იუპიტერის და მთვარის კვანძების შეერთება

იუპიტერის და მთვარის კვანძების შეერთება

იუპიტერის და მთვარის ჩრდილოეთ/აღმავალი კვანძის შეერთება

ეს ადამიანი ინსტინქტურად ერგება მიმდინარე კულტურულ თუ რელიგიურ მოსაზრებებს, საზოგადოებრივი ცხოვრების ტრენდებს და ა.შ.  ძალიან სწრაფად და მარტივად ვითარდებიან, რაშიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მოგზაურობა, მოაზროვნის თუ ფილოსოფოსის გამოცდილება. თუმცა ისინი მიდრეკილნი არიან გაიზიარონ  ტრადიციული შეხედულებები, ყოველგვარი პრაქტიკული ანალიზის გარეშე. მკაფიოდ გამოხატული მიზანდასახულობა. მარტივად სწავლობენ და ასწავლიან. პოპულარული, იღბლიანი და ბედნიერი ხალხია. მათი გრანდიოზული გეგმები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სოციალურ ტრენდებთან. ეს სულიერი და მატერიალური კეთლდღეობის, ძალაუფლების, ავტორიტეტის, მაღალი სოციალური მდგომარეობის ასპექტია.

ემოციური ძალის უმთავრესი წყარო სულიერებაა. შინაგანი უსაფრთხოების შეგრძნება და განვითარების გზა კი პირდაპირ არის დამოკიდებული მათ რწმენასა და ფასეულობათა სისტემაზე, რაც ადამიანის ფუნდამენტს აყალიბებს. ისინი საუკეთესოდ გრძნობენ თავს, როდესაც რაიმე დიდს და მასშტაბურს აკეთებენ.

 

 

იუპიტერის და მთვარის სამხრეთ/აღმავალი კვანძის შეერთება

ადამიანის გეგმები, მოუმზადებლობის გამო, საბოლოო ჯამში, განუხორციელებლი აღმოჩნდება ხოლმე. მისი ინდივიდუალური საზოგადოებრივი თუ ესთეტური ამბიციები ეწინააღმდეგება გაბატონებულ ნორმებს, რაც ხშირად განაპირობებს კონფლიქტებს. დაბრკოლებები უმაღლესი განათლების მიღებისას. სირთულეები საზღვარგარეთ. შესაძლოა თავადაც ახასიათებდეთ შიშები მოგზაურობასთან, უცხოელებთან ან უცხო კულტურებთან დაკავშირებით („ქართველობას გვართმევენ“).

მათი კარმული გაკვეთილი დაკავშირებულია რწმენასთან, ნდობასთან, შეხედულებებსა და ფასეულობებთან. შესაძლოა ზედმეტად მორწმუნენი იყვნენ ან პირიქით, რწმენის ნაკლებობას განიცდიდნენ; არასწორ ადამიანებს ენდობოდნენ. მათ უნდა ისწავლონ უპირობო სიყვარული მათი, ვინც იმსახურებს და ღვთის ნდობა, რაც არ უნდა აერიოთ უსაფუძვლო ოპტიმიზმსა თუ ფატალიზმში.

 


About Qet

Scroll To Top