იუპიტერი – ფუნქციები, სიძლიერე და დამუშავება

იუპიტერი – ფუნქციები, სიძლიერე და დამუშავება

წყარო: ა. პოდვოდნი

იუპიტერი _ ეს არის მესამე დონის პლანეტა, რომელიც წარმოადგენს გავლენას, გარემოებებს და გარეგანი და შინაგანი ცხოვრების მოვლენებს, რომელიც სუსტადაა დამოკიდებული ნებისყოფასა და ადამიანის ქცევაზე, უკიდურეს შემთხვევაში, განვითარების საშუალო დონეზე მაინც. ეს გავლენა მეტადაა განპირობებული ადამიანის სოციალიზაციით, ანუ მისი ჩართულობით ადამიანთა საზოგადოებაში. თითოეულ იმ ეგრეგორთან მიმართებაში, რომელსაც, ამა თუ იმ დოზით, ადამიანი ემსახურება, უკანასკნელს (ანუ ადამიანს) აქვს ორი ტენდენცია: ამ მსახურების სფეროს გაფართოება და ეგრეგორში შემდგომი ჩანერგვა ხდება ანდა წინააღდეგობრიობაში მოდის, რომლის აზრიც მდგომარეობს ადამიანის განკერძოებაში (გამოცალკევებაში), ინდივიდუალობის _ საკუთარი “მე”-ს უფრო ღრმა ფენების ძიებისა და შესწავლის _ მიზნით ხშირად ეგრეგორისთვის მსახურებისგან თავის არიდებაში. პირველ ტენდენციას მართავს იუპიტერი, ხოლო მეორეს _ სატურნი.

ტრადიციულ ასტროლოგიაში იუპიტერი _ ბედნიერების, წარმატებისა და ფართე შესაძლებლობების (ასევე, ეჭვგარეშეა, რომ კეთილისმყოფელი (კეთილი)) პლანეტაა. უფრო ყურადღებიანი შესწავლა გვიჩვენებს, რომ აქაც არის (მოიაზრება) საკუთარი წყალქვეშა რიფები, უკიდურეს შემთხვევაში, თუ მხედველობაში გვექნება ცხოვრებისეული სიკეთეების არა უზრუნველი მოთხოვილება, არამედ სულიერი განვითარება და ევოლუციის მსახურება. მოკლედ, ჰედონისტსაც კი (ჰედონიზმი ჰედონიზმ–ი [< ბერძ. hēdonē სიამოვნება] – ეთიკის იდეალისტური მიმდინარეობა, რომლის მიხედვითაც ცხოვრების მიზანს წარმოადგენს უდიდესი სიამოვნება, სიტკბოება. Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი), რომელიც ბედნიერად ელის იუპიტერისეულ მცირე და დიდი სიამოვნებების სიუხვეს, მის აზრსა და შესაძლო შედეგებზე ჩაფიქრება სჭირდება.

ასე რომ, იუპიტერი მართავს ადამიანის ახალ ეგრეგორში, სოციალურ ჯგუფში ანდა ფენაშიც კი, ჩართვის პროცესებს; ასევე, მეცნიერებით ანდა ხელოვნებით გატაცებებს; ეს ახალი, უფასოდ გახსნადი შესაძლებლობებია, სამსახურეობრივი წინსვლა ანდა მოულოდნელი მიმართულებით თანამდებობის დაკავებაა, ხანდახან უბრალოდ “მოწმენდილი ციდან” მსხვილი ფულის წვიმაა, რომელიც საშუალებას აძლევს შეცვალოს ცხოვრება და გადაწყვიტოს აქტუალური პრობლემები, მაგალითად: ბინის გადასახადის ანდა საყიდლების თაობაზე.

იუპიტერი მართავს შეყვარებულობის პირველ (მკვეთრად გამოვლენილ) პერიოდს. ჩართული იუპიტერი _ ეს ადამიანის მოციმციმე თვალებია, რომელიც ახალ, ბედნიერ ცხოვრებაში შედის და, თუმცაღა, განსაკუთრებულად ბედნიერი ცხოვრება არ არსებობს, იუპიტერს ეს, თითქოსდა, უხერხულობასაც კი არ უქმნის, ისე გასცემს პირობებს, განსაკუთრებით _ ენერგეტიკულს, სრულიად არ ზრუნავს მათ შესრულებაზე: შეყვარებულობის დასაწყისში სულიერი ამაღლება ანდა ახალი საქმიანობის დაწყება, ხშირად სრულიად არ შეესაბამება მის თანმდევ (შემდგომ) განცდებსა და სირთულეებს. ამ აზრით იუპიტერი _ დიადი მატყუარაა, მაგრამ მთლად ისეთიც არა, როგორიც ნეპტუნი.

იუპიტერი თვალს არ აცილებს, ის უბრალოდ რთავს მკვეთრ შუქს და ცისარტყელას ყველა ფერით “აფერადებს” ილუმინაციებს _ ხოლო შემდეგ, ადამიანისგან შეუმჩნევლად გამორთავს და ადგილს უთმობს უფრო პროზაულ პლანეტებს _ მზეს, მარსს და სატურნს, ანუ აუცილებლობის, შრომისა და დისციპლინის პრინციპებს. რატომ ხდება ასე, ბოლომდე არაა ნათელი, მაგრამ ადამიანის ახალ ეგრეგორში ჩართვისას, უკანასკნელი, თითქოსდა, აქტიურად ეპატიჟება თავისთან, ისე ჩანს, თითქოს სტუმრად, მაგრამ სინამდვილეში, საკუთარ ტერიტორიაზე სამუშაოდ, მაგრამ გარეგნულად ეს, როგორც სასულე ორკესტრი, ყვავილებით მორთული თაღი, ანდა გოგონების მწკვირი სადღესასწაულო, გამოსასვლელ სარაფნებში და უხვი პურმარილი, რომელიც გაშლილია ამოქარგულ (მოჩითულ) ქსოვილზე, ისე ჩანს.

შინაგანი ცხოვრების სფეროში იუპიტერი წარმოადგენს იმ ქვეცნობიერ პროგრამებს, რომლებიც ნაკლებად ხელმისაწვდომია საშუალო განვითარების ადამიანისთვის და მისი ფსიქოანალიტიკოსისთვისაც კი (მათი სფეროა _ პირველი და მეორე დონის პლანეტები), და დიდი ხნის მანძილზე მისაღწევი ბედნიერებისა და ახალი შესაძლებლობების სრული ანალოგია, მაგრამ მაინც, იმისთვის, რომ ისინი ადამიანს ეწვიონ (თუნდაც მცირე ხნით), საჭიროა ძლიერი გამართლება, წარმატება, პირდაპირი დახმარება ბედისგან ანდა ღმერთისგან (ეს უკანასკნელი ადამიანის რელიგიურობის დონეზეა დამოკიდებული). ზუსტად ასევე იუპიტერი მართავს ქვეცნობიერის იმ კომპენსატორულ პროგრამებს, რომელიც ირთვება ადამიანის არა ნების გაძლიერებით, არამედ თითქოსდა თავისით, მაგრამ სრულიად განსაზღვრულ (მაღალი ეგრეგორით) დროს, თუმცა ხშირად თვითანალიზით, სხვა ადამიანებისა და გარე მოვლენების ანალიზის დახმარებით, მაგრამ ვერც პირველი, ვერც მეორე და ვერც მესამე, ადამიანის ფსიქიკაში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას, დროზე ადრე ვერ შესძლებდა. იუპიტერის ჩართვის კარგი ილუსტრაციაა გარე და შინაგანი ცხოვრების შემდეგი მაგალითები:

1) ახალგაზრდა (შემდეგ საშუალო ასაკის) და შედარებით ნიჭიერი მეცნიერ-მუშაკი დაზიანებული მარსისგან მომდინარე ფარული სურვილითაა შეგულიანებული, რომ გახდეს ლაბორატორიის უფროსი (ხელმძღვანელი). ის ბევრს (ხანდახან შეპყრობილივით) მუშაობს, მაგრამ ზოგიერთი მისი ძალისხმევა შედეგს საერთოდ არ იძლევა, მიღწეულის ნაწილი კი უკვე არააქტუალური აღმოჩდება, ხოლო დანარჩენი, თითქოს კარგია, მაგრამ ვერ პოულობს შესაბამის გამოხმარებას (როგორც მას ეჩვენება) ინსტიტუტის ადმინისტრაციის მხრიდან. მოკლედ რომ ითქვას, ხელმძღვანელობას ის მოსწონს, მაგრამ, მიუხედავად მისი ყველა ხილული მინიშნებებისა, მოცემული კანდიდატურა ლაბორატორიის ხელმძღვანელის ადგილზე, რატომღაც, არ განიხილება, ანდა უფრო უარესი, არსებობს განუსაზღვრელი გეგმები, რომელიც წლიდან წლამდე, ყველასთვის გაუგებარი მიზეზებით, გადაიდება.

ოკულტურ ენაზე რომ ითქვას, ხელმძღვანელობითი ეგრეგორი წარმატებულად ეწინააღმდეგება ჩვენი მეცნიერ-მუშაკის მარსიანულ ანდა “ფჩხილებით ჩაფრენილ” ძალისხმევებს და ამას ბრწყინვალედ გრძნობს როგორც მისი ხელმძღვანელობა, ასე თავად ისიც, საკუთარი ძალისხმევის შინაგანი უიმედოობის შეგრძნების დახასიათებით, რომელიც რაღაც ეტაპზე “შემთხვევით” აუცილებლად აფეთქდება. და მოულოდნელად, ერთ ბრწყინვალე დღეს, ყველაფერი ლაგდება: დირექტორი მოულოდნელად ყურადღებიანი ხდება, შეხვედრისას “მაგრად” ართმევს ხელს და მის გამოხედვაშიც პატივისცემა შეინიშნება, სამეცნიერო შედეგები კი მოულოდნელად და უცბად იღებს საერთაშორისო აღიარებას და დიდი ხნის მანძილზე ნანატრი ლაბორატორია იღბლიანს ხელებში უვარდება.

2) ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა, ვერაფრით ივიწყებს მას. მისი აზრები მუდმივად დაკარგულ წარსულს უბრუნდება და ხშირად მიდის ფანჯარასთან, რათა გაიხედოს იმ იმედით, რომ იქნებ საყვარელი ადამიანის სილუეტი მაინც დალანდოს. მამაკაცები აღარ აღელვებს, სამყარო ნაცრისფერი გახდა, ხოლო გრძნობები _ მოდუნებულია. როცა მსგავსი მდგომარეობა ორი წელიწადი გრძელდება, მისი დაქალები ბუნებრივი განკურნების იმედს კარგავენ და იწყებენ ნაცნობი ფსიქიატრის ძიებას, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ მოახდენს ნორმის კონსტატაციას. თავად ის იგებს საკუთარი მდგომარეობისა და ქცევის არამართებულობას, მაგრამ თავად არაფრის გაკეთება არ შეუძლია; თავად აზრიც კი ბადმინტონის ჩოგანზე ანდა თეატრალურ დადგმაზე (მე-5 სახლი) დაუოკებელ ზიზღს ჰგვრის. და მოულოდნელად, ერთხელაც იღვიძებს, აღებს ფანჯარას და ხედავს, რომ ხეებზე ფოთლები ხასხასა მწვანეა, ხოლო ალაგ-ალაგ შევერცხლისფერებულიც კი და უცბად აცნობიერებს, რომ გლოვა დასრულებულია, წარსული ცხოვრება უკვე განვლილია და იწყება სხვა, ახალი, მიმზიდველი, ცინცხალი და ამაღლევებელი პერიოდი.

იუპიტერი სულით და გულით გულუხვია, მუდამ ბევრს გასცემს _ მაშინაც კი, თუ ნათალურ რუკაში სატურნთან შერთებაშია. იუპიტერისეული საჩუქარი არამარტო ყველაზე უკეთესია, რაზეც ადამიანს შეიძლება იმედი ჰქონდეს _ ის იმაზეც უკეთესია, რაც საერთოდ შეიძლება რომ წარმოიდგინოს.

იუპიტერი გასცემს, სამაგიეროდ არაფერს ითხოვს; მაგრამ ის ვარაუდობს (მოიაზრებს) მხოლოდ დამატებით გზებს და შესაძლებლობებს კარმის დამუშავებისათვის და საერთოდ არ ცვლის ამ დამუშავებას. ახალ ეგრეგორში ჩართვა მოიაზრებს მის მსახურებას, მაგრამ ამის შემდეგ ირთვება ნაკლებ ოპტიმისტური პლანეტები; როგორც ჩანს, ინტერესების გადართვის გზით შინაგანი პრობლემის უფასო გადაწყვეტა _ არის მხოლოდ მისი გადავადება ანდა გახსნილი შესაძლებლობა იგივე პრობლემა გადაწყდეს, მაგრამ უკვე სხვა მასალით. იუპიტერი ღვრის დაღლილ, იმედგადაწურულ და დაბნეულ ადამიანზე ღვთის მადლს, მაგრამ ეს პლანეტა გზის დასაწყისია, რომელიც ადამიანმა ბოლომდე უნდა გაიაროს.

 

იუპიტერის დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი სიხარულით ესალმება მის თავს დამტყდარ ბედნიერებასა და ახალ შესაძლებლობებს; ეკლესიაში დადის, უმთავრესად, არა ცოდვების მოსანანიებლად, არამედ იმისთვის, რომ უმაღლესს, შემოქმედს სთხოვოს ამა თუ იმ სიკეთეზე პირადად საკუთარი თავისთვის ანდა ახლობელი ნათესავებისთვის. ამ დონისთვის დამახასიათებელია გამძაფრებული ოცნება ავიდეს “ტალახიდან თავადობამდე”, ანუ გადავიდეს მომდევნო სოციალურ ფენაში, მიიღოს დიდი მემკვიდრეობა, წარმატებულად დაქორწინდეს და ა.შ. ასევე _ უნარები, რომელიც მოაზრებს გამართლებას, მაგრამ არა დაჟინებულ შრომას. მას იმონებს სწრაფი გამდიდრების ისეთი მეთოდები, როგორცაა: აზარტული თამაშობები, საბირჟო მაქინაციები, გაბერილი აქციონერული საზოგადოებები და ა.შ. დაზიანებული იუპიტერისას ხშირად შესაძლებელია დანაშაულებრივი მიდრეკილებებიც: მსხვილი ქურდობები (წვრილი _ მერკურის ქვეშაა მოქცეული), ბანკებისა და საიუველირო მაღაზიების ძარცვა; თითქმის იმის დიდი ალბათობაა, რომ ქურდული ბანდის მეთაურს ძლიერი იუპიტერი ჰქონდეს და, რაც უფრო მეტი ჰარმონიული ასპექტები იქნება მის იუპიტერს, მით უფრო ხანგრძლივად იცოცხლებს და იქნება თავისუფლებაში.

იუპიტერის პირველ დონეზე დამუშავებისას მომდევნო სოციალური ფენის წარმომადგენელი განიხილება როგორც განსხეულებული ღმერთი, რამდენადაც მისთვის მაქსიმალურად დაშვებული ეგრეგორი არის ზუსტად მომდევნო სოციალური ფენის ეგრეგორი. ამას მიჰყავს, _ განსაკუთრებით ძლიერი იუპიტერისას, _ სრულიად წარმოუდგენელ სიამაყემდე ყველაფერ იმასთან მიმართებაში, რომელიც სოციალურ საფეხურზე უფრო დაბლა იმყოფება, და ეს, ზედა საფეხურზე მდგომთან მიმართებაში, თვითგანადგურებას ერწყმის. საერთოდ, იუპიტერი აფართოებს ჰორიზონტებს, მაგრამ აქ ისინი ძალიან ვიწრო ჭრილში, შესაბამისი საზოგადოებრივი წრის ცნობიერებასთან შესაბამისობაში მოიაზრება: კარგია იყო მდიდარი და ცნობილი და ფლობდე ძალაუფლებას; სამეცნიერო და რელიგიური იდეები და იდეალები ჯერ კიდევ არ წარმოიშობა ანდა ეფემერულად ჩანს.

იუპიტერის დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი ძველებურად აღიქვამს მის თავს დამტყდარ ყველა სიკეთეს და ბედის გამართლებას როგორც აუცილებლობად (იუპიტერის, ბედის მხრიდან ვალდებულებად), გარდაუვალობად ისე თვლის და, უფრო მეტიც, მათ მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით კი იუპიტერისეულ წყალობას, საერთოდ არ აღიქვამს, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი არ იღებს კარმულად დამსახურებულს _ ბევრი რამ შეუმჩნევლად გამოსდის (ბევრიც რამ კი, განსაკუთრებით ცუდი ქმედებები სხვებისგან შეუმჩნეველი რჩება, ანუ “შერჩება”) და მადლობა ღმერთს რომ ვერც ამჩნევს, ხოლო თუ რატომ ხდება ასე, ადამიანი არ უფიქრდება.

ამ დონეზე ადამიანს ხანდახან დაშვება აქვს იმ სოციალური ფენის ეგრეგორთან, რომელიც სოციალურ კიბეზე ორი საფეხურით წინაა, ამიტომაც უშუალოდ ზემდგომი ფენა თუმცა საკმაოდ მიმზიდველია, მაგრამ ოცნებაში მათ უკვე ზუსტად ისევე ანსხვავებს: როგორც პოლკოვნიკის ჩინი არსობრივად განსხვავდება გენერალ-მაიორის და გენერალ-ლეიტანტის ჩინებისგან. მეორე დონეზე ლოცვა ძველებურად მათხოვრობის ხასიათს ატარებს, მაგრამ ეკლესიიდან გამოსვლის შემდეგ აზრები რაღაც დროით (უკიდურეს შემთხვევაში, ეკლესიის კარიბჭის ბოლომდე) მთლად მიწიერ საქმეებზე აღარაა მიპყრობილი; ბუნდოვნად ჩდება ქველმოქმედების იდეა. ადამიანი, ჯერ კიდევ სოციალურ შტამპებთან მკაცრად შესაბამის საფუძველზე აყალიბებს საკუთარ წარმოდგენებს ბედნიერებაზე, წარმატებასა და შესაძლებლობების გაფართოებაზე, მაგრამ მათი ნაკრები უფრო ფართე ხდება და მათი კომბინირებისთვის შესაძლებელია გაცნობიერებული წარმოებულობა, მაგალითად: მე მსურს ვიყო ავეჯის ქარხნის დირექტორი და მქონდეს აგარაკი. ამ დონეზე ადამიანისთვის იხსნება კაცობრიობის იდეალური მიღწევების სფეროები: ხელოვნების, აბსტრაქტული აზრების სამყარო და, სადღაც ჰორიზონტზე, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანი ანდა უხილავია, იწყება ფილოსოფიისა და რელიგიის შემჩნევა როგორც გამოუცნობისა და იდუმალისა, მაგრამ ოდესმე, შესაძლებლია, მისი სიღრმეების შეცნობა.

იუპიტერის დამუშავების მესამე დონეზე ადამიანი ნაწილობრივ აცნობიერებს წარმატებასა და ბედნიერებაზე სოციალური წარმოდგენების შეზღუდულობას, მაგრამ ისინი არ კარგავენ საკუთარ ძალაუფლებას ადამიანზე. თუმცა, გონებით (იშვიათად არსობრივად) ახლა უკვე იგებს, რომ ბედნიერება არის სხვა ადამიანების სასიკეთოდ შრომის შედეგი, რისთვისაც, თავის მხრივ, საჭიროა სწავლა და საკუთარ თავზე ბევრი მუშაობა, ხოლო ცხოვრებაში წარმატება სხვა არაფერია თუ არა თავისდროულად მოსული შესაბამისი სამუშაოს ნაჭერი (არაა მნიშვნელოვანი, საკუთარ თავზე ანდა გარე სამყაროში): სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება: ადამიანი სწავლობს იმ სირთულეებით გახარებას, რომელიც მის ცხოვრებისეულ გზაზე ბუნებრივად წარმოიშიობა, იგებს, რომ მათი გადალახვა ზუსტად მისი ევოლუციური სამუშაოა. მხოლოდ ახლა მას შეუძლია სწორად შეაფასოს იუპიტერისეული გავლენა არა როგორც უცოდველი ცხოვრების გამო ბედის საჩუქარი, არამედ როგორც კარმის დახმარება სწავლებასა და ქმედების შესაძლებლობების გაფართოებაში, ანუ საკუთარ ცხოვრებაში შემოქმედებითი პრინციპის განვითარება.

ამ დონეზე ხშირად ხდება მეცნიერების ანდა ხელოვნების განღმერთება _ შედარებით მაღალ სოციალურ ეგრეგორებთან მიმართებაში მრავალ რამეში მოქნილია, ანუ დაშვებულია შემოქმედებითი სამუშაო, სადაც ახლა ადამიანს, იუპიტერის დახმარებით, რეგულარული დაშვება აქვს. მხოლოდ ერთია, უფრო მაღალ ეგრეგორებში _ საკუთრივ ფილოსოფიური და რელიგიური სიბრძნე _ გამოსვლა, თუ მაინც არის, ეს ჯერ კიდევ ძალიან ხანმოკლე, წამიერი რელიგიური და ფილოსოფიური განდობა იქნება, თუმცა ადამიანის მიერ საკმაოდ კარგად დაფასდება, მაგრამ მის ცხოვრებაში ძირითად როლს მაინც არ თამაშობს. მიუხედავად ამისა, ამ დონეზე ეკლესიისა და რიტუალებისადმი ინტერესი არსობრივად ძლიერდება და უკვე არა მხოლოდ კულტურულ-საჩვენებლი მნიშვნელობა აქვს: ზიარების ანდა აღსარების შემდეგ ადამიანმა შესაძლებელია შეიგრძნოს რეალური შემსუბუქება და დახმარება.

იუპიტერის დამუშავების მეოთხე დონეზე მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ადრე წმინდანებად ჩათვლიდნენ, მაგრამ ჩვენ ათეისტურ დროს ამ ტერმინებს არ იაზრებენ და მხოლოდ პირადი ურთიერთობებიდან გამომდინარე უწოდებენ: “ძალიან კარგ ადამიანს” ანდა “რაღაცნაირ უცნაურს… არაამქვეყნიურს”. იუპიტერის დამუშავების მეოთხე დონეზე ადამიანი უკვე არსობრივად იმ მდგომარეობაშია, რომ შეუძლია გვერდზე გაუდგეს ბედნიერებაზე საერთო-სოციალურად მიღებულ იდეალებს და წარმოდგენებს; ის პოულობს საკუთარ ადგილს ევოლუციურ პროცესში და იძენს ჭეშმარიტ, პირად რწმენას, ანუ საკუთარ მაღალ, კარმული ეგრეგორის არხს, რომელიც მას ცხოვრებაში ატარებს, სთავაზობს რა თანამშრომლობას განსხვავებულ სოციალურ ეგრეგორებთან, რომელთა ეთიკასაც ადამიანი იცავს, მაგრამ მთლიანად არ ემორჩილება, ფლობს მუდმივ შესაძლებლობას მიიღოს ინფორმაცია და დახმარება უფრო მაღალი ეგრეგორისგან. მხოლოდ ერთია, იმისთვის, რომ გავიდეს ამ დონეზე, საჭიროა ამ სოციალური ეგრეგორისთვის უპიროვნო მსახურების (მე-12 სახლი) სრული კურსი და თანმდევად საკუთარი ქვეცნობიერი ყველა პროგრამის ტრანსფორმაცია; ბედნიერების თაობაზე შექმნილ საზოგადოებრივი ქვეცნობიერის სტანდარტულ წარმოდგნებზე დადებითიად გამომხმაურებელია, მაგრამ ტოვებს მხოლოდ იმას, რაც პირადი კარმის ჩარჩოებში ევოლუციურ მსახურებას შეესაბამება.

ასეთი ადამიანისგან ვრცელდება სულიერი სინათლე. მისი იუპიტერი რთავს ყველა იმ ადამიანის იუპიტერს, რომელიც მის გარშემო ხვდებიან და მრავალი მათი პრობლემა (გარეგანი და შინაგანი) თავისთავად წყდება, მაგრამ მთავარი ეს არაა, არამედ ისაა, რომ თვითგანვითარების შესაძლებლობის და ევოლუციური სამუშაოების გაფართოება ხდება, რომელიც მოაქვს ამ დიდხნიან, მაგრამ ცუდად გაგებულ პლანეტას.

იუპიტერი ახდენს მფარველის (მამა ანდა უფროსი, ხელმძღვანელი პირის), ბედნიერი შემთხვევის ანდა უბრალოდ დიდი სიხარულის სიმბოლიზებას.

იუპიტერი მართავს მშვილდოსანს და თევზებს, კულმინაციას (ეგზალტაციას) აღწევს კირჩხიბში. იუპიტერი მშვილდოსნისგან მაღალ მიზანმიმართულებას და რელიგიურ შეფერილობას იღებს, ხოლო თევზებისგან _ მოწყალებასა და ლმობიერებას, კირჩხიბისგან _ კაცობრიობის პრობლემების არსში ღრმა ემოციონალურ და სულიერ შეღწევადობას, რაც ერთბაშად არ ცნობიერდება.

იუპიტერის სიტუაცია ეს, მაგალითად, მსჯავრდებულის ამნისტიაა ნაციონალური დღესასწაულის საფუძველზე, _ ვთქვათ, მემკვიდრის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით გამოცხადებული ნაციონალური დღესასწაული. იუპიტერისული სიტუაცია უხვადაა ნებისმიერ სათავგადასავლო რომანში: ეს, სტიქიური უბედურებისგან გასაოცარი გადარჩენა და სხვადასხვა მტრების, გაიძვერების და მდევნელების დასჯისგან თავის დაღწევაა. იუპიტერი მართავს გულმოწყალებას მის სოციალურ გამოხატულებაში _ ბავშვთა სახლები, ბავშთა თავშესაფრები, უფასო სადილები უმუშევართა და მშიერთათვის, რელიგიური მისიები უმწეოთათვის პრაქტიკულ დახმარებაზე გაკეთებული აქცენტით. მაღალი ოქტავის იუპიტერის სიტუაცია _ ღვთაებრივად გარდასახვა, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ის, რაც მისტიკურად ხელდასხმად იწოდება, ანუ უმაღლესი ეგრეგორის პირდაპირი არხების გახსნაა.

იუპიტერი აუცილებელია სამეცნიერო კვლევა-ძიებისთვის, ის აფართოებს მკვლევარის თვალთახედვის არეალს და იძლევა წარმატებას, თითქმის სასწაულს, რომლის გარეშეც შეუძლებელია რაიმე სერიოზული სამეცნიერო მიღწევა. იუპიტერის სიტუაცია ასევე არის სერიოზულ საუბარზე ანდა რელიგიურ-ფილოსოფიურ თემებთან დაკავშირებულ ლექციაზე (ზედაპირული ლაქლაქი ამ და ნებისმიერ სხვა თემებზე მერკურის ქვეშ მიმდინარეობს). იუპიტერი მართავს ცნობიერების გაფართოების სოციალურად მოწონებულ გზებს _ წიგნები, ბიბლიოთეკები, საკუთარი და უცხო კულტურა, უცხოელები, მოგზაურობა და შორეული ქვეყნების კვლევა-ძიებანი. იუპიტერი მონაწილეობს ყველა ბარაქიან სიტუაციაში, იქნება ეს უხვი მოსავალი, სხეულის სისრულე ანდა წყალდიდობა. კალიების შემოსევის შემთხევებიც კი, როგორც ჩანს, იმართება სატურნისა და იუპიტერის შეერთებით. აქ ჩვენ ვეხებით იმ მნიშვნელოვან გარემოებას, როცა “ბევრი” სულაც არ ნიშნავს “კარგს”; ნაწილობრივ, ქვეყანაში ჯაჭვების, ბორკილებისა და მავთულხლართების სიუხვე, სრულიად შესაძლებელია, შესაბამისი მინისტრის პირად რუკაში ჰარმონიული იუპიტერის მდებარეობასთან იყოს დაკავშირებული.

 

ადამიანი, რომელზეც იუპიტერის გავლენა ძლიერია _ ასეთი ადამიანის პირად რუკაში იუპიტერის უპირატესობა იწვევს ორი რეაქციიდან ერთ-ერთს: მას ან გააღმერთებენ, ანდა სრულიად ვერ აიტანენ. მიზეზი იმაშია, რომ ადამიანი-იუპიტერი (გარდა ძლიერი დაზიანების იშვიათი გამონაკლისებისა) მუდამ ძალიან “ბევრია”.

ჰარმონიულ ვარიანტში ეს რაღაც ზღაპრულია: წარმოიდგინეთ მსუქანი, ძალიან გულკეთილი და სიცოცხლით ხალისიანი ადამიანი, რომელიც უკიდურესად გადავსებულია იდეებითა და ენერგიით, დაუღალავად აქტიურია, მუდმივად გარემოცულია ადამიანთა და საგნების სიუხვით. მის სახლში თქვენ მუდამ დაგახვედრებენ სხვადასხვა ტკბილეულობებს, ამასთანავე მათი მარაგი და მრავალსახეობა ამოუწურავი ჩანს; სასარგებლო ავეჯი და “უსარგებლო” სათამაშო (ე.წ. “ბეზდელუშკები”), აღარაფერს ვამბობთ წიგნებსა და ხელოვნების საგნებზე, იმდენია, რომ ეყოფოდა საჯარო ბიბლიოთეკასა და საშუალო სიდიდის მუზეუმს და თუ მასპინძელს აქვს სმენა, მაშინ უკრავს ნებისმიერ მუსიკალურ ინსტრუმენტზე და მრავალი მათგანი მის სახლში ინახება, ამასთანავე, ინკუსტრირებულია სადაფით ანდა ღმერთმა იცის კიდევ რით, ხოლო სამი გიტარიდან ერთი არა ექვსსიმიანი, არამედ თორმეტსიმიანი აღმოჩდება. ასეთი ადამიანი გარშემომყოფებს შემწყნარებლურად უყურებს და თუ თქვენ შესძლებთ ყველაფერი ამის გადატანას და თან ცოცხლად დარჩენას, არ გააღრმავებთ საკუთარ არასრულფასოვნების კომპლექსებს, მაშინ აღმოაჩენთ, რომ მასპინძელი, არსით, საკუთარი თავით სავსეა და თქვენ განგიხილავთ, როგორც რაღაც შუალედურს საყვარელ სიამის კატასა (მას კიდევ ორი ჰყავს ასეთი) და გასული საუკუნის კაბინეტის როიალს შორის, მოკლედ, ის (სრულიად უანგაროდ) გთავაზობთ საკუთარ პიროვნებას, ფუფუნებასთან, სიმდიდრესთან, სიუხვის აურასთან, წარმატებასთან და ბედნიერებასთან ერთად, და ეს ცოტაა?!

ძლიერი იუპიტერის დაძაბული ასპექტებისას ადამიანი თვითდამკვიდრების პრობლემით უკიდურესად აფორიაქებული იქნება. დაბალ დონეზე ის ფაქტიურად “საკუთარი პერსონის მნიშვნელოვანებისგან” გასკდება, ამასთანვე ეს სანახობა იმდენად შთამბეჭდავია ადამიანთა ერთი ნაწილისთვის, რამდენადაც მეორე ნაწილისთვის _ სასაცილო და ამ უკანასკნელთათვის სრულიად გაუგებარი იქნება მისი ძალაუფლება პირველ კატეგორიაზე. ამ ადამიანს ასევე ბევრ რამეში გაუმართლებს, მაგრამ ხშირად ბინძური საშუალებებით: ვთქვათ, ის არ მოხვდება მძიმე ავტოკატასტროფაში, მაგრამ ფეხი აუცურდება და ჩავარდება ღრმა ჭაში. აქაც პიროვნების გამოვლინებისა და მატერიაული სიმდიდრის სიუხვე იქნება, მაგრამ ყოველთვის არა იმისა, რაც სასურველია; გარდა ამისა, შესაძლებელია სიმსუქნე (ანდა უკიდურესი სიგამხდრე), შეშუპებები, დიდი, ამობურცული ხალები და ა.შ.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანი-იუპიტერი გულგრილი იქნება ფუფუნებისადმი, სიამოვნებისადმი, სოციალური პრიორიტეტებისადმი, უფრო მაღალ დონეზე _ ახალი იდეებისადმი, იმ ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობებისადმი, რომელიც მისი თანამედროვეებისთვისაა აქტუალური. ეს ფილანტროპი, მეცენატი, ზოგადად, საუკეთესო ანდა საშუალო დონეზე, _ ამ სიტყვის არსით _ მფარველი; ის ცხოვრობს სამყაროში, რომელიც ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის სამყაროსგან და მასთან ადეკვატური კონტაქტი ანდა თუნდაც გაგება ძალიან რთულია.

საერთოდ საჭიროა მხედველობაში გვქონდეს, რომ ჰოროსკოპში მესამე ანდა მეოთხე დონის პლანეტის ქონა ხშირად ადამიანს აძლევს ღვთის რჩეულობის შეგრძნებას, რომელიც გამოწვეულია (სრულიად რეალურით) მაღალი ეგრეგორის ძლიერი არხის შეგრძნებით. რა თქმა უნდა, ეს არხი საჭიროებს დამუშავებას, რომელიც მიიღწევა ამ უპირატესი პლანეტებისა და პლანეტის განვითარებული პრინციპით, მისი ასპექტირებით და მხოლოდ მაშინ შესძლებს ადამიანი ნაციონალურ და, მითუმეტეს, პლანეტარულ ეგრეგორებზე გასვლას, მაგრამ მითითებული მისტიკური გრძნობა ხანდახან შესაძლებელია შეიგრძნობოდეს ადრეული ბავშვობიდან.

სუსტი იუპიტერი იძლევა ისეთ ადამიანს, რომელიც ბედისგან არაა განებივრებული, მის წინ მოულოდნელად არ ჩდება ლამაზი ფერია და ბევრი საჩუქრებით არ ასაჩუქრებს; მას თანდათანობით ექმნება (იუპიტერის ნებისმიერი ასპექტირებისას _ სწორი) ისეთი შთაბეჭდილება, რომ მთელი თავისი ცხოვრება ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს, ზევიდან რაიმე განსაკუთრებული დახმარების იმედი არ ჰქონდეს. იმედის გარეშე ცხოვრება კი არცერთ ადამიანს არ შეუძლია; მაგრამ სუსტი იუპიტერი, განსაკუთრებულად არ ეხმარება, უბრალოდ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავად გამოჭედოს საკუთარი ბედნიერება _ ანუ, ის, რასაც ადამიანი თავისთვის ირჩევს.

საჭიროა იმის გაგება, რომ ცნობიერების გაფართობისკენ და საკუთარი თავის შეცნობისკენ სწრაფვა განისიზღვრება არა იუპიტერისა და ქირონის ასპექტებით, არამედ ადამიანის ევოლუციური დონით, ამიტომაც სუსტი იუპიტერი ნიშნავს არა საერთოდ სხვა, უფრო ფართე ეგრეგორებისკენ მისწრაფების არარსებობას, არამედ უფრო ხშირად რომელიმე ერთ-ერთი მათგანისთვის სპეციფიკური უპირატესობის მინიჭების არარსებობას. ადამიანმა, თუ ასე შეიძლება გამოხატვა, წინაგანსხეულების დასრულებისას თავისუფალი არჩევანი მიიღო და ახლა მაღალ სფეროებში თავად ირჩევს სამომავლო სამუშაოების ადგილს. მას განსაკუთრებულად არავინ ეძახის, მაგრამ არც არავინ უარყოფს; მხოლოდ ერთია, სანამ თავად არ გააკეთებს არჩევანს და ახალი ეგრეგორისგან, შემდგომი ჩართულობით, გამოცდას არ გაივლის, მანამდე არ უნდა ელოდოს უმიზეზო წახალისებებს: ადამიანის თავისუფლება მუდამ იწვევს ეგრეგორის ეჭვს.

ჰარმონიული იუპიტერი იძლევა წარმატებასა და ფართე შესაძლებლობებს იმ სფეროებში, რომელზეც გავლენას ახდენს. ამ სფეროებში ადამიანს სინამდვილის (რეალობის) ეიფორული აღმქმელობა აქვს: ის დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გამოუვა, ხოლო უსიამოვნების შემთხვევაში, ყველაფერი საუკეთესო სახით წყდება და მისთვის მოულოდნელი სარგებლითაც კი უტრიალდება. ჰარმონიული იუპიტერი იძლევა მკვეთრ განათებას და ობიექტური (ანუ გარშემოყოფების შეხედულების წერტილიდან) ნაცრისფერიც კი უკვე არც ისე მონავლებულად და დამთრგუნველად ეჩვენება, ნებისმიერ შემთხვევაში, იმედის მომცემად ჩანს. ასეთ ადამიანს უჭირს მძიმე ცხოვრებაზე წუწუნის მოსმენა და გაგება, ის ვერც კი წარმოიდგენს ამას, მაგრამ თუ თქვენ მოისურვებთ და შესძლებთ მის არხთან მიერთებას, ის სწრაფად დაგაწყნარებთ, ზედმეტი ანალიზისა და არგუმენტების გარეშე, საკუთარი ოპტიმიზმით, ენერგიით, კეთილგანწყობილებითა და სურვილებით, უბრალოდ აგიმაღლებთ განწყობასა და სულის მხენობას. რატომ უნდა მოიწყინოთ, როცა სამყაროში ამდენი გამოუყენებლი შესაძლებლობაა, რომელიც მხოლოდ კარგ ადამიანს ელის?

ჰარმონიული იუპიტერი, განსაკუთრებით კუთხის სახლებში, ადამიანს აძლევს მუდმივი პარაზიტობის ძლიერ ხიბლს. მას თითქოს ცხოვრება კი არა, ერთი შეშლილი დღესასწაული აქვს, ეს სასურველი სასიძოა, რომელიც მუდმივად დაკავებულია საკუთარი ახალ-ახალი, ბრწყინვალე სარძლოების შესწავლით, რომლებსაც მხოლოდ ერთი რამ სჭყურიათ _ მასზე გათხოვება! მართალია, გარკვეული დროის შემდეგ მისი გემოვნება რამდენადმე ჩლუნგდება, ხოლო წარმატება და გამართლება ბეზრდება და წყვეტს ასეთ აღქმას, მაგრამ მაშინაც კი, თუ ადამიანს არ სურს აბსოლუტურად არაფერის კეთება და წმინდა ეგოისტური მიზნებით მხოლოდ იუპიტერის მიერ ბოძებული “საჩუქრების” (წყალობის) სრული ასი პროცენტით ექსპუატაციას ეწევა, მისი ქმედებები არ სრულდება, თუმცაღა _ სუსტდება. ხდება მეორე: იწყება კარმული კანონების მოქმედება, რომელიც სხვა პლანეტების მეშვეობით (პირველ რიგში, მზისა და სატურნის) ადამიანს სთავაზობს უფრო მკაცრ გამოცდებს, ასწავლის ეგზისტენციალური ყოფიერების კანონებს, ანუ საკუთარ ტყავზე იწვნევს ყველა გამოცდას. მხოლოდ ერთია, იუპიტერს არ შესწევს ძალა წინ აღუდგეს ამ გავლენებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ახალ გარემოშიც კი ამსუბუქებს ცხოვრებას და აფართოებს შესაძლებლოებს: მაგალითად, საერთაშორისო კომპანიის უბრალო კლერკის დონემდე ჩამოქვეითებული დირექტორი საკუთარ, ახალ სამუშაო ადგილზე აღმოაჩენს, რომ მისი ფანჯრიდან შესანიშნავი ხედია: აყვავებული პარკი და მოშორებით ოქროსფერგუმბათიანი ეკლესიაა.

დაზიანებული იუპიტერი ყველაზე ხშირად იძლევა _ ღრმად ფრუსტრირებულ და ძლიერი ნაპოლეონისეული კომპლექსის (გარეგნულ დონეზე ეს შეიძლება გამოხატული იყოს ძალიან არასასიამოვნოდ: სიხარბე, ქედმაღლობა და ა.შ.) მქონე ადამიანს. მისი ცხოვრების შესაბამის სფეროებში რაღაცნაირი უხილავი შინაგანი (ხანდახან კი გარეგნულიც და კარგად სმენადიც კი) ხმა მუდმივად ჩურჩულებს: “შენ მნიშვნელოვანი პერსონა ხარ. შენ, დიადიც კი ხარ. შენ არაჩვეულებრივი უნარები და შესაძლებლობები გაქვს და მუდმივად უნდა გხვდებოდნენ ყვავილებით, ფომფონების კვრითა და ბობოქარი აღფრთოვანებით, რამეთუ შენ ამასთან ერთად უცოდველიც ხარ”. მაგრამ რეალობასთან შეჯახებისას სწრაფად ირკვევა, რომ შესაძლებლობები ნამდვილად იხსნება, მაგრამ მაინცდამიც ისინი არა, ანდა ის, რომელიც ითხოვს დიდ, დამატებით ძალისხმევას.

ხოლო ყვავილები და აღფრთოვანებები, ძირითადად, რატომღაც, ძალადობრივი გზით უნდა მიიღოს. დაზიანებული იუპიტერის დამუშავების სირთულე იმაშია, რომ შინაგანი შეგრძნების აღწერა მოდის (როგორც ადამიანს ეჩვენება) თავად მისი არსების სიღრმეებიდან (იუპიტერი როგორც მესამე დონის პლანეტა მართავს ქვეცნობიერ, ძალიან სიღრმისეულ პროგრამებს), მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთლად ცრუც არაა, თუმცა ძლიერ დამახინჯებული და არასრულია, ხოლო გაგება და საკუთარ თავთან ამის აღიარება ძალიან რთულია. თუ მთლიანობაში რუკა ჰარმონიულია, ადამიანი იუპიტერისეულ სიამაყეს ქვეცნობიერში აძევებს, ხანდახან ეს წარმატებულად გამოსდის, მაგრამ ყველაზე ხშირად ქცევებში და ინტონაციაში მაინც შეინიშნება.

რაც შეეხება ბედნიერებასა და წარმატებას, აქ არაა საჭირო ისინი წმინდა მონეტად ჩაითვალოს _ ყველაზე ხშირად ეს მოწვევა მთლად იმ ეგრეგორისგან არაა ანდა წარუმატებლადაა ჩამოყალიბებული და არაა საჭირო მათზე ისე მივარდნა, როგორც თევზი ეცემა ანკესზე წამოგებულ ჭიაყელას და სიფრთხილის დავიწყება. გარდა ამისა, ჩვეულებრივ, პლანეტარულ ამბიციებს საფუძველი აქვს (რაც ფსიქიატრების აზრის საწინააღმდეგოდ მეტყველებს), მაგრამ ითხოვს მრავალწლიან დამუშავებას და თვითუარყოფას, და მხოლოდ ამ შემთხვევაში, ყველაზე დაზიანებული იუპიტერიც კი, ადამიანს მოუტანს დიდი ხნის მანძილზე ნანატრ წარმატებასაც და ბედნიერების იმ ნაწილსაც, რომელიც წინასწარ წარმოსადგენადაც კი რთული იყო.

სტატიის ავტორი: ნინო

 


About Tamta

Scroll To Top