ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.
უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.
სიკეთე + გარანტია = მსახურება
ხასიათის უარყოფითად განვითარებისას სხეულის სისრულისა და სიმსუნაგისკენ (ღორმუცელობისკენ) მიდრეკილება ყალიბდება, უკიდურესი ეჭვიანობა, ანგარება და სიხარბე, უსაფუძვლო მომთხოვნელობა და მატერიალური ფუფუნებით გადაჭარბებული გატაცება. სიამოვნების მიღების წყურვილი ერწყმის მფლანგველობას – ამაზე უფრო უცნაური სინთეზი არ არსებობს.
ხასიათის დადებითად განვითარებისას ადამიანი ხდება მუსიკალური, არტისტული, ფაქიზად აღიქვამს ბუნების სილამაზეს და აღმერთებს მიწაზე მუშაობას, მებაღეობას და მეყვავილეობას. ფლობს ფართო მსოფლმხედველობას, გულკეთილია, მიდრეკილია ქველმოქმედებისკენ, ისწრაფვის სოციალური გარანტიებისა და ცხოვრების სრული უსაფრთხოებისკენ. ის გულუხვია, თანამგრძნობი, შეუძლია სიამოვნებით ტკბობა, გახარება და მუდამ მზადაა დაეხმაროს ახლობლებს. სხვებისგან განსხვავდება შენაძენების, დაგროვების, განაწილებსა და ფინანსური საშუალებების და მატერიალური რესურსების გასავლების საკითხების მყარი ინტერესით. ასეთი ადამიანი უფრო მეტად საიმედოობისკენ ისწრაფვის, ამიტომაც მისი დიდსულოვნება და გულუხვობა სრულიად განსაზღვრულია. თვლის, რომ ადამიანები კარგად უნდა იყვნენ მაშინაც, როდესაც გაერთიანებულნი არიან და მაშინაც, როდესაც ერთმანეთისგან იზოლირებულნი არიან.
ასეთ ადამიანს თითქმის მუდამ უსაქმურად ცხოვრება ენატრება, თითქმის ყოველთვის შიშობს, რომ სამომავლოდ რთული პერიოდი ელის. ის ბრწყინვალეა როგორც ორგანიზატორი, კარგად ესმის საკუთარი ოჯახის საჭიროებანი, სიამოვნებით ზრუნავს საკუთარ სახლზე. მისთვის მთავარია – სილამაზე, ფუფუნება (სიუხვე) და საიმედოობა. მგზავრობები და მოგზაურობები საკმაოდ დადებით გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე. არცთუიშვიათად, ფული და ქორწინება ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამ ადამიანისთვის ხარბი მომჭირნეს წოდება არაფრით არ შეიძლება, რადგანაც, ხშირად, ფულს გულისწყვეტის გარეშე იძლევა საქველმოქმედო მიზნებისთვის, ეხმარება როგორც ახლობლებს, ასევე უცხოებსაც.
ხასიათი – კეთილმოსურნე, გულისხმიერი. საქმეებში ავლენს მასშტაბურობას, ფხიზელ მსჯელობებსა და გაგების სიმყარეს. არცთუიშვიათად, კეთილდღეობა გარედან მოდის. მისთვის დამახასიათებელია ფინანსური საქმეების წარმოებაში წარმატება. ქორწინებისას იმის საშიშროებაა, რომ თქვენი გმირი მთელ ყურადღებას ურთიერთობის არა სულიერ შენარჩუნებას მიაქცევს, არამედ პარტნიორის მხოლოდ გარეგნულ მხარესა და მისი ქცევის მანერებს. ჩვეულებრივ, ოჯახური ცხოვრება დადებითად ფასდება, რადგანაც მატერიალურ ფასეულობეთან, ფულთან და ყველაფერ იმასთან, რაც დაკავშირებულია სახლთან, ოჯახთან და საკუთრებასთან, მოქცევის ნიჭი აქვს.
ასეთი ადამიანი ბედნიერებასა და წარმატებას მხოლოდ მატერიალურ-ფინანსურ გამოხატულებაში აღიქვამს. ის არ იტანჯება ფულის უკმარისობით, მაგრამ თავს უფრო კომფორტულად მაინც ფულის სიუხვის დროს შეიგრძნობს. მასზე უკეთ სხვას არავის შეუძლია ნებისმიერი ფასეულობის – ხელოვნების შედევრებიდან დაწყებული და დაობებული პურით დასრულებული – სწორად განაწილება და გამოყენება. მისი შეხედულებები მყარი და საფუძვლიანია, რამეთუ ჯანსაღ აზრზე, სამართლიანობის პრინციპების ნათელ გაგებასა და ურყევ კოსმიურ კანონებზე დაყრდნობას ახდენს. ასეთი ადამიანი ამბრაზურას (embrasure- 1.სამხ. ნახვრეტი რაიმე თავდაცვითს ნაგებობაში ქვემეხის, ნაღმსატყორცნის ან ტყვიამფრქვევის სასროლად;2. კედელში დატოვებული ადგილი ფანჯრისა ან კარისათვის). მკერდით არასდროს ეფარება და სხვებზე წინ არ გარბის, ის მოძრაობს არიერგარდში (arrière-garde – ჯარის ან ფლოტის ნაწილი, რომელიც ფრონტიდან ზურგისაკენ მოძრაობისას მთავარ ძალებს ბოლოში მიჰყვება და იცავს მათ.), ცდილობს სოციუმის განვითარებას არ ჩამორჩეს.
ეს მშვიდობისმოყვარე ადამიანი, ადრე თუ გვიან, იძენს დიდ ავტორიტეტს, იკავებს მაღალ სოციალურ მდგომარეობას და აღმოჩდება მისთვის სასურველ კომფორტულ გარემოში. მისი ჩვევები ძალიან ძლიერია, შეხედულებათა ინერცია და მდებარეობა მაღალია, ის ნელა სწავლობს და არაა მიდრეკილი ცხოვრების წესის ხშირი და რადიკალური ცვლილებებისკენ. რეალისტია, განსხვავდება ზომიერების ბრწყინვალე გრძნობით და ცხოვრების ყველა სიტუაციაში ჯანსაღ აზრსა და პრაქტიკულ ფასეულობებს ეყრდნობა. არ უყვარს სიტყვები, მაგრამ აფასებს ადამიანებს მათი პრაქტიკული ქმედებების რეალური შედეგებით. საერთოდ, მისი დაკავებული პოზიციიდან დაძვრა რთულია, ის საკუთარ ზრახვებში მყარი და ნელი, მაგრამ საიმედოა.
ადამიანებთან ურთიერთობასა და ქცევის ხაზს ნელა და მუდმივად ინვითარებს. სამაგიეროდ, მყარად იცავს ჩამოყალიბებულ აზრს, ასეთი ადამიანის წინააღმდეგობის გაწევის ძალა იმდენად დიდია, ხოლო ფასეულობათა სისტემა იმდენად ურყევია, რომ მასზე წნეხის გაკეთება უბრალოდ უსარგებლოა, მუდამ კატეგორიული და მაგარია. იძენს რა ძალაუფლებას, ასეთი ადამიანი გამოკვეთილი კონსერვატორი ხდება, დაჟინებითა და დარწმუნებით იცავს ტრადიციულ შეხედულებებს. არ უყვარს არაფრის ფლანგვა, ის აგროვებს და ორგანიზებას უკეთებს ყველაფერს – კავშირები, ფული, ინფორმაცია. უყვარს წარმოების, სასოფლო-სამეურნეო და ფინანსურ სფეროებში მუშაობა. ძალიან არ უყვარს გაფანტვა და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. ეს ადამიანი საფუძვლიანი და ფართო მასშტაბურია. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გარეგნულ სახესა და მოხერხებულ პირობებს (კეთილმოწყობილ გარემოს). შეუძლია სიყვარული და თითქმის ყოველთვის სხვებსაც უყვართ. მისი ინტერსები ფართო და მასშტაბურია. ამ ადამიანის შემოსავლები მყარი და მუდმივია.
შეუდარებელია როგორც მყარი და პასუხისმგებლობიანი ორგანიზატორი – შეკავებული ქცევებით და საკუთრებასთან ანგარიშიანი ურთიერთობით, და მაინც, ეს არის “ვაჭარი-მეწარმის” ტიპაჟი. ფინანსური საკითხების გადაწყვეტისას ავლენს ფანტასტიკურ გამომგონებლობას, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ინვესტიციებსა და ფასიან ქაღალდებს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი საქმის გახსნა, სადაც ყველაფერზე პასუხს თავად აგებს. ცხოვრების მატერიალური მხარის ინტერესი შესანიშნავად ერწყმის ცხოვრების ჭეშმარიტი ფასეულობების გაგებას. უბრალოდ მას ძალიან უყვარს ფუფუნება, საიმედოობა და თავისუფლება, რომლის მოპოვებისკენაც ბრძოლით არა, მაგრამ, არსებული ფულის გამოყენებით, მისი შეძენისკენაა მიდრეკილი.
ასეთი ადამიანისთვის რწმენა – არ არის მოჩვენებითი. ის სიღრმისეულადაა შეფიქრიანებული ღმერთის ძიებით, თუმცა მისი რელიგიური გაგება სენტიმენტალურ- რომანტიკულისგან ძალიან შორს დგას. ეს წყნარი ჯიუტია, რომელსაც არ უყვარს როდესაც რაიმეს გაკეთებას აიძულებენ. ძალიან საშიშია სიზარმაცისკენ მიდრეკილების გამოვლინება, რომელიც დაკავშირებულია წელის სისქესთან (ანუ წონაში მატებასთან). ეს ადამიანი შეკავებული, მშვიდობისმოყვარე და მყარია. არაა მიდრეკილი ცვლილებებისკენ და მუდამ შრომობს მხოლოდ ზუსტად განსაზღვრული მიზნებით, რომელიც მისთვის გასაგები და ნათელია (ჯანმრთელობა, ფინანსები, თანამდებობა, განათლება, სახლი).
ტიპიური ფილანტროპი და ნიჭიერთა მფარველია, მყარი რელიგიური და პოლიტიკური შეხედულებებით. უყვარს საჩუქრების კეთება და სარგებლიან წარმოებებში ფულის ჩადება. ხანდახან, მის მიერ ქორწინებაც და ბავშვების დაბადებაც კი ისე განიხილება როგორც, ყველა ადამიანის კეთლიდღებისთვის ფულისა და საშუალებების გათვლილად გამოყენების საშუალება. ესმის, რომ ფული იმისთვის მიეცა, რათა იზურუნოს ახლობლებზე, მიაღწიოს საერთო კეთილდღეობასა და მოახდინოს მორალური და ფიზიკური გარემოს ჰარმონიზაცია. რაოდენ მდიდარიც არ უნდა იყოს, იცის, რომ მხოლოდ მინდობილი პირია, რომელსაც, ყველა სულიერის შენარჩუნებისა და სრულყოფისთვის საჭირო მიწიერი სიკეთის განკარგვა ჩააბარეს. ის არასდროს ივიწყებს იმას, რომ მას ფინანსურ საკითხებზე კონტროლი მხოლოდ იმიტომ მიანდეს, რომ შესაბამისი სახით მასზე უკეთ ვერავინ ანაწილებს საშუალებებს. მის მიერ ფული განიხილილება როგორც მატერიალური ენერგია, რომელიც მიედინება ადამიანიდან ადამიანისკენ შენახვის პირობებისა და ცხოვრების განვითარების უზრუნველსაყოფად.
მისი წარმოდგენები სოციალურ ფასეულობებზე უპირობოდაა დაკავშირებული შეგრძნებად ფინანსურ დაგროვებასთან, უძრავ ქონებასთან და ინვესტიციებთან. ის, რასაც გულუხვად აძლევს საზოგადოებას, უკან უბრუნდება სხვა ფორმით: მან სხვებს განვითარების შესაძლებლობა მისცა და მათი ზრდა ყველას სასიკეთოდ წავიდა, ეს კი ნიშნავს, რომ მის სასიკეთოდაც. მას სჭირდება არამარტო გულუხვობის სწავლა, არამედ საკუთარი ფულის განთავსების საკითხებში წინდახედულობის სწავლაც – ისე, რომ მათი გამოყენება კონსტრუქციულად და წარმატებულად უმაღლესი დონით იყოს შესაძლებელი. იუპიტერის ამ მდებარეობას ადამიანისთვის სიმდიდრე მოაქვს. ეს _ გურმანი, ფუფუნების მოყვარული და კარგი საკვების დახვეწილი დამფასებელია.
შეუძლია საქმე შორეულ პერსპექტივებში დაგეგმოს, საქმიანი, ამტანი და მიზანმიმართულია. მუდამ აქვს მარაგი ფინანსური გართულებების შემთხვევისთვის, ცდილობს ნებისმიერ უსიამოვნო შემთხვევებს მომზადებული დახვდეს. მისთვის ძალიან სახიფათოა სიხარბე, გაუმაძღრობა, განებივრება, ადამიანების საჭიროებებისადმი გულგრილობა და ზედმეტი ორთოდოქსალურობა. მისი რელიგიური და ფილოსოფიური შეხედულებები ძალიან პრაგმატულია. შეუძლია მაღალი სულიერი ფასეულობების შეფასება, მაგრამ მხოლოდ იმ შეთხვევაში, თუ მათში პრაგმატული ასპექტია. საკუთარ განვითარებაში, თითქოსდა თავადაც ფართოვდება და ანკერძოებს, მიჯნავს საკუთარ თავს იმ სოციალური წრის ზნეობრივი კანონებისგან, რომელსაც ეკუთვნის.
არცთუიშვიათად ასეთ ადამიანებს მრავალი პრობლემა წარმოეშობა ახალგაზრდებთან ურთიერთობაში, რამეთუ ბუნებით – ტრადიციების ორთოდოქსალური დამცველები არიან. შესაძლებელია სიამაყის განვითარებაც, რომელიც დაკავშირებულია მაღალ სოციალურ მდგომარებასა და სიმდიდრესთან, რომელიც, ადრე თუ გვიან, დაცემადე და პრესტიჟის დაკარგვამდე მიიყვანს. ასეთ ადამიანს მუდამ უნდა ახსოვდეს ის, რომ მისი სიმდიდრე არცერთ შეთხვევაში არ უნდა ახდენდეს სხვებზე აღმატებულობის შეგრძნების პროვოცირებას. მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ღირსება ანდა უღირსობა ადამიანს არა დაგროვებული ფულით ეძლევა, არამედ მათი სწორად და გონივრულად გამოყენებით.
პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშანში”
აქ იუპიტერი ვენერასთანაა სტუმრად, მიწის სტიქიაშია.
ვენერას გავლენის გამო, იუპიტერის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანს, კომფორტისკენ დიდი მისწრაფება ექნება, ხოლო იუპიტერის კუროს ნიშნის “შეფერილობის” გამო კი მყარი მისწრაფება ავტორიტეტისა და მყარი სოციალური მდგომარეობისაკენ, კუროს თვისება -ზუსტად სიმყარის შეძენა, დაგროვებაა, ამიტომაც ავტორიტეტი აუცილებლად უნდა იყოს მყარი და საიმედო. ასეთი ადამიანი, ჩვეულებრივ, იმ ადამიანზე მშვიდობიანი იქნება, რომელსაც იუპიტერი ვერძის ნიშანი აქვს. შესაძლებელია, საკმაოდ ნელა სწავლობდეს, ანდა მისთვის რთული იყოს ერთი ადგილის მეორეთი შეცვლა, მასზე გავლენას ახდენს ჩვევების ძალა, ინერტიულობა. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვებისგან განსხვავდება სოციალურ სფეროში ზომიერიების კარგი გრძნობით, სოციალურ გარემოცვაში ჰარმონიულობის დიდი მოთხოვნილებით. ამასთანავე მას შეუძლია ამის მიღწევა, ჰარმონიის ჩამოყალიბება, რადგანაც აქ იუპიტერი ვენერასთანაა სტუმრად, ხოლო, თავის მხრივ, ვენერა იძლევა ჰარმონიის კრიტერიუმებს.
ასეთი ადამიანებისთვის, როგორც წესი, ძალიან მნიშვნელოვანია რეალური შედეგების შეგრძნება, ანუ შესაძლებელია ფსიქოლოგიური ორიენტაცია მოახდინოს იმ სფეროზე, სადაც საკუთარი შრომის შედეგების რეალურ შეგრძნებას მოახერხებს, რამეთუ ეს მიწის ნიშანია! ასეთი სახით, ის რეალისტია, ხოლო კომფლიქტურ სიტუაციებში მოქმედებს ჯანსაღ აზრზე დაყრდნობით. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ზუსტად საქმე, ქმედება, რეალური შედეგების გაგება. ბლეფის მოყვარული – იუპიტერი-ვერძი – ადამიანისგან განსხვავებით, ის პირიქით _ მუდამ პირდაპირია, საზოგადოებაში იკავებს მყარ და, როგორც მას ეჩვენება, სწორ პოზიციას. როგორც წესი, ალბათობაა, ძნელი იყოს მისი ადგილიდან დაძვრა, ის დიდიხნით და დაჟინებულად აგროვებს ინფორმაციას, ნელა აყალიბებს ადამიანებთან საკუთარ ურთიერთობებს და საზოგადოებაში მოქცევის ხაზს, ნელია ავტორიტეტების შერჩევისას, სამაგიეროდ მათ დიდი ხნით შეიძენს.
სოციალური პოზიცია ყალიბდება ნელა, მაგრამ მყარად. ასევე ავტორიტებს დიდი ხნის მაძილზე ათვალიერებს, მათთან საკუთარ ურთიერთობებს დიდი ხნის მანძილზე არჩევს, მაგრამ როცა ურთიერთობა ჩამოყალიბებულია, მაშინ ავტორიტეტები მისთვის მყარ მდგომარეობას იკავებენ, მათი შერყევა ძალიან რთული იქნება. ჩვეულებრივ, მისთვის დამახასიათებელია წინააღმდეგობის დიდი ძალა, განსაკუთრებით – სოციუმში. უსარგებლოა მასზე წნეხის გაკეთება – როგორც უფროსების, ასევე ახლობელი ადამიანების მხრიდან, რამეთუ ფასეულობათა დაგროვების დიდი ძალა აქვს. როდესაც მასში ინფორმაციული აფეთქება ხდება, მისი შეჩერება უსარგებლოა: ის ჰგავს გაცოფებულ ხარს, ვერ ამჩნევს დაბრკოლებებს, დაგროვებული ენერგია გარეთ იღვრება, გარშემო ყველაფერი დაფრინავს, ყველაფერი იცვლება და ყველაფერს ცვლის. მისი საზოგადოებრივი პოზიცია ხშირად კატეგორიული და მაგარია. რამდენადაც კურო უძრავი ჯვრის ნიშანია, ასეთ ადამიანს შეუძლია ძალიან მკვეთრ ქმედებებზე წასვლა და ასეთი ადამიანები ხშირად რეფორმატორები არიან. ხანდახან შეუძლია ნამდვილი რევოლუციური გადატრიალებების მოხდენა (კუროში იუპიტერის დამახასიათებელი მაგალითი ვ. ლენინი). როდესაც ასეთი ადამიანი იძენს ძალაუფლებას, მაშინ კონსერვატორი, ჩლუნგი, უდრეკი და ურყევი ხდება.
აქვე, ადამიანი, რომელსაც იუპიტერი კუროს ნიშანში აქვს, დაბალ დონეზე ეს შემდეგი სახით ვლინდება – ჩვეულებრივ, ძალიან ბევრს ჭამს, არის მსუქანი ანდა ჭარბი წონისკენ აქვს მიდრეკილება, ამიტომ, ამ შემთხვევაში, დიეტის დაცვა აუცილებელია. ასე საინტერესო თანხვედრა ხდება – ერთი მხრივ, სრულიად ხისტი სოციალური პოზიცია საზოგადოებაში უდიდესი წინააღმდეგობის გაწევის ძალით, მეორე მხრივ, როცა დგება ზღვარი და დაგროვება დასრულებულია, გადატრიალება ხდება და ცხოვრებაში რეფორმები ძალიან გადამწყვეტად, ძალიან მკაცრად ტარდება, ამ დროს წინააღმდეგობას არ უყურებს.
იუპიტერი კუროში ჰქონდა რუზველტს და თავის მოღვაწეობის დროს, ამერიკაში საკმაოდ მსხვილი რეფორმები გაატარდა. ის სოციალისტობაშიც კი დაადანაშაულეს, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, საკუთარი იდეების რეალიზება მაინც შესძლო.
იმ წლებში, როდესაც იუპიტერი კუროს ნიშანს გადის, ანუ იუპიტერის ტრანზიტია კუროს ნიშანში, კარგი პერიოდია იმ სასწავლო პროგრამების ნელა, დაჟინებულად ასათვისებლად, რომლის ათვისებაც ადამიანს უჭირს, ასევე, კარგი პერიოდია ინფორმაციული ფონის შესაქმნელად. იუპიტერის კუროს ნიშანში ყოფნისას ძალიან ცუდია თავისუფალი ქცევისთვის, იგი არ პატიობს ინფორმაციის ფლანგვას. ჩვეულებრივ, ამ პერიოდში, საზოგადოებაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა წარმოებას, სასოფლო მეურნეობას და, განსაკუთრებით კი საკვები პროდუქტების წარმოებას. თუ იუპიტერი ბოროტია _ მოსავლის განადგურების ალბათობა მატულობს, თუ კეთილია _ წელი მოსავლიანი უნდა იყოს.
იუპიტერი კუროში ჰქონდათ: გლინკას, მაიაკოვსკის, მიტერანს, დ. კენედის, თ. რუზველტს.
ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
იუპიტერი კუროში – ადამიანის ცხოვრებისეულ გზაზე იძლევა განსხვავებული ფორმების სიუხვეს და საკმაოდ ფართო შეხედულებებს მათზე (თუ ძალიან დაზიანებული არაა). ის ხაზს უსვამს კუროსეულ სიზარმაცეს და თვითშემწყნარებლობას და, თუ ძალიან დაზიანებული არაა, ამ ნიშნის გამხსნელ მიწიერ ხიბლს, მის მიერ შექმნილ ფორმებს ბრწყინვალებას აძლევს. განვითარებულ ვარიანტში ეს მდებარეობა იძლევა ზნეობრივი სწავლებების, რელიგიური და ფილოსოფიური სისტემების და სხვ. შექმნას,
უარყოფით ვარიანტში: ვიწრო თვალსაწიერსა და ფილოსოფიას, ცხოვრების მატერიალური სფეროების განზოგადების უფხო, უგერგილო (იშვიათად ორიგინალურ) მცდელობას.
სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”
ჰარმონიული ასპექტებისას – პიროვნებას ეძლევა მდიდარი შემოქმედებით უნარები და წარმოსახვა; თვინიერია, მაგრამ გადაწყვეტილებების სითამამე, მყარი ზნეობა და მატერიალური კეთილდღეობა აქვს. ეს, როგორც წესი, ძალიან უზრუნველყოფილი ადამიანები არიან, რომლებსაც აქვთ მდგომარეობა, კეთილი, გულისხმიერი და სამართლიანი ბუნება. სუბიექტი მყარი სოციალური მდგომარეობის მომხრეა, ბწრყინვალე ფინანსისტია, წარმატებულად აბანდებს კაპიტალს, იშვიათად მოგზაურობს, თუმცა მისი ჯანმრთელობისთვის მოგზაურობა სასარგებლოა და მოაქვს მატერიალური მოგება. ფილანტროპი, ხელოვნების მფარველი, მეცენატი. შეხედულებებსა და რწმენაში მუდმივია.
დაზიანებისას – გაუმაძღარი თავდაჯერებულობა, კაპრიზულობა (ჭირვეულობა), უსამართლობა, საწინააღმდეგო შეხეუდლებების და აზრების მოუთმენლობა, ზომიერების გრძნობის უქონლობა, მფლანგველობა, ფუფუნებისკენ მისწრაფება, საშუალებების მიხედვით ცხოვრების უუნარობა.
ფრენსის სკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
ფულისა და სხვა მატერიალური საშუალებების საერთო სიკეთისთვის გამოყენების შესაძლებლობა. ესმის, რომ ფული მიეცა ახლობლებისა და საერთო კეთიდღეობისთვის, სოციალური და ფიზიკური გარემოცვისთვის. ამ ადამიანებმა იციან, რომ მხოლოდ მინდობილი პირები არიან, რათა განკარგონ მიწიერი სიკეთეები ყველა ცოცხალის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის, რათა ყველაფერი სხვებთან, განსაკუთრებით კი პარტნიორებთან გაიყონ. ფული და მატერიალური საშუალებები განიხილება როგორც მატერიალური ენერგია, რომელიც ადამიანისგან ადამიანისკენ გაედინება და აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მისი განვითარებისთვის, ანუ ის, რასაც ადამიანი, ფულის სახით სხვებისთვის გასცემს უკან უბრუნდება სხვა ფორმით. მხოლოდ საჭიროა – გულუხვობა, მაგრამ ასევე წინდახედულობაც. როგორც წესი, სიმდიდრე შეინიშნება. გურმანები არიან, უყვართ ფუფუნება. ასევე არიან მუსიკალურებიც. შესაძლებელია მფლანგველობისკენ მიდრეკილება, სინაზე, განებივრება და სხვების საჭიროებებისადმი გულგრილობა. საქმიანები, შეუძლიათ საქმე ხანგრძლივ ვადაზე დაგეგმონ. ხანდახან პროექტების გაფართოების შედეგად, რესურსების უკმარისობის გამო ვარდებიან გართულებულ მდგომარეობაში. ეს მაშინ ხდება, თუ წარმატება მათ სიფხიზლეს დააჩლუნგებს ანდა, როდესაც სიხარბეს გამოავლენენ, რომელიც სიმდიდრის შედეგად წარმოეშობათ.
დაკავებული მდგომარეობის გამო გაჩენილმა სიამაყემ შეიძლება კრახამდე მიიყვანიოს. მათ უნდა იცოდნენ, რომ ღირსება ანდა უღირსობა ფულით კი არა, არამედ მისი (ფულის) გამოყენებით წარმოიშობა. მათი რელიგიური ფასეულობები ძალიან ორთოდოქსალურია. მაღალ სულიერ ფასეულობებს აფასებენ, თუ ისინი დაკავშირებულია ფინანსურ და სხვა პრაქტიკულ საქმეებთან. პრაგმატიზმი. გაფართოებული საქმიანი კონტაქტები, კონტაქტები საზღვარგარეთ. სამუშაო ბანკში ანდა კოოპერატივში, შესაძლებელია ესტრადაზეც (მომღერლები, მოცეკვავეები, მუსიკოსები _ მაგრამ არა კლასიკური მიმდინარეობის). პრემიების მსხვერპლი; უყვართ რესტორნებში სადილობა. დაავადებები რომელიც გამოწვეულია გადაჭარბებული საკვების მიღებით, რომელიც დაკავშირებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევასა და მჟავიანობის მატებასთან.
მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მატერიალური კომფორტი, დაცულობა და კეთილდღეობა; ის იმ ადამიანთაგანი არაა, ვინც ღრუბლებში მაშინ დაფრინავს, როცა ვა-ბანკში ჩადებულია ფინანსური საქმეები და სამომავლო კეთილდღეობა. მისი ძალა პრაქტიკულობაშია, მიწის სიყვარულსა და მატერიალური სამყაროს გრძნობელობითი სიამოვნების სიღრმისეული დაკმაყოფილების შესაძლებლობაშია. როცა ფინანსურ ურთიერთობებში თავს უსაფრთხოდ გრძნობს, ალბათობაა, რომ ძალიან დიდსულოვანი და სტუმართმოყვარე იყოს.
ინდუბალა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში – ინდური ტრადიცია”
იუპიტერისთვის ეს მტრულად განწყობილი ნიშანია, მაგრამ იუპიტერის კეთილქმნელი თვისებები იმდენად ძლიერია, რომ ასეთი მდებარეობის დროსაც კი შეიგრძნობა კარგი შედეგები. კლასიკური ტექსტები გვაუწყებენ, რომ ასეთ ადამიანს ექნება ძლიერი სხეული და გულუხვი, ერთგული ხასიათი. კურო წარმოადგენს ფიქსირებულ ნიშანს, ამიტომაც ასეთი ადამიანები შესაძლოა მიჯაჭვულნი იყვნენ საკუთარ სახლსა და საკუთარ პარტნიორზე, მათი აზრი მყარი იქნება. ნაკითხები არიან. ჩვეულებრივ, ქორწინება ბედნიერი აქვთ. რამდენადმე ქედმაღალნი, მედიდურნი, გრძნობითი სიამოვნებისკენ მიდრეკილნი არიან.
ჰეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”
ფულის და მატერიალური საშუალებების სწორად გამოყენების უნარი. ჰოროსკოპში კარგი ასპექტებისას – ალტრუიზმი, გარშემომყოფებისთვის მორალური და მატერიალური დახმარების გაწევა, როგორც თავისთავად მოაზრებული. ხშირად – გურმანობა, დახვეწილი სამზარეულოს (იგულისხმება კერძები) სიყვარული, საერთოდ ფუფუნების სიყვარული. ცუდი ასპექტებისას მფლანგველობა, სინაზე, სხვათა საჭიროებების მიმართ გულგრილობა. ფილოსოფიასა და რელიგიაში პრაგმატიკოსები.
სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”
მისი შეხედულებები მყარია, ეყრდნობა ჯანსაღ აზრსა და სამყაროს მოწყობის სამართლიანობას, თუმცა შესაძლოა ცხოვრებას რამდენადმე ჩამორჩეს.
კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”
მკვეთრად გამოხატული ლტოლვა გემრიელი საჭმელების, სასმელების და სხვ. მიმართ, მარტივი მიწიერი სიკეთეების ფლობა უდიდეს სიხარულს ანიჭებს და უმყარებს საკუთარი თავის პატივისცემას.
მარია კეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”
ბავშვები იუპიტერით კუროში უპირატესობას ანიჭებენ საიმედო გარემოში ზრდას, სადაც საკუთარ თავს დაჯერებულად იგრძნობენ; ეს არანაკლებაა დამოკიდებული იმაზეც, თუ როდის და როგორ ხდება ცალკეული მოვლენები. მათი იდეალები ხშირად პრაქტიკულია.
ავტორი: ნინო