18 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით, საღამოს 21:00 სთ-ზე ვიქტორინის კითხვა ასტრო ბლოგის საიტზე განთავსდება, რომელიც შემდეგი დღის 21:00 სთ-მდე არ შეიცვლება.
სწორი პასუხის პირველ დამწერს 1 ქულა მიენიჭება.
ვიქტორინის გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც მეტ ქულას დააგროვებს.
ვიქტორინის ჩატარების პერიოდში გამორჩეულად აქტიური მონაწილე, რომელიც ყველა კითხვას სწორად გასცემს პასუხს, მაგრამ დაგვიანებით (ანუ სხვა დაასწრებს) – ყოველდღიური აქტიურობისა და ცოდნისთვის დაჯილდოვდება. ასე, რომ თითოეულ თქვენგანს შანსი აქვს მოიგოს ასტრო ბლოგის პრიზი (ტაროს სრული ანალიზი) ან დაჯილდოვდეს როგორც ვიქტორინის აქტიური მონაწილე.
გისურვებთ გამარჯვებას :)
ვიქტორინის N1 კითხვა:
მითების თანახმად ზევსს (იუპიტერს) ისე შეუყვარდა სპარტის მეფის ტინდარევსის მეუღლე ლედა, რომ გედად გადაიქცა და მის საძინებელში ისე შეაღწია. ამის შემდეგ გაჩნდნენ ლედას ტყუპი ვაჟები, ერთი ტყუპისცალი ზევსის, მეორე კი სპარტის მეფის ტინდარევსის იყო. დღეს ამ ტყუპი ძმის საპატივცემულოდ არსებობს როგორც ტყუპების თანავარსკვლავედი, ასევე ზოდიაქოს მესამე ნიშანი, ანუ ტყუპების ნიშანი. რა ერქვათ ტყუპ ძმებს?
კომენტარებში პირველი სწორი პასუხის დამწერს 1 ქულა ეთვლება