თხის რქა და თევზები

თხის რქა და თევზები

უცნაურია, მაგრამ მათ მაშინვე აღიარეს და სანამ შიში შეიპყრობდათ,

გულითადად ესალმებოდნენ,როგორც ძველ ნაცნობს. 

საოცრად მშვიდი  თხის რქის გვერდით თევზები თავს მყუდროდ და უსაფრთხოდ გრძნობენ, იმ დათვებივით, რომლებიც ზამთარში ბუნაგში იმალებიან. შესაძლოა უცნაურად მოგეჩვენოთ თევზების დათვებთან შედარება, მაგრამ თხის რქის მმართველი სატურნი ზუსტად ასე ზემოქმედებს მათზე. იქიდან გამომდინარე, რომ  თევზებს მოუხელთებელი და არასაიმედო ნეპტუნი მართავთ, სატურნის სტაბილურობა მათ საოცრად კომფორტულად ეჩვენებათ.რომელსაც არდადაგებზე სტუმრობდნენ.

სამაგიეროდ, თევზების სიახლოვეს თხის რქები საპნის ბუშტებივით უჩვეულო აღმაფრენას განიცდიან. თქვენ შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ თხის რქების საპნის ბუშტებთან შედარება, მაგრამ თევზების მმართველი ნეპტუნი ზუსტად ასე ზემოქმედებს მათზე. რადგან თხის რქებს  მკაცრად დისციპლინირებული სატურნი მართავს, ნეპტუნის დუნე თავისუფლება მათ  თავბრუდახმვევ სიმსუბუქედ  ეჩვენებათ.

მაშ ასე, თხის რქა და თევზები ჯადოსნურად გარდაისახებიან ერთმანეთის სიახლოვეს. ეს მართლაც შესანიშნავია, არ მეთანხმებით?

კარგი იქნებოდა, ისინი სწრაფადვე მიმხვდარიყვნენ, რამდენი საოცრების მიღება შეუძლიათ თანამშრომლობით. გონიერება ორივეს დაეხმარება დროდადრო წარმოქმნილ სირთულეებთან გამკლავებაში. თუმცა მოდით, საფრთხეების განხილვამდე, მათი ურთიერთობის პოზიტიურ ასპექტებზე  შევჩერდეთ.

თხის რქები თევზებთან უფრო თავდაჯერებულნი არიან, ვიდრე  სხვა  ნიშნებთან. მართალია, კუროებსა და ქალწულებთანაც მშვენივრად გრძნობენ თავს, მაგრამ ისინიც კი ხანდახან ანერვიულებენ და წყობიდან გამოჰყვათ. მეორეს მხრივ, თევზები თავს გაცილებით უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თხის რქებთან, ვიდრე სხვა ნიშნებთან (კუროებს თუ არ ჩავთვლით). შესაბამისად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თხის რქები და თევზები, მრავალ ასპექტში, შექმნილნი არიან ერთმანეთისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მათ ასცედენტებსა და მთვარეებს შორის დაძაბული ასპექტებია, ისინი ხშირად იკამათებენ. სამაგიეროდ,ჰარმონიულ ასპექტებში სრულიად გააბედნიერებენ ერთმანეთს.

უმეტეს შემთხვევაში ისინი ერთნაირად გრძნობენ და ფიქრობენ. ყოველ შემთხევაში,გაცილებით ხშირად ეთანხმებიან ერთმანეთს, ვიდრე კამათობენ. უთანხმოების შემთხვევაშიც კი მარტივად პოულობენ კომპრომისს ან უკონფლიქტოდ ახერხებენ ერთმანეთის გადარწმუნებას.

ასე, მაგალითად, თხის რქისა და თევზების  დისკუსია რელიგიასა და ასტროლოგიაზე შესაძლოა დაახლოებით ასეთი ფორმით წარიმართოს:

თევზები: არ გეჩვენება, რომ რელიგია ღალატობს ადამიანებს, რადგან ინდივიდუალურ ცნობიერებას ართმევს?

თხის რქა: ამით რისი თქმა გინდა? ხანდახან ძალიან აბსტრაქტულად მსჯელობ და შენი ძლივს მესმის. არ შეგიძლია უფრო მარტივად თქვა?

თევზები:  ვეცდები. მე ის ვიგულისხმე, რომ რეინკარნაციის სიბრძნე, ასტროლოგიის საფუძველი, მთლიანად ამოიღო ეკლესიამ. უფრო მარტივად ვერ ვიტყვი.

თხის რქა: რეინკარნაცია? ამაზე ლაპარაკიც არ მინდა, იმდენად სასაცილოა.

თევზები (თავს იკატუნებს, რომ უკან დაიხია): კარგი. ამაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. რაღაცას მოგიყვები და ვინ იცის, იქნებ აზრი შეიცვალო. მოდი, ახლა უბრალოდ რელიგიასა და ასტროლოგიაზე ვისაუბროთ.

თხის რქა: არც ეს არის უკეთესი თემა.

თევზები (მის სიტყვებს საერთოდ არ იმჩნევს, თითქოს არც გაუგია):  შენ იცი,რომ თითქმის ყველა რელიგია ასტროლოგიას ცოდვად თვლის და მრევლს უკრძალავს?

თხის რქა:  ასტროლოგთა შორის უამრავი შარლატანია. მე ძალიან კარგად მესმის ეკლესიის პოზიცია. ასტროლოგია საეჭვო პოპულარობით სარგებლობს. კათოლიკური ეკლესია კი  განწმენდას ითხოვს ზიარების წინ.

თევზები:  მართალია. მაგრამ შარლატანები ნებისმიერ ხელოვნებასა და მეცნიერებაში არიან, ამიტომ, ეს არაფერს ამტკიცებს და არგუმენტად ვერ გამოდგება. გამიხარდა ზიარება რომ ახსენე. ეს ღვინისა და პურის მიღების რიტუალი სიმბოლურად იესო ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარებას გულისხმობს, რომელიც თავად იყო ასტროლოგი, ისევე როგორც მისი მოწაფეები. მაგრამ ეს ამოღებულია სახარებიდან.

თხის რქა:  როგორ შეიძლება იესო ასტროლოგი ყოფილიყო, როდესაც კათოლიკური და ნებისმიერი სხვა რელიგია ადამიანის ბედის ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დამოკიდებულებას ცრურწმენად განიხილავს?

თევზები (რბილად უღიმის): მესმის. მაგრამ მაშინ გამოდის, რომ მხოლოდ ეკლესიური დოგმა განაგებს ადამიანის ბედს? შენ, ალბათ, ვერ ხვდები, რომ ეკლესიის მამებსაც ესმით, რომ ასტროლოგიის შესწავლის მიზანი სრულიად საპირისპიროა. პირიქით, ეს ციურ სხეულებზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას გულისხმობს _ მათი გავლენის გაგებას, რომ თავისუფლად აირჩიო საკუთარი ბედი. ასტროლოგიის ცოდნა არამხოლოდ პლანეტების კონტროლისგან გვანთავისუფლებს, არამედ ეკლესიური მორალის დიქტატისგანაც. ზუსტად ამიტომ დაამახინჯეს და აკრძალეს ასტროლოგია.

თხის რქა: პრობლემა ის არის, რომ შენ ხომ კათოლიკე არ ხარ… თუმცა არც პროტესტანტი გეთქმის.

თევზები: სულაც არა. კათოლიკებიც და პროტესტანტებიც თავიანთ მრევლს ასტროლოგიას დამახინჯებული ფორმით აცნობენ. იუდაიზმიც. მორმონები, საერთოდ, „ეშმაკის შემოქმედებას“ უწოდებენ.

თხის რქა: სულ სხვაგან წახვედი. მორმონები ისეთი თავაზიანი, აკურატული, სუფთა, მოწიწებული და კანონმორჩილი ადამიანები არიან. მათთვის ოჯახი მთავარი სიწმინდეა. ჩემთვისაც!

თევზები: ხილვადობა ხშირად მატყუარაა. სუფთად გაპარსული სიარული  გადარჩენისთვის აუცილებელია? ეს გამორიცხავს მოსეს, იესოს, მოციქულებს, ლინკოლნსა და სხვა, ათასობით კეთილშობილ მოღვაწეს. შენ ნამდვილად მართალი ხარ მორმონების მოწიწებასთან დაკავშირებით ოჯახის მიმართ. მაგრამ ის თუ იცი,რომ  მორმონთა დამფუძნებელმა, ჯოზეფ სმითმა, განაცხადა, რომ ხილვა ჰქონდა, სადაც აუწყეს, რომ ყველა სხვა რელიგია „ღვთის შეურაცხყოფაა“?

აი, აქ თხის რქა დუმდება.

თევზები აგრძელებს: მორმონთა ეკლესიამ  მხოლოდ 1978 წელს დაუშვა შავკანიანი მღვდები. მანამდე მორმონების სწავლება აფრიკელებს უღირსს ადამიანებად თვლიდა და აცხადებდა, რომ შავკანიანები ღმერთს არ უყვარდა.

თხის რქა: ნუ, ყოველ შემთხვევაში, თავიანთი შეცდომები მაინც აღიარეს.

თევზები: ჰო, ერთი მაინც. მორმონთა მეთაურმა, სპენსერ ქიმბალმა ბევრი გააკეთა ამ ჭეშმარიტების მისაგნებად. ის ქადაგებდა მოთმინებასა და შემწყნარებლობას. თუმცა ისიც კი მტკიცედ აცხადებდა, რომ ქალებს არ შეეძლოთ ეკლესიაში ქადაგება. იმედია, ოდესმე უარს იტყვის ამ შეხედულებაზე. მორმონთა რწმენაში ხომ ბევრი კარგი რამ არის. მათი პრინციპების უმეტესობა ჯანსაღი და კეთილგონივრულია.

თხის რქა:   მგონი, მართლა არაფერი გაქვს ეკლესიის საწინააღმდეგო. ჰოდა რას ამბობდი რეინკარნაციაზე?..

და როგორც ყოველთვის, თევზები კამათში იმარჯვებს. თევზებმა შთაბეჭდილება მოახდინა თხის რქაზე, როდესაც თანაგრძნობა და ტოლერანტობა გამოავლინა განსხვავებული რწმენის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წინადადება მისი ორი საყვარელი სიტყვით დაასრულა: „ჯანსაღი და კეთილგონივრული“. ძალიან დიდი მოთმინებაა საჭირო, რომ ჯიუტ თხის რქას აზრი შეაცვლევინოთ. საბედნიეროდ, თევზები მოთმინების უზარმაზარ რეზერვუართან ერთად, საკმარისი სირბილითა და დამაჯერებელი შარმითაც დაიბადა.

ეჭვი  არ არის, რომ ყველა თევზები, ასაკისა და სქესის მიუხედავად, მიდრეკილია გაჭიანურებისკენ და ხანდახან ძალიან დამთმობებიც არიან. ასეთი დამოკიდებულება ძლიერ აშფოთებს თხის რქას, რომელიც არასდროს მერყეობს არც მსხვილ და არც წვრილ საქმეებში, ხშირად საკმაოდ ჯიუტიც არის. გვერდიდან დამკვირვებლისთვის საკმაოდ ადვილი შესამჩნევია, რომ ორივე მხოლოდ იგებს ერთმანეთთან ურთიერთობით, თუმცა თევზებისა და თხის რქისთვის ეს არც ისე  თვალსაჩინოა.

თუ ეს ვეშაპის ტიპის თევზებია, მან შეიძლება იქამდე დათრგუნოს თხის რქა, სანამ  პანიკამდე მიიყვანს. მაგრამ თუ ის თევზების ტიპური წარმომადგენელია, საფრთხე სხვაგან იმალება. ასეთ შემთხვევაში, ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ თხის რქა იქამდე დათრგუნავს მას, სანამ თევზები მის აჩრდილად  იქცევა და ჩუმად დაიტანჯება საკუთარი პიროვნების დაკარგვის გამო. შეშინებულმა თევზებმა საშველად შეიძლება ტყუილებს, ნარკოტიკებს, ალკოჰოლს მიმართოს ან სულაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაქრეს. ნეპტუნით მართული ადამიანები, ადრე თუ გვიან, ყოველთვის თავს აღწევენ სულიერ საპყრობილეს. ეს გარდაუვალია.

საბედნიეროდ, ეს დრამატული სცენარი ნეპტუნისა და სატურნის შვილების  უკიდურესად წარუმეტებელ კავშირებში ვითარდება. უმეტეს შემთხვევაში ისინი კარგი მეგობრები ხდებიან. მათ შორის მსგავსება უფრო მეტია, ვიდრე განსხვავება და ეს სხვაობაც  კი შესანიშნავად ავსებს ერთმანეთს. როგორც წესი, მათ ერთნაირი მუსიკა მოსწონთ და მსგავს ხუმრობებზე  ეცინებათ. თხის რქის დახვეწილი იუმორის გრძნობა თითქმის ყოველთვის  ღიმილს იწვევს თევზების მშვიდ სახეზე.

 

 

თხის რქა მამაკაცი და თევზები ქალი

Kevin Costner & Christine Baumgartner

 

_ეგონა, გზას ავცდით და შეეშინდა_

მკაცრად უპასუხა მან,_ ხომ არ ფიქრობ,

რომ შეშინებულს მარტო გავუშვებდი?

 

 

თხის რქა მამაკაცის ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი მუჰამედ ალია_ კეთილშობილი, მხიარული, არაჩვეულებრივად ენერგიული ადამიანი, რომელმაც ისეთ დიდებას მიაღწია, მისი ტიტულების ჩამოთვლაც არ არის საჭირო. მას ყველა ისედაც კარგად იცნობს. ალი მუდმივად უმეორებს ჟურნალისტებს: „ქალის ადგილი სამზარეულოსა და საძინებელშია. ის საშინაო საქმეებით უნდა იყოს დაკავებული, თავისი მამაკაცისთვის მშვენივრად გამოიყურებოდეს და ბავშვებს ეთამაშებოდეს“. ის ძალიან მკაცრი ხდება, დაჟინებული და ჯიუტიც კი, როდესაც ეკითხებიან, დართავს თუ არა ცოლს მუშაობის და კარიერის გაკეთების ნებას: „ჩემი ცოლი თუ იმუშავებს? არავითარ შემთხვევაში. ჯერ ერთი, მას ეს არც სჭირდება. მე საკმარის ფულს გამოვიმუშავებ ოჯახისთვის“. (და მეორე, სამსახურში რომც წასულიყო, სახლში დაბრუნებულს კარი დაკეტილი დახვდებოდა). „ის ნამდვილი ქალბატონი უნდა იყო. ასევე ჯობია სხვა მამაკაცებთან არ იფლირტაოს, თუ ოდნავ მაინც კეთილგონიერია… მე თუ ვფლირტაობ? იცით, ეს უკვე ჩემი საქმეა და არა თქვენი. გესმით, კაცი სხვა რამეა და თუ მას ფლირტი სურს, ამაში დასაძრახი არაფერია. ქალი და მამაკაცი განსხვავდებიან. ეს ისედაც ყველამ იცის და არ ღირს ამაზე კამათი. ჩვენ ღმერთმა შეგვქმნა ასეთებად. მან კი ნამდვილად იცოდა, რას  აკეთებდა“.

დიახ, მუჰამედ ალი ჭეშმარიტი  თხის რქაა. მაგრამ ამ სექსისტური მორალისა და რკინის დისციპლინის გარდა, ის უზომოდ კეთილშობილი მამაკაცია, რომელიც  ყოველთვის დაიცავს თავის ქალბატონს. მას  არასდროს  დასცდენია აუგი სიტყვა  პირველ ცოლზე, მაშინაც კი, როდესაც განქორწინების პროცესი მიმდინარეობდა. ასევე  არაფერი ცუდი არ უთქვამს ამჟამინდელ გოგოზე, ვერონიკაზე… და საერთოდ, ქალები ცუდად არასდროს მოუხსენებია. ალისთვის ყველა ქალი ქალბატონია… სანამ ისინი საპირისპიროს დაამტკიცებენ. თუმცა მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ  ამ შემთხვევაშიც არ შეურაცხყოფს ქალს, საჯაროდ თუ პირისპირ.

მისი ლეგენდარული რკინის დისციპლინა სატურნის მემკვიდრეობაა. მასვე უნდა უმადლოდეს სკანდალების შიშს. მისი ხმაურიანი, მხიარული, ჯამბაზური  ქცევები კარგად გათვლილი იმიჯია, არა შემთხვევითი და სპონტანური, არამედ სტრატეგიულად აუცილებელი. ალის ჭეშმარიტად მახვილგონიერი შენიშვნები კი მისი ორიგინალური და არაშაბლონური მთვარე მერწყულისა და მშრალი თხის რქული იუმორის საოცარი ნაზავია. მაგრამ ამ მხიარულებას თუ არ ჩავთვლით, მისი საჯარო იმიჯი პირდაპირ სამაგალითოა, გაცილებით მოსაწონიც, ვიდრე ბევრი პოლიტიკოსის თუ ცნობადი მოქალაქის. ის ცოცხალი ლეგენდაა, ნამდვილი მაგალითი ახალგაზრდა ადამიანებისთვის, რომლებიც ღიად ეთაყვანებიან და ბაძავენ მას. ის ნამდვილი ჯენტლმენია, ამ სიტყვის სრული გაგებით.

არავინ თქვას, რომ  თხის რქა პატივმოყვარე არ არის. ის მტკიცედ და გაბედულად მიიწევს მწვერვალისკენ, სადაც დარჩენას აპირებს. სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ კიდევ უნდა ვთქვა ალიზე. რადგან ის  სატურნის გავლენას ექვემდებარება, ხშირად უკეთებს ოჯახს, მეგობრებსა თუ საზოგადოებას მნიშვნელოვან ფულად საჩუქრებს და მიუხედავად დამახასიათებელი ტრაბახისა, მას არასდროს დაუქადნია  საკუთარი ქველმოქმედებითი საქმიანობით. და მიუხედავად შეცდომებისა, რაც ნებისმიერი მოკვდავისთვის დამახასიათებელია, ალი მაინც რჩება მაღალგანვითარებული თხის რქა მამაკაცის სრულყოფილი მაგალითი. თხის რქაზე შეყვარებული თევზები  ვერსად იპოვის ამაზე უფრო ზუსტ  დახასიათებას და სწორედ ამაზე უნდა ორიენტირდეს.

ბუნებრივია, ყველა თხის რქა მამაკაცი ასე კონსერვატულად არ ფიქრობს ცოლის კარიერაზე. პირიქით, არსებობენ სხვა ტიპის თხის რქებიც, რომელთაც ძალიან ახარებთ ცოლის მაღალანაზღაურებადი სამუშაო. თუმცა სამართლიანი იქნებოდა აღგვენიშნა, რომ ყველა თხის რქა ძალიან უხალისოდ თანხმდება იმას, რომ მათი ცოლები მუშაობდნენ, რადგან გულის სიღრმეში გრძნობენ, რომ ამის აუცილებლობა მალე გაქრება. ცხადია, აქაც არსებობენ  გამონაკლისები, მაგრამ დამიჯერეთ, მხოლოდ ერთეული თხის რქები გრძნობენ თავს ნამდვილად ბედნიერად, როდესაც მათი ცოლი კარიერას იკეთებს.

თევზებ გოგონას ყველაზე ნაკლებად წყინს თხის რქა მამაკაცის კონსერვატული დამოკიდებულება ქალების მიმართ. ის საკმარისად მომთმენი და ინტუიციურია იმის მისახვედრად, რომ სწორედ ის ინსტინქტები, რომელიც თხის რქის სიმტკიცესა და უტეხობას განაპირობებს, ბადებს  იმ თვისებებსაც, რის გამოც მას ასე გატაცებით უყვარს ეს ძველმოდური მამაკაცი: კეთილშობილებას, ერთგულებას, თავდადებას, დაცვისა და მფარველობის უნარს. მისი სტაბილურობა ძლიერ ამშვიდებს თევზების აფორიაქებულ სულს; თავდაჯერება კი მის მერყეობას. თევზებს გულს უჩუყებს თხის რქის მოკრძალებული მანერები და ის მარტოობა, რომელსაც მის თვალებში კითხულობს. წყლის ცხოველი კარგად ხედავს მის სევდას,  რომელსაც თხის რქა გულმოდგინედ მალავს გარეგნული თავდაჯერების მიღმა. ნეპტუნით მართული ქალი მშვენივრად გრძნობს, რომ მხოლოდ დიდი გული თუ მისცემდა ამ ადამიანს ასე  რთულად მისაღწევი მიზნების დასახვის საშულებას და მხოლოდ უზარმზარი ძალა თუ წარუძღვება  იმ მწვერვალებისკენ, რომელთა დაპყრობაც სწადია. მათდა საბედნიეროდ, სატურნიელი მამაკაცის დუმილი და დეპრესიული პერიოდები ისე არ აშფოთებს თევზებს, როგორც სხვა ნიშნის ქალებს. პირიქით, ეს უფრო აძლიერებს მის სიყვარულს და ისიც მეტი მონდომებით ცდილობს, სევდის კაეშანი გაუქროს.

თევზები ქალის სიყვარული სავსეა მოწყალებითა და ღრმა სიბრძნით. გარკვეული დროის შემდეგ თევზები თხის რქის შეცვლასაც შეძლებს, თუმცა კი ძალიან ნელა და თანდათანობით. ეს მაშინ მოხდება, როდესაც თხის რქისთვის დრო უკუღმა დატრიალდება და ის გაახალგაზრდავებას დაიწყებს. მაშინ ისინი ერთად გაემართებიან სამოგზაუროდ.  საყვარელი  თევზების გვერდით თხის რქა  უფრო უშუალო და დაუდევარი გახდება. ასე განსაჯეთ, ყვავილების სურნელებით თრობისა  და ქარის დასადევნებლადაც კი გამონახავს დროს. მათ თანაცხოვრებაში ახალი თავგადასავლებისა და ჰორიზონტების მონახულების  წადილი გაჩნდება. როდესაც სატურნი  მკაცრ დისციპლინას არბილებს, თხის რქა თავისსავე  დადგენილ წესების  ჩარჩოებს სცდება და  სრულიად მომხიბვლელი და ბევრად უფრო ბუნებრივი ხდება.

ისევე როგორც მიწისა და წყლის ნებისმიერ სხვა კომბინაციაში, თხის რქა მამაკაცისა და თევზები ქალის ინტიმური ურთიერთობა მნიშვნელოვნად ამდიდრებს მათ ურთიერთობას. ასეა თუ ისე, თხის რქა ფიზიკური სიახლოვის შემდეგ თავს განახლებულად გრძნობს. დროთა განმავლობაში თევზებისადმი  ნდობასაც ისწავლის. ეს ბედნიერების უცაბედი განცდა, ეს განსაკუთრებული ბრწყინვალება საყვარელი ქალის თვალებში _ თხის რქა თითქოს  ახლიდან აღმოაჩენს ამ სიამოვნებასა და უმანკოებას, რომელიც არ არის დამძიმებული მღელვარებითა და დანაშაულის გრძნობით. თევზებიც ბედნიერია, რადგან მისთვის ბედნიერების საზომი ის არის, რამდენ ბედნიერებას ჩუქნის სხვას.

თხის რქისა და თევზების სიახლოვის საფუძველი  მრავლისმეტყველი დუმილია, რომელიც ღრმა გრძნობებისა და უსიტყვო ურთიერთგაგებისგან მომდინარეობს. იმ შემთხვევაშიც თუ მათ სინასტრიულ რუკაში დაძაბული ასპექტებია, მათი სექსუალური კავშირი მაინც უფრო პოზიტიური იქნება, ვიდრე ნეგატიური. თუმცა ორივესთვის თვისებრივი დუმილი დროდადრო სიცივესა და ინტერესის დეფიციტში გადადის. თუ ასეთი რამ მოხდა, ეს იმას გულისხმობს, რომ თხის რქამ  ფიზიკური ლტოლვა თევზების რომანტიულ მოთხოვნებზე მაღლა დააყენა  ან თევზები არასაკმარისი ენთუზიაზმით ეხმაურებოდა თხის რქის უფრო მიწიერი ბუნების ძახილს. მაგრამ თუ ეს შეყვარებულები  შეეცდებიან მეგობრული უშუალობით გააანალიზონ ეს პრობლემა,  მათი ურთიერთგაგება ერთიათად გაიზრდება.

დაძაბულობის უმთვარესი მიზეზი ხშირად  თევზების გადაჭარბებული სენტიმენტალობაა. თხის რქას ეს ქალი ზედმეტად მოუხელთებლად და ჩაკეტილად მიაჩნია. იმავდროულად, კარგად გრძნობს მის არანორმალურ მოწყვლადობას. ეს თვისებები ძლიერ აშფოთებს თხის რქას. შესაძლოა არაბუნებრივიც გახდეს, იმის შიშით, რომ რჩეულს არ აწყენინოს. მე ვურჩევ დაუყოვნებლივ მოაგვარონ ეს პრობლემები, სანამ გაუგებრობა კონფლიქტებსა ან გაურკვეველ წინააღმდეგობებში გადაიზრდება.

ბუნებრივია, ბევრი რამ არის დამოკიდებული ჰოროსკოპის სხვა ასპექტებზეც. მაგალითად, თუ თხის რქის ასცედენტი ან მთვარე ქალწულის ნიშანში მოხვდა, მაშინ ის თევზების სამსახურში დაკავებულობას გაგებით შეხვდება;  თუ სასწორის ან მერწყულის ნიშანში, არც მისი კარიერული მიღწევების საწინააღდეგო ექნება რამე.

თევზებზე შეყვარებული თხის რქა ხშირად ტყუვდება რჩეულის ქალურობასთან დაკავშირებით. კიდევ ბევრი რამ არის, რაც ამ გოგონაზე უნდა იცოდეს. ერთის მხრივ, ის წყლის სტიქიას მიეკუთვნება, რაც  იმას ნიშნავს, რომ  მას შეუძლია გადალახოს თხის რქის სიმტკიცე, არა მოთხოვნებით და ღია პროტესტებით, არამედ უხილავი ინტენსიური ზეწოლითა და ირიბი ჩაგონებით. წყალი ყველაზე ძლიერი სტიქიაა, რომელსაც ნებისმიერი წინააღდეგობის გადალახვა შეუძლია. თევზები შეიძლება კაპრიზული და გაღიზიანებულიც იყოს;  იშვიათად, მაგრამ მაინც, აგრესიულიც. თხის რქას ნამდვილად გაუჭირდება თევზებისგან  მკაფიო პასუხების მიღება, როდესაც სურს გაიგოს, რას ფიქრობს ან გრძნობს ის სინამდვილეში. პირდაპირი პასუხებისგან გასხლტომა ნეპტუნის თვისებაა, ხელოვნების დონემდე აყვანილი, რადგან ეს ერთერთი მეთოდია ხელუხლებლად შეინახოს  პირადი სივრცე და არ დაუშვას არავის შეჭრა.

 

 

თხის რქა ქალი და თევზები მამაკაცი

Raisa Gorbacheva & Mikhail Gorbachev

_ გარდა ამისა, მე ფრენა არ შემიძლია

_ მე გასწავლი!

_ ფრენას?

_ მე გასწავლი, როგორ მოახტე ქარს ზურგზე და

მაშინ ერთად გავფრინდებით.

 

დიახ, მე ვიცი, რომ თევზები წყლის ნიშანია. მაგრამ თქვენ თუ გსმენიათ მფრინავი თევზების შესახებ? იქამდე, სანამ ეს ორნი ერთად გაფრენას გადაწყვეტენ, ჯობია ერთმანეთის სრულიად განსხვავებულ ზნეს მოერგონ. თუმცა, საბედნიეროდ, ისინი კარგად ახერხებენ თანაცხოვრებას და მათი განსხვავებული თვისებები სასიამოვნოდ ავსებენ ერთმანეთს. მაგალითად, თევზებთა შორის ძალიან იშვიათად შეხვდებით ფორმალისტებს. ტიპური თევზები მამაკაცი იშვიათად აიღქვამს ცხოვრებაში რამეს სერიოზულად, ყველაზე იშვიათად კი ადათებსა და ტრადიციებს. ის იმდენად არაფორმალია, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია.

თხის რქა ქალი „კლასისა“ და „ხარისხის“ განსახიერებაა, მნიშვნელობა არ აქვს მატარებლის ვაგონში ცხოვრობს დეპოსთან ახლოს (ასეთ ადგილას  დიდხანს მაინც არ შეყოვნდება) თუ გუბერნატორის ვილაში; დროის უმეტეს ნაწილს კუპონების შეგროვებას ანდომებს (არც ეს გაგრძელდება დიდხანს)  თუ ფასიან აქციების დასტას ატრიალებს ხელში. ყველაფერი, რასაც ეს გოგონა აკეთებს ფორმალური და ფორმალიზებულია, სუნთქვაც კი _ ის სწორად ჩაისუნთქავს და სწორად ამოისუნთქავს, სწორად იხეხავს კბილებს და სწორად ივლებს პირის ღრუს სავლებს… თხის რქა ქალბატონი საოცრად მყარად დგას მიწაზე მაშინაც, როდესაც კიბეზე ადის. ოღონდ ჩვეულებრივ კიბეზე არა, წარმატებისა და დიდებისკენ მიმავალ კიბეზე, რომელიც საკუთარი თავისადმი პატივისცემას განუმტკიცებს. მის მიზნებში ყოველთვის შედის, მთელი საზოგადოების თუ არა, ოჯახისა და ნათესავების, მეგობრებისა და მეზობლების პატივისცემის დამსახურება მაინც. განსაკუთრებით ნათესავების. სავარაუდოდ, მას სამი-ოთხი უახლოესი მეგობარი ჰყავს, ჯერ კიდევ სკოლის წლებიდან მოყოლებული. ის საგვარეულოს სიამაყე გახდება, მიუხედავად იმისა, რამდენად დიდი გვარიდან არის. თუ თხის რქა ბავშვობაში დაობლდა, მთელი მისი სიყვარული, რომელიც მშობლებისგან ვერ მიიღო, საკუთარ ოჯახზე, შვილებსა და შვილიშვილებზე კონცენტრირდება. ეს მისი ხასიათის ერთერთი გულისამაჩუყებელი და საოცრად ღირსეული თვისებაა. თუმცა თევზებ მამაკაცს  უნდა ესმოდეს, რომ თხის რქის ოჯახში ის ყოველთვის მეორე ადგილზე იქნება.

დიდი ალბათობით, თევზები მშვენივრად მოერგება თხის რქის ოჯახის კულტს. თუ მის ნათალურ რუკაში ტყუპების, მერწყულის ან მშვილდოსნის გავლენა არ არის, მას მოეწონება ოჯახური ტრადიციები და კიდევ უფრო დააფასებს თხის რქას ასეთი თავდადებისთვის. ეს იმის მანიშნებელია, რომ ის საიმედო და სანდო ქალია და მასზე დაყრდნობა ყოველთვის შესაძლებელია. თევზები გაცილებით ნაკლებად შფოთავს, როდესაც ურთიერთობაში ემოციურ უსაფრთხოებას გრძნობს. მათი ოჯახი სტაბილურია. ბუნებრივია, არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა სავალალო მიზეზის გამო, თხის რქას არანაირი ოჯახური კავშირები არ აქვს, მაგრამ ასეთი რამ  უკიდერესად იშვიათ შემთხვევაში ხდება.

თუმცა მუხედავად იმისა, რომ თევზებს სტაბილურობა სიამოვნებს, თუ თხის რქამ ოჯახური ერთობის საკითხებში გადააჭარბა, შეიძლება პრობლემებიც წარმოიქმნას. როდესაც თევზები კეფაზე მუდმივად დაჟინებულ მზერას გრძნობს და ხვდება, რომ მისი თითოეული ნაბიჯი განხილვის  საგანია, მას ღამეული კოშმარები ტანჯავს დიდი ინკვიზიციაზე. უკლებლივ ყველა თევზები დარეხვილია პირადი საიდუმლოებების უფლებასა და თავისუფლებაზე.  აზრის, ქცევისა და გადადგილების თავისუფლებაზეც! ნებისმიერი შეზღუდვა, რეალური თუ მის  წარმოსხვაში შეთხზული, მას საშინლად აღაშფოთებს და აღიზიანებს. თხის რქა გოგონას უნდა ახსოვდეს, რომ თევზები უკიდეგანო ოკეანის თავისუფალი მკვიდრია.

თხის რქა შეიძლება მდუმარე და მესაკუთე იყოს, არაორაზროვნად დემონსტრირებდეს თავის უკმაყოფილებას გაყინული მზერითა და დუმილით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ თევზებს ხმაურიანი  მრისხანების ან ცრემლიანი ეჭვიანობის სცენები მოუწყოს. თევზებიც იმდენად მადლიერი იქნება, სულ მეტ დროს გაატარებს სახლში იქამდე, სანამ თხის რქასავით ფესვებს გაიდგამს. ფესვები ზუსტად ის არის, რასაც უკლებლივ ყველა თევზები ეძებს, თუმცა ხშირად თვითონაც ვერ აცნობიერებენ ამას. როდესაც თევზებს სრულ თავისუფლებას ანიჭებენ, ისინი იშვიათად მიცურავენ შორს და თითქმის ყოველთვის ერთგული მეუღლეები არიან. მაგრამ საკმარისია თავისუფლების შეზღუდვის მცდელობებიც კი და გაღიზიანებული თევზები ძალას არ იშურებენ დაუსაბუთებელი ეჭვიანობის ბადიდან გასასხლტომად. გაიხსენეთ ძველი სიბრძნე: ადამიანი ხდება ისეთი, როგორსაც მას ხედავენ მისი საყვარელი ადამიანები. აქიდან გამომდინარე, თევზების ღალატისკენ  მისგან მუდმივად ღალატის მოლოდინი უბიძგებს. ამიტომ, დაბეჯითებით გირჩევთ, ნურასოდეს გაუხმოვანებთ თქვენს ეჭვებს ხმამაღლა. ხოლო თუ გსურთ, რომ თევზებმა არასდროს გიღალატოთ, უნდა გწამდეთ მისი პატიოსნების და მიახვედროთ, რომ თქვენ საჭიროებთ მის სიყვარულსა და მხარდაჭერას. ეს მამაკაცი ყველაზე მეტად (მშვილდოსნებსა და ტყუპებს თუ არ ჩავთვლით) აფასებს, როდესაც მას ენდობიან. მას რატომღაც  ძალიან ესირცხვილება ნდობის დაკარგვა. თუმცა, ისევე როგორც მშვილდოსნები და ტყუპები, თუ ის რაღაცაში  მერყეობს, თავად ეჭვი ასუსტებს მის ნებას და იმავდროულად, აძლიერებს მისი ცნობისმოყვარე ბუნების ბნელ მხარეს. ასეთ დროს მუტაბელური ნიშნები ათასობით საბაბს გამოჩხრეკენ თავიანთი მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ცდების გასამართლებლად.

არც ერთი ქალს და არც ერთ მამაკაცს  არ სურს საყვარელი ადამიანის ღალატი. ღალატს ყოველთვის უზომო ტკივილი მოაქვს და არასდროს სიხარული. მაგრამ ზოგიერთ მამაკაცი მიდრეკილია ცვლილებების, აღელვების სხვადასხვა ფორმის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საშინლად მოსაწყენი და დეპრესიულები ხდებიან. თევზებზე შეყვარებული  თხის რქა მარტივად მიხვდება რჩეულის ამ თავისებურებას და თუ საკმარისი სიბრძნეც აღმოაჩნდა, იმდენ გამაცოცხლებელ ფერს, სინათლეს და მოულოდნელ სიურპრიზს შეიტანს მათ საერთო ურთიერთობაში, თევზები მიხვდება, რომ მასთან ის იპოვა, რასაც ყოველთვის ეძებდა.

შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თევზები მამაკაცი და თხის რქა ქალი თავიანთ ინტიმურ ურთიერთობას საოცრად პრაქტიკულად უდგებიან. თავიდან თხის რქა შეიძლება საჭიროზე მეტად მორცხვი იყო. თუმცა სიტყვაში „თავიდან“  მე პირველ ჩახუტებამდე პერიოდი ვიგულისხმე, როდესაც მამაკაცი საკმარისს ინიციატივას ავლენს. ეს ის ქალი არ არის, ვინც სასიყვარულო თამაშებს თამაშობს. სექსუალურ ურთიერთობაში ის ისევე პირდაპირ გამოხატავს თავს, როგორც სხვა ყველაფერში. ბუნებრივია, პრაქტიკულადაც. რაც შეეხება თევზებს, მას არაფერი აგდებს შოკში, საკუთარი სასიყვარულო გამოცდილების ჩათვლით.

თუ მათ მზეებსა და მთვარეებს შორის დისჰარმონიული ასპექტებია, თხის რქის სექსუალური ქცევები თევზებისთვის შეიძლება არასაკმარისად რომანტიული აღმოჩნდეს და ის დაუკმაყოფილებელი დარჩება. იმავდროულად, თევზების ინტიმური ქცევები თხის რქას შეიძლება არასაკმარისად ღრმად მოეჩვენოს შინაგანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც, სექსტილის დადებითი მეგობრული ვიბრაცია საკმარისი იქნება ყველა პრობლემის მოსაგვარებლად.

თხის რქის ყველაზე დიდი ძღვენი, რჩეული თევზებისადმი, საიმედოობის თბილი სიმყუდროვეა. თევზებმა იცის, რომ ყოველთვის შეუძლია მასზე დაყრდნობა, როდესაც სიმამაცე მიატოვებს, როდესაც დაიღლება ან აუხდენელი ოცნეებების გამო სული დაუავადდება. თევზების ყველაზე ძვირფასი ძღვენი, რჩეულის თხის რქისადმი, წარმოუდგენლად მდიდარი წარმოსახვაა.

და თევზები ეტყვის თხის რქას, რომ მისი კანი ლოტუსის ფოთოლივით ნაზია (მერე რა, რომ ცოცხალი ლოტუსი არასდროს უნახავს), რომ მისი თმა ისეთივე ოქროსფერია, როგორც მზის ამოსვლა  შვეიცარიის ალპებში (მერე რა, რომ  შვეიცარიაში არასდროს ყოფილა), მისი თვალები კი უზარმაზარ საფირონებს აგონებს (და მერე რა, რომ თევზები ძალიან იშვიათად არჩევს  ძვირფასს ქვებს შუშის ნატეხებისგან).

 

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.


About Qet

Scroll To Top