წყარო: კეფერი
ვენერა – სილამაზის და სიყვარულის წყარო, სამყაროში შემოაქვს ყველა ის თვისება, რომლის დახმარებითაც არსებას უყვარს და სიცოცხლით გაოცების უნარი აქვს. მეტაფიზიკურად ახდენს არსებობისა და ესთეტიკური წესრიგის სიმბოლიზებას.
ასტროლოგიურად ახდენს მხიარულების, ბედნიერების, მეგობრულობის, ახალგაზრდა ქალების, სასიყვარულო გავლენის – ყველა მისი მიმზიდველობითა და საშიშროებებით – სიმბოლიზებას.
(ვენერას გავლენის სფეროების თანამედროვე გაგება უფრო ფართეა: ის ადამიანის ცხოვრებისეული ფასეულობების ჩამოყალიბებას ახდენს, ის განსაზღვრავს არჩევანს და რთავს მგრძნობიარობას, სხეულის ყივილს, ფლობას და სიამოვნებას, ასევე _ მეცნიერებას, რომელიც სამეცნიერო წარმოსახვის სტიმულირებას ახდენს. მეცნიერებით გატაცებულთა ჰოროსკოპებში, როგორც წესი, ვენერას ძლიერი პოზიცია უკავია).
ჰოროსკოპში აღნიშნავს სიცოცხლის ხიბლს, საყვარელს, სილამაზეს, ესთეტიკურ ინტერესებს, ხელოვნებას.
ჰერმენტიკის სიგნატურები
სტიქია: ჰაერი და წყალი, თბილი-ნოტიო.
ზოდიაქო: კურო, სასწორი.
ტონი: AA.
ფერი: მწვანე, მოყვითალო-ლურჯი, ვარდისფერი, თეთრი, მოყვითალო;
რიცხვი: 7, 49, 175, 1225.
ჰორიზონტის მხარეები: უკიდურესი აღმოსავლეთი.
დღე: პარასკევი.
გემო: ტკბილი, სასიამოვნო.
ადგილები: ველი, ბაღები, ჭა, სალონები, საძინებლები; ადგილები, რომელიც მიძღვნილია ბედნიერებისა და სიამოვნებისთვის.
ქვეყნები: არაბეთი, ავსტრია, შვეიცარია და კუროსა და სასწორის ნიშნების მმართველობის ქვეშ მოქცეული ქვეყნები.
მეტალები: სპილენძი.
მინერალები: ზურმუხტი, აქვამარინი, ბერილი, ქრიზოლიტი, საფირონი, სერდოლიკი, მარჯანი.
ფლორა: ნუში, ეწრის გვიმრა, გველის სურო (სურავანდი), შროშანი, ბარამბო (სამკურნალო), კესანე (ცისანა), ყვავილოვანი კომბოსტო, ქინძი, ისპანახი, მიხაკი, ზამბახი, სუმბული (გიაცინტი), იასამანი, მირტი, ზიზილა, ვაშლი, რეზედა, ვარდი; მცენარეების ფიზიოლოგიაში მფარველობს ყვავილებს.
ფაუნა: ხარი, მტრედი, სელაპი, მერცხალი, გვრიტი, ფურ-ირემი, ვარხვი, კატა, კურდღელი, თხა, ვირთევზა.
პერიოდი: შვიდწლეული.
ადამიანზე გავლენა
ასაკი: სიყმაწვილე 14-იდან 21 წლამდე.
ორსულობა: მეხუთე თვე, ყალიბდება გარე ორგანოები, ყურები, ცხვირი, სასქესო ორგანოები და მკერდი, იკვეთება ფეხები, ხელები და თითები.
ტემპერამენტი და სხეულის სითხეები: ფლეგმა, სისხლი, სული, სპერმა.
გრძნობები: გემო.
ტვინი: მეგობრობისა და სიყვარულის ცენტრი.
კეთილგონიერება და ცოდვა: თავშეკავება, ავხორცობა (ტკბობის მოყვარეობა).
ხასიათი: სიყვარული, მეგობრულობა, სილამაზის გრძნობა, ეჭვიანობა, სიამოვნება, მფლანგველობა.
ადამიანის სახე, ფიზიოლოგია: საშუალო სიმაღლე, სხეულის კარგი აგებულება, სისრულე, მრგვალი სახე, ბრწყინავი თვალები, ლოყებზე ანდა ნიკაპზე ღრმულები, სასიამოვნო ხმა, მხიარული გამოხედვა, ვარდისფერი კანი, ფუმფულა თმები; ქალები _ მომხიბვლელები, ელეგანტურები, დახვეწილები და ლამაზები.
სხეულის ნაწილები: სასქესო ორგანოები, საკვერცხეები, კისერი, მკერდი, ნიკაპი, მუცელი, თირკმელები, ღვიძლი.
დაავადებები: ფისტულები, სუსტი კუჭი, თირკმელების დაავადებები, იმპოტენცია, სქესობრივი მოშლილობები, რომელიც წარმოიშობა სიამოვნებისა და ამაღლებული მგრძნობიარობის გამო, კისრის დაავადებები.
ხელწერა (კალიგრაფია): ლამაზი, ასოების სწორი მოხაზულობა.
ვენერა როგორც სიგნიფიკატორი
ბედი: კეთიდღეობა, ქონება, ბედნიერება, სიხარული, ჯილდოები, წარმატებები, შემოსავალი, პატივი, მეგობრობა, სიყვარულში ბედნიერება, ქალების კეთილგაწყობა. სიყვარულში იმედგაცრუება, შერცხვენა, დანაკარგები, გარყვნილება, სიამოვნების მოყვარეობა, მფლანგველობა.
იმედები და მოვლენები: ქველმოქმედება, ხელოვნების სფეროში სამუშაო, ტანსაცმლისა და ძვირფასეულობების შენაძენი, მონაწილეობა სიამოვნებებსა და გართობებში, ექსცენტრიკული ქმედებები, უზნეო ქცევები, სიამოვნებები, ვნება.
პირები: საყვარელი (ქალი), ქალიშვილი (შვილი), დაქვემდებარებული ქალი, ცოლი, ხელოვნების მოღვაწე (მხატვარი), ადამიანები, რომლებიც ეწევიან გასართობ საქმიანობას (კონცერტები, მასკარადები და ა.შ.), ვენერასეული პროფესიები. დედა – დღისით დაბადებისას. მეუღლე: ნაზი, კეთილი მეუღლე, ერთგული, მხატვრული მიდრეკილებებით, ინტელიგენტი, ცოცხალი, გულისხმიერი, მხიარული, ლამაზი და მომხიბვლელი; ვენერას ცუდი ასპექტებისას – ექსცენტრიკული და უზრუნველი. იგივე ეხებათ ქალებსაც: ცუდი ასპექტებისას ავხორცობა, ფრანტობა (კოხტაობის მოყვარულობა), არამუდმივობა.
პროფესიები: ხელოვნების მოღვაწე (მხატვარი), ფუფუნების საგნებით მოვაჭრე – სუნამოებით, ხელოვნების ნაწარმოებებით, სათამაშოებით, მოდური საქონლით, ყვავილებით. გასართობი დაწესებულებების მფლობელი, დეკორატორი, მზარეული, არენდის გამცემი. ვენერა სხვა პლანეტებთან ერთად სიგნიფიკატორს წარმოადგენს: მარსთან – მღებავი, სამკურნალო ნელსაცხებლებით მოვაჭრე, მსახიობი (ცირკის, კაბარეს). ვენერა, მარსი, სატურნი – ზოოპარკის დარაჯი, ორგანიზატორი, მესაფლავე. ვენერა, მარსი, იუპიტერი – წინასწარმეტყველი, ეკლესიის მსახური, მნათე, შინაგან საქმეთა ორგანოების მუშაკი, ზნეობის დამცველი. ვენერა, სატურნი – იმ საგნებით მოვაჭრე, რომელიც კომფორტისთვისაა განკუთვნილი, ფოკუსნიკი, შხამებით მოვაჭრე, სიამოვნების საგნებით მოვაჭრე. ვენერა, იუპიტერი – შეჯირებების მონაწილე; მამაკაცი, რომელსაც ქალები ინახავენ. ვენერა, მერკური – კომპოზიტორი, მსახიობი, მოცეკვავე, მუსიკოსი, მომღერალი, მუსიკის მასწავლებელი, მწერალი, მხატვარი, ამწყობი. ქალებისთვის, რომლებსაც ვენერა ქალურ ნიშნებში აქვთ: ქორწინება როგორც პროფესია. მამაკაცის ჰოროსკოპში – როგორც შემოსავლის წყაროს სიგნიფიკატორი: ქალების კმაყოფაზე ყოფნა, მხატვრული საქმიანობა, საჩუქრები, ხელოვნება, ბედნიერი მონაპოვარი, მზითვი, ძვირფასეულობანი, მხატვრული ნიჭი და ხელობა, თამაშები, სიყვარული (ვენერას ცუდი ასპექტებისას პარაზიტია, ამორალური ყოფაქცევისაა-მეძავი).
სიკვდილი: სიმსივნე, კანისა და სასქესო ორგანოების დაავადებები; სხეულის ქვედა ნაწილების დაავადებები. თავქარიანი (მსუბუქი ყოფაქცევით) ცხოვრება, წამლების არასწორი მოხმარება; გულის, კუჭის დაავადებები; სისხლნაკლებობა, სისხლის დაკარგვა.
წყარო: ეზოთერიკა ტ. II
ვენერა – მბრძანებლობს კუროსა და სასწორის ნიშნებზე. ძვირფასი ქვები: 1) ცისფერი საფირონი, 2) ზურმუხტი. ჩარჩო (ბუდე): ვერცხლი.
მზისა და მთვარის შემდეგ ვენერა, საღამოს ანდა დილის (გარიჟრაჟის) ვარსკვლავია, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მანათობელ ციურ სხეულს წარმოადგენს. ამიტომაც ძველად ის მრავალი მითის საფუძველს წარმოადგენდა. ის იყო სიყვარულის ქალღმერთი და გერმანელებისთვის ფრეას (ფურია, ფრიგი), სემიტებში – ასტარტას, ბაბილონელებში – იშტარის, ბერძნებში -აფროდიტას, ხოლო ინდოელებში – კარმას სახელს ატარებდა.
მთვარესთან ერთად ვენერა მუდამ ანსახიერებდა ქალურ პრინციპს, მაგრამ სულ სხვა აზრით, ვიდრე – მთვარე: მთვარე თავისთავად შეესაბამება ქალურობას, ანუ ქალსა და დედას, ხოლო ვენერა წარმოადგენს ქალის ქალწულურ, ულამაზესსა და სასურველ სხეულს.
ვენერა არის გრძნობების მოძრაობის სიმბოლო, რომელიც იწვევს სასიყვარულო სევდას, სიყვარულის გაღვიძებასა და გრძნობითი სიყვარულის საგნის ძიებას. იმისთვის, რომ ამ მიზანს მიაღწიოს, ადამიანი ავლენს მთელ თავის მიმზიდველობას, ალამაზებს და ამკობს საკუთარ თავს და სიყვარულის ხელოვნებას ავლენს.
ვენერასთან დაკავშირებულია ხელოვნების ფორმებიც, რომლის მეშვეობითაც ისწრაფვის გამოსახოს სილამაზე, ჰარმონია და სრულყოფილება. ისევე, როგორც ადამიანის სასიყვარულო მისწრაფებები შესაძლებელია რიტმების მეშვეობით ძლიერი ანდა სუსტი იყოს, ასევე მხატვრული შემოქმედებაც ექვემდებარება განსაზღვრულ რიტმებს. ამიტომაც ხელოვან ადამიანათა ჰოროსკოპებში ჩვენ აუცილებლად ვიპოვით სხვა პლანეტებთან ვენერას ძლიერ ასპექტებს.
გამოცდილებამ აჩვენა, რომ ვენერას გავლენა ვრცელდება განსაკუთრებით ენდოკრინოლოგიურ და ჰორმონალურ სისტემაზე, ხოლო მეორე მხრივ _ ვენებზე. მაგრამ ასეთი პროგნოზები შესაძლებელია გაკეთდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც დაბადების ჰოროსკოპში ვენერა დაკავშირებულია სხვა ფაქტორებთან, რომელიც ამ ვარაუდებს გაამყარებს.
ასტროლოგიური მნიშვნელობები
საუკუნეების მანძილზე ხელოვნება და სიყვარული ამ პლანეტის უცვლელი ატრიბუტები იყო და გამოცდილებამ რაიმე მნიშვნელოვანი დანამატები არ გვაჩვენა. ვენერას კარგი მდებარეობა ახლაც კი _ (განსაკუთრებით ქალებში) უთითებს გრძნობების სითბოზე, სინაზეზე და თვითგანწირვის უნარზე. ამიტომ ის ხშირად ასახავს ხელოვნებისადმი მიზიდულობას, როგორც მუსიკისადმი სიყვარულს ასევე აქტიურ მუსიკალურ ტალანტსაც. ამიტომაც შეგვიძლია ვენერა ზოგადად განვიხილოთ როგორც ხელოვნების სფეროს ინტერესებისა და ხელოვნებით დაკავებისთვის კეთილგანწყობილი ნიშანი.
ვენერას პოზიციის თანამედროვე განმარტებისას, ძირითადად საუბარია კოსმოფსიქოლოგიურად ზუსტ, ნიუანსირებულ, ცალკეულ ვარიაციებზე. ასე რომ, დღეს შესაძლებელია იმის თქმა, რომ დაბადების თემაში ხაზგასმული ძლიერი ვენერა არაა აუცილებელი უთითებდეს წმინდა გრძნობით არსებობაზე; მისი პოვნა შესაძლებელია იმ ადამიანების ჰოროსკოპებშიც, რომელთა ცხოვრებაც ამ ურთიერთობებში (ანუ გრძნობით ურთიერთობებში) სრულიად ნორმალურია და, რომლებიც, პირიქით, ძლიერი ფორმალიზმისკენ ილტვიან. ეს ადამიანები, ცხოვრების ყველა სფეროში ესთეტიკურ მანერებს ანდა პოზებს საკუთარი სახის “წმინდა ნორმად” გარდაქმნიან.
ცუდად ასპექტირებული ანდა “დაზიანებული” ვენერა უკანასკნელ დროს ხშირად განიხილება როგორც გრძნობენში განგაშის არსებობაზე, სექსუალური ქმედების გადაჭარბებად ანდა სექსუალურ აღვირახსნილობად (ავხორცობად), და ეჭვგარეშეა, ის დაკავშირებულია ეროტიკულ საფუძველზე წარმოშობილ ნერვოზებთან, არასრულფასოვნების კომპლექსთან და ა.შ.
ჩვეულებრივი, მიღებული ინტერპრეტაციის (რომლის მეშვეობითაც ვენერა ახდენს ქალური პერსონის სიმბოლიზებას _ დედა, მეუღლე ანდა შეყვარებული) შესავსებად, უმჯობესია შევნიშნოთ ისიც, რომ ეს პლანეტა მრავალ შემთხვევაში თავს იჩენს უსულო საგნებთან, მოვლენებთან ანდა მდგომარეობასთან შესაბამისობაში (მაგალითად, სიამოვნება, დღესასწაულები, მიღებები, საჩუქრები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ.).
ფსიქოლოგიური ექვივალენტები
შემოქმედება, სიყვარულის უნარი, ჰარმონია, სინაზე, სიამოვნების წყურვილი, ნერვოზები, არასრულფასოვნების კომპლექსები, მგრძნობიარობა.
ფიზიოლოგიური ექვივალენტები
ენდოკრინოლოგიური და ჰორმონალური სისტემები, ვენები.
წყარო: ტ. გ. ბურგონი
მითოლოგიურ და სიმბოლურ ასპექტში, პლანეტა ვენერა, მთელ სამყაროში, როგორც ორმაგი ხასიათის მქონედ – სიყვარული და სიბრძნე – ისე იყო დახასიათებული. დილის (გარიჟრაჟის) კაშკაშა ვარსკვლავი, – ამაყი ლუციფერი, – სიბრძნის გენია იყო და, ჭეშმარიტად, როცა ის ბრწყინავს, როგორც ახალი დღის მაუწყებელი, ვერცერთი ციური მნათობი ვერ შეძლებს სიკაშკაშეში მის მეტოქეობას. ის ასევე შესანიშნავია როგორც სიყვარულის ქალღმერთი. ძველი ბერძნები მას ასევე აფროდიტეს სახით გამოსახავდენ, რომელსაც თავზე ხარის რქები ჰქონდა.
კაბალისტურად პლანეტა ვენერა აღნიშნავს დიადი ადამიანის _ არქეტიპის სულში სიყვარულის ელემენტს და ამიტომაც ის კაცობრიობის განსახიერებაში სიყვარულის გრძნობას წარმოადგენს. შესაბამისად, ის ადამიანის კონსტიტუაციაში შეესაბამება ქალურ, ნაყოფიერ ნაწილს, ასევე მიჯაჭვულობის, დამოკიდებულობის გრძნობას. ეზოთერულ დონეზე ვენერა _ ციური ანაელია, ასტრალური სამყაროს მეუფე (თავადი). ამ საკუთარ სახებაში ასტრალური სინათლე ფლობს გარდაქმნისა და “ძალების შენარჩუნების” თვისებებს. როგორც იზიდა (ანუ მთვარე), სიმშვიდის მდგომარეობაში ასტრალური ფლუიდია, მომავლითაა ორსული (წმინდა სულისგან), ანუ თავის თავში ატარებს მომავლის ნაყოფს, ისევე როგორც ქალი, რომელიც საკუთარ სხეულში ატარებს ნაყოფს. ანაელი იგივე ფლუიდს წარმოადგენს მოძრაობაში. ამიტომაც მთვარე (იზიდა) და ვენერა (ანაელი) კაბალური სიმბოლოების არსის ორი სახეობაა, სამყაროს სულში მოძრაობაა.
ასტროლოგიურად შესაძლებელია ითქვას, რომ ვენერა წარმოადგენს მხიარულებას, სიხარულს, საზოგადოების სიყვარულს და ამიტომაც ვენერას გავლენა, მას, ვისაც ის მართავს, ხრის პატივმოყვარებისა და სიამოვნებისკენ. ელიტური სიამოვნებანი უპირობოდ იმართება ვენერას მიერ (ანუ ვენერა მფარველობს): ბალები, კონცერტები, მიღებები _ ვენერას მმართველობის ქვეშ დაბადებულები ფლობენ შეუდარებელ მიმზიდველობას. თუ ქალურ ჰოროსკოპში ვენერას მტრულად განწყობილი სხივების ქმედება არაკეთილგანწყობილია, მაშინ ინდივიდი “უბედური” ხდება და იტანჯება საკუთარი კეთილისმყოფელების დაკარგვით, ამიტომაც ვენერას მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ინტელექტუალურ დონეზე ვენერა მართავს მაღალი ჯგუფის საოჯახო თვისებებს, ასევე იდეალისტურ, არტისტულ და მუსიკალურ გრძნობებს; და ისინი, ვისზეც ვრცელდება ეს გავლენა, გამოირჩევიან მუსიკაში, ხელოვნებასა და პოეზიაში და საკუთარი არტისტული სრულყოფილებით ცნობილები ხდებიან, მაგრამ, ამავდროულად, ისინი განსხვავდებიან ჭეშმარიტი მორალურ-ზნეობრივი ძალების უკმარისობით. ისინი უნებურად მიმართულნი არიან საკუთარი გრძნობების, ვნებებისა და სურვილებისკენ. ცნობიერება მჩატდება, როგორც კი მათი სურვილები იღვიძებს. აქედან მოდის დიდი საშიშროება _ შეცდომაში შევიდნენ ლაქუცით და სენტიმენტალური უაზრობებით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვენერა არ მფარველობს ჰარმონიული სხივებით.
ფიზიკურ დონეზე, როდესაც ვენერა მთავარი სახით მბრძანებლობს ინდივიდის სულზე, მაშინ ძლიერ მიდრეკილებას ავლენს ყველა სახის საზოგადოებრივობისკენ, ასევე ცეკვის, მუსიკის, ფერწერისადმი და სხვა. ის მას აძლევს კარგ ზნეობას, სულიერ მიდრეკილებას, ზრდილობასა და თანაგრძნობას. მამაკაცები, რომლებიც ამ გავლენის ქვეშ ექცევიან, ბრწყინვალე სქესის დიდი ფავორიტები არიან, მათ აქვთ თვითფლობისა და სიმყარის უკმარისობა და, თუ ვენერა არაკეთილგანწყობილია, მაშინ ხშირად რთულ მდგომარეობაში და, შესაძლებელია, გარყვნილებაში ჩავარდნენ. ამ შემთხვევაში, სატურნთან კარგი ასპექტი სასარგებლოა, რათა გაცივდეს და გამყარდეს ინდივიდის ხასიათი და ტემპერამენტი. ქალები, რომლებიც დაიბადნენ ვენერით ასცედენტზე, საერთოდ, უფრო ზრდილობიან, მიმზიდველ და მომხიბვლელ თვისებებს ფლობენ. თუ ვენერა კეთილგანწყონილია, მაშინ ისინი, გარეგნულადაც და ჩაცმაშიც, უბრალონი, ელეგანტურები და არტისტულები არიან. ისინი არანაკლებ ელეგანტურები არიან საკუთარი შინაგანი თვისებებითაც და, საერთოდ, ისეთივე კეთილისმყოფელები არიან, როგორც ლამაზები. და ამიტომაც საფუძვლიანად ვარაუდობენ, რომ საერთო თვისებები, რომელსაც ვენერასგან იღებენ, ალერსიანობის და თანდაყოლილი სიკეთის არსია; და როგორიც არ უნდა იყოს ვენერას გავლენის ქვეშ მყოფის ნაკლი, ყოველ შემთხვევაში, ეს ნაკლი ნაკლებმნიშვნელოვანია და უფრო მეტად როგორც სისუსტე და ყოვლისშემძლე ცოცხალი ბუნების შედეგია, ვიდრე წინააღმდეგობრივი ბოროტება და ბოროტების ქმნის სურვილი. ვაღიარებთ რა ამის სრულ სამართლიანობას, ჩვენ მივუმატებთ მხოლოდ იმას, რომ ბოროტების ჩადენის შანსები იზრდება ექსტერნალიზმის წინაპირობით. ანუ იმ ცხოვრების ფორმით, რომელიც ინდივიდმა განიცადა და განვლო.
ზოგადად, ასეთი ადამიანები საშუალო სიმაღლისანი არიან, აქვთ ლამაზი, ნათელი სახის კანი; ბრწყინავი თვალები, რომელშიც კიაფობს კეკლუცობა; ლამაზი სახის ნაკვთები და შესანიშნავი სხეული.
წყარო: ვ. ზაპრაგაევი
ვენერა – ანაელი, სიყვარულის, სილამაზისა და სიხარულის გენია. “ღმერთის ტკბილი, ნეტარი სიმღერა” და ბუნების სილამაზე; სიყვარულის, სილამაზისა და ობიექტის (რომელზეც შესაძლებელია სიყვარულის განვითარება და გამოვლინება) პოვნის ნაზი სურვილების რეზერვუარია. სიყვარულის უმაღლესი, ყველაზე წმინდა და მეტად მკვეთრი გამოვლინებაა დედამიწაზე, დედობრივი სიყვარულია. ანაელი-სიყვარული არის სამყაროს სულში ის მოძრაობა, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობის გადარჩენა ხდება.
ზნეობრივ დონეზე ვენერა არის ბუნების ერთ-ერთი უდიდესი ძალა, ისევე, როგორც ტემპერატურული მდგომარეობა აღნიშნავს + -სა და – – ს, ასევე ყველა ძალა და ყოველი თვისების მდგომარება შესაძლებელია გაჯერებული იყოს ამ ნიშნებით.
პლიუსი უთითებს სიყვარულის არსებობაზე მის ბრწყინვალე, დადებით, მორალურ-ზნეობრივ მნიშვნელობაში; მაშინ, როდესც მინუსი – მის არარსებობაზე, ანდა უფრო სწორად ეგოისტურ, გაუკუღმართებულ, უზნეო სიყვარულზე უთითებს. პირველის (ანუ პლიუსის) მაჩვენებლები ჰოროსკოპში კეთილგანწყობილი ასპექტები იქნება. პირები, რომლებიც კითხულობენ ასტროლოგიას, ხშირად ვარდებიან დიდ შეცდომაში, ვარაუდობენ რა, რომ ჩვენი ბედნიერება ანდა უბედურება, ჩვენი ხასიათი და ა.შ. დამოკიდებულია ვარსკვლავებზე; მაგრამ ეს სრულიად არაა მართალი: ისინი იღებენ მხოლოდ შედეგს მიზეზზე. ყოველ სულს, რომელიც დაიბადა მიწიერ ცხოვრებაში, აქვს საკუთარი წარსული; ატომები, რომლებიც ჩაბმული არიან დიად წრეში, არააწმყო (წინა, უკვე გავლილ) ევოლუციაში, უკვე ფლობენ ელემენტარულ და სეფიროტიკულ პოტენციურობას, რომლებიც მიმართავენ სულს (სამშვინველს) მონადას განსაზღვრულ ხაზზე გამოცდილების შესაძენად _ სიკეთისა და ბოროტების, სიყვარულისა და სიძულვილის გასაგებად. სული (სამშვინველი) საკუთარ ესენციურ ბუნებას უმატებდა ამ გამოცდილებას (ყოველი განსხეულების დროს); გამოცდილება კი არის შედეგი ჩვენი აზრების, გრძნობებისა და ქმედებების, რომლებიც სხვადასხვა წესრიგის ვიბრაციის არსია; ხოლო შედეგად ფლობენ ხმასა და ფერს. და არაა რთული იმის გააზრება, რომ ჩვენი აზრები, გრძნობები და ქმედებები, ჩვენი შინაგანი ბუნების შედეგია, შეუძლებელია სხვა რამეზე ისე იყვნენ დამოკიდებულნი, როგორც ჩვენ ტემპერატურაზე (ელემენტარული ბუნება) და ჩვენ ხასიათზე (ჩვენი ევოლუციის შედეგი); ხოლო, შესაბამისად, უნდა ჰქონოდათ ფერი და ხმა (მაგრამ მხოლოდ ცნობილ დაბინძურებაში – ანუ მატერიაში) და, რომ ეს ფერი და ხმა იმ ვიბრაციების ნათესავები არიან, რომლებსაც ატომები ფლობდნენ და, რომლებმაც იმპულსები მისცეს მონადას. მაგრამ რაც მიკროკოსმოსშია, იგივეა მაკროკოსმოშიც; და მსგავსი იზიდავს მსგავს. სივრცეებში არსებობს სიკეთისა და ბოროტების (პირქუში, ბნელი სატელიტი) სფეროები. ასევე, ყველა სახეობის ვიბრაცია: საიდანაც იმ დასკვნის გამოტანა რთული არაა, რომ სული (სამშვინველი), რომელიც ფლობს ცნობილი ბუნების ვიბრაციებს, მიიზიდება მონათესავე ვიბრაციების მიერ და იმყოფება იქ ისეთი მნათობების მდებარეობის დადგომადე, რომელთა შეხვედრის ემანაციაც გააღვიძებს დედამიწის მაგნიტურ ატმოსფეროში ვიბრაციულ მოძრაობას, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სულს შემოაღწიოს დედამიწაზე და განსხეულდეს.
ზემოთქმულიდან ნათელია, რომ ჩვენი სულიერი, ზნეობრივი და გონებრივი ევოლუციის დონე არის ის მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ ვიბადებით დედამიწისეულ სიცოცხლეში მნათობების განსაზღვრული მდებარეობის დროს და, რომ მიზანი და ასეთი წესრიგის გონიერება ნიშნავს _ ახალი გამოცდილების დასაგროვებლად მოგვეცეს შესაძლებლობა, რათა ასე მოვახდინოთ ჩვენი ხასიათის სრულყოფა, რომელიც ადამიანის ევოლუციაში პიროვნულ დონეზე ვლინდება და, ჰოროსკოპი არის შესაძლებლობა განისაზღვროს ეს დონე და ეს ზღვარი; და შესაბამისად, ბედნიერების ის რაოდენობაც, რომელიც მოდის დაბადებულის ანგარიშზე. ვენერა არის სიყვარული, სილამაზე და ბედნიერება და, რა თქმა უნდა, ყველა ვთანხდებით იმაში, რომ მისი მეშვეობით ადამიანის ცხოვრებაში განისაზღვრება ბედნიერებაც. ასე რომ, საკუთარ თავში განავითარეთ სიყვარული, შექმენით ზნეობის და გონებრივი სილამაზის იდეალი, გიხაროდეთ ცხოვრებაში ნებისმიერი გამცდილების მიღება; და ასე დაიმსახურებთ ანაელის მფარველობას, და თქვენ სულში სიყვარულის მოძრაობა გამოანთავისუფლებს მარსთან და სატურნთან ზიანის მომტან შეთანხმებას და დადებით თანხვედრაში მოვა მერკურთან, მთვარესთან და იუპიტერთან.
ინტელექტუალურ დონეზე ვენერა გონებრივ უნარებს მიმართავს იმაზე, რომ ადამიანმა საოჯახო ცხოვრებაშიც კი საგანი მოიცვას მთლიანად საკუთარი სიყვარულით, სიხარულით, ბედნიერებით, ანუ მისცეს მას ის, რაც სასიამოვნოა, თუნდაც ეს ეხებოდეს მხოლოდ წვრილმან, თითქოსდა, მარტივ სადილობას ანდა სმას. ის გონებას მაღალ დონეზე მიმართავს იდეალურობისკენ _ ხელოვნებაში, მუსიკაში, პოეზიაში; მაგრამ ყველაფერი ეს პირადი გრძნობების, ვნებებისა და სურვილების ძლიერი შეფერილობითაა.
პიროვნების გამოვლინების ფიზიკურ დონეზე უნდა მოხდეს სხვა პლანეტებთან ასპექტირების სრული განხილვა. თუ ჰოროსკოპში ვენერა კეთილგანწყობილია, მაშინ მისი დომინანტური გავლენის ქვეშ დაბადებული გამოხატავს სილამაზეს არტისტულობაში, ელეგანტურობაში, დახვეწილ უბრალოებაში, ხოლო სიყვარულის გრძნობა ვლინდება კეთილგანწყობაში, ზრდილობიანობაში, მომხიბვლელ მანერებსა და ქცევებში, ალერსში, ბუნებით სიკეთესა და თანაგრძნობაში; თუ ვენერა არაკეთილგანწყობილია, მაშინ ყველა ეს თვისება წარმოდგენილია დამახინჯებულად, ვნებებითა და მგრძნობიარობით შეფერილობაში. გარეგნული ფორმა, როგორც ყოველთვის, იმყოფება სრულ ჰარმონიაში იმ პრინციპთან, რომლის გარდასახვამაც მიაღწია მატერიალური განსხეულების დონეს.
ცხოვრების მეოთხე ტალღამ მარსის წითელი სივრცის მხურვალე ვნება (მარსი ანდა ვულკანი _ ვენერას მეუღლე, ანუ მათი ნათესაური ვნებების მიხედვით ის განმასხვავებელი ვიბრაციები, რომელიც მარსში გამოიხატება _ ბობოქარი ვნებიანობით, აგრესიულობით, ხოლო ვენერაში _ ხანმოკლე ვნებითი სინაზით) გარდასახა ნაზ ვარდისფერში; აი ეს ნაზი ვარდისფერია ანაელი და მძაფრდება ცხოვრების განსხეულების ყველა ფორმაში, რომელიც ამ სეფირული პრინციპიდან წარმოსდგება, _ ამიტომაც, იმ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ ვენერას გავლენის ქვეშ, სახის ნაკვთებზე ამ პრინციპის სტიგმები ექნებათ. თავისი ელემენტარული თვისებებით ვენერა _ სითბო და სინოტივეა, ხოლო სეფიროტულით _ მოწითალო, მოვარდისფროა; შესაბამისად ფიგურა მომრგვალებული, თბილი ექნებათ; სახის ფერი _ მოწითალო-მოვარდისფრო; თვალები _ ყავისფერი, ლამაზი, მხიარული, მოუსვენარი, კეკლუცი, ბრწყინავი; ერთი სიტყვით, ეს სილამაზისა და გრაციის განსხეულებაა.
წყარო: ლ. ვინკლერი
ვენერა. მიმზიდველობის პლანეტა, ესთეტური გრძნობის, სილამაზის, ჰარმონიის, სიამოვნებისა და სიყვარულის მატარებელია. მასში უმაღლეს დონეზეა გამოვლენილი ქალური ხასიათი. ის დაკავშირებულია, კავშირებისკენ ლტოლვასთან, გაერთიანებასთან, სენტიმენტალურ, ყველა რბილ და სასიამოვნო, ამაღელვებელ გრძნობასთან. მისი მფარველობის ქვეშაა არტისტული უნარები. ის განაგებს შეგრძნებების სამყაროს, ასევე ყელს, თირკმელებს, შეხებას, ქალურ ჰორმონებს, ხმას, საჭმლის მომნელებელ სისტემას, ვენებს.
მართავს კუროსა და სასწორის ნიშნებს, ასევე მეორე და მეშვიდე სახლებს.
სტატიის ავტორი: ნინო
ვენერას ფუნქციები, დამუშავება და მახასიათებლები