კარმულ ასტროლოგიაში სატურნს უკავია მთავარი და განსაკუთრებული ადგილი. მისით შეიძლება განისაზღვროს რა გვაქვს მოცემული და რა – არა. რომელ სფეროში ვატარებთ ჩვენს “ჯვარს”. სატურნს სამართლიანად უწოდებენ კარმულ პლანეტას და ითვლება ბედისწერის განსახიერებად, როქად. ბევრი ასტროლოგი თვლის, რომ ამ პლანეტას ადამიანისთვის მოაქვს მთავარი კარმული პრობლემები. პრინციპში, ნებისმიერი პლანეტის მოქმედება შეიძლება ჩვენთვის საბედისწერო იყოს, მაგრამ სატურნი ამ კარმას ხელშესახებს ხდის.
თუ ადამიანს არ სურს შეასრულოს თავისი მისია და გაიროს გაკვეთილები, რომლებიც მას ეგზავნება სატურნის მიერ, მაშინ უკიდურეს შემთხვევაში, სატურნს შეუძლია ჩვენ გვაიძულოს გავაკეთოთ ის, რაც არ გვინდა გავაკეთოთ, ასევე გადავიხადოთ ჩვენი სიზარმაცისა და უცოდინარობისთვის. ტკივილის, უბედურების და შეზღუდვის გამო, რომელიც სატურნმა შეიძლება მოუვლინოს ადამიანს,
მას ძველ დროს თვლიდნენ ბოროტ პლანეტად. ძალიან ბევრ ტრაქტატში სატურნს უწოდებენ “დიდ ბოროტებას”. კარმული ასტროლოგია თვლის, რომ, თუმცა სატურნი ადამიანებზე ფლობს დიდ ძალაუფლებას, ის ასევე ასწავლის მათ მორჩილებას, მოსმენას და მოკრძალებას. რა თქმა უნდა, საკუთარი კარმული კვანძების დამუშავება ძნელია და ხშირად ადამიანის მიერ აღიქმება როგორც არასასიკეთო და უარყოფითი “მისია”, მაგრამ, ამასთან ერთად, ჩვენ ვიმუშავებთ გამოცდილებას, ყოფით სიბრძნეს. ჩვენს ცხოვრებაში შეზღუდვები, რომლებიც სატურნს მოაქვს, არ გვაძლევს საშუალებას ახალი კარმული პრობლემების ასაღებად.
სატურნი იძლევა გამოცდილებას და ცოდნას, რომელიც მოდის მხოლოდ ცხოვრების განმავლობაში, თან ფიზიკურ სხეულში და ფიზიკურ სიბრტყეზე, ის გვაჩვენებს ჩვენი სურვილების ფასს და მათზე დამოკიდებულებას, გვაძლევს ბევრი საგნის გაგების სიღრმეებს, ასევე, იმას თუ რა შეუძლია ჩვენ სულს წაიღოს გარდაცვალების შემდეგ, ანუ როცა დავტოვებთ ამ სამყაროს.
სატურნის ქმედებებთან არ შეიძლება ბრძოლა, მისთვის წინაღდგომა შეუძლებელია. ის გვაძლევს თავისუფლების უფლებას ქმედებებში, მაგრამ თუ ადამიანს არ შეუძლია გაიგოს და არ უნდა დაამუშაოს თავისი კარმული ვალები, მაშინ ადამიანის გზა იქნება აუტანელი და ამ გზის გავლა მოხდება ტკივილის და ძალიან დიდი სიძნელეების გავლით (საკუთარ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ასეა და არავის ვურჩევ ამის საკუთარ თავზე გამოცდას, ამიტომაც ვერ ვიტან სატურნს)
სატურნი ნათალურ რუქაში
სატურნის მნიშვნელობა შეიძლება იყოს ძალიან რთული. სახლი და ზოდიაქოს ნიშანი უთითებს ჩვენთვის განკუთვნილ გაკვეთილებზე, რომელიც უნდა გავიაროთ ანდა შიშებზე, რომლებიც უნდა გადავლახოთ.
ზოდიაქოს ნიშანი, რომელშიც მდებარეობს სატურნი, უთითებს ჩვენს სისუსტეებზე. ეს სისუსტეები გვაყენებს ძალიან ბევრ უსიამოვნებას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ მარტო ამ ცხოვრებაში არა, ანუ გადაყოლა იცის სხვა ცხოვრებაშიც .
სახლი, რომელშიც მდებარეობს სატურნი უთითებს ჩვენი ცხოვრების იმ სფეროზე, სადაც უნდა გავიაროთ ცხოვრების გაკვეთილები. ხშირად ამ სფეროში დევს ზუსტადაც ჩვენი შიშები. ეს შიშები წარმოიშვნენ წინა ცხოვრებებში რაღაც მომხდარი მოვლენის გამო, მაგრამ ამ ცხოვრებაში ის უნდა გადავლახოთ.
სატურნის ასპექტები
სატურნის ასპექტები აძლიერებს მის ქმედებებს ანდა, პირიქით, უფრო არბილებს. დაძაბული ასპექტები ამძაფრებს სიტუაციებს, ნაკლები არჩევანის უფლებას გვიტოვებს. ჰარმონიული ასპექტები კი გვაძლევს შანს უფრო ადვილად შევეთვისოთ/მოვერგოთ პრაქტიკულ რეალობას ცხოვრებაში.
სატურნის მძიმე ასპექტებს თან ახლავს სიღრმისეული, ფარული შიშები. ის ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევს. ხშირად ასეთი საშიში ანდა უბედური მოვლენების კვალი, რომელიც ხდებოდა წინა ცხოვრებებში, წარმოადგენს ძალადობრივი სიკვდილის შედეგსაც. კარგ ასტროლოგს შეუძლია იპოვოს ასეთი მოვლენები ნათალურ რუქაში.
ასეთი ასპექტები გვზღუდავენ ცხოვრების რაღაც სფეროში, გვიჩვენებენ, რა არ მოგვეცემა და რის გამო დავისჯებით თუ შევეცდებით არ დავინახოთ ეს შეზღუდვები. მაგრამ ასეთი ასპექტებს ჩვენთვის მოაქვთ ენერგია, რომელიც გვაძლევს ჩვენ ძალას გადავლახოთ შიშები და გავიაროთ ცხოვრებისეული გაკვეთილები, რაც საშუალებას მოგვცემს გავხსნათ კარმული კვანძები.
ჰარმონიული ასპექტები ჩვენ გვაძლევს ნიჭსა და თვისებებს, რომელიც გამომუშავებულია წინა ცხოვრებებში, სატურნის დამუშავებით კი გვეძლევა შანსი შედარებით უმტკივნეულოდ გავიაროთ ძნელი გზა კარმული ვალის მოხდის დროს.
სტატიის ავტორი: ნინო