იუპიტერის და პლუტონის შეერთება

იუპიტერის და პლუტონის შეერთება

იუპიტერის შეერთება  „გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ

შეერთების დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას ანიჭებს საკუთარი მნიშვნელობის მძაფრ შეგრძნებას. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.

მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი იძლევა პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად უმართლებს, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით – ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.

იუპიტერის შეერთება გულისხმობს ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო ან გადასცეს გახსნილი არხი შესაბამის პიროვნებას. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც იღებს სრულიად განსხვავებული წყაროებისგან. მაგრამ იმავდროულად ძლიერია ცდუნება, რომ ეს ენერგია ხარჯოს უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად. თუმცა თავად ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.

 

პლუტონის შეერთება  „ადამიანის დევნისას, ბედისწერა მიზნად არ ისახავს, მას დაეწიოს

პლუტონთან შეერთებისას, პლანეტის მართულ სფეროში ადამიანი მუდმივად გრძნობს ბედისწერის სუნთქვას. ძლიერი ენერგეტიკის შემთხვევაში, ამ სუნთქვას გრძნობენ მისი გარშემომყოფებიც. განსაკუთრებით ისინი, ვინც პლანეტის პრინციპებს ააქტიურებს. ბედისწერის აზრი გამოიხატება პლანეტის პრინციპების გასუფთავებითა და განახლებით. იმ ფორმებით, როგორც ისინი მატერიალიზდებიან ადამიანის ბედში. რეალიზება კი ხდება არამხოლოდ ინდივიდის ნათალური რუკით, არამედ მისი პირადი არჩევნებითა და გადაწყვეტილებებით ცხოვრების განმავლობაში.

დაბალ დონეზე, ადამიანს ეჩვენება, რომ პლანეტის მართულ სფეროში ყველგან უბედურება და აუნაზღაურებელი დანაკარგები ჩაუსაფრდნენ. თუმცა აქ მან მართლაც უნდა გამოიმუშაოს მორჩილება და ისწავლოს შესაბამისი დინებების მაღალ ვიბრაციებზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას  უსიამოვნო შედეგები ელის. ჰარმონიული პლანეტის (ან მთლიანობაში რუკის) შემთხვევაში, ეს შედეგები გავრცელდება არა თავად პიროვნებაზე, არამედ მის ახლობლებზე.

პლუტონთან შეერთების დამუშავების თავისებურება იმით გამოიხატება, რომ პლუტონი არასდროს თვლის ადამიანს საკმარისად “სუფთად”. ცხოვრების სფეროში, სადაც პლანეტის პრინციპები აქტიურდება, ინდივიდი ძალიან მძაფრად გრძნობს ამას. დამუშავება კი აქ გამოიხატება იმ ინსტრუმენტების შეცვლით, რომლითაც სარგებლობს პლუტონი: ნაგვის მანქანა და ბაკი, ცოცხი და აქანდაზი თუ ფუნჯი და ფურცელი.

მაღალ დონეზე, პლუტონი ღრმად აღწევს იმ სახლის ეგზისტენციალურ პრობლემებში, სადაც ხდება შეერთება. ასევე იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. ადამიანს ეძლევა მისი პრინციპების ფაქიზად დამუშავების შესაძლებლობა და უნარი, უმნიშვნელო ზემოქმედებით მოაგვაროს კარმული პრობლემები შესაბამის სფეროებში.

 

Het Monster

გამბედაობა. ნების ძლიერი კონცენტრაცია.ზოგადსაკაცობრიო საკითხებისადმი ერთგულება. მოსწონთ და კარგად ეხერხებათ მედიტაცია, იოგა, ექიმბაშობა, ნათელხილვა, წინასწარმეტყველება. რამდენად შედეგიანად, ამას მთლიან ჰოროსკოპში ამოიკითხვათ.  კარგი მდებარეობაა მოსამართლეებისთვის და ზოგადად, ყველასთვის, ვისაც ადამიანების მოტივების ამოცნობა უწევს.

 

კატრინ ობიე

შეუთავსებელთა შეთავსება _ ოლიმპოს და წყვდიადის ღმერთების, რომლებიც თანაარსებობას მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების მისაღწევად ახერხებენ. ამრიგად, ეს უმაღლესი მსაჯულების ასპექტია. ამასთანავე, საჭიროების შემთხვევაში,  მთელს გარესამყაროს უფლის ნებას დაუმორჩილებს. ზოგჯერ ადამიანმა შესაძლოა თავი „გარდაუვალი სამართლიანობის“ მატარებლად  ჩათვალოს.

 

ფრენსის საკოიანი

ძალიან ძლიერი კონცენტრაციის უნარი. შეუძლია გაუმკლავდეს უზენაეს ცნობიერებას. სულიერი რეგენერაციის შესაძლებლობა. ლიდერის, მეთაურის, მმართველის გამორჩეული უნარები.

 

სერგეი შესტაპალოვი

იუპიტერის და პლუტონის დადებითი ასპექტები

წინასწარმეტყველების ნიჭი და ენთუზიაზმი. საზრიანობა და პირადი ჰორიზონტების გაფართოება, შესანიშნავი საქმიანი უნარები: მართვა, ორგანიზება. პოპულარული და წარმატებულია. მარტივად მოიპოვებს სიმპათიებს. შეუძლია ადამიანების დამორჩილება და ხელმძღვანელობა. სიმდიდრის ასპექტი.

ნეგატიური მხარე _სწრაფვა პირადი გამდიდრებისკენ.

 

იუპიტერი და პლუტონის შეერთება ან დაძაბული ასპექტები

ძალაუფლება, ავტორიტარიზმი, თვითგანმტკიცება, ავანტურიზმი. მიდრეკილება კანონსაწინააღმდეგო ან პირდაპირ უკანონო ქმედებებისკენ. რეპუტაციის დაკარგვის საფრთხე. ბრძოლა ძალაუფლების და პოპულარობისთვის.

დადებითი მხარე _ ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვება. წარმატება, ავტორიტეტი, პატივისცემა, ძალა, უზარმაზარი ენერგია.

 

 

სხვა წყაროები

ბიძინა ივანიშვილი ♃ ☌ ♇ _ ♌

ეს ადამიანი სერიოზულად არის განწყობილი, რადაც არ უნდა დაუჯდეს ,დატკბეს ცხოვრებისგან მინიჭებული ყველა შესაძლებლობით. ის გულმოდგინედ ერთგულობს თავის იდეალებს და საკუთარი მიზნების განხორციელებაც მთელი გულით სწადია.  ეს „მონარქების ასპექტია“, რომელიც ძლიერ ავტორიტეტზე და მართვის ბრწყინვალე უნარებზე მეტყველებს. თუ ნატივი არ აპირებს ამ ასპექტის ენერგიის პოზიტიურად გამოყენებას, ის უკიდურესად ეგოისტ პიროვნებად ჩამოყალიბდება, რომელიც მოკლებულია ადამიანებთან ჰარმონიულად ურთიერთობის უნარს.

ის მართვის და ლიდერობის შესანიშნავი ნიჭით არის დაჯილდოებული, ფინანსებშიც მშვენივრად ერკვევა და დიდი აუდიტორიაც უპრობლემად „აჰყავს“. გარკვეულწილად  ქედმაღალი და კადნიერია. აქტიურად ინტერესდება პოლიტიკით და საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებით. ადამიანების და ცხოვრებისადმი ძალიან მომთხოვნია. ეს უშიშარი მეომარი მძვინვარედ იბრძვის ჰუმანური იდეებისთვის და გასაოგნებელ სტრატეგიულ უნარებს ავლენს.

ამ ასპექტის მფლობელს სრულიად კონკრეტული სულიერი გზა აქვს ბოძებული, რომლის გავლისას, მას შეუძლია ჭეშმარიტ სიმაღლეებს მიაღწიოს ყოფიერების გაცნობიერებაში. ამ ადამიანისთვის სრულიად ბუნებრივია სულიერი პრაქტიკების სხვადასხვა მეთოდიკის გამოცდა. არც ისე იშვიათად წინასწარმეტყველების ნიჭითაც არის დაჯილდოებული. ხშირად მსაჯულის ან ფსიქოლოგის პროფესიებს ირჩევს, რადგან მშვენივრად აღწევს ადამიანების ქვეცნობიერში და უშეცდომოდ იცნობს მათ მოტივებს.

მას შეუძლია უშიშრად გაწყვიტოს ყოველგვარი კონტაქტი წარსულთან და ყველაფერი ნულიდან დაიწყოს. შეუძლია ადამიანთა მთელი არმია დარაზმოს თავის გარშემო. ძალიან მარტივად შეუძლია მასების მართვა, რაც ხდება კიდეც მისი ინტერესის მთავარი ობიექტი.  ყველაზე ხშირად თავის გავლენას ახალი წამოწყებების მეშვეობით ავრცელებს, თუმცა ეს სიახლე დაკავშირებულია უკვე ძველის  და ვადაგასულის ტრანსფორმაციასთან.  იუპიტერის და პლუტონის თვისებები საკმაოდ წინააღმდეგობრივია  _  ყველა შესაძლებლობა (იუპიტერი) დასრულების აუცილებლობას(პლუტონი) ეჯახება. თუ ადამიანს ეს არ ესმის და  წინააღმდეგობრივ გავლენებს შორის იხლიჩება, არ არის გამორიცხული ნევროზით დაავადდეს. თუ  მათი სინთეზი მოახერხა, ის შეძლებს გააკრისტალოს უძვირფასესი ცხოვრებისეული გამოცდილება.

ეს ძალიან კეთილისმყოფელი ასპექტია, რომელიც მფლობელებს საშუალებას აძლევს, მარტივად განავითარონ ბუნებრივად თანდაყოლილი ტალანტები, რაც დიდ დახმარებას გაუწევთ საკუთარი ამბიციების მიღწვაში. მათ ბოძებული აქვთ უნიკალური და ბედნიერი უნარი, არამხოლოდ მიიღონ გამოხმაურება საკუთარი ნიჭიერების „შინაგანი საცავიდან“, არამედ შესაბამისი არხიც გახსნან გამოსავლენად. ვინც ყოველდღიურად მათ სიახლოვეს იმყოფება, კარგად იციან, რას ნიშნავს ეს, რადგან ეს ადამიანები თითქმის მაგიურად  შთააგონებენ გარშემომყოფებს.

ცხოვრებას დიდი  ინტერესით და გატაცებით ეპყრობიან, მთელ ენერგიას აქსოვენ საქმეში  საკუთარი მიზნების და წარმატების მისაღწევად.  ამ ასპექტზე, შეიძლება ითქვას, რომ წარმატება გარანტირებულია. იღბლიანი შესაძლებლობები თითქმის „ყოველ მოსახვევში“ ელოდებათ, მათი შინაგანი უზარმაზარი რეზერვუარი კი ყოველთვის მზადყოფნაშია. ისინიც, თითქოს ინსტინქტურად, ყოველთვის სარფიან სფეროებში ცდიან საკუთარ ძალებს და ტალანტებს. ეს იმასაც გულისხმობს, რომ ეს ადამიანები რამდენიმეჯერ შეიცვლიან ცხოვრების გეზს, (სავარაუდოდ, რადიკალურადაც), რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება დააგროვონ ცხოვრებაში. შესაძლოა კონკრეტული მიზანიც კი არ ჰქონდეთ, ვთქვათ კომპანიის ტოპ-მენეჯერობა, მაგრამ, სადაც არ უნდა მოღვაწეობდნენ, შინაგანი ტალანტები იქამდე არ მოასვენებს, სანამ რეალიზების შესაბამის არხებს არ უპოვის. მრავალრიცხოვანი შესაძლებლობა და არჩევანი შესაძლოა პრობლემადაც კი იქცეს. იდეალურ ვარიანტში კი, მათ ზუსტად ისეთი სიტუაციები უნდა აირჩიონ, სადაც პერსონალური განვითრების მაქსიმალურად ფართო არეალი იშლება.

ძალიან მოსწონთ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტში მუშაობა, რადგან ინტერპერსონალური ურთიერთობები მათი შემოქმედების და პიროვნული ზრდის ულევი წყაროა. ინტიმურ/ პირადი ტიპის ურთიერთობებში კარგი იქნება, თუ თანასწორობას დაიცავენ, რადგან ძლიერი მიდრეკილება აქვთ დომინირებისკენ. ამიტომ, უნდა ახსოვდეთ, რომ ურთიერთობაში ორივე პარტნიორის განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია და ხელი უნდა შეუწყონ რჩეულის ფარული პოტენციალის ამოქმედებას. რასაც ბუნებრივად მოყვება დადებითი ცვლილებები. საერთოდ, მათ არასდროს  უნდა დააჩქარონ პროცესები, რადგან ბუნებრივი ევოლუცია ყველაზე  უსაფრთხო და ნაყოფიერია. მათ ეს ნამდვილად არ გაუჭირდებათ, რადგან ცხოვრების განმავლობაში იმდენი გამოცდილების დაგროვებას ახერხებენ, მშვენივარად გრძნობენ ყველა წყალქვეშა დინებას.

მათ აუცილებლად უნდა გასწიონ ქველმოქმედება და რაიმე ფორმით დახმარება გაუწიონ ადამიანებს. თუ მათ საკუთარი რესურსები მხოლოდ პერსონალური მიზნების და სურვილების დასაკმაყოფილებლად გამოიყენეს, დროთა განმავლობაში, აუცილებლად იგრძნობენ, რომ პლუტონი თანდათან უფრო გამანდგურებელი ხდება, რაც გამოვლინდება ყველაზე მარტივ მიზნებში ჩაფლავებით.


About Qet

Scroll To Top