მამაკაცის იუპიტერი ოპოზიციაში ქალის მზესთან
ეს ასპექტი ურთიერთობას შემთხვევითობის ელემენტს სძენს, რაც, ლოგიკურად, ანგრევს საიმედოობის შეგრძნებას. მართალია, ორივე პარტნიორი ინარჩუნებს ინდივიდუალური თავისუფლების გრძნობას, მაგრამ სწორედ ქალი უზრუნველყოფს ორივეს დაცვას. კომუნიკაციისა და ურთიერთგაგების ნაკლებობა ორ ინდივიდს განხვავებული მიმართულებებისკენ უბიძგებს. თუ პარტნიორებს სურთ ამ ურთიერთობამ იმუშავოს, თითოეული უნდა შეეცადოს, დროთა განმავლობაში, თანდანთან, გადააფასონ საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპები და ფილოსოფია.
ქალის იუპიტერი ოპოზიციაში მამაკაცის მზესთან
ეს ასპექტი მიუთითებს ცხოვრების ძირითადი ფოლოსოფიების მკაფიო განსხვავებაზე. თითოეული მათგანი კბილებით ებღაუჭება საკუთარ ინდივიდუალიზმს და არ ავითარების თანამონაწილეობის გრძნობას, რაც აუცილებელია თბილი და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის. ამ ურთიერთობისთვის დამახასიათებელია ბევრი მოგზაურობა და სიმდიდრე თუ არა, მატერიალური კეთილდღეობა მაინც. თუმცა ქალმა შეიძლება დაკარგოს თავისი ქალურობის დიდი ნაწილი, შესაძლოა სექსუალობასთან ერთადაც, რადგან ის მძაფრად გრძნობს, რომ იძულებულია იბრძოლოს პარტნიორისგან აღიარების მოპოვებისთვის. საკმაოდ რთული ასპექტია ქორწინებისთვის.
მამაკაცის იუპიტერი ოპოზიციაში ქალის მთვარესთან
ქალის ბუნებრივი დედობრივი ინსტინქტი მამაკაცის თავისუფლების მოთხოვნის საპირისპიროდ იკვეთება. ქალი პარტნიორში უპასუხისმგებლობას გრძნობს, რაც მასში დაუცველობის განცდას იწვევს. მამაკაცი თვლის, რომ ქალი გადაჭარბებულად რეაგირებს მის ექსპანსიის მოთხოვნასა და სურვილეზე, გამოსცადოს ყველაფერი, რასაც ცხოვრება სთავაზობს. ამრიგად, მამაკაცი იშვიათად ახერხებს ქალისთვის საიმედო და სანდო საყრდენი გახდეს, რაც ქალის მოწყვლადობას აძლიერებს. თუმცა ჭეშმარიტი კონფრონტაციის დროს ოპტმიზმი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მამაკაცს, პარტნიორი სასოწარკვეთისგან იხსნას.
ქალის იუპიტერი ოპოზიციაში მამაკაცის მთვარესთან
ამ ასპექტში ძლიერი კონფლიქტი იკვეთება მამაკაცის მესაკუთრულ გრძნობებსა და ქალის თავისუფალ სულს შორის. კაცი ცდილობს კონტაქტი დაამყაროს პარტნიორის ემოცურ გრძნობებთან და მისგანაც იგივეს ელის. ქალი მას თავისი უმაღლესი გონების მეშვეობით უკავშირდება. ამის შედეგად, ურთიერთობა ცნობიერების ორ განსხვავებულ დონეზე ფუნქციონირებს. ეს ფაქიზი კონფლიქტი ყოველდღიურ ცხოვრებაში ურთიერთსაწინააღმდეგო ფილოსოფიებითა და პოზიციებით ვლინდება, რისი კონსტრუქციულად მოგვარებაც ძალიან გართულებულია.
მამაკაცის იუპიტერი ოპოზიციაში ქალის მერკურისთან
ქალი მამაკაცში იმ მენტალურ სიცოცხლეს და თავისუფლებას ხედავს, რომლის მიღწევასაც თავად ისურვებდა, მაგრამ არ შეუძლია. როდესაც ის მამაკაცის უმაღლეს გონებას აანალიზებს, მას სწორედ თავისი გონების ფუნქციონირების გაუმჯობესება სურს, მაგრამ ასეთი ურთიერთობა ვერ გაგრძელდება დიდხანს. მამაკაცი მუდმივად მიუთითებს, რამდენად უმნიშვნელოა მისი იდეები, სამყაროს მისეულ აღქმასთან შედარებით. ამის შედეგად განვითარებული ინტელექტუალური არასრულფასოვნება ის ფატალური წერტილი ხდება, რაც ამ ურთიერთობას ანადგურებს, იმის ნაცვლად, რომ პარტნიორების მენტალურ სტიმულირებას შეუწყოს ხელი.
ქალის იუპიტერი ოპოზიციაში მამაკაცის მერკურისთან
აქ ბუნებრივი კონფლიქტი წარმოიქმნება მამაკაცის უმდაბლეს და ქალის უმაღლეს გონებებს შორის. ქალი სავსეა ენერგიით, მაგრამ ის ვერ ახერხებს თავის ქალურ როლთან კონტაქტში შესვლას, სანამ მამაკაცის უმდაბლეს გონებას არ დაეუფლება. ამრიგად, ეს ურთიერთობა თვითიდენტობის მუდმივი ძიების ხასიათს იღებს. თუმცა მათი იდენტობა იმდენდ განსხვავებულ დონეებზეა გადატანილი, ისინი არასდროს გადაიკვეთებიან. მამაკაცი ქალი ექსპანსიურობას ქალური როლისგან განდგომად განიხილავს, ის კი ისურვებდა სწორედ ასეთ როლში ეხილა პარტნიორი. მეორეს მხრივ, ქალსაც მიაჩნია, რომ მისი პარტნიორი უარს აცხადებს თავისი მამაკაცური როლის მიღებაზე ან იმ ჭრილში არ ეკონტაქტება, როგოც ქალი ისურვებდა. თუმცა ასეც რომ მოხდეს, სავარაუდოდ, მათი შეხედულებები, გაიყოფა.
მამაკაცის იუპიტერი ოპოზიციაში ქალის ვენერასთან
აქ ქალი ძლიერ იმედგაცრუებას განიცდის, ვინაიდან მას არ ძალუძს მიაღწიოს ჭეშმარიტებას თავისი სიყვარულის გრძნობის მეშვეობით. ამიტომ, მამაკაცის თავისუფალი სული და აქტიური გონება მისი მუდმივი გაღიზიანების საბაბი ხდება. მას არ შეუძლია იყოს ის, ვინც არის, ისე რომ მამაკაცის ღირსებისა და ჭეშმარიტების გრძნობას არ დაუპირისპირდეს. შედეგად, ის ძლიერ კონფლიქტს განიცდის თავის სიყვარულის გრძნობასა და იმ სხივოსნურ სინათლეს შორის, რომლისკენაც მამაკაცის მეშვეობით ისწრაფვის. ძალიან ხშირად ეს ფინანსური მფლანგველობის ასპექტია, რადგან მამაკაცი ხარჯავს ყველაფერს, რასაც ქალი აგროვებს. დედა-ველი ფარულად ცდილობს ალყაში მოაქციოს მთა, რომლის ფართო თვალსაწიერს მხედველობიდან რჩება მისი ზრახვები.
ქალის იუპიტერი ოპოზიციაში მამაკაცის ვენერასთან
ამ ასპექტში მამაკაცის სასიყვარულო ბუნება სრულ წინააღმდეგობაშია ქალის ფილოსოფიურ შეხედულებებთან, პოზიციებსა და დოქტრინებთან. მართალია, მამაკაცი შესაძლოა უზომოდ ერთგულობდეს ქალის თავისუფალ სულს, მაგრამ მას შეიძლება არ აღმოაჩნდეს სათანადო უნარი, ამ ქალის სტაბილურ და მყარ ურთიერთობაში ჩასართველად, რისკენაც თავად ისწრაფვის. ქალი მასში საკუთარ ფემინურ ნაწილს ხედავს, მაგრამ ეს ის ქალურობა არ არის, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმებოდა მის ცხოვრებისეულ ფილოსოფიას. შედეგად, ის ერთი კიდიდან მეორეს აწყდება, რომ ვენერას მესაკუთრულ მახეში არ მოექცეს. მამაკაცი ტრიალ მინდორზე დგას და მთის დალაშქვრას აპირებს, თუმცა საქმე ის არის, რომ მთის მწვერვალზე ის ვერ აღმოაჩენს იმას, რაც მართლა სჭირდება. ქალი, მთის ქიმიდან, ზემოდან ქვემოთ გადმოჰყურებს პარტნიორს და მართალია, გულუხვად ჩუქნის თავის სიბრძნეს, მაგრამ მას უჭირს გაიგოს იმ სიყვარულისა და ზრუნვის ჭეშმარიტი მნიშვნელობა, რომელსაც მამაკაცი სთავაზობს.
მამაკაცის იუპიტერი ოპოზიციაში ქალის მარსთან
ამ ასპექტით, ქალი ზედმეტად გაიგივებულია საკუთარ ანიმუსის ფიგურასთან. ის ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს პარტნიორზე, მაგრამ მამაკაცის სიბრძნე და ცოდნა მიუწვდომელი რჩება მისთვის. ქალი ყველაფერს სუბიექტურად უყურებს, მაშინ როდესაც მამაკაცი შეიძლება უფრო ამაღლებული პოზიციიდან, უფრო დისტანცირებულად, ხედავდეს მათ ურთიერთობას. ორივე პარტნიორი პერსონალური თავისუფლებისთვის იბრძვის, მაგრამ ეს ბრძოლა ქალს უფრო ძლიერ ტკივილს აყენებს, რადგან ის უფრო ღრმად არის ჩართული ამ ურთიერთობაში, ვიდრე მისი პარტნიორი, რომელიც ნაკლებ პერსონალურ პასუხისმგებლობას გრძნობს მასზე.
ქალის იუპიტერი ოპოზიციაში მამაკაცის მარსთან
ეს ასპექტი ენერგიის გაფანტვას უწყობს ხელს. ასევე დიდად ართულებს ურთიერთობის რეალური არსის გაგებას. მამაკაცი თავისი ეგოს მეშვეობით მოქმედებს, ქალი_ თავისი უმაღლესი გონების. მაგრამ ვერც ერთის იმპულსები და ვერც მეორეს იდეები, როგორც ჩანს, ვერ აღწევს დანიშნულების მიზანს. მათი სიხშირეები ერთმანეთთან აცდენილია. შედეგად, მამაკაცის ენერგია, რომელიც მიმართულია ქალზე შთაბეჭდილების მოსახდენად, მას გზას ურევს, ორივეს კი საერთო მიზნის განცდას ართმევს.
ორი განსხვავებული ფილოსოფია ერთმანეთს ეჯახება, რასაც შედეგად ენერგიის არამიზნობრივი ფლანგვა და დიადი მიზნების რღვევა მოჰყვება. ორივე პარტნიორი საჭიროებს თავისუფლებას, რის გამოც დაჟინებით ებღაუჭებიან თავიანთ ავტონომიურ პრინციპებს. ეს კანატის გადაწევას ემსგავსება მენტალურ სიბრტყეში. როგორც წესი, ამას ორმხრივი იმედგაცრუება და მღელვარება მოჰყვება, რადგან თითოეულ მათგანს სურს, პარტნიორმა მხარი დაუჭიროს მის პოზიციას. თუმცა მათ შორის არსებულ წინააღმდეგობებს, ხშირ პოლემიკასა და კამათს შეუძლია ხელი შეუწყოს მათ სულიერ ზრდას. თუ მათ სურთ, ამ ურთიერთობამ იმუშავოს, ორივე უნდა ეცადოს რაიმე ღირებულის აღმოჩენას პარტნიორის განსხვავებულ ცხოვრებისეულ პოზიციაში.
მამაკაცის იუპიტერი ოპოზიციაში ქალის სატურნთან
სატურნთან ასპექტი ყოველთვის კარმულია. ქალი, თავისი მამის როლის შესრულებისას, მამაკაცის გულწრფელობას ამოწმებს. ზევსის მსგავსად, რომელიც ბედისწერის კანონებზე მაღლა დგება, აპროტესტებს პარტნიორის მიერ მოწყობილ გამოცდებს. ისინი მუდმივად ერთმანეთის ავტორიტეტს ამოწმებენ და ამგვარად ადიან ცნობიერების უფრო მაღალი საფეხურებზე. ეს მეტად რთული ურთიერთობაა, თუმცა პერსპექტივაში ჯილდოს მომტანიც, რადგან, მისი წყალობით, ორივეს შეუძლია თავისი ადგილი იპოვოს მზისქვეშეთში. იდეები და პრინციპები ერთმანეთს ებრძვიან. ქალი ცდილობს განასახიეროს წინა ინკარნაციებიდან მემკვიდრეობით გადმოცემული ტრადიციები, ოჯახური წარმომავლობა, დოქტრინები, ჩვევები, რაც დიდი ალბათობით ეწინააღმდეგებოდა იმ კულტურას, რომელშიც ცხოვრობდა. პარტნიორის მეშვეობით, ის კვლავ აგრძელებს კანონების შემოწმებას, საზოგადოებრივი წესდებების საფუძვლიანობას. მას თავისი პრინციპები აქვს, რომელიც წარსულში მუშაობდა და ახლაც მათ ამუშავებას აპირებს. მამაკაცს, პირიქით, სრულიად განსხვავებული წარმოდგენა აქვს, როგორი გზებით უნდა განვითარდეს ადამიანი ცხოვრებაში. ამიტომ, ლოგიკურია, რომ მათ შორის უამრავი კულტურულ-ფილოსოფიურ-რელიგიური კონფლიქტი იქმნება, რისი მოგვარებაც ორივეს მხრიდან სერიოზულ ძალისხმევას და მოთმინებას საჭიროებს.
ქალის იუპიტერი ოპოზიციაში მამაკაცის სატურნთან
მამაკაცი თავისი მამის როლს ირგებს. წარსულ ინკარნაციაში მას შესაძლოა ისეთი პოზიცია ეკავა, რომლის წყალობით ჩამოყალიბებული შეხედულებები, ეწინააღმდეგებოდა მის კულტურას. მოცემულ ურთიერთობაში ის კვალავ ინარჩუნებს ამ შეხედულებებს და ამიტომ, ქალს საფრთხედ აღიქვამს თავისი კრისტალიზებული პრინციპებისთვის. ქალი შეიძლება შეეცადოს, თავი დააღწიოს ამ წესების ბორკილებს, რომელიც მის თავისუფლებას ზღუდავს. ამიტომ, ის მიდრეკილია ისეთი პრინციპებისა და იდეებისკენ, რაც პარტნიორის პრინციპებს გააბათილებს, რომ შეასუსტოს მამაკაცის შეზღუდვები და, მისი აზრით, ჩაკეტილი ცნობიერებაც. რაც უფრო გამალებით ცდილობს მამაკაცი, პარტნიორის მეშვეობით, შეამოწმოს თანამედროვე კულტურის ღირებულებები, მით უფრო გულმოდგინედ უმტკიცებს ქალი, რამდენად სულელურია სტოიციზმის თავზე მოხვევის მცდელობები. ის მოხერხებულად აგნებს სუსტ ადგილებს მამაკაცის არგუმენტებში და ყველაფერს აკეთებს მისი ლოგიკის და ძალის შესასუსტებლად. ქალმა უკან მოიტოვა დამოუკიდებულების კარმა, მაგრამ მან უნდა განიცადოს ურთიერთობის ეს ფორმა, რომ შეიძინოს ძალა, რომელიც მას ჭეშმარიტ თავისუფლებას აჩუქებს.
მამაკაცის იუპიტერი ოპოზიციაში ქალის ურანთან
ეს ძალიან რთული ასპექტია. ორივე პარტნიორს განსხვავებული შეხედულებები აქვს. მღელვარება, ნევროტულობა და მოუსვენრობა გარდაუვალია, რადგან ასპექტისთვის დამახასიათებელია „ამერიკული მთების“ ნიუანსები. მამაკაცისთვის ღირებულია გამოცდილების რაოდენობა. ქალისთვის _ გამოცდილების ორიგინალობა. ეს მეტად დინამიური და აქტიური ურთიერთობა იქნება, მაგრამ იმდენად მერყევი და არაპროგნოზირებადი, რომ ვერც ერთი პარტნიორი ვერ იგრძნობს თავდაჯერებას.
ქალის იუპიტერი ოპოზიციაში მამაკაცის ურანთან
ქალის მოუსვენრობა და მამაკაცის არასტაბილურობა არაპროგნოზირებად ურთიერთობას ქმნის. მართალია, მენტალური სტიმულაციით ძლიერ იზიდავენ ერთმანეთს, მაგრამ იდეების თავისუფალი გაცვლის ნაცვლად, აქ კონტაქტის დეფიციტი წარმოიქმნება. ორივე ინდივიდი ელაპარაკება ერთმანეთს, მაგრამ ისინი არ საუბრობენ. ქალი შეიძლება შეპყრობილი იყოს თავისი შეხედულებებითა და ფილოსოფიური მსჯელობებით, მაშინ როდესაც მამაკაცი, რომელიც მარტივად იღლება, მიდრეკილია დისტანცირდეს პარტნიორის იდეებისგან. თუ მათ სურთ, ამ ურთიერთბამ იმუშავოს, აუცილებელია გადალახონ გაღიზიანება, მოუთმენლობა და სიცივე, რასაც ორმხრივი მიუკერძოებლობა წარმოშობს.
მამაკაცის იუპიტერი ოპოზიციაში ქალის ნეპტუნთან
ეს სულიერი კონფლიქტის გამომწვევი ასპექტია. მამაკაცი თავს განიხილავს ჭეშმარიტებისა და სინათლის სიმბოლოდ, მაგრამ იმავდროულად ქალს ილუზიებისა და ტყუილების განსახიერებად ხედავს. სინამდვილეში, ქალი შემეცნებისა და აღქმის გაცილებით მაღალ დონეზე დგას, რადგან ის განწყობილია ჭეშმარიტების არსზე და შეუძლია გადააბიჯოს მამაკაცისეულ „სწორისა“ და არასწორის“ საზღვრებს. რაც უფრო გულმოდგინედ ცდილობს ქალი განთავისუფლდეს პარტნიორის გავლენისგან, მით უკეთესად აცნობიერებს განსხვავებას საზოგადოებრივ და ღვთაებრივ კანონებს შორის. სწორედ ამ პროცესში ვლინდება ორივე ცნობიერების განსხვავებული დონეები: მამაკაცი მხოლოდ თვალისთვის ნათელ ჭეშმარიტებას ხედავს, ქალს კი ჭეშმარიტება სრულ წყვდიადშიც ესმის. ამრიგად, ის შეიძლება საფრთხეს ქმნიდეს მისი მამაკაცური ღირსებისთვის, თუმცა კი მაინც მაგნიტივით იზიდავს ზუსტად ღრმა საიდუმლობების წვდომის უნარით.
ქალის იუპიტერი ოპოზიციაში მამაკაცის ნეპტუნთან
ქალს მუდმივად ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ეს მამაკაცი მის ჭეშმარიტების გრძნობს აქარწყლებს. მას ძალიან აბნევს და აღიზიანებს მისი მოუხელთებლობა. შეიძლება ვალდებულადაც თვლიდეს თავს, ასწავლოს მამაკაცს სიმართლის და პატიოსნების ფასი. იმავდროულად, მამაკაცის უმაღლესი „მე“ ქალს სიმართლის ბევრად უფრო ინტუიციურ აღქმას სთავაზობს, რომელიც თანაგრძნობას ეფუძნება. ის ცდილობს აუხსნას, როგორ შეიძლება თანაუგრძნო ადამიანს ისე, რომ არ განსაჯო. მამაკაცი ხშირად ამოწმებს მის გულწრფელობას, სიყვარულს და ღვთაებრივ სულს და ამ პროცესში არაერთ მსხვეპლზეც მიდის.
მამაკაცის იუპიტერი ოპოზიციაში ქალის პლუტონთან
ამ ურთიერთობაში ნათელი და ბნელი ძალები ცდილობენ, ერთმანეთი იპოვონ. მამაკაცი იბრძვის თავისი ღირსებისთვის და ცდილობს, არ დაეშვას უღირს მეთოდებამდე, როდესაც პარტნიორის მხრიდან გამოწვევებს აწყდება. ქალი მას ფარული ტაქტიკით ეჯიბრება, რადგან გრძნობს, რომ გარკვეულ საკითხებში ჩამორჩება მის სინათლეს. გამარჯვება შესაძლოა ორივეს მიზანი იყოს, მაგრამ, შედეგად, თითოეული მათგანი საკუთარ თავში უფრო გაერკვევა, ვიდრე საწყის მიზანში. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ორივე მათგანისთვის ბრძოლის პროცესი უფრო საინტერესო ხდება, ვიდრე გამარჯვებულის გამოვლენა. ეს ასპექტი ხშირად ფიქსირდება „სატესტო ურთიერთობაში“, სადაც ზრდა, ცვლილებები და ტრანსფორმაცია პარნტიორთან ძირითადი პრინციპების შერკინებით მიიღწევა.
ქალის იუპიტერი ოპოზიციაში მამაკაცის პლუტონთან
ქალი ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ცხოვრებისეული პრინციპები, მამაკაცის მხრიდან დამანგრეველი „წყალქვეშა დინებების“ პირობებში, რითაც ის მისი აზროვნების ტრანსფორმაციას ცდილობს. ის შეეცდება გაანადგუროს ქალის ნებისმიერი პრინციპი, რომელსაც ის თეორიულად მხარს უჭერს, მაგრამ ცხოვრებაში არ იყენებს. ქალი მშვენივრად ხედავს პარტნიორის დესტრუქციულ ძალას და ყველანაირად ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას. ის სულიერად იზრდება, როდესაც ისეთ ჭეშმარიტებებს აღმოაჩენს, რისი უარყოფაც მამაკაცს არ შეუძლია. მუდმივი კამათი და ორთაბრძოლა გარდაუვალია, რადგან ორივე მათგანი ცდილობს ცხოვრების აზრი იპოვოს.