ზოდიაქოს ნიშნის ქალები სექსამდე და სექსის შემდგომ

ზოდიაქოს ნიშნის ქალები სექსამდე და სექსის შემდგომ


ვერძთან საერთოდ ლოგინში ხართ რო? ისევე როგორც ვერძი მამაკაცისთვის,ვერძი ქალისთვისაც დამახასიათებელია “შემთხვევითი” სექსუალური კავშირები. მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ანტურაჟი,დრო და ადგილი. მნიშვნელოვანია მხოლოდ სურვილი,რომელიც ვერძს ყოველთვის აქვს. ეს ქალი უაღრესად სექსუალურია. ვერძი მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან სიყვარულსა და სექსს.

“სექსი მომწონს ჩემს საყვარელ ადამიანთან…_გამოტყდა ერთერთი მათგანი. _ ან ნებისმიერთან,თუ იმ პერიოდში საყვარელი ადამიანი არ მყავს.”

თუ ეს მხურვალე ქალბატონი შეყვარებული არ არის,მაშინ პარტნიორს ირჩევს ფიზიკური მიმზიდველობის მიხედვით ანუ კარგ ადამიანს კარგი სექსი ურჩევნია. ქალთა ამ ეგზემპლარისგან ისიც გვსმენია, რომ „მამაკაცმა მხოლოდ ის ერთი საქმე უნდა აკეთოს,რაც ყველაზე უკეთ ეხერხება,რადგან რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება და მრავალმხრივობა კაცებს არ შეუძლიათ.”

მაგრამ თუ ვერძი შეყვარებულია,მაშინ პირველივე სექსის შემდეგ მის გულში უნაზესი სენტიმენტების მთელი კასკადი ალდება. ასეთ დროს მისი განცდებისა და გრძნობების რომანტიული გამოხატულება ჰოლივუდური ფილმების სასცენარო მასალაა.

შემთხვევითისექსის შემდეგ

ვერძი საკუთარ საქმეებს მიუბრუნდება. განა ის რომ, რამე მნიშვნელობა არ მიანიჭა ამ ფაქტს,უბრალოდ ძალიან ბევრი გადაუდებელი საქმე აქვს და თან სულაც არ სჭირდება თქვენი დახმარება,თქვენ მაინც არაფერი არ იცით! სექსშიც კი „ისე რა” იყავით რა. თქვენ რა,მასთან ჩასახლება ხომ არ გადაგიწყვეტიათ??? ყველაფერი დამთავრდა,სულ კარგად ბრძანდებოდეთ!

 

 

კურო ქალი კურო მამაკაცზე გაცილებით სექსუალურია. არავითარი ხანგრძლივი პრელუდიები, აღმგზნები საშუალებები და დამატებითი ხელსაწყოები საჭირო არ არის. მთავარია,ლოგინი იყოს მყუდრო და მოსახერხებელი. სექსი მისთვის აუცილებლობაა. თუ მუდმივი პარტნიორი არ ჰყავს,ის საკმაოდ მცირე დროში ახერხებს ახალგაზრდა სიმპათიური ყმაწვილის გაცნობას „ერთმნიშვნელოვნად ნათელი განზრახვებით” და ყოველგვარი მორიდებისა და სინდისის ქენჯნის გარეშე მიატოვებს,თუ უკეთესი პარტნიორი იპოვა ან სულაც ვინმე შეუყვარდა. ამდენად,მას საკმაოდ პრაგმატული(უფრო მამაკაცური) მიდგომა აქვს ამ დელიკატური საკითხის მიმართ.

უშუალოდ სექსის დროსაც,თუ კურო მამაკაცისთვის სექსის მგრძნობიარე მხარეს აქვს მნიშვნელობა,კურო ქალისთვის ცალსახად პრიორიტეტულია ამ საქმის ფიზიოლოგიური მხარე. ის შესანიშნავი პარტნიორია,თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადმე პასიურია.

შეუძლებელია მისი დაკმაყოფილება მარტივად, უფრო სწორად სწრაფად. დაუკმაყოფილებელმა კურომ კიდევ გამძვინვარება იცის და გასაგები,ხალხური ლექსიკით ახსნა,რას ფიქრობს ყურცქვიტა იმპოტენტებზე. სიტყვამ მოიტანა და, აღგზნება და ვერდაკმაყოფილება ყველაზე უტყუარი მეთოდია კუროს წყობიდან გამოსაყვანად.

ყველა კუროს აქვს პატარა საიდუმლო,სათადარიგო ეროგენული ზონა,რომელიც მასში სასიამოვნო განცდათა ჯაჭვს იწვევს. „ვინც ფლობს ამ საიდუმლოს,ის მართავს კუროს”_ამტკიცებენ ასტროლოგები. საიდუმლოს ამოხსნა კი ნდობის ფაქტორზეა დამოკიდებული,რადგან კუროსთვის უცხოა სირცხვილი ამ სფეროში და ის ღიად საუბრობს საკუთარ სექსუალურ შეგრძნებებსა თუ პრობლემებზე.

შემთხვევითისექსის შემდეგ

კურო… მამაკაცებო,ყურადღებით! კურო ერთადერთი ქალია მთელი ზოდიაქოდან,რომელიც თქვენ გაჭმევთ და გასმევთ,მოგითითხნით ბუტერბროდებს,ჩაის დაგისხამთ და გაგებით მოგეკიდებათ. ცხადია, უანგაროდ არა! მას შემდეგ რაც დანაყრდებით,თქვენ არაორაზროვანი და კატეგორიული ფორმით შემოგთავაზებენ გაიმეოროთ ყველაფერი,რაც უკვე გააკეთეთ,თავიდან. ამჯერად უფრო ნელა და საფუძვლიანად,თორემ რაღაც ვერ გაიგო რაებს ფაფხურობდით იმ სიჩქარეში. აბა,გაბედეთ და უარი უთხარით!

 

 

ტყუპები ქალი ლოგინში გახსნილი და თავისუფალია.

“მე ისეთი მრავალფეროვანი ფანტაზიები მაქვს… სამწუხაროა,რომ მამაკაცები თითქმის არასდროს იზიარებენ”_აღნიშნა ერთმა ტყუპებმა. მას მართლაც არაფერი აკვირვებს,თუმცა უფრო მეტს ლაპარაკობს,ვიდრე აკეთებს. მისთვის საინტერესოა სიახლე განიხილოს, სცადოს, მოსინჯოს, ექსპერიმენტი ჩაატაროს და არა ყოველდღე “ერთნაირი,მომაბეზრებელი და  სტანდარტული სექსი” ჰქონდეს. ხანგრძლივი დროით ეს ქალი არ გეყოფათ.

ტყუპების კიდევ ერთი მახასიათებელი თვისებაა ლაპარაკი. სექსამდე,სექსის დროს,სექსის შემდეგ! ეს სიტყვიერი ეროტომანები წარმოსთქვამენ ყველაფერს “დან” და “მდე”,რასაც აკეთებენ ან პარტნიორისგან ითხოვენ. მიმდინარე პროცესების დეტალურ ნიუანსებში თხრობა,ტყუპების ავტორობით, ხშირ შემთხვევაში უკურეაქციებს იწვევს მამაკაცებში.

შემთხვევითისექსის შემდეგ

ტყუპები ჯერ ანეკდოტებს მოგიყვებათ,მერე დოლარის კურსს განიხილავს,მერე U2 ს ახალ კლიპზე გადავა,მერე ისევ ანეკდოტი, მერე სიგარეტი გაუთავდება და მეზობელთან გავა სათხოვნელად… მორჩა. თქვენ შეგიძლიათ უკან გაჰყვეთ და საკუთარი არსებობა შეახსენოთ,მაგრამ ამას აზრი არ აქვს.

 

 

მგრძნობიარობისა და ეროტიულობის მიუხედავად,კირჩხიბი ქალი სუსტი საყვარელია. მოდუნება და  მრავალრიცხოვანი კომპლექსებისგან განთავისუფლება ამ კდემამოსილი ქალისთვის საკმაოდ რთულია. თავიდან ეს განპირობებულია სიმორცხვით და პარტნიორთან შეუგუებლობით. მას დიდი დრო სჭირდება იმისთვის, რომ მამაკაცს მიეჩვიოს. შემდეგი ნეგატიური ფაქტორი დაფეხმძიმების შიშია,მერე კომპოტები აქვს მოსახუფი და ა.შ.

თუმცა კირჩხიბთან საქმის დაჭერისას,თქვენ ვერასოდეს გაიგებთ,მართლა კარგად გრძნობს თქვენთან თავს თუ თვალთმაქცობს,რადგან თქვენი დაკარგვის ეშინია. ის უყოყმანოდ ყრის ფარხმალს მამაკაცური ძალის წინაშე და ხშირად ირჩევს კეთილდღეობის იმიტირებას,რაც ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე,მარტივად გამოსდის. არანაირი მოთხოვნები პარტნიორისადმი მას არ გააჩნია.

კირჩხიბი ხშირად განიხილავს სექსს,როგორც “გადასახადს”. მაგალითად,უყიდეთ რაიმე ძვირფასი საჩუქარი და ის თავს ვალდებულად ჩათვლის, თქვენი ყველა სექსუალური კაპრიზი უსიტყვოდ შეასრულოს.

მოკლედ,დაიცავით ყველა ტრადიციული რიტუალი და ღმერთი გფარავდეთ მომაკვდინებელი მოწყენილობისგან.

ერთადერთი რეალური მიზეზი,რის გამოც კირჩხიბი ქალი ინტიმურ ურთიერთობას თანხმდება, არის გათხოვება,საკუთარი პატარა ბუდის მშენებლობის პერსპექტივით.

“შემთხვევითი” სექსის შემდეგ

კირჩხიბთან მხოლოდ საუბრებითა და კოცნებით ვერ გამოძვრებით. პარკეტი უნდა მოუხვეწოთ ან სახურავი შეუკეთოთ და თქვენ გააზრებასაც კი ვერ მოასწრებთ,ისე აღმოჩნდებით მის მარწუხებში და პასპორტში შტამპიც არ დააყოვნებს. ასე რომ, იამაყეთ, თქვენ აგირჩიეს! დიახ, დიახ, ზუსტადაც რომ აგირჩიეს. დაე, თქვენი ცხოვრების უახლოესი მომავალი წინასწარ გათვლილია და შეწინააღმდეგება ყოვლად უშედეგოა,სამაგიეროდ… გახსოვთ ტოლკიენი?

„რატომ მაინცდამაინც მე? მე ხომ ჩვეულებრივი ჰობიტი ვარ?!”

კირჩხიბი: „იმიტომ რომ შენ რჩეული ხარ!”

 

 

 

სექსი, როგორც ასეთი,ფიზიკური სიამოვნების წყაროდ ცნობილი საქმიანობა,ძუ ლომს არ აინტერესებს, ანუ ფიზიკური შეგრძენებები და დაკმაყოფილების ფაქტორი მისთვის უმნიშვნელოა. მისთვის მთავარია ემოციური მხარე.

შეყვარებული ლომი ძალზედ ნაზი და ვნებიანია. მზადაა,პარტნიორის ყველა სურვილი შეასრულოს,ოღონდ მას ესაჭიროება წამყვანი,რადგან საკმაოდ მწირი ფანტაზიები აქვს. როდესაც სექსუალური ურთიერთობის ემოციური მხარე თავს წურავს(ვთქვათ დიდი ხანია გათხოვილია და გრძნობები ჩვევებმა ჩაანაცვლა),ის გაზულუქებული პრინცესასავით იქცევა,რომელსაც მხოლოდ საკუთარი ინტერესები აღელვებს და თითსაც არ გაანძრევს პარტნიორის სიამოვნებისთვის.

ყველაზე „გადამწყვეტ მომნეტში” მისი გონება დაკავებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებით,როგორიცაა: რამდენად სექსუალურ და დახვეწილ პოზაში იმყოფება, როგორ რაკურსშია, ტუში ხომ არ გაედღაბნა, ვარცხნილობა ხომ არ გაუფუჭდა და ა.შ. მისთვის რაიმე არაორდინალურის შეთავაზება არ ღირს,უარს გტკიცავთ(შესაძლოა საერთოდ სექს-ბოიკოტიც გამოგიცხადოთ დიდი ხნით).

მისი ნარცისიზმი ხშირად წარმოშობს სურვილს,იქონიოს საძინებელში სარკის ჭერი ან დაკავდეთ სექსით სარკის წინ,რათა საკუთარი გარეგნობით დატკბეს.

შემთხვევითიდა არა მისი ინიციატივით შემდგარი სექსის შემდეგ

ძუ ლომი ნამდვილი დედოფალივით მოიქცევა,რომელმაც შემთხვევით ქაქს დააბიჯა,ანუ თავს ისე დაიჭერს თითქოს არც არაფერი მომხდარა და თქვენ საერთოდაც არ გიცნობთ. შემთხვევითი კავშირები მათ სამეფო დიდებულებებს არ ეკადრებათ! თქვენ კი,მისგან სრულიად იგნორირებული, ეჭვებში ჩავარდებით,გქონდათ კი საერთოდ სექსი?

 

 

მამაკაცები ბევრ სასიამოვნო სიტყვას ამბობენ ქალწული ქალების მისამართით და ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ქალწული ყველაზე მოსახერხებელი პარტნიორია,რადგან ის ზუსტად ისეთი იქნება,როგორსაც მისი მამაკაცი ისურვებდა. თუ მას ეტყვიან,რომ „კამასუტრა” უნდა დაიზუთხოს,ის არ დაიწყებს განსჯას და კითხვების დასმას,ასეც მოიქცევა. მაგალითად, ტყუპები გადაფურცლავს,გაიგებს „აი,თურმე რა ყოფილა კამასუტრაო” და გადააგდებს. კირჩიხიბი დაიწყებს და 5-ე გვერდზე გატყდება. ქალწული არა! ის ყველაფერში სანიმუშო და თითით საჩვენებელი მაგალითი უნდა იყოს.

პარტნიორისგან მოითხოვს გაგებასა და ხელმძღვანელობას,ამიტომ ძლიერი ნიშნის კაცები მოსწონს,ვინც მას „გამოთლის” და ფორმას მისცემს.

გრიგალისებრი ვნებები და დიდი მგრძნობიარობა მისთვის უცხოა. თუმცა ის მარტივად თანხმდება სხვადასხვა სახის ექსპერიმენტს,განსაკუთრებით „ტექნოლოგიური სიახლეების” გამოყენებით.

ქალწულს არ ახასიათებს ლოგინში ცრუ მოკრძალება. ის ტაქტიანად მიანიშნებს პარტნიორს, რას ელის მისგან და სიამოვნებით ჰყვება ნებისმიერ წამოწყებაში,მთავარია საყვარელი ჰყავდეს დაკმაყოფილებული.

ქალწული “შემთხვევით” სექსშიც კი რაციონალობის მარცვალს დაუწყებს ძიებას.მერე რა,რომ უპერსპექტივოა? სამაგიეროდ, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და განტვირთვას უწყობს ხელს. ამიტომ,ქალწული ერთადერთია, ვინც გულწრფელად თქვენი მადლიერი იქნება.და ეს ქალწულის თანდაყოლილ, პარტნიორის გაგების უუნარობასთან ერთად კომბინაციაში,თქვენ დაუვიწყარ შეგრძნებებს მოგანიჭებთ.წარმოიდგინეთ ესესაა დანაშაულის გრძნობა დაგეუფლათ და ამ დროს “მადლობა” ს გეუბნებიან.მიხრჩობა მოგინდება.

 

 

სასწორები საკუთარ სექსუალურ ცხოვრებაზე არაფერს ჰყვებიან და ყველაფერი, რაც მათ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ახასიათებთ,ცნობილია მათი პარტნიორებისგან.

სასწორი ქალი სექსს განიხილავს,როგორც ქალისა და მამაკაცის ხანგრძლივი და რომანტიული ურთიერთობის ლოგიკური დასასრულის ესთეტურ გამოხატულებას.

ხშირად სასწორი სექსზე თანხმდება მხოლოდ იმიტომ,რომ არ სურს კარგ ადამიანს აწყენინოს და მამაკაცურ ზეწოლას ნებდება. ხშირად,მაგრამ არა ყოველთვის! ის თანახმაა სექსზე, თუ მართლა შეყვარებულია. ამ დროს მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია მორალური პრინციპები,გარშემომყოფთა აზრი და რჩევები. ბევრ რამეზეა წამსვლელი, ოღონდ საყვარელ ადამიანს ასიამოვნოს.

სასწორი დიდი ვნებიანობით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ ამ ნაკლს სინაზითა და არტისტულობით აკომპენსირებს. მას ყურებით უყვარს და საჭიროებს გრძნობების მოსაფერებელი და ნაზი სიტყვებით გამოხატვას. ხანდახან თავადაც უყვარს ლოგინში ლაქლაქი. სასწორთან სექსი ხშირად ემსგავსება ჩეშირელი კატის გამოსახულებას,რომელიც ნელ-ნელა ილევა და მისგან მხოლოდ ღიმილიღა რჩება.

“შემთხვევითი” სექსის შემდეგ

„ხო გიყვარვააარ?” _იკითხავს სასწორი.იმავდროულად,ის იმის გარკვევას ცდილობს თავის არეულ ტვინში, თავად უყვარხართ თუ არა. უკეთესი არ იქნებოდა საერთოდ არაფერი გაგეკეთებინათ? რას იფიქრებს ახლა ხალხი? დედას უთხრას? ან თქვენ როგორ იფიქრებთ მასზე? მაინც ჯერ კარგად არ გიცნობდათ და… ნუ განიცდით! ზუსტად იგივე კითხვები აქვს სასწორს ერთხელ სანაყინეში გასეირნების შემდეგაც.

 

 

მორიელი ქალი ისეთი ძლიერი სექსუალობით გამოირჩევა,არასოდეს გამოსდის საკუთარი ვნებების კონტროლი. სექსში მომთხოვნია,გაუმაძღარი და აგრესიული. მხოლოდ რჩეული მამაკაცები თუ გაუძლებენ მისგან „ხარისხზე გატესტვას”. ლოგინში მორიელმა არ იცის არც ზღვარი,არც აკრძალვები. სწორედ ამ ადგილას იხსნება ის სრულად და აღარფერს მალავს.

მისი სექსუალური ფანტაზიების დიაპაზონი დაუშრეტელია. იწყება მგრძნობიარე სექსით,მარწყვისა და შამპანურის ფონზე, და სრულდება აგრესიული ფიზიკური აქტით მანქანის უკანა საბარგულზე. ყველაფერს განსაზღვრავს მისი სურვილი. ლოგინში მორიელისთვის დამახასიათებელია მოქმედების მამაკაცური სტილი ანუ აქტიურ როლს ირჩევს.

ბუნებრივი მოთხოვნილებების გარდა,სექსის მოტივაცია შესაძლოა იყოს:

„სექსი როგორც სარელაქსაციო საშუალება”_მიმართავს დაგროვილი სექსუალური დაძაბულობის მოსახსნელად.

„სექსი როგორც აგრესია”_ახასიათებს დამშეულ მორიელს,განსაკუთრებით ემოციური ფიზიკური აშლილობის დროს.

„სექსი როგორც ავტოგრაფი”_თავის დამახსოვრების მიზნით.

„სექსი ჯიბრზე”_ახასიათებს ახალგაზრდულ წლებში,როცა გულგატეხილი და განრისხებულია. “მიღალატა ერთხელ? მე ათჯერ ვუღალატებ!”

საკმაოდ ეპატაჟური ქალია. მაგალითად,უბოროტო კითხვაზე “რას აკეთებდი გუშინ?”,შესაძლოა მთელი დამსწრე საზოგადოების გასაგონად გიპასუხოთ: “ისეთს არაფერს. მე და ჩემმა ყოფილმა პლანი მოვწიეთ,მერე მის ამჟამინდელ გოგოსთან ერთად ჯგუფური სექსი მოვაწყვეთ…”

იმედია,თქვენ გულუბრყვილოდ არ იმედოვნებთ,რომ იტყუება.

„შემთხვევითი“ სექსის შემდეგ

სქესობრივი აქტის დასასრული მორიელთან ერთგვარი აბსტრაქციაა,შეუძლებელია. გარკვეული დროის შემდეგ თქვენ გააცნობიერებთ,რომ რასაც აკეთებთ, ეს უკვე სექსი აღარ არის.რამდენიმე დღის შემდეგ,რომ მაინც სექსია. რამდენიმე კვირის შემდეგ კი საბოლოოდ აირევით. საერთოდ,მორიელთან ახლო ურთიერთობა ჯადოსნურ შელოცვას ჰგავს_ვერაფერი გაიგეთ,მაგრამ ფატალური შედეგი სახეზეა.

 

 

“სექსი? რა სექსი? კიდევ სექსი? მკიდია სექსი! მაგას ჯობია სანადიროდ წავიდეთ. იარაღი გუშინ გავწმინდე. ბიჭებს გადავურეკავ და ცხენებს დაგვახვედრებენ. მოიცა ჯიპს გამოვიყვან ახლა..”_ზუსტად ამ სიტყვებით უპასუხა ერთმა მშვილდოსანმა ქალბატონმა კითხვას,რა როლს ასრულებს მის ცხოვრებაში სექსი?

მშვილდოსანი არც ისე სექსუალურია,მაგრამ უკარებაც არ ეთქმის. სადღაც შუაშია. ისევე როგორც მშვილდოსან მამაკაცს,მასაც უუუზომოდ მდიდარი წარმოსახვა აქვს და ყველაფერში მრავალფეროვნებისკენ მიილტვის.

თუ მშვილდოსანი კომპლექსებს მოკლებულია(და როგორც წესი,ეს ასეა),თუ კარგ განწყობაზეა(რაც მისთვის ნორმის ფარგლებშია) და უკომპლექსო პარტნიორიც შეხვდა,მაშინ სასიყვარულო სარეცელი  სცენას ემსგავვსებაა და იწყება კოსტუმირებული,თავშესაქცევი სპექტაკლი,თავისი სცენარით,სიუჟეტითა და დეკორაციებით.

თქვენს სექსუალურ შესაძლებლობებზე ნუ იღელვებთ,საქმის ფიზიოლოგიური მხარე მას არ ადარდებს(საერთოდაც მშვილდოსნებს ძალიან ცოტა რამ ადარდებთ ცხოვრებაში).

მთავარია,განწყობა იყოს ხალისიანი და თავად პროცესისგან მიიღოთ სიამოვნება. იმის გათვალისწინებით,რომ ენერგია და ენთუზიაზმი საკმარისზე მეტი აქვს,თქვენ წინ ფრიად მხიარული თავგადასავლები გელით.

„შემთხვევითი“ სექსის შემდეგ

პროგნოზირება იმისა,რით დასრულდება მშვილდოსანთან სექსი,სრულიად შეუძლებელია. პოლიტიკური პარტიის შექმნით? მუზეუმში ექსკურსიით? მშვილდოსნისგან არაფერი არ არის გამორიცხული. თქვენს რომელ იდეას აიტაცებს ეს ქალბატონი,რა დაარტყავს თავში? მხოლოდ ექსტრიმი. თქვენ არ მოიწყენთ და დაგვთანხმეთ,რომ ეს არც ისე ცოტაა! მართალია,გადარჩენისთვის ბრძოლა კი მოგიწევთ,რასაც იმედია გაუმკლავდებით.

 

 

თხის რქის ემოციური და გრძნობითი დინამიკა ნეეელა და დიინჯად ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია ემოციური შებოჭილობა,თითქოს ეშინია მოდუნდეს და ამისთვის გარკვეული დრო სჭირდება დასადნობად. ნუ დააჩქარებთ თხის რქას.  ის ჯერ უნდა მოერგოს პარტნიორს,მიეჩვიოს,ისწავლოს,აითვისოს,მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ,თანმიმდევრულად და არა უცბად.

თხის რქას სექსთან საკმაოდ სერიოზული დამოკიდებულება აქვს. არავითარი ლიფტები,წვეულებები და „მთვრალზე” სექსები. უმთავრესი მიზეზი,რის გამოც თხის რქა სექსუალურ ურთიერთობას აბამს,არის „სექსი,როგორც განაყოფიერების საშუალება”,ჩვენებურად „ბავშვების გულიზე“. მისთვის ასევე დამახასიათებელია “სექსი როგორც გადასახადი”,რითაც ის აჯილდოვებს პარტნიორს გარკვეული დამსახურებებისთვის; და “სექსი როგორც ავტოგრაფი”,როცა თხის რქა მისთვის საინტერესო ადამიანთან სიახლოვეს ესწრაფვის და იმედოვნებს,რომ სექსი ხელს შეუწყობს მასთან დაახლოებას. მუდმივ პარტნიორთან რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ თხის რქისთვის დამახასიათებელია საძინებელში „სექსი განრიგითს” შემოღება.

ჩვეულებრივ, თხის რქა მომთხოვნი პარტნიორია ლოგინში,მაგრამ მისი დაკმაყოფილება რთულია,რადგან ემოციებისა და გრძნობების განთავისუფლების ეშინია. მას არც მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები უყვარს. რაიმე არაორდინალურის შეთავაზება მის აღშფოთებას იწვევს.

თხის რქას არათუ საკუთარ ინტიმურ ცხოვრებაზე,არამედ საერთოდ სექსზე საუბარი არ უყვარს. თუ მათზე რაიმე ცნობილია,მხოლოდ მათი ფსიქოანალიტიკოსებისგან.

„ალბათ,ჩემი ქმარი გარყვნილია,რადგან ეს შემომთავაზა!”_დაიჩივლა შეძრწუნებულმა თხის რქამ ერთერთ სეანსზე. „ეს” კი აღმოჩნდა სრულიად უბოროტო ორალური სექსი.

„შემთხვევითი“ სექსის შემდეგ

თხის რქა ერთ ბგერასაც არ გამოსცემს და გაუნძრევლად დარჩება. სამაგიეროდ,თქვენ შეგიძლიათ  დატკბეთ მისი კმაყოფილი,მეტიც! თვითკმაყოფილი სახის გამომეტყველებით. არც ასტროლოგიაში და არც ფსიქოლოგიაში ამ ფაქტს ახსნა ვერ მოეძებნა,თუმცა ფაქტი ჯიუტია და ფაქტად რჩება_თხის რქას სექსის შემდეგ,და მნიშვნელობა არ აქვს ვისთან,ყოველთვის გამაძღარი სახე აქვს. გამოცანაა!

 

 

მერწყული ქალი არც ისე სექსუალურია,მაგრამ საკმაოდ ეროტიული და არაპროგნოზირებადი არსებაა.

“ხან მონაზვნის კაბა მინდა ჩავიცვა,რაიმე უსახური,რომ ვერავინ შემამჩნიოს; ხან გამოკვეთილი,მყვირალა წითელი ფერის დეკოლტირებული მაისური… მოკლედ,ჩვენ განწყობის ხალხი ვართ!”_ამბობენ თავად მერწყულები. თუმცა აღსანიშნავია,რომ მისი სიტყვები უმრავლეს შემთხვევაში სიტყვებადვე რჩება და განხორციელება არ უწერია.

ამჯობინებს რა პასიურ როლს,მერწყული საკუთარი იდეებისა და სურვილების რეალიზებას პარტნიორს ანდობს. თუ მას შემოქმედებითი და აქტიური პარტნიორი შეხვდა,რომელიც საკუთარ თავზე აიღებს მისი ფანტაზიების რეალიზებას,მაშინ მერწყულიც ჩაერთვება პროცესებში. წინააღმდეგ შემთხვევაში,მისი ფანტაზიები წარმოსახვაშივე დასამარდება.

მერწყული ზოგადად ძალადობის წინააღმდეგია,არავითარი სადომაზოხისტური თამაშები არ შესთავაზოთ. ორალურ სექსსაც ვერბალური კომუნიკაცია ურჩევნია.

„შემთხვევითი“ სექსის შემდეგ

გაითვალისწინეთ მერწყულთან სექსი თქვენი სურვილით არ დასრულდება. არც მისი სურვილით, სხვათა შორის.თქვენ უეცარი სატელეფონო ზარით ან კარზე კაკუნით შეგაწყვეტინებენ. სავარაუდოდ, მისი ქმარი დაბრუნდება მოულოდნელად. მას უბრალოდ დაავიწყდა გაეფრთხილებინეთ. მაგრამ ეგ არაფერი,მაინც არაფერი ისეთი არ მომხდარა და… მერწყულ ქალთან სექსი,როგორც წესი,მის მეგობრებთან ლუდის ან მის ქმართან არყის სმით სრულდება.

 

 

ისევე როგორც ცხოვრებაში,თევზები სექსშიც ფანტაზიებს ეძლევა. ლოგინში ის ეროტიული და მგრძნობიარეა,უყვარს სხვადასხვა თამაშები,თანაც დიდი რაოდენობით. უპირატესობას აქტიურ პარტნიორს ანიჭებს,რომელიც ინიციატივას საკუთარ თავზე აიღებდა და ნელ-ნელა ჩააყენებდა საქმის კურსში.

თევზები მორცხვი ნიშანია,ამიტომ სარკის წინ სექსი და სხვა ზედმეტობები არ შესთავაზოთ.

„ინტიმურ ფიზიკურ ტკბობას მიცემა აერთიანებს,აახლოებს და კრავს საყვარლებს. ორი უცხო სხეული გარდაიქმნება ერთსულ და ერთხორც, მათ უჩნდებათ საერთო ინტიმური საიდუმლოებები, ორი დაკარგული სულის შერწყმას ჰარმონიულობა შემოაქვს ყოფითი დღეებით განპირობებულ დისონანსში… და ბლა ბლა ბლა”_ასე ესმით თევზებს სექსის არსი.

საეჭვოა,თევზები უსიყვარულოდ სექსზე დასთანხმდეს. შესაძლოა, დანებდეს კაცის ზეწოლას,მაგრამ გულში მაინც სულიერი დაახლოების იმედს ელოლიავება.

თევზები მიდრეკილია მაზოხისმისკენ,თუმცა ლამაზ და ესთეტურ ჰიპოსტაზებში. თუ სექსუალურ ცხოვრებაში თევზები დაუკმაყოფილებელია და პარტნიორის ღალატიც არ სურს,ის თავით ეშვება ძალადობრივი ფანტაზიების უფსკრულში. ფსიქოანალიტიკოსები და სექსოლოგები თევზებ პაციენტებს ზუსტად მათი ფანტაზიებით ცნობენ: როგორ ჩნდება ძლიერი ხელი,როგორ ითრევს თმებით,ლოგინზე მიაგდებს და მამაკაცურად მიათახსირებს… და ბლა ბლა ბლა.

შემთხვევითისექსის შემდეგ

და თევზები…სწორად გამოიცანით,ეს ზუსტად ის არის,თევზები. ის ფრთხილად მოგიახლოვდებათ,ბუნდოვნად და ალერსიანად შემოგხედავთ და ჩუმად გთხოვთ: „და კოცნა?”

 

 

ასტრობლოგელთა ხალისიანი განწყობისთვის

Qet Adastra


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top