კვადრატი (კვადრატურა)

კვადრატი (კვადრატურა)

მმართველი და ტყვეობა: მთვარე და სატურნი. კულმინატორი და დეკადენტი – მარსი და იუპიტერი.

რიცხვი 4 ეს არის ინვოლუციის, სულისა და მისი მატერიალიზაციის ჯვარცმის სიმბოლიზაცია. მისი დაყოფა 4 ნაწილად ნიშნავს ვიბრაციის მტანჯველ, დისჰარმოიულ დაქვეითებას, რომლის დროსაც არსებობა კარგავს თავის ერთიანობას (სამად დაყოფისგან განსხვავებით) და დაყოფილ ნაწილებს დიდი ძალისხმევით მოუწევთ გაერთიანება.

კვადრატის გავლენის სფეროში ადამიანი შინაგან და გარეგან დისჰარმონიას განიცდის, ის გრძნობს უხეშ მტრობას და პლანეტების პრინციპების მიმართ საპასუხო აუტანლობას, რომლებსაც ერთმანეთის საერთოდ არ ესმით, ახდენენ პროფანირებას და ამასთანავე არ შეუძლიათ სხვადასხვა მიმართულებით სვლა, რადგან ბედმა ისინი ერთად მოაქცია, ამ ვითარებაში მუდმივად ურთიერთქმედებენ. მეორე მხრივ კვადრატი როგორც ასპექტი, რომელიც საკუთარი თავის აღმოჩენის საშუალებას იძლევა არა მხოლოდ დისჰარმონიას და ყოველმხრივ დაბრკოლებებს განაპირობებს ის, ასევე მათი გადალახვის საშუალებებს ავლენს, მათ შორის რაც ძალიან მნიშვნელოვანია ენთუზიაზმს მატებს ადამიანს, რომლისთვისაც საინტერესოა გარე და შინაგანი დაბრკოლებების გადალახვა და ამითივე ადამიანს ევოლუციური პროცესის მონაწილეს ხდის. კვადრატის მოქმედება შეიძლება შევადაროთ ადამიანის სავალ გზაზე წარმოქმნილ აგურის კედელს, რომლის გვერდის ავლა ფაქტიურად შეუძლებელია, მაგრამ, თითოეული აგურის გამოცლით ის მათით ქმნის ხიდს, რომელიც (თავიდან გაუვალი) კედლის უკან არსებული ტბისკენ მიდის.

კვადრატურა დამუშავებისთვის ბუნებრივი თემაა, რომელთან ერთადაც ადამიანი ერთი მხრივ განსაზღვრულ (ბედით) გარე დაბრკოლებებს ლახავს და მეორეს მხრივ – ერკვევა თავის თავში, გამოარჩევს, განიხილავს და ახდენს ქვეცნობიერის დაბალი პროგრამების ტრანსფორმაციას. ხშირად ერთ-ერთი ამ პროცესთაგანი მიმდინარეობს ცნობიერის დაკვირვებით, სხვა კი თითქოს თავისთვისაა, მაგრამ კვადრატის დამუშავებისთვის დამახასიათებელია გარე და შინაგანი პრობლემების ერთდროული დამუშავება: ნახევრად არ კმარა. სუბიექტურად კვადრატურა ქმნის თხრილების სიმბოლიზაციას ადამიანის (შინაგან და გარემო) ზოგადი კეთილდღეობის თანაბარ სავალზე. ობიექტურად კვადრატურა წარმოადგენს ადამიანის იმ გამოვლინებებს, რომელშიც ის ჩანს (და ხშირად არის კიდეც) უფრო დაბალი, უხეში და უფრო პრიმიტიული, ვიდრე ჩვეულებრივ ან ყოველშემთხვევაში სფეროები, რომლებშიც გარშემომყოფებს მასთან ურთულდებათ ურთიერთობა, მისი არაადეკვატური მისწრაფებებისა და ხშირად მტკივენული ურთიერთობის გამო.

კვადრატის დამუშავება შესაბამის სფეროში იძლევა გაგებას, სიბრძნეს და იმ ცოდნას, რომელიც ერთდროულად ითვლება უნარად. მაგრამ ადამიანს მაინც რჩება გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჭეშმარიტი ჰარმონიის არარსებობის გამო, რომელიც იძლევა შესაბამისი პლანეტების ტრინით. ეს უკავშირდება იმას, რომ კვადრატის დამუშავება იძლევა პლანეტების პრინციპების ურთიერთმიუღებლობის პრობლემის გადასვლას შემდეგ დონეზე, მაგრამ ის არასდროს (ამ ცხოვრებაში) არ ეხსნებათ მთლიანად. სხვა მხრივ კვადრატურის პრობლემებთან კონსტრუქციული მიდგომა, ადამიანს აძლევს საკუთარი თავის არა მხოლოდ ეფექტური გადაწყობის საშუალებას, არამედ მნიშვნელოვან კარმულ პროგრამაში ჩართულობას: თავიდან ინტუიციური შემსრულებლის დონეზე, შემდეგ კი შეგნებულ მონაწილეს.

 მთვარე როგორც მმართველი და ტყვეობა

ახდენს კვადრატის გამოვლინებასთან ადამიანის ორმაგი ურთიერთობის სიმბოლიზაციას. როგორც მმართველი მთვარე ადამიანის შესაბამისი პრობლემების სიმძიმეს ჩვეულებრივს, თითქოს იმანენტურად დამახასიათებელს ხდის პირადი ბედ-იღბლისთვის, ეს შეგრძნება გულისხმობს შემდეგ გამონათქვამს „საკუთარი ტვირთი მძიმე საზიდი არაა“. უამრავი მძიმე ბედ-იღბლის ადამიანი, რომელნიც მუდამ ემდურიან მას, მითუმეტეს არ იქნებიან თანახმა უფრო მსუბუქ და ჰარმონიულ ცხოვრებაზე. ეს უკავშირდება არა მხოლოდ საკუთარ ცხოვრებასთან შეჩვევას და მის სიმძიმეებს, არამედ ინდივიდუალური სულის ტრანსლაციებს: ადამიანი გრძნობს, რომ გარემოებები, რომელშიც ის ცხოვრობს განგების მიერ მოვლენილი გაუგებარი, მაგრამ ძალიან მაღალი მიზნით არის განპირობებული. ამის გარდა მთვარე, როგორც კვადრატის მმართველი იძლევა ქვეცნობიერი ადაპტაციის საშუალებას იმ კონკრეტულ დისჰარმონიულ გარემოებზე, რომელშიც ის აღმოჩნდება და ადამიანი ახდენს სიცოცხლისუნარიანობის დემონსტრირებას, ასევე ეგუება ცხოვრების შინაგან თუ გარე არაადამანურ პირობებს. სხვა მხრივ, მთვარე როგორც კვადრატის ტყვეობა იძლევა უდიდეს ქვეცნობიერ წინააღმდეგობას, კონსტრუქციული დამუშავების იდეასთან ადამიანისთვის მძიმე და უსიამოვნო სიტუაციებში. რასაც არ უნდა ამბობდეს გონება (და ხშირად ის არც აპროტესტებს) ქვეცნობიერი ძალების დაზოგვის პროგრამა აიძულებს წინააღმდეგობების გადალახვას მინიმალურ სიმაღლეზე,უსიამოვნებების იგნორირებას, საპასუხისგმებლო გადაწყვეტილების გადადებას, სანამ ეს ფიზიკურად შესაძლებელია და ა.შ.

ამიტომ, კვადრატის დამუშავების პირველ დონეზე ადამიანის შინაგან და გარე დისჰარმონიასთან შეგუება ერთის მხრივ მიმდინარეობს თავისთავად და საკმაოდ წარმატებულად, მეორეს მხრივ – ძალების მაქსიმალური დაზოგვით. ეს გავს ადამიანს, რომელიც ემზადება შიშველ კლდეზე დასაძინებლად, მასზე კონტურად მიწას მიმოაბნევს, ზუსტად თავისი სხეულის შესაბამისად, ისე, როგორც გამოიყურება დაძინების მომენტში, ამასთან არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნებისმიერი მოძრაობით ძილში შიშველ ქვასთან შეხებით უსიამოვნებას ვერ გაექცევა. ეს არის თავისებური ბალანსი მასთან ბუნებრივი შეგუებისა და შეწინააღმდეგებისა, რომელსაც შეიძლება ეწოდოს ლოკალური და აუცილებელი მორგების პრინციპი, ცხოვრებაში მრავალრიცხოვან ეფექტებს იწვევს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მტკივნეული ადგილი (შესაძლებლობით) საგულდაგულოდ იზოლირდება ფსიქიკისა და გარე სამყაროსგან, რის შედეგადაც რეალურად ნაწილობრივ დაცული ხდება, მაგრამ ამასთან მთლიანად კარგავს განკურნების, ადეკვატური რეაქციით დამუშავებისა და ფსიქიკის სხვა ნაწილთან ნორმალური ურთუერთკავშირის საშუალებას.

კონკრეტულ გარემოებებიდან და ფსიქიკური ორგანიზაციიდან გამომდინარე ეს ეფექტები ვლინდება: აღქმის შეზღუდვის, ქვეცნობიერში გადატანის სახით, სხვადასხვა არასრულფასოვანების კომპლექსების სახით, ფობიებითა და ნევროზებით.

კვადრატის დამუშავება ადამიანს ანიჭებს თავის ქვეცნობიერში შეღწევის უნარს და (შესაბამის სფეროში) ყველაზე უხეში და დისჰარმონიული პროგრამების უფრო მისაღებად ტრანსფორმაციას. თუმცა კვადრატის პრობლემები ამით არ აღმოიფხვრება: ადამიანი იწყებს ურთიერთობების გარკვევას და ბრძოლას თავის თავთან ახალ დონეზე, ახლა მას აღარ აკმაყოფილებს ან დისჰარმონიული და არასწორი ჰგონია სამყაროს (გარე და შინაგანი) ის გამოვლინებები, რომლებიც ადრე საკმაოდ მისაღები იყო ან სრულად არ იქცევდა მათ ყურადღებას.

 

სატურნი, როგორც კვადრატის მმართველი და ტყვეობა

ახდენს დაბრკოლების სტილის ორმაგი ხასიათისა (რომელიც ადამიანის წინაშე წარმოიქმნება) და მათი გადალახვის გზების სიმბოლიზაციას. სატურნი, როგორც მმართველი ქმნის კვადრატის შესაბამის პრობლემების (როგორც გარე, ისე შინაგანი) ღრმა დამუშავების აუცილებლობას, რაც ყველაზე ხშირად გამოიხატება იმაში, რომ ამ პრობლემებისთვის გვერდის ავლა შეუძლებელი და რთულია მთლიანად ქვეცნობიერში გადატანა (თუმცა აქ ადამიანი, როგორც ცნობილია ბევრზეა წამსვლელი). უწევს მათი საგულდაგულოდ გადაწყვეტა შინაგანი დამუშავების გზით, ანუ საკუთარ თავზე მუშაობით. სატურნი, როგორც მმართველი ქმნის იმ ფაქტების სიმბოლიზაციას, რომ კვადრატის მიერ წარმოქმნილი კედლები საჭიროა დაიშალოს ცალკეულ აგურებად და არა გაიმტვრეს კედლის სანგრევი აღჭურვილობით ან საკუთარი თავით. თუ კვადრატი სწორად მუშავდება, მაშინ ყოველი გამოცლილი აგური ერთი მხრივ უტილიზდება და მეორე მხრივ კედელში წარმოქმნის საკმაოდ ფართო, ხილულ ხვრელს. რაც ქმნის როგორც ენთუზიამზს, ასევე ახალი ინფორმაციას კედლის უკან არსებულ უცნობ სამყაროზე, რომელსაც ადამიანი თანდათან ეჩვევა.

სატურნი, როგორც მმართველი იძლევა მოთმინებასა და დისციპლინას, ასევე დროსთან ერთად სიბრძნეს, რომელიც აუცილებელია წინაღობების გადასალახად. სატურნი, როგორც ტყვეობა კვადრატის დაბრკოლებებს აუტანელს ხდის ადამიანისთვის, ის აღიქვავს მათ როგორც ციხის გისოსებს და ხშირად სასოობაში მთელი თავისი ყურადღების კონცენტრირებას კვადრატის გამოვლინებაზე ახდენს, არ შეუძლია პრობლემიდან ყურადღების გადატანა, რომელიც მოცემულ მომენტში ვერ გადაწყდება, მაგრამ ობიექტურად, შესაძლოა მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი იყოს. მიუხედავად ამისა რაღაც ძალა მკვეთრად ზღუდავს მის ცნობიერს და ის ვერ ხედავს ვერც ცას ღრუბლებით და მნათობებით, ვერც კორომებსა და მდელოებს თავისი ფაუნით, ვერც ქალაქს მშვენიერი პეიზაჟით, მაგრამ უდრეკად, ტრიალებს თავისი აზრით დახშულ ტრაექტორიაში, ამაო იმედით რომ იპოვნის გამოსავალს. სატურნის ტყვეობა ხშირად ახდენს პატივმოყვარეობის პროვოცირებას, რომელიც მიმართულია სრულიად მიუღწეველ (მოცემულ დონეზე) მიზნებზე, რაც იძლევა უხეშ ფრუსტრაციას, ამასთან, როგორც წესი, ადამიანი იღებს სასურველს იმის მერე, რაც მისი გულისთქმა ქრება. სატურნი, როგორც ტყვეობა იძლევა უამრავ სირთულეს, პირველ რიგში ფსიქოლოგიური დონისას, რომელიც ადამიანს ხელს უშლის პრობლემის (რომელიც კვადრატს უკავშირდება) კონსტრუქციულად გადაწყვეტაში.

ამ ჩანაწერებში მკითხველი შეიცნობს დაუმუშავებელი სატურნის მახასიათებლებს: საკუთარი ძალების ურწმუნობა, სირთულეების გაზვიადება, მოთმინების, ყურადღების და ძალების კონცენტრაციის უუნარობა, არადისციპლინირება, სასოობა იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემის გადაწყვეტა არ შეიძლება ერთი კვირის შემდეგ და ა.შ. სატურნის ტყვეობა ცალკე გამოყოფს პირველი წინაღობის აგურის გამოცლის საკითხს და ადამიანს ოთხ კედელში გამოკეტვის შეგრძნებას ანიჭებს.

კვადრატის დამუშავება იძლევა არა მხოლოდ სიმამაცის შენარჩუნების სიბრძნეს ერთი შეხედვით გადაულახავი დაბრკოლების ხილვისას, ასევე ეხმარება კვადრატის დამუშავებაში (განსაკუთრებით პირველ ფაზაში) სხვა ადამიანებს, რომლებმაც სრულიად დაკარგეს იდენტური მოვლენებითა და პრობლემებით შექმნილი მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევის იმედი.

მარსი, როგორც კვადრატურის კულმინატორი და დეკადენტი

სხვადასხვაგვარად ვლინდება დამუშავების დონიდან გამომდინარე. როგორც კულმინატორი ის იძლევა მაღალი ვიბრაციების ენერგიას ძალიან კონსტრუქციულს ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია მისი გათავისება და გამოყენება. ეს კვადრატს პოტენციურად ყველაზე ძლიერ ასპექტად ხდის, რადგან მასში არსებული ფარული ენერგია იძლევა არა მხოლოდ ყველაზე მაღალი, არამედ ყველაზე აჟურული კოშკების შენაბის საშუალებას, მიზეზების სინთეზირებით, თითქოს შეუთავსებელი და დაბრკოლების გადალახვისას- მიუღწეველი. მარსის კულმინაცია დამუშავების დაბალ დონეზე ადამიანს ანიჭებს ენერგიას, რომელიც მიმართულია ფაქტიურად ქაოსის გაძლიერებისკენ, ანუ მისი მოქმედება რეალურად ამძიმებს მდგომარეობას, რომელშიც ის აღმოჩნდება, კედელს (კვადრატის მიერ შექმნილს) უფრო მტკიცეს ხდის. ეს ცრუ აქტიურობა საკუთარი სისუსტის შინაგან შეგრძნებას, უუნარობას ერწყმის, საკუთარ დონეზე ყოფნისას უფრო მეტიც, კვადრატის პრობლემის გადაწყვეტასთან მიდგომით, რაშიც გამოიხატება მარსი, როგორც მისი დეკადენტი. ხშირად პირველი გავლენა (ცრუ აქტურობას) ქმნის და არის კიდეც მეორეს შემნიღბავი (უსუსურობის შეგრძნება) რომელიც დიდწილად გადმოდის ქვეცნობიერში, მაგრამ ხდება პირიქითაც: ადამიანი გარეგნულად ახდენს საკუთარი სისუსტისა და პასიურობის დემონსტრიტებას სირთულეების პირისპირ, მათ უკან მალავს სასოწარკვეთილ, მაგრამ უაზრო შინაგან შფოთსა და მეტანიებს.

მაღალ დონეზე მარსი, როგორც დეკადენტი იძლევა კვადრატის პრობლემების კონსტრუქციულად გადაწყვეტის უნარს, ენერგეტიკული პოტენციალის მინიმუმით, მცენარეების მსგავსად, რომლებიც რთულ ქიმიურ რეაქციებს მხოლოდ მზის სხივების ენერგიით აწარბოებენ (ფოტოსინთეზი).

იუპიტერი, როგორც კვადრატის კულმინატორი და დეკადენტი.

ახდენს მხარდაჭერისა ზეწოლის შეგრძნების ორმაგი ხასიათის სიმბოლიზაციას, რომელსაც ამ ასპექტის დამუშავებისას კარმა ანიჭებს ადამიანს. იუპიტერის როგორც კულმინატორის გავლენა დაბალ დონეზე გამოიხატება იმაში, რომ კვადრატის დაბრკოლებები და სირთულეები ობიექტურად – გადამეტებული რაოდენობის პრობლემებად აღიქმება, რასაც კარგად იცნობს სახალხო სიბრძნე „თუ უბედურება მოდის, კარი ფართოდ გააღეთ“ „ერთ უბედურებას სხვებიც წაეწყობა“. ეს შეგრძნება ღრმავდება იუპიტერის გავლენით (როგორც დეკადენტის) ის ვლინდება იმაში, რომ ადამიანი თავიდან ვერანაირ მხარდაჭერას ვერ გრძნობს უმაღლესი ძალებისგან, რომლის გამომუშავებაც საჭიროა სასოწარკვეთისა და უიმედობის გადალახვით, საკუთარი თავის იძულებით- სიტუაციის რეალურად შეხედოს და დაიწყოს კონსტრუიქციული ქმედება. ასეთი გამოვლინება დამახასიათებელია ბევრი ზღაპრისთვის, რომელიც აღწერს კვადრატთან დაკავშირებულ კარმული პროგრამას: ადამიანს უბედურება დაატყდება თავს, (დისჰარმონიული გავლენის აქტივიზაცია) გმირი რჩება მარტოდმარტო, მაგრამ ვერაფერს იზამს (სატურის მმართველობა), ცრემლები მწუხარებას არ შველის (ნეპტუნის დაცემა) ბედნიერების ან დაკარგული პრინცესას ძიება (კონსტრუქციული ქმედება) საჭიროა თავად დაიწყოს, მორალური და ფიზიკური მხარდაჭერის გარეშე, რომელიც პრინციპში გვპირდება ზღაპრის გაგრძელებას (ასპექტის დამუშავება).

მაღალ დონეზე იუპიტერის კულმინაცია ახდენს შესაძლებლობების სიუხვის და მიღწეული შედეგის მნიშნელობის (ადამიანის შემდგომი განვითრებისთვის) სიმბოლიზაციას, ასევე ფართოვდება მისი შესაძლებლობები სხვადასხვა ადამიანების ბედ-იღბალში, მათ კარმაში მონაწილეობით, რომელშიც შეუძლია ეფექტურად დაეხმაროს და რამდენადაც ეს შესაძლებელია ჰარმონიულად დაამუშაოს. იუპიტერი, როგორც დეკადენტი ამ დონეზე ახდენს ავტოდიქტატის (თვითმასწავლებლის) სიმბოლიზაციას, რომელიც ყველა წინაღობის შესწავლისა და გადალახვის შემდეგ (ეს დამახასითებელია კვადრატისთვის, მისი ჰარმონიული ასპექტების შემსუბუქების გარეშე) აღმოჩნდება მზად ხელი შეუწყოს სრულიად მოულოდნელი მიმართულებით მის განვითარებას, მაგრამ ამასთან ერთად ზღუდავს კიდეც: დამუშავებული კვადრატი ვერასდროს შეედრება ტრინს, ის იძლევა გარკვეულ დაბრკოლებას და ცალმხრივ განვითარებას, (პროფესიონალიზმის დანაკლისი, რომლისთვისაც კვადრატი ტიპიურია. ტრინი იძლევა მრავალმხრივ დილეტანტს).

ნეპტუნი, როგორც კვადრატის კულმინატორი და დეკადენტი

ახდენს მედიტაციის განსხვავებული ტიპების სიმბოლიზაციას. დამუშავების დაბალ დონეზე ნეპტუნის, როგორც დეკადენტის გავლენა გამოიხატება უარყოფითი ემოციური მედიტაციის სახით, რომელიც უკავშირდება გადაულახავი (პირველი და მეორე შეხედვით) დაბრკოლებების წარმოქმნას, რაც ადამიანს მწუხარებაში, ტირილში და ყრუ სინანულში აგდებს. მდგომარეობა, რომელიც ვლინდება თოვლით დაფარული ქედების სახით, მტრები კი ყოვლისშემძლე, ბოროტი ჯადოქრები და გრძნეულები არიან და ამ ნეპტუნისეული (დაბალი ოქტავის) ჯადოქრობის გაქარწყლება საკმაოდ რთულია, აქ დამხმარეა სატურნის ჩართვა „თვალები აძრწუნებენ, ხოლო ხელები აკეთებენ“. როგორც კულმინატორი ნეპტუნი ამ დონეზე ადამიანს კვადრატის პრობლემებისგან ყურადღების გადატანასა და დავიწყებას ახდენს მაგ: ფერადი ოცნებით მოგზაურობა იმ დროში, როდესაც შესაბამისი პრობლემა იქნება საბოლოოდ გადაწყვეტილი და ეს მდგომარეობა იქნება ყოველმხრივ მომნუსხველი. თუ კვადრატის სიმძიმე ადამიანისთვის აუტანელი ხდება, ნეპტუნს შეუძლია მას მიანიჭოს ნარკოტიკული ტიპის ადგილობრივი ანესთეზია.

დამუშავების მაღალ დონეზე ნეპტუნის კულმინაცია გამოიხატება ადამიანის ძალისხმევის მხარდაჭერით, მაღალი მედიტაციით, როდესაც ის (კვადრატის მოქმედების სფეროში) აღმოჩნდება მტკიცედ სულიერი მისწრაფების მდგომარეობაში და მაშინ შეძლებს დაინახოს ის, თუ როგორ კარმულ პროგრამებში ღებულობს მონაწილეობას და აკეთებს ამას მეტად გააზრებულად და თავისუფლად. ამ დონეზე შესაბამის სფეროებში შეიგრძნობს უშუალო კოსმიურ სიყვარულს. ნეპტუნის, როგორც დეკადენტის გავლენა გამოიხატება განსაზღვრულ იმედგაცრუებაში, რომელსაც განიცდის ადამიანი, კვადრატის დამუშავების შემდეგ დონეზე გადასვლისას, მას უქრება (უფრო სწორად აღარ ახარებს) ჩვეული მედიტაციები და ვიბრაციები და ძველი პრობლემების ნაცვლად ჩნდება ახალი, რომელიც აღელვებს მას არანაკლებ ვიდრე ძველი. ისინი, გადაწყვეტისას მოუტანენ გაცილებით ნაკლებ ემოციურ სიხარულს ვიდრე ის ფიქრობდა დასაწყისში.

 

    კვადრატურის დამუშავების დონეები

დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდება მის დისჰარმონიულ გამოვლინებებთან და აღიქვავს მათ არა როგორც წინაღობას, არამედ როგორც უბედურებას, რომლისგანაც ხსნას ეძებს, პირველ რიგში სხვისი დახმარებით ან გარკვეული დრო არაფერს აკეთებს. ცდილობს რა გადმოიტანოს ყველა უსიამოვნება ქვეცნობიერში, საიდუმლოდ, სასწაულის მოლოდინში, რომელიც კვადრატს ტრინად აქცევს. თუმცა კვადრატი (როდესაც ის ჩაირთვება) ეს არის მუდმივმოქმედი დაბრკოლება, (თუნდაც სრულიად დაუმუშავებელი ოპოზიციისგან განსხვავებით, რომლის დისჰარმონიულ ზეგავლენას ხშირად შეიძლება დაველოდოთ, წელში მოხრილი და ყურებზე ხელაფარებული მდგომარეობით) და გადმოიტანოს, იგნორირება მოახდინოს, ან ერთი დარტყმით გასწორება ვერ ხერხდება და ადამიანს შესაბამის სფეროში მიმწყვდეული მხეცის განცდა ეუფლება. ქვეცნობიერი რეაგირებს თავის დამცავი (ნახევრად) ზომებით და გამოხატული შემთხვევებით ქმნის პროგრამებს, რომლებიც კარგად ცნობილია ფსიქოანალიზში: კომპლექსების, ფობიების, ამოჩემებული ქცევის, დეპრესიული მდგომარეობის ან არაადეკვატური აგრესიის სახით.

ჰარმონიული ასპექტებისას პირიქით – ამსუბუქებენ ამ ეფექტს, გარეგნულად თითქმის შეუმჩნეველს ხდიან, მაგრამ ამის მიუხედავად პრობლემა პრობლემად რჩება. არ ღირს კვადრატის შექმნილი დისჰარმონიის წარმოდგენა, როგორც სუფთა ნეგატიური გამოვლინება. დამუშავების პირველ დონეზეც, მაშინ როდესაც არაფერი არ აქვს მოსწრებული, ადამიანს კვადრატის შემქმნელი პლანეტების მართულ სფეროებში, აქვს გარკვეული ინტერესები და უნარები.

ხშირად პრობლემები იწყება სწორედ იმიტომ, რომ პიროვნება გრძნობს პლანეტების ურთიერთქმედების ენერგიას და ის მას ძალიან მოსწონს, თუმცა სრულებით ვერ ამჩნევს თუ რამდენად დისჰარმონიულად არის ის მასში და მის გარეთ. იქცევა ისე თითქოს ეს პლანეტები ტრინს ქმნიან, ყოველ ჯერზე გულწრფელად უკვირს „შემთხვევით“ წაწყობილი უსიამოვნებები, რომლებსაც მისთვის ბევრი დაუმსახურებელი სევდა და იმედგაცრუება მოაქვს. კვადრატის ტიპიური გამოვლინება ამ დონეზე გამოიხატება გამოთქმით „კეთილი ზრახვებით, გზა ჯოჯოხეთისკენ“, რადგან კეთილი ზრახვები დაუმუშავებელია კვადრატის მართვის სფეროში (ადამიანი ამ სფეროში შინაგანად ყოველთვის ძალიან დაინტერესებულია და ხშირად საკმაოდ აქტიურიც) მიდის ინვოლუციური პროგრამის გაცოცხლებამდე.

ფსიქიკის ტიპიური რეაქცია აქ ხშირად გამოიხატება ტიპის რაციონალიზაციაში: „მე ძალიან ნიჭერი ვარ, მაგრამ გარემოებები (ადამიანები, პოლიტიკური გარემო) არ მაძლევენ საშუალებას ჩემი ტალანტების რეალიზება მოვახდინო“ აქ უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ გარე დისჰარმონია არის შინაგანის შედეგი, სწორედ ის უნდა მოიძებნოს და მისით დაიწყოს კვადრატის დამუშავება.

დამუშავების მეორე დონეზე ადამიანი თავის თავში პოულობს სიმამაცეს აღიაროს, რომ მის გზაზე არსებობს რეალური წინაღობა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაილახოს. ამ მომენტში თავს მარტო და ღვთისგან მიტოვებულად გრძნობს, მაგრამ თავის თავში აღმოაჩენს საიმისო ძალებს, რომელიც საკმარისია რაიმეს კეთების დასაწყებად, თუმცა წარმატების იმედი ნაკლებად აქვს, როგორც წესი ამ დონეზე ადამიანის ქმედება, როგორც მის მიერ პრობლემის გაცნობიერება ეხება უშუალოდ გარე სამყაროს და ამიტომ ნაკლებად ეფექტურია. გადაუწყევეტელი შინაგანი წინააღმდეგობა ექსტერიორიზდება სულ ახალ და ახალ წინააღმდეგობაში, რომელიც ძალიან გავს ერთმანეთს და ადამიანი დიდი შრომით გადალახავს მათ ნელნელა. ის თავს აღიქვავს ზღაპრის გმირად, რომელიც თავს კვეთავს დრაკონს, რომელსაც ძველის ადგილზე კვლავ და კვლავ ამოსდის ახალი თავი, მიუხედავად ამისა ამ შერკინებისა გამოვლინდება (თუმცა ძალიან ნელა) ზოგიერთი არსებითი დეტალი და კარმული კვანძების მომენტები, რომელიც სიმბოლიზირდება კვადრატურით.

ამის გარდა ადამიანი რაღაცებს თავის თავსა და ქვეცნობიერზეც იგებს, როგორც თავის ფარულ შესაძლებლობებზე (სიმამაცე, ძალა, საზრიანობა, რომლებიც ვლინდება მაშინ, როდესაც ძალიან საჭიროა) ასევე ქვეცნობიერის უმდაბლეს პროგრამებზე, პიროვნების უხეშ მახასიათებლებზე, რომლებიც მოცემული კვადრატურისთვის სპეციფიურია. ეს მახასიათებლები და პროგრამები ადამიანს ამ დონეზე განუსხვისებელი თავისი ნაწილები ჰგონია, რომელთან ერთადაც ის მოკვდება („კუზიანს სამარე გაასწორებს“), მაგრამ ის ცდილობს მათ დათრგუნვას აცნობიერებს რა უარყოფით როლს, რომელსაც ისინი თამაშობენ კვადრატით მართულ გარე სიტუაციებში. ანუ კვადრატის დამუშავების პირველ დონეზე ადამიანი ხშირად ვერც კი გრძნობს თუ როგორ მიათრევს (ბოროტი ძალა თავისკენ) ან არაფრით არ ეწინააღმდეგება მას, ამ დროს ადამიანი მეორე დონეზე ნაწილობრივ აცნობიერებს მის ასეთ მდგომარეობას და ცდილობს მათ კუპირებას. მეორე დონისთვის დამახასიათებელია ნაწილობრივ შინაგანად კვადრატის სიმძიმის მიღება (თუმცა როცა საშუალება მიეცემა შესაძლოა ცდილობდეს მისით სპეკულირებას) და მთვარის (ქვეცნობიერის) ადაპტაცია მასთან და თუმცა იუპიტერის (როგორც კულმინატორის) მხარდაჭერას ადამიანი ჯერ კიდევ ვერ გრძნობს, მაგრამ ისევ იუპიტერის (როგორც დეკადენტის) გადამეტებული ვაი-ვიშის შეგრძნება თანდათან გადის, მას ხშირად ცვლის გადაჭარბებული სიამაყე (იუპიტერის კულმინაცია) თავისი შრომის გამო, ზეწოლითა და უნარებით კვადრატის მმართველობის სფეროში. აქ შესაძლებელია გამოვლინდეს სრულიად არაბუნებრივი მაღალფარდოვნება და სიამაყე, როგორც წესი, გაუგებარი გარშემომყოფებისთვის, რადგან მათ წარმატებას შესაბამის სფეროში გაცილებით მოკლრძალებულად ხედავენ.

დამუშავების მესამე დონეზე შესაბამისი პრობლემის აქცენტი დიდწილად ადამიანის შინაგან ცხოვრებას შეერევა. ის ხედავს, რომ კვადრატის სფეროში გარემოების უიღბლობა და წინაღობები მნიშვნელოვან წილად გამოწვეულია თავად მათით, ანუ მისი უუნარობის გამო გადაწყვიტოს შინაგანი პრობლემები და გადალახოს დაბრკოლებები, რასაც მიყავს არასწორ და სრულიად დისჰარმონიულ ქმედებამდე გარემოში და ამგვარი მიდგომა არის უამრავი წარუმატებლობისა და იმედგაცრუების მიზეზი. საკუთარ თავსა და საკუთარ შიდა არასრულფასოვნებაზე მუშაობით, ადამიანი აღმოჩენს, რომ პირველ რიგში არსებობს პირდაპირი კავშირი მის შინაგან და გარე სამყაროს ჰარმონიას შორის და მისი შინაგანი დაძაბულობის მოხსნით, ურთიერთობის ჰარმონიზაციით სხვა ადამიანთან ან რაღაც გარემოებით ავტომატურად გადართვა მის გარე დაძაბულობას ერთგვარად არბილებს, ზოგჯერ კი საერთოდ ხსნის პრობლემას, რომელიც მუდმივი და ურყევი ეგონათ. მეორეც- მისი ნაკლოვანებები, უუნარობები თანდათანობით სწორდება, თუმცა დაბალი ვიბრაციის ჩვეულ სფეროში პერიოდულად თავს იჩენს წარუმატებლობა და უკანსვლა (უხეში, არაბალანსირებული ენერგეტიკული ნაკადი) და მესამეც – ის გრძნობს თავისი ხანგრძლივი და სერიოზული პროგრამების მხარდაჭერას. კვადრატის სფეროში როგორც ენერგეტიკული (მარსი) ასევე გახსნილი შესაძლებლობების პლანში (იუპიტერი) კვადრატის განსაკუთრებულობა არის ის, რომ ეს მხარდაჭერა სრულდება მაშინვე, როგორც კი ადამიანი განუდგება თავის კარმულ პროგრამებს, რაც ნაწილობრივ არის კარგი ორიენტირი, მაგრამ, ამასთანავე საკმაოდ მძიმე მორალურად იმიტომ, რომ ამ დონეზე რთულია გაძლიერებული ზეწოლის განსხვავება, რომელიც წარმოიქმნება საკუთარი კარმის გათიშვით, მისი მნიშვნელოვანი ნაწილის მეტად გადატვირთვით.

მოკლედ აქ სატურნი მოითხოვს ადამიანისგან მეტ დისციპლინას, ვიდრე სიბრძნეს და საკმაოდ პირდაპირი გზიდან შემთხვევით გადახვევა, მათთან სწორი მიდგომის შემთხვევაში, ხანდახან საბოლოოდ თავის კარმის უფრო შემოქმედებითად დამუშავებას იძლევა. ამ დონეზე ადამიანი უკვე გამოყოფს პლანეტების პრინციპებს, რომლებიც კვადრატს ქმნიან და სწავლობს მისით მართული ქვეცნობიერის პროგრამის შეთანხმებას. მათი უშუალო ურთიერთქმედებისას ჩნდება მკვეთრი ეფექტები, რომელთა მიზეზი, შესაძლოა იყოს ძალიან ღრმა და ადამიანისთვის ხელმიუწვდომი, მაგრამ ის ცდილობს მათ მოგვარებას ან ყოველშემთხვევაში შესწავლას პლანეტის ურთიერთშეხების ზონაში, მათი დროშით მონიშვნას „სახიფათო ზონა“ და მიუახლოვდება მხოლოდ ძალიან სუსტ ენერგეტიკაზე. აქ შესაძლოა მოხდეს პლანეტების პრინციპების ნაწილობრივი თანხმობა, რაც ადამიანისთვის დიდი წარმატება იქნება. ამ დონეზე კვადრატურა აღიქმება, როგოც დიდი პრობლემა, რომელიც ქმნის (მისი გავლენის სფეროში) ერთდროულად ძირითად ინტერესს და ცხოვრების შინაარსს, თუმცა უკანასკნელი დროთა განმავლობაში მას საკმაოდ რთული გონია.

დამუშავების მეოთხე დონეზე ადამიანი მას ძალიან კონსტრუქციულ ასპექტად აღიქვავს, რომელიც ღრმა და საინტერესო შინაგანი განვითარების საშუალებასა და შესაბამის გარე აქტივობას იძლევა. ამ დონეზე ადამიანს მძიმე კარმული კვანძების დანახვისა და გახსნის საშუალება აქვს, ის ხედავს მინიშნებებსა და მითითებებს, რომელსაც ის იღებს დისჰარმონიული გარემოებების გავლით, ეს გარემოებები და მოვლენები ააქტიურებს მასში ღრმად დამალულ უმდაბლეს პროგრამებს, რომლებიც საკუთარი თავის აღმოჩენისას ადამიანისთვის ხდება შესწავლის საგანი. გამონათება და შემდგომი ტრასნფორმაცია უფრო მისაღებია. ეს პროცესი არასდროს არ იქცევა რუტინად და უმტკივნეულოდ და უფრო მეტიც მისი მიყოლით ადამიანი ხშირად ებმება გარემოებების რთულ კარმულ ხლართებში, ადარებს რა მას შინაგანს, ბევრს იგებს როგორც ერთზე ასევე მეორეზე. ამ დონეზე ადამიანი ხედავს უამრავ კარმულ პროგრამას და ხშირად საკმაოდ ღრმად აღწევს იმ ადამიანების ქვეცნობიერში, რომლებიც გარშემო ჰყავს, რაც მას აძლევს საშუალებას დაეხმაროს მათ კვადრატისა და სხვა ჰოროსკოპის ასპექტების დამუშავებაში, კვადრატი იძლევა საშუალებას ქაოსისა და კოსმოსის ზღვარზე ავაგოთ რეალური კონსტრუქცია, მძიმე და მტკიცე ხიდი, რომელზე გასვლითაც ადამიანს შეუძლია ეგოცენტრული წრეებიდან გამოსვლა და თავისი გზის დასაწყისის დანახვა.

პლანეტების კვადრატები

კვადრატის ინტერპრეტაციისას მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს პლანეტების უშუალო ძალისა და მათი დამუშავების დონეები. მაგ: დამუშავებული მერკურის კვადრატი იძლევა საერთოდ სხვა გავლენას, ვიდრე დაუმუშავებელი კვადრატისა (ჭკვიანური შეუსაბამო აზრები და გამოთქმები; სულელური შეუსაბამო აზრები და გამოთქმები – პირველი გაცილებით საშიშია) ამასთან კიდევ საჭიროა გათვალისწინებული იქნეს კვადრატის დამუშავების დონე, რომელიც შესაძლოა არ ემთხვეოდეს მის მიერ წარმოქმნილი არცერთი პლანეტის დამუშავების დონეს. პლანეტის კვადრატი იძლევა თავისი პრინციპის ცრუ იმპულსებს, არასწორად მიმართულ და ხშირად უხეშ ენერგიას, რომელთანაც საჭიროა გამკლავება და შეძლებისდაგვარად კონსტრუქციულად გამოყენება, რაც იქნება რთული, მაგრამ რეალური.

თუ ჰოროსკოპში ბევრი კვადრატია ადამიანი ბავშვობიდან ეჩვევა წინაღობებსა და დისჰარმონიულ მდგომარეობას და მისი პრეტენზიები ცხოვრების მიმართ ხშირად ზომიერია, ხოლო ყურადღება საკმაოდ კონცენტრირებული. მისი ცხოვრება ემსგავსება გზაჯვარედინზე სირბილს, რომელსაც ის 30 წლისთვის ეჩვევა. გაცილებით რთულია მოერგოს ცხოვრების რიტმს კონკრეტული ჰოროსკოპს ერთი კვადრატის შემთხვევაში, რაც ნიშნავს ღრმა ორმოს, თანამბარ მწვანე მდელოზე, ხშირად თავად ადამიანი ამ ღრმულს აღრმავებს და ფსკერზე ბასრ ისრებს იმზადებს (იუპიტერის როგორც დეკადენტის გავლენა).

მრავლობითი კვადრატი ანუ პლანეტის კვადრატი სტელიუმით იძლევა ძალიან დიდ დატვირთვას ამ პლანეტაზე (და სახლზე სადაც დგას) ადამიანი იძულებული ხდება მას მიაქციოს ყურადღება და ნაწილობრივ დაამუშავოს. რაც სუბიექტურად მძიმე შეგრძნებების ფონზე მის სფეროში იძლევა გარკვეულ დაცვას და ბედ-იღბალისგან მხარდაჭერას. ერთი სტელიუმის კვადრატი მეორესთან იძლევა უდიდეს მაგრამ, განსაზღვრულ სიმძიმეს შესაბამისი სახლის სფეროში და შესაბამის საშუალებებს ( შეერთების პოტენციურ ენერგიას).

T- კვადრატი (ტაუკვადრატი) ანუ ორი ოპოზიციაში მყოფი პლანეტა კვადრატშია მესამე პლანეტასთან, ის იძლევა დიდ დაძაბულობას მესამე პლანეტასა და სახლზე, სადაც ის დგას, მაგრამ მისი ნაწილობრივი დამუშავებაც იძლევა ბალანსის დამყარების საშუალებას ოპოზიციაში მყოფ პლანეტებს შორის და ადამიანი მოიპოვებს მტკიცე მიმართულებას (პერიოდულად არც ისე მსუბუქი) კონსტრუქციული დამუშავებით.

   დიდი კვადრატურა – ანუ 4 პლანეტა, რომლებიც ქმნიან 2 ოპოზიციას ერთმანეთთან კვადრატით, ისე, რომ ჰოროსკოპში გამოდის კვადრატის ფიგურა 2 დიაგონალით. აქ უკეთესია დამუშავება დაიწყოს ოპოზიციის დაბალანსებით, არაა კონცენტრირება და განსაკუთრებუილი ძალისმხმევა საჭირო არც ერთ კონკრეტულ პლანეტასა და სახლებზე საკუთარი ინიციატივით. აქ საჭიროა საგულდაგულო დამუშავება, ბედის რიტმის თავლყურისდევება და ტალღის ქიმზე ბალანსირება, დაოსის ჰოროსკოპი; ასეთ ადამიანებს აქვთ დაცვა, მაგრამ ძალიან მაღალი დონის (დახვეწილი) საიმისოდ, რომ მიხვდნენ მის პირდაპირ ნიშნებს. ძალიან თავისებურად ხდება პლანეტის დამუშავება, რომელთაანაც იქმნება კვადრატი ან ტრინი, აქ თავიდან იქმნება ბევრი გაუგებრობა და თვითმოყუება და პირველ რიგში ადამანი უნდა გაერკვეს სად უმართლებს, სად აქვს რეალური უნარები და ტალანტები და სად აქვს ვიწრო ადგილები, მოუგვარებელი პრობლემები და ისწავლის ერთის გარჩევა მეორესგან.

დამუშავებულია ავესალომ პოდვოდნის მასალაზე დაყრდნობით

ავტორი: ქეთი


About Kate

Scroll To Top