ვენერა წყლის ნიშნებში

ვენერა წყლის ნიშნებში

(კირჩხიბი, მორიელი, თევზები)

ვენერას მდებარეობა ნებისმიერ წყლის ნიშანში ადამიანს ანიჭებს აღქმისა და ინტენსიური მგრძნობიარე რეაქციების დამატებით დონეს ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში, განსაკუთრებით ინტიმურ სფეროსა და ღრმად პირადულ ურთიერთობებში. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიხარული მათ ცხოვრებაში არის – განიცდიდეს ჭეშმარიტ სიახლოვეს ორმხრივი გრძნობის, შერწყმის, ერთნაირი ემოციურ აღქმის საშუალებით და იდეალზე წარმოდგენებით. სახალხოდ სიყვარულის დემონსტრირებას ურჩევნიათ უსიტყვოდ ემოციური შერწყმა.

მათთვის დამახასიათებელია ერთგვარი ჰიპერმგრძნობიარობა, ზოგჯერ ძალიან მძაფრად რეაგირებენ სხვადასხვაგვარ ემოციურ სტიმულზე, განსაკუთრებით პირად შეურაცხყოფაზე და კრიტიკაზე. სამივე წყლის ნიშანში ვენერა ემოციურად ძალიან დაუცველია, თუმცა ეს არ ითვლება სისუსტედ, რადგან სულით ძლიერი ადამიანები არიან, რაზე დაყრდნობითაც არ ერიდებიან ემოციურ რისკზე წასვლას.

სხვა გასაღები ვენერა წყლის ნიშნებში გაგებისთვის:

წყლის ვენერის მქონე ადამაიანებისთვის ფიზიკური სხეული ემსახურება კონცენტრირებული ემოციური ენერგიის გაცვლას. მათთვის მთავარია ენერგეტიკული მიმოქცევა აკმაყოფილებდეთ და გარეგნულ მხარეს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, ვიდრე სხვა სტიქიის ვენერის ადამიანები

  • სიღრმისეული ემოციური მიდრეკილებები (ხშირად გაუცნობიერებელი) დიდად განსაზღვრას მათ მიდგომას პიროვნებათშორის ურთიერთობებში, საკუთარი ძალებში რწმენის ნაკლებობა, მოთხოვნილებებში და მიზნებში გაურკვევლობა ახდენს ისეთ თვითგამოხატვის ფორმების პროვოცირებას, როგორიცაა _ განმარტოების, გასაიდუმლოების (იდუმალების) სურვილი.
  • თუ ვენერა წყლის ნიშნებში ძალიან უღრმავდება ნეგატივს და ჰიპერმგრძნობიარეა, მისი მოჩვენებით მზრუნველობა შეიძლება აღმოჩნდეს უბრალოდ თავდაცვითი მექანიზმი და წყენისთვის თავის არიდების საშუალება. ამ შემთხვევაში ის ღრმად იძირება თავის ირაციონალურ შინაგან სამყაროში, რომელშიც საშიში აჩრდილები მრავლადაა, რის გამოც მისთვის დამახასითებელი „სხვა ადამიანების დახმარების სურვილი“ და მკურნალის თვისებები იბლოკება და თანდათან ქრება.

წყარო: enigma-project.ru

ავტორი: რუსა

დამატებითი ლინკები:

ვენერა კირჩხიბში

ვენერა მორიელში

ვენერა თევზებში


About Kate

Scroll To Top