იუპიტერი

იუპიტერი

წყარო: კეფერი

იუპიტერი – ყოფიერების სისრულის პრინციპი, ყველა ძალის ცენტრი, რომელიც მიმართულია სრულყოფილი ცხოვრებისკენ და მაღალი დონის არსებობის კავშირზე. მეტაფიზიკურად _ ეს გონებაა. ასტროლოგიურად ახდენს ბედნიერების, სამართლიანობის, სულიერების, სულიერი და ფიზიკური სიკეთის სიმბოლიზებას. ჰოროსკოპში არის ჯანმრთელობის, სიცოცხლით სიხარულის, ოპტიმიზმის, სიმდიდრის, კეთილშობილების, კეთილისმყოფელობის, ერთგულების, ჰუმანიზმის, სიბრძნის და სამართლის სიყვარულის მანიშნებელი. დაზიანებისას აღნიშნავს ბოროტებას, რომელიც გამომდინარეობს ჰიპერტროფირებული სიკეთიდან, თვალთმაქცობას (ფარისევლობას), ტკობის (ავხორცობის) ვნებებს (ლტოვლას), საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასებას, დიდგულობას, ქედმაღლობას, ყოყოჩობას, იუპიტერის ყველა დადებითი თვისებების დამახინჯებას. და მაინც, მთლიანობაში, ასეთი ადამიანები ცუდები არასდროს არიან . მათთვის უხეში მოქმედებები მუდამ უცხოა.

 ჰერმენტიკის სიგნატურები

სტიქია: ჰაერი, სითბო-სიმშრალე.

ზოდიაქოს ნიშანი: მშვილდოსანი, თევზი.

ტონი: G

ფერი: მკვეთრი, მწვანე, ლიმონისფერი, ცისფერი, აბრეშუმისფერი.

რიცხვები: 4, 16, 34, 136.

მხარეები: დასავლეთი.

დღე: ხუთშაბათი.

გემო: ტკბილი, სასიამოვნო.

ადგილები: ტაძრები, სასახლეები, პრივილეგირებული ადგილები, საპატიო და წმინდა, რელიგიური დანიშნულების ადგილები.

ტერიტორიები: ბაბილონი, ირანი, უნგრეთი, ესპანეთი და ის ადგილები, რომელიც მშვილდოსნისა და თევზის ნიშნების მმართველობის ქვეშაა მოქცეული.

მეტალები: კალა, ელექტრუმი (ელექტრუმიL. electrum Gk. < ēlektron”ქარვა” (ფერის გამო) მინერალი, თვითნაბადი ოქროს ნაირსახეობა; შეიცავს 25-50% ვერცხლს.Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი) _ ოქროსა და ვერცხლის შენადნობი.

მინერალები: საფირონი, ბერილი (ბევრილი), გიაცინტი.

ფლორა: რეჰანი, ლავანდი, ია, ლენცოფა, მუხა, კაკლის ხე, პატარძალა, ალვის ხე, მსხალი, ვაშლის ხე, ოპუნცია (დედინაცვლის ენა), ვაზი, იფანი, პიტნა, ჭვავი, ქერი, ხორბალი (თავთუხი, დიკა), ნუში, წაბლი, დარიჩინი, ჟასმინი, სამოთხის ვაშლი, გარგარი, კურდღლის თათი, ევკალიპტი; მცენარეების ფიზიოლოგიაში განაგებს ნაყოფს.

ფაუნა: ირემი, ხარი, სპილო, ცხვარი, არწივი, მერცხალი, ვარხვი, კაკაბი, გნოლი, ფარშევანგი, დელფინი.

პერიოდები: თორმეტი წელიწადი.

ადამიანზე გავლენა

ასაკი: ზრდასრული, 56-იდან 68 წლამდე.

ორსულობა: მეორე თვე, მატერია (სხეულის ფორმები) სახეს იღებს (იკვეთება).

ტემპერამენტი და სხეულის სითხეები: სანგვინიკი, სისხლი და სასიცოცხლო ძალა.

გრძნობა: ყნოსვა.

ტვინი: კეთილმოსურნეობის, პატივისცემის, კულტის, ინტელექტუალობის, იმედის ცენტრი.

კეთილგონიერება და ცოდვა: სამართლიანობა, მფლანგველობა.

ხასიათი: სამართლიანი, კეთილშობილი, ამაყი, კეთილმოსურნე, განსხვავებული მასშტაბურობის გამოვლინება. ცუდი ასპექტებისა და იუპიტერის ცუდი მდებარეობისას ადამიანი ხელგაშლილი (მფლაგველობამდე), თვალთმაქცი, ორპირი, კანონსაწინააღმდეგო სახის აზრები აქვს.

გარეგნული სახე: ნათელი სახე, სახეზე იშვიათი თმიანობა (ანუ ჭარბთმიანობა არ შეინიშნება), წაბლისფერი თმა. სრული სხეული; მხიარული, ნათელი თვალები, პირდაპირი გამოხედვა; დიდი, მრგვალი თავი; მიდრეკილება შეშუპებისკენ, მოწითალო კანი, დიდი წინა კბილები.

სხეულის ნაწილები: ფილტვები, გვერდები, ღვიძლი, შიგნეულობა, სახსრები, დიაფრაგმა, კუნთები.

დაავადებები: პლევრიტი, ქვები, კრუნჩხვები, დამბლა (პარალიჩი), სისხლის, ღვიძლის, ფილტვების, ხერხემლის, გულის დაავადებები, თვითმოწამვლა.

ხელწერა (კალიგრაფია): მსხვილი, ხელგაკრული.

იუპიტერი, როგორც სინგიფიკატორი

ბედი: ბედნიერება, სიმდიდრე, კეთილდღეობა, მაღალი სოციალური მდგომარეობა, მოწინააღმდეგეზე გამარჯვება, სასარგებლო მეგობრები, პროტექცია, კარგი რეპუტაცია, პოპულარობა, წარმატება, სამსახურში სწრაფი წინწაწევა, მემკვიდრეობა, ჩინი.

იმედები და მოვლენები: ქველმოქმედება, პროტექცია, საყრდენი, მოლაპარაკებები, კანონიერი კავშირი, კულტურული და რელიგიური საქმეები, დაზიანებისას: კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ანარქია, სექტანტობა, აზარტული თამაშები.

პირები: მომსახურეები, ხელმძღვანელები, მოსამართლეები (მსაჯულები), მღვდლები, კეთილშობილი და მდიდარი ადამიანები. ქმარი: მეგობრული, საკუთარ თავზე მეტად პარტნიორზე ზრუნავს, მხიარული, სიმპატიური, კეთილშობილი, ნაზი, საკუთარი თავის მფლობელი, მეუღლის (ცოლის) და შვილების სიყვარულში მუდმივია, მეურნე და მეოჯახეა. დაზიანება ხასიათს მნიშვნელოვნად არ ცვლის, დაზიანება, მხოლოდ და მხოლოდ, ბედს ეხება (ანუ მის მიმართ ბედი არაკეთილგანწყობილია).

პროფესიები: მღვდელი, ბანკირი, იურისტი, ნოტარიუსი, სწავლული (მეცნიერი), ბითუმად მოვაჭრე, წარჩინებული მოხელე, მაღალი რანგის ფუნქციონერი, მეწარმე, მუსიკოსი, მომსახურე. მერკურთან ერთად: პროფესია, რომელიც დაკავშირებულია კანონთან, კულტთან, ლიტერატურასთან; მარსთან ერთად: მექანიკოსი, ინჟინერი, მეწარმე, გენერალი, სასტუმროს მფლობელი (მეპატრონე); სატურთან: ზედამხედველი, ეკლესიაში მსახურება; ურანთან ერთად: პოლიციაში სამუშაო.

სიკვდილი: საერთო მონახაზით: სიკვდილი კისრის დაზიანებისას, სისხლის დაინფიცირებისას (მოწამვლისას), კრუჩხვები, ღვიძლის, ფილტვების დაავადებები. თუ იუპიტერი არაა ასპექტირებული და არაა დასუსტებულ პოზიციაში: სიკვდილი გულის, ფილტვების დაავადებების, სიმსივნეების, ალკოჰოლიზმის შედეგად. ცუდად ასპექტირებული, “დამწვარი”, რეტროგრადული იუპიტერი: წყალში ჩაძირვით სიკვდილი.

წყარო: ეზოთერიკა ტ. II

იუპიტერი. მართავს მშვილდოსნის ნიშანს. ძვირფასი ქვები: 1) ლალი (ბადახში), 2) ტოპაზი. ჩარჩო (ბუდე): ოქრონ ანდა ვერცხლი.

ზოგადი

იუპიტერი –  ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე დიდი პლანეტაა. მისი მასა სამჯერ დიდია ყველა დანარჩენ პლანეტაზე, მათ შორის, სატურნზეც; მისი დიამეტრი თერთმეტჯერ მეტია დედამიწის დიამეტრზე; საკუთარი ღერძის გარშემო ბრუნს ანდომებს არანაკლებ 10 საათს, და ამიტომაც ძლიერაა წაბრტყელებული. მზის გარშემო ბრუნს თითქმის 12 წელიწადს (11 წელი და 315 დღე) ანდომებს, ამიტომაც ყოველ ერთ წელიწადში გადის ერთ ზოდიაქოს ნიშანს. იგივე პერიოდში ის, ბუნებრივია, კვეთს ასცენდენტსაც და ციურ სფეროსაც, ამიტომაც თითოეულ ადამიანს შეუძლია გათვალოს იმაზე, რომ იუპიტერის მიერ გამოწვეული ქმედება მეორდება ყოველ 12 წელიწადში ერთხელ.

ისევე, როგორც სატურნი, იუპიტერიც მონაწილეობას იღებს ამინდის განსაზღვრაში. ამის მაგალითია  -1965 წელი, როცა სატურნი და იუპიტერი გადიოდნენ “სველი” კირჩხიბის ნიშანს და როცა უჩვეულოდ დიდი ნალექიანობა დაფიქსირდა.

სხვადასხვა პლანეტების რიტმების განზოგადება შეესაბამება შვიდწლედ პერიოდს, რასაც ჩვენ ვპოულობთ ბიბლიაშიც – ამბავი იოსებისა ეგვიპტიდან, რომელიც უხვმოსავლიანი შვიდი წლის განმავლობაში იმარაგებს ხორბალს მძიმე შიმშილობის შვიდი წლისთვის.

ამიტომ, არაა რთული იმის გაგება, რომ იუპიტერი განაგებს კეთილდღეობას (ანდა მოსავლისა და სიმდიდრის კურთხევას). მხოლოდ ერთია, პირველსაწყისად იუპიტერს კაცობრიობისთვის არამარტო კეთილდღეობის მნიშვნელობა ჰქონდა, არამედ მას შეესაბამებოდა ზიანის მიყენებაც და “შიმშილობის” წლებიც. ამიტომაც ის იქცევა იმ ძალად, რომელსაც მუდმივად მოჰყავდა წონასწორობაში კურთხევა (დალოცვა) და წყევლა, მდიდარი (ნაყოფიერი) და უნაყოფო, შიმშილობის წლები, კეთილი და ბოროტი საქმეები. აქედან მოდის რელიგიური ჩვეულებები, რომელშიც იუპიტერს, როგორც ღმერთს, სწირავდნენ მსხვერპლს, რათა მიეღოთ კურთხევა და აეცილებინათ სიღარიბე.

აქედან, ისევ და ისევ, გამომდინარეობს ის, რომ კურთხევა ანდა ბედნიერება ასევე ითხოვს მსხვერპლს. მდიდარი ვალდებულია საკუთარი სიმდიდრის ნაწილი გასცეს ღარიბზე, რათა შემდეგშიც დარჩეს მდიდრად ანდა, იყოს საკუთარი სიმდიდრის ღირსი. ფილოსოფოსი ემანუელ კანტი ამბობდა: “სამყაროში უმაღლესი შესაძლებლობა რამდენადმე დამოკიდებულია ჩვენზე, საბოლოო მიზნად არჩეული ფიზიკური ქონება არის ნეტარება (განცხრომა), ობიექტური პირობებისას შეესაბამება ადამიანის მორალის კანონს, როგორც უფლებას იყოს ბედნიერი”.

ასეთი სახით იუპიტერისთვის (“უმაღლესი სიკეთის კანონი”) ჩვენ ვიღებთ შესატყვისობას: რელიგია, მორალი, კანონი და სამართლიანობა. მხოლოდ ერთია, ეს მოცემულობა შესაძლებელია გამოხატული იყოს მხოლოდ საზოგადოებაში, სოციალურ ქცევაში, საზოგადოებასთნ ანდა ვიწრო წრესთან (მაგალითად, ოჯახი) მიმართებაში. ამ მიზეზით იუპიტერს კავშირი აქვს ქორწინებასთან (ცოლ-ქმრობასთან), ამასთანავე, ოფიციალურთან.

ასტროლოგიური მნიშვნელობები

როგორც გავიგეთ, იუპიტერი ყოველ 12 წელიწადში ერთხელ ბრუნდება იმ ადგილზე, რომელიც ადამიანის დაბადების დროს პირად ჰოროსკოპში ეკავა. ამ დროს ის გადაკვეთს ასცენდენტსა და ციურ სფეროს. აქედან შესაძლებელია დასკვნის გაკეთება _ იუპიტერისადმი დაქვემდებარებული ქმედებები მეორდება ყოველ 12 წელიწადში ერთხელ.

მრავალწიანმა კვლევებმა, – რომელიც ეხებოდა მრავალ ათასიან შემთხვევებს და თითქმის ყველა ეს შემთხვევა გამორიცხულად დაკავშირებული იყო იმ ადამიანებთან, რომლებიც დაიბადნენ გასული ასწლეულის (მეოცე საუკუნის) მოჯნაზე (მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში), _ მიგვიყვანა საინტერესო დასკვნამდე, კერძოდ, ამ ადამიანების ჰოროსკოპებში იუპიტერი იმყოფებოდა არაკეთილგანწყობილ მდგომარეობაში ანდა უარყოფითად იყო დაკავშირებული (ასპექტირებული) სხვა პლანეტებთან. თუ ჩვენ ახლა განვიხილავთ იმ დროის პოლიტიკურ და სოციალურ სტრუქტურას, მაშინ რთული არ იქნება 12 წლიანი პერიოდების დადგენა (მაგალითად, 1914 დან 1938 _ ეს 2-ჯერ 12-ი წელიწადია), _ აქვე შევნიშნავ, რომ 1914 წელი იყო გარდამავალი წელი, ანუ იუპიტერი იმყოფებოდა თხის რქის ნიშანში და გადადიოდა მერწყულის ნიშანში, ხოლო 1938 წელს ახალი გადასული იყო მერწყულის ნიშანში (მთარგ.). მაგრამ დაზიანებული პლანეტა იუპიტერი უთითებს არამხოლოდ საომარ მოვლენებზე, არამედ სულიერ და მორალურ დეზორიენტაციაზეც, ცხოვრებისგან აცდენაზეც, პესიმიზმზეც, სკეპტიციზმზეც, ურწმუნოებასა და ეჭვნეულობაზეც.

არანაკლებ საინტერესოა ის ფაქტი, რომ, როდესაც პლანეტა იუპიტერი დომინირებულ, კეთილგანწყობილ პოზიციებშია, მაშინ ადამიანებს ძალიან ზედაპირული და უმნიშვნელო, მაგრამ ცოცხალი და გამორიცხულად მომგებიანი სოციალური პირობები ექმნებათ. ანუ, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ყველაფერი აუცილებელი (ანუ პირობებიც და საშუალებებიც) უზრუნველი ცხოვრებისთვის. ასეთ დროს სრულიად სამართლიანად შეიძლება განიმარტოს იუპიტერი, როგორც ბედნიერებისა და წარმატების მომტანი.

მაგრამ ეს შეფასება მთლად სწორიც არ იქნება, რადგანაც იუპიტერის ნამდვილი ბუნება ეწინააღმდეგება ამ ადამიანების ბუნებას _ რამეთუ ის ახდენს კეთილშობილური მისწრაფებების, სამართლიანობის გრძნობის, შინაგანი მთლიანობის შეგრძნებისა და მკვეთრად გამოხატული სოციალური და მორალური პასუხისმგებლობის ცნობიერების სიმბოლიზებას. ამიტომაც, აქედან საჭიროა გავიგოთ, რომ კარგად განწყობილი და ასპექტირებული იუპიტერი შეესაბამება წესიერებას, სიკეთეს და სიბრძნეს, რაც კიდევ ერთხელ მოიაზრებს მთლიანი პიროვნების ეთიკურ და რელიგიურ საფუძვლებს.

თუ იუპიტერი არამომგებიან პოზიციებშია, მაშინ ეს ხშირად უთითებს ღვიძლის დაავადებაზე. თუ ის ამავდროულად ნეპტუნთან უარყოფით კავშირშია, მაშინ შესაძლოა იმის ვარაუდი, რომ, შესაძლებელია გამოვლინდეს ყველა სახის სიმსივნური დაავადებებისკენ მიდრეკილება.

ფსიქოლოგიური ექვივალენტები

პასუხისგებლობის ცნობიერება, სამართლიანობის სიყვარული, სიკეთე, პესიმიზმი, სკეპტიციზმი, ცხოვრებისთვის ზურგის შექცევა (მისი უარყოფა), რელიგიურობა, სოციალური პასუხისმგებლობის გაცნობიერება, ოჯახის შეგრძნება.

ფიზიოლოგიური ექვივალენტები

ღვიძლის დაავადებები. სიმსივნური წარმონაქმნები.

წყარო: ტ. ბურგონი

სიმბოლურ ასპექტში ბერძნებს იუპიტერი მოხსენიებული ჰყავდათ ცნობილი ზევსის სახელით, რომელიც ყველა საგნის ციური მამაა. არიელებში ის ახდენდა “ცათა სამყაროსეული მამის” სიმბოლიზებას. ორივე კონცეფცია, როგორც ბერძნული ასევე არიული, მსგავსია. ჩრდილოეთის შვილთა (სკანდინავიური ქვეყნები, კერძოდ, ვიკინგები) უხეშ კონცეფციებში ჩვენ ვხედავთ პლანეტა იუპიტერს ტორის (თორი) სახით, საიდანაც წარმოსდგება საქსონური Thors-day და ინგლისური სიტყვა Thursday (ხუთშაბათი) _ კვირის დღე, რომელსაც, როგორც ფიქრობდნენ, მართავდა ეს პლანეტა.

კაბალურად პლანეტა იუპიტერი ნიშნავს დიადი ადამიანის ეთერულ (ჰაეროვან) შთანთქმას. და ამიტომაც, ის, კაცობრიობის სხეულში ყნოსვით გრძნობას წარმოადგენს. ეს გრძნობა, რომლის მეშვეობითაც განვითარებული სული აღიქვამს და ანსხვავებს ბუნების ესენციების უფაქიზეს არომატებს. ეზოთერულ დონეზე იუპიტერი – ციური ზახარიელია (ზადკიელი) და ასევე წარმოადგენს უანგარობის და მიუკერძოებლობის (მიუდგომლობის) სულს. ამ ხარისხში ის უთითებს როგორც უმაღლესი მსაჯულების (სასამართლოს) ფილოსოფიაზე და ასევე აღშფოთებული ძალების დათრგუნვის მეშვეობით სრული წონასწორობის ორგანიზაციის პრინციპებზე. როგორც შთანთქმის თვისების სიმბოლოზე, მასზე ხშირად საუბრობენ მოსეს წიგნის კაბალისტი ავტორები. ისინი ყვებიან, რომ “ფაქიზი კეთილსურნელოვანი არომატი” დაკმეული იყო ღვთის წინაშე აღვლენილი საეკლესიო მსახურების, წმინდა რიტუალებისას.

ასტროლოგიურად პლანეტა იუპიტერი – ჩვენს მზის სისტემაში ყველაზე დიდი და, სატურნის შემდეგ, ყველაზე ძლევამოსილი პლანეტაა. იუპიტერი კაცობრიობის ცხოვრებაში თავისთავად წარმოდგენილია, როგორც კეთილი და გულმოწყალე. მისი მოქმედება ჭეშმარიტად კეთილშობილურია და ძალიან შორს დგას მორცხვი და მორიდებული სატურნისგან, ასევე მარსის თავხედური შეუპოვრობისგან. იუპიტერის წმინდა ძე გარემომცველ წრეში გენიალურ სითბოს ავრცელებს. სრულიად უუნაროა მოტყუებაში, ის სხვებშიც არ ეჭვობს იგივე საქციელს, რის გამოც, ხშირად ეშმაკობისა და ორპირობის მსხვერპლად იქცევა. ამ პლანეტის ბუნება თავისთავად განისაზღვრება როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იუპიტერიანელი (ანუ ადამიანი, რომლის პირად რუკაშიც ძლიერი იუპიტერია) ნებისმიერ ადამიანს პატიოსნად მანამ თვლის, სანამ არ დამტკიცდება, რომ თაღლითი და ცრუა, მაგრამ როცა ეს დამტკიცებულია, მაშინაც, სანამ დასჯის, კიდევ რამდენჯერმე პატიობს.

ინტელექტუალურ დონეზე იუპიტერი უთითებს ამაღლებულ ზნეობრივ ბუნებასა და ჰუმანურ თვისებებზე. ის _ ყველა დაწესების (დადგენილების) და ყველა კეთილშობილური და საქველმოქმედო წამოწყების შთამაგონებელია. ისინი, ვინც იმყოფებიან ამ გავლენის ქვეშ, კაცობრიობის ბუნების გამოხატული, უმაღლესი ფორმები არიან. და ნამდვილად, არის რაღაც დიდებული და მეფური ამ პლანეტის გავლენაში: ეს არის მამის, პატრიარქისა და მბძანებლის ერთმანეთში შერწყმული თვისებები. ეს პირები ბევრს აკეთებენ კაცთა მოდგმის საერთო ნაკლის გამოსასწორებლად. იუპიტერიანელები, ინტელექტუალურ დონეზე, მუდამ პოულობენ ამოცნობის ძალიან ფაქიზ გრძნობას, რის გამოც ისინი ფლობენ უიშვიათეს სამართლიანობის განმსაზღვრელ თვისებებს, რისთვისაც მათ ეძლევათ ერების, ხალხის მსაჯულთა (მოსამართლეთა) ტიტული. თუ ისინი ცდებიან, მაშინაც მხოლოდ გულმოწყალების მხარეს იხრებიან.

ფიზიკურ დონეზე იუპიტერი (როდესაც ადამიანის დაბადების მომენტში ძლიერი პოზიცია უკავია) შეიძლება იძლეოდეს მაღალ მდგომარეობას. ის იძლევა მნიშვნელოვან, მამაცურ, შთამაგონებელ წარმოსადეგობას. იუპიტერიანელი საუბარში სერიოზული და მოზომილია, მაგრამ ამავდროულად კეთილგანწყობილი და სიმპატიურია. თუ იუპიტერი კეთილგანწყობილია, მაშინ ადამიანიც გულწრფელი, პატიოსანი და ერთგულია. გარდა ამისა, მასში დიდადაა განვითარებული რელიგიურობისა და მორალურ-ზნებრივი გრძნობა. ის დიდსულოვანი, გულუხვი, კეთილგონიერი და პატივმოყვარეა. საერთოდ, იუპიტერი არსობრივად წარმოადგეს იმას, რაც შესაძლებელია ისურვოს ზნეობასთან მიმართებაში, გულწფელობაში, უბრალოებაში, პატიოსნებასა და ერთგულებაში. იმყოფება რა 2 გრადუსში და პირდაპირ ასპექტში, იუპიტერს მოაქვს დიდი სიმდიდრე. კეთილგანწყობილი და სასიამოვნოა 10 გრადუსში, – იძლევა უდიდეს პატივს. ეს ინდივიდები მუდამ აღწევენ მნიშვნელოვან და მაღალ მდგომარეობას, რომელთა ფუნქციებსაც იყენებენ ღირსეულად, საკუთრივ თავისთვისაც და მათ საპატიოდაც, ვინც აღამაღლა ამ მდგომრეობამდე. ამ კეთილგანწყობილი პლანეტის მდებარეობა მეშვიდე სახლში იძლევა დიდ ბედნიერებას ქორწინებაში, მეთერთმეტე სახლში – ერთგულ და ძლევამოსულ მეგობრებს, მეხუთეში – სამსახურში და ფულის დიდ შემოსავალს. მაგრამ როცა იუპიტერი არაკეთილგანწყობილია, მაშინ მისი ბუნება საკმაოდ იცვლება: ინდივიდი ჩვეულებრივ აცხადებს პრეტენზიას ყველა ამ კეთილშობილურ თვისებებზე და გარეგნულად მათ სიმულაციას ახდენს, მაგრამ გულის სიღრმეში ის – შეზღუდული, ეშმაკი და თვალთმაქცია; ეს “მგელია კრავის ქურქში”, ეს მსაჯულია, რომელსაც განაჩენი გამოაქვს ქრთამის სიდიდის მიხედვით, მატყუარა და კონტრაბანდისტია. იუპიტერიანელი – ჩვეულებრივ, მაღალია, კარგი აღნაგობისაა, ხორციანია, ეს ადამიანი არის ღირსებითა და დიდსულოვნებით სავსე. სახის ფერი – წითელი, თმები -წაბლისფერი.

წყარო: ვ. ზაპრაგაევი

იუპიტერი – ზახარიელი, სიდიადისა და გულმოწყალების გენია. ეს არსი, საკუთარი ღვთაებრივი თვისებებით ახლოსაა მეორე ლოგოსთან. ის – “ღმერთებისა და ადამიანების მამა”. მისი ემანაციები: თბილი, მოსიყვარულე, მიუკერძოებელი (მიუდგომელი), უანგარო, დიდსულოვანი. მრავალი მითი გვაუწყებს, რომ იუპიტერი გამუდმებით ცდილობს შეარიგოს ღმერთები ერთმანეთთან და ადამიანებთან; აქედან მოდის მისი, როგორც მშვიდობისმოყვარის მნიშვნელობაც; საკუთარი მეხით კი წონასწორობაში მოჰყავს სხვა ღმერთების, მთავარი სახით კი მარსისა და ვენერას აღმაშფოთებული ძალები. იუპიტერის ძალების არსი წმინდა კოსმიური ელექტროობის ძალებია და ბუნებაში არაა ძალა, რომელიც იმ მდგომარეობაში იყოს, რომ აიტანოს მასთან ბრძოლა და არ დაექვემდებაროს. ეს ძალები ისეთია, რომ იუპიტერის ყველა ასპექტი კეთილისმყოფელი და მწყალობელია. მისი მეტალი _ კალა.

ზნეობრივ დონეზე იუპიტერის სეფიროტული ემანაციები ადამიანს ხდის მოსიყვარულეს, გულმოწყალეს, დიდსულოვანს და გულწრფელს. მისი გავლენა ჰგავს ვენერას გავლენას, რომლის ვიბრაციებიც იუპიტერის ფერის ნათესაობაში მყოფია: ვენერა – ცისფერი ფერისაა, იუპიტერი – მუქი-ლურჯი. იუპიტერიანელი თავადაც პატიოსანია და სხვებსაც ასეთად თვლის.

ინტელექტუალურ დონეზე იუპიტერის გავლენა ადამიანის გონებას მიმართავს იმ საზრუნავისკენ, რომ კაცობრიობის ცხოვრება რაც შეიძლება უკეთ იყოს მოწყობილი. მუდამ იკავებს რა გამოჩენილ სახელმწიფო და საზოგადოებრივ მდგომარეობას, იუპიტერიანელი წარმოდგენილია, როგორც მმართველი, კანონმდებელი, მსაჯული (მოსამართლე), გულმოწყალე, სამართლიანი და უანგარო. მისი გონება მუდამ ჰარმონაშია გულთან, ხოლო გული ძალიან კეთილი აქვს.

ფიზიკურ დონეზე იუპიტერიანელი წარმოდგენილია როგორც ამ გავლენის ყველა თვისების განსხეულება: სხეული – ელეგანტური, დიდებული, შთამაგონებელი, წარმოსადეგი, აღვსილია მამაცობითა და მნიშვნელოვნებით. ის მუდამ მეგობრული, ალერსიანი და კეთილგანწყობილია. მასში ძალიანაა განვითარებული კაცობრიობის ღირსების – როგორც საკუთარი, ასევე სხვისიც – გრძნობა, ასევე რელიგიურობისა და ზნეობრიობის გრძნობა. მითები ღმერთების მამას ხატავენ, როგორც კარგი სასმელისა და საჭმლის მოყვარულს და ნამდვილად, იუპიტერიანელს უყვარს სმა-ჭამა, რაც ჰოროსკოპში იუპიტერის არაკეთილგანწყობილი მდებარეობისას ადამიანს გადახრის ღორმუცელობისა და ლოთობისკენ. იუპიტერი – ციური ცეცხლი; ცეცხლს აქვს წითელი ფერი და წარმოშობს სითბოს; სითბო კი იძლევა მომრგვალებულ და თბილ ფორმებს, სახის ფერი – მოვარდისფრო-მოწითალო; თვალები – მუქი-ლურჯი, თითქმის შავი. თმის ფერი – წაბლისფერი.

წყარო: ლ. ვინკლერი

იუპიტერი. წონასწორობისა და გაფართოების პლანეტა. მას უწოდებენ “დიად კეთილისმყოფელს”, რომელიც ნიჭს გასცემს არამხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩვენი მზის სისტემის ყველაზე დიდი პლანეტაა, არამედ იმიტომაც, რომ მისი ძლიერი ელექტრო-მაგნიტური ველი მას ვარსკვლავის მსგავს ხდის. იუპიტერს მოაქვს წარმატება და ენერგია, ადამიანებსა და საგნებს ნებას აძლევს გაიხსნან, გაიფურჩქნონ, მიაღწიონ სიმწიფეს. მას მოაქვს ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი, ასევე მართავს კოსმიურ წესრიგს, პატივს სცემს კანონს; ასრულებს საკანონმდებლო და მსახურებით (სასულიერო, მაგალითად, მოგვების, შამანების, ლამების, მოძღვრების, რაბინების, მღვდლების მსახურება) ფუნქციებს, მორალის სფეროში – შთააგონებს დისციპლინურობას, კანონმორჩილებას. მისი თვისებები: გულუხვობა, მოთმინება, დიდსულოვნება, სამართლიანობა. მაგრამ ესენი შეიძლება გადაიზარდოს ნაკლშიც: ქედმაღლობა, დიდგულობა, ყოყოჩობა, სიამაყე, მიკერძოებულობა. პასუხს აგებს ღვიძლზე, ყნოსვაზე, ელენთასა და ნაღვლის ბუშტზე.

სტატიის ავტორი : ნინო

იუპიტერის ფუნქციები, დამუშავება და მახასიათებლები

იუპიტერი ვერძში

იუპიტერი კუროში

იუპიტერი ტყუპებში

იუპიტერი კირჩხიბში

იუპიტერი ლომში

იუპიტერი ქალწულში

იუპიტერი სასწორში

იუპიტერი მორიელში

იუპიტერი მშვილდოსანში

იუპიტერი თხის რქაში

იუპიტერი მერწყულში

იუპიტერი თევზებში

იუპიტერი I სახლში

იუპიტერი II სახლში

იუპიტერი III სახლში

იუპიტერი IV სახლში

იუპიტერი V სახლში

იუპიტერი VI სახლში

იუპიტერი VII სახლში

იუპიტერი VIII სახლში

იუპიტერი IX სახლში

იუპიტერი X სახლში

იუპიტერი XI სახლში

იუპიტერი XII სახლში


About Rusa

Scroll To Top