იუპიტერი მერწყულში

იუპიტერი მერწყულში

ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა  ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.

უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.

 

სიკეთე + ცვლილება = ჰუმანურობა

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ადამიანი შესაძლოა გახდეს დემაგოგი, რომელიც მოქმედებს ფართო მასშტაბებით, გარშემომყოფებისთვის მრავალი უსიამოვნების მიყენებით. ყალიბდება მყარი ეგოცენტრიზმი, მოუწესრიგებლობა, ზედმეტი ლაქიაობა, ზნეობრივ პრინციპებში არამდგრადობა და ანტისაზოგადოებრივი მიმართულება. ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია იმათთან კონფლიქტი, ვისაც არ შეუძლია მისი შფოთიანი ხასიათის ატანა. ისინი უკიდურესად ჭირვეულნი, არამუდმივები, მოჩხუბრები და ენამწარეები არიან. ამავდროულად, მათი საქმიანობა არ იძლევა რაიმე ხელით შესახებ შედეგებს.

ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას ყალიბდება მყარი ჰუმანისტური ორიენტაცია და საერთო სიკეთეზე ზრუნვის –  საზოგადოებისთვის ანდა სახელმწიფო თანამდებობაზე, ანდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მსახურებით -სურვილი. ეს ადამიანი აქტიური, კომუნიკაბელური, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის სფეროებისადმი ინტერესებითაა აღვსილი. ის არის ბრწყინვალე მეგობარი და დარწმუნებული სოციალისტი, ყველას საკუთარი ოპტიმიზმითა და საუკეთესოს გამარჯვების მყარი რწმენით შთააგონებს. სავსეა ორიგინალური იდეებითა და ნათელი იმედებით. ასეთი ადამიანი აუცილებლად იქნება პოპულარული და ისარგებლებს მეგობრებისა და ნაცნობების მფარველობით.

ინტუიციური ცოდნა ადამიანთა სულების შესახებ ეხმარება მრავალი სასარგებლო მეგობრობის დამყარებაში და ეს მეგობრები არანაკლებ მოქმედებენ მის საზოგადოებრივ აქტივობასა და სოციალურ ქმედებაზე. სიახლის ძიებისას შეუკავებელი და დაჟინებულია, უყვარს რეფორმები არა სიტყვებით, არამედ საქმით. ფლობს ლიტერატურულ ნიჭს, მიდრეკილება აქვს გამომგონებლობისა და სამეცნიერო კვლევებისკენ. მისი მისწრაფების ძალა ამსხვრებს ტრადიციებს და ლახავს ნებისმიერ დაბრკოლებას,  რომელსაც ამ ადამიანს საკუთარი განახლებისკენ სწრაფვის გზაზე საზოგადოება უქმნის. კონტაქტური და მშვიდობისმოყვარეა, აზარტული და გატაცებულია. თუ სიტუაციაში საკმარისი რეალური რისკი არაა, მაშინ მისი გამოგონებისკენაა მიდრეკილი, ანდა საკუთარი სკანდალური ქმედებებით მისი პროვოცირების გამიზნულად მოახდინას ცდილობს.

ეს სიცოცხლის მოყვარული და მხიარული ადამიანი, სავსეა ენთუზიაზმითა და ფილოსოფიური გულახდილობით. ზუსტად სხვების სასიკეთო, ფართო სოციალურ საქმიანობაში აღწევს დიდ წარმატებას. ფლობს ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის შესაძლებლობებს, მიდრეკილება აქვს ავანგარდული ხელოვნებით დაინტერესებისკენ. სიახლის ძიებისას ორიგინალური და ექსცენტრიკულია, მოწინააღმდეგეებთან კამათში თავნება და თავისებურია, ადამიანთა ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის საქმეში შრომისმოყვარე და შრომისუნარიანია. ფლობს დიდ გონებამახვილობას და ყველა საშუალებითა და შესაძლებლობით ცდილობს შემოქმედებითი თვისუფლების დაცვასა და პირადი და სულიერი დამოუკიდებლობის მიღწევას. თუმცა-ღა, ეს ადამიანი არაა განთავისუფლებული იშვიათი მოუსვენრობის შეტევებისა და ორჭოფობისგან (გადაწყვეტილების მიღება უჭირს) და ხანდახან საკუთარ თავზეც კი უცრუვდება იმედი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც საკუთარი ცხოვრების გზით მიდის, არ უყურებს სირთულეებსა და ყურადღებას არ აქცევს ახლობლების მხრიდან განსჯას. ყველაფერში მდიდარი ფანტაზია და მკვეთრი წარმოსახვა ეხმარება, რომელიც ერწყმის ფაქიზ გათვლადობასა და პრაქტიკულ მოჭიდებას. სავსეა სიცოცხლის სიხარულით და სწყურია სამართლიანობა.

ეს  ადამიანი მომავლიდანაა, რომელიც მთელი ძალისხმევით ცდილობს ჩვენი საერთო აწმყოს გაუმჯობესებას. ის ყველაფერ მომხდარს უყურებს მომავლის ადამიანის თვალებით, ყოფიერების შეხედულებებს ლახავს საკუთარ ცნობიერებაში და კულტურისა და რელიგიის, ფილოსოფიისა და განათლების სფეროებს ახალი აზრითა და შინაარსით ამდიდრებს. ეს _ დარწმუნებული რეფორმატორია, ინტუიციურად ახდებს მომავლის იდეალებში შეღწევას და თითოეულ ადამიანებამდე საკუთარი განჭვრეტის შედეგის მიტანას ცდილობს. ამ ადამიანში უცნაური სახით ერწყმის ალტრუიზმი და ეგოცენტრიზმი. ის ხედავს აწმყოს არა ისეთი სახით, როგორც არის, არამედ ზუსტად ისეთად, როგორიც უნდა გახდეს  და ადრე თუ გვიან, გახდება კიდეც. მისი საყვარელი დევიზია “გწამდეს იმის, რაც ჯერ არაა, მაგრამ გწამდეს იმისთვის, რომ იყოს”. მისი ცხოვრება სავსეა მკვეთრი გარდატეხებითა და გადატრიალებებით, მოულოდნელი ცვლილებებითა და ნახტომისებური გარდასახვებით. ის, თითქოსდა, ტაიფუნის ცენტრში იმყოფება, საკუთარი რეფორმატორული აქტიურობით აინფიცირებს გარშემომყოფებს, წვეთებად ფანტავს ცხოვრებისეულ ძალასა და ახალი იდეების თესლს თესავს.

ელენა ბლავატსკაია. იუპიტერი მერწყულში

ერთდროულად გამუდმებით ორ პოზიციაზე დგას და ამიტომაც, სავსეა წინააღმდეგობებით. არ ჰყოფნის ობიექტურობა არა ემოციური კუთხით, არამედ იმიტომ, რომ ერთდროულად ურთიერთსაწინააღმდეგო შეხედულების ამოსავალი წერტილებისადმი მიმხრობის უნარი აქვს. ის თითქმის ყოველთვის უკმაყოფილოა მთელი რიგი სოციალური სიტუაციებით და თამამად გამოთქვამს საკუთარ პოზიციას ცრუ სოციალური ავტორიტეტებისა და საზოგადოებაში სულიერი გაყინვის მიზეზების თაობაზე. ის – საზოგადოების ცნობიერებაში ღრმად ჩალექილი აწმყოთი უკმაყოფილების ღია გამხმოვანებელია (მაცნეა) და ადამიანებში უვარგისი რეალობის გამო დაგროვებული უკმაყოფილების მძლავრი გამტარია. ეს ადამიანი წარმოშობს კამათებს, დისკუსიებსა და დაპირისპირებებს. თითქმის გამუდმებით “ცხელი წერტილების” ეპიცენტრშია და მონაწილეობას იღებს ყველა შესაძლო სოციალურ გადატრიალებაში. არასასიკეთო სოციალურ წრეში პირდაპირ ფიზიკურ დონეზე შეიგრძნობს საზოგადოებაში გამეფებულ შფოთსა და დაურწმუნებლობას, რის გამოც, შესაძლოა, დაავადდეს კიდეც.

 იმისთვის, რომ განმუხტოს ეს სოციალური უკმაყოფილებისგან გადავსებული ენერგია, ყველაფერში “თავით ეშვება” და ასე განმუხტავს საზოგადოების მხრიდან მისთვის სპონტანურად გადაცემულ ზედმეტ დაძაბულობას. ეს ადამიანი ჯიუტი, დამოუკიდებელი, შრომისუნარიანი და სოციალური სამართლიანობის პრინციპების გამტკიცებისკენაა მიდრეკილი. ის მეგობრული და მომხიბვლელი მთხრობელია, დახვეწილი იუმორისტი და გათამაშებებისა და სიურპრიზების მომწყობია. შთაგონებულობა მისი ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა. ის ხშირად ეხმარება სხვებს, მაგრამ არ უყვარს რუტინული სამუშაო. საერთოდ კი, პატივს სცემს და აფასებს სხვის აზრს, მუდამ გახსნილია სიახლისა და მოულოდნელი იდეებისათვის, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას უეჭველად თავად იღებს. ის გამგები და მონდომებულია, დემოკრატიული და ძალდაუტანებელია. ნებისმიერი პოლიტიკური, სოციალური და იდეური ცრურწმენებისგან თავისუფალია. ორიგინალობასთან მსჯელობის შერწყმის წყალობით, ადრე თუ გვიან, ცხოვრებაში წარმატებას აღწევს. მართალია, მტრებიც ასევე არანაკლები ჰყავს, რადგანაც, ხანდახან, ზე-დაძაბული ენერგეტიზმის გამო უიშვიათესად უტაქტო, ფეთქებადი და მრისხანეც კი ხდება.

  კეთილგანწყობილი, მხნე და ზუსტი ადამიანი, მიდრეკილია საკუთარი პირობების შესრულებისკენ, მაგრამ ამ პირობებით არასდროს იბოჭება. ფლობს ინტუიციურად წინასწარმეტყველების უნარს, ფაქიზ და ფართო, თავისუფალ და ამაღლებულ გონებას. ყველაზე მეტად აინტერესებს ახალი იდეების, საზოგადოებისა და კულტურის განვითარების მოულოდნელი გზების კვლევა-ძიება. უყვარს უჩვეულო, ხანდახან, უცნაური საგნებით დაკავება. შესაძლოა მის შეხედულებებს თამად ეწოდოს პროგრესული. ყოველდღიური, ყოფითი საქმეებისადმი სრულ გულრილობას ხშირად ავლენს და მთელ დროს და ძალას უთმობს მომავალზე ზრუნვას.

სიამოვნება და წარმატება წესიერი და გულწრფელი მეგობრების მეშვეობით მოდის, ასევე შენაძენები ხდება ამა ქვეყნის ძლიერთა გამოუცნობი, იდუმალი გავლენის წყალობით. ასე თუ ისე, ეს ადამიანი უეჭველადაა დაკავშირებული განსხვავებულ სოციალურ ინსტიტუტებთან, ხელისუფალთა საქმიანობასთან და საზოგადოებრივ სამუშაოებთან. კარიერაში განსაკუთრებულად ეხმარება უცხოელ კოლეგებთან კონტაქტების განვითარება და წამიერად საჭირო გადაწყვეტილების მიღების (ყველაზე რთულ გარემოშიც კი) უნარი. მიუკერძოებელი უნივერსალისტია, რომელსაც ადამიანებთან რაღაც სათქმელი აქვს და ყველას სიამოვნებით უცვლის საკუთარ გამოცდილებას.

შესანიშნავად ახსოვს, რომ თითოეულ ადამიანს ცხოვრებაში საკუთარი ადგილი, საკუთარი გამოცდილება და საკუთარი გამოცდები აქვს. იცის, რომ ამ განსხვავებების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა კულტურული განვითარება და სოციალური პროგრესი. მისთვის თმენა, პატივისცემა და თანამშრომლობის უნარი – ნებისმიერი საზოგადოებრივი მოწყობის აუცილებელი პირობაა. ის უნდობლად ეკიდება კანონებსა და ცრურწმენებს, განსაკუთრებით ვერ იტანს (სძულს) დოგმატური რელიგიები და ნაციონალური შოვინიზმი. რელიგიური და სოციალური განახლებების პიონერია, საზოგადოების რეფორმატორი და ჰუმანიტარული ორგანიზაციების დამფუძნებელია. ხანდახან მისი იდეები საკმაოდ უტოპიური და რევოლუციურია, მაგრამ, საბოლოოდ, ეს ადამიანები თავისას აღწევენ, იწვევენ მოძრაობას  თუ რეალური საქმით ვერ მოახერხებენ ამას, მაშინ როგორც მინიმუმ, თანამედროვეების გონებასა და გულებში მაინც ახერხებენ მოძრაობის დაწყებას.

 პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ იუპიტერი ურანსა და სატურნს სტუმრობს, ჰაეროვან ნიშანში.

იუპიტერი მერწყულში ასწავლის ტყუილის ჭეშმარიტებისგან განსხვავებას, რადგანაც მერწყული – ეს ის ნიშანია, რომლის მეშვეობითაც ხდება სულიერად ერთმანეთთან ახლოს მდგომი იდეალების გაერთიანება და სულიერად შორეული იდეალების გაყოფა, წარსულისა და მომავლის, ტყუილისა და ჭეშმარიტების გამიჯვნა. ადამიანი იუპიტერით მერწყულში – ეს რეფორმატორი, სოციალური ანდა რელიგიური გარდამქმნელია. ამასთანავე, დიდი ხნის მანძილზე, შესაძლოა დაუგროვდეს პროტესტი და დიდ ხნით არ გამოთქვას იგი, რადგანაც აქ იუპიტერი უძრავი ჯვრის ნიშანში იმყოფება.

ის დიდი ხნით უყურებს, აკვირდება, დიდი ხანი იგროვებს ცრუ ავტორიტეტებისადმი პროტესტს, ამასთანავე შესაძლოა აღიზიანებდეს გაყინვის ნებისმიერი გამოვლინება, – საერთოდ ყველაფერი, რაც ხელს უშლის თავისუფალ განვითარებას. მაგრამ შემდეგ, ბუნებრივად ხდება აფეთქება, აჯანყება, ძალიან მკვეთრი პროტესტი. ამიტომ ამ ადამიანის ცხოვრებაში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ორი ტენდენცია: სოციალურ ცხოვრებაში ან გაყინვის პერიოდი აქვს, ან მოულოდნელად ხდება უეცარი გადატრიალება, ხანმოკლე, მკვეთრი გარდასახვა. ალბათობაა, მის გარშემო ხშირად ხდებოდეს მოულოდნელი რეფორმები, გარდასახვები, სხვადასხვა ქარბორბალები. მაგრამ, მისთვის აუცილებელია ობიექტურობის შენარჩუნება და არ მოხდეს მისი ყურადღების გადატანა სხვადასხვა უკიდურესობებზე, რამეთუ იუპიტერი მერწყულში ამ ადამიანს ასწავლის სიცრუისა და ჭეშმარიტების განსხვავებასა და გამიჯვნას, ოღონდაც ყოველგვარი კატეგორიულობის გარეშე. ადამიანს სჭირდება მიუკერძოებელი მსაჯულობის (მოსამართლეობის) სწავლა და არ უნდა შეეცადოს ჭეშმარიტებასა და სიცრუეს შორის ხიდის გადებას, როდესაც მოულოდნელად წარმოეშობა შინაგანი პროტესტი და ამ დაგროვებული უსიამოვნების მეგზური და მაცნე ხდება.

და თუ მისი ცხოვრებისეული პოზიციების გადატრიალება მკვეთრად და მოულოდენად ჩანს, ეს ასე არაა, რადგანაც ამისთვის საფუძველი წინმსწრებად, ადრე მზადდებოდა. საუკეთესო შემთხვევაში, ის  რეფორმატორი, სოციალური და რელიგიურია (იუპიტერი მერწყულში ყოფს და მეუფებს). ასეთი ადამიანი მუდამ დაარქმევს ტყუილს ტყუილს, გაავლებს ძალიან მკვეთრ საზღვარს ტყუილსა და სიმართლეს შორის, გაანადგურებს ყველა კავშირს, რომელიც აერთებს ტყუილს სიმართლესთან. ასეთი ადამიანები არასდროს ახდენენ მოწამვლის (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ორგანიზებას, მუდამ ეძებენ თავის მსგავსებს და ცდილობენ წინააღმდეგობებში გარკვევას.

ცუდ შემთხვევაში, იუპიტერი მერწყულში ხელს უშლის და კარტებს ურევს. ეს ადამიანი შესაძლებელია იყოს სამართლიანობის მხარეს, გამოაცხადოს თავისუფლება და მოულოდნელად გამცემი, მოღალატე გახდეს, ხან მოსწონს სამართლიანობა, ხან კი – უსამართლობა, ხან იცავს კანონს, ხან- არ იცავს, ანუ შეინიშნება სოციალური პოზიციების ცვლა; ნებისმიერ შემთხვევაში, დიდი ალბათობაა უყვარდეს წაკამათება, კამათი…

მერწყულში იუპიტერის ტრანზიტის წლებში, ჩვეულებრივ, საზოგადოებაში ხშირია კამათები, დისკუსიები, საწინააღმდეგო აზრების შეჯახება, სრულიად შესაძლებელია სოციალური გადატრიალებები და სოციალური კლიმატის მოულოდნელი ცვლილებები. საზოგადოება შესაძლოა ძალიან არამყარ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მას ციებ-ცხელებიანივით აკანკალებს, ვლინდება გათვლებში შეცდომები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გროვდებოდა.

პირად რუკაში მრავალ რეფორმატორს ჰქონდა იუპიტერი მერწყულში, მაგალითად, რიჩარ III-ს, მიქელანჯელოს, ე. ბლავატსკაიას, შარლ დე გოლს, ფიდელ კასტროს, კ. ეიზენჰაუერს, ვისოცკის, ა. პუგაჩოვას, ი. ანდროპოვს.

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

განვითარებული იუპიტერი მერწყულს აძლევს მომავლის თვალებით აწმყოს დანახვის შესაძლებლობას, გადალახავს რა დამახასიათებელ ირიბობას და მისი სოციალური გარემოცვის შეხედულებათა სივიწროვეს. აქ კარმული ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ დაინახოს აწმყოს სურათი მომავლის მსხვილი მონასმებით,  მთლიანობასა და მთავარში,  არ მოახდინოს ყურადღების აქცენტირება არა არსობრივსა და ჯერ კიდევ უცნობ დეტალებზე.

დაუმუშავებელი იუპიტერი მერწყულში იწვევს გარემომცველ ცხოვრებაზე ზედაპირულ-ოპტიმისტური ხედვის ხიბლს: რამდენადაც იუპიტერი მერწყულს აძლევს ფაქიზი სამყაროს არხებიდან ინფორმაციის მიღების ფართე და მსუბუქ შესაძლებლობას და, სანამ ეს ინფორმაცია როგორც საჭიროა ისე არ დამუშავდება, ის ატარებს დამახასიათებელ იუპიტერისეულ მსუბუქწონიან-ნაირფერ შეფერილობას: “…და ჩვენ, ყველა, ერთმანეთს მეგობრულად ჩავკიდებთ ხელს, ადვილად და თავისუფლად ავაშენებთ ნათელ მომავალს, ჭკვიანს, კულტურულსა და განათლებულს”.

განვითარებული იუპიტერი მერწყულს აძლევს კოსმიური თანამშრომლობისა და მოწინავე სამეცნიერო შეხედულებებისა და რელიგიის დანერგვის გზით, გარემომცველ საზოგადოებაზე პროგრესული გავლენის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მაგრამ დამუშავებისთვის საჭიროა ორმაგი დაბრკოლების გადალახვა: მერწყულის მენტალური განკერძოებულობა, რომელიც გაძლიერებულია იუპიტერის საერთო ზედაპირულობით. ლამაზი ლოზუნგები, რომელსაც არ აქვს რეალური ძალა, ანუ დაუმუშავებელი ინფორმაციულ-ენერგეტიკული არხები, რომლებსაც რეალური შედეგები არ მოაქვს.

იუპიტერი მერწყულს აძლევს კომპენსაციის დიდ შესაძლებლობას და პირადად, ერთი საქმიანობიდან,  რომელიც დაკავშირებულია მის გარემომცველ სოციუმთან,  გადართვას იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ფაქიზი სამყაროს ახალი ინფორმაციული არხის დამუშავებასთან და პირიქით; წარუმატებლობის შემთხვევაში, მას მუდმივად წარმოეშობა ახალი საქმიანობის არეალი, რაც განუვითარებელი სატურნის შემთხვევაში, შეიძლება როგორც თავად მერწყულის, ასევე მისი საქმიანობის სრულ დაკნინებას გამოიწვევს.

 სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ჰარმონიული ასპექტებისას: სიკეთე, ჰუმანურობა, გულუხვობა, უანგარობა, სამართლიანობა, გულწრფელობა, მიდრეკილება მშვიდობისა და ჰარმონიისკენ, ლიბერალიზმი, თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ძლიერი ინტუიცია, წინასწარხედვისა და წინასწარგრძნობის ნიჭი, საკუთარი ღირსების გრძნობა. ადამიანს აქვს პროგრესული, არაორდინალური გონება, ფართე ფოლოსოფიური და სამეცნიერო შეხედულებები, სულიერი და ზნეობრივი ინტერესები, უჩვეულოსა და არატრადიციულის ინტერესი. ეს არის მეცენატი და ფილანტროპი, სოციალური და საზოგადოებრივი მოღვაწე, ბრწყინვალე ორგანიზატორი და ხელმძღვანელი. კარგი მდებარეობაა მეცნიერებისთვის, ფილოსოფიისთვის, სულიერი და რელიგიური საქმიანობისთვის, ლიტერატურისთვის, ხელოვნებისთვის, მუსიკისთვის, ანტიკური ისტორიისა და რეჟისურისთვის.

თუ იუპიტერი დაზიანებულია, მაშინ სუბიექტის ხასიათში ვლინდება ისეთი თვისებები, როგორიცაა: თავდაჯერებულობა, შეუცნობელის შეცნობისკენ სწრაფვა, საკუთარი ძალების ზედმეტად შეფასება, გადაჭარბებული დამოუკიდებლობა, ფუფუნების სიყვარული, მფლანგველობა, გაუმაძღრობა, ფეთქებადობა, მრისხანება, ავტორიტარულობა, შეშლილობა, გათვლებში შეცდომების დაშვებისკენ მიდრეკილება, რისკი, ავანტიურიზმი, თავისმოტყუება, უტოპიურობა.

 ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

კლასის, რასის, რელიგიის მიუხედავად დემოკრატიულობისკენ სწრაფვა. თმენა, პატივისცემა, თანამშრომლობა. ოკულტური მეცნიერების, ფილოსოფიის, ასტროლოგიის, კარმის კანონების, გარდასხეულების ინტერესი. რელიგიურ და სოციალურ კონცეფციებში პიონერები არიან, სიახლის სერიოზული და განმსჯელი, გონივრული ძიება. ჰუმანიზმი, მშვიდობისმოყვარეობა და კონტაქტურობა. შესაძლოა უზრუნველობა და ვალდებულების გრძნობის უქონლობა, უტოპიური იდეები. საქმიანობა პიროვნების განვითარებისა და თითოეული მოქალაქის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლინების სფეროში.

ადამიანის ღირსება – შესაძლებლობის ფარგლებში სიახლის აღქმა, ახალი პროგრესული კონცეფციებისადმი გახსნილობა, ესპერიმენტებისთვის მზაობა და ჩვეულებებისა და ტრადიციების უარყოფა, როცა ცხოვრებაში დადებითი როლის თამაშს წყვეტენ. გარდა ამისა, ადამიანი ფლობს სამყაროზე ფართე შეხედულებებს – მოიცავს მთელი კაცობრიობის (და არამხლოდ საკუთარ ვიწრო პიროვნულ) სამყაროს.

ინდუბალა “პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია”

იუპიტერისთვის ნეიტრალური, მისტიური ნიშანია: ეს ადამიანები შესაძლოა იყვნენ ფილოსოფიით დაინტერესებულნი, ნიჭიერი მწერლები, გულისხმიერნი; ექნებათ პროგრესული სოციალური რეფორმების სურვილი. მეგობრები დიდ დახმარებას გაუწევენ. ერთი ძველი ტექსტი ამბობს, რომ “მათ შესაძლოა თან სდევდეს რაიმე ქრონიკული დაავადება; ისინი ჯიუტად, მაგრამ პროდუქტიულად იმუშავებენ ხელოვნების სფეროში, უპირატესობას მიანიჭებენ მდაბალი ჩვევების მქონე ადამიანების საზოგადოებას, დაკარგავენ ფულს და დაკავდებიან ჭორებითა და კრიტიკით”.

ჰეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

შეხედულებები თავისუფალი, დემოკრატიული. მომთმენები. მათ მრავალი მეგობარი ჰყავთ. დადებითი ასპექტები – ფილოსოფიისა და ოკულტური მეცნიერებებისადმი ინტერესი. გამგებები და ახალ იდეების აღმქმელები. ცუდი ასპექტებისას – უზრუნველობა, დაუდევრობა, მოვალეობის გრძნობის უქონლობა.

 სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

ადამიანს აქვს რეფორმატორული მსოფლმხედველობა, ახასიათებს ახალი იდეალების აღმოჩენისა და მათი ადამიანებამდე მიტანისკენ სწრაფვა. სხვებზე მეტად ახასიათებთ საზოგადოებასთან ალტრუისტული ურთიერთობა, რადგანაც ეს ადამიანი საზოგადოებას ხედავს არა ისეთად როგორიც არის, არამედ ისეთად როგორიც იქნება.

 

კატრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

შინაგანი პოტენციალის რეალიზაციის საფუძველია უანგარო გულუხვობა: ქველმოქმედებისკენ სწრაფვა, სურვილი საკუთარი ძალაუფლება და სიმდიდრე მიმართოს ჰუმანიტარულ ანდა საზოგადოებრივად სასარგებლო მიზანზე.

მარია ქეი სიმმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

არის ალბათობა, ბავშვებმა, იუპიტერით მერწყულში, იმის იდეალიზებას მოახდენენ, რაც შაბლონური არაა ანდა პროგრესულია. უფრო უფროს ასაკში, შესაძლოა, რაიმე ჰუმანიტარული საქმიანობის მოწინავე ხაზზე აღმოჩდნენ. უფრო მცირე ასაკში კი, ძალიან აფასებენ პატიოსან და თანასწორ თამაშებს. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლება, ასევე გარემოცვა, სადაც ინდივიდულობისა და ინოვაციების წახალისება ხდება. თუ ექპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა და ინტელექტის განვითარების სტიმულები ექნებათ, ისინი სწორი მიმართულებით გაიზრდებიან.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top