იუპიტერი მორიელში

იუპიტერი მორიელში

ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა  ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.

უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.

 

სიკეთე + თვითგადარჩენა = სიცოცხლის ხალისი

ასეთი ადამიანები ხასიათდებიან კონსტიტუციის (სხეულის მთლიანი აგებულების) სიმყარით, ვნებების სიდიადითა და განვითარებული, ბუნებრივი ინტუიციით. ხასიათის უარყოფითად განვითარებამ შესაძლოა ადამიანის ინტერესი მიმართოს მხოლოდ მატერიალურ პრობლემებსა და უშუალოდ თავად ადამიანზე. შესაძლოა სიძულვილისა და სხვებისადმი გადაჭარბებული მოთხოვნილებებისკენ მიდრეკილების განვითარება. ხშირად აღინიშნება გამოხატული პატივმოყვარეობა, საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასებისკენ მიდრეკილება, სიხარბე, გაუმაძღრობა, ანგარება და ნებისმიერ ფასად ძალაუფლების მიღწევისკენ სწრაფვა. ცხოვრების ინსტიქტური მხარე ზედმეტად გააქტიურებულია, რასაც, ხანდახან, გარემოცვა უარყოფითად აღიქვამს. ხასიათის პოზიტიურად განვითარებისას ყალიბდება ამაღლებული მგრძნობელობა, უიშვიათესი სიღრმისეულობა, მაღალი სულიერება, თანაგრძნობა და ახლობლების პრობლემებში ღრმად შეღწევის უნარი.

ასეთი ადამიანი მეტყველებისას აუჩქარებელია და საკუთარი შთაბეჭდილებების აღწერისას შეკავებულია. მიდრეკილება აქვს განმარტოებული ცხოვრებისკენ, ფლობს განვითარებულ თვითშეცნობის უნარს და მსოფლმხედველობის, რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებისადმი მყარ ინტერესს ავლენს. ამასთან ერთად, ასეთი ადამიანისთვის დამახასიათებელია სიამოვნების მიღების წყურვილი, საკუთრებისკენ (ფლობისკენ) სწრაფვა, მატერიალისტური მსოფლმხედველობა და კრიტიკისადმი ამაღლებული მგრძნობიარობა. საქმეში დაჟინებული და შეპყრობილია, ოპონენტებისა და დაბრკოლებების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისუნარიანია – მეომარია. უყვარს მხოლოდ მსხვილი საქმეებით დაკავება და თანახმაა თავგანწირვით მიიღოს მონაწილეობა მხოლოდ მსხვილ სოციალურ პროექტებში.

პირველ ადგილზე მისი საკუთარი ინდივიდუალობა დგას, რომელიც უდიდეს ძალას ასხივებს, სხვებს არწმუნებს და ხიბლავს. ხშირად ასეთი ადამიანი აბსოლუტურად დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში და საკუთარი შეხედულებებისთვის ბოლომდე იბრძვის. აქედან – პრინციპულ საკითხებში პოზიციების უდრეკობა და საკუთარი პრინციპების მკაცრად დაცვა. თავდაჯერებულება ხშირად შერწყმულია ქედმაღლობასა და დიდგულობასთან, არის გაუაზრებელი და დაუფიქრებელი გაზვიადების და ვნებებში ზომიერების დაკარგვის ტენდენციები. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში შესაძლოა იყოს შორეულ ქვეყნებში საკმაოდ ხანგრძლივი მოგზაურობები, საიდანაც სამშობლოში სიღრმისეულად შეცვლილი ბრუნდება. ცხოვრების მანძილზე საკმაოდ მაღალი მდგომარეობის მქონე ხალხთან და “ამა ქვეყნის ძლიერებთან” აქვს კონტაქტები.

მისი ცხოვრება სავსეა უცნაური შემთხვევებითა და იდუმალი მოვლენებით. ხასიათი – პატივმოყვარე და ძალაუფლებიანი, გადამწყვეტი, თამამი, აგრესიული და ვნებებით დახუნძლული, მერყევი ნებისყოფის ქონის ტენდენციაა. ადამიანებთან შეგუებულობა მაღალი არაა, ახალ ადგილზე შეგუებას დიდი ძალისხმევით ახერხებს. შრომისმოყვარეობა და შრომისუნარიანობა ერწყმის პრაქტიკული საქმიანობისკენ, რეალური საგნებისა და კონკრეტული საქმეებისკენ ლტოლვას. სულიერი ძალა და მაღალი ენერგია ჰარმონიულად ავსებს ადამიანის სიფრთხილეს, სიფხიზლესა და წინდახედულობას. საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებაში წარმატებას აღწევს მაღალი მდგომარეობის მქონე მეგობრების წყალობითა და საკუთარი მიზანდასახულობის და საკუთარი ძალისხმევის მიმართვის ფასად.

დალაი ლამა XIV. იუპიტერი მორიელში

ჩვეულებრივ, მას პირადი მფარველი და ზედამხედველი ჰყავს, ადრე თუ გვიან, თავადაც გახდება მასწავლებელი. თითქმის სავალდებულოა კონტაქტი ჰქონდეს ეზოთერულ ცოდნასთან. იმისთვის, რომ სოციუმში თავი დაიმკვიდროს, “ჩვენი გმირი” საკუთარ თავში მოიაზრებს, გარეგნულ ზემოქმედებაში, შინაგანი ენერგიის ტრანსფორმაციის შესაძლებლობის ფართო სპექტრს. ხშირად ის დაჯილდოვებულია მკვეთრად გამოხატული ოკულტური უნარებით, ფლობს წინასწარმეტყველების ნიჭს და მომავლის შესახებ საკუთარი სიზმრებიდან იგებს. მუდამ მზადაა იყოს პროგრესიული საზოგადოებრივი მოძრაობის მიმდევარი და ბრძოლით დაამკვიდროს ახალი ავტორიტეტები, გაამართლოს ცხოვრებისადმი საკუთარი ექსპერიმენტული მიდგომა და პრეტენზია განაცხადოს სრულ სიმართლეზე. ხშირად ასეთი ადამიანი პესიმისტად გადაიქცევა, რადგანაც მისთვის დამახასიათებელია ბრძოლის გამძაფრებული გრძნობა და მრავალრიცხოვანი შერკინება ძალებით მასზე აღმატებულ მოწინააღმდეგეებთან. მუდმივად უკმაყოფილოა ძალაუფლების მქონეთა უსამართლობითა და სითავხედით.

მზადაა სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლოს ქაოსს, უშიშრად და გადამწყვეტად გადალახოს ყველაზე ფანტასტიკური დაბრკოლებებიც კი. წარუმატებლობების ჯაჭვმა შესაძლოა მასში უკმაყოფილება და განრისხება გამოიწვიოს. როგორც მაგიური ძალის მქონე ადამიანისთვის, ასეთი განწყობა ძალიან სახიფათოა, რამეთუ მას შეუძლია მოახდინოს როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური ფიქრების მატერიალიზება. ხშირად ასეთი ადამიანი დიქტატურისკენაა მიდრეკილი, არასდროს ივიწყებს პირად პასუხისმგებლობას და მხოლოდ ცხოვრებაზე საკუთარი შეხედულებების, საკუთარი პრინციპებისა და ზნეობრივი ფასეულობების დასაცავად იბრძვის.

ასეთი ადამიანის ცხოვრება მუდამ სავსეა ღრმა პრობლემებით, რომლებშიც სინდისი აუცილებობაში ირთვება, ხოლო ღირსება  იძულებითი ვალადებულებით სიტუაციურ მოქმედებაში. ხასიათი – ამაყი, ძალაუფლებისმოყვარე, გამოხატულია პრაქტიკული საკითხებისადმი ინტერესი, რომელიც საერთოდ არ ართულებს სულიერი პრობლემების შესწავლისკენ სწრაფვას. ნებისყოფა მყარი და არაა დამყოლი. ადამიანი მუდამ მიზანმიმართულია და განუხრელად დაკავებულია კონკრეტული სამუშაოთი, რომელსაც მუდამ მრავალი სასარგებლო შედეგი მოაქვს. ის აქტიურია, საკუთარ ძალებში დარწმუნებულია და მიდრეკილია საკუთარი ნებისყოფის ძალის სხვებზე შემოწმებისკენ, მათთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ, ანდა საკუთარი საქმიანობის სფეროში ჩათრევისკენ. მოსწონს ფუფუნებით ცხოვრება _ და ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ საკუთარი თავის უზრუნველსაყოფად გამოიმუშაოს. მისი ცხოვრებისეული მიდგომა განსხვავდება სიღრმისეული გაგებით, მისი უკომპრომისობა დაკავშირებულია საკუთარი ცხოვრების მისიონერული დანიშნულების ღრმა რწმენასთან, ხოლო შემართება დაფუძნებულია საკუთარი სიმართლის შეგრძნებაზე.

ის განმჭვრეტელი, განმსჯელი და გონიერია, ფლობს ნებელობითი მკურნალობის უნარებს. შეუძლია წარმატებით ისარგებლოს სადაზღვევო კომპანიების შემოთავაზებებით, მოხერხებულად გააცუროს საგადასახადო ინსპექტორები. საერთოდ კი, უნდა ისწავლოს საკუთარი თაღლითობისკენ და მაქინაციებისკენ თანდაყოლილი მიდრეკილების კონტროლი, რამეთუ ამან შესაძლოა კანონთან კონფლიქტამდეც კი მიიყვანოს. ნებისყოფა ძლიერია, ემოციები – ღრმა, ჩანაფიქრები – ცეცხლოვანი, ენთუზიაზმი – მყარი, კეთილშობილება უეჭველად აქვს. ადამიანი დაჟინებული, ნაყოფიერი და გონებამახვილია. მხოლოდ ერთია, მისი ენერგია შესაძლებელია მიმართულ იქნეს როგორც შექმნაზე, ასევე განადგურებაზე – დამოკიდებულია ეთიკურ საფუძველზე.

ნებისმიერი სახის იდუმალების, საიდუმლოს, მისტიკით შეფრილი და ძველი ცოდნის შესახებ ლიტერატურა უყვარს. პროფესიონალურად ფარავს საიდუმლოებებს და სხვებისგან ინფორმაციას მოხერხებულად იღებს. მიდრეკილია ინტრიგებისკენ, შეუძლია კონკურენტების საწინააღმდეგო, მრავალსირთულიანი ანტისარეკლამო აქციების ჩატარება. ეს ადამიანი – შურიანი და მძლავრი მტერია მათთვის, ვინც მისი ზნეობრივი პრინციპებისადმი პატივს არ სცემს. მასთან ჩივილი უიმედოა, ხოლო გახსნილად შეჯახება უეჭველად მისი გამარჯვებით დასრულდება. მიდრეკილია სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაზე საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებისკენ. ხანდახან საგულდაგულოდ დაფარული მოტივებით, ყველაზე შეუმჩნეველ პიროვნებებთანაც კი, ძალიან უცნაურ მეგობრობას იწყებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს კომერციულ მოლაპარაკებებს (მითუმეტეს, თუ მოლაპარაკებები ოფიციალური დოკუმენტის გაფორმებით სრულდება) და ოკულტური უნარები ანგარებითი მიზნებისთვის არცერთ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოს. მისთვის მთავარი – ყველა ნებელობით გამოვლინებას ქმნადობის ხასიათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თვითგანადგურება გარდაუვალია.

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ იუპიტერი სტუმრადაა პლუტონთან და მარსთან, წყლის სტიქიაშია.

ნებისმიერი პლანეტა, რომელიც ხვდება მორიელის ნიშანში, გვაუწყებს იმას, რომ ამ პლანეტის ფუნქციები ექვემდებარება ყველაზე მკაცრ და სასტიკ გამოცდებს.

ამიტომ იუპიტერი მორიელში, ყველაზე საუკეთესო შემთხვევაში, იძლევა ერთგულ ადამიანს, რომელიც ემსახურება რაიმე დიად საქმეს, მაგრამ გამუდმებით რამდენადმე პირქუში იქნება, თითქოსდა, რაღაცით უკმაყოფილოა. გარდა ამისა, ასეთი მდებარეობა იძლევა შეურიგებლობას უსამართლობისადმი, ბნელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლისკენ სწრაფვას, რადგანაც პლუტონი, მორიელის მმართველი, საკუთარი გამოვლინების დაბალ დონეზე, იძლევა ქაოსს. ადამიანი იუპიტერით მორიელში, როგორც წესი, ფლობს პირად უშიშრობას და მას გამუდმებით ეჩვენება, რომ იმაზე ნაკლები გააკეთა, ვიდრე, საკუთარი ძალების ბოლომდე გამოყენებით შეეძლო.

მორიელში იუპიტერის უმაღლესი გამოვლინება – ეს ტრადიციების, წეს-ჩვეულებების, მათი ახალ დონეზე მოხერხებულად აღორძინება და განვითარებაა. თუმცა, ეს ადამიანი გარშემო ყველაფერს გამძაფრებულად აღიქვამს, ზედმეტად აფორიაქებული, ეჭვნეული და პესიმისტურია. სამაგიეროდ შეუძლია გადატრიალება, ბრძოლის გამძაფრებული შეგრძნება მუდმივად აქვს, გამუდმებით ბრძოლა სურს, მაშინაც კი, თუ მისი მოწინააღმდეგე ძალით აღემატება. ძლიერი იუპიტერის შემთხვევაში, ამ ადამიანს შესაძლოა ჩამოუყალიბდეს უკმაყოფილება უსამართლობის გამო, ქაოსთან ანდა ამა ქვეყნის ძლიერთა წინააღმდეგ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის სურვილი, შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლება უშიშრად გადალახოს.

უარეს შემთხვევაში, იუპიტერის გამოვლინების დაბალ დონეზე ადამიანი შესაძლოა ცერბერად (ცერბერი, ძველ ბერძნულ მითებში ქვესკნელის – ჰადესის  მცველი ურჩხული, უფრო ხშირად სამთავიანი ძაღლი) გადაიქცეს, ანუ ადამიანი არც თავად სარგებლობს და სხვებსაც არ უშვებს რომ ისარგებლონ (“ავი ძაღლი არც თითონ ჭამს და არც სხვას შეაჭმევსო”), ხდება პირქუში, ბოროტი, გამუდმებით უკმაყოფილო, ეჭვიანია და იუპიტერის მდებარეობის მიხედვით,  ან შფოთისთავი, ანდა ძალაუფლებიანი, რომელიც თრგუნავს ნებისმიერ აჯანყებას, შესაძლოა იყოს მაგიური ძალების მატარებელი და ქაოსის შემომტანი. ღმერთმა არ ქნას და, თუ ასეთ შემთხვევაში ადამიანი მიიღებს დიდ ძალაუფლებას, შესაძლოა დიქტატამდე და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების მოწამვლამდეც მივიდეს (ამის სახასიათო მაგალითია  ლავრენტი ბერია, იუპიტერი მორიელში ჰქონდა, დაბადების თარიღი _ 1893 წლის ნოემბერი).

იუპიტერის ტრანზიტის ეს წლები, ჩვეულებრივ, გამოირჩევა ჩხუბებითა და შფოთიანობით, ეს არის მოწამვლის პერიოდი, ძალიან მრავალი ტრიბუნალი და სიკვდილით დასჯა აღინიშნება (მაგალითად, ცნობილი ისტორიული მოვლენა _ 1946 წელი, როცა იუპიტერი სასწორში იყო, ჰუმანიზმის გამარჯვების პერიოდად მოიხსენიება – ნიუმბერგის პროცესი, უსამართლობის კანონის ძალით დასჯა, მაგრამ როგორც კი იუპიტერი მორიელის ნიშანში გადავიდა, პროცესი სწრაფად დასრულდა და მსჯავრდებულები დასაჯეს).

იუპიტერის მორიელის ნიშანში ტრანზიტის წელს თითოეული ადამიანი უწინარესად გადის შემოწმებას, ზოგადად, ერთგულებაზე და კონკრეტულად, მოვალეობის ერთგულებაზე. ამ წელს რეკომენდებულია ყველა ფორმის ბრძოლა, მათ შორის ღიაც, მაგრამ ეს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების, საკუთარი სისტემის, ზნეობრივი ფასეულობების დაცვისკენ უნდა იყოს მიმართული. ეს პერიოდი ზნეობაზე გლობალური შემოწმების პერიოდია. პრინციპში, ეს წლები, ჩვეულებრივ, საკმაოდ მძიმეა.

იუპიტერი მორიელში ჰქონდათ: მარკ ავრელიუსს, ნერონს, ნაპოლეონ I-ს, პ. ჩაიკოვსკის, რ. რეიგანს, ე. ზოლას, ლ. ტოლსტოის, ჯ. ლონდონს, მატა ჰარის.

უნდა აღინიშნოს, რომ რონალდ რეიგანმა ასტროლოგია გამოიყენა საკუთარ ცხოვრებასა და საქმიანობაში. თავის დროზე მასზე იცინოდნენ კიდეც: პრეზიდენტის პოსტის დაკავების თარიღი და საათი (ღამის 4 საათი) ასტროლოგიური გათვლების მიხედვით დანიშნა. ამ საკითხზე ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ რეიგანი პრეზიდენტად 2 ვადით იქნა არჩეული!

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

განვითარებული იუპიტერი მორიელს აძლევს შეხედულების წერტილს, გეგმას, რომლის მიხედვითაც შეუძლია შინაგანი სამუშაოს ჩატარება, საკუთარი პიროვნების ჩამოყალიბება.

იუპიტერი არბილებს მორიელის შეურიგებლობას, აძლევს საგნებზე უფრო ფართო შეხედულებას და სთავაზობს მუშაობის მრავალ შესაძლებლობას, რომელთაგანაც მორიელს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა. თუმცა იუპიტერი მას ასევე აძლევს ზედაპირულობას, ამცირებს სამიზნის სიზუსტეს და ნაკლებად დაჟინებულს ხდის, მაგრამ სამაგიეროდ, აღქმელობისა და საქმიანობის უფრო მაღალ გეგმაზე გადასვლასაც უმსუბუქებს.

იუპიტერისეულ მორიელს უფრო ნაკლებად ახასიათებს საკუთარი თავის მიუღებლობა და უაზროდ საკუთარი თავის თვითგვემა (საკუთარი თავის შიგნიდან “ჭამა”), თუმცა დაზიანებისას შესაძლოა ენერგეტიკული სნობიზმი: მიდრეკილია სუსტი ენერგეტიკის მქონე ადამიანები მასზე დაბლამდგომებად ჩათვალოს.

ჰარმონიული იუპიტერისას აღქმელობის სიფართოვე და კეთილშობილების თავისებურება ერწყმის შესაძლო პასიურობას, შეგრძნებას, რომ ღვთის სამჯავრო თავისთავად აღსრულდება და ბოროტება ავტომატურად დაისჯება. იუპიტერის ეს მდებარეობა ახდენს შემდეგი კარმული ამოცანის სიმბოლიზებას – მთლიანად შინაგანი და გარეგანი რეალობის ტრანსფორმაცია, საერთო შეხედულებების გადახედვა ხდება. სირთულე ზუსტ არჩევანში, დისტანციურ ხედვასა და ზემოქმედებაშია: არც ძალიან ახლოს და არც ძალიან შორს.

 სერგეი შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

ჰარმონიული ასპექტებისას: დიდი ნებისყოფა, ენერგია, სიმამაცე, ამტანობა, მრძანებლობის, ბრძანებების გაცემის უნარი, ძალიან ნაყოფიერი წარმოსახვა, დაჯერებულობა, მოგზაურობის (განსაკუთრებით წყალზე) სიყვარული, ოკულტური უნარები, საკუთრების, ფიზიკის, ქიმიის, მედიცინის, მეწარმეობის (საბანკო და მრეწველობის), პოლიტიკის, საკანონმდებლო საქმიანობის, იურისპრუნდენციის (პროკურატურა) საკითხებში წარმატება.

 დაზიანებული ასპექტებისას: ამტანობის უკმარისობა, ავანტიურიზმი, თავის მოტყუება, მოტყუება, საკუთარი თავით აღფრთოვანება, ფუფუნებისკენ სწრაფვა, მფლანგველობა, გაუმაძღრობა, ტრაბახი და გაბუქება, აგრესიულობა, კონფლიქტურობა, მტრების გაჩენისკენ მიდრეკილება.

ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ლტოლვა იმ საქმეებისკენ, რომელიც დაკავშირებულია საერთო ფონდებთან და ფინანსებთან, დაზღვევასთან, ანდერძებთან, ოკულტური მეცნიერებების, რელიგიების მისტიკური მხარეების ინტერესი. უკომპრომისობა, კამათისა და ბრძოლისთვის მზაობა, აქედან იდუმალი (ფარული) მტრები. მსხვილი საქმეების სიყვარული, სოციალური საკითხების გამო ბრძოლა. საკუთარ აბსოლუტურ სიმართლეში დარწმუნებულობა, შეხედულებების გამო სიკვდილზეც კი წავლენ, აქედან – მიუღებლობა, შეუგუებლობა პრინციპიალურ საკითხებში, საკუთარი პრინციპების დაცვა. სხვა ადამიანებზე ინფორაციის შეგროვებისკენ მიდრეკილება, ხშირად უცნაურ მეგობრობას ამყარებენ. მადლიერების ნიშნად მემკვიდრეობას იღებენ. შესაძლებელია სასამართლო გარჩევები, ფულის არასწორად დაბანდება, პირადი მიზნების გამო ოკულტიზმის გამოყენების მცდელობები. შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებების, წყალმანკის, წლულების, ქსოვილებში ჩირქგროვების ალბათობაა.

ამ ადამიანის ღირსება – ცხოვრების არც ერთ სფეროში არ არის ზედაპირული ანდა მეწვრილმანე. ეშინია უკიდურესობამდე მისვლის და სიღრმეში ჩასვლის. ყველა იდუმალი და ამოუცნობი მისთვის ძალიან მიმზიდველია. სხვა ადამიანების შინაგანი მოტივებისა და სურვილების ინდივიდუალური გაგება ძლიერ განვითარებული აქვს.

 ინდუბალა “პლანეტები ნიშებში – ინდური ტრადიციები”

ეს ადამიანები ფლობენ მკვეთ გარეგნობას და ხასიათს, მიდრეკილნი არიან სხვა ადამიანების დათრგუნვისკენ, მათზე “ზევიდან ყურებისკენ”. დროდადრო, შესაძლებელია შურისმაძიებლები იყვნენ, შეუძლიათ ფული უზნეო გზებით იშოვონ. კლასიკური ტექსტები მათ აღწერს როგორც: მაღლებს, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა გულების ადვილად მომნადირებლებს, სწავლულებს, გულმოდგინეებს, მომსახურების კეთილსინდისიერად შემსრულებლებს; ისინი, ნაწილობრივ, მიდრეკილნი არიან ფუფუნებისკენ; მგრძნობიარენი და შრომისმოყვარენი არიან.

ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

მუდმივი საქმეები საფინანსო, საგადასახადო, სადაზღვევო სფეროებში. ოკულტიზმის ინტერესი, განსაკუთრებით ურანის, ნეპტუნის, პლუტონის ასპექტებისას. უკომპრომისობა; აქედან – ძლიერი და გასასტიკებული მტრები. მიდრეკილნი არიან სხვა ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ინფორმაციების მოპოვება-შეგროვებისკენ, ფარული მოტივებით ამყარებენ უცნაურ მეგობრობას. იუპიტერის ცუდი ასპექტებისას – სასამართლო გარჩევები მემკვიდრეობის, დაზღვევის საკითხებზე.

სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

ეს ადამიანი მზადაა იყოს პროგრესირებადი, საზოგადოებრივი მიმართულებების მიმდევარი და ბრძოლით დაამკვიდროს ახალი ავტორიტეტები, გაამართლოს ცხოვრებისადმი ექსპერიმენტალური მიდგომა და პრეტენზია განაცხადოს საკუთარ სიმართლეზე.

კატრინ ობიე “ასტროლოგიური ცნობარი”

იდუმალი, მაგრამ აბსოლუტური ავტორიტეტი: ეძებს თვითდამკვიდრებას, ცდილობს ხელში ეკავოს “მმართველობის აღვირი”, “დირიჟორის”,  საკუთარ  ძალაუფლებას შეიგრძნობს. ეს არის არწივის სიმძლავრე (საერთო სიმბოლო ნიშნისა და პლანეტის) მთელი თავისი სისრულით.

მარია ქეი სიმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

ბავშვებს, იუპიტერით მორიელში, სჭირდებათ საგნების გარეგნული გარსის მიღმა შეღწევა, რათა მათი სიღრმისეული მნიშვნელობა გახსნან. მორიელი – ზოდიაქოს ყველა ნიშნებიდან მეტნაკლებად ინტენსიური ნიშანია და ამ შემთხვევაში, ბავშვები გაიზრდებიან საიდუმლოებების კვლევა-ძიებებითა და მათი გამოცნობის მეშვეობით. მათ შესაძლებელია ფარულობისკენ ჰქონდეთ მიდრეკილება – არც ისე ადვილია იმის გაგება, რა მოაფიქრდებათ,  მაგრამ დიდი ალბათობაა, მრავალი კითხვა დასვან იმის გამოცნობის მცდელობისას, რაც თავში მოუვათ. შეუძლიათ მთლიანად ჩაეფლონ იმაში, რაც აინტერესებთ. საეჭვოა, თქვენ რაიმე წარმატებას მიაღწიოთ, როდესაც შეეცდებით ასეთი ბავშვების ყურადღების მიქცევას იმაზე, რასაც მოსაწყენად თვლიან.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top