იუპიტერის პრინციპები

იუპიტერის პრინციპები

იუპიტერის პრინციპები დაკავშირებული  კეთილმოწყობილი ცხოვრებისა და სოციალური რეალიზაციისკენ სწრაფვასთან; ადამიანის მოთხოვნასთან,ჩამოაყალიბოს საკუთარი მკაფიო წარმოდგენები გარესამყაროს მოწყობის შესახებ.

*სოციალური პლანეტები

იუპიტერი და სატურნი სოციალური პლანეტების კატეგორიას განეკუთვნებიან. შედარებით ნელი მოძრაობის გამო,ზოდიაქოს ერთი ნიშნის გასავლელად იუპიტერს დაახლოებით 1, სატურნს კი 2,5 წელი სჭირდება. შესაბამისად,იუპიტერისა და სატურნის მსგავს მდებარეობას ერთი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანებში ვაწყდებით. მაგალითად, თანაკლასელების, თანაკურსელების. თავის მხრივ,ეს იმის მანიშნებელია,რომ იუპიტერი და სატურნი საერთო ამოცანებს უყენებენ ერთი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებს და ასე ასახავენ სამყაროს მოთხოვნას კონკრეტული თაობისადმი. სწორედ ამიტომ,იუპიტერი და სატურნი ჰოროსკოპში ინდივიდის სოციალურ ამოცანებზე არიან პასუხისმგებელნი.

1.ალერნატივა

(ბიო-ფიზიკურ დონეზე)

ეს პრინციპი სათავეს იღებს პლანეტის ფიზიკური მაჩვენებლებიდან,რომელსაც მეორე მზეს უწოდებენ; ასევე მითოლოგიიდან,როდესაც ზევსმა ტიტანები დაამარცხა,ახალი დემოკრატიული წესრიგი დაამყარა  და სამყაროზე ძალაუფლება თავის ძმებთან ერთად გადაინაწილა.

ფუნქციები: გაფართოება,გაუმჯობესება,გავრცელება,გადიდება,ექსპანსია.

ეს პრინციპი გამომდინარეობს ადამიანის უკეთესობისადმი სწრფვისგან _კეთილდღეობის, სიმდიდრისა და მაძღრობის. ასევე მიწიერი სიამოვნებებისადმი ლტოლვისა და სიხარულის მიღების მოთხოვნისგან. ერთი სიტყვით,იუპიტერელი ადამიანი ცდილობს მიიღოს სიამოვნება არსებობისგან. იუპიტერი დომინირებს მხიარული,კეთილი,გურმანი,თავისუფლებისმოყვარე და ოპტიმისტი ადამიანების ხასიათში.

ბიოფიზიკური პრინციპი ვლინდება წონაში მატებითაც,რის შემდეგაც ადამიანი  უფრო წარმოსადეგად და ავტორიტეტულად გამოიყურება.  გარეგნულად გამოიხატება ადამიანის მიდრეკილებით,შეიძინოს საკუთარი მნიშვნელობისა და სოლიდურობის სადემონსტრაციო მანერები. ამავე პრინციპისთვის დამახასიათებელია სხვებთან გაერთიანების ტენდენცია,რათა ადამიანმა რაც შეიძლება დიდი სივრცე მოიცვას. თვითგაფართოების და საკუთარი გავლენის გავრცელების მოთხოვნა ხშირად ვლინდება ოჯახის რაოდენობრივი გაზრდით; ასევე ისეთი ადათ-წესების დაცვით,რაც საშუალებას იძლევა,სხვადასხვა მიზეზით რეგულარულად შემოვიკრიბოთ  ბევრი ადამიანი(იუბილეები, ფესტივალები, კონფერენციები, სიმპოზიუმები, რელიგიური და ნაციონალური დღესასწაულები).

სიამოვნებისა და მრავალფეროვნებისკენ გადაჭარბებული სწრაფვა,ახალი შესაძლებლობების პოვნის უნარი და მიღწეული შედეგების გაზრდა-გაფართოებაც ალტერნატივის პრინციპით იმართება.

ფიზიკურ დონეზე იუპიტერული მდგომარეობა ვლინდება სადღესასწაულო განწყობის,ოპტიმიზმისა და სამყაროსადმი ნდობის განცდით. ეს გამოიხატება მთელი სხეულის მოდუნებითა და დარბილებით, სითბოთი აღვსებით,შთამბეჭდაობითა და თავდაჯერებით,აუჩქარებელი მოქმედებებით. ასეთ მდგომარეობაში ადამიანი მიდრეკილია თვითკმაყოფილებისა და იუმორის,კეთილშობილებისა და მფლანგველობისკენ.

 

 

2.მფარველობა

(ფსიქო-სოციალური დონის)

ის გამომდინარეობს ადამიანის მოთხოვნიდან,დაეხმაროს და საჩუქრებით აავსოს სხვა ადამიანები,ვისაც ცხოვრებაში ნაკლებად გაუმართლა; დაიცვას და მხარში ამოუდგეს დაჩაგრულებსა და უპოვრებს; გამოავლინოს მზრუნველობა და ხელი შეუწყოს მათ განვითარებას. ყველაფერი კი იმისთვის,რომ სამყაროში საყოველთაო კეთილდღეობამ დაისადგუროს. ეს მოთხოვნა ხშირად უბიძგებს ადამიანს საქველმოქმედო საქმიანობისა და დემოკრატიული სტრუქტურების შექმნისკენ,კანონდამცველთა და მშვიდოსმყოფელთა მეშვეობით.

მფარველობა შეიძლება გამოვლინდეს ფინანსურ,სამეცნიერო,პროფესიულ და ყოფით სფეროებში. ადამიანს დიდად  სიამოვნებს პროტექტორის პრესტიჟული სტატუსი,საკუთარი კომპეტენტურობის შეგრძნება და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილების გამოვლენა. იუპიტერის მეორე პრინციპით ადამიანი გასცემს მოწყალებას,შესაწირს,ხდება სპონსორი,ფლანგავს ფულს,ასწავლის,აწარმოებს კონსულტაციებს,აძლევს რჩევებს,უზიარებს გამოცდილებას და დიდ სიამოვნებს იღებს ამ პროცესებისგან.

ფუნქციები: დაცვა,მხარდაჭერა,სიკეთე,წყალობა.

მფარველობის პრინციპი ხასიათში ვლინება ხელგაშლილობის,ღირსების,დიდსულოვნებისა და შემწყნარებლობის სახით. ქველმოქმედების მოტივი შეიძლება იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა  და პატივისცემის დამსახურების მოთხოვნა,ცხოვრებაში დაგროვებული ცოდნისა და უნარების გაზიარების სურვილი. ამას საფუძვლად უდევს ადამიანის წარმოდგენები სამართლიანობაზე,პატიოსნებასა და წესიერებაზე.

ციური იუპიტერის მფარველობა ვლინდება იღბლიანობით,სოციალური ადაპტაციის უნარითა და წარმატებით. იუპიტერელ ადამიანს მარტივად შეუძლია იპოვოს მისი პიროვნული შესაძლებლობების შესაბამისი სოციალური ნიშა. მას სურს დაიკმაყოფილოს პრესტიჟული საზოგადოებრივი მდგომარეობის დაკავების მოთხოვნა და დაიმსახუროს დადებითი რეპუტაცია.

 

 

 

3. გასხივოსნება

(იდეალური დონის)

ეს პრინციპი დაკავშირებულია ადამიანის ღრმა რწმენასთან,მარადიული სულიერი ცხოვრების შესახებ. უკვდავობის იდეა ადამიანის ცნობიერებას  რელიგიური და ფილოსოფიური კონცეფციების შექმნას კარნახობს_როგორ წარმოიშვა სიცოცხლე და როგორ გრძელდება ის სხვა სამყაროებში. ასევე იმ პირობებსაც,რომელიც მის გაგრძელებას უზრუნველყოფს,გარკვეული მორალურ-ეთიკური ნორმების დაცვის შემთხვევაში.

გასხივოსნების პრინციპი აერთიანებს ადამიანის რელიგიურ და ფილოსოფიურ წარმოდგენებს სამყაროს მოწყობისა და ცხოვრების  შესახებ; ის განაპირობებს მორალურ-ეთიკურ ქცევის ნორმებს სოციუმში,რაც ჩამოყალიბებულია წინამორბედი თაობების მიერ. ის აჩვენებს ადამიანის მიღწევებს წარსულის კულტურებისა და მეცნიერებების სფეროებში. განსაზღვრავს ადამიანის მოტივაციას სოციალურ აქტივობაში.

ფუქციები: უმაღლესი განათლება,ცნობიერების გაფართოება.

ამ პრინციპის გავლენით,ადამიანი ისწრაფვის გასცდეს მისთვის უკვე შეცნობილის საზღვრებს და ფარდა ახადოს მისთვის უცნობს,ნათელი მოჰფინოს ცხოვრების ბნელ და უხილავ მხარეებს,გააერთიანოს სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნა,რათა აღიქვას  მთლიანი სურათი და  მკაფიო წარმოდგენა ჩამოაყალიბოს გარესამყაროზე. ის მიდრეკილია დაუკავშირდეს და ცოდნა მიიღოს სხვა გასხივოსნებული ადამიანებისგანაც,რომლთაც მასსავით აფიქრებთ ცხოვრების აზრი.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე პასუხები ადამიანმა შეიძლება იპოვოს სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის ეპოსებსა თუ ლეგენდებში,მითებსა თუ ზღაპრებში,ისტორიულ ხელნაწერებში,სამეცნიერო ტრაქტატებსა და ლიტერატურულ ნაშრომებში. ამისთვის კი მას შეიძლება დასჭირდეს  უცხო ენების ცოდნა; ეთნოგრაფიული,გეოგრაფიული ან ისტორიული განათლება,უცხო ქვეყნებში მოგზაურობა.

საკუთარი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებისთვის ადამიანს უსაზღვროდ ფართო შესაძლებლობები აქვს_დედამიწაზე არსებულ ცივილიზაციათა წარსული და აწმყო კულტურების შესწავლის სახით. მიღებული ცოდნის სინთეზით,ის მრავალფეროვან სურათს იღებს სამყაროსა და ცხოვრების კანონებზე,ხდება ნაკლებად მოწყვლადი,მეტად განათლებული და ბრძენი,პატივსაცემი პიროვნება. მისკენ ილტვიან ცოდნის წყურვილით აღსავსე მოწაფეები,ავადმყოფი და  ტანჯული ადამიანები,რომლებიც ეძებენ განკურნებას,საკუთარი არსებობის აზრს ან ცდილობენ ცხოვრებისეული კრიზისები დაძლიონ.

იუპიტერის მესამე პრინციპის განხორციელებით, ადამიანი თავად პოულობს ისეთ ასპარეზს,სადაც ახერხებს გონიერების,კეთილშობილებისა და მარადიულობის ერთ მთლიანობაში შერწყმას.

 

იუპიტერის დამცავი მექანიზმი განზოგადებით ვლინდება.

იუპიტერის ასაკი 36 წლიდან დგება.

იუპიტერის როლები რადიქსში: ბიძა. ნათლია. მეურვე. მასწავლებელი. დამრიგებელი. მოძღვარი. ეპისკოპოსი. კარდინალი. მღვდელი. ადვოკატი. ავტორიტეტი. პატივსაცემი ან გავლენიანი ადამიანი. დირექტორი. მდიდარი. მეცენატი. მფარველი. სპონსორი. ბანკირი. ექიმი(უფრო ხშირად თერაპევტი). კონსულტანტი. მრჩეველი. უცხოელი. მოგზაური. ისტორიკოსი. გეოგრაფი. პოლიგლოტი. დემოკრატი. დეპუტატი. ფილოსოფოსი. მაწანწალა. ფსიქოთერაპევტი. სოციალური მუშაკი.

იუპიტერის მდგომარეობები: საკუთარი სიდიადის, ძალის, აღზევების, კმაყოფილების, რწმენის, სიმართლის, წესიერების, კომპეტენტურობის, სოციალური ჩართულობისა და სამართლიანობის განცდა. პაცეფიზმი. ფილანტროპია. ექსპანსია. კეთილგანწყობა, დიდსულოვნება, თავგანწირვა, სიმშვიდე, შემწყნარებლობა. აღშფოთება, გულისწყრომა, სამართლიანი რისხვა. მადის მომატება და გურმანობა. მფლანგველობა. თანამშრომლობის, სულგრძელი ჟესტების, გაზიარების ან დაპყრობის სურვილი.  თანაგრძნობა, ნდობა, დადებითი გრძნობების მიღება და გამოხატვა. ოპტიმიზმი.

იუპიტერის მოვლენები: ტრადიციული(ოჯახური და ნაციონალური) დღესასწაულები. იუბილეები. რიტუალები. კონფერენციები. თათბირები. სიმპოზიუმები. საერთაშორისო შეხვედრები.  საქველმოქმედო აქციები. მოლაპრაკებები,საუბრები,ლექციები, შესაწირი. ვალუტის კურსის ცვლილებები. სიმშვიდის დამყარება.

იუპიტერის გავლენა ფიზიკურ სხეულზე: ღვიძლი(ყველაზე დიდი ორგანო) და მისი ფუნქციები. არტერიული წნევა. თეძოები. დასიებისა და ჩაჩუტვის პროცესები.

იუპიტერი მეტალი: კალა,თუნუქი.

იუპიტერის ფერთა გამა: ჟოლოსფერი, ალუბლისფერი, მუქი ლურჯი.


About Qet Adastra

Не от мира сего...
Scroll To Top