იუპიტერი ვერძში

იუპიტერი ვერძში

 ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.
უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლება; უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.

სიკეთე + ძლიერი სურვილი = კეთილშობილება

ეს ფაქტორი გვაუწყებს დევგმირისეულ ჯანმრთელობასა და ორგანიზატორულ ნიჭზე. უარყოფითად განვითარების შემთხვევაში ადამიანი ხდება უხეში, იმპულსური, გაუწონასწორებელი. მისთვის დამახასიათებელია მფლანგველობა, სხვების ინიციატივის დათრგუნვისკენ მიდრეკილება, ავანტიურიზმი და კაპრიზულობა (ჭირვეულობა). ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას ასეთი ადამიანი პირველობისკენ მუდმივად ისწარფვის, ის უკიდურესად ენერგიული და დიდსულოვანია. მისი ენერგია აქტიური და ცეცხლოვანია, ის გახსნილი და პატიოსანია. ეს ადამიანი სამართლიანობის აღდგენის მისწრაფებითაა სავსე, ნებისმიერ სიტუაციაში ღირსეულად და კეთილშობილურად იქცევა. უყვარს სადღესასწაულო ატმოსფერო და ფუფუნება, როგორც მისი განსაკუთრებული დიადობის მოსართავი. ენერგია გადამწყვეტად მიმართულია მაღალ მიზნებზე, რაინდობა ჰარმონიულად ერწყმის გამარჯვების ნებას. მორალზე შეხედულებები საკმაოდ სუბიექტურია, ქმედებები – მისწრაფებითი, ხოლო მსჯელობები – ნაჩქარევი. ასეთ ადამიანს აღიზიანებს წვრილმანები, თუმცაღა განვითარების სტრატეგიულ ხაზს მხოლოდ ყველაზე საერთო (ზოგად) მონახაზებში მიმოიხილავს. თუ მიზნის მიღწევასა და იდეის განხორციელებაში სხვა ადამიანის აზრი უშლის ხელს, მოუთმენელი ხდება.

შესაძლებელია განვითარდეს მხოლოდ საკუთარი თავის ნდობა, აზარტული თამაშობებისა და ფანატიზმისკენ მიდრეკილება. ასეთი ადამიანი გამუდმებით იბრძვის მაღალი იდეალებისთვის, პატივმოყვარე და მოუთმენელია. მისი მეტყველება უკიდურესად იმპულსურია, მისი გაუფრთხილებელი და დაუფიქრებელი გამონათქვამები, არცთუიშვიათად, ახლობლებთან, განსაკუთრებით კი ხელმძღვანელობასთან ურთიერთობებში მრავალ პრობლემას წარმოშობს. ეს _ დაბადებიდან ლიდერი და ბელადია, ორგანიზატორი და ადმინისტრატორია, განსწავლული იურისტი და წარმატებული ფინანსისტია. ხასიათი – გახსნილი, სწორხაზოვანი, კეთილი, თავაზიანი, ზრდილი, ქველი, მამაცი და თვიშეწირვამდე თავგანწირულიც კი. სპორტის სიყვარული ერწყმის ფილოსოფიის ინტერესს. ხანგრძლივი წარუმატებლობისას, შესაძლოა, სულიერი წონასწორობის დაკარგვა, მხოლოდ ერთია, წარუმატებლობები საკმაოდ ადვილად გადაილახება, ცხოვრების გზაზე დაშვებულმა ხშირმა შეცდომებმა შესაძლოა მიიყვანოს მატერიალური მდგომარეობის არამყარობამდე. ასეთი ადამიანისთვის მთავარი უბედურება – მისი საკუთარი კაპრიზები (ჭირვეულობა) და ახირებები, ილუზიები, აჩქარებულობა და წინდაუხედავობა.

ასეთი ადამიანები უკიდურესად წარმატებულები არიან პოლიტიკურ საქმიანობაში და ასევე ხელოვნებისა და კულტურის სფეროში, ხშირად მოწოდებით ადვოკატები არიან. ახალ საქმიანობაში მთლიანად იძირებიან. თითქმის მუდამ გადაჭარბებულად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, მიდრეკილნი არიან ზედმეტი მიმდობობისკენ, ხშირად ადამიანებზე იმაზე უკეთ ფიქრობენ, ვიდრე ისინი იმსახურებენ.

ასეთ ადამიანს შეუძლია მრავალი ადამიანის აყოლიება, ის ინტუიციურად გრძნობს შემოქმედებითი ძალების მოძრაობის მიმართულებას, მუდმივად სავსეა ენერგიითა და შთაგონებით. შეინიშნება გამოხატული სოციალური აქტიურობის მოთხოვნილება და სურვილი – რაც არ უნდა იყოს გაამყაროს სამყაროზე საკუთარი შეხედულება და ცხოვრებაში განახორციელოს ჩანაფიქრები. ასეთი ადამიანის ენერგია მთელი ძალით იხსნება, მაგრამ თუ ის შეუზღუდავი და დაუხვეწავია, მაშინ არასუმბლიმირებული ძალა შესაძლებელია გადაიზარდოს ხისტი მიზნების ფანატიკურ დევნასა და გადაჭარბებულ მადიანობაში (კულინარიულიდან დაწყებული პრესტიჟულობით დასრულებული). ეს ბრწყინვალე სტრატეგია, საკუთარ ჯარს მოხერხებულად მიმართავს; შესაძლოა, მოულოდნელად იფეთქოს წინასწარმეტყველურმა ინტუიციამ, შემოქმედებითად ნაყოფიერი და უკიდურესად ქმედუნარიანია. ის ცეცხლოვანი და მკვირცხლია, მას სჭირდება ყველაფერი – და თან ერთბაშად და მომენტალურად. მართალია, მისი აქტიურობა მუდამ შეტევით სახეს ატარებს, მაგრამ როგორც მოთავე შეუცვლელია. ასეთი ადამიანი მიდრეკილია სინთეზისა და სიტუაციის კომპლექსურად შეფასებისკენ, ის ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ირთვება ნებისმიერი სირთულის საკითხის განხილვაში, შეუძლია სწრაფად დაიჭიროს პრობლემის არსი და სინთეზურად შეაფასოს და აღიქვას ნებისმიერი დოქტრინა.

ექსპანსიონერია (ტერმინი ნაწარმოებია ლათინური სიტყვა expansio-დან, ექსპანსიიდან, რაც გაფართოება, გავრცელებას ნიშნავს) სულიერ საკითხებში, მიდრეკილია ჰუმანიტარული განათლების მიღებისკენ და ინტერესდება რელიგიური, ფილოსიფიური და იდეურ-პოლიტიკური პრობლემებით. ის მხურვალედ რეაგირებს ნებისმიერ უსამართლობაზე და სამყაროში ჰარმონიის აღსადგენად ბოლომდე ბრძოლისთვისაა მზად. მას ყველაფრის შეცვლა თავად, საკუთარი ძალისხმევით სურს, თუმცა, ჩვეულებრივ, მისი ცეცხლოვანი ენთუზიაზმი მის გარშემო მრავალ თანამოაზრეს კრებს. ეს ბრყინვალე პედაგოგი და ზედამხედველია (მენტორი), მაგრამ მაინც რობინ ჰუდის ანდა გარიბალდის ტიპაჟია, გავლენის ახალი სფეროების მომხვეჭია – ხელმძღვანელობს რა ღრმად რომანტიკული, სულიერი, იდეალური ჩანაფირებით. ასეთ ადამიანს ზემდგობების კრიტიკა უფრო უყვარს, ვიდრე სიტუაციის შესაცვლელად რეალური ქმედებების განხორციელება. არცთუიშვიათად ხდება სხვათა შრომის ნაყოფის მიმთვისებელი, გაუცნობიერებლად ახდენს მომხრეების ერთგულებისა და გულითადობის ექსპლუატაციას. ქვემდგომებთან ურთიერთობაში ითხოვს ბრმა და სრულ მორჩილებას.

ასეთი ადამიანის გარშემო “ყველაფერი იწვის”, მართალია, ყველასთვის შორ მანძილზეც კი ანათებს. ის მამაცი, ზრდილი და გულწრფელია, რის გამოც, ხანდახან, მრავალი უსიამოვნება აქვს უფრო ეშმაკ და მოხერხებულ ადამიანებთან კონტაქტისას. ეს ადამიანი ფლობს ვნებიან, ჰეროიკულ ტემპერამენტს, ის მამაცი და გულუხვია, სწყურია ქმედების აბსოლუტური თავისუფლება და ისწრაფვის, რაც არ უნდა მოხდეს, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელსაც საკუთარ თავზე იღებს. შეუძლია წარსულის შეცდომები სისტემურად ანალიზი და მათზე სწავლა.  ხშირად ასეთი ადამიანები ხსნიან ახალ სფეროებსა და ფილოსოფიის, რელიგიისა და განათლების სფეროებში ახალ მიმართულებებს. უარყოფითი შტრიხები – ფეთქებადობა (იმპულსურობა), მოუთმენლობა და სიჯიუტე.

ასეთი ადამიანი თანდაყოლილი ფსიქოთერაპევტის უნარით გამოირჩევა, რამეთუ, არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, შეუძლია ადამიანებში რწმენის გაღვივება და საკუთარი ცერცხლოვანი ენთუზიაზმის მაგალითების გადადება. ის სიცოცხლის მოყვარული და საკუთარ თავში დარწმუნებულია, გარშემო მყოფებისთვის დაფიქრების გარეშე გასცემს ენერგიას, რის გამოც თავად ხშირად მიდის ენერგიისგან დაცლის ზღვრამდე. ფლობს ბრწყინვალე გონებრივ უნარებს, უიშვიათეს მიზანმიმართულობასა და სიღრმისეულ რელიგიურ რწმენას. შესაძლებელია წინასწარმეტყველებისა და ნათელმხილველობის ნიჭი. ხანდახან ყალიბდება კომფორტისკენ ზედმეტი ლტოლვა, მიდრეკილება სისრულისკენ, სინაზისკენ, თვითაზრისა და მოვალების გრძნობის უქონლობისკენ. ეს ადამიანი ისწრაფვის განაახლოს როგორც წარმოდგენები, ასევე რეალური საქმე. ის სავსეა წმინდა შემოქმედებითი სულით, ამიტომაც შეუძლია ნებისმიერ წამოწყებას სიცოცხლე შთაბეროს. მიუკერძოებლად ანახლებს ყველაფერს, უკეთებს ტრანსფორმაციას და სრულყოფს. ის მთელი ძალებით ცდილობს გააუმჯობესოს სოციალური ცხოვრების პირობები და საგანმანათლებლო პროცესი.

დაუღალავად სწამს ყოფიერების რადიკალური განახლების შესაძლებლობისა და სიცოცხლის ფორმების უფრო ხარისხობრივი აღორძინენებისა. საკუთარი “მე”-სთვის გადაჭარბებულმა ხაზგასმამ შეიძლება გარშემომყოფების მხრიდან ეჭვნეულობა და უარყოფა გამოიწვიოს. მისი სოციალური სრულყოფილების დაკმაყოფილების მოთხოვნილება დამოკიდებულია მისი გაგების დონესა და განვითარების საფეხურზე. ამ ადამიანის ენთუზიაზმი სხვებს დარწმუნებულობას შთააგონებს და აღვივებს ერთობლივი ქმედების მუხტს. ხშირად განიცდის ნებისმიერი სამართლიანი საქმის გამო დაშნებით ბრძოლის მოთხოვნილებას, არადა, შესაძლებელია, სხვებს ეს საქმე საერთოდ არ ეჩვენებათ სამართლიანად. საკუთარი გამარჯვების შესაძლებლობებში დარწმუნებულობა და სწორად განვითარება აძლევს მამაცობას იმისთვის, რომ გააკეთოს ბევრი ისეთი რამ, რასაც სხვები არასდროს მოჰკიდებდნენ ხელს და ვერც კი გადაწყვეტდნენ მის განხორციელებას. ის კედელს შეტევით იღებს და ბრძოლაში ებმება იქაც კი, სადაც წარმატების (გამარჯვების) არანაირი შანსი არაა.

მაშინაც კი, თუ მიზანი მიუღწეველი აღმოჩდება, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი შემოქმედებითი ენერგია დანკოს (რუსი მწერლის მ. გორკის ერთ-ერთი მოთხრობის გმირი) გულის მსგავსია, რომელიც ადამიანების ცხოვრებას სინათლეს ჰფენს. ხანდახან ის საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებს, ხდება თავზე ხელაღებული და წინდაუხედავი და აღმოაჩენს, რომ აქვს გადაჭარბებული თვითაზრი. უზრუნველობა და მიმდობობა შეიძლება დანაკარგებისა და მეგობრების დაკარგვის მიზეზი გახდეს. ასეთი ადამიანი უნდა ერიდოს მფლანგველობას როგორც მთავარ ნეგატიურ თვისებას. ასევე აუცილებელია ისწავლოს მოთმინება და სიფრთხილე, რათა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი სირთულეებისთვის მუდამ იყოს მზად.

რასელ ქროუ. იუპიტერი ვერძში

 პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ იუპიტერი იმყოფება მარსთან სტუმრად, ცეცხლოვან ნიშანში.

იუპიტერი ვერძში მონათესავე სტიქიაში იმყოფება და ეს ძალიან საინტერესო მდებარეობაა, რომელშიც ვლინდება იუპიტერის მთელი შემოქმედებითი ძალა და სიმძლავრე. მაგრამ თუ ეს ძალები შემოქმედებაში სუმბლიმირებული არ იქნება, მაშინ შესაძლებელია მათი გავლენა გადაიზარდოს საკმაო კონსერვატიზმსა და გადაჭარბებულ მადიანობაში.

იუპიტერი ვერძში – ძლიერი პატივმოყვარეობის მაჩვენებელია.

საუკეთესო შემთხვევაში ეს ადამიანი კარგი სტრატეგი იქნება, რომელიც მოხერხებულად მიმართავს საკუთარ “არმიას” და შეუძლია მოულოდნელი, აქტიური გამოვლინება. მას შეიძლება შემოქმედებითი უნარების მკვეთრი აფეთქებები ჰქონდეს, შესაძლოა, დიდი ქმედუნარიანობა და ნაყოფიერება. როგორც ჩანს, იუპიტერის ყველაზე შემოქმედებითი მდებარეობა – ეს ვერძის ნიშანშია. ეს ადამიანი იქნება წამომწყები (მოთავე), ლიდერი, ცეცხლოვანი ხელმძღვანელი, რომელსაც შეუძლია ადამიანების აყოლიება, შესაძლებელია ყველაფერი ერთდროულად და მომენტალურად, _ და თან დიდი ნაჭრებით, უნდოდეს. მაგრამ ასეთი აქტიურობის გამოვლინება, როგორც წესი, დიდი ხნით არ გრძელდება, ჩვეულებრივ, სწრაფად აღსდგება სიმშვიდე და წესრიგი.

იმ ადამიანის მაგალითი, რომელსაც იუპიტერი ვერძში ჰყავს – იყო დოსტოევსკი. მას იუპიტერი, სატურნთან და ქირონთან ერთად, ვერძის ნიშანში ჰქონდა, ის იყო საკუთარი დროის ტრიბუნა, დიდი გავლენა მოახდინა საკუთარ თანამედროვეებზე.  კეთილი იუპიტერი ვერძში. უფრო სავარაუდოა, რომ ამ ადამიანს ექნება სინთეზისკენ მიდრეკილი ცნობიერება, ალბათობაა, შეეძლოს წამიერად ნებისმიერი სწავლებისა და რელიგიის გააზრება და გაცნობიერება. ასეთი ადამიანი ადრე იპოვის საკუთარ იდეოლოგიას, რელიგიას და ამიტომაც ხასიათით ავტორიტარული იქნება, თუმცა პირად ცხოვრებაში – კონსერვატორი.

საუკეთესო შემთხვევაში, ჰუმანიტარულ სფეროებში ცოდნის წყურვილი გააქტიურებული ექნება, იმ საკითხებით დაინტერესდება, რომელიც დაკავშირებულია იდეოლოგიასთან, რელიგიასთან. ალბათობაა, მიდრეკილი იყოს სულიერი სფეროების ექსპანსიისკენ. გასაგებია, რომ ამ ცოდნისკენ აქტიურად გაჭრა შეეძლება, რადგანაც აქ მისთვის სიახლეა, რამეთუ ვერძი _ ეს პირველი ნიშანია და მას შინაგანი კანონი ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული. ვერძი, როგორც წესი, ყველაფერს საკუთარ თავზე ამოწმებს, მისი დევიზია: “თავად მე გავაკეთებ!”. მაგრამ, ამასთანავე, სრულიად შესაძლებელია, არ მიიღოს სამყაროს ჰარმონია, თუ მასში შეამჩნევს რაიმე ისეთს, რაც არ აწყობს: ტანჯვა, ანდა კიდევ რაიმე სხვა _ მას ყველაფერი ერთიანად და მომენტალურად უნდა, სურს ყველაფერი თავად შეცვალოს. მაგალითად _ ჯინა ლოლობრიჯიდა, მას იუპიტერი ვერძში ჰქონდა, თავად კი კირჩხიბი იყო (მზით კირჩხიბი).

ასევე, თუ იუპიტერი კეთილია, ხშირად იქნება ინიციატორი, ამასთანავე მიდრეკილება ექნება აქტიური და მოულოდნელი გამოვლინებებისკენ, შესაძლოა ძალიან კარგი შემოქმედებითი უნარები ჰქონდეს, ძალიან მაღალი დონის ნაყოფიერება აღინიშნება, ანუ ასეთი ადამიანები ხშრიად გადაჭარბებულად ნაყოფიერნი არიან. ამასთანავე, ეს პროდუქტიულობა შესაძლებელია რეალიზებული იქნეს როგორც სოციალურ სფეროში, ასევე პირდაპირი გაგებითაც: ხშირად ასეთი მდებარეობა იძლევა მრავალშვილიანობას, რადგანაც ვერძი _ ეს მშვილდოსნიდან (იუპიტერის მმართველობის მდებარეობიდან) მეხუთე ნიშანია. ანუ სრულიად შესაძლებელია, რომ ამ მდებარეობის მქონე ადამიანს ბევრი შვილი ჰყავდეს და ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს, განსაკუთრებით პატარებს, ის ძალიან ეყვარებათ. უშვილო ადამიანი, იუპიტერით ვერძში, შეიძლება ამის გამო დაიტანჯოს. თუ ადამიანი იუპიტერით ვერძში რაიმე მიზეზის გამო ვერ შესძლებს შვილების ყოლას, მაშინ მას ძლიერი კომპლექსი ექნება, ანდა ეს შეიძლება მისი ცხოვრების “ჯვარი” გახდეს. მას აუცილებლად სჭირდება ბავშვებთან ურთიერთობა, მათთან კონტაქტი, ამასთანავე, ასეთი ტენდენცია შესაძლებელია გამოვლინდეს საკმაოდ ადრეულ ასაკში, ასეთი ბავშვი შეეცდება მფარვებლობა გაუწიოს თავისზე პატარებს, მათდამი მშობლის პოზიციას დაიკავებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ის საერთოდ გამძაფრებულ რეაგირებას მოახდენს ბავშვების ტანჯვაზე, “გულით განცდა (ტკივილის გაზირება)” სხვა ადამიანების გამო. ხშირად ასეთი ადამიანები აღმზრდელები ხდებიან ანდა საბავშვო ბაღებში მუშაობენ. აქ უნდა იქნეს გათვალისწინებული ისიც, რომ შემოქმედებითი ძალა, თუ გამოყენებას ვერ ჰპოვებს, ტანჯვის წყაროდ იქცევა.

ცუდ შემთხვევაში, თუ იუპიტერი ბოროტია – ეს ადამიანი დამპყრობი იქნება, მაგრამ, იმოქმედებს საკუთარი ხელებით და, ამასთანავე, ძალიან პატივმოყვარეცაა. ხშირად შესაძლებელია ბლეფსაც მიმართოს. ასეთი ადამიანი იმაზე ბევრს იყვირებს, ვიდრე რეალურად გააკეთებს საქმეს. ეყვარება, როცა მისთვის წაბლს შეწვავენ, ანუ შეუძლია სხვები აიძულოს, რომ მასზე წინ არასდროს წავიდნენ. სოციალურ სფეროსა და პირად ცხოვრებაში, _ როგორც წესი, კონსერვატორია, თუმცა, შეუძლია საკმაოდ კონტრასტული სახით მოქცევაც, რადგანაც, ისევ ვერძი _ ეს მუდამ შავ-თეთრი ხედვაა, სხეულის ნაწილებიდან ვერძის ნიშანი თავს შეესაბამება, ამიტომაც მთელი ცეცხლი, ალი და ვნება მიმართული იქნება თავში. ნებისმიერი სოციალური გავლენა, ნებისმიერი სწავლება ანდა რელიგია, იუპიტერის ვერძში მდებარეობისას, მუდამ გონების მეშვეობით გადის (ანუ იფილტრება). ამიტომ იუპიტერი ვერძში, აქტიური მხოლოდ გარეგნულად ჩანს.

შესაძლებელია, ძალიან ადრე განსაზღვროს საკუთარი სულიერი ფასეულობები, ხოლო, მეორე მხრივ, თუ იუპიტერი საკმაოდ ძლიერი პლანეტაა (პირად რუკაში) – შესაძლებელია იუპიტერისეული კომპლექსების ძლიერი გამოვლინება: ავტორიტარულობა, კონსერვატიზმი. ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები წამომწყებები არიან, შეუძლიათ აქტიურად დაახვიონ თავბრუ ადამიანებს, შეუძლიათ აიყოლიონ ისინი, მაგრამ… ეს ვერძი, ანუ უეცარი აფეთქება, ძალიან ინტენსიური გამოვლინებაა, ხოლო შემდეგ დგება აპატიის პერიოდი. შეუძლია შთაგონება, მაგრამ არა – გაძღოლა, შეუძლია “აყოლიება”, ხოლო თავად ზურგს უკან დამალვა, საქმის გამო ყვირილი უფრო მეტი იქნება, ვიდრე თავად საქმე. ანდა შესაძლოა გადაიქცეს სხვების შრომის ნაყოფის მიმთვისებელი, ბრმა მორჩილებისა და მსახურების მოყვარული (ცუდი არმიული ტრადიციების გამოვლინებებით).

ვერძის ნიშანში იუპიტერის ტრანზიტისას, მისი საზოგადოებაზე გავლენა გამოიხატება ნებისმიერი აქტიური წამოწყებების ჩამოყალიბებით. ეს დრო ძალიან კეთილგანწყობილია შემოქმედი ადამიანებისთვის, რელიგიის, სხვადასხვა სწავლებების აქტიურად დაუფლებისთვის. შეიძლება წარმატებულად გადაწყდეს წარმოებითი პრობლემები, ყოველი ადამიანი შესძლებს საზოგადოებაში საკუთარი ხმის დაფიქსირებას (1987 წელს – ეს იყო თანხმობის/ერთიანობის გაფურჩქვნა). ხანძრების დიდი ალბათობაა, ასევე აალებადი ნვთიერებების მოულოდნელი აფეთქებების ძალიან დიდი ალბათობაა (ამ პერიოდში, ხშირია ხანძრის გაჩენის გამო ტყეების დიდი მასივების განადგურება).

იუპიტერი ვერძში ჰქონდათ: სოკრატეს, კარლოს დიდს, გოგოლს, ბრამს, დოსტოევსკის, ფრანკოს, ტიტოს, სალვადორ დალის.

 

 

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

იუპიტერი ვერძს უდიდესი არხების გამას აძლევს; ასევე შეფერილობებს – მცირე ფუფუნებიდან ჭეშმარიტ მეფურ სიამაყემდე დიაპაზონში. ამ იუპიტერის კარგი განვითარება იძლევა ბუნების ენერგეტიკული არხების სიღრმისეულ გაგებას, რომელიც ტრანსლირდება ვერძისეული იუპიტერის მეშვეობით; ამასთანავე ამ არხების დონეც მაღლდება, ფართოვდება მათი საქმიანობის მნიშვნელობა და ინტერესთა წრეც- მათ შორის, პრაქტიკულ ცხოვრებაში საკუთარი ენერგიის რელიგიური და ჯგუფური (ოჯახი, სამუშაო კოლექტივი, ერი) გააზრება.

სხვადასხვა არხების დიდი რაოდენობა ქმნის “იღბლიანობის” განსაზღვრულ შეგრძნებას, რომელზეც მიჩვევის საშიშროებაა, რასაც, ცუდი დამუშავებისას, მათ (არხების) დაშლამდე მიჰყავს. “არ გამიმართლა”  ამ მდგომაროების ერთ-ერთი გამოხატულებაა _ და ადამიანი იმ წამსვე გადადის (უცნობია საიდან აღებულ) სხვა სამოღვაწეო სფეროში. შესაძლებელია განვითარდეს თვითდაბრმავებისკენ (საკუთარი ბრწყინვალების ხაზგამით) მიდრეკილება. გარშემომყოფები ასევე ხშირად აღფრთოვანებით უყურებენ, მაგრამ სერიოზულად იშვიათად აღიქვამენ. კარგი მდებარეობაა მსახიობისთვის, რომელიც გმირი-საყვარლის როლებს ასრულებს.

 

 

ს. ვ. შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ასეთი მაჩვენებლის მქონე სუბიექტები არიან სამართლიანობის, მოწინავე იდეების დამცველები (ქომაგები) და მისთვის მებრძოლნი. ეს მდებარეობა ძალიან დიდ პატივმოყვარობას, მოგზაურობის, შორეული ქვეყნების სიყვარულს იძლევა; უდიდეს გულუხვობას, მქადაგებლის და წინასწარმეტყველის ნიჭს; უდიდეს წარმოსახვას; მძლავრ, თეორიულ, სიღრმისეულ, ინტენსიურ, ფილოსოფიურ გონებას; გაფართოებულ ცოდნას; კეთილშობილ, მამაც, ქველ, გახსნილ და პატიოსან ხასიათს; წინასწარგრძნობის დიდ ნიჭს; ეს ადამიანები – კარგი ორგანიზატორები, ლიდერები არიან, შეუძლიათ ხელმძღვანელობა, შთაგონება, ადამიანების აყოლიება, ფლობენ ძლიერ წარმოსახვას, ნაყოფიერ, წინ (მომავლისკენ, პროგრესულად) მიმართულ აზრებს; აქვთ ბევრის დანახვისა და გაგების მისწრაფება; მოწინავე სამეცნიერო იდეებისადმი მისწრაფება, მეცნიერებებში აღმოჩენების გაკეთების შესაძლებლობა. ასეთი მდებარეობა უზრუნველყოფს წარმატებას და პოპულარობას, არისტოკრატიზმს, სიმდიდრეს, ცნობადობას.

დაძაბული ასპექტებისას – უჩვეულო მფლანგველობა, თავგადასავლებისა და მსხვილი გათვლებისკენ მიდრეკილება, გადაჭარბებული სიხისტე, გადაჭარბებისა და ფუფუნებისკენ მიდრეკილება, კონფლიქტურობა, გადაჭარბებული უაზრო რისკი, ახირებულობა (სიგიჟე), აზარტი, ავანტიურიზმი, სოციალური პირობების უარყოფა, უგუნურობა, გათვლებში შეცდომები, ცდომილებები.

 

ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ხელმძღვანელობის შესაძლებლობა, აღმქმელობის, ფილოსოფიის და სხვა სულიერი საკითხების განახლება.  ენერგიასა და შთაგონებას იძლევა. უარყოფით გამოვლინებად ითვლება მედიდურობა, საკუთარ “მე”-ზე ხაზგასმა, რაც იწვევს ეჭვნეულობასა და სხვა არასასიამოვნო გრძნობებს. სოციალური სრულყოფილების მოთხოვნილება დამოკიდებულია გაგების დონესა და განვითარების საფეხურზე. გამარჯვების შესაძლებლობაში დარწმუნებულობა და განვითარება სხვადასხვა საქმის წარმოებისას სიმამაცეს იძლევა, ანუ, ასეთი ადამიანი საკუთარ თავზე იღებს იმის გაკეთებას, რასაც სხვები ვერ გარისკავდნენ. კონსტრუქციული ძალისხმევის შესაძლებლობით ხელს უწყობს ევოლუციურ განვითარებას.

მაგრამ, შესაძლებელია მსჯელობებში აჩქარებულობა, მოუთმენობა, ფანატიზმი, სხვების უნდობლობა; საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებენ, ანდა უზრუნველობას და მიმნდობლობას დანაკარგებამდე და მეგობრების დაკარგვამდე მიჰყავთ. საჭიროა ისწავლონ მოთმინება და სიფრთხილე. შესაძლებელია აზარტული თამაშებისკენ მიდრეკილება. დაჟინებულად სწამს ძალის, რომელიც იძლევა დარწმუნებულობას და, საკუთარი ძალისხმევებისა და ინციატივების ხარჯზე, ცხოვრებაში ყველა სასურველის მიღწევის უნარს. რაც უფრო მეტად ეყრდნობა საკუთარ თავს, მით უკეთ გრძნობს თავს, და მისთვის რთულია გარედან დახმარების მიღების დაშვება ანდა დახმარების თხოვნა. შეჯიბრითობისგან სიხარულის განცდა (განსაკუთრებით გამარჯვებებისას) მის გულში ცოცხლობს.

 

ინდუბალა “პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია”

იუპიტერისთვის ეს მეგობრულად განწყობილი ნიშანია და ასეთი სახით, ამ ადამიანს მინიჭებული აქვს იუპიტერის თვისებები – დიდსულოვნება, სულიერების ინტერესი, პატიოსნება და ღირსება. ასეთი ადამიანები შესაძლოა შრომობდნენ რაიმე კეთილი საქმისთვის,  ენერგიულები, სპორტულები არიან, მოგზაურობენ, ხშირად იცვლიან საქმიანობის სახეს. მათგან კარგი მასწავლებლები დგებიან. არის მრავალშვილიანობის ალბათობა. ასეთი ადამიანები შესაძლოა იყვნენ მომთმენნი, თანამგრძნობნი, მამაცნი, ქველნი და დისციპლინირებულნი.

 

ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ხელმძღანველობის უნარი, ენერგია, მაგრამ მედიდურობისკენ (ყოყოჩობისკენ), საკუთარ “მე”-ზე ხაზგასმისკენ მიდრეკილებაც. იძლევა მამაცობას ისეთი ნაბიჯების გადადგმისას, რომელზეც სხვები არ წავიდოდნენ. ნებისმიერ საქმიანობაში  დადებით შედეგებს აღწევენ, მაშინაც კი, თუ დასახული მიზანი მიუღწეველი რჩება.

არასასურველი ასპექტებისას – საკუთარ თავზე ძალიან ბევრს იღებენ, საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვთ, უზრუნველნი და მიმნდობნი არიან.

სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

არის სოციალური აქტიურობის მოთხოვნილება, სამყაროზე საკუთარი შეხედულების გამყარების სურვილი.

კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

ოპტიმიზმი, მთლიანობა, უშუალობა, მარტივი სიამოვნების გემოვნება. ბუნებრიობა და გახსნილობა ადამიანს ავტორიტეტის მოპოვებაში ეხმარება.

მარია კეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

იუპიტერი ვერძის მქონე ბავშვები  საკუთარი თავის გახსნისა და აღმოჩენის მეშვეობით იზრდებიან.  ინდივიდუალიზმის გამოხატვისას საჭიროა მათი  წახალისება და საკუთარი ძალების რწმენის განმტკიცება.

 

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top