ვენერა VIII სახლში

ვენერა VIII სახლში

მგრძნობიარობა

პარტნიორული ურთიერთობები აუმჯობესებს მის კეთილდღეობას. ქორწინების საშუალებით არამხოლოდ ქონებრივ პრობლემებს აგვარებს,არამედ საშულება ეძლევა, აიმაღლოს საზოგადოებრივი მდგომარეობა. ჰარმონიული და სასიამოვნო სექსუალური ურთიერთობები. ბედნიერება და სულიერი სიმშვიდე მიიღწევა მხოლოდ სულიერად ამაღლებული გუნება-განწყობისას. მკვეთრად გამოხატული ფლობის სურვილი და ეჭვიანობა.

VIII  სახლი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მსხვილ საბანკო ოპერაციებზე, მასშტაბური ღონისძიებების დაგეგმვასა და ლიტერატურულ შემოქმედებაზე. სოლიდური სიმდიდრე მემკვიდრეობით ან ქონების დაზღვევის მეშვეობით მიიღება.

პლანეტის დაზიანების შემთხვევაში, ვლინდება სიზარმაცე, ინერულობა, არადისციპლინირებულობა. გადაჭარბებული მგრძნობელობა. იმედგაცრუება სიყვარულში. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მავნე ჩვევების წახალისების შედეგად.

ინტერესი მაგიისა და ეზოთერიკისმიმართ, თუმცა გაფრთხილება: გადაჭარბებულად გულმოდგინე მედიტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰალუცინაციები. წარმატებულია მსხვილ საფინანასო გარიგებებში, ეზოთერიკაში მოღვაწეობისას, ასტროლოგიური კონსულტაციებში, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისას.

პაველ გლობა 

+ ძლიერი მგრძნობიარობა, სიყვარული, ვნებიანობა, რის გამოც ხშირად ვერ უმკლავდება თავის გატაცებებს. საბედისწერო სიყვარული. მოგება ქორწინებიდან. კარგი მემკვიდრეობა.

– გრძნობებისა და ემოციების უანგარობა. კომპლექსებამდე მისული გულჩათხრობილობა სასიყვარულო საქმეებში. ხშირად ფიქრობს,რომ არავის არ უყვარს. ეჭვიანობა, უბედური სიყვარული,კატასტროფა საყვარელი ადამიანისგან.

 

ფრენსის საკოიანი

ზემგრძნობიარეა. ახასიათებს ინტენსიური გრძნობები,ეჭვიანობა, ფლობის წადილი. ხანგრძლივად იმახსოვრებს და განიცდის მტანჯველ განცდებს,რაც ხელს უშლის სრულად შეერწყას პარტნიორს. სავარაუდოდ, ასეთ ადამიანს ბავშვობაში არ აღიქვამდნენ სერიოზულად. საჭიროა, დაივიწყოს წარსული და საკუთრი გამოცდილებით დარწმუნდეს, რომ დიდი სიყვარული სულაც არ არის მომაკვდინებელი. მით უმეტეს, რომ ძლიერ სწადიაღრმა ემოციური ურთიერთობები. ხშირად ურჩევნია ბობოქარვნებებით აღსავსე კავშირებითუნდაც მწყობრ, მაგრამ მშვიდ და მდორე ურთიერთობას. მთელი თავისი არსებით უყვართ და პარტნიორისგანაც ასეთივე ერთგულებასა და ყურადღებას მოითხოვენ. შემთხვევითი და ზედაპირული კავშირები მაარ იზიდავთ. შემოსავლები და საზოგადოებრივი მდგომარეობა ქორწინებიდან. ხშირია ქორწინება ფულის გამო.

 

ავესალომ პადვოდნი:  “ჭეშმარიტად მომაკვდინებელი მხოლოდ საკუთარი თავისადმი სიყვარულია.”

ვენერა VIII სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.

ასეთ ადამიანს სურს, ძირითადი ცხოვრებისეული ცვლილებები ლამაზად და ელეგანტურად მიმდინარეობდეს,საზოგადოებრივი წესრიგისა და ნორმების შესაბამისად. ჰარმონიული ვენერას შემთხვევაში, ასეც ხდება: თაყვანისცემა ყვავილებით, ქორწინება ფატით, განქორწინება ცივილურად, ქონების გაყოფა სასამართლო წესით.

ვენერას ეს მდებარეობა ეგრეგორთა ცვლას მხოლოდ მაშინ ამსუბუქებს, როდესაც პიროვნებას სწორი დამოკიდებულება აქვს ბედის მიმართ_ეგუება, ძალიანაც რომ არ მოსწონდესიმ შემთხვევაშიც კი. თუ ის ბედისწერას აუმხედრდა, ვენერა(განსაკუთრებით დაზიანებული) გაუათმაგებს უკმაყოფილებასა და სოციალურ კონფლიქტებს. ამ შემთხვევაში მოქმედებს წესი: “მე უკეთესი მინდოდა, მაგრამ რადგან არ მეთანხმებით, საკუთარ თავს დააბრალეთ. დაე, უარესი დამემართოს, მაგრამ თქვენც გაზღვევინებთ”. აქ სილამაზე და ჰარმონია მსხვერპლს მოითხოვს_ცნობიერებისა და ფსიქიკის გარდაქმნას, ასევე გარეგანი ცხოვრების შეცვლას, რაც დაზიანებული ვენერას შემთხვევაში, პიროვნებას არ მოსწონს გარესამყარო, ჰარმონიულის შემთხვევაშიც, არ მოსწონს, მაგრამ შეცვლა ეზარება.

ფსიქოლოგიური კრიზისები ყველაზე მეტად უკავშირდება სიყვარულს, რაც სუბიექტს ხშირდ თავიდანვე დასაღუპად განწირულად ეჩვენება. სინამდვილეში სიყვარული ადამიანს მართლაც რაიმე მისიით ეძლევა, მოცემულ შემთხვევაში: ჭეშმარიტად ინტიმური ურთიერთობების დამყარების მიზნით.მან ღრმად უნდა შეაღწიოს საყვარელი ადამიანის სულსა და ფსიქიკაში; ეცადოს, საერთო ძალებით გადაწყვიტონ სხვადასხვა ტიპის, როგორც წესი, რთული პრობლემები, (კონკრეტულ დეტალებს ვენერას ასპექტები აჩვენებს). თუ სუბიექტის სიყვარული წმინდად მომხმარებლურია, საერთო გადაუჭრელი პრობლემები ურთიერთგაუგებრობაში გადაიზრდება, რასაც კონფლიქტები და ურთიერთობის გაწყვეტა მოჰყვება.

ჰარმონიული ვენერას შემთხვევაში, პიროვნება კოლექტივის ფავორიტია, რადგან კარგად უგებს გუნდის მაჯისცემას, საერთო განწყობილებასა და ეთიკას. ამავე მიზეზის გამო წარმოიშობა კონფორმიზმის საფრთხე. ძლიერი პლანეტის დროს, ეს საზოგადოებრივი მოღვაწეა, სახალხო არტისტი და ა.შ.

დაზიანებული ვენერა იძლევა კონფლიქტს კოლექტივთან, განხეთქილებას ეთიკურ და ესთეტურ საკითხებში, რასაც არასაკმარისი მოქნილობის შემთხვევაში მოჰყვება გაძევება და ტრაგედიები. ვენერა VIII სახლში მომაჯადოებელი სილამაზით ხასიათდება. სურვილის შემთხვევაში პიროვნებას ძალუძს მოაჯადოოს და ჭკუიდანაც შეშალოს მიზნში ამოღებული ადამიანი.

დამუშავება მოითხოვს ანგარების უარყოფასა, ადამიანურ სიყვარულში ღვთაებრიობის დანახვას.

 

ბორის იზრაიტელი

პიროვნებას ძალუძს დიდი ოდენობის ფულადი თანხების აკუმულირება. სერიოზული ემოციური პრობლემები აქვს. იშვიათად პოულობს ჰარმონიას რომანტიულ ურთიერთობებში, უკიდურესობებში ვარდება. ზედმეტად სერიოზული დამოკიდებულება აქვს  სიყვარულთან. ეჭვიანობა. საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფრთხე. გადაჭარბებული ინტენსიურობით გამოხატული გრძნობები. ძირითადი ექსტრემალური ცხოვრებისეული სიტუაციებიც სასიყვარულო საქმეებს უკავშირდება, თუმცა სულაც არ დგება მოულოდნელად _ თანმიმდევრულად გამომუშავდება და გადამწყვეტ მომენტამდე ყოველთვის არის შესავალი. მოსალოდნელია საფრთხე სიცოცხლისთვის, რომელიც საყვარელი ადამიანისგან მომდინარეობს.

 

ბილ ჰერბსთი

კავშირი. სხვა ადამიანის გვერდით ყოფნა თქვენთვის ჭეშმარიტი ტკბობის წყაროა,სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება_ფასეული გამოცდილება. თუმცა ჯერ ერთი,მსხვეპლის გაღებამდე დარწმუნდით,რომ ეს ნამდვილი სიყვარულია და მეორეც,რომ იმ ადამიანს ისევე ძლიერ უყვარხართ,როგორც თქვენ გიყვართ. ნუ ეცდებით პარტნიორის შეთრევას კავშირში,ეს მიგიყვანთ გარდაუვალი ღალატის და ჰარმონიის დაკარგვის მახემდე. ამის ნაცვლად,გამოიყენეთ ყოველი კეთილი გრძნობა ნამდვილი ინტიმის დასამყარებლად. ამოცანა: გაითავისოთ,რომ ჭეშმარიტი სიყვარული არის ორმხრივი ინდივიდუალური ურთიერთზემოქმედების ნაყოფი,რაც ჰარმონიული შერწყმის შედეგად წარმოიშვება და სუნთქავს.

ტრანსფორმაცია. ვენერას უყვარს რიტუალები, ნებისმიერი ფორმით. განახლების შესაძლებლობასაც თავისი ესთეტური ფორმა აქვს და თქვენ სრული მზადყოფნით მონაწილეობთ ამ პროცესში. კარგად გესმით ფსიქოლოგიური ცვლილბების,რადგან უფრო მეტი ხართ,ვიდრე მხოლოდ ფიზიკური სხეული. მახე გამოიხატება რწმენით,რომ ეს ცვლილებები თქვენს ფასეულობებს არ შეეხება. თქვენ უსაფუძვლოდ ვარაუდობთ, რომ ისეთივე დარჩებით,როგორიც აქამდე იყავით და იმავდროულად გექნებათ სიცოცხლით ტკბობის გაფართოებული შესაძლებლობები. გარკვეული თვალსაზრისით ასეთი შეხედულება სასარგებლოც კი არისთქვენთვის,მაგრამ საერთო ჯამში, სრულიად სულელური დამოკიდებულებაა საკუთარი განვითარების მიმართ. თქვენი ამოცანაა გაითავისოთ,რომ “სიკვდილი” გულისხმობს ძველი მეთოდების სრულ უარყოფას, რათა დაიბადოს ახალი სიამოვნება, სიცოცხლე, ბედნიერება.

სექსუალური შერწყმა. სექსუალური კავშირის არომატი ძლევამოსილი აფროდიზიაკია:ნაზი,დახვეწილი და მაგიური სასმელი. აქცენტირებულია ქალური თვისებები: ჩახუტება, სირბილე, გაგება, შემეცნება. სქესის მიუხედავად, თქვენი შინაგანი მიზიდულობა აიძულებს ადამიანებს, მუდმივ კავშირს ეძებდნენ თქვენთან. იცით, როგორ შესთავაზოთ თავი სხვებს და მთლიანადგაიხსნათ. მახე: თქვენ შეიძლება იყოთ მაცდუნებელი, სხვის დასანახად ირგებდეთ მიმზიდველობის ნიღაბს, რათა კავშირში შეითრიოთ სასურველი ადამიანი. თუმცა შესაძლოა საკუთარ თავსაც ატყუებდეთ,რომ გახსნილი და გულღია ხართ, რაც სულაც არ შეესაბამება სიმართლეს. გახსოვდეთ, სექსუალური პატივმოყვარეობა თქვენი მტერია და არა მოკავშირე! ამოცანა: გაითავისთ, რომ კავშირის ესთეტური და ფიზიკური სიამოვნება მართლაც ფასეულია, როდესაც მათ იძენთ საჭირო ადამიანთან, სჭირო დროსდა საჭირო ადგილას. ამ პირობათა დაცვის შემთხვევაში სრული განთავისუფლების გზით მიხვალთ განახლებამდე.

ფოკუსირებული ინტუიცია. თქვენი ინტელექტუალური უნარები მიმართულია განსაკუთრებული მიზნის ძიები_სიყვარულის ვიბრაციული მუხტის გამოჭერისკენ. ადამიანებში აფასებთ ფიზიკურ მგრძნობელობას და სიამოვნებით აღივსებით, როცა ამ თვისებას აღმოაჩენთ მათში. ამ დროს თქვენი შინაგანი სამყაროც უფრო ჰარმონიულად ვიბრირებს.მახე:მსგავსი გრძნობების გამოყენება მხოლოდ საკუთარი საჭიროების და არა ურთიერთსარგებლობის მიზნით. ამოცანა: გაიხსნათ უხილავი სამყაროს გამოუხატავი სილამაზისთვის.

საერთო საკუთრება. თქვენ ისწრაფვით მიიღოთ ფული მემკვიდრეობით ან დაქორწინდეთ მდიდარ ადამიანზე. ნებისმიერ შემთხვევაში იბრძვით ფულიმოსაპოვებლად და როცა არ გაქვთ, მიგაჩნიათ, რომ მაინც იმსახურებთ. ფულის ფლობა, თქვენი აზრით, ის უფლებაა, რაც დაბადებიდან გაქვთ თანდაყოლილი. იმის მიუხედავად,ცდებით თუ არა, ამ მოსაზრებით ხელმძღვანელობთ ყველა გადაწყვეტილების მიღებისას. მახე: თვითკმაყოფილება; ტენდენცია ვერ ამჩნევდეთ რეალურ დანაკარგებს და გაჭირვებას სამყაროში, რაც უკიდურესად ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს თქვენდამი. ამოცანა:გამოიყენოთ მთელი თქვენი პიროვნული რესურსები სიყვარულისა და გრაციის ექსპრესიისთვის. თქვენ უნარი გაქვთ, გასცეთ თბილი გრძნობები და იყოთ კარგი აღმზრდელი იმის მიუხედავად,მიიღებთ თუ არა რაიმეს სანაცვლოდ.

 

Het Monster

სალმიანი,კონტაქტური და ცოცხალი ადამიანია. ცდილობს რჩეული “საკუთარ რჯულზე მოაქციოს” იმისათვის,რომ ჰქონდეს მყარი ბაზა ურთიერთობისთვის. ხშირია ქორწინება უცხოელზე,განმეორებით ქორწინება. უყვარს ხელოვნება, სამკაულები; მდიდარი ფერები, იზიდავს სილამაზის კლასიკური ფორმები. უყვარს სპორტი, სუფთა ჰაერზე თამაშები_თხილამურები,საცხენოსნო სპორტი.
უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში:
უტაქტობა, ზიანის საფრთხე სასიყვარლო და სექსუალური გატაცებების გამო. ახასიათებს საკუთარი შეხედულებების თავზე მოხვევა.

 

ინდუბალა

დღეგრძელობა და მშვიდი სიკვდილი. დაქორწინება შეფერხებულია. ხშირია განმეორებითი ქორწინება. მოსალოდნელია გარკვეული იმედგაცრუება ხელოვნების სფეროში. ფლობენ საკუთრებას. აინტერესებსულიერებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

ბრუნო ჰუბერი

* ლიბიდო პლანეტები, ვენერა და მარსი, ზედაპირულ, დროებით გავლენას  ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად  წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან, სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

ნებისმიერი პლანეტა, რომელიც VIII სახლშია განთავსებული, ანგარიშს უნდა უწევდეს სოციალურ სტრუქტურებს. უკვე VII სახლში ხდება მათთან შეგუება, თუმცა იქ ინდივიდი, საკუთრი ოცნებებითა და სურვილებით, უფრო მნიშვნელოვანია. აი, VIII სახლი,თავისი ბუნებით, პირდაპირ აჯახებს პიროვნებას მისი კულტურის სოციალურ კანონებს, მორალის კოდექსს, სოციალური სტატუსით დაკისრებულ ვალდებულებებს და ა.შ. სტატუსის გავლენა აისახება ურთიერთობის ნებისმიერ დონეზე, ყველგან და ყოველთვის მნიშვნელოვანია. VIII სახლში ასტოროლოგები პოულობენ იმას, რაც პიროვნებას სწრაფი სოციალური აღმასვლისა და გამდიდრების საშუალებას აძლევს.

ქალები, ვენერით VIII სახლში, ხშირად იმედოვნებენ აიმაღლონ სოციალური სტატუსი საზოგადოებაში, საკუთარ სექსუალობის განზრახ გამოყენებით. ფულის თემა აქ ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სახლში, თუმცა ფულიც ფასდება, როგორც სტატუსის აუცილებელი კომპონენეტი. ფულთან მსგავსი დამოკიდებულების ტიპური მაგალითია ჟაკლინ კენედი ონასისი, რომლის რუკაშიც ვენერა, VIII სახლში ოპოზიციას ქმნის სატურნთან, II სახლში. პიროვნება, სატურნით II სახლში, მუდმივად სიმდიდრის დაგროვებისკენ ისწრაფვის, თუმცა ვერასოდეს შეძლებს იმდენის მოგროვებას,რომ თავდაჯერებულობა იგრძნოს. ვენერასთან ოპოზიცია კი უფრო ამძაფრებს ამ განცდას, აქცენტირებს სიმდიდრეზე, როგორც როგორც ქალის საზოგადოებრივი მდგომარეობის საფუძველზე. ასეთი ქალს უვითარდება მისწრაფება, მიჰყიდოს საკუთარი თავი მას,ვინც მეტს გადაიხდის.

VIII სახლი ასევე უკავშირდება ცრურწმენებს,განსაკუთრებით მარსთან და (კიდევ უფრო ძლიერად) მთვარესთან კავშირში.

 

„ბიზნესბრითები“:
Mother Teresa, Catherine Zeta-Jones, Sean Connery, Jacques Chirac, Demi Moore, Natalie Portman, Mel Gibson, Edward Norton, Catherine Deneuve, Clint Eastwood, Sylvester Stallone, John Travolta, Megan Fox, Jacqueline Bouvier Kennedy, Jeanne Moreau, Cindy Crawford, Ricky Martin, Coco Chanel, Steven Seagal, Sophia Loren, Courtney Love, Carole Bouquet, Charles Baudelaire, Angela Merkel, Renee Zellweger, Robert Plant, Christina Ricci, Nicolas Copernic, Jon Voight, Julianne Moore, Ashley Judd, Ben Stiller, Geri Halliwell, Warren Beaty, Jerry Lewis, Marcello Mastroianni, Ingmar Bergman, Mata Hari, Burt Reynolds, David Trezeguet….

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top