იუპიტერი კირჩხიბში

იუპიტერი კირჩხიბში

ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.

უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.

სიკეთე + აღმქმელობა = გრძნობების სიმდიდრე

ადამიანი არის აღმქმელი, მიდრეკილია თვითგაცემისკენ (საკუთარი თავის გაცემისკენ), უკიდურესად ცვალებადი და რთულია, ისწრაფვის კეთილდღეობისკენ, გარშემომყოფებზე ახდენს ბუნდოვან, დამათრობელ, თითქოსდა, არომატიზირებულ შთაბეჭდილებას.

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ყალიბდება ძუნწის, დამგროვებელის, მესაკუთრის ტიპაჟი. ცვალებადი პიროვნებაა, ადვილად ექვემდებარება გარე გავლენას და სიამოვნებების მიღება ზედმეტად სწყურია. ასეთი ადამიანის ცდუნება, ანდა მისი ბუნებრივი გულკეთილობითა და ზედმეტი მინდობობით სარგებლობა ადვილია.

ხასიათის დადებითად განვითარებისას ადამიანი გულმოწყალე, ზრდილობიანი და სხვათა გრძნობების გამგებია. უყვარს ძველებური საგნები, ემხრობა ტრადიციულ შეხედულებებს, ჩვეულებრივ, ფინანსურ ურთიერთობებში კარგადაა უზრუნველყოფილი. მისი გრძნობები ძლიერია და საზრდოობს ქველმოქმედებისა და ადამიანების დახმარების იდეებით. სიხარულითა და სიღრმისეულად აღიქვამს ყველაფერ ლამაზს, საყვარელი ადამიანის მიმართ ერთგულია, სხვების უბედურებების უკიდურესად აღმქმელია, ფლობს ოჯახის განვითარებულ, საფუძვლიან შეგრძნებას.

ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანი ხალხში პოპულარულია, რადგანაც ყველა სახის შემოქმედებითი ძალა მიმართული აქვს ბავშვების, ოჯახისა და იმ ადამიანების მფარველობისკენ, ვინც რთულ მდგომარეობაშია ჩავარდნილი. საერთოდ, მას უყვარს მფარველობა და გარშემომყოფების მეურვეობა, არ შეუძლია მათ უარი უთხრას, რადგან ყველა ადამიანს ისე აღიქვამს, როგორც ერთი დიდი ოჯახის წევრს. ყველა საკუთარ პროექტსა და აქციას სიწყნარეში, განმარტოებულად ამზადებს, რის შემდეგაც აუდიტორიის წინაშე ბრწყინვალედ გამოდის. ის უკიდურესობამდე მშვიდობისმოყვარე და კეთილმოსურნეა, არასდროს ივიწყებს ადამიანების პრობლემებს და მთელი ძალით ცდილობს მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევას. მრავალი მისი იდეა და გეგმა, სურვილი და ჩანაფიქრი ცხოვრებაში ჰარმონიულად ხორციელდება. საკუთარი ნიჭისა და სიღრმისეული ინტელექტის წყალობით, ჭეშმარიტ კეთილდღეობამდე და დიდ პრესტიჟამდე მიდის. ეს – პოპულარული, ავტორიტეტული და რესპექტაბელური ადამიანია, მრავალი ადამიანისთვის ცნობილი და თითქმის ყველას მიერაა აღიარებული. არცთუიშვიათად, მაღალი სოციალური მდგომარეობა წარმატებული ქორწინების მეშვეობით მიიღწევა. ცხოვრებაში მრავალი სიხარული და ჰობბი ნაცრისფერი ყოვედღიურების საზღვრებს სცილდება. ხასიათი იდეალისტური და ჰუმანური, აღმქმელი და შთაბეჭდილებებით სავსე და გამომხმაურებელი აქვს, უყვარს კომფორტი და საპირისპირო სქესის მიმართ გულგრილი არაა.

ოცნებობს რა მომავალზე, არასდროს ივიწყებს აწმყოს და წარმატებულად იყენებს წარსულში დაგროვებულ გამოცდილებას. თუ ასეთი ადამიანი თავს აარიდებს შეუძლებელი სიამოვნებისკენ სწრაფვას და სხვების საქმეებში ღიად ჩარევას, მისი ცხოვრება ბედნიერებისა და წარმატების მაგალითი იქნება. უყვარს ინტელექტუალური შრომა, ფლობს განვითარებულ ინტუიციას, რელიგიურია, თითქმის ღვთიურიც კი. მისთვის იდეალური საქმიანობა არის –  თავისუფალი პროფესია, რომელიც სახლის პირობებში მუშაობის საშუალებას მისცემს. ისტორიის, რელიგიისა და ფილოსოფიის ძალიან ღრმა ინტერესი აქვს. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია დიდსულოვნება და ნამდვილი სულიერი სიმდიდრე, რომლებსაც ადვილად და სიამოვნებით უყოფს გარშემომყოფებს. ოჯახური კავშირების მეშვეობით შეუძლია ბწყინვალე სოციალური ადაპტაცია, აქვს ტრადიციების ერთგულება და სიღრმისეული, ყოვლისმომცველი მსოფლმხედველობა. უყვარს საზოგადოება, მაგრამ მასზე დამოკიდებული არაა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისთვის მუდამ მზადაა და მასში ბევრსაც აღწევს, მაგრამ იგივე წარმატებას აღწევს ოჯახურ წრეში თვითრეალიზაციისას. მის სულს სამართლიანობა და ჰარმონია სწყურია. ის – საკუთარი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტია, ღრმად და მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთარი ერის კულტურასთან. ასეთი ადამიანი მიდრეკილია ტრადიციებისა და სახალხო წეს-ჩვეულებების დაცვისკენ, იმ შემთხვევაში ავლენს უდიდეს ენერგიას, თუ გრძნობს თანამოაზრეთა მხარდაჭერას. ავტორიტეტული პირების მხარდაჭერა ძალიან ძლიერსა და შედეგიანს ხდის.

თუ მაინცდამაინც მიღწეული მდგომარეობის შენარჩუნება სჭირდება, შეუძლია გამოავლინოს შესაშური მოხერხებულობა. ამ ადამიანს უყვარს პათოსი და პომპეზურობა, პათეტიკა და ქადაგება. ის იმდენად ცხოვრების გარდამქმნელი არაა, რამდენადაც დავიწყებული წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების აღმდგენელი. ორგანიზატორული უნარები შესაძლოა განსაკუთრებით ეფექტურად გამოვლინდეს ამა ქვეყნის ძლიერთა მხარდაჭერისა და ფართო და თავისუფალი შემოქმედებითი საქმიანობის წყალობით. ეს ადამიანი არაა მიდრეკილი რევოლუციური ქმედებებისკენ და არ უყვარს ერთპიროვნული მმართველობა. ცდილობს არ ააფეთქოს ეს სამყარო, მაგრამ წყნარად და თანმიმდევრულად განავითაროს ყველაფერი საუკეთესო, რაც ამ სამყაროშია. მუდამ ეყრდნობა წარსულის პოზიტიურ გამოცდილებას და იღებს მისგან ყველაზე საუკეთესო შეიარაღებას. მისთვის ახალი _ ეს კარგად დავიწყებული ძველია, სრულყოფილების შეფუთვით. ის მიჯაჭვულია ნაციონალურ და რელიგიურ იდეას, რიტუალებსა და წარსულის დოქტრინებს, მუდამ მზადაა მათ დასაცავად, თუნდაც ამისთვის საკუთარი სიცოცხლის გაწირვა დასჭირდეს. ისტორიული კვლევებისა და საარქივო საქმიანობის უდიდესი ინტერესია. საკუთარი ერის სირთულეებს როგორც პირად უბედურებად ისე აღიქვამას.

ნელსონ მანდელა. იუპიტერი კირჩხიბში

მისი ინტუიცია საშუალებას აძლევს შეაღწიოს ძალიან ღრმა წარსულში, რაც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი პატრიოტულ-სოციალური მოძრაობის საფუძვლის შესაქმნელად. ასეთი ადამიანის ქცევები თბილი, ემოციური და მეგობრულია, ის მეოცნებეა, უყვარს კეთილმოწყობილი პირობები, საპირსპირო სქესის წარმომადგენელებთან ურთიერთობაში უკიდურესად ყურადღებიანია, სიამოვნებით ერევა ახლობლების საქმეებში და უყვარს კარგად ჭამა. ფსიქოლოგიური კომფორტი მისთვის განსხეულდება უძრავი ქონებისა და ფასეული წიგნების ფლობაში. უყვარს ძველებური ავეჯი და ანტიკვარიატი. კეთილშობილია და უყვარს წყნარ და ღრმა ადამიანებთან ურთიერთობა. ასეთ ადამიანს შესაძლოა ვუწოდოთ სენტიმენტალური ადამიანი. საკმაოდ წარმოებული და კეთილმოსურნეა, გულკეთილი და კომუნიკაბელურია, ფლობს ბრწყინვალე წარმოსახვას, ფაქიზად და ღრმად გრძნობს ბუნებასა და ხელოვნებას. თითქმის იმის ალბათობაა, რომ აინტერესებდეს სიღრმისეული ფსიქოლოგია და ეზოთერული მეცნიერებები.

 ქვეყანაზე ყველაზე მეტად სახლსა და დედაზეა მიჯაჭვული. წყლის სტიქიასთან კონტაქტი ძალების აღდგენაში მაშინაც კი ეხმარება, როდესაც უკიდურესად გათანგულია. საკუთრებასთან მოპყრობისას საკმაოდ წარმატებულია, რადგანაც ინტუიციურად გრძნობს სარგებლიანი დაბანდებების მიმართულებებს. ეს ადამიანი მუდამ შეფიქრიანებულია ზურგის გამაგრებით. ეკოლოგიურ პრობლემებს ძალიან დიდი ყურადღებით განიხილავს და მზადაა მონაწილება მიიღოს გარემოს სისუფთავის შენარჩუნებისთვის ბრძოლებში. ჩვეულებრივ, მშობლებთან ურთიერთობა გაწონასწორებულია, წყნარი და ჰარმონიულია, კეთილგანწყობილი და ნაზია. საკუთარ სახლშიც ასეთივე ატმოსფეროს შექმნისკენაა მიდრეკილი. საერთოდ, ისურვებდა რომ მთელი სამყაროს მეურვე/მზრუნველი იყოს. არცთუიშვიათად, ასეთი ადამიანები სავსენი არიან იდეალისტური პროჟექტორებითა და უტოპიური ოცნებებით, რომლებიც მოკლებულნი არიან პრაქტიკულ სარგებელს. ასეთი ადამიანებისთვის ძალიან სახიფათოა ღორმუცელობა, მშობლიურ სახლზე ირაციონალური მიჯაჭვულობა და მატერიალურად კეთილმოწყობილი პირობების გადაჭარბებული წყურვილი. მთავარი, რისკენაც უნდა ისწრაფვოდნენ – ეს საკუთარი ინტერესების ამაღლება და ახლობლების დასახმარებლად რეალურ-პრაქტიკული საქმის კეთება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებენ ნამდვილად ბედნიერნი გახდნენ.

 პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ იუპიტერი ეგზალტაციაში, მთვარესთან სტუმრად, წყლის ნიშანში იმყოფება. ეს იუპიტერისთვის ძალიან ძლიერი მდებარეობაა.

საუკეთესო შემთხვევაში – იუპიტერი კირჩხიბში ვლინდება როგორც აქტიურად გამოხატული პატრიოტიზმი, ტრადიციების დაცვა (საუკეთესო ფორმებში), უდიდესი ენერგიულობა, განსაკუთრებით თუ ადამიანის ზურგს უკან მასებია და გრძნობს მათ მხარდაჭერას. ავტორიტეტთა მხარდაჭერა ხდის დაუჯერებლად ძლიერს, ენერგიულსა და  დაცვით-კონსერვატორულ საქმეებში ძალიან მოხერხებულს. ცუდ შემთხვევაში ასეთი ადამიანი ძალიან ბევრ ცეცხლის დამნთებ სიტყვას წარმოთქვამს, ჩვეულებრივ, მისი ქცევა ძალიან პათეტიკურია, საჩვენებელი ბრწყივალებისა და მაღალფარდოვანების ელემენტებით.

საუკეთესო შემთხვევაში, კეთილი იუპიტერისას – ადამიანი მიდის იდეოლოგიის განვითარების გზით, ასეთ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ რელიგიური მოღვაწეები გახდნენ, მაგრამ არა გარდამქმნელები, არამედ ზუსტად ტრადიციების მატარებელნი. ჩვეულერივ, ასეთი ადამიანები ხშირად ახდენენ ისტორიულ ავტორიტეტებზე აპელირებას, და უყვართ საკუთარი თავის ისტორიული წარსულის მოღვაწეებთან შედარება. მათ შეუძლიათ ცეცხლის დამთები სიტყვის წარმოთქმა, ხშირად აღინიშნება საჩვენებელი ბრწყინვალებისა და მაღალფარდოვანების ელემენების გამოვლინება, მაგრამ უეჭველად არის ორგანიზატორული უნარებიც. ისინი არასდროს არაფერს გააფუჭებენ, არამედ მხოლოდ განავითარებენ, ეცდებიან რომ წარსულის გამოცდილება და წარსულიდან ყველაფერი საუკეთესო შეიარაღებისთვის გამოიყენონ. სოციალური პოზიცია “ახალი,  კარგად დავიწყებული ძველია”.

მოკლედ, ეს ადამიანი, ალბათ, ყოველთვის შესძლებს იყოს ღრმად დაინტერესებული რაიმე ნაციონალურ-პატრიოტული ანდა რელიგიური იდეით, როგორც წარსულის ტრადიციების განსხეულება, რამეთუ მისთვის, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნებისმიერი ტრადიცია, ის აუცილებლად შეინარჩუნებს და განავითარებს მათ. ამ შემთხვევაში კარგია ის, რომ მას არ უყვარს ძველის განადგურება.  უეჭველად აქვს ორგანიზატორული უნარები, მაგრამ შესაბამისი სახით მისი გამოვლინება, ჩვეულებრივ, შეიძლება მხოლოდ ძალაუფლების მქონეთა მხარდაჭერითა და საქმიანობის სფეროს სიუხვისას.

უნდა აღინიშნოს, რომ ადამიანები იუპიტერით კირჩხიბში, არ მართავენ ერთპიროვნულად, (ამის მაგალითად შესაძლოა დასახელდეს მ. გორბაჩოვი  მას იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში ჰქონდა და არაფრის განადგურებას არ ცდილობდა,  განსაკუთრებით თავად სისტემის,  არამედ მხოლოდ მის განვითარებას ცდილობა, მართალია, ამ დროს ძალიან ბევრი საუბარი და ყვირილიც იყო).

 1989 წელს, როცა იუპიტერი შევიდა კირჩხიბის ნიშანში, საზოგადოებაში ისტორიისადმი ინტერესი ამაღლდა, მრავალი ისტორიული პუბლიკაცია იყო, ზევით ამოწიეს არქივები. ჩამოყალიბდა ახალი პატრიოტული გაერთიანებები, სულიერი, რელიგიურ-კულტურული ჯგუფები.

“მშვილდოსნებს”, “ტყუპებს”, “კირჩხიბებს” და “თევზებს” (და საერთოდ ადამიანებს პირად რუკაში ძლიერი იუპიტერით) ტრანზიტული იუპიტერი კირჩხიბში ახსენებს, რომ აუცილებელია წარსულთან საკუთარი ურთიერთობის ჩამოყალიბება, ისტორიული წარსულის გამოცდილების გამოყენება, საკუთარ ქმედებებში მასზე დაყრდნობა. უფრო მეტიც, აუცილებელია წარსულის ძველი ტრადიციების ათვისება, დეტალურად, ინტუიციურ აღმქმელობამდე მათში ჩაღრმავება.

 იუპიტერი კირჩხიბში ჰქონდათ რამა კრიშნას, ეკატერინე II-ს, მ. გორბაჩოვს.

აქ შეიძლება ძალიან კარგად დავინახოთ, რომ ჰოროსკოპის მმართველი ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმ ქვეყანაზე, რომელსაც მართავს.

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

იუპიტერი კირჩხიბს აძლევს სულიერი ცხოვრების სიმდიდრეს და თუ ის ძალიან დაზიანებული არაა, კირჩხიბი მიდრეკილია ამ სიმდიდრის კეთილშობილურად (მსუბუქად შეიძლება ითქვას, შემწყნარებლურად, ქედმაღლურადაც კი) გარშემომყოფებთან გაყოფისკენ. ჰარმონიული ასპექტებისას, ადამიანს აქვს ემოციონალური თვითკმარობა, იმის სწორი შეგრძნება, რომ მუდამ რაღაც სიახლეა და სანტერესო პიროვნება მოვა და ადეკვატურად მოექცევა მას, რაც ისე აღიქმება, როგორც “ასეც უნდა იყოს” (და არა როგორც სასწაული, რაც უფრო სწორი იქნებოდა), შესაბამისად, ეს ყველაფერი ნაკლებად ფასდება, შედეგად კი  დროთა განმავლობაში ურთიერთობის ფასი დაბლა ეცემა. კარგი დამუშავებისას ჰარმონიულ იუპიტერისეულ კირჩხიბს შეუძლია ძალიან ბევრ ადამიანს ბევრი რამ მისცეს, ოღონდაც თუ საკუთარ თავზე აიღებს ემოციონალური ასკეტიზმის პრინციპს (შესაბამისი გარყვნილების ხიბლის გადალახვის შემთხვევაში) და ისწავლის ემოციონალურ და ენერგეტიკულ ვამპირებთან სწორად მოქცევას. დაზიანებული ვარიანტისას, იუპიტერისეული კირჩხიბი ასევე იზიდავს ბევრ ადამიანს, მაგრამ ადეკვატური ემოციონალური და არსობრივი შეგრძნებები გართულებულია (ნაწილობრივ, სიამაყით ეკიდება საკუთარ სიღრმეებსა და აღქმელობას).

დამუშავების გზა – აქცენტის გადატანა პირველიდან მეორეზე.  აქ სულიერი ზრდის შესაძლებლობა უფრო მეტია, ვიდრე ჰარმონიულ ვარიანტში (მოკლედ, როგორც ყოველთვის ხდება). ამასთანავე, ამ იუპიტერის თვითგამოხატვის პრობლემა რბილდება.

ს. ვ. შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ეს გამორჩეულად ძლიერი მდებარეობაა, რამეთუ იუპიტერი იმყოფება საკუთარი ეგზალტაციის ნიშანში. ჰარმონიული ასპექტებისას სუბიექტი გულკეთილი, გულუხვი, გულისხმიერი, პატრიოტი, ფილანტროპი, მეცენატი, ყურადღებიანი, ტაქტიანი,  კეთილშობილი, სამართლიანი, ჰუმანური, უბრალო ადამინებსა და მეგობრებში პოლულარულია, მაღალი მდგომარეობის მქონე პირებისგან კარგი მხარდაჭერა აქვს. ძალიან ნაყოფიერი, მდიდარი წარმოსახვა, ინტერესი კულტურის, განათლების, საზოგადოებრივი კეთილდღეობის საკითხებისადმი, სახლის, დედის, სამშობლოს სიყვარული. შორეული მოგზაურობები, განსაკუთრებით წყალზე (ზღვა, ოკეანე, მდინარე). კარგი მაჩვენებელია საკუთრებისთვის, უძრავი ქონების, კაპიტალის, სიმდიდრის, დიდი სახლის, ბედნიერი ოჯახის, მყუდრო ბინისა და მემკვიდრეობისთვის.

თუ იუპიტერი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტი ავლენს გაუმაძღრობას, მფლანგველობას, ფუფუნებისკენ სწრაფვას, აღშფოთებას, გულისწყრომას, მესაკუთრეა (ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა), აქვს სირთულეები საკუთრების ფლობასთან, უყვარს თავგადასავლები, იდეალისტია, არაჯანსაღი რომატიკოსი და მეოცნებეა.

ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

სახლში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან, ზრუნავენ ბავშვებზე. ისურვებდნენ რომ მთელ სამყაროზე ეზრუნათ, და ხალხს ეს ადამიანები უყვართ. კეთილები არიან, ნამდვილად, გულწრფელად ემსახურებიან საკუთარ იდეებს. ყველაფერს სიწყნარეში ამზადებენ, შემდეგ კი ბრწყინვალებით გამოდიან აუდიტორიის წინაშე. გრძნობათა და შემოქმედებითი ძალების სიმდიდრე, გულმოწყალება, ლმობიერება. უყვართ კარგად ჭამა, კარგი მზარეულები არიან.

ხშირად ვლინდება ქეიფისკენ მიდრეკილება, რაც მათ ჯანმრთელობას ვნებს. საქმიანი ინტერესები ხშირად დაკავშირებულია მიწის ნაკვეთებთან, ბინებთან, საკვებ პროდუქტებთან, მებაღეობასთან, საყოფაცხოვრებო საქონელთან. იდეალიზმი, უტოპიური ოცნებები, რომელიც პრაქტიკულ მოსაზრებებსაა მოკლებული. ამ ადამიანებს ხშირად ეხმარებიან ახლობლები. შესაძლოა არაერთგზის მიიღონ როგორც ფული, ასევე ქონება, ამიტომ ცხოვრების მეორე ნახევარში მათ შესამჩნევი სიმდიდრე უგროვდებათ. შესაძლებელია სენტიმენტალურობა, რომელიც იძლევა დედობრივ სიყვარულს, ძალიან დიდი მიჯაჭვულობაა მშობლებზე, მატერიალური კეთილმოწყობისა და ფასეულობების სიყვარული, სიძუნწე. დაავადებები შესაძლოა ვიტამინების უკმარისობისგან იყოს გამოწვეული, შესაძლოა სითხის დაგროვება ფოსოებში (ღრმულებში).

ეს ადამიანი სხვებს ისეთ სიტუაციებს უქმნის, რომელშიც შეძლებენ თავის მოხერხებულად და კარგად გრძნობას. ფლობს გაუცხოების გრძნობის მინიმუმამდე დაყვანის უნარს და სხვებს აძლევს კოლექტიურ საქმიანობაში ჩართულობის შეგრძნებას. მისთვის დამახასიათებელია ადამიანების სიყარული, თითოეულის დაცვისკენ და მათზე ზრუნვისკენ მისწრაფება. მისი ერთ-ერთი ღირსებათაგანია – მხარდაჭერის ატმოსფეროს შექმნა, რომელიც საკუთრივ მისთვისაც და სხვებისთვისაც სასიკეთოა. ასევე მნიშვნელოვანია მისი სახლი და მემკვიდრეობა, და ის მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს საკუთარ წარსულთან.

ინდუბალა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში – ინდური ტრადიცია”

იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში ეგზალტაციაშია და უფრო გაძლიერებულია. ეს წარმატებული ადამიანები არიან, აქვთ ძლიერი რელიგიური გრძნობა, შეუძლიათ იყვნენ კარგი მასწავლებლები და მშობლები. ფლობენ რბილ ხასიათს, დიდსულოვნები არიან; იცავენ ჭეშმარიტებასა და სამართლიანობას, შეუძლიათ ფულის კარგად გამომუშავება. თუ დაბადების დროს იუპიტერი იმყოფება ეგზალტაციაში, ეს უთითებს ღვთის მადლს, წყალობას, რომელიც ამ ადამიანებმა, საკუთარ წინა ცხოვებებში, რაიმე ღვთისმოსავი ქმედებით დაიმსახურეს.

ჰეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

კარგი ოჯახი, თავადაც კარგები და მშობლების მოსიყვარულენი არიან. ასეთი ადამიანები ყველასთან თავადაც ალერსიანად თბილები არიან.

კარგი ასპექტებისას – უბედურებაში ჩავარდნილი მეგობრები და ნაცნობები სახლში მიჰყავთ. უყვართ კარგად ჭამა და თავადაც კარგად ამზადებენ. ცუდი ასპექტებისას – ქეიფისკენ მიდრეკილება, იდეალიზმი, უტოპიური ოცნებები, სენტიმენტალურობა.

სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

უყვარს საზოგადოება, მჭიდროდ არის დაკავშირებული საკუთარი ერის კულტურასთან, მზად არის ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და აქ ბევრ რამეს მიაღწევს. მის სულს სამართლიანობა სწყურია და მას აქვს საკუთარი ქვეყნის პატრიოტიზმის განცდა.

კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

ტიპიური მაგალითია კეთილი-მამიკოსი, რომელიც საკუთარ შვილებს ანებივრებს და, რომელიც იფურჩქნება და საკუთარ თავს ოჯახურ ცხოვრებაში პოულობს. მიდრეკილება საკუთარი ფრთის ქვეშ შეიფაროს ყველა და ასევე აქვს სიმსუქნისკენ მიდრეკილება .

 მარია ქეი სიმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

იმ ბავშვების ზრდისთვის, რომლებსაც იუპიტერი კირჩხიბის ნიშანში აქვთ ემოციური დარწმუნებულობა მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ოჯახი ნამდვილად ზრუნავს მათზე, ამიტომაც სითბო, მიჯაჭვულობა და სიყვარული – ყველაზე საუკეთესო სტიმულატორებია. ოჯახი და სხვა ემოციური მიჯაჭვულობა ძლიერ გავლენას მოახდეს მათ შეხედულებებსა და იდეალებზე. როგორც ამის შედეგი, თქვენი ბავშვი, იუპიტერის ასეთი მდებარეობით, გამოავლენს დიდსულოვნებას, რომელიც გადაიზრდება სხვებზე ზრუნვაში.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top