ვენერა ტყუპებში

ვენერა ტყუპებში

გრძნობები და სურვილები სოციალური კონტაქტებისას ფორმირდება. უყვარს კომუნიკაცია,საკითხების განხილვა და დისკუსია სხვადასხვა კომპანიებში. მოსწონს მოსმენა,სიახლეების გაგება, ლაპარაკი. სურს მოგზაურობა, ახალ ადამიანებთან შეხვედრა, ჭკვიანი ნაცნობების ყოლა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორის ინტელექტუალურ დონეს.

საუკეთესო შემთხვევაში: განვითარებული და მრავალმხრივი ესთეტური შეხედულებები; სილამაზის დახვეწილად აღქმის უნარი.

უარეს შემთხვევაში: საკუთარი ესთეტური კრიტერიუმების არქონა; ზედაპირული გრძნობები.

პაველ გლობა „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ვენერა ტყუპებში ჰაერის სტიქიაშია,სტუმრად მერკურისთან.

რადგანაც ტყუპები არასტაბილური და განახლებისკენ მიდრეკილი ნიშანია,მისი გრძნობებიც მსუბუქი,ზედაპირული და ცვალებადია. სწრაფად წარმოიშვება და მალევე იცვლება. მაგრამ ეს ყველაფერი სხვა ნიშნებთან შედარებით,რადგან ტყუპებისთვის ეს სავსებით ბუნებრივია და განპირობებულია განახლების, უცნობი ემოციური განცდებისა და სიახლის მოთხოვნილებით. თუმცა უნდა აღვნიშნოთ,რომ ეს ვენერა ხშირად ანიჭებს მფლობელს მოღალატე ბუნებას,სწრაფი და მოკლევადიანი კავშირებისკენ მიდრეკილებას. რამდენადაც ტყუპები მუტაბელური ჯვრის ნიშანია,ის ძირითადად ორიენტირდება მიმდინარე პროცესებზე,ამიტომ შეიძლება ესიმპათიურებოდეს და შეუყვარდეს კიდეც ისეთი ადამიანი,რომელიც იმ დროისთვის უბრალოდ მის გვერდით იმყოფება. როგორც წესი, უფრო ძლიერი და ღრმა გრძნობები მისთვის უცნობია.

ვენერას მერკურთან ვიზიტი მიუთითებს პიროვნების მიდრეკილებაზე, რაციონალურად განსაჯოს თავისი გრძნობები თუ გატაცებები. მას ურჩევნია,იყოს სხვისგან შეყვარებული,ვიდრე თავად უყვარდეს. თავის მხრივ,ჰაერის სტიქია,როგორც მშვენიერი “გამცილებელი”,შეიძლება ზრდიდეს მასზე ზემოქმედების მოთხოვნილებას. შესაძლოა ის გახდეს სხვათა ემოციებისა და გრძნობების მხოლოდ გამტარი,რადგან გაცემა და აქტიური გამოვლენა უფრო ცეცხლოვანი ნიშნების თვისებებია. ზოგადად, ასეთი ვენერა მიილტვის ცოცხალი,მსუბუქი და ურთიერთობაში საინტერესო პარტნიორსკენ,ვინც არ იციკლება გრძნობებზე და არ ახასიათებს სიყვარულის ნიადაგზე “წამებულობა”.

შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე საყვარელი ჰყავდეს. ბოროტი ვენერას შემთხვევაში,ჩნდება ქარაფშუტობის და თავქარიანობის ტენდენციები. მას ახასიათებს პარტნიორების ცვლის მუდმივი სურვილი, მსუბუქი ხასიათის დონჟუანობა. არ არის გამორიცხული სიყვარული რომელიმე ნათესავის მიმართ,ვისთანაც დიდ დროს ატარებს,რადგან ტყუპების ნიშანი უკავშირდება უახლოეს გარემოცვას.

ალბათ,ბავშვობაში თქვენ კომუნიკაციის დროს გივითარდებოდათ ემოციური სამყარო. ამის გარეშე თქვენი გრძნობითი სფეროს განვითარება დამუხრუჭდებოდა და სავრაუდოდ,თითქმის არც რთავდით ემოციებს. სწორედ ეს ვენერა იძლევა ქალთა იმ ტიპს,რომელზეც ამბობენ,რომ “ქალებს ყურებით უყვართ!”. მათთვის მნიშვნელოვანია გრძნობებსა და განცდებზე ელაპარაკონ. თუ საუბარი არ მიმდინარეობს,სიჩუმეში ემოციებიც ვერ ერთვება.

ზოგადად, ორივე სქესს უყვარს საკუთარ გრძნობებზე და ურთიერთობებზე საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც დეტალური ანალიზის აუცილებლობა არ დგას, მათთვის მსგავსი განხილვა, თუნდაც ყბედობა, დროსტარების ერთერთი გავრცელებული საშუალებაა და იშვიათად გადადის ინფორმაციულ დინებაში.  მათ უყვართ საზოგადოება,სადაც ბევრს საუბრობენ. დასვენებისთვის სჭირდებათ ახლო მოგზაურობები მხიარული კომპანიის თანხლებით. ჰარმონიის ემოციური კრიტერიუმების ჩამოყალიბება და საუკეთესოდ დასვენება გამოსდით კომუნიკაციის დროს. მათთვის აუცილებელია,მუდმივად ინარჩუნებდნენ უახლოეს კონტაქტებს.

ავესალომ პადვოდნი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ვენერიელი ტყუპები, ჰარმონიულ ვარიანტში,დიდი პოპულარობით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესში,თუმცა თავად იშვიათად გასცემენ რამეს,ლაყბობისა და ცარიელი სიტყვების გარდა,რასაც საფუძვლად უდევს ტყუპების ზედაპირულობა და ემპათიის(თანაგანცდის) უუნარობა.

დაზიანების შემთხვევაში,ინტელექტუალურ-ესთეტური სნობიზმი და ვიწრო თვალსაწიერი,”ხელოვნება ხელოვანთათვის” პრინციპის განაცხადით. მაშასადამე მიაჩნიათ,რომ ხელოვნება მხოლოდ მათთვისაა,ვინც მასში კარგად ერკვევა და ასეთი “ხელოვნებათმცოდნე ეგზემპლარები”,ცხადია,მხოლოდ თვითონ არიან. თუმცა ხელოვნების ნიმუშის რეალურად შემეცნება(რომ არაფერი ვთქვათ მის შექმნაზე) ძალიან უჭირთ,რადგან ვენერიელი ტყუპები მასში ხედავენ და აფასებენ ინფორმაციულ შემცველობას, სქემას,ფორმალურ სტრუქტურას. ისინი მოკლებულნი არიან გრძნობით და ემოციურ აღქმას.

დამუშავებისას,ესთეტურ დინებათა გააზრება; ლიტერატურული და ფერწერული კრიტიკა; ხელოვნების ფილოსოფიისა და მეთოდოლოგიის შექმნის უნარი; სიყვარულის სახეობათა კონცეფცია და კლასიფიკაცია;

უარყოფითი ასპექტაციის შემთხვევაში, მეწვრილმანე ფილოსოფია და ლაყბობა იმავე თემებზე. დამახინჯებული გემოვნება.   თუ პლანეტა ძლიერ დაზიანებული არ არის,ელეგანტური ადამიანია და აზრებს ლამაზად გადმოსცემს.

სერგეი შესტაპალოვი „პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“ 

ჰარმონიულ ასპექტებში,სუბიექტი სიმპათიურია,მშვიდობისმოყვარე,კომუნიკაბელური,მეგობრული,სასიამოვნო მოსაუბრე,ზრდილი და თავაზიანი; განათლებული,დიპლომატიური,ხუმარა. აქვს ინტელექტუალური გატაცებები,უყვარს ლიტერატურა და პოეზია.ფერწერის ნიჭი. გამართული მეტყველება და ლამაზი კალიგრაფია. კომერციული უნარები.

დაძაბული ასპექტებისას,პიროვნება ხდება არააკურატული,დაუდევარი,ფეთხუმი,ჭორიკანა,საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისი. უსაქმური ფატაზიორია, აფორიაქებული, ექსცენტრული გამოხტომებით. იმედგაცრუება სიმპათიებში. ჩახლართული და ქაოტური ფინანსური საქმეები.

ფრენსის საკოიანი

ძალიან უყვარს ფლირტი. დაუოკებელი ცნობისმოყვარეობა და სიახლეებისადმი სწრაფვა ხელს უშლის ხარგრძლივ

მეგან ფოქსი. ვენერა ტყუპებში

ურთიერთობებში. სიყვარულში ბუნებით მოთამაშეა. შესაძლოა არაერთი ქორწინება ან სიბერეში ახალგაზრდა პარტნიორზე დაქორწინება. სასიყვარულო პარნტიორში უფრო ინტელექტსა და იუმორის გრძნობას აფასებს, ვიდრე მის ფიზიკურ მონაცემებს. ისეთი პარტნიორებით ინტერესდება, ვინც მას თავდაჯერებას ართმევს, გაურკვევლობაში ამყოფებს და არაპროგნოზირებად ურთიერთობას სთავაზობს. სწრაფად ბეზრდება მდორე და ერთფეროვანი კავშირები, როდესაც არავინ კითხვებს არ უსვამს და ვერაფრით აკვირვებენ. იმისათვის,რომ თავი ბედნიერად იგრძნოს,სჭირდება საყვარელ ადამიანთან საუბარი,აზრებისა და განცდების გაზიარება,ერთად სეირნობა,ერთად სწავლა,საერთო ინტელექტუალური საქმიანობა. მოითხოვს გადაადგილების თავისუფლებას. ეჭვიან და დესპოტ პარტნიორებთან “იხრჩობა”. ვერ იტანს უხეშობას.

ბევრ დროს უთმობს საზოგადოებრივ საქმიანობასა და გართობას. სურს,შეიცნოს ყველა და ყველაფერი. ორივე სქესის ბევრი მეგობარი ჰყავს. იტაცებს ცეკვა,მეჯლისი,ბანკეტები,სიამოვნებით იკაზმება ასეთი გასართობი ღონისძიებებისთვის.

ინდუბალა „ინდური ტრადიცია“

ვენერა ტყუპებში მეგობრულ(სასწორისთვის) ნიშანში იმყოფება და მფლობელისთვის მოაქვს სიხარული და მრავალფეროვნება ყველა საკითხში,რაც უკავშირდება განათლებას,სექსს და გართობას. კარგი მეგობრული კავშირები. ფლირტისკენ მიდრეკილება. უმრავლეს ტექტებში მოიხსენიება რელიგიური თავდადება.

Het Monster “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში“

ნიჭიერი ადამიანი. უყვარს მრავალფეროვნება სასიყვარულო ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ კონტაქტებში. მახვილგონიერი და ენაწყლიანი,თავადაც ცოცხალი გონების ადამიანებისკენ მიილტვის. მისი ხელოვნების სფეროა ლიტერატურა. ეხერხება სატირა,სიტყვებით თამაში. კარგი ურთიერთობა აქვს და-ძმებთან,მეზობლებთან.

უარყოფით ასპექტების შემთხვევაში, გადაჭარბებულად ბევრს ფლირტაობს. მტრული დამოკიდებულება აქვს ხანგრძლივი სასიყვარულო კონტაქტებისა და ქორწინების მიმართ. ქალის კოსმოგრამაში ხშირად წინასწარმეტყველებს ტყუპ შვილებს.

სემირა და ვიტალი ვეტაში „პროგნოზირების ხელოვნება“

ზედაპირული და ცვალებადი გრძნობები. სწრაფად იცვლის გატაცების ობიექტებსა და განზრახვებს. სამაგიეროდ, უნარი აქვს, კარგად შეიცნოს ადამიანის გონება და დატკბეს ურთიერთობის პროცესით.

ქეთრინ ობიე „ასტროლოგიური ლექსიკონი“

გონება ფილტრივით მუშაობს და გრძნობებზე რაციონალური განსჯის მკაფიო ანაბეჭდი იკვეთება. ხშირად საკუთარ ურთიერთობას გარედან,მესამე პირის პოზიციიდან აკვირდება. მიუკერძოებელი და გამჭოლი ცნობისმოყვარეობა საყვარელი ადამიანის მიმართ დისჰარმონიულად აისახება ურთიერთობაზე. გრძნობების განვითარებასა და გამოვლენას ხელს უშლის გადაჭარბებული ყურადღება საკუთარი თავის მიმართ,ნარცისზმი. განმსაზღვრელი ფაქტორი არის სურვილი,შეიყვარონ სხვებმა. ახალგაზრდობაში მხოლოდ იმიტომ ფლირტაობს,რომ თავად დარწმუნდეს საკუთარი მიმზიდველობის ძალაში.   ჰარმონიული ურთიერთობის დროს,ახლო ინტელექტუალური კონტაქტის შეგრძების მოთხოვნა უჩნდება.   სექსუალურ ურთიერთობაში ეროტიზმს აძლიერებს პარტნიორისადმი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი. გრძნობებს მარტივად გამოხატავს, შეუძლია სიტყვებით ცდუნება.

ვენერა ტყუპებში საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში სიმსუბუქითა და სიმარტივით ხასიათდება. ძალიან უყვარს ფლირტი,რომელიც არაფრით ავალდებულებს და უბრალოდ კარგი განწყობის შენარჩუნებას ემსახურება. უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავს,რომლებიც გიჟდებიან მის საზოგადოებაზე,რადგან საინტერესო მოსაუბრეა და როგორღაც ახერხებს,ყველას დაუთმოს ყურადღება. თავადაც ძალიან მოსწონს საზოგადოებაში ყოფნა,კონტაქტების გარეშე ჭკნება. ნებისმიერი ახალი ინფორმაცია მაშინვე გამოაცოცხლებს და გარდაქმნის.

ასეთი ადამიანი,ჩვეულებრივ,ჰარმონიულად ურთიერთობს ახალგაზრდებთან,ბავშვებთან. უმცროსი თაობის ნათესავებს ძალიან უყვართ მასთან ყოფნა(ან თავს აბეზრებენ უწყვეტი ყურადღებით,ასპექტებიდან გამომდინარე).

ინტერესით ეკიდება სამეცნიერო აღმოჩენებს,მოსწონს რეპორტაჟები მოგზაურობაზე. თუმცა ინფორმაციას ზერელედ აღიქვამს. მისთვის მნიშვნელოვანია შეიტყოს ახალი ამბავი,რათა მოუყვეს სხვებს და არა იმიტომ,რომ მათი აზრები გაიგოს. ის უბრალოდ ინფორმაციის გამტარია და თავის ცოდნას ავრცელებს. სწავლა მისთვის საინტერესოა საგანში ჩაღრმავების ეტაპამდე,როდესაც ინფორმაციის სისტემატიზება უნდა მოახდინოს,საკუთარი დასკვნები გამოიტანოს,მოსაწყენი დავალებები წეროს. აი,აქ უკვე გონება ეთიშება და დაბნეული იწყებს უფრო გასართობ-შემეცნებითი კონტაქტების ძიებას.

მას კარგი უნარები აქვს მეტყველებით ჟანრში, ლიტერატურაში, პოეზიაში. ხშირად შეინიშნება მუსიკალური სმენა და შესაძლოა იყოს სიმღერების შემსრულებელი. მარტივად გამოსდის და ძალიან მოსწონს პედაგოგიური საქმიანობა,ორატორობა,სტატიების წერა.

ქ ა ლ ი, ვენერით ტუპებში,მოძრავი და ყმაწვილქალურად მომხიბლავია. ცდილობს ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს,რასაც ახერხებს კიდეც. მამაკაცთა ყურადღებას იპყრობს ყოვლისმცოდნეობით დედამიწის ზურგზე,მოგზაურობებისადმი ინტერესით. მარტივად ასაყოლიებელია,მის სულში პატარა ავანტურისტი ცხოვრობს,რომელიც მზადაა მყისვე მოსწყდეს ადგილს და უზარმაზარი სამყაროს შესაცნობად გაემგზავროს ახალგაცნობილ ადამიანთან ერთად.

უყვარს კითხვა. შესაძლოა დაინტერესდეს წმინდად მამაკაცური ჰობით,იქნება ეს ფეხბურთი თუ ფორმულა1. მის პარტნიორს ეადვილება მასთან ერთად მეგობრების წრეში დროსტარება,რადგან ნებისმიერ საზოგადოებაში არ იმორცხვებს და მარტივად შედის კონტაქტში. მისი შესანიშნავი იუმორის გრძნობა და მახვილი ენა უთუოდ შეაჩერებენ უხეში ხუმრობების მოყვარულებს,თუკი ასეთები გაბედავენ მასთან სიტყვიერ პაექრობაში დაპირისპირებას. თუმცა,მიუხედავად ასეთი საგანძურისა, ცდილობს,კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს ნაცნობებთან,ახლობლებსა და ნათესავებთან. მისთვის პრიორიტეტულია კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება და ინტელექტუალურად გაჯერებული კონტაქტები. ის,ისე როგორც არავინ,განიცდის საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში დუმილს. მას სჭირდება,პარტნიორი ესაუბრებოდეს და უსმენდეს მას. მხოლოდ მისი ხმის გაგონებითაც კი რომანტიულ განწყობაზე დგება. ასევე მოსწონს მიმოწერის წარმოება რჩეულთან,პოეტური გზავნილების წერა.

თუმცა უნდა აღვნიშნოთ,რომ ფლობს რა არსენალში ტალანტების უზარმაზარ მარაგს და თაყვანისმცემლების არც ისე ვიწრო წრეს,ასეთი ქალი შესაძლოა აღმოჩნდეს ქარაფშუტა პერსონა,რომელიც მარტივად იცვლის თავის გატაცებებსა და მიდრეკილებებს. არა,ის სულაც არ არის საბედიწერო ქალი,უბრალოდ თავდავიწყებით მისდევს თავგადასავალთა იმ ქარს,რომელიც ახალ ჰორიზონტებამდე მიიყვანს და სიახლის შეცნობის წყურვილს დაუოკებს.

თუ თქვენს რჩეულს ვენერას ეს მდებარეობა აქვს,თქვენ არ გემუქრებათ ზედმეტი ეჭვიანობის აფეთქებები და ქალური ისტერიკები. მის შესანარჩუნებლად, მოგიწევთ მისი უზრუნველყოფა საკმარისი ინფორმაციული დინებით; არ შეიძლება მისი ოთხ კედელში გამოკეტვა. იკითხეთ,ისწავლეთ,იმოგზაურეთ და შეიცანით სამყარო მასთან ერთად და მაშინ მისი სიყვარული და მადლიერება გარანტირებული გექნებათ.

 მ ა მ ა კ ა ც ი, ვენერით ტყუპებში,რთული გამოცდაა ნებისმიერი,თუნდაც ყველაზე არაეჭვიანი ქალისთვის. მისი გოგონათა სანაცნობო წრე ხომ ამოუწურავია. ზუსტადაც რომ გოგონების,რადგან ის ძალიან მგრძნობიარეა ქალთა ასაკის მიმართ. ამიტომ ახალგაზრდა მომხიბვლელი ქმნილება,გულუბრყვილო გამომეტყველებით,მარტივად დაიპყრობს მის ოცნებებს. მას ძალიან უჭირს საკუთარ გრნობებში გარკვევა და მერყეობას იწყებს,თუ არჩევნის წინაშე დადგა. ამავე მიზეზით,უარეს შემთხვევაში, შეიძლება ერთდროულად რამდენიმე სასიყვარულო ურთიერთობა გააბას და ამასთან,ყოველ “რჩეულს” ვირტუოზული დამაჯერებლობით უმტკიცოს,რომ ის ერთადერთია. მასზე ვერც გაბრაზდებით,როდესაც აღიარებით მოვა,იმდენად მომხიბვლელი და გალანტურია. მოხერხებულად ეხება ქალის გულის ყველა საჭირო სიმს. იმ შემთხვევაში,როდესაც საკუთარ გრძნობებში ვერ ერკვევა,ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობის რაციონალურ ანალიზს,რასაც ჭეშმარიტი გრძნობების მოწამლვა შეუძლია,რადგან ასეთ ანალიზში გრძნობის სითბო და სიბრძნე იკარგება.

პოზიტიურ ვარიანტში,ვენერიელი ტყუპები ხელოვნებაში კარგად გარკვეული მამაკაცია,რომელსაც შეუძლია შეაფასოს შავ-თეთრი ფოტოს სილამაზე და ახალი მეცნიერული აღმოჩენის უზადობა. კარგად ერკვევა სამოსში,საკვებსა და გასართობებში. შესანიშანავად ფლობს უცხო ენებს და მშობლიურ ენაზეც მისი მეტყველება დახვეწილობით, გამომხატველობითა და იუმორით გამოირჩევა. ის მომხიბვლელია,მაგრამ არა სენტიმენტალური. შესაძლოა,სკეპტიკოსადაც მოგეჩვენოთ.

ასეთი კაცისთვის ქალის იდეალია ჭკვიანი,ერუდირებული,არაეჭვიანი,ლიბერალური შეხედულებების მქონე,მცირედ ავანტურისტული,მხიარული და კომუნიკაბელური ახალგაზრდა ქალი. მისი რჩეული არ უნდა შემოფარგლებოდეს მხოლოდ ქალური საზრუნავით და შეძლებისდაგვარად ერკვეოდეს მეცნიერებაში, ელექტროტექნიკაში, კომპიუტერებში; შეიყვაროს მოგზაურობა; მარტივად დაამყაროს კონტაქტები და მაქსიმალურად გაიფათოვოს თვალსაწიერი,მაშინ მისი ყურადღება და სიყვარული გარანტირებული ექნება………ნუ, თითქმის.

მარია ქეი სიმსი „თქვენი შესანიშნავი ბავშვი“

ასეთი ბავშვები ცხოვრებასა და ადამიანებთან დაკავშირებით დაუოკებელი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისას,ტკბებიან შესწავლის პროცესით. გრძნობების გამოხატვისას კეკლუცი და ცელქები, თუმცა ზედაპირული და ცვალებადებიც არიან. ნუ ეცდებით ამ მოხეტიალე მაწანწალას გამოჭერას და ერთ ადგილზე დაბმას.

ადამიანებთან კონტაქტის ნებისმიერი სახეობა,იქნება ეს საუბარი თუ სხვა,მათთვის ურთიერთობის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. მათ იზიდავთ მახვილგონიერება. კონტაქტური და კეთილები არიან და ამასვე მოითხოვს სხვებისგან. თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ,რომ ვერ იტანენ სენტიმენტებსა და ზედმეტ ემოციურობას,ამიტომ ეცადეთ,სითბო და სიყვარული საუბრით,მოსმენით გამოხატოთ. წაუკითხეთ წიგნი ან ერთად უყურეთ საბავშო ფილმებს. ესაუბრეთ წაკითხულზე, ნანახზე; დაუსვით კითხვები,გაუზიარეთ თქვენი აზრები,წააქეზეთ მათი იდეები.

მათ იზიდავთ სხვადასხვა სახეობის ხელოვნება და სილამაზე,განსაკუთრებით რისი სწრაფად გაკეთებაც შეიძლება. შესთავაზეთ თავისუფალი სტილის მხატვრობა,თუნდაც თითებით ხატვა. ასევე დაინტერესდებიან სწრაფი,რითმული ცეკვებით. ფულთან და საკუთრებასთან დაკავშირებით ობიექტურობასა და კეთილგონივრულობას ამჟღავნებენ. განსაკუთრებით აფასებენ ინტელექტუალური ტიპის საკუთრებას: მაგალითად, წიგნებს.

სამანტა დევისი „საბავშვო ასტროლოგია. ბავშვის ფსიქოლოგიის გასაღები“

ბავშვები,ვენერით ტყუპებში,მსუბუქად და ღიმილით ყვებიან თავიანთ სიყვარულზე. შეუძლიათ მცირე დროში უამრავი რაოდენობის ნაცნობები გაიჩინონ,თუმცა ყველასთან ზედაპირული ხასიათის ურთიერთობა აქვთ. ცდილობენ,თავი აარიდონ ძლიერ მიჯაჭვულობას და ღრმა ემოციურ განცდებს,რადგან არ სიმოვნებთ ის პასუხისმგებლობა და შეზღუდვები,რაც ნებისმიერ ახლო ურთიერთობას მოსდევს. ეს ბავშვები არ ავლენენ ზედმეტ ემოციებს და არც სხვების სენტიმენტების ესმით. მშობლებსა და მასწავლებლებს კარგად უნდა ჰქონდეთ გათავისებული ეს თავისებურება და მათთან ურთიერთობაში ყოველთვის უნდა მიმართონ მათ გონებას და არა გრძნობებს. სწორედ ინტელექტზე ზემოქმედება არის ყველაზე ნაყოფიერი.

ისინი ყვავილიდან ყვავილზე მოფარფატე ლამაზ პეპლებს ჰგვანან, ყველას უნაწილებენ თავიანთ მომხიბვლელობასა და მახვილგონიერებას,თუმცა არცერთ ყვავილთან არ შეჩერდებიან. მათი დევიზია “ცხოვრების მშვენიერება მის მრავალფეროვნებაშია!” მარტივად ურთიერთობენ ნებისმიერ ადამიანთან, “ყველა ადამიანი განსხვავებულია”_ამ არც თუ მარტივ ჭეშმარიტებას,როგორც ჩანს,ბოლომდე იზიარებენ და ყველას თავისებურებით ტკბებიან. ყველაფერი მიწიერი მათთვის მოსაწყენი და აუტანელია, მაღლა ღრუბლებში დაფრინავენ. მათში კომუნიკაციის მოთხოვნა იმდენად დიდია,მხოლოდ მრავალფეროვან საზოგადოებაში ავლენენ სრულად საკუთარ ღირსებებს…და ბედნიერნი არიან.

ეს ვენერა იუმორის გრძნობითაც გამოირჩევა. მათთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნო და სახალისოა. ნებისმიერი ახალი იდეა და შთაბეჭდილება შეუდარებელ სიამოვნებას ანიჭებს. აინტერესებთ და იციან ყველაფერი,მართალია არა სიღრმისეულად,არამედ ზოგადი წარმოდგენებით. მარტივად და ვირტუოზული სიზუსტით გამოხატავენ საკუთარ აზრებს და სხვა ადამიანებშიც აფასებენ მსგავსს არტისტიზმს. უთვალავი ნაცნობი ჰყავთ,თუმცა ქვეცნობიერად თავს არიდებენ ახლო ურთიერთობებს და ღრმა ემოციებს. გიჟდებიან მოგზაურობაზე. გადაადგილება და გარემოს ცვლა ყოველთვის დადებითად აისახება მათზე.

მთავარი ამ ბავშვებისთვის არის გრძნობების გაწონასწორება; მათ უნდა ასწავლოთ,იყვნენ საიმედო და ერთგულები. მათ უახლოეს ადამიანებს უნდა ახსოვდეთ,რომ ისინი ვერ იტანენ მარტოობას,თუნდაც სულ მცირე ხნით. კონტაქტების გაწყვეტა მწვავე დეპრესიას იწვევს.

მომავალში შესაძლოა გახდნენ კარგი მწერლები,მსახიობები,მასწავლებლები,ორატორები. მათთვის უაღრესად საინტერესო და სასიამოვნოა სწავლების ახალი ფორმები,საზოგადოებრივი საქმიანობა და სასცენო მოღვაწეობა.

სელებრითები ვენერა ტყუპებით:

ვერძები: Russell Crowe, Omar Sharif, Olivia Hussey, Jennifer Garner, Emma Thompson, Gregory Peck….

კუროები: Екатерина II, Anouk Aimee, Crispin Hellion Glover, Eva Duarte de Perón, Iker Casillas, Uma Thurman, Al Pacino, Carmen Electra, Dwayne Johnson, Andre Agassi, Tina Fey, Marina Vlady, William Shakespeare, Immanuel Kant, Johannes Brahms, Laetitia Casta, Cher, Channing Tatum, Ferruccio Lamborghini….

ტყუპები: Максим Галкин, Che Guevara, John Forbes Nash, Steven Vai, Michael Hucknall, Alois Alzheimer, Richard Strauss, John Kennedy, Tom Berenger, Kylie Minogue, Naomi Campbell, Tony Curtis, Michel Platini, Colin Farrell, Paul Gauguin, Brooke Shields, Helen Hunt, Joan Collins, Venus Williams….

კირჩხიბები:Gaius Julius Caesar , Kevin Bacon, Franz Kafka, Gerald Ford, Courtney Love, Michael Tyson, Jean-Jacques Rousseau, John Cusack, Giorgio Armani, Isabelle Adjani,Zinedine Zidane,Lionel Messi, Matthew Fox, Samir Nasri, Selma Blair, Irène Harrison Ford, Ringo Starr, Claire Forlani, Patrick Stewart, Ronnie James Dio, Jessica Simpson, George Michael, Eva Green, Henry VIII, Andrew John Fletcher, Forest Whitaker, Michelle Kwan, Nelson Mandela,Gisele Bündchen, Ingmar Bergman…

ლომები: Sandra Bulloc, Jonathan Rhys Meyers, Helen Mirren, Jacqueline Bouvier Kennedy Onassis, Laurence Fishburne, Jean Reno


About Qet

Scroll To Top