იუპიტერი თხის რქაში

იუპიტერი თხის რქაში

ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა  ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.

უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.


სიკეთე + კონცენტრაცია = პასუხისმგებლობა

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება დიქტატურისკენ მიდრეკილება, ახლობლებზე მკვეთრი მსჯელობების ტენდენცია და ქონებისა და იდეების გაზიარების უუნარობა. ადამიანი ხდება უნდობი, ეგოისტი, ზედმეტად პატივმოყვარე.  ფარისეველი, პირფერი, მლიქვნელი პიროვნება, რომელიც ისწრაფვის ტიტულებისა და საკუთარი პერსონის ფართო აღიარებისკენ.

ხასიათის ჰარმონიულად განვითარებისას, ადამიანი არის კეთილი, სუფთა გულის, შეკავებული, დელიკატური, ენერგიული, რამდენადმე “ბლანტი”, კეთილსინდისიერად ემსახურება საზოგადოებას და აქვს მიდრეკილება _ კი არ დაელოდოს კეთილგანწყობილ შესაძლებლობებს, არამედ აქტიურად და გაბედულად იმოქმედოს. ის მომჭირნე, კორექტული და ამტანია, ვალდებულების განვითარებული გრძნობითა და პირადი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით გარშემომყოფებში ნდობას იწვევს. ის წინდახედული, მიზანმიმართული და კონსერვატორია, ფლობს ბრწყინვალე ორგანიზატორულ ნიჭს. მისთვის დამახასიათებელია მიზნის ნათლად დანახვა, კონცენტრაციის უდიდესი ძალა, სხვების ინტერესებზე ზრუნვის უნარი და პირადი ძალისხმვის გამოყენებით საკუთარი კარიერის აწყობის შესაძლებლობა. ეს _ გენიალური პოლიტიკოსი, ბრწყინვალე ოსტატი და წესიერი მოქალაქეა; პასუხისმგებლობას გრძნობს არამარტო საკუთარ ქცევებზე, არამედ ამ ქვეყნად ყველაფერზე.

მისი პიროვნების განვითარება არათანაბრად ხდება და მიუხედავად იმისა, რომ ის ნიჭიერი და შრომისმოყვარეა, მისი განვითარება არცთუ ისე მცირე გართულებებთანაა დაკავშირებული. შესაძლოა დაიკავოს ყველაზე მაღალი თანამდებობები,  როგორც შესაძლებლობებით, ასევე უნარ-ჩვევებით. მას შესაძლოა მიენდოს ყველაფერი, ყველაზე რთული და მძიმე საქმეებიც კი. მეტნაკლებად წარმატებულია მეცნიერებაში, ბიზნესში, პოლიტიკაში, წარმოებასა და იურისპრუნდენციაში. ეს ადამიანი ფრთხილი და წინდახედულია, მზრუნველი და მომჭირნეა, ხშირად ცოტათი ძუნწიცაა და ურთიერთობებში მშრალია. ცუდ განწყობაზე ყოფნისას, შესაძლოა შეუბრალებლობის, უგულობისა და დაუნდობლობის მაგალითები გამოავლინოს. სოციალურ კიბეზე ზესვლა თანმიმდევრულადად, თანდათანობით ხდება. თვითდამკვიდრება ერთიანად არ მიიღწევა, ხოლო მატერიალური უზრუნველყოფა მხოლოდ წლებთან ერთად მოდის.

გონება ღრმა და სერიოზული, პრაქტიკული სიბრძნით. ასეთი ადამიანი ყველაფერს ზუსტად და კეთილსინდისიერად, კორექტულად და აკურატულად იყენებს, არ ახდენს შუალედური წარმატებების აფიშირებას, მაგრამ, საბოლოოდ, ყველას აოგნებს მნიშვნელოვანი მიღწევებით. ხშირად შეინიშნება მატერიალურ საკითხებზე გადაჭარბებული დამოკიდებულება და წარმატების წყურვილსა და აღიარებაზე ნერვიულობა. მაგრამ მთლიანობაში, ეს ადამიანი არის სერიოზული, დისციპლინირებული, შეუძლია ნებისმიერ საქმეს გონივრულად მიუდგეს. ადრე თუ გვიან, ნამდვილი პროფესიონალი ხდება, რომლის ოსტატობასაც ყველა აღიარებს. ძლიერი ვნებები იფარება მშვიდი გარეგნობის ქვეშ და “მშრალი სიცივის” ნიღბით. ის მოკრძალებულია და შეუძლია შეეგუოს და მოერგოს ყველასა და ყველაფერს. ჩვეულებრივ, ის მოქმედებს პირდაპირ, მაგრამ ადამიანებზე ირიბი ძალაუფლება აქვს შუამავლების ანდა ადმინისტრაციული აპარატის მეშვეობით. ხშირად დაწერილ კანონს უფრო პატივს სცემს, ვიდრე მის აზრს. ერთდოულად დაკავებულია მხოლოდ ერთი სახის საქმიანობით, მაგრამ ერთია, შეუძლია მრავალი რამის კეთება, ამიტომაც მრავალი ადამიანი მას როგორც მრავალხმრივ ადამიანად ისე აღიქვამს. ხშირად იცვლის საკუთარი განვითარების მიმართულებას, რადგანაც ერთ “უღელში” ყოფნა მისთვის ადვილი არაა. ხშირად, საკუთარი, პირადი ინტერესების საზოგადოებრივზე მაღლა დაყენებისკენ აქვს მიდრეკილება, ამიტომაც ვერ ჰპოვებს სხვების მხარდაჭერას. ამავდროულად, ყველაფერი, _ რასაც მისთვის სარგებელი მოაქვს,  სარგებლიანია სხვებისთვისაც.

შესაძლოა ზედმეტი კონსერვატულობა სამართლის, მორალის, რელიგიისა და ფილოსოფიის საკითხებში. სახიფათოა სისასტიკისა და დესპოტიზმის განვითარება, ასევე, ერთ საფუძველზე ყველა ადამიანის გაერთიანებისკენ სწრაფვა, რისთვისაც, შეიძლება დიქტატორული მეთოდები გამოიყენოს. განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებს შეუბრალებლად თრგუნავს, არცერთი წამით არ ეჭვობს “არასწორ” ოპონენტებთან ბრძოლის აუცილებლობაზე. ძალიან უყვარს მარაგის გაკეთება  როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე ფინანსური და ინფორმაციულიც. ამავდროულად, არსებულ პირად რეზერვებს მოქმედებაში დიდებულად უშვებს და თამამი და მკვეთრი პროექტებიდან დიდ შემოსავლებს იღებს. რამდენადმე ასკეტური ხასიათი აქვს, სულის სიღრმეში ფესვგადგმულია მოვალეობის გრძნობა, რომელიც, ხანდახან, საკუთარი თავის მაღალი იდეებისთვის მსხვერპლად შეწირვის უფლებას აძლევს. ის მუდამ ზუსტად და ნათლად აცნობიერებს საკუთარი განვითარების მიზანს და, რაოდენ შორეული და დიდიც არ უნდა იყოს ეს მიზანი, მისკენ უდრეკად ისწრაფვის.

მარგარეტ ტეტჩერი. იუპიტერი თხის რქაში

მისთვის მთავარია –  ცხოვრებაში შემოიტანოს და გაამყაროს იდეა, თუნდაც ამან პიროვნულად მას სარგებელი არ მოუტანოს. ხშირად ასეთი ადამიანები სხვების მიერ ფანატიკოსებად აღიქმებიან. ასეთი ადამიანი ფლობს დროის გამძაფრებულ შეგრძნებას, შეუძლია უამრავი მასშტაბის საორგანიზაციო ღონისძიების ჩატარება, შეუძლია მსხვილი პროექტების ჩარჩოებში, ზუსტად, ნათლად და თანმიმდევრულად ადამიანების გააერთიანება, შეხედულებებში ძალიან დისციპლინირებული და მყარია. ეს არის იდეისთვის მკაცრი მეომარი, რომელიც თანმიმდევრულად და თავგანწირვით მიდის მიზნისკენ, ხანდახან ახლობლების თავზეც კი შეუძლია გადავლა.

შეუძლია დაუღალავად მუშაობა, ოღონ თუ შთაგონებულია იმ სარგებლით, რომელსაც ადამიანებს მისი იდეის მსახურება მოუტანს. მრავალი ადამიანი ზედმეტად წინდახედულად, ძალიან ფრთხილად, ეშმაკად და უგულობამდე მისულ ეგოისტად თვლის. მას ბრწყინვალე საქმიანი შეჭიდების უნარი აქვს, მაგრამ მხოლოდ იმ საქმეებსა და პროექტებს ჰკიდებს ხელს, რომელიც ნამდვილად იმსახურებენ ნდობას. ეს კორექტული და შინაგანად მობილიზებული ლიდერია, რომელსაც ყოველი საკუთარი ნაბიჯის ზუსტად გათვლა შეუძლია და აუზროდ წამსაც კი არ ჰკარგავს. მისი ხასიათი მყარი და უდრეკია, ამიტომაც შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა.  ის დარწმუნებული პურიტანი, საკმაოდ ეკონომიური და უკიდირესად აბიციურია. სასიცოცხლოდ საჭიროებს წარმატებულ კარიერას, რომელიც საკუთარი კეთილდღეობის გასამყარებლად ფინანსურ უზრუნველყოფას მისცემს. აქვს მიდრეკილება კერძო ბიზნესის წარმოებისა და ადმინისტრაციული სამუშაოსკენ. საკუთარი საქმის ბოლომდე ერთგულია, შეუძლია წლების მანძილზე მოთმინებით დააგროვოს საშუალებები და ძალები. არ უყვარს ფულის უაზროდ ხარჯვა. მისი ზნეობრივი სტანდარტები, ჩვეულებრივ, ძალიან მაღალია, თუმცაღა, მათზე საუბარი არ უყვარს. სახიფათოა მაზოხიზმისა და ფორმალური დოგმების გადაჭარბებულად დაცვის განვითარება.

ეს ადამიანი ჩაფიქრებული, პირდაპირი და კომპრომისულია. მისი ბუნება კონსტრუქციული და მიმზიდველია, ამიტომაც, ადრე თუ გვიან, პოპულარობასა და აღიარებას, ძალაუფლებას და მაღალ მდგომარეობას, ნდობასა და პატივისცემას აღწევს. ასეთ ადამიანს უყვარს ეკონომიკის რელიგიასთან, ხოლო ფილოსოფიის პოლიტიკასთან შერწყმა. ისწრაფვის მკაცრად ჩაეწეროს სტრუქტურის იერარქიაში, რათა ნათლად გააცნობიეროს ის თუ ვის ხელმძღვანელობს და კონკრეტულად ვის ექვემდება. საკუთარი საქმეების წარმოებაში მიდრეკილია ზნეობრივი პრინციპების მკაცრად დაცვისკენ. ადმინისტრირებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ახდენს. არასდროს იცვლის და ღალატობს საკუთარ პოლიტიკურ და ეთიკურ შეხედულებებსა და მრწამს, თუნდაც ეს მრავალ ადამიანს ოდიოზურადაც კი მოჩვენოს. მთელი ძალებით ცდილობს არსებული სოციალური და პოლიტიკური წესრიგის შენარჩუნებას. შესაძლოა წარმოეშვას საკმაო პრობლემები ახალგაზრდობასთან ურთიერთობისას, ასევე უთანხმოებანი მათთან, ვინც იბრძვის მოთმინებისთვის, ინივერსალიზმისა და პროგრესისთვის.

ეს ადამიანი არის მოწიფული, მაგრამ არც ისე ძალიან აღმქმელი, ხანდახან არ ჰყოფნის წარმოსახვა, პრობლემისადმი შემოქმედებითი ხედვა და განახლების შესაძლებლობა. რეალური ძალაუფლების ძალიან ძლიერი მოთხოვნილება აქვს, რომელიც დაკავშირებულია საკუთარ საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გრძნობასთან. ასეთი ადამიანის ცხოვრება სავსეა იმედგაცრუებებით და, ჩვეულებრივ, აღინიშნება მარტოობის ტენდენცია. სევდა და მოთენთილობა იფარება ღირსების, მნიშვნელოვნების და მოწიფული ცხოვრებისეული პოზიციების ნიღბით. პატივმოყვარეობის, მოთმინების, დიპლომატიურობის, ორგანიზატორული ნიჭისა და საშუალებების ბრძნულად გამოყენების წყალობით, ადრე თუ გვიან, დიდ სიმდიდრეს დააგროვებს. ცდილობს ყველაფერში გავლენიანი ადამიანების რომლებიც ეხმარებიან ადგილისა და პატივისცემის მიღწევაში  შეფასებებისა და აზრების მიყოლას. ყველაზე მეტად ვერ იტანს ახირებულობასა და ფლანგველობას. ცხოვრებაში მისთვის მთავარია  ყველაზე დაჟინებულად ყურადღება მიაპყროს ურთიერთობის ემოციონალურ, გულისმიერ მხარეს და არ იმსჯელოს ყველაფერზე ზედმეტად კატეგორიულად და სწორხაზოვნად.

 პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ იუპიტერი იმყოფება სატურნთან და ურანთან სტუმრად, მიწის სტიქიაში.

ამ ნიშანში იუპიტერი ვარდნაშია, რამდენადაც ის უთითებს კანონზე, რომელიც ყველასთვის საერთოა, ხოლო თხის რქა ადამიანის ინდივიდუალურ, პირად მიზანთანაა დაკავშირებული, ამიტომ, აქ იუპიტერი გაამძაფრებს და გაზრდის იუპიტერისეულ კომპლექსებს.

ცუდ შემთხვევაში, ისე ხდება, რომ საერთო კანონი, სოციალური ურთიერთობების მთელი სისტემა დაქვემდებარებული ხდება ადამიანის პირად მიზანზე, ანუ ასეთი ადამიანი ნებისმიერ სოციალურ ურთიერთობას განიხილავს როგორც საკუთარი მიზნის მიღწევის საშუალებას. ამიტომაც, იუპიტერის თხის რქაში გამოვლინების ცუდი ფორმა – ეს დესპოტიზმი, სიმკაცრე, განსხვავებულად მოაზროვნეების შეუბრალებელი დათრგუნვა, მკაცრი დიქტატით, ანდა რკინის დისციპლინით, ყველა ადამიანის ერთ სისტემაში გაერთიანებისკენ მისწრაფება. ასეთ ადამიანებს აღენიშნებათ დაუცხრომელი და უსაზღვრო სიძუნწე, ისინი ყველგან მარაგებს აკეთებენ, რადგანაც თხის რქა დაკავშირებულია შორეულ მიზნებთან, პროგრამირებასთან. ძალიან ხშირად ასეთი მდებარეობა გვხდება დიქტატორების, დამპყრობლების, გამანადგურებლების პირად რუკებში (მაგალითად – ჩინგის ხანი). ამასთანვე, ზუსტად ისინი არიან ყოველთვის წინ, აქტიურ მონაწილეობას იღებენ ფატალურ განადგურებებსა და ნგრევებში.

 საუკეთესო შემთხვევაში – ადამიანი ყველაფერს სხვებისთვის გააკეთებს, შესაძლოა ჰქონდეს სოციალური მოვალეობის აბსოლუტური გრძნობა, ანუ მას სრულიად თავისუფლად შეუძლია რაიმე იდეას საკუთარი თავი შესწიროს მსხვერპლად. ასევე შესაძლებელია, რომ იყოს ასკეტი, ალტრუისტი, განსხვავდებოდეს მოვალეობის გრძნობით. ასეთი ადამიანები ცხოვრობენ ზუსტად და მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეისთვის. შესაძლოა, სოციალურ და რელიგიურ განვითარებაში კონკრეტული მიზანი ჰქონდეთ, ამასთანავე ეს მიზანი იყოს შორეული, რომლისკენაც აქტიურად და ძალიან დაჟინებულად ისწრაფვიან. მიზნისკენ სწრაფვა დიდი ენერგიისა და ენთუზიაზმის მარაგით – ეს საუკეთესო შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში, ეს შესაძლოა გადაიზარდოს რელიგიურ ფანატიზმში. ფანატიკოსები, რა თქმა უნდა _ დისჰარმონიული ვარიანტია. ამასთანავე, ეს ადამიანი, შესაძლოა, პირადად არაფრით სარგებლობდეს, არაფერი სჭირდებოდეს და მისთვის მთავარი იდეის გამარჯვება იყოს.

იუპიტერის თხის რქის ნიშანში ტრანზიტისას საზოგადოებაში შეინიშნება დროის გამძაფრებული გრძნობის მომატება, სიზუსტე და თანმიმდევრულობა გაერთიანებებში, დისციპლინურობა. თხის რქაში იუპიტერის ყოფნის დროს არ შეიძლება გაფანტვა, პირიქით, აუცილებელია კონცენტრირება, საკუთარ თავთან პასუხისმგებლობის აღება ყოველ საკუთარ აზრზე, ნებისმიერ ქმედებაზე, საკუთარ სოციალურ პოზიციაზე.

მაშინ, როდესაც იუპიტერი გადის თხის რქას, ის გვასწავლის სისტემაში სიზუსტის გამოვლენას, ალტრუიზმს, სიმკაცრეს, სოციალურ და რელიგიურ პოზიციებში სიზუსტესა და თანმიმდევრულობას, მაღალი მიზნისკენ სწრაფვას და ამ იდეისთვის საკუთარი თავის ბოლომდე გაცემას. “მშვილდოსნებისთვის” და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იუპიტერი სერიოზულად უვლინდებათ, აუცილებელია იმის დამახსოვრება, რომ ყველა შეცდომაზე, რომელიც ამ პერიოდში იქნება დაშვებული, უნდა გადაიხადონ ამავე ცხოვრებაში.

იუპიტერი თხის რქაში ჰქონდათ: ჩინგის ხანს, ფიდრიხ II-ს, ფრანც იოსეფ ავსტრიელს, ლუდვიგ ვან ბეთხოვენს, კარლ მარქს, კროპოტკინს, რედიარ კიპლინგს, ჯ. ნერუს, ადოლფ ჰიტლერს, მარგარეტ ტეტჩერს.

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

იუპიტერის ვარდნა ახდენს იმ ფაქტის სიმბოლიზებას, რომ იუპიტერი იმდენად არ ამსუბუქებს თხის რქის ცხოვრებას, რამდენადაც ართულებს მის კარმულ ამოცანას, “თხის რქისგან” ითხოვს ცხოვრების გზის გააზრებას (და კონკრეტულ წარმოებულობას) უფრო მეტად საერთო პოზიციებით, ვიდრე ეს თავიდან ჩანს. ერთი მხრივ, იუპიტერი თხის რქას აძლევს საქმიანობის მრავალ ვარიანტს, განსაკუთრებით, ორგანიზაციულს, და ერთის ჩავარდნით, მუდამ არის იმის იმედი, რომ შემდეგი აუცილებლად გამოვა; მეორე მხრივ, იუპიტერი აძლევს (სინამდვილეში რაღაც დონეზე აიძულებს კიდეც) თხის რქას გაიფანტვის ცდუნებას, ერთ საქმეზე კონცენტრირებისა და მისი დეტალური დამუშავების საშუალებას არ აძლევს. თხის რქისთვის მეორე ძირითადი შინაგანი ამოცანა – იპოვნოს სატურნსა და იუპიტერს შორის ბალანსი (პირველია – სატურნსა და მთვარეს შორის ბალანსის პოვნა) –  აქ იუპიტერის გადაწონვითაა გართულებული (თუ, რა თქმა უნდა, სატურნი ასევე თხის რქის ნიშანში არაა, რაც განსაკუთრებულ განხილვას ითხოვს), რომელიც ცდილობს სატურნის ასკეტიზმის პრინციპის დარღვევას, კომპენსაციის და გამართლების განსაზღვრულ მომენტთან ერთად (მაგალითად, “ზემოდან” მოულოდნელი დახმარება საქმეებში), თხის რქას აძლევს სიბარიტობასა (ფუფუნებით განცხრომასა) და სიზარმაცეს; მხოლოდ ერთია, დაცემის შემთხვევაში, იუპიტერისეული გამართლება მუდმივად არ ხდება, ხოლო სიზარმაცე მუდმივადაა, ასე რომ, მთლიანობაში მისი გავლენა კონსტრუქციული მხოლოდ მაშინაა, როცა ხერხდება საკმაოდ მაღალ დონეზე მისი დამუშავება, როცა თხის რქა ცვლის დაბალი ოქტავის იუპიტერის ქედმაღლობასა და საკუთარი თავის კმაყოფილებას საკუთარი მაღალი ოქტავის დიდსულოვნებით და თავიდან აცნობიერებს საკუთარი საქმიანობის საერთო მატერიალური დონის აზრს (რაც პრინციპში მას უჭირს, ხოლო საშუალო დონის თხის რქას ტიპიური საუწყებო მიდგომა აქვს), ხოლო შემდეგ კი ფაქიზი სამყაროს კუთხითაც ხდება გაცნობიერება.

 ს. ვ. შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ამ ნიშანში იუპიტერი ვარდნაშია და ამიტომაც რამდენადმე შესუსტებულია, მაგრამ დაზიანების არარსებობისას სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: პატივმოყვარეობა, დაგეგმვის უნარი, თვითკონტროლი, ნებისყოფა, დაჟინებულობა, ენერგია, საფუძვლიანობა, წინდახედულობა, წარმოებულობა, ქმედებებში დაფიქრებულობა, დისციპლინურობა, ამტანობა, სიფხიზლე. პიროვნება ფლობს კონსტრუქციულ და სერიოზულ, ანალიტიკურ და თეორიულ, ფუნდამენტურ და ღრმა გონებას, აქვს ხელმძღვანელობისა და ორგანიზატორობის კარგი უნარები, ასევე  შემოქმედების უნარი; ადამიანი ავტორიტეტული, ნდობის შთამაგონებელია. ეს ასპექტი კარგი მაჩვენებელია პოლიტიკით, კომერციით, ფილოსოფიით, რელიგიითა და მედიცინით დაკავებისთვის.

 თუ იუპიტერი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: პირქუშობა, ნდობისა და რეპუტაციის დაკარგვისკენ მიდრეკილება, მოტყუებისა და თავის მოტყუებისკენ მიდრეკილება, სკეპტიკოსობა, უსინდისო ტყუილი, არააკურატულობა, უყურადღებობა, აგრესიულობა, ფეთქებადობა, კონფლიქტურობა, ახირებულობა, რისკი, ავანტიურიზმი, უსამართლობა, რელიგიის უპატივცემულობა.

 ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ადამიანს აქვს თანდაყოლილი განჭვრეტის, ასევე ზუსტი სტრატეგიის შემუშავების უნარი და მისი განუხრელად მიყოლის შესაძლებლობა იმისთვის, რომ მიაღწიოს საკუთარ მიზანს. ის ასევე ფლობს წესრიგის, სტრუქტურისა და თვითდისციპლინის თანდაყოლილ გრძნობას. მიდრეკილია კანონებისა და სამართლის წყაროების უფრო მეტად მხოლოდ ფორმალურად, ვიდრე აზრობრივად განმარტებებისკენ. მისთვის დამახასიათებელია პასუხისმგებლობის გრძნობა, ალბათობაა წარმატებას მიაღწიოს როგორც საკუთარი პატივმოყვარეობის მეშვეობით, ასევე იმის გამო, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვნია პროფესიული სამუშაო  იმისგან დამოუკიდებლად, რომელ სფეროში და რა მნიშვნელოვანი ამოცანისაა ეს სამუშაო. ხელშეუხებელი მორალი, მაგრამ შესაძლოა წუწურაქობა და წვრილმალებში ეკონომია.

 

ინდუბალა “ინდური ტრადიცია”

იუპიტერისთვის ეს ნიშანი საკმაოდ ცუდია, აქ ის დასუსტებულია; ასეთი იუპიტერის მქონე ადამიანი უნდა ერიდოს ფარისევლობას, თვალთმაქცობას, უკანონო ფინანსურ საქმიანობას, ამორალურ კავშირებსა და საკუთარი ვალდებულებებისთვის თავის არიდებას. ამ ადამიანის გეგმები შესაძლოა განუხორციელებელი დარჩეს ანდა შესაძლოა ჩათრეული იყოს არაპროდუქტიულ ბიზნესში. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს გადაჭარბებული იდეალიზმი და საკუთარი მიზნის მიღწევის უუნარობა. ადამიანმა, რომელიც დაბადებულია იუპიტერით თხის რქაში, უნდა იცოდეს, რომ ადრე (წინა ცხოვრებაში) ჩაიდინა რაიმე არაბუნებრივი ქმედებები, რომელიც ახლა უნდა გამოისყიდოს (ეს სწორია იმ შემთხვევაში, თუ იუპიტერის სისუსტე არ ანულირდება). ეს ადამიანები საკუთარ სამუშაოს სერიოზულად ეკიდებიან. შესაძლოა ზოგიერთი სახის აფორიაქულობა/მოუსვენრობა, რომელიც დაკავშირებული იქნება შვილებთან.

ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

კარგი ასპექტებისას – პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალურობა საქმეების წარმოებაში. კონსერვატულობა. ცუდი ასპექტებისას – ძალაუფლებისკენ სწრაფვა, ამის გამო მთელ დროს სამუშაოს უთმობენ და ოჯახისგან გაუცხოება ხდება. სიბერეში უვლინდებათ სიხმელე (ხასიათში), სიძუნწე, მარტოობის გრძნობა. ვერ იტანენ ახირებულობას, მაგრამ, ხანდახან, საკუთარ თავს ყველაზე საშინელი ახირებულობის გამოვლინების საშუალებას აძლევენ.

სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

ეს ადამიანი მიდრეკილია საკუთარი ინტერესების საზოგადოებრივ იდეებზე მაღლა დაყენებისკენ, ამიტომაც ხშირად ვერ იღებს სხვა ადამიანების მხარდაჭერას. საჭიროა კონსერვატორული მსოფლმხედველობის გადალხვა.

ქეთრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

იუპიტერის ეს მდებარეობა, შესაძლოა აღნიშნავდეს ძალაუფლების ცივ წყურვილს, პოლიტიკურ ამბიციებს, გონების პატივმოყვარეობას. როგორც ყოველთვის, თხის რქების თვითდამკვიდრება შესაძლოა დაგვიანებით მოხდეს.

მარია ქეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

ბავშვები, იუპიტერით თხის რქაში, ძალიან აფასებენ შედეგებს. ისინი იზრდებიან სამუშაოს მეშვეობით, პასუხისმგებლობის გაგებითა და კონკრეტული მიღწევებით. მათ შეუძლიათ იმ ადამიანების იდეალიზება, რომლებსაც სტატუსი და ავტორიტეტი აქვთ, და მუშაობენ, იმისთვის, რომ დაიმსახურონ მოწონება. ისინი ეყრდნობიან იმას, რაც რეალური და პრაქტიკულია და ზრუნავენ იმაზე, რომ იყვნენ “სწორები”. ისინი შესაძლოა განსაკუთრებით მკაცრები იყვნენ საკუთარ თავთან მიმართებაში, თუ იგრძნობენ, რომ განიცადეს წარუმატებლობა ანდა თუ შეცდომას დაუშვებენ. შესაძლოა დასჭირდეთ დახმარება – როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვა ადამიანების _ თანაგრძნობის განვითარებაში.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top