გრძნობების სითბო
დაჯილდოებულია ცდუნების ნიჭით, “ეროტიული მაგიით”, შემოქმედებითი თვითგამოხატვის უნარით. რომანტიული ნატურაა, ცხოვრებას ოპტიმისტურად და უღრუბლოდ უყურებს. სასიყვარულო რომანებს მის ცხოვრებაში უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და მათი რაოდენობაც საკმაოდ სოლიდურია; ამასთან,ბედნიერი და იღბლიანიც. არანაკლებია სექსუალური კავშირებიც,რადგან ეს მდებარეობა ხელს უწყობს მიზიდულობასადა წარმატებას საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში.
ბედნიერი და ნაყოფიერი ქორწინება. ასეთ ადამიანს ლამაზი და კარგად აღზრდილი შვილები ჰყავს,ხშირად გოგონები. ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ურთიერთობა უზარმაზარ სიამოვნებას ანიჭებს. კარგი მშობელია,შესანიშნავი სპეციალისტი საბავშვო ფსიქოლოგიის დარგში. წარმატებულად თანამშრომლობს შვილებთან და ხშირად სწორედ მათი მეშვეობით აღწევს მატერიალურ უზრუნველყოფას. წარმატება მოდის ასევე სასიყვარულო კავშირებისგან,სხვების გართობის უნარისგან.
ნიჭიერი, გულკეთილი,კონტაქტური და ვნებიანია. გარშემომყოფებში პოპულარობით სარგებლობს. უყვარს თეატრი,ხშირად სტუმრობს საზოგადოებრივ ღონისძიებებს,გასართობ დაწესებულებებს. მრავალფეროვან შემოქმედებით უნარებს ფლობს. დაჯილდოებულია ბუნებრივი სამსახიობო მონაცემებით. წარმატებულია სპორტულ თამაშებში,თეატრალურ ან პედაგოგიურ მოღვაწეობაში. მათ შორის ბევრი კინომსახიობი,საესტრადო კომიკოსი,საოპერო მომღერალი და საბირჟო ბროკერია.
ძალზედ “ფხიანები” და იღბლიანები გონივრულ დაბანდებებს აკეთებენ მომგებიან წარმოებაში. მათთვის წარმატებულია ყველაფერი,რაც ბავშვებს,გართობასა და სილამაზეს უკავშირდება.
დაზიანებული ვენერას შემთხვევაში, მნიშვნელოვნად რთულდება მიზნის მიღწევა და სუბიექტს მძიმედ შრომა უწევს. ვლინდება ჯანმრთელობის დაზიანების ტენდენციები, რაც განპირობებულია საკუთარ ვნებებზე ბრმად დამონებით. სერიოზული იმედგაცრუება სიყვარულში, უსიამოვნებები საწინააღდეგო სქესთან ქარაფშუტა და ნაჩქარევი ურთიერთობების გამო. ენერგიის არასწორად გადანაწილების შედეგად პიროვნება მთელ თავის პოტენციალს მხოლოდ ეროტიულ გატაცებებზე, გართობასა და სიამოვნებაზე ხარჯავს. ასევე მოსალოდნელია წაგება აზარტულ თამაშებში.
პაველ გლობა
+ რომანტიული ნატურა. ოპტიმისტი ადამიანი. ცხოვრობს სიყვარულსა და ბედნიერებაში. უყვარს ხელოვნება. ძალიან კარგი მდებარეობაა მსახიობებისთვის, ხელოვნებაში მოღვაწე პირთათვის. უყვარს ბავშვები, განსაკუთრებული სიმპათიები გოგონებისადმი.
– ცხოვრებას უქმად ფლანგავს. პასიურად მიჰყვება ყველა თავის ახირებას:ერთობა, სვამს (ბევრი ალკოჰოლდამოკიდებულია). სიყვარულში გაუმაძღარია. ხშირია სასიყვარულო კომპლექსები: ბევრი სურს, მაგრამ ცოტას იღებს. სასიყვარულო შებოჭილობა. მტკივნეულად განიცდის უსიყვარულობას და სიცივეს. ხშირად არის მიტოვებული.
ფრენსის საკოიანი
მხატვრული ნიჭითა და ფიზიკური სილამაზით გამორჩეული პიროვნებაა. უზომოდ პოპულარულია,რაც მრავალრიცხოვანი სასიყვარულო რომანების უამრავ შესაძლებლობას ანიჭებს. უკიდურესად რომანტიული ნატურის გამო სურთ,მთელი ცხოვრება თაფლობის თვესავით ტკბილი ჰქონდეთ. პარტნიორისგან მოითხოვენ სიყვარულის დაუფარავად გამოხატვას,დრამატულ ფორმებში გამოვლენილ ჟესტებს. სურთ,თავი განსაკუთრებულად იგრძნონ,როგორც მინიმუმ მეფედ/დედოფლად. განსაკუთრებული სამსახიობო მონაცემები. უყვართ თეატრი,ცეკვა. კარგი მშობლები არიან,უმეტესად ქალიშვილები ჰყავთ,რომელსაც მემკვიდრეობით გადასცემენ თავიანთ შემოქმედებით ტალანტებსა და სილამაზის აღქმის უნარს.
ავესალომ პადვოდნი “ლამაზმანი”
ვენერა V სახლში იძლევა ფიზიკურ სილამაზეს, განსაკუთრებით I სახლთან ტრინის დროს. გარეგნობა უმნიშვნელოვანესია პიროვნებისთვის და ყოველთვის ცდილობს, ლამაზად გამოიყურებოდეს სამოსის, სამკაულებისა თუ პლასტიკის მეშვეობით. უკიდურეს შემთხვევაში, თავს ტონალურის სქელი ფენით, მკვეთრი ფერის ტუჩსაცხით, ლურჯი ქუთუთოებითა და შავი წინდებით “უშველის”. “მზეთუნახავის” შექმნის კონკრეტული მეთოდები დამოკიდებულია უკვე პლანეტის ნიშანსა და მის ასპექტებზე,თუმცა მიუხედავად ყველაფრისა,ეს როლი სასურველია პიროვნებისთვის და რაც მთავარია, ბუნებრივად გამოსდის.
სახებას ყოველთვის სჭირდება გარესამყაროსგან მიღებული სპეციფიური ენერგეტიკა, რომელიც მას ადასტურებს: მსახიობითვის აუცილებელია ანშლაგი და ბობოქარი აპლოდისმენტები, სხვაგვარად მის შესრულებულ როლს ასტრალური მტვერი დაედება. თუ V სახლის ვენერამ ანშლაგი და აღიარება ვერ მიიღო, მისი თვითშეფასება მკვეთრად დაბლა იწევს და თავდაჯერებას კარგავს. მეორეს მხრივ, როცა ნათლად კაშკაშებს, ხშირად ხდება არაკეთილმოსურნეთა ჭორებისა და ინტრიგების ობიექტი.
ვენერა V სახლში მხატვრების მდებარეობაა, ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით და მისი დამუშავება იძლევა ყველაზე სრულყოფილი კომპოზიციების შექმნის შესაძლებლობას. თუმცა საშუალო დონეზე,ასეთი ადამიანი უფრო მოიხმარს სილამაზეს,ვიდრე თავად ქმნის.
ბორის იზრაიტელი
ვენერა V სახლში იძლევა ნაყოფიერებას, ადამიანს ბევრი შვილი ჰყავს, რომლებთანაც ძალიან ახლო და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს. შემოქმედებითი თვითგამოხატვა_ფერწერა, თეატრი, ცეკვა. უყვარს დღესასწაულები. მოდის ჩვენებათა სტუმრობა.
პრობლემა: გადაჭარბებული მიდრეკილება გართობისადმი.
ბილ ჰერბსთი
შეგნებული ადამიანი. ვენერას ეს მდებარეობა ისეთი ცხოვრებისეულ როლზე მეტყველებს,რომელიც ჩამოყალიბებულია პირადი სილამაზისა და გრაციის გარშემო. პიროვნებას სურს აღიქვამდნენ მოსიყვარულე ადამიანად. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით,ის უფრო მოცეკვავესა და მოდელს წააგავს,ვიდრე მსახიობს. მისთვის დამახასიათებალია სოციალურად ტაქტიანი ცნობიერი არსის პრეზენტაცია,მაგნიტური შემეცნების აქცენტირებით. მახე: აღრევა სუბიექტსა და ობიექტს შორის,საკუთარი თავისა და სხვების გართობას შორის. მაშინ როცა პიროვნების ამოცანაა,საკუთარი სილამაზის თანაბრად გადანაწილება.
რომანტიკა,სიყვარულის გაღება. შესაძლოა,თავად სიყვარულზე იყოს შეყვარებული. სიყვარულს გასცემს მისი მიღების მეშვეობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,ის იზიდავს ადამიანებს საკუთარი შარმის პრეზენტაციის წყალობით_ეს მაგნიტის მიზიდულობის მეთოდია და არა მიმწოლი ენერგეტიკის. წარმოიქმნება მიღება/გაცემის ერთმანეთში აღრევის საფრთხე. მისი ამოცანაა,უყვარდეს ლამაზად და გაწონასწორებულად. აქციოს თაყვანისცემა თანაბარ ცეკვად,სადაც პარტნიორი თავს მოხიბლულად იგრძნობს და არა იძულებულად.
სექსუალური სპექტაკლი. სასიყვარულო ურთიერთობები ესთეტური ხელოვნებაა,სილამაზისა და გრაციის ანარეკლი. განურჩევლად ბიოლოგიური სქესისა,მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ქალური ენერგეტიკა. პიროვნული ქარიზმა თვითგამოხატვის ბუნებრივ ფორმას წარმოადგენს. ის ესწრაფვის,სულ უფრო ღრმად შეითრიოს პარტნიორი თავის შინაგან სილამაზეში. ისევე როგორც მთვარის V სახლში მდებარეობისას,აქაც ვაწყდებით “მეს” აქტიურ ექსპრესიას. თუმცა მთვარისგან განსხვავებით, აქ საქმე გვაქვს შემეცნებასთან და არა თანაგრძნობასა და გულისხმიერებასთან. არსებობს საფრთხე,რომ პატივმოყვარეობას ემსხვერპლოს:”სარკევ,სარკევ…” თუმცა მისი შემეცნების გრაციუზულობა ბევრს ხიბლავს და ამგვარი ნარცსიზმიც კი იშვიათად იწვევს პროტესტს საყვარელ ადამიანებში…ყოველ შემთხვევაში პირველ ჯერზე. მისი ამოცანაა ყველასთვის თანაბრად ლამაზი იყოს პერსონიფიცირებულ სიყვარულის აქტში.
პირადი შემოქმედება. ცხადია,აქ აქცენტები კეთდება მხატვრულ შემოქმედებაზე,რომელიც ჰარმონიულად ერწყმის საერთო ფონს და არ გამოიყოფა. მისი სხეული თუ პიროვნება იმ ტილოს მაგივრობას ასრულებს,რომელზეც თავის საყვარელ კომპოზიციას ქმნის. მახე: ნარცისიზმი საკუთარ ეგოსთან დამოკიდებულებაში,საკუთარი ანარეკლის სიყვარული. ამოცანა: მოახერხოს ისეთი ტიპის შემოქმედება,სადაც ნებისმიერი პროცესი მისი “მეს” ბუნებრივი გაგრძლება იქნება.
შეჯიბრი. ვენერა, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ყოველთვის ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს ნებისმიერი დისონანსი. ამიტომ, შეჯიბრი მას თითქმის არ იტაცებს. თითქმის იმიტომ, რომ გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც სილამაზის სახელით ქიშპობს და აქაც კი ეს სიტყვა კარგავს თავის კლასიკურ მნიშვნელობას. ის ეცდება ჰარმონიულ ურთიერთქმედებას მიაღწიოს კონფლიქტის ობიექტთან. ეს არ არის გამარჯვება სხვაზე, ეს არის მისი “გადმოქაჩვა საკუთარ მხარეზე”; მისი სიყვარულის,მეგობრობისა და მხარდაჭერის მოპოვება.
Het Monster
ბედნიერი ოჯახური ცხოვრება. უფროსი შვილი ძალიან ნიჭიერი და ლამაზია,თუმცა ბევრი ხიფათი მოაქვს მშობლებისთვის.
ინდუბალა
ჩვეულებრივ,შეძლებული და კეთილგონიერი ხალხია,კომფორტში ცხოვრობენ. კარგი შვილები ან მოსწავლეები ჰყავთ. გონივრულ რჩევებს იძლევიან ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ფართო შესაძლებლობები გასართობ ინდუსტრიაში. წარმატებული კაპიტალდაბანდებები. “მლოცველის” ტიპის შინაგანი სამყარო:მეოცნებე იდეალისტი.
ბრუნო ჰუბერი
* ლიბიდო პლანეტები,ვენერა და მარსი,ზედაპირულ,დროებით გავლენას ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში ,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში,მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.
ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.
V სახლისთვის დამახასიათებელია დემონსტრაციული ქცევები,მკაფიო სექსუალური ქვეტექსტით. გაცილებით მძაფრად ვლინდება ქალთა რუკაში. ვენერა V სახლში უფრო მეტად არის დამოკიდებული თავის ასპექტებზე,ვიდრე მარსი. დადებითი ასპექტები მიუთითებენ კარგ გემოვნებაზე, ლამაზ და მოვლილ გარეგნობაზე. უარყოფითი ასპექტები იძლევა უგემოვნოდ,დაუდევრად ჩაცმულობას, საკუთარი სტილის უქონლობას.
ვენერა V სახლში მფლობელს უბიძგებს, ეძებოს ძლიერი სექსუალური მიზიდულობის მქონე პარტნიორი. სექსი ურთიერთობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. პარტნიორი მნიშვნელოვანია,როგორც მხოლოდ სექსუალური ობიექტი. თუმცა XI სახლთან ოპოზიციის შემთხვევაში, შესაძლოა გამოვლინდეს სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება-სექსუალური სიცივე,მორალურად მოტივირებული თავშეკავება. ამ შემთხვევაში, პარტნიორი უნდა პასუხობდეს მაღალ მორალურ და ეთიკურ სტანდარტებს (თავშეკავების და ყველა სექსუალური ფუნქციის უარყოფის ჩათვლითაც კი).
„სელებრითები“:
Barack Obama, Diana Princess of Wales, Bruce Willis, Carla Bruni, Bill Gates, Hillary Clinton, Milla Jovovich, Mick Jagger, Prince William, Ewan McGregor, Steven Spielberg, Lady Gaga, George Harrison, Colin Farrell, Trent Reznor, Naomi Campbell, Tina Turner, Marie Antoinette, Greta Garbo, Ava Gardner, Charlotte Gainsbourg, Ornella Muti, Melanie Griffith, Walt Disney, Matthew McConaughey, Jean-Paul Sartre, Nastassja Kinski, Yoko Ono, Lionel Messi, Indira Gandhi, Franklin Delano Roosevelt, Neil Armstrong, Giacomo Casanova, Dolly Parton, Geena Davis, John Fitzgerald Kennedy,Jr., Jeff Bridges, Dennis Hopper, Faye Dunaway, Shirley Temple, Freddie James Prinze, Lilian Thuram, Martin Sheen, Federico García Lorca, Jean-Louis Trintignant, Hirohito, Dick Cheney, Larry Flynt, Ennio Morricone, Andy Kaufman, Maria Schneider, Lee Harvey Oswald, Sissy Spacek….
სტატიის ავტორი: Qet Adastra