იუპიტერი IX სახლში

იუპიტერი IX სახლში

თავდადება

ადამიანი არის ერთგული, მომთმენი, ამბიციური, დაჟინებულად ინტერესდება რელიგიითა და ფილოსოფიით, უყვარს საზღვარგარეთ ცხოვრება, უცხოელებთან ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს და გამუდმებით მოგზაურობისკენ ისწრაფვის. რაც არ უნდა მოხდეს, უმაღლესი განათლების მიღებას ცდილობს. ენების, ლიტერატურისა და საგამომცემლო საქმიანობის უდიდეს შესაძლებლობებს ავლენს, ილტვის სწავლებისკენ და ორატორობისკენ. ბუნების უარყოფითი მხარეები _ ქედმაღლობა, ამპარტავნება, საკუთარი თავის სიყვარული. მეტაფიზიკისადმი, კულტურების ისტორიისა და ფილოსოფიური კონცეფციებისადმი ღრმა ინტერესს ავლენს. საკუთარ ცხოვრებას არჩეულ მირალურ კოდექსთან მკაცრ შესაბამისობაში წარმართავს. სამართლისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროებში ნებისმიერ სააზროვნო კონსტრქციებს ინტერესით შეისწავლის, წარმატებულად მუშაობს ტექნიკუმებსა და კერძო სკოლებში.

რაც შეიძლება მეტი ცოდნის დაგროვებისკენ ისწრაფვის, და მხოლოდ პლანეტის დაზიანებაა ამის ხელისშემშლელი, რადგანაც ასეთ შემთხვევაში, ადამიანს სიზარმაცისა და უდისციპლინობის გამო, საერთოდ არ აქვს არანაირი შესაძლებლობა. ხშირად ასეთი ადამიანები ხდებიან სოციალური უზრუნველყოფის მინისტრები, ანდა საეკლესიო იერარქიაში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ. ისინი საკმაოდ სულიერნი და ემოციურად თბილები არიან, მაგრამ, მსოფლმხედველობითი პოზიციების შერჩევისას, უკიდურესობებისკენ აქვთ მიდრეკილება, რაც სქელშუბიანებად და შეზღუდულებად აქცევთ. 

ბრწყინვალე ინტუიცია, წინასწარხედვის ნიჭი, წარმატება და პატივი საქველმოქმედო და სამისიონერო საქმეებში. წინასაწარმეტყველური სიზმრები, საერთაშორისო ცხოვრების ინტერესი. წყნარი და ოპტიმისტური ხასიათი. ასეთ ადამიანებს უმაღლესი ცოდნის თაობაზე მსჯელობა უყვართ და ხშირად საკუთარ თავს ამ ცოდნის მატარებლებად წარმოიდგენენ. ისინი იდეის გულწრფელად ერთგულები არიან და შეუძლიათ წარმატებულნი იყვნენ, როგორც: მხატვრები, მეცნიერები (სწავლულები), მოსამართლეები (მსაჯულები), მღვდლები და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები. ჩვეულებრივ, მათი ქორწინება მომგებიანი და კეთილსასურველია.

ძველად ეს ასპექტი დაკავშირებული იყო “ღმერთებისა და მეფეების კეთილგანწყობასთან”. ენერგიის არასწორად გამოყენებისას ადამიანს უჩდება მიდრეკილება _ იცხოვროს ისეთი საშუალებებით, რომელიც ყველა შესაძლო მოთხოვნას აღემატება, არ დააბრუნოს კრედიტები, საქმეებში იყოს თავხედი და ჰქონდეს წარუმატებელი კონტაქტები. ეს ადამიანები მუდამ გულწრფელები და შემწყნარებელნი არიან. მათ სხვებისგან განასხვავებს გონების ფილოსიფური ბაზისი და მომავალზე ორიენტაციის მოხდენის ბრწყინვალე უნარი. ისინი მიდრეკილნი არიან ძლიერი, გამოხატული სულიერი ექსპანსიისკენ, მკურნალობისა და ოკულტიზმით დაკავებისკენ. ეს ადამიანები იშვიათად აგებენ, რადგანაც მომავალს ინტენსიურად შეიგრძნობენ.

 

პაველ გლობა

დადებითი ასპექტებისას  (+) იძლევა მაღალ პრესტიჟს; მსოფლმხედველობის გაფართოებას; აქტიურ იდეოლოგიურ მსოფლმხედველობას, შეხეუდულებებს, რომელიც დაფუძნებულია ტრადიციებზე; მაღალი ავტორიტეტისკენ, სულიერების ანდა იდეოლოგიისკენ სწრაფვას. წარმატება მგზავრობებისას, ბედნიერება სახლიდან მოშორებით.

უარყოფითი ასპექტებისას (-) მგზავრობებისას პრესტიჟის დაკარგვა, იდეური უთანხმოებანი, შეზღუდვები, ხეტიალი, საცხოვრებელი ადგილის დაკარგვა, ტრადიციებისგან მოწყვეტა. მტრები უცხოელებსა და უცხო ადამიანებს შორის.

იუპიტერი მეცხრე სახლში ჰქონდათ: რუსოს, ბლავატსკაიას, მაზარინის, ომარ ხაიამს, ბეთხოვენს, სუვოროვს.

 

ფრენსის საკოიანი

ფილოსოფიის, რელიგის, უმაღლესი განათლების დიდი სიყვარული; მკაცრი მორალური კოდექსი და ფილოსოფიური პრინციპები, რომელზეც საკუთარ ცხოვრებას აგებენ. აქვთ ლტოლვა ნებისმიერი აზრების მოდიფიკაციისკენ, _ მათ შორის სამართლის, რელიგიის, ფილოსოფიის და უმაღლესი განათლების; კარგი მასწავლებლები. ჭარმატებით მუშაობენ ტექნიკუმებში. ადამიანებთან მიმართებაში მომთმენები და სულიერნი არიან. სამუშაო დაკავშირებულია პუბლიკაციებთან, მოხსენებებთან, სწავლებასთან, მგზავრობასთან. ადამიანი ძალიან ცნობისმოყვარეა და ძალიან აინტერესებს შორეული ქვეყნები და ამ ქვეყნებში ადამიანების ცხოვრების წესი და აზროვნება. მთელი სამყაროს გარშემო მოგზაურობისკენ ძლიერი სწრაფვა აქვს, რადგანაც სურს ყველაფერი ნახოს და შეიგრძნოს _ და რაც უფრო მეტია, მით უკეთესია. ასევე, ძალიან აინტერესებს ფილოსოფიის ანდა რელიგიის შესწავლა. წარმატებულია სხვა კულტურების ხარჯზე _ რომლებიც მნიშვნელოვნად შორსაა _ ან გეოგრაფიულად, ანდა მსოფლმხედველობით.

 

ავესალომ პოდვოდნი მოკრძალებულობის იდეალი სძლევს ელიტარულობის არსს”

იუპიტერი მეცხრე სახლის სიმბოლური მმართველია.

ასეთ ადამიანს ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთება სურს; მოკლედ, დაბალ დონეზე ეს მოქმედებები მოიაზრება (მთავარი სახით), როგორც მოხმარება, მაგალითად, აზრი _ “ყველა ქალთან ყოფნა შეუძლებელია, მაგრამ ამისკენ სწრაფა საჭიროა” (იუპიტერი მეცხრე სახლში და მორიელის ნიშანში). ხშირად აქ იდეალად წარმოდგენილია “სიუხვე”, მაგრამ თავად “მე” იდეალი ადამიანთან მიმართებაში კეთილი და შემწყნარებელია, ხოლო საკუთარი თავის მიმართ წაყენებული მოთხოვნების სიუხვე დამახასიათებელია მხოლოდ იუპტიერის მეცხრე სახლში არსობრივი გადამუშავებისას.

საშუალო დონეზე “მე” იდეალი ადამიანისგან ელის უდიდესი რაოდენობის საქმეს და აღსრულებას (ზუსტად როგორ, ამას უჩვენებს მეცხრე სახლის ასპექტები), მაგრამ ყოველი კონკრეტული ჩავარდნა ანდა წარუმატებლობა საკმაოდ შემწყნარებლურად მიიღება, რითიც ადამიანმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს.

დაზიანებული იუპიტერის შემთხვევაში, შესაძლებელია, სულიერი ქედმაღლობა, როცა ადამიანი საკუთარი თავისგან ითხოვს ძალიან ბევრს და სძულს სხვები მათი სუსტი იდეალებისა და, ზოგადად, დაბალი სულიერი დონის გამო.

სულიერი მასწავლებელი ბევრია, ისინი ასწავლიან მრავალ ფილოსოფიას და ყოველმხრივად აფართოებენ ადამიანის ცნობიერებას, _ რაც ძალიან მოსწონს, _ ხოლო სხვებისთვის სწავლება უფრო მეტად მოსწონს.

აქ ნამდვილად ძალინ დიდი პოტენციური შესაძლებლობებია, მაგრამ ამას სჭირდება მუდმივი შრომით რეალიზება, უცხო კულტურებში ღრმად შეღწევა და სხვა, უცხო ფილოსოფიებისა და მსოფლიოს რელიგურ-ფილოსოფიური სურათების ათვისება; მხოლოდ ერთია, ზედაპირულობის ხიბლი და ინტერესების ცნობისმოყვარეობით ჩანაცვლება დიდი ხნის მანძილზე რჩება _ და ადამიანისთვის რთული იქნება იმის ახსნა, თუ რითია ეს ცუდი.

უცხო, შორეულ ქვეყნებში მოგზაურობის დიდი სიყვარული, _ ძლიერი იუპიტერისას, შესაძლებელია ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად იქცეს.

 

ბორის იზრაიტელი

იძლევა შეცნობის თითქმის შეუზღუდავ შესაძლებლობებს. ადამიანს ძლიერი აბსტრაქტული აზროვნება აქვს. შეუძლია აზრის სახით დაიჭიროს მრავალი პრობლემა, გამოიტანოს დასკვნები, გაიგოს მორალი, დაამუშაოს გამოცდილების დიდი პლასტირები, ყოველი საგნისთვის საკუთარი, შესაბამისი ადგილი იპოვოს. საკუთარი შორსმჭვრეტელობის წყალობით ავტორიტეტს ადვილად აღწევს. საზღვარგარეთ ინტესიური მგზავრობები. ადამიანი სხვა, უცხო კულტურებისა და ლიტერატურისადმი სიყვარულს ავლენს. ძალიან რელიგიურია, აქვს დარწმუნების ნიჭი. მისიონერია. მეცნიერებისა და ხელოვნების მიმართულებებში ლიდერია. მასწავლებელი, სასულიერო მსახურია (მღვდელი, მოძღვარი და ა.შ.).

 

ბილლ ჰერბსტი

კონცეპტუალური სტრუქტურები. მეცხრე სახლში იუპიტერის მდებარეობა უთითებს იმაზე, რომ ადამიანი ერთნაირი ენთუზიაზმით სწავლობს და ასწავლის, ნაწილობრივ, გაცხოველებულ დიალოგში ახდენს ერთის (სწავლობს თავად) და მეორის (ასწავლის სხვას) კომბინირებას. სხვა ადამიანების აზრებს განიხილავს როგორც ყამირს, რომელსაც აუცილებელი დამომუშავება სჭირდება, რადგანაც ესმის, რომ თითოეულმა იცის რაიმე მაკავშირებელი და თითოეული ადამიანი არის ჯაჭვის ერთი რგოლი. ის პროგრესულია, მოქმედებს ტრადიციების დინებაში და, დრო და დრო, იპყრობს მენტალური კლიშე. ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია ანდა საკანონმდებლო აქტები სინთეზირდება იდეალური განზოგადების შეუწყვეტელი ძიების პროცესში. ერთ “ქვაბში” ჰყრის ახალ იდეებს,  _ სადაც მენტალურ კოქტეილს ამზადებს, _ რათა შეიგრძნოს ის, თუ როგორ შეცვლება მისი გემო. სამწუხაროდ, ზოგიერთ ადამიანს არ შეუძლია მისი იმ ცოდნასთან მოქცევის შეფასება, რომელსაც სხვა ადამიანი ოფლითა და სისხლით იძენს; ასეთი ადამიანი ცოდნას, როგორც მენტალურ სამზარეულოში ნახევაფაბრიკატ პრუდუქტს, ისე ექცევა და შედეგად, შესაძლოა ამით სხვები გააბრაზოს. ის _ გონების “შეფ_მზარეულია”, მაგრამ სანამ “თავით გადაეშვება” საკუთარი “კულინარიული შედევრის” მომზადების პროცესში, მანამდე უნდა შეაფასოს ის კერძი, რომელსაც თითოეული ადამიანი სთავაზობს. პომპეზურად იბრძვის და გაურბის სამართლიანობისთვის ბრძოლის ხაფანგებს ანდა მენტალურ აღმატებულებას. ამოცანა _ მოკრძალებულად აღიაროს, რომ სიბრძნის წყარო _ ცხოვრებაა და არა ცოდნა ყველაფრის შესახებ.

პერსპექტივა კულტურის სფეროში. ნებისმიერი სახის მოგზაურობა _ ეს სიამოვნებაა. კულტურის სფეროში შეცნობის გასაფართოებლად ყველა შესაძლებლობას იყენებს. ასეთ ადამიანს სურს პირისპირ შეხედოს სამყაროს განვითარების ეტაპებს, _ რომელიც აღბეჭდილია მსოფლიოს რეგიონების ისტორიაში, ძალიან ღრმად შეიგრძნოს ჯგუფური ცნობიერების გავლენა, _ რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვლინდება. კულტურის უნივერსალური კვალის აღმოჩენა, _ სადაც კი ადამიანს ფეხი დაუდგამს, _ აღაფრთოვანებს. ყველაზე მეტად თავს, როგორც საკუთარ სახლში ისე შეიგრძნობს მაშინ, როდესაც სწავლობს, ხოლო სწავლით _ ის ეფექტურად გზაში, სამყაროსა და მსოფლიოს კვლევისას სწავლობს.

უმაღლესი განათლება. თითოეულ მოვლენაში, ცხოვრებისეული გამოცდილების ყოველ ნაბიჯზე ხელმძღვანელ პრინციპებს ამჩნევს. ასეთი სახით, მისთვის მთელი სამყარო _ საკლასო ოთახია. და როგორც ამის შედეგი, ყველანაირი სწავლება _ ეს უბრალოდ მისი ნაყოფიერი გონების მუშაობის სტიმულატორია.

ამ ადამიანს შეუძლია იყოს ფერმერი ანდა პროფესორი, მაგრამ სოციალური როლისგან დამოუკიდებლად, სულის სიღრმეში, ბუნებით ინტელექტუალი და ფილოსოფოსია; მისი სწავლება იმისგან დამოუკიდებლად ხდება, თუ სად იმყოფება და რას აკეთებს. სწავლება _ მისთვის უდიდესი სიამოვნებაა, თვითგამოხატვის უფრო ბუნებრივი საშუალებაა, ამიტომაც საკუთარ თავს ამით ათამამებს. თითოეულ შესაძლებლობას სწავლისთვის სასარგებლოდ იყენებს.

ჭეშმარიტების ძიებანი. უყვარს ჭეშმარიტებაზე მსჯელობა, ფილოსოფოსობა, ერთი ჰიპოტეზის მეორეზე აგება და ერთი მიზერული ინფორმაციიდან ყველაზე მდიდრულ განზოგადებაზე გადასლვა. სინამდვილეში, ზუსტად ეს განზოგადებებია მისეული. ის დიდებულია, როდესაც ადამიანებს ჭეშმარიტებას აუწყებს. მაგრამ ჩნდება კითხვა: თავად მას თუ ესმის ის, რასაც სხვებს აუწყებს? არ უნდა გათამამდეს ბობოქარი სიბრძნით _ ეს ხაფანგია. ის ფაქტი, რომ შეუძლია სხვების დარწმუნება, არ იძლევა მისი ჭეშმარიტი სიმწიფის გარანტიას. მჭერმეტყველება _ ეს იგივე არაა, რაც “ოქროს” გონება ანდა გული. მას აქვს ნიჭი, მაგრამ ეს ბოროტად არ უნდა გამოიყენოს. არ უნდა ჩაეჭიდოს ყოველდღიურ და ჩვეულებრივ საგნებს. ამოცანა _ გახდეს დახვეწილი და ზუსტი. ჭეშმარიტება _ ეს ევოლუციის საბოლოო პროდუქტია.

იდეალური საზოგადოება. ამ ადამიანის წარმოდგენით, იდეალურ საზოგადოებაში ყველაფერი ნებადართულია, არაფერია აკრძალული, გარდა, რა თქმა, უნდა, პესიმიზმისა. ყოველი ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებული და სხვა ადამიანებისთვის _ მრავალმხრივი აღმქმელობის თვისებით _ საკუთარი ოპტიმიზის გაყოფით დაინტერესებულია. ბიზნესსა და პოლიტიკაში პატიოსნებისა და წესიერების ატმოსფეროა შექმნილი. შეზღუდვები, ვიწრო შეხედულებები უფრო დიადი ჩანაფიქრების რეალიზაციისას მხედველობაში არ მიიღება. თითოეული ადამიანი ვალდებულია პატივი სცეს სხვა ადამიანების იდეოლოგიურ შეხედულებებს, მათთან კონფლიქტი არ ჰქონდეს. როგორც მსოფლიოს მმართველი, ეს ადამიანი პლატონისეული ფილოსოფოსი/მეფის  მსგავსია, რომელსაც აქვს ის სიბრძნე, რომელიც იდეალური განჭვრეტელობის წარმომშობია.

 

ჰეტ მონსტერი

კარგი ასპექტებისას _ შორეულ ქვეყნებში მგზავრობები, განათლება, შორსმხედველობა, წინაწარმეტყველების (პროგნოზირების) ნიჭი. ცუდი ასპექტებისას _ ფანატიზმი და სქელშუბლიანობა.

 

ინდუბალა

იუპიტერის ეს მდებარეობა უთითებს განმჭვრეტელ და პრინციპულ ადამიანზე, რომელსაც განათლება სამართლის ანდა რელიგიის სფეროებში აქვს მიღებული. ეს ადამიანი მოგზაურობს და იმის საქადაგებლად, რაც შეიცნო/გაიგო, კეთილგანწყობილ შესაძლებლობებს იღებს. ეს ადამიანები ფინანსურ ურთიერთობებში უზრუნველყოფილნი არიან და ჰყავთ მოსწავლეები ანდა ბავშვები. ისინი სამართლიანები არიან და შესაძლოა გახდნენ გავლენიანი მასწავლებლები ანდა საზოგადოებისთვის მაგალითის მიმცემნი.

 

 

ფელიკს ველიჩკო

ინტელექტუალური ცხოვრება შესაძლოა განვითარების ძირითად მიმართულებად იქცეს. წარმატება განპირობებულია პირადი თვისებების სიუხვითა და ბუნების სულიერი მხარის განვითარებით. ადამიანი განსხვავდება მეცნიერების, ფილოსოფიის, რელიგიის, უმაღლესი განათლების, სამართალმცოდნეობის ღრმა ინტერესით, ნებისმიერი გონებრივი საქმიანობისკენ სწრაფვით. აქტიურად სწავლობს, იღებს ყველაფერ საუკეთესოს, სიამოვნებით და ფრთაშესხმულად მონაწილეობს შემეცნებით მოგზაურობებში, _ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივში. ისწრაფვის საკუთარი მსოფლმხედველობის ჰორიზონტის გაფართოებისაკენ და მყარად სწამს იღბლიანი ვარსკვლავის. კარგი პოზიციაა ფილოსოფოსისთვის, წინასწარმეტყველ/ქადაგისთვის ანდა წმინდანისთვის. მლიქვნელობისა და პირფერობისადმი მყარი არაა, უყვარს როდესაც აქებენ. აქ იუპიტერი უთითებს თეორიებისა და ფილოსოფიური სისტემების აგება-განვითარების უსაზღვრო აპეტიტზე-მადაზე (აინშტაინი).

ადამიანი საკმაოდ ადვილად აღწევს ცნობადობასა და მატერიალურ კეთილდღეობას, სურს ყველაფერი საუკეთესო მისცეს საყვარელ ადამიანსა და შვილებს და ხშირად მათ საჩუქრებით ანებივრებს; ადამიანების მიმართ შემწყნარებელი, მომთმენი და სულიერია. კარგი მსმენელი და ყურადღებიანი ხელმძღვანელია, შესაძლოა, იყოს ტექნიკუმის მასწავლებელი. ადვილად ერთვება ფართომასშტაბიან წარმოებებში. უკიდურესად აუცილებელია ბრწყინვალე განათლების მიღება.

კარგი ასპექტებისას, შესაძლებელია, ადამიანი გახდეს მინისტრი, საეკლესიო იერარქიებში დაიკავოს მნიშვნელოვანი თანამდებობა. სამუშაო შესაძლოა დაკავშირებული იყოს გამომცემლობასთან, პუბლიკაციებთან, მოხსენებებთან, სწავლებასთან (პედაგოგიკასთან), მგზავრობებთან. შეუძლია საზოგადოებრივ ფულთან გონივრული მოპყრობა. ასევე, შეუძლია სწორად გაერკვეს პრობლემაში და იპოვოს მისი პრაქტიკული რეალიზაციის გზები.

 

სტატიის ავტორი: ნინო


About Tamta

Scroll To Top