იუპიტერი ქალწულში

იუპიტერი ქალწულში

ზოდიაქოს ნიშნებში იუპიტერის მდებარეობა  ფილოსოფიურ, ეთიკურ, რელიგიურ შეხედულებებსა და კრედოზე გვაუწყებს. ის უჩვენებს, თუ როგორ ინტერესდება ადამიანი ფილოსოფიით და უმაღლესი განათლებით, რომელ სფეროებში სურს განივითაროს საკუთარი არეალი, რაში ხედავს მსხვილ კავშირებს და მათთან მიმართებაში როგორ მოქმედებს.

უჩვენებს, თუ როგორ ანაწილებს ადამიანი საკუთარ ძლევამოსილებას სხვებთან და რამდენად გრძნობს თავს სოციალური წესრიგის წევრად, რომელიც, თავის მხრივ, მას ეხმარება. მხოლოდ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი იძლევა იმ ზრდასა და პროგრესს, რასაც მარტოხელა ადამიანი ვერასდროს მიაღწევს. ის არამარტო ფინანსურ და მატერიალურ სარგებელზე უჩვენებს, არამედ იმაზეც, თუ როგორ პოულობს კარმაში სხვების კეთილგანწყობას და სულიერი დაცვის უფლებას. უჩვენებს, თუ როგორ ჯილდოვდება ადამიანი წარსულში ჩადენილი კარგი ქმედებებისთვის და მისი შეხედულებები რამდენად დიდსულოვანია ნაკლებად წარმატებულების მიმართ.

 

სიკეთე + გულმოდგინება = ზნეობა

ხასიათის უარყოფითად განვითარებისას ვითარდება შარიანობა და გესლიანობა (დამცინავობა), წვრილმანების ამოქექვისა და უმნიშვნელო დეტალების გადაჭარბებული სიყვარული. ეს ადამიანი ან ზედაპირულად უზრუნველია, ანდა დათრგუნულია მუდმივი ეჭვებითა და უკმაყოფილებით, მისი ქადაგებები არადამაჯერებელია, სიციალური ზრდა თითქმის მთლიანად იბლოკება მომაბეზრებლობითა და საკუთარ ენაზე “კბილის დაჭერის” უუნარობით. ასეთი ადამიანი სავსეა შინაგანი უთანხმობებით (ყველაზე ცუდი გამოვლინებებით), რელიგიურ საკითხებში სრულიად დეზორიენტირებულია და ზედაპირული კრიტიკულობისკენაა მიდრეკილი. ბუნების დადებითად განვითარებისას ხასიათი განსხვავდება უჩვეულო თანაგრძნობით, სასარგებლო დაზუსტებებისა და მნიშვნელოვანი დეტალებისადმი ყურადღების გამოჩენისკენ მიდრეკილებით. ეს თანაგრძნობის გამომხატველი სული ყველაზე მეტად ზრუნავს სხვების კომფორტსა და კეთილდღეობაზე. ადამიანი საფუძვლიანი და მომთმენია, ფლობს სერიოზული კვლევა-ძიების ნიჭსა და მთლიანი სპექტრის ზნეობრივ ღირსებებს. სწავლაში შესაშურ გულმოდგინებას ავლენს, ფლობს პედაგოგის ნიჭს, შეუძლია ჯანსაღი, კონსტრუქციული კრიტიკა, დაჯილდოებულია ორგანიზატორული ნიჭით.

ასეთ ადამიანთან ჰარმონიულად და სასარგებლოდ თანამშრომლობა ნებისმიერს შეუძლია. საკუთარი სახით წარმოადგენს იმ წარმატებას, რომელიც მონდომებულობისა და თანმიმდევრული ძალისხმევის მეშვეობით მოიპოვა. ის უეჭველად საკუთარი საქმის ოსტატია, ბევრს და წარმატებულად სწავლობს როგორც პრინციპებს, ასევე პრაქტიკულ მაგალითებს. ხშირად სხვებისთვის მორალის კითხვის მიდრეკილებას ავლენს, ხშირად წვრილმანების დევნაში დიდ ფსონს კარგავს. იმყოფება რა ხელმძღვანელ ადგილზე, საკუთარ შეუცვლელობაში დარწმუნებულია, რაც, ასევე ხშირად სიმართლეს შეესაბამება. ადამიანი დაჯილდოებულია უიშვიათესი პედაგოგიური ნიჭით და შეუძლია მეთოდოლოგიურ-კონცეპტუალური კვლევები. ის წარმატებულია სალიტერატურო სფეროსა და კომერციაში. ყველაზე ხშირად მისი მეგობრები ინტელექტუალები და მაღალგანვითარებულნი არიან. უყვარს მოგზაურობა პრაქტიკული სარგებლის, ახალი ნაცნობობის დამყარების ანდა საქმიანი პრობლემების მოგვარების მიზნით. შესაძლებელია ქორწინება უფრო ახალგაზრდა პარტნიორზე. ხასიათი უმწიკვლო, პედანტური, ეს არის გონებახვილი პრაგმატიკოსის ტიპაჟი. გონებრივი ბაზისი ფოლოსიფური აქვს, ჰარმონია უეჭველად მოწმდება ალგებრით. როგორც შემსრულებელი, ასეთი ადამიანი შეუცვლელია, როგორც შუამავალი – საკმაოდ შედეგიანია.

ის ურთიერთობაში ფრთხილია და საქმიან კავშირებში წინდახედულია. ბევრს და ხშირად სასარგებლო და მნიშვნელოვან წვრილმანს იგონებს. ბრწყინვალედ და დეტალურად ერკვევა კანონში, შესაძლოა წარმატება ჰქონდეს საადვოკატო საქმინობაში. ასეთი ადამიანი, მთავარი სტრატეგიული მიზნების მიღწევებისას, უეჭველად ცდილობს ყოველ დეტალს თვალყური ადევნოს, რაც ხშირად ართულებს საქმის დასრულებას. ხანდახან მასში ყველაზე უცნაური სახითაა შერწყმული სიხარბე (გაუმაძღობა) და გულუხვობა, რაც ხშირად გარშემომყოფებისთვის გაუგებარია. სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის, ან საკუთარი ოჯახის დასახმარებლად, საქმეში ჩასართველად მუდამ მზადაა. ზუსტად წარმატებულ საქმიანობასა და მის მასშტაბურ პრაქტიკულ შედეგებს მოაქვს საკუთარი თავის პატივისცემა და მისი პიროვნების საფუძველს ამყარებს.

ამ ადამიანს შეუძლია სხვებს ღირსეულად მუშაობა აიძულოს და ამ დროს შეუძლია როგორც მათი საქმიანობის დამხმარე მცველის (ზედამხედველის) სახით კონტროლის გაწევა, ასევე უშუალოდ საკუთარი მაგალითის დემონსტრირებით მათი აყოლიება. ეს ადამიანი თვლის, რომ სოციალურ და სამსახურებრივ სისტემურ ურთიერთობაში გათვალისწინებული უნდა იყოს ყოველი წვრილმანი, რამეთუ სრული ჰარმონია ვერ იქნება მიღწეული, თუ რაიმე ყურადღების გარეშე დარჩება და მისთვის განკუთვნილ ადგილზე არ აღმოჩდება. უყვართ ერთდროულად სისტემურად და გულმოდგინედ ფიქრი. ისინი ბრწყინვალე მოჭადრაკეები და დიდებული ლოგიკოსები არიან.

რელიგიურ და სოციალურ პრობლემებს ჯანსაღად უყურებენ, ნებისმიერ ავტორიტეტებთან მიმართებაში უკიდურესად მომთხოვნები და მომაბეზრებლები არიან. მათ შეუძლიათ ხისტ ბიურეკრატებად იქცნენ, რომლებიც ნებისმიერი წვრილმანებით დაქვემდებარებულებს გულს უწყალებენ, ასევე შეუძლიათ ფარული ქმედებების გზით ხელისუფლების დამხობა. მათი მკაცრი კრიტერიუმების და შეფასებების სისტემის მეშვეობით ყველა შთაბეჭდილებას და ცნობას ამუშავებენ, მათთან ღრმად ობიექტურ ურთიერთობას აყალიბებენ. ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ამხელენ ცრუ-წინასწარმეტყველებსა და ცრუ-მასწავლებლებს, რადგანაც შეუძლიათ მათ დოქტრინებსა და ქცევებში უწვრილესი ნაკლის შემჩნევაც კი. უყვართ ცრუ ავტორიტეტების გაბათილება და ცრუ-გურუების მხილება. ასეთი ადამიანების ქცევა, ჩვეულებრივ, კრიტიკული, ფრთხილი, პედანტური, გონივრული და პატივმოყვრულია. ისინი მიდრეკილნი არიან გამოყენებითი კვლევებისა და სასარგებლო საქმეებისკენ.

 ჩვეულებრივ, თანამშრომლებში პოპულარულები არიან, რადგანაც მათი ორგანიზატორული ნიჭი უნიკალურია. ძალიან წარმატებულნი არიან როგორც ნოტარიუსები, მედიცინის მუშაკები, მათემატიკოსები და მერები. ასეთი ადამიანი თანაშრომლობაში ავლენს პარტნიორისადმი ამაღლებულ მოთხოვნებს. ის დაბადებიდან სწავლულია, რომელიც ხელმძღვანელობს ჭეშმარიტების მაღალი იდეალებით და უკიდურესად გულმოდგინეა კონკრეტულ საქმეში. სხვებისგან გამუდმებით ძალიან ბევრს ელის და მიდრეკილია მათი მკაცრი კონტროლისკენ. ასეთი ადამიანი ადვილად აქცევს ბუზს სპილოდ  და პირიქით.

მისთვის ჰარმონიის მაჩვენებლებია –  წესრიგი და სისუფთავე. დაუხვეტავი ტროტუარი მასში სოციალური კატაკლიზმის შეგრძნებას იწვევს. შესაძლებელია ქვეყანაზე ყველაფრით უკმაყოფილო იყოს, რომელიც გადაიზრდება მიდრეკილებაში – უარყოს სამყაროს აქტიური სრულყოფა. ხშირი წარუმატებლობებისას ვლინდება ბოჰემურ განმარტობაში წასვლის ტენდენცია. ბუნება ფრთხილი, ფარული, განმჭვრეტელი და ფხიზელი, რომელზეც ძალიან ადვილია გარედან გავლენის მოხდენა. გონება ანალიტიკური, კრიტიკული, კონკრეტული და პრაქტიკული, შედეგად – ჭეშმარიტი, ღრმა და პატიოსანი სიბრძნის ჩამოყალიბება. ასეთი ადამიანი ძალიან ცდილობს მეგობრების და მომხრეების (თანამოაზრეების) შერჩევას და თუ მათ მიმართ რაიმეთი უკმაყოფილოა,  არასდროს წავა სინდისთან კომპრომისზე. მისთვის ძალიან სახიფათოა გადატვირთვა და გადაღლა, გულმოდგინების უკმარისობა, მეთოდურობის უქონლობა და კონცენტრირების სისუსტე.

ასეთი ადამიანი ქვეყანაზე ყველაზე მეტად სხვების სასიკეთოდ კონკრეტულ სამუშაოს და ადამიანებისთვის რეალურ დახმარებას აფასებს. მასშტაბურ პროექტებში წვრილმანი დეტალებისთვის თვალყურის მიდევნების მცდელობა იწვევს ან გადაძაბვას, ანდა დაუსრულებლობის და შესრულების არასრულყოფილების ნიადაგზე დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. ასეთმა ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის დამხმარეებით უზრუნველყოფა, რომლებზეც შესძლებს, საერთო საქმეში მონაწილე ცალკეულ მონაწილეებზე კონტროლის პასუხისგებლობის გადატანას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იძულებული გახდება შეზღუდოს საკუთარი საქმის მასშტაბები. ასეთი ადამიანი საქმეში ზღვრულ კეთილსინდისერებას ითხოვს. შეუძლია უდიდესი ინფორმაციიდან ზუსტად იმის ამოღება, რაც სწორი გადაწყვეტილებისთვისაა აუცილებელი.

საქმეში ავლენს პატიოსნებას და უიშვიათეს წესიერებას, რის გამოც აფასებენ და უფრთხილდებიან. ჩაცმულობასა და ინტერიერში დაუდევრობა, ასეთ ადამიანს სულის სიღრმედე აღაშფოთებს. რელიგიური და მორალური სიმყარის ყველა ჭეშმარიტება მის გამოხატვაშია  “თავდადებით ადამიანების მსახურება”. ყველაზე მაღალი იდეალებიც კი ნაკლებ მნიშვნელოვანია, თუ მათი პრაქტიკაში განხორციელება შეუძლებელია. მრავალი ადამიანი მათ კონსერვატორებად და ორთოდოქსებად თვლის. ისინი მიდრეკილნი არიან მასშტაბური ქველმოქმედებისკენ, მაგრამ მათ მიერ გაწეული დახმარების ზუსტი მისამართით განაწილების პროცესს მუდამ აკონტროლებენ. თანამშრომლებისგან და უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსგან დაუკმაყოფილებლობამ შესაძლოა აიძულოს ერთი ადგილიდან მეორეზე გაადასვლა. ცხოვრებაში მთავარია  ისწავლონ შემწყნარებლობა, მოთმენა და წყნარად რეაგირება ადამიანების საერთო, ბუნებრივ ნაკლსა და სისუსტეებზე.

პაველ გლობა “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

ეს იუპიტერისთვის ძალიან საინტერესო მდებარეობაა, იუპიტერი პროზერპინასა და მერკურის სახლში, მიწის სტიქიში და განდევნაში იმყოფება.

ეს მისთვის დანაკარგული მდებარეობაა, ამიტომაც სურათის მთლიანობაში დანახვის შეუძლებლობა წვრილმანებისადმი ყურადღების მიპყრობით კომპენსირდება.

საუკეთესო ვარიანტი ასეთია: თუ ადამიანს ურთიერთობაში რაიმე არ აწყობს, იწყებს ძირფესვიან გარდატეხას, ანდა შეუძლია თავადაც აქტიურად იმუშაოს და სხვებსაც აიძულოს მუშაობა. გარდა ამისა, მისი სოციალური ურთიერთობების სისტემაში შესაძლოა გათვლილი იყოს ნებისმიერი წვრილმანი, მისთვის არ იარსებებს რაიმე არაარსებითი და არ არსებობს ისეთი ჰარმონია, რომელშიც თითოეული წვრილმანი არაა გათვლილი. მას ყველაფერი გათვლილი და სისტემურად დაჭერილი უნდა ჰქონდეს. იუპიტერი ქალწულში სოციალურ და რელიგიურ ურთიერთობებზე სრულიად ფხიზელ შეხედულებებს იძლევა, მაგრამ ასევე იძლევა ნებისმიერი ავტორიტეტისადმი მომთხოვნელობასა და საზრიანობასაც.

 ცუდ შემთხვევაში - ეს შეიძლება გამოვლინდეს წვრილმანებში, სოციალური პოზიციების დაშლაში, ბიუროკრატიზმში, შესაძლოა ამ ადამიანს არ მოსწონდეს საკუთარი ხელმძღვანელები (უფროსები) და მათი ეშინია (იუპიტერის კომპლექსი). ადამიანი შეეცდება ისე დაამხოს რაიმე, რომ სანაცვლოდ არაფერი შექმნას, შესაძლოა, ყველაფერს შარი მოსდოს და საკუთარ ქვეშევრდომებს ნებისმიერი წვრილმანებით თავი მოაბეზროს და ასე მოახდინოს საკუთარი მყარი პოზიციის უქონლობის კომპენსირება. ხშირად ისეც ხდება, რომ ადამიანები იუპიტერის (თუ იუპიტერი ბოროტია) ასეთი მდებარეობით არიან მშიშრები, რომლის დაფარვაც ხდება (თამაშდება) ადამიანებზე დამოკიდებულებით და წვრილმანებში განმჭვრეტელობის დემონსტრირებით. ჩვეულებრივ, ეს ადამიანები მოქმედებენ პრინციპით: “დაცემულს – ფეხი დააჭირე”, ანუ ძლიერ ხელმძღვანელს პირფერულად ეკიდებიან, ხოლო თუ მას “ფეხი აუცდა”, მის ბოლომდე განადგურებას შეეცდებიან.

 საუკეთესო შემთხვევაში შეუძლია ცალკეული წვრილმანებისგან ანდა საერთოდ ცარიელ ადგილზე ისეთი რელიგიური მიმართულების სისტემის აგება, რომელსაც შეუძლია მრავალი ადამიანისთვის რწმენის მიცემა, რადგანაც ეს სისტემა საკმაოდ კარგი “შესახედავი’ იქნება. ასევე შესაძლოა, რომ ამ ადამიანმა შექმნას უმაღლესი სისტემა და ყველაფერი ამ სისტემის მეშვეობით გაუშვას, ის ამ სისტემაში ყველაფერს როგორც წვრილ საცერში ისე “ცრის”, ყველა ავტორიტეტისადმი ობიექტურ ურთიერთობას აყალიბებს. საინტერესოა, რომ ამ ადამიანის დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერ ცრუ-მქადაგებელს ძალიან ადვილად “ჩამოეხსნას ნიღაბი”, რადგანაც, თუ მათ სისტემაში რაიმე, როგორც საჭიროა, ისე არ გამოიყურება, ამ ადამიანს ერთი პატარა ჩხვლეტით შეუძლია ცრუ-მასწავლებლების სწავლებების ჩაფუშვა. აქ ამ ადამიანს ძალიან ზუსტად აქვს განვითარებული ერთი რამ, _ ყველა წვრილმანი თავის ადგილზე უნდა იყოს. ქალწულის ნიშანში იუპიტერის “სასწავლო პროგრამა” ზუსტად იმისთვისაა მოწოდებული, რომ ადამიანის ყურადღება იმ წვრილმანებზე მიაპყროს, რომელიც, თითქსოდა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო ჩანს, და რაც, შესაძლოა, მთლიანობაში ყველაზე მნიშვნელოვნად გამოვლინდეს.

აზოგადოებაში, იუპიტერის ქალწულის ნიშანში ტრანზიტისას, საუკეთესო შემთხვევაში, გამოვლინდება ცრუ ავტორიტეტების მსხვრევის ტენდენცია, მათი და მათი სწავლების მხილება, ცუდ შემთხვევაში კი – აყვავდება ბიუროკრატიზმი და შესაძლოა საზოგადოების მიერ ხელისუფლებას მიეწეროს ყველა ნაკლი და მთელი მრისხანება თავს დაატყდეს არა ბოროტების ჩამდენთ, არამედ ჩვეულებრივ ქვემდგომებს.

იუპიტერი ქალწულში ჰქონდათ: კალიგულას, პარაცელსიუსს, პეტრე I-ს, პავლე I-ს, ვერდის, ლერმონტოვს.

დევიდ კოპერფილდი. იუპიტერი ქალწულში

ავესალომ პოდვოდნი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აქ იუპიტერი ცდილობს ქალწულისეული მერკურის ძალმომრეობის კომპენსირებას, ანუ მას აძლევს შესაძლებლობას – სამყარო დაინახოს არამარტო მენტალურ-კომბინიერებულად, არამედ განსაზღვრული სიფართოვით. ამის პირდაპირ გაკეთება არ შეუძლია (რადგანც ტყვეობაშია), ამიტომაც ირიბად მოქმედებს: ქალწულს სთავაზობს ფორმების სიუხვეს და მათზე მუშაობის შესაძლებლობებს, ასე რომ, იუპიტერისეულ ქალწულს შეუძლია აირჩიოს ერთიც და მეორეც, რაც მას განსაზღვრული თავისუფლების შეგრძნებას უქმნის. თუ ქალწული ამ თავისუფლებას ირიბად აღიქვამს, ანუ როგორც მრავალმხრივი საქმიანობის მოწოდებას, მაშინ მას საკუთარი ცნობიერების გაფართოების შესაძლებლობა აქვს; თუ მაინც, ერთი ფორმიდან მეორეს ეცემა და ერთი სახეობის საქმინობიდიან მეორეზე ისე გადახტება, რომ მათ ვერ აითვისებს, მაშინ მისთვის შეუძლებელი გახდება იუპუტერის დამუშავება და ამით საქმის არსის საკუთარ ქაოსურ გაგებას გააღრმავებს და დაამძიმებს, ასევე ამის გამო, შესაძლოა განუვითარდეს საკუთარ, სრულ უსუსურობასა და უსარგებლობაში დარწმუნებლობა.

 წყარო: ს. ვ. შესტოპალოვი “ასტროფსიქოლოგიის ცნობარი”

იუპიტერის ასეთი მდებარეობა ტრადიციულად არც ისე ძლიერად ითვლება, მაგრამ ჰარმონიული ასპექტებისას ადამიანს აძლევს სიღრმესა და საფუძვლიანობას, სიფართოვესა და ანალიტიკურობას, მწერლის ანდა სწავლულ (მეცნიერ)-ენციკლოპედისტის ნაყოფიერ და განჭვრეტელ გონებას, მეცენატისა და ფილანტრობის უნარ-ჩვევებს. პიროვნება ნამდვილ ინტერესს ავლენს მეცნიერებისადმი, ლიტერატურისადმი, ხშირად, სამედიცინო სფეროში საჭირო, მკვეთრი და თვითმყოფადი ნიჭი აქვს, ყურადღებით არჩევს მეგობრებსა და საურთიერთობო წრეს. ადამიანი წარმოებული, გულისხმიერი, გულთბილი და დიპლომატიურია.

თუ იუპიტერი დაზიანებულია, სუბიექტი არამეთოდური, უყურადღებო, არაპატიოსანი, ეშმაკი, ქედმაღალი, გაბღენძილი, აჩქარებული, წინდაუხედავი, არაპუნქტუალური, კრიტიკული, ჭირვეული, კაპასი, ვერაგი, ცბიერი და წყენიაა, მიდრეკილია მსხვილი სტრატეგიული გათვლებისა და ავანტიურებისკენ.

ფრენსის საკოიანი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

აფასებენ სამუშაოს და ადამიანებს აუცილებელ დახმარებას უწევენ; პატიოსნება და კარგი თანამშრომლობა. მონდომებულობის აქტიური მაგალითი. კეთილი უფროსები ანდა შეპყრობილი მეცნიერები, საკუთარი საქმის ოსტატები, (შესაძლოა მამისგან მემკვიდრეობით საქმის გადაცემა). ცუდად ხუმრობენ (ცუდად განვითარებული იუმორის გრძნობა), მაგრამ კარგად მუშაობენ. სრულყოფის აუცილებლობა. წვრილმანების გამო შეიძლება უფრო მეტი დაკარგონ. შესაძლებელია სამუშაოში არასტაბილურობა, ადგილიდან ადგილზე გადასვლის ტენდენცია, შრომის სურვილის უქონლობა, შრომის პირობებით უკმაყოფილება. ამ ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ სულიერი მიზნების მიღწევისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ იდეების განმარტება.

მას ყველაფრის დეტალურად გააზრების, ანალიზისა და ნებისმიერი მასშტაბის უწვრილესი დეტალების გაგების მაღალგანვითარებული უნარები აქვს. ის ბუნებით მოკრძალებულია და უფრო მეტად საკუთარი პროექტის ანდა სამუშაოს წარმატებაზე ზრუნავს, ვიდრე პირად განდიდებაზე. უყვარს მუშაობა და ბედნიერია იმით, რომ საქმეს პროდუქტიულად აკეთებს და საკუთარ დროს ეფექტურად იყენებს.

შესაძლო დაავადებები: სისხლის დაინფიცირება, ნაწლავების სისუტე, ღვიძლის დაავადება, ღვიძლის და ნაწლავების აბსცესები (ჩირქგროვები), სიყვითლე.

 ინდუბალა “პლანეტები ნიშნებში – ინდური ტრადიცია”

იუპიტერისთვის ეს მტრულად განწყოფილი ნიშანია და ამის შედეგად ვლინდება სიჯიუტე, იქედნურობა (გესლიანობა), სტოიციზმი. ასეთ ადამიანებს აქვთ ხელოვნებისა და ხელსაქმის ნიჭი. ისინი ძლიერნი, საკმაოდ ამტანები არიან და საკუთარ ფიზიკურ უნარებს ფულის გამოსამუშავებლად იყენებენ. შეუძლიათ ჰყავდეთ კარგი მეგობრები, ქორწინებაში ბრწყინვალე პარტნიორები, ჰქონდეთ ცოდნა, მოეკიდონ განსხვავებულ მეცნიერებებს.

ნეტ მონსტერი “პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში”

იუპიტერი ვარდნაში: ქალწულის სიზუსტე და მუშაობის უნარი შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს იუპიტერის ექსპანსიურობის ტენდენციასთან (არავინ არ არის იმ დგომარეობაში, რომ საქმის არსის ყველა წვრილმანს ჩაწვდეს). აქედან  ან სტრესი, ან დაუსრულებლობა. კარგი ასპექტებისას პატიოსნება, კეთილსინდისიერება, მათ პატივს სცემენ და შესრულებული საქმისთვის კარგად უხდიან. წესრიგი და სისუფთავე  მათი მთავარი ნიშანია. დაზიანებული იუპიტერისას – ყველაფერი პირიქითაა. ერთი საქმიდან მეორეზე გადასვლის ტენდენციაა, შრომის პირობებით, ხელმძღვანელებით უკმაყოფილება.

 

სემირა და ვ. ვეტაში “პროგნოზირების ხელოვნება”

ადამიანი მზადაა, როგორც საზოგადოებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, ასევე საკუთარი ოჯახის სამეურნეო საჭირებების გამო კონკრეტულ სამუშაოში ჩასართველად. ეს მას აძლევს შინაგან საყრდენს და შესაძლოა ამან პატივისცემა მოუტანოს.

ქეთრინ ობიე “ასტროლოგიური ლექსიკონი”

სიამოვნებას იღებს წესების, წესრიგის, მორალური კოდექსების მკაცრად დაცვისაგან. მიდრეკილება რჩევების მიცემისკენ, სხვების ცნობიერებაზე ზემოქმედების მოხდენისკენ. პრინციპების დაცვის მეშვეობით თავგანწირვა.

მარია ქეი სიმსი “თქვენი ჯადოსნური ბავშვი”

ბავშვები, იუპიტერით ქალწულში, საუკეთესო სახით იზრდებიან და იფურჩქნებიან კარგი სამუშაო ეთიკის მეშვეობით. მათი შეხედულებები და იდეალები დაკავშირებულია იმასთან, რასაც აკეთებენ, იმის შეცნობით და გაცნობიერებით, რომ ამას სასარგებლოდ და საკუთარი მოვალეობის გრძნობასთან შეთანხმებით აკეთებენ. აფასებენ იმას, რაც პრაქტიკულია. მიეცით ასეთ ბავშვს იმის უფლება, რომ დაგეხმაროთ. უზრუნველყავით სასწავლო გარემო, რომელშიც ისწავლის პრაქტიკული საგნების კეთებას და გახდება მოხერხებული და კომპეტენტური.

ავტორი: ნინო


About Kate

Scroll To Top