ვენერა VI სახლში

ვენერა VI სახლში

დახმარება, მხარდაჭერა

ვალდებულებებს ემოციურად აღიქვამს. მზად არის დახმარებისა და თავგანწირვისთვის. სხვებისთვის სამსახურის გაწევა დიდ სიამოვნებას ანიჭებს. თანაუგრძნობს ავადმყოფებს. სურს,გარშემომყოფებმა პატივი სცენ მის განსაკუთრებულ ჩვევებს.

ძალიან უყვარს სამსახური,ჰარმონიული ურთიერთობები აქვს კოლეგებთან. ცდილობს,სამუშაო ადგილი ლამაზად მოაწყოს,რადგან სისუფთავესა და სიმყუდროვეში უკეთესად შრომობს. ერთგული ქვეშევრდომია. ხშირად ქალთა კოლექტივში მუშაობს. შრომითი საქმიანობა უმეტესად ხელოვნებას უკავშირდება. ასეც რომ არ იყოს,სამსახურს აუცილებლად უნდა მოჰქონდეს სიამოვნება.

რადგანაც დახმარება ძალიან უყვარს,იღბლიანია შუამავლის ამპლუაში. კარგი მრჩეველია. წარმატებულია ჯანმრთელობის დაცვის,სოციალური დაზღვევის სფეროებში ან კულტურულ საქმიანობაში. შემოსავლების მიღება უკავშირდება სხვა ადამიანთა უნარების გამოყენებას. ასევე კარგია ჰიგიენის სფეროში მოღვაწეობა,მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოხუცების მოვლა. მოხდენილ ჩაცმულობასა და ხარისხიანი პროდუქტებით კვებას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ძალიან უყვარშინაური ცხოველები.

პლანეტის დაზიანების შემთხვევაში,ვლინდება მიდრეკილება ზღვარგადასული სიამოვნებისადმი. სუბიექტს უჭირს რუტინულ სიტუაციებთან შეგუება,რაც ამტანობასა და მაღალ თვითდისციპლინას მოითხოვს. თუმცა თავის გადატვირთვაც არ ღირს. ხანგრძლივი დაძაბულობა და ფიზიკური გადაღლა ქრონიკულ დაავადებებს იწვევს. თავი უნდა შეიკავოს შაქრისა და ნახშირწყლების ჭარბად მოხმარებისგან. მათ ყველაფერში საღი აზრი და კეთილგონივრულობა უნდა გამოავლინონ და მოერიდონ უკიდურესობებს.

პაველ გლობა

+ ჰარმონიული ურთიერთობები სამსახურში, ხელმძღვანელობასდა კოლეგებს უყვართ და აფასებენ. თავადაც ძალიან უყვარს თავის სამუშაო, თავდაჯერებულია სამსახურში. კარგი განწყობა. მყარი ჯანმრთელობა.

ცუდი, მავნე სამსახური. კონფლიქტური ურთიერთობები კოლექტივში. ბევრ ვალდებულებას აკისრებენ. მისი ცხოვრება სრულიად მოკლებულია რომანტიკას. შებოჭილობა და კომპლექსები სიყვარულში (თავისუფლების შეზღუდვა, ბევრს ითმენს). სუსტი ჯანმრთელობა.

 

 

ფრენსის საკოიანი

საზოგადოებრივი,პირადი,რომანტიული კავშირები სამსახურში. ხშირად მუშაობენ ხელოვნების ან სოციალურ სფეროში. უყვართ თავისსამუშაო და ჰარმონიულ ურთიერთობაში არიან თანამშრომლებთან. შრომისათვის ხელსაყრელი პირობები აქვთ. მომავალი მეუღლის გაცნობაც ხშირად სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ჯანმრთელობა ქორწინების შემდეგ მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ის ბედნიერია,როცა ვინმეზე ზრუნავს და მის სიამოვნებას ემსახურება. ყურადღებას იჩენს უმცირესი დეტალებისადმი და ცდილობს ხელშესახები,რეალური მზრუნველობა დაანახოს საყვარელ ადამიანებს. მიდრეკილება ლამაზი სამოსისადმი,მოდელიერის ტალანტი. ეხერხება ხელსაქმე. ის შექმნილია ისეთი პროფესიებისთვის,რაც უკავშირდება სილამაზესა და სიამოვნებას. ასევე იმ სფეროს,რაც ადამიანს ბედნიერს ხდის. უყვარს პატარა,დეკორატიული ცხოველები.

 

 

ავესალომ პადვოდნი:  “პროფესიონალი. ადამიანი,რომელიც ლამაზად მუშაობს”

ვენერა VI სახლში სიმბოლურ ვარდნაშია.

არც ისე მარტივი კარმული მისია: პიროვნებამ სრულყოფილებას უნდა მიაღწიოს არამხოლოდ სამუშაოს შედეგში,არამედ მუშაობის პროცესშიც,იდეალურად ფლობდეს საკუთარ სხეულსა და ხელსაწყოებს. თავდაპირველ ეტაპზე ეს ვლინდება მაღალი მოთხოვნილებებით: სუბიექტს არ მოსწონს საქმე,რომელსაც ის აკეთებს,როგორ ასწავლიან, შეთავაზებული ინსტრუმენტები,თავად სამუშაოს იდეა,როგორც ასეთი. შრომითი პირობები გაუსაძლისად ეჩვენება; სამუშაო_საცოდავად,ისე როგორც საკუთარი თავი წარმოების პროცესში.

ჰარმონიულად ასპექტირებული ვენერა მნიშვნელოვნად ამარტივებს მის შრომით პროცესს. როგორც წესი, მას მსუბუქი სამუშაო ხვდება და წარმატებულად უმკლავდება. თუმცა სულის სიღრმეში დაუკმაყოფილებელია. ვენერა VI სახლში საერთოდ იძლევა უკიდურესად მაღალ მოთხოვნებს სამუშაოს რეზულტატების მიმართ,რასაც თავი არ უნდა აარიდოს და ეცადოს,თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმით დაიხარჯოს.

პლანეტის დამუშავება იძლევა ნამდვილ მხატვარს ნებისმიერ სფეროში საქმიანობისას,რომელსაც რთულად თუ აჯობებს ვინმე თანამედროვეთაგან ან თუნდაც შთამომავლობიდან. მას სჭირდება ლამაზი ხელსაწყოები, თუმცა უმთავრესი მაინც არის ზეკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სამუშაოსადმი, სხვაგვარად შესაძლოა მთელი საქმე მიაფუჩეჩოს, რაც უნდა მან განიხილოს არა როგორც მისი უუნარობა, არამედ კარმული მითითება სიბეჯითის ნაკლებობაზე. მას აუცილებლად უნდა უყვარდეს თავის სამუშაო და მაშინ ისიც ორმხრივობით უპასუხებს.

სუფრა უნდა იყოს ლამაზად გაწყობილი. სხეული საჭიროებს გულმოდგინე ჰიგიენურ მოვლას. კვებისა და თავის მოვლის ჰიგიენური პირობების დარღვევა იწვევს სხვადასხვაგვარ დაავადებებს. საერთოდ,ასეთი ადამიანი ძალზედ მგრძნობიარეა სოციუმისა და გარესამყაროს ესთეტიკის მიმართ. ამ საკითხების დარღვევასაც კი მოჰყვება დაავადებები. გამოჯანმრთელების პროცესზე დადებითად აისახება ზედმიწევნით დასუფთავებული ოთახი,ყვავილები ლამაზ ლარნაკში. ასევე წარმოუდგენლად კარგ ზეგავლენას მოახდენს მოულოდნელი შეტყობინება საგრაფო ტიტულის მიღების შესახებ.

 

ბორის იზრაიტელი

პიროვნების შეუძლოდ ყოფნის მიზეზები გამოწვეულია ზღვარგადასული სიამოვნებებით. თუ ვენერა ქალურ(მიწის,წყლის) ნიშანშია,სიამოვნება ქალური ხასიათისაა-ჭარბი საკვები და ტკბილეული. დადებითად მოქმედებს მკურნალობის ესთეტური მეთოდები: მუსიკალური ან ფერთა თერაპია. ძალიან უყვარს დეკორატიული შინაური ცხოველები.
ხშირად დაკავებულია ისეთი საქმიანობით,რაც უკავშირდება ცხოველებს, ყვავილებს, პარფიუმერიას. შესაძლოა იყოს მოდელიერი, კოსტუმერი, კულინარი, დეკორატორი. თანამშრომლებთან მჭიდრო კონტაქტი შესაძლოა გადაიზრდოს რომანტიულ ურთიერთობაში. ხშირია, როდესაც მეუღლეები ერთად მუშაობენ. სამუშაო კოლექტივში ქალების მეტობაა.

 

 

ბილ ჰერბსთი

დაავადება და მკურნალობა. ასეთ ადამიანებში დაავადებათა გამომწვევი მიზეზები არის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიურ სიამოვნებათა გადაჭარბება,რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათ ჯანმრთელობას. ისევე როგორც მთვარისა და იუპიტერის შემთხვევაში,ვენერას VI სახლში მოხვედრისას ჩნდება ტკბილეულისა და იმდენი რაოდენობის საკვების შთანთქმის ტენდენცია,რასაც ორგანიზმი ფიზიკურად ვერ გადაამუშავებს,ამიტომ აუცილებელია დიეტის დაცვა. მათ აღელვებთ,რას ფიქრობენ მათზე და ამ თვისებას საკუთარი თავის სხვებთან შედარების მიდრეკილებამდე მიჰყავთ. შესაძლოა,აღმოჩნდნენ სასიყვარულო გაუგებრობების წინაშე ან მათი სიყვარული “არასწორ მისამართზე” იქნას გაგზავნილი. წარუმატებელი ან გაუზიარებელი სიყვარული ხშირად ხდება დაავადებათა მიზეზი. მათი ამოცანაა,პატივი სცენ საკუთარ როგორც ვიზუალურ,ისე უხილავ სილამაზეს და სიამოვნება მიიღონ მარტივი ყოველდღიურობისგან.

უთანასწორო ურთიერთობა. ძალზედ მგრძნობიარენი არიან სოციალური ტაქტისადმი. მაგალითად,მოსწონთ თხოვნის ფორმალური რიტუალი; გავლენიან პირის მომსახურება და ის პრივილეგიები,რაც საზოგადოებრივი მდგომარეობის მოპოვებას უწყობს ხელს. თვალშისაცემი თვითპრეზენტაციის მიუხედავად,მათ უყვართ დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ყოფნა სასიყვარულო ურთიერთობებში. ხიბლავთ მშვიდი მაგნეტიზმის დახვეწილობა და მიზიდულობა. მახე: დაბნეულობა და შეცბუნება სიყვარულისა და ძალაუფლების წინაშე. ამოცანა: განიცადონ ისეთი ლტოლვა,რასაც ყველა ნორმალური ადამიანი განიცდის და აღმოაჩინონ,რომ ასეთი ურთიერთობა მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ნატიფი,როდესაც სასიყვარულო თამაშში საკუთარ ღირსების სულს შთაბერავს.

ვალდებულება და მსახურება. სიყვარული და მკურნალობა თითქმის იდენტურია. სხვა სიტყვებით,პირადი სიყვარულის შემოქმედებითი მამოძრავებელი ძალა ძალიან ჰგავს სწრაფვას,დაეხმაროს ადამიანებს მათი ცხოვრების ჰარმონიზებაში. სიყვარულისა და “თერაპიის” გაერთიანება იმდენად ღრმაა,შესაძლოა მთელი მისი რომანტიული ენერგია კონცენტრირდეს მხოლოდ დაზარალებულ პირებზე. მახეს შეიძლება სხვადასხვა სახელი ვუწოდოთ:დაკარგული ლეკვის სინდრომი,დაჭრილი ფრინველის თეორია,ფლორენციელი ბულბულის ეფექტი..თუმცა სახელწოდების მიუხედავად, დარწმუნებული უნდა იყვნენ ორ საკითხში:

1) რომ მათი გულისხმიერება მიმართულია ისეთ ადამიანებზე,ვისაც შეუძლიათ დაუბრუნონ სიყვარული,ყოველ შემთხვევაში ჯანსაღი ფორმით.

2) მათ არ უნდა გადააქციონ საყვარელი ადამიანი ავადმყოფად იმისათვის,რომ საკუთარი მკურნალობის ძალა წარმოაჩინონ.
ამოცანა: უმკურნალოს საკუთარ თავს სიყვარულის,გრაციის,ჰარმონიის გაჩუქებით,მაგრამ იცოდეს ვისთვის გასცემს ამ ყოველივეს. იმისათვის,რომ სიყვარულმა იხაროს, მარცვალს შესაბამისი ნიადაგი სჭირდება.

ტექნიკური აზროვნება. მენტალური ანალიზი მჭიდროდ არის დაკავშირებული პირად ზრუნვასთან,რაც მნიშვნელოვნად “აგრილებს” მთელ რომანტიკას. თუმცა მეორეს მხრივ,გონება გულითადად აფასებს ტექნიკურ სილამაზეს. მისთვის აზრების დისციპლინირება ჰგავს არა განსაწმენდელის ტანჯვებს,არამედ მშვენიერი ბაღის მოშენებას-ნებისმიერ სიტუაციაში სიამოვნებით მიიწევს სიღმეებისკენ თავისი მენტალური ნიჩბით,წმენდისა და დამყარებული წესრიგის შეგრძნებით სინათლეს ასხივებს. თუმცა არასოდეს არ უნდა დაავიწყდეს,რომ ადამიანთა შორის ურთიერთობები ძალზედ მყიფე და სათუთია,ზედმეტად მკაცრი ორგანიზება და აქტიური წვრთნა მის უხილავ სილამაზეზე მომაკვდინებლად მოქმედებს. ამოცანა: დატკბეს გონებრივი სრულყოფილების ძიებით და დააფასოს ემოციები ანალიზის პროცესშიც კი.

დისციპლინა და შაბლონები. ის აფასებს ცხოვრების სტილის რეგულარობას. შაბლონებს იყენებს ნებისმიერ,თუნდაც ყველაზე მარტივი მიზნების მიღწევაში.მოსწონს საკუთარი ჩვევების სიმტკიცე და ორგანიზებულობა. თუმცა აქვე თავს იჩენს სოციალური ფაქტორი:სრულფასოვანი სიამოვნებისთვის,საჭიროა პიროვნული ურთიერთობა,რადგან ადამიანები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წარმოების ნაყოფიერება. სამუშაო და ესთეტიკა მჭიდროდაა გადაჯაჭვული ერთმანეთთან. სურს დღე ჰქონდეს დაკავებული სამუშაოთი,რომელიც მიმართულია სილამაზის შექმნისკენ.

 

Het Monster.

მიდრეკილება ინფექციური დაავადებებისადმი. უბედურება,სიყვარულის გამო. იშვიათად არის ბედნიერი ოჯახურ ცხოვრებაში. ქალის კოსმოგრამაში მძიმე მშობიარობა.

 

ინდუბალა

მუდამ მზად არის დასახმარებლად,საიმედო დასაყრდენია. ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს ადამიანებზე. ცოტა მტერი ჰყავს. შესაძლოა სუსტი ან დაავადებული პარტნიორი ქორწინებაში. არ უნდა ელოდოს ფუფუნებასა და უზრუნველ ცხოვრებას. კარგი შანსები აქვს ტროპიკებში,საზღვარგარეთ(განსაკუთრებით განათლების მიღების მიზნით) მოგზაურობის. მცირე ოდენობის შვილები. დიდი დანახარჯები სახლსა და მანქანაზე.

 

ბრუნო ჰუბერი

* ლიბიდო პლანეტები,ვენერა და მარსი,ზედაპირულ,დროებით გავლენას  ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად  წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში,მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

VI სახლის ძირითადი თემაა_ბრძოლა გადარჩენისთვის. ლიბიდო პლანეტებისთვის (ვენერა და მარსი) ეს არც ისე კარგი მდებარეობაა, სექსუალობა სრულიად დახშულია. მაგალითად, სუბიექტის სექსუალური აღგზნება ყოველთვის უდროო დროს და უადგილო ადგილას ხდება, ამიტომ  მუხრუჭებითა და მაყუჩებით ხასიათდება, ითრგუნება. მათ ჩაცმულობასა და მანერებში ვერ იპოვით ვერაფერ სექსუალურს. ყველაზე დიდი, რის უფლებასაც საკუთარ თავს აძლევს, სიტყვიერი სექსის მსუბუქი ფორმით გამოვლინებაა. ხოლო თუ  თავის ლტოლვას გასაქანი მისცა, ეს ფაქტი უკიდურესად ნეგატიურად აისახება მის რეპუტაციაზე.

სამაგიეროდ, VI სახლი საუკეთესო ნიადაგს იძლევა ფარისევლობისთვის, ანუ ისეთი მორალისთვის,რაც შორს დგას პიროვნების გულწრფელი ეთიკური შეხედულებებისგან, მაგრამ მოხერხებულად აცილებს თავიდან გარშემომყოფთა განსჯას. მათ აღელვებთ საკუთარი რეპუტაცია; აინტერესებთ,რას იტყვიან მეზობლები; რისი მოსმენა ან არმოსმენა სურთ მათგან; ეშინიათ, მოხვდნენ “შავ სიაში”, რადგან ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის მათ არსებობას.

საწინააღმდეგო სქესის ლიბიდო პლანეტის VI სახლში მოხვედრისას,პიროვნება ეძებს ისეთ პარტნიორს, ვინც მას სარგებელს მოუტანს,მხარს დაუჭერს პრაქტიკული მიდგომით და იმედოვნებს, რომ ჭირსა და ლხინშიც ყოველთვის მის გვერდით იქნება. ეს ეხებათ როგორც ქალებს, ისე მამაკაცებს. საკუთარი სქესის ლიბიდო პლანეტა VI სახლში მიუთითებს სუბიექტის სურვილზე, იყოლიოს ისეთი პარტნიორი, ვინც მას არსებობისთვის ბრძოლაში დაეხმარება.

თუ ვენერა და მარსი VI სახლში აღმოჩნდნენ შეერთებაში, ძლიერ პოზიციაში ნეპტუნთან ახლოს, მივიღებთ ძლიერ ქალურ მორალს,რომელიც იძულებულია თავი ისე ეჭიროს, თითქოს სექსი საერთოდ არ აინტერესებს. შედეგად, კომპენსაციის სახით, ის შეიძლება მიეძალოს სხვა ადამიანთა ინტიმური ურთიერთობების საიდუმლო თვალთვალს, რათა ირიბად განიცადოს ის სიამოვნება, რაც საკუთარ თავს აუკრძალა. ასეთივე მიდრეკილებას იძლევა მთვარე VI სახლში, მხოლოდ ნაკლები გავლენით და იმ შემთხვევაში, როდესაც მისი საკუთარი სექსუალობა ძლიერად დაბლოკილია მკაცრი ასპექტებით.

 

„მკურნალბრითები“:

Sharon Stone, Robbie Williams, Jennifer Aniston, Justin Timberlake, John Lennon, Wolfgang Amadeus Mozart, Leonardo da Vinci, Robert Redford, Marlon Brando, Romy Schneider, Sigmund Freud, Antonio Banderas, Emma Watson, Gwyneth Paltrow, Carmen Electra, Carl Gustav Jung, Gisele Bündchen, Bob Dylan, Whitney Houston, Jon Bon Jovi, Prince, Jeanne d’Arc, Rita Hayworth, Frederic Chopin, Charles Aznavour, Voltaire, Dustin Hoffman, Bruce Springsteen, Vivien Leigh, Hugh Hefner, Lisa Marie Presley, Yves Saint Laurent, Stevie Wonder, Charles Sheen, Heather Locklear, Katharine Hepburn, Louis Armstrong, Vince Vaughn, Gene Simmons, Shirley MacLaine, John Ronald Reuel Tolkien, George Sand, Kelly Osbourne, Pedro Almodovar, Yves Rocher, Alice Cooper, Tommy Lee Jones, Sidney Poitier, Jean-Paul Gaultier, Philippe Noiret, Willem Dafoe, Colette, Richard Nixon, Thomas Jones, Vincent Perez, Denis Diderot, James Caan, Giuseppe Verdi….

 

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top