იუპიტერის ასპექტები

იუპიტერის ასპექტები

იუპიტერის ასპექტები იმაზე მიუთითებს, როგორ აფართოებს ადამიანი თვითდამკვიდრების საზღვრებს, ახალი იდეების დანერგვის და ადამიანების სათანამშრომლოდ მოზიდვის მეშვეობით. იუპიტერთან ასპექტებით დაკავშირებული პლანეტა ყოველთვის გარკვეულ მფარველობას იღებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მის ექსპრესიის შესაძლებლობებს. ასეთი ტიპის ურთიერთქმედება  დაფუძნებულია ფილოსოფიურ ურთიერთგაგებასა და სოციალურ-რელიგიურ ერთსულოვნებაზე, რაც, თავის მხრივ, მიმართულია სოციუმის მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ. ყოველგვარი თანამშრომლობა ყოველთვის მოითხოვს მხარეთა ფასეულობების და მსოფლმხედევლობითი პრიციპების, ერთიანობას თუ არა, ჰარმონიულ თანწყობას მაინც.

იუპიტერი და მასთან ასპექტებით დაკავშირებული პლანეტა ადამიანის უმაღლეს ფასეულობათა სისტემას, მისი ნორმებისა და დოგმების პრაქტიკულად განხორციელების არხებს განსაზღვრავს. იუპიტერის პრინციპი ურთიერთმოქმედების პროცესს განასახიერებს. ინდივიდს არ შეუძლია ლოდინი, როდის მიიღებს რამეს ჯგუფისგან, სანამ თავად არ შეიტანს წვლილს საერთო საქმეში.  დიდი მასშტაბის ამოცანებს შეუძლია გაუმკლავდეს მხოლოდ დიდი კოლექტივი, სადაც გაერთიანებულია განსხვავებული ადამიანების შესაძლებლობები და რესურსები.

იუპიტერი სწორედ იმაზე მეტყველებს, კონკრეტულად როგორ ესმის ადამიანს საკუთარი მსახურების როლი საზოგადოების მიმართ. იუპიტერთან ასპექტით დაკავშირებული პლანეტა კი იმაზე მიგვითითებს, რამდენად არის ჩართული ადამიანი საზოგადოებრივ პროცესებში და კონკრეტულად როგორ მონაწილეობს ფართომასშტაბიანი სოციალური, კულტურული თუ ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებაში.

დაზიანებული იუპიტერის შემთხვევაში, ადამიანი სწორედ კოლექტივთან ურთიერთქმედების სირთულეებს აწყდება. საზოგადოებრივ პროექტებში თანამონაწილეობაზე მას ყოველთვის საეჭვო წარმოდგენები აქვს.

 

 

იუპიტერის შეერთება პლანეტებთან

ეს ასპექტი პირდაპირ მიუთითებს ინდივიდის გაფართოების, ექსპანსიის და გარცელების შესაძლებლობასა და ხასიათზე. იუპიტერთან შეერთებული პლანეტა უაღრესად კეთილგანწყობილი და ოპტიმისტია, დიდსულოვანი და გულითადი. ის მზადაა თანამშრომლობისთვის და ყოველთვის კონსტრუქციულ შესაძლებლობებს ეძებს. ის ასევე განსაზღვრავს, რა თვისებები იწვევს ნდობას და კეთილგანწყობას როგორც თავად ადამიანში, ისე მის მიმართ.

 

 

იუპიტერის ჰარმონიული ასპექტები პლანეტებთან

ჰარმონიული იუპიტერი კეთილი და ღირსეული საქმეების/ქცევების სიგნიფიკატორია.

იუპიტერის სექსტილი სწრაფი სულიერი განვითარების სიმბოლოა იუპიტერით და პლანეტით მართულ სფეროებში. ის ასევე განსაზღვრავს ადამიანის შრომის ნაყოფიერებას. მიუთითებს მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან სამეგობრო წრეზე, საგანმანათლებლო და სამოგზაურო გამოცდილების წარმატებულობაზე.

იუპიტერის ტრიგონი მარტივ კარიერულ წინსვლასა და ბედნიერ პირად ცხოვრებას უზრუნველყოფს. ის გარანტიაა, რომ ნატივის ყველა ძალისხმევა სათანადოდ დაჯილდოვდება. თუმცა არის გარკვეული საფრთხეც _ კეთილი იუპიტერი ხშირად იმდენად ადუნებს და აზარმაცებს, შესაძლოა ნატივი დაუდევრობამდე მიიყვანოს. ეს ასპექტი ადამიანის მაღალზნეობრიობაზე მეტყველებს და დაკავშირებულია მის წამყვან ტალანტებთან.

 

 

იუპიტერის დაძაბული ასპექტები პლანეტებთან

იუპიტერის დაძაბული ასპექტები ადამიანს სხვადასხვა, ხშირად საკმაოდ მტკივნეული, მეთოდით უბიძგებს სპონტანური გაფართოებისკენ.

იუპიტერის კვადრატი დაკავშირებული ზღვარგადასულ პატივმოყვრეობასთან, ქედმაღლობასთან. მისი გავლენით,  ადამიანი იმაზე გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე, ვიდრე შესრულება შეუძლია. როდესაც დასახულ მიზნებს ვერ აღწევს, წარუმატებლობა სერიოზულად აისახება მის კარიერასა და რეპუტაციაზე. ამიტომ,  იუპიტერით და პლანეტით მართულ სფეროებში, ადამიანი უკიდურესად აკურატული უნდა იყოს და ყოველთვის შეინარჩუნოს ზომიერების გრძნობა.

იუპიტერის ოპოზიცია დაკავშირებულია ურთიერთობებში წარმოქმნილ სირთულეებთან. მისი გავლენით, ადამიანი ძალიან ბევრს ითხოვს გარშემომყოფებისგან და ბევრ სიკეთეს თავისთავად იღებს, თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს საკმაოდ მხიარული და ავანტურისტი ადამიანია, თუმცა მისი ეს თვისებები არც ისე დიდ აღფრთოვანებას იწვევს გარშემომყოფებში. შესაძლოა დამახასიათებელი იყოს პარაზიტობა, როდესაც ადამიანი საკუთარი გეგმების რეალიზებას სხვების რესურსების მეშვეობით ცდილობს. ეს ყველაფერი გამოვლინდება იუპიტერით და მასთან ოპოზიციით დაკავშირებული პლანეტით მართულ სფეროებში.

 

• „პლანეტით მართული სფეროები“ _ ა) იგულისხმება სახლი, რომელსაც მართავს პლანეტა. პლანეტა მართავს სახლს, რომლის კუსპიდიც (საწყისი საზღვარი) მდებარეობს მის სატახტო ნიშანზე. მაგალითად, მზე მართავს სახლს, რომელიც იწყება ლომზე. მთვარე მართავს სახლს, რომელიც იწყება კირჩხიბზე, მერკური _ ტყუპების კუსპიდს და ა.შ. ბ) სახლი, რომელშიც ვლინდება პლანეტის ენერგია. (მაგ.: პლანეტა III სახლში).

 

დამხმარე სტატიები:

იუპიტერი  იუპიტერის პრინციპები  იუპიტერის დამუშავება


About Qet

Scroll To Top