„პროგრესი“
ასეთი ადამიანი წარმატებულია ფინანსურ საკითხებში, რადგანაც შეუძლია თითქმის არაფრისგან მრავალი რამის კეთება. ასპექტი კეთილგანწყობილია ნებისმიერი პროფესიული საქმიანობისთვის, განსაკუთრებით თუ დაკავშირებულია საბანკო საქმესთან, სამოგზაურო (ტურისტულ) ორგანიზაციასთან, ვაჭრობასთან, იმპორტ-ექსპორტის ოპერაციებთან და დაზღვევასთან. გარშემო მყოფი ადამიანები ასეთ ადამიანს მიმზიდველად და საყვარლად თვლიან, ასე ვთქვათ, დაბადებიდან ოპტიმისტად. პლანეტის დაზიანებისას ადამიანი ზედმეტად მფლანგველია და შესაძლებელია, ფულთან არასწორი მოპყრობის გამო, გართულებულ ფინანსურ მდგომარეობაში ჩავარდეს.
განვითარებისკენ, მეტი შემოსავლით უზრუნველყოფისა და საკუთრების გამრავლებისთვის საქმიანად ისწრაფვის. არცთუიშვიათად, ასეთი ადამიანის სამუშაო დაკავშირებულია მიწის ფლობასთან, საკვები პროდუქტების წარმოებასთან, პედაგოგიურ ფსიქოლოგიასთან, მგზავრობებთან, პუბლიკაციებთან და შეწირულობების შეგროვებასთან. სახიფათოა _ როდესაც მრავალს თავისთავადად მოიაზრებს, ამიტომაც საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებისკენაა მიდრეკილი. ასეთი ადამიანის საქმეები სავსეა წინასწარ გაუთვალისწინებელი გასავლებით, ამიტომაც უნდა გაითვალისწინოს, რომ ვალებიარ აიღოს.
ფინანსური წარმატებებისა და სიმდიდრის ზრდის შანსები საკმაოდ მაღალია. შეუძლია წარმატებულად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და მოახდინოს მსხვილი კომერციული პროექტების ინიცირება. შესაძლებელია შემოსავალი იურისპრუდენციის, განათლების, ლიტერატურის, მეცნიერების, საბანკო საქმეებისა და რელიგიის სფეროში სამსახურიდან. ასპექტი კეთილგანწყობილია ქონების დაგროვებისა და კეთილდღეობის გაზრდისთვის, ხელს უწყობს ბედნიერებასა და ფულად საქმეში წარმატებას. აღინიშნება ფუფუნებისკენ სწრაფვა, გულწრფელი მეგობრულობა და სურვილი ყველას კარგად მოეპყროს.
პლანეტის დაზიანებისას საზოგადოებაში შესაბამისი მდგომარეობის დასაკავებლად ბევრი მუშაობა უწევს. აღინიშნება ეკონიმიკითა და ფინანსური ოპერაციებით დაკავებისკენ მიდრეკილება. ხშირად ასეთი ადამიანებს კარგი ხმა (სასიმღერო) აქვთ. მათთვის ძალიან სახიფათოა ფულის არასწორი გზით შოვნის მცდელობები, განსაკუთრებით, დაზიანებული პლანეტის შემთხვევაში.
პაველ გლობა
დადებითი ასპექტები (+) _ მატერიალურ და ფინანსურ საქმეებში (ფირმების, ბანკების დამფუძნებლები) ორგანიზატორულ უნარებს იძლევა. ჩვევებში კონსერვატიზმი, ფუფუნებისკენ, ბრწყინვალებისკენ მისწრაფება, დიდკაცობა, სიბარიტობა (ფუფუნებით განებივრებულობა), დიდი რაოდენობის ლამაზ ნივთებზე მიჯაჭვულობა. სტუმართმოყვარენი არიან, ფლობენ შესანიშნავ აპეტიტს (მადას), უყვართ საჩუქრების კეთება და სტუმრების მიღება, მუდამ ფუფუნებით არიან გარემოცულნი.
უარყოფითი ასპექტები (-) _ მატერიალური დანახარჯები აღემატება შესაძლებლობებს, ხარჯვა პრესტიჟის გამო და შესაძლოა ამ მიზეზით გაღარიბება. მატერიალურ საქმეებში ამბიციურობა, საქმიანი ადამიანები მათ უმტყუვნებენ. ღორმუცელობის გამოიტანჯებიან.
ფრენსის საკოიანი
საქმიანობა, განვითარებისკენ მისწრაფება, რომელიც ფულის გამომუშავებამდე და საკუთრების შეძენამდე მიიყვანს. ხშირად ეს ადამიანები სამსახურებრივი საქმით დაკავშირებულნი არიან მიწის ფლობასთან, საკვებ პროდუქტებთან, საავადმყოფოებთან, ფსიქოლოგიასთან, აღზრდასთან, შემოწირულობების შეგროვებასთან, მგზავრობებთან (გადაადგილებასთან) და პუბლიკაციებთან. სიმდიდრე, მატერიალური კეთილდღეობა, მისთვის კეთილდღეობა ძალიან მნიშვნელოვანია და არასდროს აირჩევს ისეთ პროფესიას, რომელიც არ იქნება იმედის მომცემი და არ მისცემს ზრდის შესაძლებლობას (მათ შორის ფინანსური ზრდისაც). ძალიან დიდსულოვანია და ხანდახან ფულთან მიმართებაში უზრუნველი; არ ეჭიდება ფულს, არამედ სურს სიამოვნებისთვის ფულის ხარჯვა, რათა ცხოვრება უფრო მდიდრული გახადოს. ყველაფერს, რაც ფულს ეხება, დიდი დოზით აკეთებს _ ეხება ეს ფულის გამომუშავებას, ხარჯვას თუ განიავებას; შეუძლია ლამაზი, ფასეული ნივთების კოლექციონერობა (მაგალითად, ხელოვნების საგნები, საიუველირო ნაკეთობანი და სხვა).
ავესალომ პოდვოდნი: „საშობაო ინდაურს საკუთარ თავზე უფრო დიდი წარმოდგენა აქვს, ვიდრე მის მეგობრებს“
საერთოდ იუპიტერი იძლევა იმ სახლის გამოვლინების სპექტრის გაფართოებას, რომელშიც იმყოფება. მოცემულ შემთხვევაში ეს აღნიშნავს უმაღლესი სამყაროს დიდი რაოდენობით სხვადასხვა გამოვლინებას, რომელიც მთლიანობაში, თუ იუპიტერის ძლიერი დაზიანება არაა, ადამიანთან მიმართებაში კეთილგანწყობილია და ადამიანს ბევრ ნიჭს აძლევს; ადამიანს დროდადრო ექნება ბევრი ფული, ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, მისი გამომუშავების საშუალებები, მაგრამ, სამაგიეროდ, ის, ასევე, ხელგაშლილად ხარჯვისკენაც იქნება მიდრეკილი. მისთვის ბუნებრივია ფუფუნებაში ცხოვრება, მაგრამ (განსაკუთრებით დამუშავებისას) ასევე ბუნებრივი იქნება შრომა, საკუთარი სამყაროს მორთვა და გამდიდრება.
ეს ადამიანი მიდრეკილია გარე სამყაროს განსხვავებულ გამოვლინებებზე გაფართოებულად ყურებისკენ, განსაკუთრებით, თუ ესა თუ ის გამოვლინება პირადად მას ისე ძლიერ ეხება (საჭიროა შეინიშნოს, რომ ეს საკმაოდ იშვიათად ხდება); საერთო ეთიკა, როგორც წესი, შეთანხმებულია სოციალურთან და მისი მხრიდან არასტანდარტული ფასეულობების გამოვლინება რთულია (თუ, რა თქმა უნდა, მეორე სახლში არაა ქირონი ანდა ურანი). ეს ადამიანი აფასებს ფუფუნებას, სიუხვეს, გულუხვობას, არ უყვარს სიღარიბე და უბადრუკობა _ განვითარების იმ დონეზე, რომელზეც ის იმყოფება და იმ ნიშანთან მიმართებაში, რომელშიც იუპიტერია (ავტომატურად მოიაზრება იუპიტერის მეორე სახლში მდებარეობა). მაგალითად, თუ იუპიტერი ჰაეროვან ნიშანშია ადამიანი აფასებს სიმდიდრეს და აზრების სიუხვეს, წყლის ნიშანში _ ემოციებსა და განცდებს, მიწის ნიშანში _ საგნებსა და პრაქტიკულ მიღწევებს.
იუპიტერის ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს მუდმივად უმართლებს, გარემომცველი წრე კეთილგანწყობილად გულუხვია.
დაზიანებისას _ ასევე უმართლებს, მაგრამ მთლიანობაში მაინც რაღაც ისე არაა, და ადამიანისა და წრის ბალანსი ძლიერ ირღვევა, არის რისკი გახდეს პრაზიტი ანდა უსაზღვრო გარეგნული სიამყის გამო გადიდგულდეს და სხვების ხარჯზე გამორიცხულად ზედაპირულ თვითდამკვიდრებას მიუძღვნას საკუთარი ცხოვრება.
ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მის მიერ შეძენელი საგნები იყოს ძვირფასი, ხანგრძლივი გამოყენების, რათა ფასობდნენ საზოგადოებაში და მათით ტრაბახი შესაძლებელი იყოს. უპირატესობას ანიჭებს უცხოწარმოების საგნებს, _”იმპორტული მუდამ საუკეთესოა”. ზომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. არ წვრილმანდება. სამი მანქანიდან ირჩევს ყველაზე დიდსა და ძვირფასს.
პრობლემა: როგორ განკარგოს დიდი მოცულობის საშუალება, სად დახარჯოს (მათ შორის სასიცოცხლო ენერგია). მნიშვნელოვანია იპოვოს ენერგიის გამოთავისუფლების არხები. ჩვეულებრივ, მშობლების მაღალი სოციალური სტატუსი (თუ იუპიტერი დაზიანებული არაა), ხარისხიანი საოჯახო აღზრდა.
ბილ ჰერბსთი
თვითშეფასება. იუპიტერის მეორე სახლში მდებარეობა უთითებს, რომ საკუთარ თავზე მსჯელობა გაერთიანებულია ოპტიმიზმთან და სოციალურ წარმატებასთან. ოპტიმიზმი დადებით განწყობას ამყარებს. ადამიანი სოციალური გამოხატვისთვის რაც უფრო მეტ შესაძლებლობას იყენებს, მით უფრო უკეთ ცხოვრობს. მხოლოდ ერთია, გადაჭარბებულ თვითშეფასებას იმედგაცრუებამდე მიჰყავს, რადგანაც მისი ამოცანაა, საკუთარი თავი მხოლოდ კარგად კი არ იგრძნოს, არამედ სოციალური კონტაქტის სიმსუბუქე რეალობად, მიწიერ სარგებლად აქციოს. „ქალბატონი წარმატება“ მუდამ მასთანაა, მაგრამ საჭირო არაა მას მიეჯაჭვოს და მის ახირებებზე იყოს დამოკიდებული. საკუთრივ აქ, „ფლობა“ ხდება შესაძლებლობების არენად. ის იღებს საჩუქრებს, მაგრამ ეს ნაკლებადაა „ბედნიერი გამართლების“ შედეგი. იღბალი ადამიანთან მოდის მისი ბრწყინვალედ განვითარებული ინტუიციის წყალობით და, თანაბარი დოზით, ბრწყინვალედ განვითარებული საზოგადოებრივი ურთიერთკავშირის გამო. ასეთ ადამიანს აუცილებლად სჭირდება იმ უპირატესობის გამოყენება, რომელიც სოციალური ურთიერთობებით, საკუთრების შესაძენად და პირად საკუთრებასთან სწორი მოპყრობის გამო მიენიჭა. არ უნდა შეაკავოს ის, არ უნდა ჩაებღაუჭოს მას, რადგანაც მისი ამოცანაა, გაიაზროს ძველი ანდაზის ფუნდამენტური ჭეშმარიტება: „ქარის მოტანილს ქარი წაიღებს“.
ფული. ფულის დაგროვება ასოცირდება დადებით პოზიციასთან და სოციუმის ცხოვრებაში ფართო უნარ-ჩვევების განვითარებასთან. ეს თვისებები უნდა იყოს გამოხატული თავისუფალ გამოყენებაში და მან არ უნდა შეზღუდოს ადამიანის სოციალური მდგომარეობის ზრდა, სოციალურ სფეროში, კოლექტიურ ცხოვრებასა და სამუშაოში თვითგამოხატვის შესაძლებლობების გაფართოება. ხაფანგი _ საშუალებების გაფლანგვა, დაფნის ფოთლებზე „მკვდარივით“ ძილი ანდა დაიმედება, რომ ბედი აჩუქებს ხეს, რომელიც გამუდმებით ისხავს ფულს. ამოცანა: შექმნას ურთიერთქმედების მუდმივად გაფართოვებადი ბადისმგავარი საფუძველი სოციუმში საკუთარი საშუალებების სათანადო დაბანდების გზით.
თვითორგანიზაცია. მეორე სახლში იუპიტერის მდებარეობის შემთხვევაში, შესაძლებელია სამუშაოში (საქმეში) მენტალურ ორიენტაციაზე მიეთითოს. მხოლოდ ერთია, მენტალობა განსხვავდება იმით, რომ ის არსობრივად კონცეპტუალურია და არა _ ანალიტიკური; საქმის მთლიანი არსის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სპეციფიკური პრობლემების გადაწყვეტა. ამოცანების გადაწყვეტისას ნაკლები წინააღმდეგობრიობის გზით სიარულის ტენდენტიცა შეინიშნება. იუპიტერის ეს მდებარეობა ბრწყინვალედ ერგება იმ სფეროებში საქმიანობას, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურა აქვს, რადგანაც ადამიანს აქვს სოციალური სახეობის სამუშაოებისკენ მიდრეკილება და სხვა ადამიანებს მოტივაციით, ორგანიზაციული და მმართველობითი უნარებით აღემატება. ამოცანა _ დაბრკოლებებს ისე უნდა აუაროს გვერდი, როგორც წყლის გუბეს. საკუთარ თავს ჭაობში ჩაძირვის ანდა გადაწვის უფლება არ უნდა მისცეს, რამეთუ მისთვის გადამწყვეტია თავისუფალი მოქმედების ფსიქოლოგიური შეგრძნება. საქმის კეთებისას ხანდახან წაღიღინებაც საჭიროა.
მგრძნობიარობა. მისი მგრძნობელობითი გამოცდილება ყოვლისმომცველი და აღვსილია. შეხება ისე განიხილება, როგორც სხვა ადამიანებთან კავშირის საშუალება და მიღებული შედეგით სიამოვნება, ამ ადამიანის ერთობლივ სოციალურ საქმიანობაში მონაწილეობის ხილულ დადასტურებას წარმოადგენს. ის საკუთარ სხეულთან მიმართებაში შეიგრძნობს სიმსუბუქეს, უშუალობას და ბუნებრივობას. ამან შესაძლოა ათლეტურობის გაზრდამდეც კი მიიყვანოს; შესაძლოა მოძრაობამ ფაქიზი სიხარული მიანიჭოს. წმინდა მგრძნობელობითი სიამოვნების მიღების მიზნით კარგი საკვების მიღების, ასევე გურმანობის სოციალური რიტუალის ანდა კვების ისტორიის პატივისცემის ტენდენციაა. ის, სიამოვნების მიღების მიზნით ხელიდან არ უშვებს არცერთ ფიზიკურ სტიმულს, რამეთუ, მოცემულ შემთხვევაში, მორალური შეზღუდვა საკმაოდ სუსტია, მაგრამ ეს შეიძლება უკიდურესობაში გადავარდნის და საკუთარი სხეულის არაჯანსაღი გამოყენების (რათა ისარგებლოს სხვა ადამიანებით) ხაფანგი აღმოჩნდეს. ამოცანა _ მთლიანად გაიგოს თვითგამოხატვის ყველა შესაძლებლობის შესახებ, რომელსაც შეხების გახსნა შეუძლია, მაგრამ ეს უნდა გააკეთოს ისე, რომ გააკეთილშობილოს საკუთარი თავი.
ჰეტ მონსტერი
საქმიანობა, ფულის გამომუშავების უნარი, სიმდიდრე. ნეპტუნით ძლიერი დაზიანებისას ფული წამსვე ქრება. ხშირად ეს ადამიანები სამსახურებრივი საქმით დაკავშირებულნი არიან მიწის ნაკვეთებთან, პროდუქტებთან, საავადმყოფოებთან, სწავლებასთან, პუბლიკაციებთან ანდა მგზავრობებთან (გადაადგილებასთან). ცუდი ასპექტებისას _ რა თქმა უნდა, მხოლოდ საკუთარ თავთან ანგარიშის გაწევისკენ სწრაფვა და საკუთარ თავზე ძალიან ბევრის აღება, აქედან კი _ ვალები.
ინდუბალა
იუპიტერის ასეთი მდებარეობის მქონე ადამიანებმა შესაძლოა ფული გამოიმუშაონ საკუთარი ცოდნით. მათ ქორწინებაში კარგი პარტნიორი ჰყავთ, რომელიც ეხმარება რთულ პერიოდებში. მოსაუბრეები, მათ ძალიან უჭირთ საკუთარი ენის კონტროლი. მიდრეკილნი არიან ლოცვისკენ, შეუძლიათ სამართლის ანდა ფილოსოფიური წიგნების განმარტებები, ჩვეულებრივ, სიამოვნებას იღებენ ოჯახური ცხოვრების სიხარულისგან.
ფელიქს ველიჩკო
სათნო იდეალისტური ურთიერთობა შემოსავლებთან. ადამიანი დარწმუნებულია, რომ მუდამ შეძლებს შემოსავლის წყაროს პოვნას და გასავლებში არაა თავშეკავებული, ბუნებით სიბარიტია (ფუფუნებით განებივრებულობა),. შემოსავლებსა და კარიერაში არ სურს საკუთარ მეგობრებზე იყოს დამოკიდებული. გატაცებულია რა სიამოვნების მიღებით, ის უდარდელად (ზედაპირულად) ეკიდება საკუთარი ნიჭის განვითარებას. დისციპლინის უკმარისობა მკვეთრად ვლინდება სიყვარულში, იმისთვის, რომ საკუთარი ვნების “საგანს” (ანუ პარტნიორს) თვალებში ნაცარი შეაყაროს, ფულს არ იშურებს. სიამოვნებით იძლევა ვალად და გულუხვია დაპირებებში, მაგრამ ყველას არ ასრულებს.
აქ, იუპიტერი, ცხოვრების კეთილდღეობისა და კომფორტის პოზიციასთან მიმართებაში, “მე”-ს შეგრძნების განვითარებას უწყობს ხელს. ფინანსური უზრუნველყოფა ადამიანს, პირველ რიგში, იმისთვის სჭირდება, რომ მის მიმართ გამოხატონ პატივისცემა, ყური მიუგდონ მის გამონათქვამებსა და შეთავაზებებს (წინადადებებს) და მნიშვნელოვან პირად ჩათვალონ.
შემოსავალი შესაძლოა რელიგიური დაწესებულებიდან, სახელმწიფო სამსახურიდან, მმართველობით პარატში მუშაობიდან, სასამართლო საქმეების მეშვეობით, ფონდებიდან, ბანკებიდან, საქველმოქმედო დაწესებულებებიდან მოდიოდეს. ადამიანები ძლიერი იუპიტერით ხშირად დაკავშირებულნი არიან მიწის ფლობასთან, საკვებ პროდუქტებთან, საავადმყოფოებთან, ფსიქოლოგიასთან, აღზრდასთან.
სტატიის ავტორი: ნინო