(ვერძი, ლომი, მშვილდოსანი)
ნებისმიერ ცეცხლის ნიშნის ვენერასთვის დამახასიათებელია იდეალიზმისკენ მიდრეკილება და გადაჭარბებული მოლოდინები სასიყვარულო და სოციალურ ურთიერთობებში. ენთუზიაზმს გამოხატავენ იმპულსურად და ენერგიულად. არიან საკმაოდ ემოციურიები, თუმცა მაინცდამაინც არ უყვართ საკუთარი გრძნობების გამომჟღავნება სხვა ადამიანების მიმართ. ელემენტარული გრძნობების ურთიერთგაზიარება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ამ ადამიანებისთვის. სამაგიეროდ უკეთესად გამოსდით ფართო და დრამატული არაპირადული ჟესტებით ამის დემონსტრირება. ცეცხლის ნიშნის ვენერები ურთიერთობაში უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ურთიერთპატივისცემას, ვიდრე საკუთარი გრძნობებისა და ურთიერთობების განხილვას.
სხვა ადამიანებთან მაშინ გრძნობენ სიახლოვეს, როცა ისინი იზიარებენ მათ ენთუზიაზმსა და მიზნებს. ამ ინდივიდებისთვის აუცილებელია იდენტურობის დასტური და ის, რომ პარტნიორი შეესაბამებოდეს მათ იდიალიზირებულ ცხოვრების წესს და სრულყოფილი შეყვარებულის სახეს. რადგან მათ აკლიათ რეალიზმი მეგობრობასა და სასიყვარულო სფეროში, ადვილად ტყუვდებიან ახლო ურთიერთობების დროს. ნაკლებად ინტერესდებიან პარტნიორით, არ ცდილობენ გაერკვიონ მის გრძნობებში, რადგან ვარაუდობენ, რომ პარტნიორი შეუერთდება მათ პერსონალურ ოცნებას (და პირველ რიგში დააკმაყოფილებს მათ პატივმოყვარეობას)
დამატებითი გასაღები ვენერა ცეცხლის ნიშნების გაგებისთვის:
- მოთხოვნილებას გრძნობენ (აქვთ) გადმოაფრქვიონ საკუთარი ენერგია გარესამყაროზე, არიან ძალიან გამომსახველობითი (ექსპრესიული), ხშირად არიან უტაქტოები, იმპულსურები და სხვების გრძნობების მიმართ გულგრილები. შინაგანად და ინტიმურ დონეზე გაცილებით ნაკლებად განიცდიან, რაც ხშირად აბნევს საპირისპირო სქესს.
- საკუთარი ოცნებები და მოლოდინი(იმედები) მათთვის უფრო რეალისტურია, ვიდრე ტრადიციები; სოციალური პირობები ან ლოგიკა.
- ადამიანები ვენერით ცეცხლის ნიშანში არ არიან განსაკუთრებულად მგრძნობიარეები, ემოციური და სექსუალურები, მაგრამ მძაფრად რეაგირებენ აღფრთოვანებასა და მლიქვნელობაზე. რომანტიული ურთიერთობა მათთვის მჭიდროდ დაკავშირებულია ჰიპერაქტიურობასთან და შეძლებისდაგვარად პირადი თაყვანისცემის დემონსტრირებასთან
წყარო: enigma-project.ru
ავტორი: რუსა
დამატებითი ლინკები: