დამახასიათებელია: შემოქმედებითი უნარები, ინტერესი რელიგიის მიმართ, შთაგონება, პროგრესიულობა, ოკულტური ან მისტიური გეგმები. ხშირად მოულოდნელი ბედნიერება, რომელსაც კარმა განაპირობებს (მემკვიდრეობა, თანამდებობა).
ოპტიმიზმი, ინტუიცია, გონების გაბრწყინება, შეუძლიათ შეამჩნიონ და გამოიყენონ შანსები, რომელსაც სხვები ვერ ამჩნევენ. უყვართ პირადი თავისუფლება, ვერ იტანენ შეზღუდვებს. ჰოროსკოპიდან გამომდინარე საჭიროებენ მრავალფეროვნებას. ფრანკმასონებთან, როზენკრეიცერებთან მეგობრობენ. პოლიტიკაში ლიბერალები და რეფორმატორები არიან. ხშირად ცნობილები და პოპულარულები ხდებიან. სხვა ჰარმონიული ასპექტების შემთხვევაში – გენიალური შესაძლებლობები ვლინდება.
წინასწარგანსაზღვრა/წინასწარგანჭვრეტა და ინტუიცია ამ ასპექტის სახასიათოა. განჭვრეტა, რომელიც ნათელხილვის ტოლფასია, წინასწარმეტყველების ნიჭი, გახსნილი გონება. ჰუმანური, გულუხვი, სამართლიანი ადამიანი. სწრაფვა თავისუფლებისკენ, კავშირები საზღვარგარეთ, კონტაქტები, მოგზაურობები, საქმიანი ურთიერთობები უცხოელებთან. მიდრეკილება მეცნიერებების, ფილოსოფიის მიმართ.
ნეგატიური მხარე – გადამეტებული დამოუკიდებლობა.
ასპექტის მქონეს უნარი აქვს ჩამოყალიბდეს როგორც პიროვნება, ამასთან აქვს სურვილი, რომ იყოს დაფასებლი და საჭირო.
იუპიტერის ტრიგონი: „გამოვლენილი შესაძლებლობების დღესასწაული მათი რეალიზების დაწყების მწუხარებით იბინდება“
იუპიტერის ტრიგონი საახალწლო სურვილებს ჰგავს.უფრო სწორად ეს არის უსასყიდლო ჰარმონიული სიუხვე, რომელიც ადამიანის ცხოვრებაში ხშირად სურვილს უფრო ჰგავს ვიდრე განხორციელებას.
საქმე იმაშია, რომ ტრიგონი, გარდა ჰარმონიისა და მდგრადობისა, ასევე ბანალობას მოიაზრებს და თუ მას არ დავამუშავებთ ადგილს იმკვიდრებს მოწყენილობა და ნაცრისფერი ფერები. ასეა მერკურის ტრიგონის შემთხვევაში ნებისმიერ პლანეტასთან, ადამიანს პლანეტის შესაბამის სფეროებში, საზრიანობასთან ერთად, აქვს შეგრძნება, რომ მისი აზრები ფუჭია, ამ ფიქრების გადალახვა კი საკმაოდ რთულია. (მერკური ურანის ტრინის შემთვევაშიც კი, როდესაც იდეების გადამეტებული ორიგინალობა და ექსცენტრიულობა, განხილვისას სხვების გადამღერებული აზრები აღმოჩნდება ხოლმე).
ანალოგიურად იუპიტერის ტრიგონი პლანეტების სფეროში იძლევა ზოგად დაცვას, თითქოს ბედისწერას წინასწარ აქვს მომზადებული ბრწყინვალე საშუალებებით სავსე დიდი შეკერილი ტომარა, რომელიც იძლევა რთული სიტუაციებიდან ალტერნატიულ გამოსავალს, კეთილმოსურნე მფარველებს, რომლებიც წარბშეუხრელად, ნაჭუჭიდან გამოძვრებიან რათა ამ ადამიანს საჭიროებისას დაეხმარონ…. მაგრამე ეს ყველაფერი მხოლოდ გამომყენებლური დამოკიდებულებით, ადამიანისთვის ხელსაყრელია მხოლოდ თავიდან, რამდენიმე წუთით, შემდეგ კი მალე ბეზრდება და არაბუნებრივი ჰქონია, თუმცა რეალურად ეს საშუალებები გამოიყვანს უბედურებიდან.
აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს არის გარემოებების ჰარმონიული მიმდინარეობა და ამ დიდ შესაძლებლობებს საჭიროებს არა თვითონ ადამიანი, არამედ პლანეტარული პრინციპი, მის განვითარებასა და დამუშავებას, ადამიანის შიგნით და გარე სამყაროშიც.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იუპიტერის ტრინი ეს არის თოვლის ბაბუას ასპექტი, რომელიც უფასოდ ურიგებს ბავშვებს საჩუქრებს და თუ ის საკმარისად ყურადღებიანი და უანგაროა, მისი ტომარა არასდროს დაცარიელდება, იქ პერიოდულად მოხვდება სრულიად უჩვეულო საჩუქრებიც. თუ ის მთელ ამ საჩუქრებს მხოლოდ საკუთარ თავს მიუძღვნის, მაშინ ტომარა ნელ-ნელა ბრწყინვალებას დაკარგავს, საჩუქრები გაუფასურდება… და რაც მთავარია ადამიანს საკუთარი თავის, ბედის მიმართ, რომელიც ხშირად ახდენს რაციონალიზებას პროექციის სახით :“მე ყველაფერს ვაკეთებ სხვებისთვის, ადამიანები და სამყარო კი საერთო ჯამში უმადურობით მიხდიან“; ქვეცნობიერს დაუკმაყოფილებლობა უჩნდება, აქ უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ გამომყენებლობა და უმადურობა (ადამიანებისა და სამყაროს მიმართ) არის მახასიათებელი იუპიტერის ტრიგონის დაბალი დონის დამუშავებისას, მაგრამ თვითონ ადამიანი არასოდეს არ დაეთანხმება ამ ფაქტს.
ურანის ტრიგონი: „არ არსებობს ზომიერი გენიალურობა, ისევე როგორც ზომიერი გაუნათლებლობა“.
უმაღლესი პლანეტების ტრიგონი ადამიანს დაცულობასა და სიმტკიცეს აძლევს ისეთ მაღალ დონეზე, რომ ხშირად ეს თითქმის შეუმჩნეველიც რჩება. ისინი იძლევიან არა კონკრეტულ, როგორც მაგალითად დაბალი რანგის პლანეტების ტრიგონის შემთვევაში, არამედ უფრო მისტიკურ, ნაკლებად შესამჩნევ შეგრძნებას ვიღაცის ან რაღაცის კეთილგანწყობით გამოხატულ ყურადღებას, რაღაც მფარველი ანგელოზის მსგავსისას, რომელსაც ფრთების დიდი რაოდენობა აქვს, პრინციპში ამ ანგელოზის სახეობა იმ კონკრეტული უმაღლესი პლანეტის ბუნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ტრიგონს ქმნის.
ურანი იძლევა არაპროგნოზირებადობას, ორიგინალობას, გამომგონებლობას, მაგრამ როგორც წესი მფარველ ანგელოზს არასაკმარისი პრაქტიკა აქვს. ანუ რეალურად ეს ასე არ არის, მაგრამ ურანის ტრიგონის პრაქტიკულობის შეფასება შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელიც კარგად ხედავს კარმას: ის დაინახავს, თუ როგორც არიდებს ვიღაცის ხელი ჰორიზონტზე წარმოქმნილ საფრთხეს, მაშინ როდესაც, სხვა ადამიანები ამაზე არც კი ეჭვობენ.
გამოხატული ურანის ტრიგონის გამოვლენა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანს სრულიად მოულოდნელად მოსდის თავში იდეები, ემოციები, იმპულსები, ქმედება და პლანეტის მიერ მართულ სფეროში აღქმის უნარი და ხშირად ეს ურანისეული წვრილმანები არა მხოლოდ თავისთავად კარგია, (თუ ეს ასე არ არის, მარტივად ახდენენ მათ გადაცემას გარე სამყაროსა და სხავ ადამიანებისთვის), არამედ აძლევენ გასაღებს, წინ დიდი გარღვევისთვის პლანეტის პრინციპის მისაღწევად – მატერიალის თანმიმდევრული საგულდაგულო დამუშავებით.
თუ ადამიანი კმაყოფილია ურანისეული გამოვლინებებით იმ სახით, რა სახითაც ისინი მასთან გამოიხატება, ის წყვეტს უფრო ფაქიზი (მეტად შემცველობითი) მისი მინიშნებების მიღებასა და ნიშნების ახსნას და მთელი გამოხატული ექსცენტრიულობითა და არაშაბლონურობით მაინც კმაყოფილი რჩება ბანალური და მოსაწყენი საკუთარი თავით, ისე რომ ვერ ახერხებს ამაღლდეს ჭეშმარიტი შემოქმედებისა და გონებრივი გაბრწყინების დონეზე, შედეგად კი მოუმზადებელი ხვდება დიდ ურანისეულ კრიზისს.
დამუშავების საშუალო დონეზე ეს ასპექტი ნიჭერ მეცნიერს იძლევა, რომელიც ჭეშმარიტი მეცნიერებითაა დაკავებული (პლანეტის მიერ განსაზღვრულ სფეროებში), მაგრამ ძირითადად, ტრადიციული მიდგომის ჩარჩოებში. საფუძვლის განადგურებისა და პრინციპიალურად თავიდან, ახლიდან დალაგების სწრაფვა არ აქვს.
ტრიგონის დამუშავების მაღალ დონეზე – გამორჩეული გენიალურობა პლანეტის მიერ განსაზღვრულ სფეროებში, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას ჰარმონიულად, ისე რომ თითქმის არც გაანადგუროს შესაბამისი სიტუაცია, ააგოს ის, ახალ პრინციპებზე, ისე რომ მისცეს განვითარების უძლიერესი იმპულსი, ან თითქმის უმსხვერპლოდ მოახერხოს მსხვილი კარმული კვანძის გახსნა.
წყაროები: ფ. საკოიანი; ჰ. მონსტერი; ს.ვ. შესტოპალოვი; კ. ობიე; ა. პოდვოდნი
ავტორი: ქეთი ოდიშელი