მომხიბვლელობა
სქესის მიუხედავად, ქალურად და დახვეწილად გამოიყურება. ლამაზი ნაკვთები და ფორმები აქვს.
ასეთი ვენერის პატრონები ხალისიანად და უდარდელად ატარებენ ბავშობის წლებს, მხიარული ხასიათის და კეთილი ზნის ადამიანები არიან. ის ბედნიერია და სიცოცხლით ტკბება,რადგან შეუფერხებლად ავლენს სილამაზეს, ჰარმონიასა და წინასწორობას. ისწრაფვის სილამაზით იყოს გარემოცული და მატერიალურად უზრუნველყოფილი. მარტივად გამოხატავს საკუთარ პიროვნებას. მოსწონს მსახიობობა და კეკლუცობა. ბედნიერია,როდესაც ანებივრებენ. ძალიან უყვარს ფლირტი,კარგად ჩაცმა, ტკბილეული, მუსიკა და პოეზია. შესანიშნავი გემოვნებით გამოირჩევა სამოსის და სილამაზის ნივთების არჩევის საკითხში. პოეტური და მუსიკალური უნარებითაც არის დაჯილდოებული.ყველაფერში სილამაზესა და ჰარმონიას ეძებს.
დადებითი, კონტაქტური, გრაციოზული და მომხიბვლელი ადამიანია. უპრობლემოდ და ხალისით მეგობრობს ყველასთან. რადგან თავად ძალზედ სალმიანია, ფართო სანაცნობო წრე ჰყავს,რაც საშუალებას აძლევს,მარტივად დაამყაროს საქმიანი,მეგობრული თუ სასიყვარულო ურთიერთობები. გულკეთილია, მიმნდობი, ნაზი, სიმპათიური და გულისხმიერი; ყურადღებიანია სხვების ემოციებისა და გრძნობების მიმართ. დახვეწილი ნატურაა, კეთილშობილი და სამართლიანი.
მკვეთრად გამოხატული მგრძნობიარობის გამო, ნებისმიერ ურთიერთობა მისთვის პოზიტიური, წარმატებული, ურთიერთმომგებიანი და ნაყოფიერია, განსაკუთრებით საწინააღმდეგო სქესთან. მარტივად შთააგონებს და ხიბლავს ადამიანებს. მისი სიყვარული მხოლოდ ჭეშმარიტ გრძნობებს ეფუძნება. იღბლიანია და ძალიან კარგი შანსი აქვს ბედნიერი ქორწინების. როგორც წესი, ბევრი შვილი ჰყავს. შეიმჩნევა ადრეულ ასაკში დაქორწინების ტენდენცია.
ძალიან უყვარს ელიტარული წრის საზოგადოება,წვეულებები და კამპანიები. მოსწონს სხვების გამხიარულება. სიამოვნებით მღერის და მონაწილეობს ნებისმიერ გასართობ ღონისძიებაში. საფუძვლიანად ერკვევა ხელოვნებაში, ხშირად იტაცებს ოპერა და თეატრალური წარმოდგენები, მიდრეკილია ფუფუნებისადმი.
თუ პლანეტა დაზიანებულია, ვითარდება სიზარმაცის,ეგოიზმის და ზღვარგადასული განცხრომის ტენდენციები,ასევე მფლანგველობა და დაუდევრობა ფინანსურ საკითხებში.
პაველ გლობა
+ ცხოვრების ჰარმონიზაცია, ესთეტურობა; სილამაზის დიდი დამფასებელი. მუსიკალური, პოეტური, ფერწერული ტალანტი და დახვეწილი გემოვნება. გრაციოზული და მიმზიდველი ადამიანია, მსუბუქი ხასიათით. მასთან ურთიერთობა მარტივია.
– სასიყვარულო კომპლექსები, სიზარმაცე, აპათია, ეგოიზმი,უინიციატივობა, ჩაკეტილი უნარები, საცოდავი არსებობა.
ავესალომ პადვოდნი: “დახვეწილი მანერები არც მისი ვალდებულებითი ქცევაა და არც კარგი აღზრდის შედეგი, არამედ ჭეშმარიტი ჯენტლმენის ბუნება“.
ვენერა პირველ სახლში სიმბოლურ ტყვეობაშია.
ეს რთული მდებარეობაა,რადგან ადამიანს მუდმივად უწევს სოციალური თვითგანმტკიცება_ მას სურს გარშემომყოფთაგან მაღალი შეფასებები მიიღოს,ამას კი გარჯა და დამსახურება სჭირდება. ჰარმონიული ვენერას და ასცედენტის შემთხვევაში,ლამაზი და თავაზიანი ადამიანია,პირად ურთიერთობაში რბილი,კარგად აღზრდილი და დელიკატური. მასთან კონტაქტისას იგრძნობთ,რომ თქვენი კომპლიმენტები არათუ სასურველი,არამედ აუცილებელიც კია.
ვერ იტანს უხეშობას; მიაჩნია,რომ “ცუდი მშვიდობა კარგ ომზე უკეთესია”. დიპლომატიურია,თანაც ბევრად გამოხატულად ვიდრე ასცედენტი სასწორში.ყოველ შემთხვევაში უფრო მკაფიოდ ვლინდება. მის მსოფლმხედველობაზე დიდ გავლენას ახდენს სოციალური წრის შტამპები,რასაც ძლიერ დამახინჯებამდე მიჰყავს მისი ხედვა და ეს პრობლემა მეტად რთულად გადაილახება.
ვენერას ეს მდებარეობა მამაკაცის ჰოროსკოპში ძალზედააქტიურებს თვითგამოხატვას. უარყოფითი მხარე კი არის,რომ პიროვნება ზედმეტად დამოკიდებული ხდება გარშემომყოფთა მხრიდან აღიარებაზე და მისი თვითშეფასება პირდაპირ უკავშირება ამ ფაქტორს,განსაკუთრებით,როდესაც ვენერა დაზიანებულია. მეორეს მხრივ,თუ ადამიანს განუვითარებელი პლანეტა ჰყავს,მსგავსი სწრაფვა ითრგუნება და წინ იწევს გამომწვევი უგემოვნება.
მთლიანობაში,ეს შემსუბუქებული და კეთილისმყოფელი მდებარეობაა ვენერისათვის და თუ ადამიანი მცირედ მაინც მოახერხებს მის დამუშავებას,მაშინ ყველა მისი ნამოქმედარი,მის პიროვნებას ასახავს და ის უთუოდ შესძლებს საკუთარი ცხოვრება აქციოს მშვენიერ ავტოპორტრეტად.
ფრენსის საკოიანი
გრაციოზული,კონტაქტური და თავაზიანი ადამიანია. ბედნიერი ბავშობა აქვს,რაც საფუძვლად ეყრება შემდგომში ცხოვრების პოზიტიურ აღქმას. მარტივად იჩენს მეგობრებს,აბამს სასიყვარულო ურთიერთობებს. საქმიანი ურთიერთობების,რომანებისადა ქორწინების ფართო შესაძლებლობები. აქვს მუსიკალური და პოეტური ტალანტები.
უყვარს ლამაზი სამოსი და სამკაულები. ძალიან ადარდებს გარეგნობა,ხანდახან მიდრეკილია თვითაღფრთოვანებისკენ. მეორეს მხრივ,ცდილობს გაამხიარულოს და აამოს გარშემომყოფებს,რის გამოც მასთან ურთიერთობა ფრიად სასიამოვნოა. მიზნის მისაღწევად პირად შარმს და ტაქტს მიმართავს და არა იძულებას ან ძალადობას. სურს, სიყვარული თან სდევდეს ცხოვრების ყველა სფეროში.
ბორის იზრაიტელი
ჩვეულებრივ,ლამაზი გარეგნობა,ნაზი კანის ფერი და ლოყებზე ნაჩვრეტები. მისთვის დამახასიატებელია ტაქტის გრძნობა. დიდ ყურადღებას უთმობს გარეგნობას, კარგად იმოსება და დახვეწილი მანერები აქვს. ძლიერადაა დამოკიდებული იმაზე,როგორ აღიქვამენ გარშემომყოფები. სურს,რომ უყვარდეთ. მაგნიტური უნარი აქვს მიიზიდოს, მოხიბლოს და მოაჯადოოს ადამიანები. თუ მისით აღტაცებულნი არ არიან,განწყობა უფუჭდება და სასიცოცხლო ტონუსი მკვეთრად ეცემა.
თუ პლანეტა დაზიანებულია,ადამიანი სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებს. ჰგონია,რომ ყველა კეთილგანწყობილია და ერთმანეთის დახმარებისთვის ირჯებიან. თუ ამასთან ვენერას ძლიერი პოზიციაც აქვს(ნიშნისა და აპექტების მიხედვით),მაშინ პიროვნება ზედმეტად დამოკიდებული ხდება აღიარებაზე,რაც მას ეგოიზმამდე და ნარცისიზმამდე მიიყვანს. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს უინიციატივობა,სრული პასიურობა და სიზარმაცე,როდესაც მისი საქმეები მდორედ და მშვიდად მიედინება. საინტერესოა,რომ სწორედ არაჰარმონიულ გარემოებებში ავლენს ადამიანი მეტ ძალისხმევას,არსებული არასახარბიელო ვითარების გაწონასწორებისთვის.
Het Monster
კარგი მატერიალური მდგომარეობა,არტისტული მონაცემები,მამაკაცის კოსმოგრამაში წარმატებები საქმეში.
ინდუბალა
“ღვთიური ნაპერწკლის” მქონე ქარიზმატული ადამიანები არიან. ისინი ხდებიან ლიდერები,მასწავლებლები. მიდრეკილება აქვთ ხელოვნებისადმი,განსაკუთრებით სიმღერისა და ცეკვებისადმი. იღბალი და სიამოვნება თან სდევთ ნებისმიერ საქმეში,რაც უკავშირდება უძრავ ქონებას და საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობას.
ჯანმრთელობის დაზიანება,თუ პიროვნება მავნე ჩვევას დაემონება.
ბილ ჰერბსთი
თვითგამოხატვა. ისევე,როგორც მთვარის შემთხვევაში,ვენერა პირველ სახლში “აქტიური შემეცნების” მაჩვენებელია. სოციუმში გრაციას,ესთეტიკას და პატივისცემას გამოხატავს და სწორედ ასეთ დროს დაუგეგმავად,სპონტანურად ხდება მისი “მეს” გამოსხივება. მდებარეობა უდავოდ მეტყველებს სინაზისა და სინატიფის ტენდენციაზე,თუმცა მთლიანობაში,საკუთარ თავში ჭეშმარიტი შემეცნების იმედს მოიცავს. რამდენად გამართლდება ეს იმედი,დამოკიდებულია უთვალავ სხვა ფაქტორზე. მთავარი საფრთხე ის არის,რომ პიროვნება ზედმეტად დამოკიდებულია გარეფაქტორებზე და შესაძლოა,დაკარგოს წონასწორობა,რადგან არ სურს დაიკავოს საერთოდ არანაირი პოზიცია,სხვა ადამიანთა მიერ დადგენილის გარდა. მისი ამოცანაა:გადაწყვიტოს, ვინ არის,ამასთან ისე,რომ არ გაწყვიტოს სხვა ადამიანებთან ინტერაქცია.
ბუნებრივი პერსონა. სამყარო დამთმობ ხატებას ხედავს,რომელიც კონცენტრირებულია სიყვარულსა და საერთო ყოფაზე. მასში ირეკლება მიღებისა და გაგების მოლოდინი,რომანტიული ცდუნება. ამ იარლიყზე ამოიკითხავთ: „მე თქვენ მეყვარებით,თუ ნებას დამრთავთ..მაგრამ რაც უფრო მნივნელოვანია,მე დაგრთავთ ნებას,გიყვარდეთ,თუ ამას მოისურვებთ,რადგან მე ვარ სილამაზისა და გრაციის განსახიერება“.
თვითშემეცნება. თქვენ შეძლებთ ბუნებრივად შეაღწიოთ შინაგან “მე” ში ყოველთვის,როცა სიყვარულს,ჰარმონიასა და სილამაზეს გამოხატავთ. რაც უფრო დელიკატურად იქცევით,მით უფრო შეგნებული ხდებით; რაც უფრო მეტ სოციალურ ჰარმონიას ინარჩუნებთ,მით უფრო უკეთ შეიცნობთ თავს; რაც უფრო ლამაზად წარმოაჩენთ თქვენს პიროვნებას,მით უფრო ღრმად სწვდებით თქვენს ჭეშმარიტ ბუნებას,როგორიც არ უნდა იყოს ის.
საზღვრები. სოციალური წონასწორობის,ჰარმონიისა და ფიზიკური სილამაზის პროეცირება შიდა და გარე სამყაროების მაქსიმალურად ურთიერთოზემოქმედების საშულებას გაძლევთ. უთანხმოება,კონფლიქტები და ქაოსი თვალზე ბინდს გფენთ და ამ სამყაროებს სხვადასხვა მიმართულებით აშორიშორებს,ამაში დიდი წვლილი შეაქვს ასევე აგრესიის გადმონთხევას და გაუცნობიერებელ ბრაზს. მეორეს მხრივ,გადაჭარბებული რომანტიკა,შემეცნების გამძაფრებული წყურვილი და და წმინდად გრძნობითი სიამოვნება ყალბ კავშირში კრავს თქვენს შიდა და გარე სამყაროებს. თქვენი ამოცანაა: შეინარჩუნოთ და განაგრძოთ შეცნობა ისე,რომ თავად სიყვარულზე შეყვარებული არ აღმოჩნდეთ.
სიცოცხლისუნარიანობა. ყველა სფეროში თქვენს სასიცოცხლო ძალებს ჰარმონიის ხარჯზე ინარჩუნებთ. გახასიათებთ გადაჭარბებული სიყვარული გრძნობითი სიამოვნებისადმი. ზემგრძნობიარე ხართ კონფლიქტების მიმართ. მძიმე ფიზიკური დატვირთვებისადმი მტრული დამოკიდებულება მნიშვნელოვნად ამცირებს თქვენი კეთილდღეობის მარგი ქმედების კოეფიციენტს. აუცილებლად უნდა გაითავისოთ,რომ ფიზიკური ვარჯიშსა და შრომას სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის და ეს არა სასტიკი დისციპლინის შედეგია,არამედ ურთიერთზემოქმედების ყველა ფაქტორის წონასწორობაში მოყვანისის აუცილებელი შემადგენელი პროცესი. წონასწორობა კი თქვენი სიცოცხლიუნარიანობის ფუნდამენტია. და დაიხსომეთ: ზომიერება ყველაფერში!
ბრუნო ჰუბერი
* ლიბიდო პლანეტები,ვენერა და მარსი,ზედაპირულ,დროებით გავლენას ახდენენ პარტნიორულ ურთიერთობებზე და იშვიათად წარმოადგენენ გადამწყვეტ ფაქტორს. მხოლოდ იმ შემთხვევაში,როდესაც ლიბიდო პლანეტები მაჟორულ ასპექტებს ქმნიან სინატრიაში,მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ,რომ ორი ადამიანის ურთიერთობის ფუნდამენტი სექსია ან ფიზიკური მიზიდულობა. მაგრამ თუ რომელიმე ლიბიდო პლანეტა ასპექტს ქმნის პარტნიორის სხვა პლანეტებთან,სექსი არც ისე მკვეთრად დომინირებს ამ ურთიერთობაში. ეს უკანასკნელი ვარიანტი ბევრად უფრო გავრცელებულია.
ლიბიდო პლანეტები სხვადასხვა როლს ასრულებენ მამაკაცისა და ქალის ნათალურ რუკებში.
ვენერა I სახლში ქალის კოსმოგრამაში მკვეთრად ავლენს ქალურობის ფაქტორს. რეალურად,რამდენად შესძლებს ასეთი ქალი საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას და საკუთარი მომხიბვლელობის წარმოჩინებას,დამოკიდებულია პლანეტის ნიშანსა და მის ასპექტებზე.
მამაკაცს სჭირდება ისეთი პარტნიორი ქალი,რომლითაც თავის მოწონებას შეძლებდა: ეფექტური, ელეგანტური, საყოველთაო აღტაცების ობიექტი,რომელსაც ქუჩაში თვალს აყოლებენ. ეს ყოველივე ეხმარება საკუთარი მამაკაცური ეგოს გამყარებაში. თუმცა შესაძლოა ის თავად უთმობდეს საკუთარ გარეგნობას გადაჭარბებულ ყურადღებას, ქალივით პრანჭია და კეკლუცი იყოს,მაგრამ დასაშვებ ზღვარს არასდროს სცილდება. უნარი აქვს კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს და დადებითად განაწყოს გარშემომყოფები.
„შარმბრითები“:
Angelina Jolie, George Clooney, Mahatma Gandhi, Emmanuelle Béart, Cameron Diaz, Arnold Schwarzenegger, Vanessa Paradis, Sandra Bullock, Orlando Bloom, George W. Bush, Jude Law, Cristiano Ronaldo, Ben Affleck, Audrey Hepburn, Gerard Butler, Tobey Maguire, Roger Federer, Avril Lavigne, Serge Gainsbourg, Maria Callas, Elizabeth II, Jean Dujardin, Paul Newman, Alfred Hitchcock, Hugh Grant, Andy Warhol, Taylor Swift, Patrick Bruel, Lionel Messi, Selena Gomez, Jimmy Page, Guy de Maupassant, Johnny Cash, Luciano Pavarotti, Margaret Thatcher, Andrea Bocelli, Claudia Cardinale, Lisa Kudrow, Zooey Deschanel, Anna Nicole Smith, David Hasselhoff…
სტატიის ავტორი: Qet Adastra