იუპიტერის და სატურნის შეერთება

იუპიტერის და სატურნის შეერთება

ავესალომ პადვოდნი

იუპიტერის შეერთება  „გიგანტების მხრებზე დგომისას, გაფრთხილდი, რომ ამით არ მოიხარონ

შეერთების დაბალ დონეზე, იუპიტერი პლანეტას ანიჭებს საკუთარი მნიშვნელობის მძაფრ შეგრძნებას. ადამიანს გულწრფელად სწამს, რომ ნებისმიერ სფეროში მისი გამოვლინება უაღრესად მნიშვნელოვანია; რომ ის უზარმაზარ შესაძლებლობებს ფლობს და რომ ყველა ვალდებულია, ესმოდეს ეს და უანგაროდ დაეხმაროს და ემსახუროს მას.

მართლაც, პოტენციურად ეს ასპექტი იძლევა პლანეტის პრინციპის დიდ გაფართოებას. ადამიანს ხშირად დაუმსახურებლად უმართლებს, ყოველგვარი პირადი ძალისხმების გამოვლენის გარეშე, განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში. მაგალითად, ამ ასპექტისთვის დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული ტენდენციაა მაღალჩინოსნებისგან მფარველობა. საფრთხე იმაში იმალება, რომ ადამიანი მიდრეკილია, აღიქვას იუპიტერის წყალობა, როგორც მონაცემი. თითქოს სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. დამუშავება უნდა მოხდეს საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით – ინდივიდმა გააზრებულად უნდა იტვირთოს თავისი წილი ვალდებულება, როდესაც იუპიტერისგან სხვადასხვა საჩუქარსა თუ შესაძლებლობას იღებს.

იუპიტერის შეერთება გულისხმობს ეგრეგორის ინტენსიურ მოხმობას. ადამიანი კარმულად ვალდებულია არამხოლოდ მოიხმაროს ძღვენი, არამედ შეაღწიოს ეგრეგორში და მასთან ერთად ან მასში განახორციელოს აუცილებელი სამუშაო ან გადასცეს გახსნილი არხი შესაბამის პიროვნებას. მაგალითად, იუპიტერის მარსთან შეერთება ნიშნავს, რომ ადამიანს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, რომელსაც იღებს სრულიად განსხვავებული წყაროებისგან. მაგრამ იმავდროულად ძლიერია ცდუნება, რომ ეს ენერგია ხარჯოს უაზროდ, ქაოტურად და არაეფექტურად. თუმცა თავად ქვეცნობიერად თვლიდეს, რომ მისი ნებისმიერი აქტიური ქმედება უზადოა და ღვთაებრივ სხივს ატარებს. ასპექტის დამუშავების მაღალ დონეზე, ადამიანი მაღალ ენერგეტიკულ და სულიერ არხებს უხსნის სხვებს. საერთოდ იუპიტერის შეერთება “მქადაგებლის” ასპექტია.

 

სატურნის შეერთება „დროის დინება თავისთავად ნელდება. პრობლემა ის არის, დროულად შეამჩნიო

სატურნთან შეერთება კუმშავს, ყინავს პლანეტის პრინციპს და აქ კარმული მოთხოვნა მდგომარეობს მის ღრმად დამუშავებაში. კერძოდ, პლანეტის პრინციპების განთავისუფლება ზედაპირული, ეგოისტური პროგრამებისგან, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ გადასახადს ნებისმიერი უმნიშვნელო ძალისხმევისგან. მაგალითად, სატურნის მერკურთან შეერთება იძლევა ადამიანს, რომელსაც ცუდად ესმის გაუაზრებელი მოვლენები და ფუჭად ებრძვის ამ თვისებას. თუ ის ეცდება დააიგნოროს სატურნის ინტენსიური ზეწოლა (რაც ძალიან დამახასიათებელია დაუმუშავებელი შეერთებისთვის), რომელიც აიძულებს დიდხანს და ყურადღებით იფიქროს, მისი რაციონალური აზროვნება ბუკვალურად გაჭედავს, დაკარგავს ყოველგვარ წარმოდგენას და საკუთარ ტყავზე იწვნევს აბსოლუტის შემოქმედებას, სხვადასხვა აბსურდული და ტრაგიკული სიტუაციების სახით.

სატურნის შეერთება, დამუშავების საწყისს ეტაპზე, მოითხოვს საკუთარ თავში ჩაღრმავებასა და პლანეტის პრინციპების გააზრებას საკუთარი ცხოვრებისა და ფილოსოფიის ჩარჩოებში, რაც ხშირად მოტივირებულია გარე ფაქტორების მხრიდან ხანგრძლივი შეზღუდვებით. დამუშავების შემდეგი ეტაპები არც ისეთ მკაცრ პირობებში გრძელდება, როგორც თავდაპირველ სტადიაზე, თუმცა აქ ადამიანს მოეთხოვება საკუთარი ნებით შეეგუოს და დაემორჩილოს პლანეტის პრინციპებს. განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებში, როდესაც პლანეტა აქტიურდება, რაც იძლევა ნაყოფიერ შედეგებს და მნიშვნელოვან გარღვევას იმ სფეროებში, რომელსაც მართავს პლანეტა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავიდან ამის დაჯერება რთულია, რადგან სატურნთან შეერთება, განაპირობებს არამხოლოდ უნარების არ არსებობის შთაბეჭდილებას, არამედ ერთგვარ უარყოფით სიდიდეს, არასრულფასოვნების კომპლექსს და იმავდროულად, ადამიანში ბადებს უკიდურესად ძლიერ და ღრმა შინაგან სწრაფვას, აითვისოს პლანეტის პრინციპები.

 

Het Monster

სერიოზული დამოკიდებულება ცხოვრების და საკუთარი, ხშირად მძიმე, პასუხისმგებლობების მიმართ. კონსერვატიზმი, პრაქტიკულობა. ხშირად პირადი ბედისწერა განპირობებულია ნაციონალური მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით. დაუკმაყოფილებელი ამბიციები, განსაკუთრებით თუ შეერთება X სახლში ხდება.   თუ იუპიტერი წინ უსწრებს სატურნს _ ოპტიმიზმით დაწყებული საქმეები მალე სირთულეებს შეეჯახება.

 

კატრინ ობიე

ეს შეერთება აგლუვებს ორივე პლანეტის თვისებებს. გაფართოების პრინციპებს (იუპიტერი) ანეიტრალებს შეზღუდვის პრინციპი (სატურნი). ამრიგად, მოცემული ასპექტის ძირითადი მნიშვნელობა წონასწორობა და საღი აზრი, თვითკონტროლი და თვითგანმტკიცებაა. თუ ეს ასპექტი რუკაში დომინირებს, ხელს უწყობს კარიერულ აღმასვლას და ძალაუფლების მოპოვებას.

 

ფრენსის საკოიანი

ვინაიდან იუპიტერი სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობას უკავშირდება, სატურნთან შეერთებამ შესაძლოა წარმოშვას ფინანსური პრობლემები. მიზნის მიღწევისთვის ბევრი და მძიმედ შრომა უწევთ, რაც გარკვეულ მოთმინებას მოითხოვს. შესაბამისი რესურსების არსებობისას, შეუძლიათ შექმნან, მარადიული თუ არა, ისეთი სისტემები, რომელიც დროს გაუძლებს. იმედგაცრუებები სერიოზულად აზარალებს მათ ოპტიმიზმს.  ერთის მხრივ, იუპიტერის გავლენა სატურნზე, დახმარებას გულისხმობს რთულ მომენტებში, თუმცა ამ ორი პლანეტის პრინციპები არსებითად წინააღმდეგობრივია და ამიტომ, მათ შეუძლიათ  გაანეიტრალონ ერთმანეთის კეთილისმყოფელი თვისებები. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა, როდესაც იუპიტერი სატურნზე წინ დგას. მაშინ ოპტიმიზმით დაწყებული საქმეები ბევრ სირთულეს აწყდება და ფიასკოს განიცდის. ეს ტენდენცია აქტიურდება, როდესაც ტრანზიტული პლანეტა ჯერ იუპიტერთან ქმნის ასპექტს, შემდეგ კი სატურნთან.

 

 

სერგეი შესტაპალოვი

სწორი გადაწყვეტილების მიღების უუნარობა. დაშვებული შეცდომები ხელს უშლით წარმატებაში. უკმაყოფილების შეგრძნება. სუსტი ნებისყოფა. ხშირად ხელიდან უშვებენ დადებით შანსებს. არ არის გამორიცხული ღვიძლის დაავადებები.

დადებითი მხარე _შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება, ვალდებულების ძლიერი გრძნობა.

 

სხვა წყაროები

Walt Disney ♂☌ ♃ ☌ ♄ _ ♑

ეს ასპექტი, დაახლოებით, ყოველ 19 წელიწადში ერთხელ წარმოიქმნება და ვინაიდან, იუპიტერიც და სატურნიც ნელა მოძრავ პლანეტები არიან, დიდხანს გრძელდება. ამდენად, ერთი თაობის საკმაოდ დიდი რაოდენობის ჯგუფზე აისახება. მათი ცხოვრება 27-36 წლის ასაკში იფურჩქნება, როდესაც „საკუთარი თავის პოვნას“ და მასთან ერთად, დიადი მიზნების აღმოჩენას ახერხებენ. მათი წარმატება პირდაპირ მიბმულია გარემომცველი საზოგადოების წარმატებასა და კულტურაზე; აღმასვლა და დაცემა კი მათივე თაობის ბედზე. ვინაიდან მათ კარგად ესმით ეს პრინციპი, ხანდახან საკუთარ თავს ამუხრუჭებენ კიდეც, რომ თანამედროვეებს არ გადაუსწრონ.

მათი სულიერი აღტკინებები ყოველთვის რეალისტური და პრაქტიკული მოსაზრებებით არის ნაკარნახები. მიზანს სისტემური, დისციპლინირებული, თანმიმდევრული შრომით აღწევენ. წარმატება მარტივად და სწრაფად არ მოდის. საქმე ის არის, რომ ხშირად მათ რწმენის ნაკლებობა ღალატობთ და ზედმეტი სერიოზულობის გამო, ბევრ  შესაძლებლობას ხელიდან უშვებენ.

მთლიანობაში, ეს კანონის და წესრიგის ზეობის ასპექტია. მისი მფლობელები მშვიდი, აკურატული, ღირსეული და პატივმოყვარე ხალხია, თუმცა ყოველთვის ღირსეულად და წესების დაცვით თამაშობენ. როგორც წესი, ამ ასპექტისგან ხეირი 30+ ასაკის შემდეგ უფრო შესამჩნევია.  სტაბილურობა და დრო ნამდვილად მათ სასარგებლოდ მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრება არც ისე მარტივია და  მუდმივად ბრძოლის რეჟიმში იმყოფებიან,  ნებისმიერი მისიის შესრულება შეუძლიათ, რომლისკენაც საკუთარ ძალას მიმართავენ. ეს იუპიტერის თავდაჯერების და სატურნის შრომისმოყვარეობის ინტეგრაციის ასპექტია, რომელიც მფლობელებს ხელს უწყობს საჯარო წარმატებაში, სახელმწიფო პოსტების დაკავებასა თუ ნაყოფიერ საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. ის საოცარ შრომისუნარიანობას იძლევა და დაკავშირებულია ინტელექტუალურ, ორგანიზაციულ თუ პოლიტიკურ ძალაუფლებასთან.

ეს უდავოდ მაღალი კლასის პროფესიონალები არიან, რომელთაც შეუძლიათ ბრწყინვალე დასკვნები გამოიტანონ საკუთარი გამოცდილებიდან. ყოველთვის პოულობენ გამოსავალს რთული სიტუაციებიდან და  ბოლომდე მიჰყავთ დაწყებული საქმეები. ძალიან სერიოზულად ეკიდებიან საკუთარ ვალდებულებებს. დეტალურად ამოწმებენ მიღებულ იდეებს.

მათი ინტერესი ფსიქოლოგიის და რელიგიისადმი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან, რასაც თან ახლავს მატერიალური სირთულეების გადალახვის შესანიშნავი უნარები.

ასეთი ადამიანები, ადრე თუ გვიან, გარკვეულ სიმდიდრესაც აგროვებენ და მაღალ სოციალურ სტატუსსაც იკავებენ, რასაც მოლაპარაკებების გგონივრული წარმართვით და მომგებიან პირობებზე შევაჭრებით ახერხებენ. არც ისე იშვიათად გარშემომყოფები ცდილობენ ყველაზე მძიმე პასუხისმგებლობა სწორედ მათ დააკისრონ.

მათი ოპტიმიზმი მეტად მოზომილი და თავისებური ხასიათისაა. მატერიალური პირობები უზარმაზარ როლს ასრულებს მათ ცხოვრებაში: რაც უფრო უკეთესი პირობები აქვთ, მით უფრო მშვიდად გრძნობენ თავს და მით უფრო სტაბილურია მათი ცხოვრება.

თუ შეერთებაში იუპიტერი უსწრებს სატურნს, დახასიათებები უფრო ძლიერი და მტკივნეული ხდება. არც ისე იშვიათად  ფინანსური და საქმიანი პრობლემების მოგვარება მოუწევთ. მიზნის მისაღწევი დროც იზრდება, რაც მოთმინებას მოითხოვს. თუმცა მოთმინება ნამდვილად ჭარბად აქვთ.

ისინი უზარმაზარი შესაძლებლობებს ფლობენ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს ბეჯითი შრომის წყალობით. უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი შეთავსებულია საკუთარი საქმის ერთგულებასა და ფიზიკურ ამტანობასთან. სხვათა შორის, დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც სწორად აქტიური მიზანდასახულობით გადაილახება. მათთვის უბრალოდ აუცილებელია კონკრეტულად განსაზღვრული მიზნები და მუდმივი სწრაფვა მათკენ.

ცნობიერების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მამა (ან მამის ფიგურა). რელიგია, მეცნიერული და ფილოსოფიური ინტერესები კი დიდად შეუწყობთ ხელს ცნობიერების გაფართოებაში. არანაკლებ წარმატებით გამოსდით თვითგანათლებაც. ძლიერი სატურნის შემთხვევაში, მათი მსოფლმხედველობა მკაფიოდ მატერიალურ შეფერილობას იძენს. მძაფრად აქვთ განვითარებული პოლიტიკური ყნოსვა. ამიტომ, მათი სტრატეგია თითქმის არასდროს სცდება სახელმწიფოს ძირითად კურსს.

თუ შეერთება დაზიანებულია, რელიგიისა და იდეოლოგიის სფეროებში დამახასიათებელია გარკვეული დოგმატიზმი. ძალაუფლებისმოყვარე, ავტორიტარული, დესპოტური ხასიათი. მიდრეკილნი არიან უაპელაციო მსჯელობისკენ და არც ისე კარგად ერკვევიან ადამიანებში.


About Qet

Scroll To Top