18 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, საღამოს 21:00 სთ-ზე ვიქტორინის კითხვა ასტრო ბლოგის საიტზე განთავსდება, რომელიც შემდეგი დღის 21:00 სთ-მდე არ შეიცვლება.
კომენტარებში (საიტზე, კითხვის ქვემოთ) სწორი პასუხის პირველ დამწერს 1 ქულა მიენიჭება.
ვიქტორინის გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ქულას დააგროვებს.
ვიქტორინის ჩატარების პერიოდში გამორჩეულად აქტიური მონაწილე, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს, მაგრამ დაგვიანებით (ანუ სხვა დაასწრებს) – ყოველდღიური აქტიურობისა და ცოდნისთვის დაჯილდოვდება. ასე, რომ თითოეულ თქვენგანს შანსი აქვს მოიგოს ასტრო ბლოგის პრიზი (ტაროს სრული ანალიზი) ან დაჯილდოვდეს როგორც ვიქტორინის აქტიური მონაწილე.
გისურვებთ გამარჯვებას :)
ამჟამინდელი მონაცემებით:
- მარიამ ძებნიაური (N1 კითხვა) – 1 ქულა
- მიშო შოვნაძე (N2 კითხვა) – 1 ქულა
- მიშო შოვნაძე (N3 კითხვა) – 1 ქულა
ვიქტორინის N3 კითხვა:
„ლომი ცეცხლის სტიქიის, ფიქსირებული ნიშანია;
სასწორი – ჰაერის სტიქიის კარდინალური ნიშანი;
თხის რქა – მიწის სტიქიის კარდინალური ნიშანი;
ხოლო მერწყული ჰაერის სტიქიის მუტაბელური ნიშანი“ – რომელია შეცდომით დაწერილი?