წყარო: ა. პოდვოდნი
სოციალურ დონეზე ვენერა აღქმის პრინციპს წარმოადგენს, რას ნიშნავს ეს?
მრავალ საგანს ადამიანი აღიქვამს არა როგორც აბსტრაქტული დამკვირვებელი, არამედ როგორც მთლიანად კაცობრიობის გვარში ანდა მის ამა თუ იმ უფრო ვიწრო ფენაში საკუთარი განცდების (შეგრძნებების) ჩართვით. ეს ეხება ესთეტიკას, რომელიც სოციალურად უფრო მეტადაა განპირობებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს და განსაკუთრებით ეს ეხება ადამიანის მიერ ცალკეული ადამიანების, კოლექტივებისა და სოციალური სიტუაციების აღქმას. რა თქმა უნდა, ის ყოველთვის არ და ვერ აცნობიერებს ამას და არ და ვერ ახდენს მის დაფიქსირებას, მაგრამ მსგავს სიტუაციებში მომხდარზე მისი შეხედულება მუდამ სოციალურადაა განპირობებული, შესაძლებელია, ეს იყოს დადებითი ანდა უარყოფითი, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მომხდარს ადამიანის სოციალური ეგრეგორი მისი მეშვეობით უყურებს (აღიქვამს) და განსაზღვრული სახით მიმართავს და ავიწროებს ყურადღებას (და ცნობიერებას) და შესაბამისი დოზით მოქმედებს ნებაზე. ამავდროულად ვენერა _ მეორე დონის პლანეტაა და მისი გავლენა საჭიროა განხილულ იქნეს როგორც უდიდეს დონეზე ადამიანის მიერ მართული, უკიდურეს შემთხვევაში, მისი დამუშავების მესამე-მეოთხე დონეზე.
ასე რომ: ვენერა აქტიურია, როდესაც ადამიანი მომხდარს აღიქვამს მის შიგნით (და გარეთ), ამასთანავე სოციუმთან კავშირს გრძნობს, სოციალური სქემების ინტუიციურ შეგრძნებებზე ორიენტირებას ქვეცნობიერად ახდენს. და საჭიროა ხაზი გაესვას იმას, რომ “ორინტირება” ნიშნავს უფრო მეტად “მხედველობაში ქონას/მიღებას”, ვიდრე “დაქვემდებარებას”; ვენერას დაზიანებისას ადამიანი სოციალურ მომენტებს ხშირად, ზუსტად პირიქით, საკუთარი საზოგადოების შეხედულებების საპირისპიროდ აღიქვამს, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ამ შეხედულებებზე ორიენტაციას ნიშნავს.
თუ მთვარე მეტნაკლებად მართავს სოციალური ეგრეგორების პროგრამებს, რომელიც დაკავშირებულია ადამიანთან, ანუ მეოჯახე (ანდა ეგოისტ) და ეთნიკურ არსებასთან, ამ დროს ვენერა განსაზღვრავს ყველა შუალედური საზოგადოებრივი ეგრეგორების გავლენას _ სოციალური ფენა, ჯგუფი და ა.შ.
ვენერას პირველი ძლიერი ჩართვა მოზარდის 14 წლის ასაკში ხდება, როდესაც კრიზისი, ანუ გარდატეხის ასაკი დგება (ტრანზიტული სატურნის ოპოზიცია მის რადიკალურ მდებარეობასთან), როდესაც ბავშვი მოულოდნელად შეიგრძნობს მკვეთრ, გამძაფრებულ აუცილებლობას იყოს ისეთი როგორც ყველა და, მშობლების საგანგაშოდ, ცდილობს ისაუბროს და ჩაიცვას საკუთარი სოციალური ჯგუფის მიერ მიღებული სტანდარტის შესაბამისად; ანუ, ოკულტურ ენაზე რომ ვთქვათ, ცდილობს ჩაერთოს, მიუერთდეს ჯგუფურ ეგრეგორს. ამასთანავე, მისი გამოვლინების გარდაუვალი ბანალურობა ეგრეგორში ჩართვის მაჩვენებელი იქნება, ანუ ასე ხდება ვენერას წარმატებული დამუშავება (და ეს საერთოდ არ ნიშნავს ინდივიდუალობის დაკარგვას, როგორც მშობლებს ეჩვენებათ) და, სხვათაშორის, ეს მოზარდის სამომავლო, წარმატებული სოციალური, ემოციონალური და პირადი ცხოვრების წინაპირობა იქნება, რომელიც დიდი დოზით განისაზღვრება ზუსტად ვენერას დამუშავებით.
ვენერა _ სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთია, მაგრამ როგორც პლანეტა ის ორივეს სოციალიზირებულ ასპექტებს იძლევა; ნაწილობრივ, ბიოლოგიური სიყვარულის ასპექტები და ღვთაებრივი სიყვარული არ იმართება ვენერას მიერ, არამედ პირველი (ბიოლოგიური სიყვარული) შეესაბამება მთვარეს და მეორე (ღვთაებრივი სიყვარული) _ ნეპტუნს.
ვენერა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ადამიანს ჭეშმარიტი რელიგიურობისთვის (ნეპტუნის მმართველობა) ამზადებს, _ ანუ უმაღლესი ეგრეგორების და ვიბრაციების აღქმისთვის. დაბალ დონეზე განვითარებული სულისას (სამშვინველისას) ადამიანი მათ თითქმის ვერ შეიგრძნობს, და მისი რწმენა, ბუნებრივად, შესაძლოა, მხოლოდ მენტალური იყოს (“მე მწამს იმიტომ, რომ ჩემს მიერ პატივცემული ადამიანები _ ავტორიტეტები _ ამბობენ, რა/ვინ არის ღმერთი”). ამავდროულად სოციალური ეგრეგორი იმყოფება საკმაოდ დაბლა, მისი ვიბრაციები და ენერგეტიკა ნებისმიერი ადამიანისთვისაა შესაგრძნობი და, ძლიერი ესთეტური, სასიყვარულო და კოლექტიური განცდებით ადამიანს შეუძლია მიიღოს პირველი მიახლოებითი წარმოდგენები იმაზე, თუ რა არის ჭეშმარიტი რელიგიურობა და მაღალ ეგრეგორებში ჩართულობა. რთულია შეიგრძნოს და უყვარდეს კაცობრიობა მთლიანად (თუმცაღა ადვილია ამაზე საუბარი), მაგრამ ჭეშმარიტი ვენერასეული ჩართვა, _ დაე, არცთუ დიდ კოლექტივში მოხდეს ეს, _ იძლევა ძალიან არსებით წინსვლას რელიგიური გრძნობის განვითარების გზაზე; მხოლოდ ერთია, არაა საჭირო საკუთარი თავისთვის საზღვრები დააწესოს, გააფეტიშოს საკუთარი წრე ანდა შეყვარებული, ანუ მაღალი ეგრეგორის დაბლის მეშვეობით პროფანაციის მოხდენა.
ესთეტიკურ სფეროში ვენერა იძლევა ისევ სოციალურად ორიენტირებულ შეხედულებას, ხოლო ინდივიდუალური შეხედულება, სოციუმის ესთეტიკურ განცდებთან სრულიად არაა დაკავშირებული, ადამიანის უმაღლესი “მე”-სგან მომავალი კოსმოსისა და ევოლუციის ფაქიზი ჰარმონიის შეგრძნებები იმართება უფრო მეტად მაღალი (იგულისხმება დონე) პლანეტებით, განსაკუთრებით კი _ ნეპტუნით (მეოთხე დონე). მხოლოდ ერთია, ვენერა ახდენს ადამიანის სოციალიზაციის შინაგანი პრინციპის სიმბოლიზებას, ანუ მის ინტიმურ ჩართვას საზოგადოებაში, და, ნაწილობრივ, სოციალურისგან ადამიანის პირადი ესთეტიკის სრული განცალკევების (გამიჯვნის) შეუძლებლობას. ესთეტიკა იძლევა ქცევისა და სამყაროსთან ურთიერთობის ფაქიზ რეგულირებას; ის საუბრობს იქ, სადაც ეთიკა დიდი ხანია რაც დუმს, ანუ “ცუდი-კარგი”-ს კრიტერიუმები უფრო უხეშია, ვიდრე “ლამაზი_ულამაზო”-სი და, განსაკუთრებით, “უფრო ჰარმონიული-ნაკლებ ჰარმონიული”-სა. ამიტომ განვითარებული ვენერა იძლევა ფაქიზ სოციალიზაციას, სოციალური ეგრეგორის არაუხეში ცნობიერებით (მერკური) მოსმენის უნარს, ხოლო ფაქიზი ესთეტიკური შეგრძნებით კი _ იმ უნარს, რომელიც უკიდურესად აუცილებელია დიპლომატებისა და ცენზორებისთვის.
სიყვარულში ვენერა იძლევა სხვა ადამიანთან გაერთიანების პირველ არაბიოლოგიურ შეგრძნებას: სიყვარული მუდამაა _ სიყვარული ღმერთისადმი, მაგრამ სიყვარული მთვარით არის ადამიანის _ როგორც ბიოლოგიური არსებისადმი – სიყვარული, ხოლო სიყვარული ვენერასეულად ეს სხვა ადამიანის _ როგორც სოციალური არსების _ აღქმაა, რაც ჭეშმარიტი კოსმიური სიყვარულის წვდომისთვის საჭირო შეუდარებელ, უფრო ფართე არხს იძლევა. სიყმაწვილეში რომანტიკული სიყვარულის მკვეთრი აფეთქებები _ არაა მნიშვნელოვანი ეს იქნება, საპირისპირო სქესის პარტნიორის ანდა საკუთარი სქესის წარმომადგენლისადმი, თუ მასწავლებლის ანდა კინოვარსკვლავისადმი, ამას მუდამ სოციალური ვენერასეული წარმომავლობა აქვს;
რამდენიმე წარმატებული სექსუალური აქტის (და განსაკუთრებით ოჯახის შექმნისა და ბავშვების გაჩენის) შემდეგ, ვენერა საკუთარ ფუნქციებს, უფრო ხშირად შეუმჩნევლად, მთვარეს უთმობს. ვენერას სიყვარული განსხვავდება მთვარისეული სიყვარულისგან _ ზუსტად ისე, როგორც შამპანიური განსხვავდება ხორბლის კვასისგან; ეს უკანასკნელი არაა ცუდი, მაგრამ განსაკუთრებულ შთაგონებას არ იწვევს. ვენერასეული სიყვარული მოიაზრებს სოციალურ ეგრეგორში ადამიანის განსაზღვრულ სამუშაოს, მაგრამ ძლიერი გრძნობებისას იქ დიდი ხნით გაჩერება რთულია, რამდენადაც ძალიან დიდი სურვილია სირცე საკუთარი თავის გარშემო დატრიალდეს და სხვა მეტზე არავისზე იფიქროს _ ეს კი უკვე მთვარისეული მდგომარეობაა. ვენერასეული სიყვარულისთვის დამახასიათებელია ურთიერთობის ესთეტიკური გაფორმებულობის მაღალი მოთხოვნები _ ლამაზი ჟესტები, ყვავილები, საჩუქრები, ლექსები ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, რითმული პროზა.
ყველაფერი ეს, თუ გულწრფელადაა გამოხატული, ბიოლოგიურ გრძნობას სოციალურად გადააქცევს, და ეს ნიშნავს, ერთი საფეხურით წინ წაწევას _ ანუ ღვთაებრიობისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯს. ღმერთი ყველგანაა და მისი გამოვლინების ყველაზე მთავარი _ ეს სიყვარულია, მაგრამ საჭიროა ამის დანახვაც. და ღვთაებრივი სიყვარულის აღქმა ყველაზე ადვილია სოციალური ეგრეგორის მეშვეობით, სადაც მისთვის გათვალისწინებულია ორი ძირითადი გრძნობა: ვენერასეული ესთეტიკური განცდები და სიყვარული.
თუმცა ვენერა მოიაზრებს ადამიანისგან პასიურ აღქმელობას, რომელიც, მოცემულ მომენტში ძლიერაა ჩართული; ამ დროს ძლიერი მაგნიტური მიზიდულობის ველი იქმნება და ეს სრულიად რეალური ძალაა, რომელიც ტრანსლირდება მისი სოციალური ეგრეგორით. ამ ველის მეშვეობით ძალიან კარგად გადაეცემა ენერგია (განსაკუთრებით სექსუალური), ამიტომ მასში მოქცევისას შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს ძლიერი დარტყმა: სხვა ადამიანს ამ კონკრეტული ადამიანისადმი დაუოკებელი ლტოლვა უჩდება, თუმცაღა, ობიექტი ამისთვის ხილულად არაფერს აკეთებს და არც კი ცდილობს რამის გაკეთებას.
ვენერას დამუშავების პირველ დონეზე ესთეტიკური გრძნობა, _ ანუ უნარი დაინახოს ღმერთი და კოსმიური ჰარმონია გარშემო არსებულ საგნებსა და მოვლენებში, _ ძალიან სუსტადაა განვითარებული, ადამიანი თითქმის გულგრილია მისი ცხოვრების გარე გაფორმებისადმი მანამ, სანამ ის საკმარისად დაუხვეწავია. მის სოციალურ ეგრეგორს მხედველობაში აქვს მარტივი ოპერაციული ეთიკა, ანუ პრინციპი, რა არის ლამაზი და კარგი, რა არის სასარგებლო და ფუნქციური (ზუსტად, ის, თუ რა არის სასარგებლო და უსარგებლო, ცუდი, ხოლო “სილამაზის” გაგება საერთოდ არ შედის პირად თეზისებში).
ამ დონეზე სოციალური ეთიკა ძალიან პრიმიტიულია: ადამიანი სრულიად ვერ შეიგრძნობს ისეთ ფაქიზ რამეებს, როგორიცაა: თანამოსაუბრის განწყობა ანდა კოლექტივის სული, და რეაგირებას მხოლოდ პირდაპირი მითითებებისას ახდენს, დამუქრების ანდა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ფიზიკური ზემოქმედების მეთოდებზე; სამაგიეროდ, ამ უკანასკნელს ძალიან კარგად აღიქვამს და დიდი ხნის მანძილზე იმახსოვრებს. აქ გრძნობების კულტურა ძალიან დაბალია, ზემოთ ამოდის უხეში ემოციები: სიბრაზე, სიძულვილი, ავხორცობა, ღვარძლიანობა, შური, ეჭვიანობა, მაგრამ ყველაფერი ეს სრულიად ხისტ, ერთმნიშვნელოვნად დაპროგრამებულ, სოციალურ ეგრეგორისეულ ფორმებში, არაა შემთხვევითი, განსხვავებულ ადამიანებში ამ გრძნობების გამოვლინების მსგავსება.
ვენერას დამუშავების ამ დონეზე სიყვარული შეიგრძნობა, პირველ რიგში, როგორც სექსუალური გატაცება და სოციალურ-ეროტიკულ ნორმებთან შეთანხმებითაა განპირობებული: განსაზღვრულ, მოცემულ საზოგადოებაში _ როგორც პირის სექსუალური იდეალი და ფიგურის პროპორციებითა და შტრიხებით, სიარულის მანერით, საზოგადოებაში მოქცევით და ა.შ. _ მისაღები. ამ სოციალურ ნორმებთან უთანხმოებისას პარტნიორი, როგორც სიყვარულის ობიექტი, საერთოდ არ განიხილება (თუმცაღა მასთან შესაძლებელია მთვარისეული ცხოველური ტიპის სექსუალური ურთიერთობები, და ის ვენერას დამუშავების პირველი დონის მსგავსიც კია, რამდენადაც სოციალური ეროტიული იდეალი ცხოვრებაში ძალიან იშვიათად გვხდება, და რჩება მხოლოდ ის, რომ ადამიანმა იმედი დაამყაროს მარტივზე, უკიდურეს შემთხვევაში, ესთეტიკურ დონეზე: “სახით წყალს ვერ დალევ” – ტიპიური მთვარისეული ანდაზაა). და საერთოდაც, სიყვარულში ყველა ქცევა (პირველ დონეზე ვენერას დამუშავებისას), მეტწილად, პარტნიორის ქცევის და მრავალ რამეში თავად ადამიანის მკაცრი დიქტატია: ყველაფერი უნდა ხდებოდეს ზუსტი სოციალური კანონებით, როგორც მიღებულია მოცემულ წრეში _ გარე გამოვლინებაშიც და სულიერ ცხოვრებაშიც. ყველა არასტანდარტული და გაუთვალისწინებელი ემოცია განიდევნება, ითრგუნება და იგნორირდება. აქ სოციალური შტამპების აღქმა აბსოლუტურია.
ვენერას დამუშავების მეორე დონეზე ესთეტიკური გრძნობა ჯერ კიდევ მკაცრად შეესაბამება სოციალურ ნორმებს, მაგრამ ადამიანის ცხოვრებაში უფრო დიდი და მნიშნველოვანი როლის თამაშს იწყებს, ვიდრე წინა დონეზე ხდებოდა. ადამიანი იწყებს ფიქრს “ლამაზი – ულამაზო” ტერმინებით, და ეს მისთვის არსობრივი ხდება იმ გარემოებებში, რომელიც ხანდახან მნიშვნელოვან არჩევანს განსაზღვრავს. ლამაზი საგნები, განსაკუთრებით, პრესტიჟული, შეიძლება გახდეს პრაქტიკულად რელიგიური თაყვანისცემისა და განღმერთების ობიექტი, და ეს არის მაქსიმალური რელიგიურობა, რომელიც ამ მოცემულ სიტუაციაში (დონეზე) ამ ადამიანს შეუძლია. მოკლედ, ვენერას ჰარმონიული ასპექტებისას (და ისედაც) შესაძლებელია მოკლე დროით ჩავარდეს სამადჰი-ს (ცნობიერი სულიერი მდგომარეობაა) მდგომარეობაში.
აქ სოციალური ეთიკა საკმაოდ ხისტია, მაგრამ უკვე იწყებს დეტალების განსხვავებას: საჭიროა ჩანგალი მარცხენა ხელში ეკავოს, ხოლო ძვლები მაგიდის ქვეშ კი არ უნდა შეყაროს, არამედ საკუთარ თეფშზე დააწყოს; საერთოდ, რიტუალები და ფორმები (მათ შორის საყოფაცხოვრებო და რელიგიური) გაცნობიერებულ მნიშვნელობას იძენენ, მაგალითად, ადამიანს შეუძლია ინტერესით დააკვირდეს საეკლესიო რიტუალებს, მაგრამ რელიგიისადმი გულგრილი დარჩეს; თუ ის მორწმუნეა, მაშინ რიტუალის სილამაზე მის რელიგიურ გრძნობებს ძლიერ იცავს.
შინაგანი ცხოვრება უკვე მრავალ შეფერილობას უშვებს, თუმცაღა _ სტანდარტულს; იხსნება სოციალური პროგრამირების დადებითი გრძნობების სამყარო; რომანტიკული შეყვარებულობა წიგნებით ანდა კინოტრაფარეტებით, სიკეთეს იგებს ვიწრო გაგებით და საკუთარი თავის დაუზიანებლად, ჩნდება გულწრფელი მადლიერების შეგრძნება, გაგება, თვითუარყოფის ელემენტები და ა.შ.; პარალელურად ადამიანი სწავლობს დაშვებას და ამ გრძნობებისა და მდგომარეობების სხვებშიც დანახვას.
ამ დონეზე ადამიანი სოციუმში ადაპტაციას შედარებით კარგად ახდენს, უკიდურეს შემთხვევაში, საკუთარ ვიწრო წრეში, და შეუძლია, განსაკუთრებით ჰარმონიული ვენერისას, სოციალური კონტაქტებისგან დიდი სიამოვნება და სიხარული მიიღოს, ბრწყინვალედ შეიგრძნობს საკუთარი ჯგუფის ანდა ფენის ეგრეგორთან მთლიანობას; ხისტი მიმართულება უხერხულობას არ უქმნის.
ვენერას დამუშავების მესამე დონეზე ხდება ცალკეული პირადი აღქმის საზოგადოებრივი შტამპებისგან გამოყოფა, ესთეტიკურ და სოციალურ აღქმელობაში ვლინდება ზოგიერთი სახის თავისუფლება: “შემიძლია ხედვა ისე, როგორც ეს მიღებულია ჩემს წრეში, ხოლო ქმედება თავად (დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებით) შემიძლია”. მხოლოდ ერთია, ეს პირადი ესთეტიკური, სოციალური და ეთიკური შეხედულება ჯერ კიდევ სუსტია, ადამიანი არაა დარწმუნებული მის სისწორეში და, საერთოდ, სოციუმისგან არასანქცირებული აღმქმელობის საშუალების მართებულობაში და გარე და შინაგანი სამყაროს შეფასებაში.
ამ დონეზე ესთეტიკური გრძნობა შეუდარებლად ძლიერ და ზუსტადაა განვითარებული, ვიდრე წინა დონეებზე; ადამიანი იწყებს დეტალების ხედვას, რომელსაც ვერ ამჩნევს საზოგადოების ესთეტიკური ცნობიერება, და მას ეჩვენება, რომ ისინი, და ხანდახან მთელი ხელოვნების შედევრებიც, თითქოსდა, პირადად მისთვისაა განკუთვნილი, რაც ხარისხობრივად სხვა ესთეტიკურ შეგრძნებებს ქმნის, რომელიც უკვე შესაძლებელია დასახელდეს სიამოვნებად.
ესთეტიკურ ეგრეგორში ძლიერი ჩართვისას, შესაძლებელი ხდება მხატვრული ანდა ლიტერატურული შემოქმედება. სოციალური კონტაქტების ეთიკა უფრო მოქნილია, ადამიანი კარგად გრძნობს არამხოლოდ საკუთარ წრეში დაწერილ ქცევის წესებს, არამედ იმ საზღვრებსაც, რომელშიც ეს წესები შესაძლებელია დაირღვეს მისი მომხიბლავი პიროვნების თავისებურებებით. ეს ადამიანი სასიამოვნო, სოციალურად საინტერესოა (ანუ მას ყველა სიამოვნებით პატიჟებს სტუმრად და ნახევრადფორმალურ შეხვედრებზე, საზოგადოებრივ ღონისძიებებზე და ა.შ.) და აღიქმება როგორც ლამაზი ადამიანი;
ნებისმიერ შემთხვევაში, ის სასიამოვნოდ და ორიგინალურად გამოიყურება. შინაგანი ემოციური ცხოვრება ეთიკური და ესტეტიკური პოზიციებიდან ფასდება; ეს ადამიანი, ზოგიერთ პირად გრძნობას და სულიერ მოძრაობას არასწორად, უადგილოდ ანდა უმიზნოდ ჩათვლის და შეეცდება მათგან გათავისუფლებას, მართალია, თავიდან ეს მოუქნელი დათრგუნვით ხდება. გარდა ამისა, ადამიანი აღმოაჩენს, რომ მისი ემოციური მდგომარება ძლიერ გავლენას ახდენს მის გარემოცვაზეც და, რომ რბილი ვენერასეული გამოსხივების ტრანსლირებით _ მაგალითად, რბილი, თბილი ღიმილი და ინტონაცია, ლამაზი ჩასაცმელი, წელში გამართული მოძრაობა _ შესაძლებელია მრავალი არსობრივი შედეგების მიღწევა, რომელიც რთული იქნებოდა სხვა პლანეტების გამოვლინებისას, მაგალითად, მარსის პირდაპირი აქტიურობით.
შესაძლებელია, ეს ადამიანი სიყვარულში უდიდესი შემოქმედებითი შთაგონებულობის სიმაღლეზე ავიდეს, რამაც, შესაძლოა, მისი შეყვარებულის გარკვეული იმედგაცრუებაც კი გამოიწვიოს, რადგანაც ის (შეყვარებული), უფრო მეტად თვლიდა რა, ამ ადამიანის გრძნობების უფრო მიწიერ გამოვლინებაზე, _ დიდებული ოდებით და ელეგიებითაც კი, _ ვერ იღებს ამას. ვენერასეულ სიყვარულს მხოლოდ ამ დონეზე შეუძლია იყოს ნამდვილად უანგარო; და ადამიანს შეუძლია აღიქვას ობიექტი მეტნაკლებად ისეთად, როგორიც ის არის, უკიდურეს შემთხვევაში, მისი ინდივიდუალური უნარებით, რომელიც არ გადის სოციალური შტამპების ცენზურას.
ვენერას დამუშავების მეოთხე დონეზე ესთეტიკური პრინციპი იწყებს ეთიკურის (მის ვიწრო სოციალურ გაგებში) გამოძევებას. ახლა უკვე ადამიანი ნაკლებადაა დამოკიდებული სოციალურ-ესთეტიკურ და ეთიკურ ნორმებზე, თუმცაღა, მათ აცნობიერებს და მხედველობაში მუდმივად აქვს; მხოლოდ ერთია, სოციალური ტრაფარეტები მისთვის ხშირად ვიწრო და თითქმის მუდამ არასაკმარისია, რამდენადაც მისი ეთიკა და ესთეტიკა უნდა იყოს უფრო მეტად ზუსტი და _ ისინი განისაზღვრება უშუალოდ ადამიანის მატარებელი ეგრეგორის მიერ, _ ხშირად გვერდს უვლის სოციალურს. ამ დონეზე ადამიანი მუდმივადაა ვალდებული იცხოვროს ლამაზად და ზუსტად, და საკუთარი თავის მიმართ მისი მოთხოვნები მნიშვნელოვნად ამაღლებულია, ვიდრე სოციუმის მიერ დაწესებული, მაგრამ, ჩვეულებრივ, ადამიანები ამას ვერ ამჩნევენ. უბრალოდ ადამიანის მიმართ ძლიერი მიზიდულობაა, მასზე ცქერა ძალიან სასიამოვნოა, რაც არ უნდა აკეთოს ანდა თქვას, ისე ჩანს, რომ ამ ადამიანზე მხატვრული ფილმის გადაღება დაუფიქრებლად შეიძლება. ამავდროულად მასთან მიახლოება რთულია, ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ვინც მიახლოებას აპირებს, ამისთვის არასაკმარისად სუფთა და წმინდაა. მეორე მხრივ, ასეთ ადამიანთან კონტაქტი იწვევს შინაგან გაწმენდას და უკეთესად გახდომის _ შინაგანად ჰარმონიული და გარეგნულად ლამაზი _ ძლიერ სურვილს იწვევს.
ვენერას მეოთხე დონეზე დამუშავებისას ადამიანს შეუძლია უშუალოდ სოციალურ ეგრეგორში მუშაობა. მატერიალურ დონეზე ეს ნიშნავს, რომ მისი ეთიკური და ესთეტიკური გავლენა იმდენად ძლიერია, რომ მოდაში შემოდის და ცვლის ადამიანთა დიდი ჯგუფების სამყაროზე შეხედულებას; ეს დიდი მხატვრები, პუბლიცისტები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, _ იშვიათად პოლიტიკოსები _ არიან. შინაგან ცხოვრებაში ადამიანი სწავლობს გრძნობებისა და ემოციების, საზოგადოების მიერ ქვეცნობიერად დაწესებული და ასე ვთქვათ, საკუთარი პირადი ნორმების განსხვავებას და, ასევე იმას, რომ არ იყოს დამოკიდებული არც ერთზე და არც მეორეზე, მაგრამ ისინი, _ სოციალურ წრეში უფრო ადეკვატური ქცევის მისაღწევად, საკუთარი სურვილის შესაბამისად _ მართოს. ეს ძალიან მაღალი კლასის მსახიობებია, რომლებიც მისდევენ არა ეგოისტურ, არამედ ევოლუციურ მიზნებს, ნაწილობრივ, არიან პრაქტიკული სულიერი მასწავლებლები.
ვენერა ახდენს ლამაზი ანდა ეფექტური ქალის სიმბოლიზებას, რომელიც ხაზგასმულია არადედობრივი ანდა დის ფიგურით. მამაკაცისთვის ეს შეიძლება იყოს საყვარელი, მაგრამ სოცილურად ხაზგასმულია როგორც არა ცოლი, ქალისთვის _ სასიყვრულო კავშირი, სადაც ის საყვარლის სოციალური როლით გამოდის (არ აქვს მნიშვნელობა, ქალთან თუ კაცთან), ანდა, ვენერას დაზიანებისას _ მეტოქე.
ვენერა მართავს სასწორსა და კუროს. სასწორისგან ვენერა იღებს უმაღლესი ჰარმონიის ინტუიციურ გრძნობას, ნაწილების თანაფარდობის შეგრძნების უნარს და რთული პროცესების განვითარების ესთეტიკას, ხოლო კუროსგან _ შესანიშნავ მიწიერ, შეგრძნებად ზემოქმედებას გარშემო არსებულ სამყაროზე; მისი დევიზია “ის, რაც ლამაზია _ რეალურია”.
ვენერა კულმინაციას აღწევს თევზებში. თევზებისგან განვითარებული ვენერა იღებს ზიზღის უქონლობას, ნებისმიერ სიტუაციაში ადაპტირების და ესთეტიკისა და ადეკვატურობის პოვნის უნარს, ანდა თუნდაც მისაღებ ეთიკას მაშინ, როდესაც ეს, პრინციპში, შეუძლებლად ჩანს.
ვენერას სიტუაცია უფრო მეტად წმინდა სახით კლასიკური მუსიკის კონცერტზე და, მაგალითად, გალაუს თეორიის ანდა ალგებრული რიცხვების შესახებ მათემატიკურ სემინარზე ვლინდება; ძირითადი ნიშნები: ზუსტი ჰარმონია, ზომიერება და ნაწილების გაწონასწორება, ესთეტიკურ მომენტზე აქცენტირება; მოცემულ სოციალურ წრეში ამაღლებული შეფასება და დანარჩენი კაცობრიობისთვის ხელმიუწვდომლობა.
ვენერა მბრძანებლობს წარმოდგენებზე (თეატრალური, შოუ და სხვა), ბალებზე და კონცერტებზე, ბრწყინავს ბალეტსა და ოპერაში, იღიმის დღესასწაულებსა და კარნავალებზე, ამაღლებულია მუზეუმებში. ის (ხანდახან მარსთან ერთად) საკუთარ დაბალ ოქტავაში მართავს ეჭვიანობის სცენებს, რომელიც უფრო მეტად საზოგადოების ქვეცნობიერითაა განპირობებული, ვიდრე ამაზე სასურველია ფიქრი.
ვენერა მბრძანებლობს სოციალურ დარბაზობებზე, სადაც შესაძლებელია საუბარი ზუსტად და იმდენად, რამდენიც დასაშვებია, ელიტურ და დიპლომტიურ მიღებებზე, ოფიციალურ ბანკეტებზე და მსგავს ღინისძიებებზე. ვენერა შეყვარებულებს პირველ გამოვლინებულ გრძნობებს უნათებს, და ის, ასევე, მაგრამ უკვე სხვა სინათლით, ანათებს მათი კავშირის გაწყვეტასა და დამშვიდობებას. უპასუხო და უბედური სიყვარული ასევე ვენერას ქვეშ მიედინება, ოღონდაც განსხვავებულია ორმხრივი სიყვარულისგან, რომელიც სწრაფად ტრანსფორმირდება მთვარისეულში. ვენერით იმართება მეცნიერების, ხელოვნების, საზოგადოებრივი საქმიანობის სიყვარული, მაგრამ არა სამშობლოსი და ოჯახის (აქ მმართველი მთვარეა). ქველმოქმედება და გულმოწყალება შესაძლებელია იმართებოდეს ვენერით და ასევე მთვარითაც, ეს დამოკიდებულია შეფერილობასა და გაფორმების შესაძლებლობებზე _ მკითხველისთვის სასარგებლოა ამაზე თავად იფიქროს და ჩაიწეროს საკუთარი მოსაზრებები.
ადამიანი ვენერა (ძლიერი ვენერა), რომლის პირად რუკაშიც ეს პლანეტა ყველა დანარჩენ პლანეტაზე ძლიერ ვლინდება, ძალიან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული საზოგადოებრივ ცნობიერებასთან და ქვეცნობიერთან. მის სოციალურ ფენაში გამეფებული ეთიკა და ესთეტიკა მოაჯადოებს; ვენერას ასპექტებზე დამოკიდებულია, თუ როგორი იქნება ეს ადამიანი _ ან სრულიად წყნარი ანდა საკუთარი პირადი ესთეტიკური კრიტერიუმებისა და ესთეტიკური წესების გამომუშავება მისთვის ძალიან რთული იქნება, თუმცაღა მის გარშემო მყოფი ადამიანები ამას ძლიერ საჭიროებენ.
სილამაზე და გრძნობები, განსაკუთრებით სოციალურად ფასეული, მის ცხოვრებაში დიდ როლს ითამაშებენ. უფრო მეტად, მას არამარტო ეყვარება ფერწერა, პოეზია, მუსიკა, არამედ თავადაც დაიწყებს ხატვას და დაკვრას რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე, უკვე აღარაფერს ვამბობთ პოეზიაზე (ანუ ლექსის წერაზე). შესაძლებელია, ძალიან მრავალ საგანზე იმსჯელოს ესთეტიკური შეხედულების წერტილიდან: “ეს ადამიანი მე არ მომეწონა, მას ძალიან დაგრეხილი ყურები აქვს”.
შესაძლებელია რომ, ამ “ძალიან გამრუდებული ყურების” მიღმა იფარებოდეს მორალური ნაკლი? ადამიან-ვენერასთან, შესაძლებელია ინფორმაცია ასეთი საშუალებითაც მოდიოდეს, მაგრამ მან უნდა ისწავლოს საკუთარი ესთეტიკური ნიშნების კითხვა, ეს კი მარტივი არაა. ვენერასეული სიზარმაცე და გარემოცვისადმი მომთხოვნელობა უნდა გადააქციოს გულმოდგინებასა და საკუთარი თავის მიმართ გამოხატულ სიმკაცრეში, რისთვისაც საჭიროა საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაღრმავება და იმის გაგება, რომ სულის სილამაზე მთავარი სახით გამოიხატება მუდმივ, მიუკერძოებელ ყურადღებასა და განსხეულდება ზუსტ ქმედებებში, რომელიც სწორად და დროულად შერჩეულ დროის მომენტებში გამოიხატება.
ადამიანი-ვენერასთვის ცხოვრება ნიშნავს სიყვარულს, მაგრამ მთვარისეული სიყვარული მისთვის მოსაწყენია. ვენერასDდაზიანებისას შესაძლებლია დონ ჟუანის ანდა მანონ ლესკოს კარიერა, მაგრამ ბუნებრივია, იმ სოციალურ ფენაში, რომელშიც “ჩვენი გმირი” იმყოფება. ნებისმიერ შემთხვევაში, მის ცხოვრებაში სიყვარული მრავლად იქნება, ის ეყვარებათ ქალებს, კაცებს და მთელ კოლექტივებს, მაგრამ არაა ყოველთვის ასე და არც ისეა, როგორც ისურვებდა; მხოლოდ ერთია, თავად ისიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, დრო და დრო, დამახასიათებელ აღელვებებს განიცდის. ვენერასეული სიყვარული, როგორც წესი, მოულოდნელად და სამუდამოდ მოდის _ უკიდურეს შემთხვევაში, გული ასეთ პირობას დებს.
სუსტი ვენერა იძლევა სოციალურ კონტაქტებში სირთულეებს; ადამიანი რთულად აღიქვამს საკუთარი წრისა და ჯგუფის დაწერილ კანონებს. მას კომპანიებში “ვაშათი” არ ხვდებიან, მაგრამ თუ თავს ძალას დაატანს, რათა ხშირად გაიღიმოს და ყურადღებით მოისმინოს ის, რასაც ეუბნებიან, მაშინ, სურვილის არსებობისას, საკმაოდ ელიტარულ ფენაში მოხვედრასაც კი შეძლებს. საერთოდ, პლანეტის სისუსტე ნიშნავს კარმის არაძალადობრივ მოქმედებას: ადამიანმა უნდა აირჩიოს გამოიმუშავებს თუ არა მოცემული პლანეტის პრინციპს. მაგრამ პრინციპში, სუსტი ვენერა ნაკლებაა დაინტერესებული ადამიანური კონტაქტებით (როგორც ასეთი) და, თავისთავად, ახალი ნაცნობობის ანდა საზოგადოებაში გამოსვლის პერსპექტივის აზრი მას არ “ათბობს”.
ეს ადამიანი აქცენტებს ცხოვრების ესთეტიკურ ასპექტებზე არ აკეთებს; უფრო სავარაუდოა, რომ ყურადღება არ მიაქციოს ძველი სახლის ანდა ჩამავალი მზის სილამაზეს; მისთვის ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლება ქალის გამო “ირბინოს” მხოლოდ იმიტომ, რომ მას ლამაზი ფეხები აქვს. მისთვის უფრო ადვილია იფიქროს ხისტს ეთიკურობაზე, ვიდრე “იცუროს” განუსაზღვრელ ესთეტიკურ კრიტერიუმებში. “ლამაზი ჟესტის” გამოხატვას უაღრესად უარყოფითი აზრი აქვს, მისთვის ცხოვრებაში სილამაზის აღქმა რთულია, არ იზიდავს პრაგმატული მოსაზრებები. ესთეტიკურად არაა მიმზიდველი და არაა მიდრეკილი საკუთარი თავი მორთვისკენ (გარეგნობა, მეტყველება, მანერები და ა.შ.); ვენერას განვითარების მაღალ დონეებზე ის, მითუმეტს, ამას გააკეთებს, მაგრამ გარშემომყოფების გასახარებლად და საამებლად (შესაძლებელია ესთეტიკური განვითარებაც).
შინაგანად ამ სამყაროში საკუთარ თავს ზედმეტად გრძნობს, განსაკუთრებით სოციალური კონტაქტებისას. რომანტიკული სიყვარული სოციალური ელფერით, მხედველობაში არ იღებს შთამომავლობის გამრავლებას, მას ეს გრძნობა იშვიათად ანდა არასდროს ეუფლება და, ნებისმიერ შემთხვევაში, სუსტ გრძნობას გამოიწვევს; სამაგიეროდ, არც თანმდევი უარყოფითი აფექტები (ეჭვიანობა, სევდა) იქნება. განვითარებული პიროვნებისთვის ეს კარგიცაა, რამდენადაც ყურადღება არ გაექცევა უფრო ამაღლებული სიყვარულისგან _ საკუთარი ერის ანდა მთელი კაცობრიობის (მთვარე) _ ანდა ღმერთისგან (ნეპტუინი). დაბალ დონეზე, ვენერის მთვარით შეცვლა ხდება და ასეთ ადამიანთან შეიძლება ძალიან მოიწყინონ, ისევე, როგორც, ზოგადად, მასაც ეუფლება მოწყენილობის გრძნობა სხვებთან და საერთოდ სოციუმში, მაგრამ არაა გამორიცხული ბიოლოგიურ სიტუაციებშიც იგივე განმეორდეს.
ჰარმონიული ვენერა უეჭველი სოციალური წარმატებით სარგებლობს; ზოგადად, ის ადამიანებს უყვართ. მასთან სასიამოვნოა საუბარი, მას შეუძლია მოსმენა, დრო და დრო, საუბარში ჩაურთავს შესაბამის რეპლიკებს: “ოჰ, რა სწორია”, “უჩვეულოდ საინტერესოა”, “რა ღრმა აზრია, არასდროს მიფიქრია” ანდა უბრალოდ “ო, განსწავლულობა!”. მთვარესთან და ასცენდენტთან ტრინი ხშირად იძლევა გარეგნულ სილამაზეს, ეფექტურობას ანდა, ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი გარეგანი სახების შექმნის შესაძლებლობას. ხელოვნების სიყვარული და მისი კარგი გაგება, ადამიანების და ცხოვრების სიმახინჯეების, ნაკლის არ დანახვის უნარი. რომანტიკული სიყვარულისკენ მიდრეკილება, ლამაზად ურთიერთობის და ამ ურთიერთობის მიღების უნარი, ჰარმონიულობა და შესაბამისი ემოციების სოციალური თანაფარდობა. საერთოდ, საოჯახო და ჯგუფური კომფორმიზმი, ძალიან რთულია საზოგადოების წინააღმდეგ წასვლისთვის საჭირო გამბედაობის გამოჩენა და უფრო რთულია მის წინააღმდეგ სიარული. პირად ქვეცნობიერში სოციუმთან და ჯგუფურ ეთიკასთან ძლიერი შეზრდა, და ადამიანს ძალიან უჭირს იმაში გარკვევა, ნამდვილად თვლის თუ არა, ამა თუ იმას, სწორად ანდა არასწორად, მისაღებად თუ მიუღებლად, ანდა ეს არის თუ არა სოციალური ეგრეგორის მიზანი.
დაუმუშავებელ ვარიანტში ჰარმონიული ვენერა იძლევა სიზარმაცეს, სოციუმთან საკუთარი თავის გაიგივებას, სხვის სიყვარულთან, როგორც მოცემულობასთან, ურთიერთობას (პოზიცია: “გაებედა, რომ არ ვყვარებოდი!”), სოციალურ ვამპირიზმს (პოზიცია: “მე მარტო ჩემი ერთი გამოჩენითა და ყოფნით ყველა თქვენგანს გავაბედნიერებ, ასე რომ, კეთილი ინებთ და გამართეთ”) და, საბოლოო ჯამში, სოციალურ-ზნეობრივი გრძნობის დაკარგვას. ვენერას დამუშავება იძლევა მხატვრულ და სამსახიობო, ადამიანებთან კონსტრუქციული ურთიერთობის ნიჭს, დიპლომატიურ უნარებს, კოლექტივის რბილად (მოქნილად) მართვის და მისი კარმის რეგულირების უნარს, აყალიბებს საზოგადოებრივი ქვეცნობიერის ეთიკასა და ესთეტიკას. მის გარშემო, თითქოსდა, გამუდმებით ვარდები ყვავის, ფლობს დეოზოდორანტის დამატებით თვისებს.
დაზიანებული ვენერა იძლევა გამძაფრებულ ანტისოციალურ აღმქმელობას. ამ ადამიანს საზოგადოებრივი ცნობიერება და ქვეცნობიერი საერთოდ არ მოსწონს და აწყობს, მაგრამ ეს შეიძლება გამოიხატებოდეს სხვადასხვანაირად, ეს დამოკიდებულია მთლიანად პირად რუკაზე. განვითარებული დაზიანებული ვენერა იძლევა გამძაფრებულ სოციალურ სინდისს და საზოგადოებრივი პრობლემებით მეტად კონსტრუქციულად დაკავების უნარს და სოციალური ეგრეგორის ეთიკაში ყველაზე გამწვავებული პრობლების შევსების (მოგვარების) უნარსაც კი.
დაუმუშავებელ დაზიანებულ ვენერას შეუძლია ადამიანს მისცეს სოციალური ნიჰილიზმი (აქტიური ანდა პასიური), ამბოხი, უნამუსო საზოგადოების ხელყოფისგან, საკუთარი განუვითარებლი პიროვნების დაცვის მიზნით, ეგოიზმის სქელი, აგურის კედლით და ა.შ. შემოსაზღვრა _ ეს დამოკიდებულია ვენერას ზოდიაქოს ნიშანში და სახლში მდებარეობასა და მის ასპექტებზე.
ადამიანებთან ურთიერთობა რთულად ეწყობა, თუმცაღა თავიდან, შესაძლებელია, ურთიერთობა დაიწყოს ყველაზე ბობოქარი და უღრუბლო გამოვლინებებით (კვადრატები პირველ საკუთარ გამოვლინებაში, ძალიან ხშირად, ტრინებს ჰგავს _ ადამიანს ბედი თაფლაკვერის მეშვეობით იტყუებს ხაფანგში, რომლის შუაშიც ფოლადის ანკესია დამაგრებული). ცუდი დამუშავებისას _ სხვების მიმართ, მათი ეთიკისადმი, მანერებისადმი და გარე სახებისადმი (ხანდახან ეს ცნობიერებიდანაა გაძევებული, მაგრამ ესთეტიკური ჭირვეულობა აუცილებლად იქნება) წაყენებული მაღალი მოთხოვნები, თუ არის ოპოზიცია _ საკუთარი ესთეტიკური და ეთიკური დაუმუშავებლობის ფსიქიკური პროექციები პარტნიორებზე და მთლიანად საზოგადოებაზე. დამუშავებისას, პირიქით, ამაღლებული მოთხოვნები პირადი ეთიკისა და ესთეტიკისადმი, ადამიანი, ყველა დისჰარმონიულ სიტუაციებში, პირველ რიგში, საკუთარ თავში იწყებს მიზეზისა და ბრალის ძებნას.
ესთეტიკა ან ძალიან ორიგინალურია, არაფერს არ ჰგავს, ანდა მკვეთრად ანტისოციალურადაა მიმართული (ჰიპპი და ა.შ.); დამუშავებისას ეს საინტერესოა, ხოლო თუ დამუშავება არ ხდება, უფრო ხშირად, სიმახინჯეა. მხატვარს ანდა მწერალს, რომელსაც დაზიანებული აქვს ვენერა, ძალიან უჭირს შემოქმედებითი მოღვაწეობა, მისთვის შემოქმედებითი ტანჯვა სავსებით რეალური ტანჯვაა; ხშირად დიდი ხნის მანძილზე შთაგონება არ მოდის ანდა ისეთია, რომ სჯობს საერთოდ არ იყოს. საჭიროა ძიება, თუმცა რთულია, რათა მოხდეს შემოქმედებითი გზებით სოციალურ ეგრეგორთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფსიქიკის გადატვირთვას, შესაძლოა, მოჰყვეს საგიჟეში მოხვედრა.
სიყვარული, უფრო ზუსტად კი, მისი თანმხლები უსიამოვნებები და ტანჯვები ძალიან ბევრი იქნება; ადამიანებთან ურთიერთობა, რასაც ჰქვია, მძიმე ხასიათისაა. მოკლედ, ის შესაძლებელია გასასტიკდეს და ცნობიერად მოახდინოს გარშემომყოფების სიყვარულის ანგარებიანი მიზნებით გამოყენება _ მაშინ (ის იმედოვნებს) მის დაზიანებულ ვენერას დაამუშავებენ გარშემომყოფნი. რეალურად, ყოველი ადამიანი საკუთარი პირადი რუკით ცხოვრობს და, დაძაბული ასპექტების ნებაყოფლობით დამუშავების სურვილის უქონლობა ავიწროვებს კარმის ლაბირინთების ისედაც ვიწრო კედლებს.
სტატიის ავტორი: ნინო