინაგანი განცდები.

პირადი უსაფრთხოება. მის სახლში სილამაზეა გამეფებული. არ იშურებს არც სახსრებს, არც ენერგიას, რომ თავისი სამფლობელო კომფორტულად მოაწყოს. ყველაფერი უნდა იყოს დახვეწილი და ელეგანტური, როგორც შინაგანად, ისე გარეგნულად. თუ მისი გარემოცვა მშვიდია, მაშინ ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მისი დამოკიდებულება გარშემომყოფებთან იქნება მშვიდობისმყოფელი. მახე: თქვენ ხშირად საჭიროზე მეტად ეყრდნობით სახლს, როგორც სიამოვნების წყაროს და თანდათან იკეტებით ოჯახში. ამოცანა: აქციოთ სახლი სამოთხედ არამხოლოდ თქვენთვის, არამედ ახლობელი ადამიანებისთვისაც.

ემოციური შტამპები. სიამოვნებისა თუ ტანჯვის იმპულსები ძლიერ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტის იმპრინტების (ინფორმაციის აღბეჭდვა/ფიქსირება მეხსიერებაში) ფორმირებაზე. სიყვარული და სიამოვნება მიღებულია, დისკომფორტი და უარყოფა_ განდევნილი. მთვარის მსგავსად, თუმცა ნაკლები გავლენით, ვენერა IV სახლში აჩვენებს, დედის, ქალის ღრმა ანაბეჭდს პიროვნების ფსიქიკაზე.

მშობელი „შინაგან კავშირშია“ ადამიანთან. ინდივისთვის დედა სილამაზისა და ქალურობის ეტალონია. მიღებული გამოცდილება შეიძლება იყოს, როგორც დადებითი ისე უარყოფითი (ან საშუალო), თუმცა ის უდიდეს გავლენას ახდენს მომავალი ურთიერთობების ფორმირებასა და ხასიათზე. ზრდასრულ ასაკში პიროვნება სწორედ შინაურ მოდელს იყენებს ნებისმიერ სიტუაციაში, იქნება ეს სახლის მოწყობა თუ სიყვარულის გამოხატვის ფორმები. ბუნებრივია, ეს იმას არ გულისხმობს, რომ მოზრდილ ასაკში ადამიანი მაინცდამაინც დედას დაემსგავსება, მაგრამ ის უთუოდ შეეცდება საკუთარი სტილი დედის მაგალითზე ააგოს ან პირიქით, მაქსიმალურად ეცდება, თავი აარიდოს ისეთ სიტუაციებს, სადაც დედის გავლენა ძლიერია. იგივე ტენდენცია მეორდება პოტენციური მეუღლის ძიების პროცესშიც _ ადამიანს იზიდავს დედის მსგავსი პიროვნება ან მისი სრული ანტიპოდი.

პირადი ინტუიცია. სუბიექტის პრივატული ინტუიცია სრულად იკავებს შინაგან განცდათა სივრცეს და აღიქმება, როგორც ყველაზე კომპეტენტური კონსულტანტი რეალურ ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით. ის არ აწვდის ინფორმაციას, თუმცა “უმაღლესი მეს” გზავნილები ახსენებენ ცხოვრების სილამაზეს და ეხმარებიან პრაგმატული ცხოვრების განცდებისა და გასაჭირისგან თავის დაღწევაში, სინაზით და სიყვარულით ავსებენ, უჩვენებენ გზას სილამაზისკენ და ეხმარებიან სხვა კუთხიდან შეხედოს საკუთარ ცხოვრებასა და გარესამყაროს.

Het Monster

დღეგრძელობა. მამაკაცის ჰოროსკოპში ვნებებთან დაკავშირებული კატასტროფა,რომელიც მთელ ცხოვრებას გადაუტრიალებს.

ინდუბალა

საკუთრების მრავალფეროვნება. ის ბედნიერი მშობელია. წარმატებული ოჯახური ცხოვრება აქვს. გულში ძლიერ რომანტიულ სურვილებს ატარებს. უყვარს ხელოვნების წარმომადგენლებთან მეგობრობა. მათ შეუძლიათ მიიღონ კარგი განათლება, სოლიდური მემკვიდრეობა, ჰყავდეთ კარგი ტრანსპორტი, იცხოვრონ  თვალწარმტაც ადგილებში. შეინიშნება რელიგიური მიდრეკილებები. მათგან გამოდიან კარგი მშობლები, მასწავლებლები, ფლორისტები, დეკორატორები. სუფთა გული აქვთ და მათთან ყოფნა ძალზედ მსუბუქი და სასიამოვნოა.

ბრუნო ჰუბერი

* ლიბიდო პლანეტები, ვენერა და მარსი,ზედაპირულ, დროებით გავლენას ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან, სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

IV სახლი ადამიანს ოჯახური კერის სიყვარულით აჯილდოებს. მისთვის მთავარია შესაძლებლობა მოდუნდეს და თავს შინაურულად გრძნობდეს მეგობრებისა თუ მისთვის სიმპათიური ადამიანების გარემოცვაში. ეს ადამიანები ხშირად ხვდებიან მომავალ მეუღლეს შორეულ ნათესავებთან ან  მსგავსი ინტერესების მიხედვით ჩამოყალიბებულ ჯგუფებსა თუ კლუბებში. ეს საბედისწერო შეხვედრა არა გაცნობიერებული ძიების შედეგად ხდება, არამედ მოვლენების ბუნებრივად განვითარების შემთხვევაში.

ქალის ჰოროსკოპში ვენერას ეს მდებარეობა მკვეთრად ავლენს მეოჯახეობის,საფუძვლიანობის,არც ისე იშვიათად ფლეგმატურობის ტენდენციას. მის სახლში ყოველთვის ბუნებრივად მყუდრო ატმოსფერო სუფევს,სადაც ყველა ტრადიციას იცავენ და ყველაფერი საზოგადოებრივად მიღებულ ჩარჩოებშია. მას არ უყვარს ბევრი ყურადღების მიპყრობა საკუთარი პერსონისადმი.

მამაკაცი, ვენერით IV სახლში, ეძებს მოსიყვარულე და მზრუნველ პარტნიორს,რომელსაც დედობრივი დამოკიდებულება აქვს გარშემომყოფებისადმი. ის კარგად უნდა ამზადებდეს და დახვეწილი გემოვნებით გამოირჩეოდეს სახლის მოწყობის საკითხში. ასეთ მამაკაცს სჭირდება ავეჯით, ხალიჩებით და სურათებით უხვად გაწყობილი მშვიდი და კომფორტული სახლი.

„ჯავშანბრითები“:

Britney  Spears,  Pamela Anderson,  Russell Crowe,  Isaac Newton,  Katie  Holmes, Bob  Marley, Vincent Cassel, Francoise Hardy, Elizabeth  Taylor, Louis  de Funès, Victor Hugo, Michelangelo Buonarroti, Jeff  Buckley, Jake  Gyllenhaal, Charles  Prince of Wales, Ringo Starr, Aleister Crowley, Angus  Young, Howard Arvin Hughes, Justin  Bieber, Isabelle  Huppert,  Moliere, Edgar Allan Poe, Federico Fellini, Teri Lynn Hatcher, Diana Ross, Phill Collins, François-René  vicomte de Chateaubriand, Martin  Scorsese, CATHERINE II de RUSSIE, Gina Lollobrigida, Stevie Nicks, James  Spader, Charles  Darwin, Katherine of Aragon, Christian Dior, Aretha  Franklin, Julie Delpy, Athina Onassis, Joni Mitchell, Prosper Merimee, Raphael, Simone Signoret, Mikhail Gorbachev, Placido Domingo, Vivienne Westwood, Michael Ballack, David Dwight Eisenhower, Donna Summer, Fred Astaire….

 

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top