იუპიტერის და ნეპტუნის შეერთება

იუპიტერის და ნეპტუნის შეერთება

იუპიტერის შეერთება  „გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ

შეერთების დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას ანიჭებს საკუთარი მნიშვნელობის მძაფრ შეგრძნებას. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.

მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი იძლევა პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად უმართლებს, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით – ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.

იუპიტერის შეერთება გულისხმობს ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო ან გადასცეს გახსნილი არხი შესაბამის პიროვნებას. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც იღებს სრულიად განსხვავებული წყაროებისგან. მაგრამ იმავდროულად ძლიერია ცდუნება, რომ ეს ენერგია ხარჯოს უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად. თუმცა თავად ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.

 

ნეპტუნის შეერთება სულის უკვდავება დაუჯერებელია ისეთი ადამიანისთვის, ვისაც სული არ აქვს

ნეპტუნთან შეერთებისას, ადამიანს უჭირს კონცენტრაცია პლანეტის მართულ სფეროში: მას ეწყება მედიტაციური პროცესები, რომელთაც, დაუმუშავებელი ასპექტისას, ქვეცნობიერის უმდაბლესი პროგრამები აწარმოებენ და ამ გზით ცდილობენ პლანეტის პრინციპების გამოვლენა მთლიანად ნეპტუნს დაუქვემდებარონ. ნეპტუნი კი პლანეტის შესაბამის სფეროებში, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, ყოველთვის წარმოშობს დამახინჯებულ ხედვებს, ცრუ მდგომარეობებს, მოტყუების ცდუნებებს. იმავდროულად, მისი გავლენისგან თავის დაღწევა საკმაოდ რთულია, რადგან დაუმუშავებელი შეერთებისას, ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამები ღრმად აღწევს პლანეტის პრინციპებში.

მაგალითად, ვენერა-ნეპტუნის შეერთებისას, ადამიანი ხშირად ხვდება ცრუ საზოგადოებრივ სიტუაციებში, ტყუის სოციალურ კონტაქტებსა თუ სასიყვარულო ურთიერთობებში. თუმცა მსგავსი მდგომარეობა მისთვის სიამოვნების ამოუწურავ წყაროს წარმოადგენს. სამაგიეროდ, ვენერა-ნეპტუნის დამუშავებული შეერთება იძლევა ხელოვნების ჭეშმარიტ მცოდნეს. შესაძლოა მხატვარსაც.

გაცილებით რთულია ნეპტუნის სატურნთან შეერთების დამუშავება, რადგან ნეპტუნის უმდაბლესი პროგრამა თვალს უხვევს სატურნს და ადამიანი პრაქტიკულად უუნარო ხდება კონცენტრაციის და თვითჩაღრმავების კუთხით, რაც აუცილებელია დისციპლინისა და შინაგანი პატიოსნების გამომუშავებისთვის.

ნეპტუნთან დამხმარე შეიძლება იყოს მხოლოდ პლუტონი, რომელიც, სხვათა შორის, XX საუკუნის მთელი მეორე ნახევრის განმავლობაში სექსტილში იდგა ნეპტუნთან. პლუტონი ერთადერთი პლანეტაა, რომელსაც ნეპტუნის ილუზიების ცრუ მომხიბვლელობის გაფანტვა შეუძლია.

დამუშავებული ასპექტი ადამიანს აძლევს პლანეტის პრინციპების ჭეშმარიტად გაგების იშვიათ უნარს და უმაღლეს მედიტაციურ პროგრამებს, რომლის მეშვეობით ის შეძლებს გამოხატოს გამოუთქმელი _ ისეთი რამ, რასაც ყველა ვერ ხედავს და არ ესმის.

 

Het Monster

მდიდარი წარმოსახვა ხელოვნებაში, ფილოსოფიასა და რელიგიაში. მრავალფეროვანი ფსიქოლოგიური და ემოციური განცდები. შესაბამისად, საღი აზრის და დისციპლინის უკმარისობა. ნეგატიურ ვარიანტში, რეალობისგან მოწყვეტა. მეტს გპირდებიან და ნაკლებს აკეთებენ.

 

კატრინ ობიე

მისტიური იდეის ზემოქმედება პიროვნების განვითარებაზე. რელიგიური რწმენა დაჟინებულია, თუმცა საკმაოდ დელიკატურიც. მოთმინება, ჰუმანიზმი, ხელგაშლილობა, მოწყალება.  ყოველთვის მაღალი იდეალებისკენ ილტვიან, თუმცა არა იმიტომ, რომ სხვებს ზემოდან დახედონ. პირიქით, ყველას თავაზიანად და პატივისცემით ეპყრობიან. ეს ძალაუფლების ასპექტია _  კეთილისმყოფელი, მოწყალე, რბილი, მაგრამ მაინც ძალაუფლების!..

 

სერგეი შესტაპალოვი

იუპიტერი-ნეპტუნის ასპექტები

სიბრძნე, სიღრმისეული აღქმა, ძალიან ძლიერი წარმოსახვა, მდიდარი ინტელექტი, ცნობიერების ამაღლებული მდგომარეობა, სულიერი ინტერესები. მაღალზნეობრივი, სულიერი იდეალები. კარგი კომერციული უნარები, მატერიალური უზრუნველყოფა.

უარყოფითი მხარე _ რელობისგან დისტანცირება. „ვარდისფერი სათვალეები“. ადამიანებს იმაზე უკეთ ხედავენ, ვიდრე სინამდვილეში არიან და მათ ყველა მანკიერებას გამართლებას უძებნიან. თავს არიდებენ ობიექტური რეალობის უხეშ მხარეებს.

 

იუპიტერის და ნეპტუნის შეერთება ან დაძაბული ასპექტები (კვადრატი, ოპოზიცია)

ძლიერი მიდრეკილება იდეალიზაციისკენ. მოტყუების ალბათობა. იმედგაცრუებები. წაგება. მიდრეკილება ჭორაობის, ცილისწამების, ინტრიგებისკენ. ამორალური ქცევები, მფლანგველობა.

დადებითი მხარე _მაღალი სულიერი მისწრაფებები, თავგანწირვა, მოწყალება, თანაგრძნობა.

Sigmund Freud ♃ ☌ ♆ _ ♓

სხვა წყაროები

ეს ბობოქარი წარმოსახვით დაჯილდოებული ადამიანია, რომელიც ხელოვნების ყველაზე განსხვავებული სახეობების მეშვეობით  გამოხატავს საკუთარ იდეოლოგიას. მუსიკალური, მხატვრული და პოეტურია. მან აუცილებლად უნდა აკონტროლოს მიდრეკილება მაქსიმალიზმის და გადაჭარბებისკენ. უაღრესად თანამგრძნობი იდეალისტია. იზიდავს სხვადასხვა ტიპის კულტები და რიტუალები. მრავალფეროვანი გრძნობებით და მაღალი ზნეობით გამოირჩევა.  შეუძლია გახდეს იდეოლოგიური ხელმძღვანელი ან რელიგიური მოღვაწე, სენსეი ან გურუ. თითქმის ყოველთვის რეალობის და წარმოსახვის, პრაქტიკულობის და იდეალების  ფაქიზ ზღვარზე დააბიჯებს. იმდენად ძლიერად განიცდის სულიერ აღმაფრენას, თითქმის სრულიად  წყდება მიწიერ რეალობას.

თუ შეერთებას სხვა ასპექტი აზიანებს, ადამიანი ღრუბლებში დაფრინავს და საკუთარ ოცნებებში ცხოვრობს. გულმოდგინედ გაურბის ყოველგვარ სირთულეს. როდესაც უმწეობას განიცდის, ფანტაზიებში იძირება, რაც სერიოზულად აზარალებს მის სულიერ ცხოვრებას და ხელს უშლის ჯანსაღ სოციალურ რეალიზაციაში. მისთვის აუცილებელია სულიერი განვითარების გარკვეული უნარი, რომ ეს ასპექტი სათანადოდ აამუშავოს და ნების ცნობიერ კონტროლს დაუქვემდებაროს.

როგორც წესი, ჰუმანისტები არიან. სიღრმისეულად ესმით ხელოვნება და სულიერი პრობლემები. ბუნებრივად არიან მიდრეკილნი  მაგიისა და მისტიკისკენ. მთლიანობაში, საკმაოდ არაპრაქტიკულები არიან. საქმე ის არის, რომ მათი შეხედულებები არამხოლოდ იდეალისტურია, არამედ მეტად ბუნდოვანი და აბსტრაქტულიც. ამიტომ, მათგან შესანიშნავი მუსიკოსები, ხელოვანები, ფილოსოფოსები და რელიგიის მსახურნი გამოდიან. უკიდურესად მგრძნობიარედ რეაგირებენ ფსიქო-ემოციურ განცდებზე, მარტივად შედიან რელიგიურ თუ მისტიურ ექსტაზში. მოსწონთ იდუმალი რიტუალები. ძალიან უყვართ თეატრი, მუსიკა, ტაძრები, ბუნება, მოგზაურობა (განკსაკუთრებით საზღვაო). სიამოვნებით ზრუნავენ ცხოველებზე.

მათ ყოველთვის საუკეთესო განზრახვები ამოძრავებთ, თუმცა უფრო მეტს გპირდებიან, ვიდრე ასრულებენ. ისინი ძალიან ცუდად აკონტროლებენ დადებული პირობების თუ საკუთარი ვალდებულებების აღსრულებას. ამიტომაც  ხშირად არასანდო და არასაიმედო ადამიანების სახელი აქვთ.

ამრიგად, ამ ასპექტის უზარმაზარი დადებითი პოტენციალის რეალიზება მხოლოდ გარკვეული მიზანდასახულობით, შეუპოვრობითა და დაჟინებულობით შეიძლება, რაც რუკის სხვა ასპექტებმა უნდა აჩვენოს.

ვიზუალურად საკმაოდ მომხიბვლელი და არტისტული ხალხია. ისინი ასხივებენ თავაზიანობას და კეთილგანწყობას.  ყველას ფილოსოფიური იდეალიზმის პოზიიციდან  უყურებენ.  იმედგაცრუება თუ ფსიქოლოგიური ტრავმა  შემოქმედებითი აქტივობის კატალიზატორი ხდება.  სარგებელს სრულიად მოულოდნელი წყაროებისგან იღებენ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ კარგი ფინანსური ყნოსვა აქვთ. ამ დიდსულოვანი ადამიანებისთვის უცხოა მერკანტილიზმი.

არც ისე იშვიათად მედიუმის უნარებით არიან დაჯილდოებულნი და მიღმიერ სამყაროსთან ურთიერთობა შეუძლიათ. აღმერთებენ სხვადასხვა იდუმალი ტიპის ინიციაციის აქტებს.

 


About Qet Adastra

Не от мира сего…

Scroll To Top