ვენერა IX სახლში

ვენერა IX სახლში

ქველმოქმედება

სიმპათიური, გულითადი, თავაზიანი, ოპტიმისტი და ფილოსოფიური ადამიანია. ინტერესდება გონების სრულყოფის ყველა მეთოდით. ფლობს მშვიდ ხასიათს, განვითარებულ ინტელექტსა და ინტუიციას, მაღალ მგრძნობელობას, რის გამოც უნარი აქვს დატკბეს  ყველაფრით. მისი ცხოვრებისეული გზა გლუვი და შემსუბუქებულია.

სიამოვნებით სწავლობს და მიისწრაფვის მიიღოს რიგიანი განათლება. ემოციური დამოკიდებულება აქვს რელიგიური დოქტრინების, მსოფლმხედველობითი და ფილოსოფიური კონცეფციების მიმართ. გაწონასწორებული, კეთილი და თანამგრძნობი, ყოველთვის მზადაა სხვათა დასახმარებლად. სწრაფად აზროვნებს და მახვილგონიერია. დადებითად განაწყობს ადამიანებს საკუთარი თავის მიმართ.

პარტნიორის არჩევისას, ხელმძღვანელობს საერთო გემოვნებისა და რელიგიური შეხედულებების ფაქტორით. ხშირად ქორწინდება უცხოელზე, განსხვავებული კულტურის წარმომადგენელზე. ამაღლებული წარმოდგენა სიყვარულსა და სრულყოფილ ოჯახურ ცხოვრებაზე. მისი აზრით, ჯვრისწერა და რელიგიური რიტუალები საოჯახო ურთიერთობების დადებითად განვითარების საწინდარია. კარგი ურთიერთობა აქვს პარტნიორის ნათესავებთან. შორეული და ხანგრძლივი საქორწინო მოგზაურობა.

გამოირჩევა განსაკუთრებულად დახვეწილი გემოვნებითა და ჰარმონიული ხედვით, სილამაზისა და ცხოვრების მოწყობის საკითხებში. უყვარს რელიგიური, შუასაუკუნეების მუსიკა; ძველი პოეზია და პოეტური დეკლამაციები; კლასიკური ლიტერატურა, საოპერო ხელოვნება, ფილოლოგია და ისტორიოგრაფია. ესწრება ისტორიის საჯარო ლექციებს, პოეტურ კრებულთა პრეზენტაციებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებს. აინტერესებს ხელოვნების ისტორია. გიჟდება მოგზაურობასა და მხიარულ თავგადასავლებზე,მიდრეკილია მისიონერული საქმიანობისკენ,სადაც მოხერხებულად უთავსებს ერთმანეთს მგზავრობასა და სხვების “საკუთარ რჯულზე მოქცევის” სწრაფვას. წარმატებულია საზღვარგარეთ მოღვაწეობისას. მარტივად არიდებს თავს პოტენციურ უსიამოვნებებს. ერთი სიტყვით,იღბალი სწყალობს,ბედნიერი ქორწინება აქვს და წარმატება მუდამ თან სდევს.

დაზიანებული პლანეტა იწვევს სიზარმაცეს, გულგრილობას,განურჩევლობას, ფანატიზმამდე მისულ რელიგიურობას. პიროვნებას უვითარდება ჟინიანი სურვილები, რომელიც მოწყვეტილია რომანტიულ იდეალებს. ილუროზორული მიზნების მიუღწევლობა იმედგაცრუებას იწვევს.

პაველ გლობა

+ მაღალი იდეალები სიყვარულში. რომანტიული მოგზაურობები. სიყვარული უცხოელისადმი ან სახლისგან შორს. პარტნიორის გაცნობა შორეული მგზავრობისას. იტაცებს რელიგია, ფილოსოფია, ხელოვნება.

- სამარცხვინო, სახელგამტეხი ურთიერთობა უცხოელებთან. დანაკარგები და წარუმატებლობა მოგზაურობისას. პიჟონობა, გადაჭარბებული წარმოდგენა საკუთარ თავზე.

 

ფრენსის საკოიანი

უპირატესად ინტერესდება განსხვავებული ნაციის,კულტურის,რასის წარმომადგენლებით,ამიტომაც ბევრს მოგზაურობს. იზიდავს ეგზოტიკური ადგილები და ისეთი ადამიანები,ვინც ჰორიზონტს გაუფართოებს,რაიმეს ასწავლის,უცხო ადგილებისა და სიახლეების აღმოჩენაში დაეხმარება. სიყვარულში მაღალი იდეალების სწამს და მისთვის მნიშვნელოვანია,საყვარელი ადამიანი მის ფილოსოფიასა და შეხედულებებს იზიარებდეს. კარგი ურთიერთობა აქვს რჩეულის მშობლებთან. განსხვავებული წარმომავლობისა და შეხედულებების მქონე ადამიანებს შორის ჰარმონიული კავშირის დამყარება მისი გამორჩეული ნიჭია.

 

 

ავესალომ პადვოდნი:“სიყვარული სილამაზის იდეალისადმი,ისევე როგორც სილამაზე სიყვარულის იდეალისა,უნდა იყოს ამაღლებული”.
ასეთ ადამიანს სურს ლამაზად ხედავდეს საკუთარ თავს ყველა ურთიერთობაში. ეს კი საკმაოდ რთულია,რადგან სილამაზის აღქმა ბევრ საკითხში საზოგადოებისგან თავსმოხვეულია და შესაძლოა,მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს პიროვნების ინდივიდუალური შინაგანი სილამაზისგან,რომელიც მან უნდა აღმოაჩინოს და დაიცვას.

დამუშავებისას ვენერას ეს მდებარეობა ამსუბუქებს პიროვნების ხასიათსა და ქცევებს. მისგან მომდინარეობს შეგრძნებადი შინაგანი, გარეგანი,ქცევითი და ზოგადად,ცხოვრებისეული სილამაზე,რომელიც ტრანსლირდება “მეს” ყველა როლით.

დაუმუშავებელი და განსაკუთრებით დაზიანებული ვენერას შემთხვევაში,გრძნობს რა ადამიანი,რომ სილამაზის იდეალი მიუღწეველია,განავრცობს მას ცხოვრების სხვა სფეროებზე,რის შედეგადაც ვითარდება მწვავე ესთეტური და სოციალური არასრულფასოვნების კომპლექსი. იგივე მექანიზმი მოქმედებს სიყვარულზეც.

სავარაუდოდ,სიყვარული შორეულ ქვეყნებში ელოდება ან მასთან მოდის,უცხოელის სახით. ვენერას IX სახლში განვითარება იძლევა სწრაფვას განსხვავებული კულტურების მიმართ,რათა შემდგომ მშობლიურ კულტურასთან შედარების შესაძლებლობა მიეცეს.
სამყაროსა და საკუთარი ცხოვრების ფილოსოფიურ-რელიგიურ გააზრებისას ადამიანს იზიდავს კონცეფცია,რომელიც აჩვენებს მათ ფარულ წონასწორობასა და ჰარმონიას.

დამუშავებისა და ძლიერი ვენერას შემთხვევაში,შესაძლებელი ხდება ცხოვრების ფილოსოფიური გააზრება ხელოვნების ნიმუშების მეშვეობით.სულიერ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან თბილი,გულითადი დამოკიდებულება,თუმცა შეყვარებულობის პროფანაციის საშიშროებით.

 

 

ბორის იზრაიტელი 

თვალსაწიერის გაფართოება რომანტიული კავშირების მეშვეობით. ქორწინება უცხოელზე. მისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური რიტუალები,ფორმალობათა დაცვა. არც ისე იშვიათად ურევს ეთიკასა და ესთეტიკას,თუმცა ორივეგან საყოველთაოდ აღიარებულ აზრს ემხრობა.

თუ პლანეტა დაზიანებული არ არისსაზღვარგარეთ გაუმართლებს,მატერიალური თვალსაზრისით.

მუზეუმის თანამშრომელი, ხელოვნებათმცოდნე, ფოტოგრაფი.

 

 

ბილ ჰერბსთი 

კონცეპტუალური სტრუქტურები. ვენერა IX სალხში მიუთითებს სიამოვნების მენტალურ წყაროზე. მოგწონთ ფილოსოფია და ფორმალური კონცეფციები. გაინტერესებთ არსებული წესები და კანონები და ეძებთ ყველაზე ესთეტურ გზებს მათ შესაცნობად. გიზიდავთ ქარიზმატული პიროვნებები, დიადი მოაზროვნენი, თუმცა ეს ყოველთვის თქვენს ძლიერ ინტელექტზე არ მეტყველებს. თქვენ უბრალოდ მოგწონთ, იმყოფებოდეთ აზროვნების ნაკადში, ჩანჩქერის კასკადში, რათა “განიბანოთ” მის დინებაში. ეს არ არის ფუჭი საუბრები ან ურთიერთობა ურთიერთობისთვის, ერთიც და მეორეც საკმაოდ მალე გღლით . ეს არის იდეებისა და შემეცნების პროცესისსიყვარული,რომელსაც საფუძვლად უდევს შემოქმედებითი აზროვნების ვრცელი მოდელები. თქვენი ამოცანაა,აღავსოთ სამყარო ესთეტური იდეებით,გახადოთ ამაღლებული გონების თანხმოვანი,რომლის თვალწინ იშლება ახალი ჰორიზონტები და გაუზიაროთ ეს სიამოვნება ყველას.

პერსპექტივა კულტურის სფეროში. უშუალო გარემოცვა თქვენთვის ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე ის, რაც ჰორიზონტს მიღმა იმყოფება. მოგზაურობა ჩინებული და შესანიშნავი თავგადასავალია და რადგანაც კონტაქტებზე ორიენტირდებით, მარტივად ამყარებთ ურთიერთობას განსხვავებულ ადამიანებთან. გიზიდავთ უცხოელები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ირიბად კი იგულისხმება თქვენი სწრაფვა ისეთი ადამინები, ვისაც გაფართოებული და ეგზოტიკური შეხედულებები აქვს. მახე: შესაძლოა იმდენად შეგიპყროთ მოგზაურობის სურვილმა, საერთოდ უგულვებელყოთ მიმდინარე გარემოცვა. გახსოვდეთ,რომ სიყვარული,ბედნიერება და სიამოვნება ყველგანაა და მათი აღმოჩენა არამხოლოდ ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით შეიძლება.

უმაღლესი განათლება. უმაღლესი განათლება ტკბობის დაუშრეტელი წყაროა და იშვიათად,რომ რაიმემ ისეთი სიამოვნება მოგანიჭოთ,როგორც განათლების მიღების პროცესმა. თუ მერკურიც ამავე სახლში აღმოჩნდა შემეცნება მიმდინარეობს აქტიური დიალოგის სახით. ვენერა IX სახლში უფრო მიმღების/მსმენელის პოზიციაზე მეტყველებს. თქვენ ბედნიერი იქნებოდით სახლში გეკითხათ წიგნები ხელოვნებასა და ფილოსოფიაზე,თუმცა ბევრად უკეთესია ლექციებზე დასწრება,”ცოცხალი ოსტატის” გვერდით ყოფნა. ეს არ გულისხმობს თანდაყოლილ სწრაფვას მორჩილებისკენ,უბრალოდ თქვენ უფრო სწავლის დახვეწილი მეთოდები გიზიდავთ. არ მიილტვით დაბრძენებისკენ,არამედ მოგწონთ იდეებით იყოთ გარემოცული.

ჭეშმარიტების ძიება. ჭეშმარიტება არ უნდა იყოს უსახური. თქვენთვის ლამაზი ტყუილი ბევრად მიმზიდველია,ვიდრე მწარე სიმართლე. გსურთ შეამსუბუქოთ,ბრწყინვალებამდე გააპრიალოთ და გაკეთილშობილებული სახით წარმოადგინოთ ნებისმიერი ჭეშმარიტების შინაგანი სილამაზე. ამოცანა: გახსნათ ჭეშმარიტების ესთეტური სათნოება,აჩვენოთ მისი პატივისცემის მაგალითი. ჭეშმარიტების გადაცემის პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ამ ამოცანას. გადაეცით ის გრაციით და მაშინ თქვენ შეიძენთ ბევრად ჰამონიულ ურთიერთობას გარესამყაროსთან. ჭეშმარიტება სილამაზე და სიყვარულია.

იდეალური საზოგადოება. თქვენ გჯერათ,რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს,რომ ადამიანები უფრო ყურადღებიანი უნდა იყვნენ ერთმნეთის მიმართ. გჯერათ ხელოვნების და ეთაყვანებით უმაღლესი კლასის ურთიერთობებს. თქვენს იდეალურ სამყაროში სიყვარულის უარყოფა მთავარი ცოდვაა. ეს იქნებოდა ბრწყინვალე ობიექტებითა და მშვენიერი ადამიანებით სავსე რომანტიული საზოგადოება,სასიამოვნო სანახავი,პასტელურ ტონებში,რომელსაც ვერაფერი დაამახინჯებდა. იცხოვრებდნენ გრაციოზული მანერებისდა სათანადო ქცევების მქონე ადამიანები და არ იქნებოდა ჩხუბი,კრიზისები თუ სხვა შემაშფოთებელი სოციალური მოვლენები. ხოლო თქვენ,როგორც ამ იდეალური სამყაროს მმართველი,იქნებოდით სიყვარულისა და სილამაზის მაგალითი,რომანტიკის უზენაესი ქურუმი,ბედნიერებისა და ნაყოფიერების სიმბოლო.

 

Het Monster

სიმპათიური ხასიათი. იღბლიანი მოგზაურობები. ქორწინება უცხოელზე.

 

ინდუბალა

შეძლებული წარმომავლობის ადამიანები. ბევრს მოგზაურობენ სამყაროს გარშემო. ფლობენ დიდი ოდენობით ძვირფასეულობას. განებივრებულნი არიან თანამედროვე კეთილმოწყობილობებით. გულუხვი,თავაზიანი და ღვთისმოყვარენი,ყოველთვის კეთილშობილურად და ღირსეულად იქცევიან. უმეტესად ქორწინდებიან უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებზე. ტალანტები თუ არა, ხელოვნებისადმი ინტერესი დიდია. ხშირად შემოსავლების მიღება უკავშირდება გადაზიდვა-ტრანსპორტირების მომსახურებას.

 

ბრუნო ჰუბერი

* ლიბიდო პლანეტები, ვენერა და მარსი, ზედაპირულ, დროებით გავლენას  ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად  წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში,მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.

ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.

ვენერა და მარსი IX სახლში, ისევე როგორც V სახლში, ფრიად ეფექტურად ავლენენ თავს. მათთვის დამახასიათებელია ნატიფი მიმზიდველობა,სრულად გაცნობიერებული სექსუალობისა და მაღალი მგრძნობელობის თანხლებით. აქ ისინი არ არიან ტრადიციების ავტომატური მიმდევარნი. შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან,ხაზი გაუსვან საკუთრ სექსუალურ როლს და სწორედ აქ იქმნება ერთგვარი პარადოქსი: IX სახლიდან იწყება სქესობრივი როლების აღრევა, როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ პლანში_ქალი შეიძლება იყოს “მახვილკუთხოვანი”, უხეში მანერებით; მამაკაცს კი პირიქით, აღენიშნებოდეს “სიმრგვალეები” არასათანადო ადგილებზე.

სქესობრივი მახასიათებელები ბუნდოვანი ხდება და ეს ტენდენცია მომდევნო სახლებში სულ უფრო ძლიერდება. თუმცა მოცემული ბუნდოვანება და განუსაზღვრელობა ანიჭებს მათ მიმზიდველობას. ვენერა და მარსი IX სახლში აღმერთებენ თამაშს. დახვეწილად კეკლუცობენ; თავიანთ მიზიდულობის ძალას მეგობრებსა და ნაცნობებზე სცდიან.

საპირისპირო სქესის ლიბიდო პლანეტა IX სახლში მიანიშნებს პიროვნების სურვილზე, ჰყავდეს მსგავსი პარტნიორი_ მოქნილი, სპონტანური, მიმზიდველი; ვინც აფასებს იუმორსა და ფლირტს, მოკლებულია სერიოზულობას. იმავდროულად, საჭიროა საერთო ინტერესები, ცოცხალი გონება,დამოუკიდებელი და ფართო თვალსაწიერის მქონე პიროვნება. მაგრამ არავითარი მსგავსება VIII სახლთან, რომელიც კონფორმიზმსა და წესების დაცვას მოითხოვს. აქ ორიგინალურობა მთავარი წესია, განსაკუთრებით პარტნიორის არჩევის საკითხში. თუ საკუთარი სქესის ლიბიდო პლანეტა მოხვდა IX სახლში, ყოველივე ზემოთჩამოთვლილი ასახავს იმას, როგორი შთაბეჭდილების მოხდენა სურს ადამიანს. ის არ ისწრაფვის იყოს ყველაას მსგავსი. მისი მიზანია გამოირჩეოდეს!

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ IX სახლი იძლევა ყველაზე მკვეთრად გამოხატულ ტენდენციას უწესრიგო სექსუალური ცხოვრებისადმი, რაც ყველა კადენტური ( III, VI, IX, XII) სახლისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ დანარჩენ სამ სახლში კონტროლდება და თავის ნებაზე არ არის მიშვებული. IX სახლს კი არ აინტერესებს სხვების აზრი, თავადაც მშვენიერ ფილოსოფიურ ახსნას უძებნის საკუთარ ქცევებს. სულაც არ სჭირდება სხვისი შეფასებები, ამისათვის თავისი სინდისიც ჰყოფნის. მსგავსი თვითმყოფადობა შეფასებებში საკმაოდ ტიპურია IX სახლისთვის.

 

“წანწალბრითები” :
Marilyn Monroe, Jennifer Lopez, Christina Aguilera, Yannick Noah, Brigitte Bardot, John Kennedy, Jessica Alba, Jim Morrison, David Bowie, Celine Dion, Paul McCartney, Harrison Ford, Albert II Prince of Monaco, Sean Penn, Matt Damon, Friedrich Nietzsche, Michael Jordan, Laetitia Casta, Kristen Stewart, Robert Downey Jr., Prince Harry of Wales, Gary Oldman, Marquis de Sade, Al Capone, Ronald Reagan, Patricia Arquette, Alicia Silverstone, Kate Hudson, Benito Mussolini, Eddie Murphy, Omar Sharif, Deepak Chopra, Helen Hunt, Virginia Woolf, Jennifer Jason Leigh, Jean Marais, Iggy Pop, Lucky Luciano, Romina Power, Craig Ferguson, Rosanna Arquette, Lord Byron, Daryl Hannah, Paco Rabanne, Emily Brontë, Venus Williams, Franck Ribéry, Bryan Ferry, George Carlin, Kirk Douglas, Baruch Spinoza, Cardinal Richelieu, Franz Joseph Haydn, Toni Collette…

 

სტატიის ავტორი: Qet Adastra


About Tamta

Scroll To Top