…ყველაფერი ასეც გაგრძელდება,სანამ ერთერთი მხარე არ შეჩერდება ან ტემპს არ შეიცვლის.
ხარები არ შეცვლიან ნელ,მოზომილ ნაბიჯებს,ასე რომ,ეს მშვილდოსნის ამოცანაა_ხანდახან შეწყვიტოს სირბილი,თუ ეს ორი საერთოდ აპირებს ერთად შეჩერებას. მშვილდოსნისთვის კი ეს სულაც არ არის მარტივი. მისი ისრები ხშირად ცვივა უცხო მხარეებში. თითქმის ყველა მშვილდოსანი საიდუმლოდ ოცნებობს მოგზაურობასთან დაკავშირებულ პროფესიაზე და ასე თუ ისე,ყოველი მათგანი აღწევს მიზანს.
რადგან მშვილდოსნის სიმბოლო ნახევრად კაცი,ნახევრად ცხენია,მათი ბუნება დროდადრო ორად იხლიჩება. როდესაც მშვილდოსანი მხიარული ფილოსოფოსისა და მასხარას როლს ირგებს,კუროს ეს ძალიან ახალისებს. ხარები მშვიდად და მფარველი კეთილდამოკიდებულებით არიან განწყობილნი მხიარული,საყვარელი და რამდენადმე „საცირკო“ ხატების მიმართ. მაგრამ საკმარისია მშვილდოსანმა თანამოსაუბრესთან თავისი ადამიანური ნაწილით დაიწყოს ურთიერთობა,კურო შოკირებული და გაღიზიანებულია. როდესაც ხარი დარწმუნებული იდეალისტის მოსასხამში გახვეულ მშვილდოსანს უყურებს,რომელიც თავის ინტერესებს სასამართლო დარბაზში,აუდიტორიის წინაშე,მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისა თუ პოლიტიკური ტრიბუნის მეშვეობით იცავს,მას უკვე აღარ ეღიმება.
იუპიტერის გავლენა ხშირად აიძულებს მშვილდოსანს ხანდახან სისტემის საწიინაღმდეგო სასტიკ ბრძოლაში ჩაერთოს,რაც მიუღებელია კონსერვატული ბუნების კუროსთვის. ტლანქი,მაგრამ ხანდახან საოცრად გრაციოზული კენტავრი ხშირად ხდება მიყუჩებული ქირქილის ობიექტი. უდარდელი იდეალისტი,რომელიც ცდილობს დამკვიდრებული ჩვევების ყრუ კედელი გახვრიტოს_ეს უკვე საშიშია. ამასთან,კუროს ვერც წარმოუდგენია,საერთოდ როგორ შეიძლება საქმე დაიჭირო მშვილდოსანთან,უფრო სწორად მის უზრუნველობასთან. მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ,რომ იღბლიანი მშვილდოსანი თითქმის ყოველთვის იმარჯვებს.
ყველა მშვილდოსანი,ექსტრავერტი იქნება თუ ინტროვერტი,სულის სიღრმეში მგზნებარე ოპტიმისტია. მას მიაჩნია,რომ დედამიწის ზურგზე ყველაფრის გამოსწორება შეიძლება და ამიტომ,კუროს აზრით,გადაჭარბებულად ბევრს ელის ცხოვრებისგან.
კურო თავის მხრივ ობიექტური პესიმისტია,ცხოვრებაზე მშვიდი შეხედულებებით. მშვილდოსანი ვერ იტანს,როდესაც მოწყენილი კურო დაღვრემილი დააბოტებს და სევდას აფრქვევს გარშემო. რა თქმა უნდა,კენტავრებიც ტირიან ცხარე და მლაშე ცრემლებით,მაგრამ მათი ნალექი საკმაოდ სწრაფად შრება,როდესაც ციდან იმედის მკვეთრი ფერებით შეღებილი იუპიტერის ცისარტყელა ეშვება.
კუროსა და მშვილდოსნის ურთიერთობა მზის ნიშნების 6-8 ფორმულას შეესებამება,რაც განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს მსახურებაზე,ჯანმრთელობასა და სხვადასხვაგვარ საიდუმლოებაზე. რადგან მშვილდოსანი კუროს თვალში „სხვისი ფულია“,VIII სახლი,სწორედ მეისრე შეიძლება აღმოჩნდეს ის,ვინც კუროს ფართო მოთხოვნების რეალიზების საშუალებას მისცემს. ხოლო კურო,რომელიც მშვილდოსნითვის VI ასტროლოგიური სახლის ბინადარია,განასახიერებს შრომას,მსახურებასა და ვალდებულებებს. მათ ხშირად აერთიანებთ ისეთი საქმე,სადაც საჭიროა იუპიტერის ალღო ვაჭრობასა და კარიერულ წინსვლაში და კუროს მყარი ფუნდამენტის შექმნის უნარი. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ფასობს,როდესაც მშვილდოსანს ბრმად მხოლოდ იღბლის იმედი აქვს.
მშვილდოსანს ხან ბავშვური გამართლება ეხმარება,უფრო სწორად საოცარი მიმნდობლობა,სიმამაცე და ოპტიმიზმი,ხან ვიწრო თვალსაწიერი ღალატობს. მართლაც,ადვილია ხრამში გადაიჩეხო,როდესაც ცას მიშტერებული,ისრებს უშვებ მომავალში და წინ არ იყურები!
რადგან კურო ყოველთვის უყურებს გზას,მას შეუძლია დაეხმაროს მშვილდოსანს,თავი აარიდოს წინააღმდეგობებს. ეს ორი საკმაოდ წარმატებული წყვილია საფონდო ბირჟაზე ან ნებისმიერ აზარტულ თამაშში. ისინი ძალიან ადვილად გამონახავენ საერთო ენას,თუ მათი სამსახური ფინანსურ ინტერესებთან არის დაკავშირებული,იქნება ეს ხილ-ბოსტნეულის მოყვანა თუ სპორტული ავტომობილების გაყიდვა. მართალია,კურო უპირატესობას ფულის ბანკში შენახვას ანიჭებს,მშვილდოსანი _ხარჯვას.
ჩვეულებრივ,კურო ოჯახის ერთგულია,ბევრის ატანა და არაერთი მსხვერპლის გაღება შეუძლია მათთვის,ვინც უყვარს. მშვილდოსანიც გულისხმიერად გაუწოდებს დახმარების ხელს ნათესავებსა და ახლობლებს,მაგრამ შორიდან. ის უფრო მთელი კაცობრიობის ბედით არის დაინტერესებული,ვიდრე კონკრეტული ადამიანებით. განა შეიძლება ნახევრად ადამიანს და ნახევრად ცხენს ასეთი ამაღლებული დიდსულოვნებისთვის უსაყვედუროთ?
არც ერთ მათგანს არ შეუძლია ტყუილის თქმა,თუნდაც „ტკბილი ტყუილი“ იყოს. კურო ყოველთვის ფაქტებით საუბრობს _ ნათლად და კონკრეტულად. მაგრამ საკმარისია დაფიქრდეს,რომ ვინმეს შეიძლება გული ატკინოს,საერთოდ დუმდება. მშვილდოსანი არ კარგავს დროს ამდენ ანალიზზე. ბავშვური მიამიტობის გამო,არც კი ეჭვობს,რომ სიმართლე შეიძლება მომაკვდინებელად მწარე იყოს. ნუ ელით,რომ ეს ადამიანები იუპიტერის პირდაპირობას განუდგებიან,თუმცა კარგი იქნებოდა თუ შერბილებას ეცდებოდნენ. მშვილდოსანზე მისივე მეთოდებით ზემოქმედება უშედეგოა_სიმართლე მათზე არ მოქმედებს. ისინი სიმართლეს ფილოსოფიურად აღიქვამენ და გულწრფელად უკვირთ,რატომ უსმენენ სხვები „შიშველ ფაქტებს“ კბილების კრაჭუნით.
მშვილდოსანი ცხოვრებასა და ადამიანებს ისე აღიქვამს,როგორც თავად ხედავს. მაგრამ თუ ამას კუროს კეთილგონიერებასა და რეალობის შეგრძნებას დავუმატებთ?
კურო მამაკაცი და მშვილდოსანი ქალი
_ ჩერჩეტი ხარ! _კვლავ გაიმეორა ლინმა.
პიტერი ისევ ვერ მიხვდა,რატომ.
მშვიდი კუროსა და ემოციური მშვილდოსნის შეთავსების მცდელობა აქლემის ნემსის ყუნწში გაძვრენის ტოლფასია. მათი ურთიერთობა კანატის გადაწევას მოგაგონებთ,თუმცა თუ ერთის დანაკლისს,მეორეს სიჭარბით შევავსებთ,სრულქმნილ ნატურას მივიღებთ…ან რაღაც ამდაგვარს.
მშვილდოსან გოგონას „ვარდისფერი სათვალე“ ეხმარება უსიამოვნებების იგნორირებაში. ის ყველაფერში მხოლოდ კარგს ხედავს და ამიტომ ხშირად იმსახურებს კუროს თანამგრძნობი სიბრალულით აღსავსე ღიმილს. კუროს ეღიმება მის გულუბრყვილობასა და იდეალიზმზე. როდესაც უსიამოვნებები მაინც ხდება,მის გულზე დარჩენილი ჭრილობები უფრო ნელა ხორცდება,ვიდრე შელახული თავმოყვარეობა. გაუზიარებელი სიყვარული იმ მამაკაცის მიმართ,რომელმაც ნდობა ვერ გაუმართლა,დიდხანს ჩააგდებს დათრგუნულ მდგომარეობაში. მაგრამ შეგნებული კუროს თანაგრძნობას შეუძლია გადაარწმუნოს მშვილდოსანი,რომ ყველა კაცი ერთმნაირი ნაძირალა არ არის,რომელთა ნდობაც არ შეიძლება.
არც ისე იშვიათად კუროს მიერ განსახიერებული მზრუნველი „უფროსი ძმის“ როლი,რომელიც გულგატეხილ მშვილდოსანს ცრემლებს უშრობს თვალებზე,სიყვარულით სრულდება. მშვილდოსანს მოსწონს მისი საიმედოობა. კუროს უდრეკი რწმენა ამშვიდებს ქარბუქს მის სულში. ამიტომ,შესაძლოა მან სულ მალე დაასკვნას,რომ კურო მისი ოცნების მამაკაცია. შეიძლება ასეა…შეიძლება არა. თუ მათ პირად ჰოროსკოპებში მზე და მთვარე დადებითად არიან განლაგებულნი,ისინი არასოდეს მოიწყენენ. მაგრამ მნათობთა შორის უარყოფითი ასპექტების შემთხვევაში,გარკვეული სიმამაცე დასჭირდებათ.
მშვილდოსანი აღმერთებს კამათს. ამასთან,ძალიან უყვარს ღირსეულ მოწინააღმდეგესთან რაპირების გადაჯვარედინება. უბედურება იმაშია,რომ კუროს არ უყვარს კამათი. მას ხანგრძლივი ახსნაც კი არ მოსწონს. ამიტომ,მშვილდოსანი ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მეგობრებს ეპატიჟება შინ. მაგრამ ეს მხოლოდ გააუარესებს საქმეს,რადგან ხარი ვერ იტანს,როდესაც მის სამფლობელოში ხმაურიანი უცნობები იჭრებიან! წამახული კუთხეების მოგლუვებას შემდეგ დიდი დრო სჭირდება.
მათი ტრაგიკომედიული სიუჟეტების ცენტრში ძირითადად ერთი და იგივე პრობლემა ტრიალებს: კუროს სიჯიუტე და მშვილდოსნის ექსტრავაგანტულობა. მშვილდოსნის რისხვა ხანმოკლეა. ხარი კი ძალიან დიდხანს ბრაზობს. კარგი იქნება,თუ მშვილდოსანი გაითვალისწინებს,რომ ერთ ნაზ კოცნას შეუძლია ყველა უსიამოვნება დაავიწყოს გაბუტულ კუროს.
მათი ორმხრივი ფიზიკური მიზიდულობა უჩვეულო ძალით გამოირჩევა და ყველა წინააღმდეგობის შერბილება შეუძლია. მშვილდოსნის პირდაპირობა და თავდავიწყება ეხმარება კუროს,უშიშრად მიიღოს და გასცეს საკუთარი გრძნობები. მშვილდოსანი არამხოლოდ მხურვალე სურვილს გრძნობს კუროსგან,არამედ ჭეშმარიტ სიყვარულს. ამდენად,სავსებით შესაძლებელია,რომ კურო სრულიად ბედნიერი იყოს ამ ურთიერთობაში,მშვილდოსანი კი…
მშვილდოსან ქალს ხშირად წარმოესახება ვირტუალური საყვარელი,მისი რომანტიული ოცნებების ძველი იდეალი. ამიტომ კუროს ხანდახან გაუცხოების უცნაური შეგრძნება ეუფლება. ასეთ დროს აჯობებს გაჩუმდეს,წინააღმდეგ შემთხვევაში,ურთიერთობების გარკვევა მშვილდოსნური კამათით დასრულდება,რომლის სამიზნეც ყველაზე არახელსაყრელ მომენტში მისი მამაკაცური თავმოყვარეობა აღმოჩნდება. და მაინც,მშვილდოსნის წარმოსახვებისა თუ სხვა გამოხტომების მიუხედავად,საყვარლები მხოლოდ მის დაუდგრომელ ფანტაზიებში წარმოისახებიან და არა მაშინ,როდესაც გვერდით ცოცხალი,თბილი და კეთილი პლუშის დათუნია ჰყავს,რომლის ლოგინში ჩაწვენაც შეუძლია.
მშვილდოსანი გოგონა სიამოვნებით მისცემს თავს უფლებას შეუყვარდეს მამაკაცი,რომელმაც ხელი გაუწოდა და რომლის გაშვებაც არ უნდა,თუ ეს მეგობრის ხელია. მართალი,კურო თვლის,რომ ქალის ადგილი სახლშია,სამზარეულოსა და საძინებელთან ახლოს. თუ მშვილდოსანს ჰგონია,რომ მისი ადგილი საყვარელი მამაკაცის გვერდზეა და წინააღდეგობას არ გაუწევს,მათი ურთიერთობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუ ასე არ არის…ისინი მაინც მოძებნიან გამოსავალს სიტუაციიდან. ჭეშმარიტი სიყვარული ყოველთვის იპოვის გზას!
კურო ქალი და მშვილდოსანი მამაკაცი
მაიკლი მზად იყო მყისვე მომწყდარიყო ადგილს
მას სურდა გადაემოწმებინა,
რა დროში დაფარავდა მილიარდ კილომეტრს.
მაგრამ ვენდი კვლავ ყოყმანობდა.
მან ჩინებული მეგობარი შეიძინა,რომელიც იმავდროულად ქალია. ასე რომ,ვინ იცის,ვინ იცის… შესაძლოა ეს ბრწყინვალე სასიყვარულო ისტორია გახდეს,ან კიდევ უკეთესი_პლატონური მეგობრობა მთელი ცხოვრების მანძილზე.
რადგან მშვილდოსანს პირდაპირობა უყვარს,მალე მიიღებს სიმართლეს. მისი მეგობარი კურო ხომ სულაც არ არის თანახმა უბრალო მეგობარი ან შემთხვევითი გატაცების ობიექტი იყოს. როგორც კი ამას აღმოაჩენს,მშვილდოსანი შეცბება: „ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს?“ რას უნდა ნიშნავდეს?.. რას უნდა ნიშნავდეს?.. ქორწინებას_აი,რას! და ნუ გიკვირთ.
კუროს მშვილდოსნის შეყვარება გასაგები მიზეზების გამო შეუძლია. ის მხიარული ამხანაგია,ჭკვიანი თანამოსაუბრე,მეოცნებე,იდეალისტი,ფილოსოფოსი,კრეატიული შემოქმედი და ამასთან,პატარა ბიჭუნა,რომელსაც თვალყური უნდა ადევნო. რა საკვირველია,კურო წინ ვერ აღუდგება მის ქარიზმას. იმ შემთხვევაშიც,თუ პირველივე ღამეს მშვილდოსანმა ყველაფერი ისე ჩაუკაკლა,როგორც არის,კურო თავს მოიკატუნებს,რომ არაფერი გაუგია. თუმცა მშვილდოსანს ხშირად ავიწყდება,რომ ცეცხლის ნიშანია,ცეცხლის ალი კი უმართავია. ის უნდა დაშოშმინდეს,თუ არ სურს,რომ საკუთარი ნაპერწკლებისგან აალდეს და კუროს მიწიერი რისხვის ქვეშ დაიმარხოს. ასეც მოხდება,თუ მან კუროს გულში სიყვარულის ცეცხლის ალი აანთო და ვერ შეინარჩუნა.
პირველი,რისკენაც მიილტვის შეყვარებული კურო,არის მუდმივი შეყვარებულობის ან ცოლის მდგომარეობა. რასაც კურო ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოითმენს,ეს არის ერთერთი ცოლის როლი მშვილდოსნის ჰარამხანაში. კურო არ არის ლომის და ვერძის მსგავსად უაზროდ ეჭვიანი. ის არ ეჭვიანობს,თუ ამისთვის საკმარისი საფუძველი არ აქვს. თუმცა კურო მესაკუთრეა და მისი შეხედულებები სიყვარულზე საკუთარ უნიკალურობის განცდას ეფუძნება. ასეთი ქალი არასოდეს დათანხმდება არაბი შეიხის წინადადებას ხელის თხოვნაზე.
სინამდვილეში მშვილდოსანს შეუძლია გამორჩეული ერთგულება გამოიჩინოს იმ ქალის მიმართ,ვინც მართლა უყვარს. მისი პრობლემა ის არის,რომ ის არც ისე ხშირად აკეთებს იმას,რასაც მისგან ელიან. საწყის ეტაპზე კურო მოხიბლული იქნება მისი პირდაპირობითა და გულწრფელობით. მშვიდოსანს საერთოდ არ აქვს თვალთმაქცობის უნარი. ქალი კურო წამსაც არ დახარჯავს მატყუარა და მკვეხარა მამაკაცზე. ასე რომ,მშვილდოსნის გულწრფელობა განსაკუთრებულად იზიდავს მას. ასე გაგრძელდება იქამდე,სანამ მშვილდოსანი ამ თავის ღირსების დემონსტრირებას პირდაპირ ცხვირწინ არ მოუწყობს,სიტყვებით: „ჩვენ უფრო გაგვიადვილდება ურთიერთობა,თუ თავიდანვე თანაბარ პირობებს დავაწესებთ. აი,მაგალითად,გუშინ ჩემს ძველ გოგოს შევურბინე და უქმეებზე მთებში დამპატიჟა. ხომ იცი,როგორ მიყვარს თხილამურებით სრიალი?! შენც რამით გაერთე,სანამ დავბრუნდები“. როდესაც მშვილდოსანი ასეთი გულწრფელია,მის მეგობარ კუროს ისღა დარჩენია,თავზე გადაალეწოს მისი საყვარელი თხილამურები. მაგრამ თუ ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ მიაქცევს,მან შეიძლება ისეთი თვისებები აღმოუჩინოს,რომელსაც მეტად ცხელთავიანი და ნაკლებ მომთმენი ქალები ვერასოდეს იხილავენ. როდესაც მშვილდოსანი ისეთ ქალს ხვდება,რომელსაც მისი იმდენად კარგად ესმის და სჯერა,რომ სრულად ენდობა კიდეც,ის საკუთარ შესაძლებლობებს აჭარბებს:დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ ასეთ აღტაცებულ მიჯნურსა და ერთგულ ქმარს. ის დიდ,ფუმფულა ძაღლს ემსგავსება; მართალია,ცოტა მოუქნელს,მაგრამ საოცრად საყვარელს,მხიარულსა და ერთგულს. ვინ იქნება მისი მომხიბვლელი გულწრფელობის წინააღმდეგი?
მას ისეთი ქალი სჭირდება,ვისაც მისი ოცნებების სჯერა და არა ეჭვინობისა და დაცინვის მწარე ნემსებით ჩხვლეტს. ბრწყინვალე იდეებით აღსავსე ქალი,რომელიც სიყვარულითა და მზრუნველობით მოუვლის და მის თავისუფლებას არ შეზღუდავს. ხალისიანი თანამგზავრი,რომელიც გამოწვევას გამოუცხადებს თავისი დამოუკიდებლობით. ნებისმიერი ქალისთვის ეს არც ისე მარტივი ამოცანაა,მაგრამ კუროს ნამდვილად შეუძლია მისი დაძლევა…მხოლოდ იდეების გამოკლებით. კურო ჭკვიანი ქალია,შეიძლება ზედმეტად ჭკვიანიც,მაგრამ ის უფრო მსმენელია,ვიდრე მთხრობელი და გარკვეული დრო სჭირდება,რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროს. ამას გარდა,ის ეჭვის თვალით უყურებს ყურებიდან გადმოჟონილ იდეებს,ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის. მისი პრაქტიკულობა და ჯანსაღი აზრი,შესანიშნავად აწონასწორებს მშვილდოსნის უდარდელ სწრაფვას თამაშისა და გამარჯვებისკენ. ასე რომ,ჯობია მშვილდოსანს არ ჰქონდეს იმედი,რომ კურო ყოველთვის გაიზიარებს მის ფანატიკურ სურვილებს. სჯობს ამ თამაშებში თავის მეგობრებთან ერთად ჩაერთოს,კუროსთვის სხვა თამაში გაცილებით სასიამოვნოა.
კუროს საიმედო და დამცველი მამაკაცი სჭირდება,რომელიც მასთან ხელჩაკიდებული ბუხრის წინ მოკალათდება. ეს იმას არ ნიშნავს,რომ კურო მთელი დროის გატარებას სამზარეულოში,გაზქურასთან აპირებს,მაგრამ არც ის უნდა,რომ მისმა ცხოვრებამ ბედის ბორბალზე მზესუმზირის წკლაპუნით ჩაიაროს. კურო თავდაჭერილი,მომთმენი,გულთბილი და მხიარულია. მისთვის დამახასიათებელია არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა,სტუმართმოყვარეობა და სიმსუბუქე ურთიერთობებში. მაგრამ როცა მისი მოთმინების ფიალა ივსება,ყოველგვარი მიზეზის გარეშე ცოფდება. მშვილდოსანი არ არის ყველაზე შეუსაბამო ნიშანი,ვისაც კუროს ამ სახიფათო თვისების აქტივაცია შეუძლია. ხარის გამძვინვარებულ მდგომარეობამდე მიყვანის უნარში,ის სულ ცოტათი ჩამორჩება ლომს,მორიელსა და მერწყულს. მშვილდოსანს ყველაზე უეშმაკო კითხვებით შეუძლია გამოსტყუოს კუროს,რაც აინტერესებს. კუროს კი ნამდვილად არ სურს,მისი ფარული ემოციები და პირადი შეხედულებები ცნობილი იყოს ვინმესთვის. თავად ხომ არავის საქმეში არ ჰყოფს ცხვირს?! ასე რომ,მშვილდოსნის მგზნებარე ცნობისმოყვარეობა და მოხერხებული კითხვები ნამდვილად არ აღაფრთოვანებს კუროს,თუ მას ისეთი საიდუმლო აქვს,რომლის გამხელაც არ სურს.
შესაძლოა,სიყვარულში არ შეექმნათ პრობლემები,თუ ეცდებიან ერთმანეთს გაუგონ და ეს ეხება როგორც ხასიათს,ისე სექსუალურ მოთხოვნილებებს. ხანდახან ვერც ერთი ვერ ხვდება,რა აკლია მათ ურთიერთობას,როდესაც ბუნდოვანი და გაუცნობიერებელი დაუკმაყოფილებლობისგან იტანჯებიან.
კურო ქალი მხურვალე და მგრძნობიარე ტემპერამენტით არის დაჯილდოებული,მაგრამ მას უჭირს სიტყვებით გამოხატოს შეგრძნებები. ის სიყვარულს შეხებით ავლენს. მისთვის ტაქტილური კავშირი ყველაზე მნიშვნელოვანია,ამიტომ როდესაც კურო სიყვარულით კავდება,დუმილი ოქროა. იდეალისტ მშვილდოსანს კი სურს მთელი თავისი ფიზიკური განცდები სიტყვებით გადმოსცეს. ამიტომ კუროს ხშირად ეჩვენება,რომ მისი ლეგენდარული კენტავრი ნახევრად ვნებებით არის შეპყრობილი და „საქმეშია ჩართული“, ნახევრად განსჯებშია და სადღაც,რეალობის მიღმა,დაფრინავს.
მშვილდოსანს სჭირდება თავისუფლება და მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს საზოგადოებრივი აზრი. რა თქმა უნდა,ის პრინციპულად მართალია და თვლის,რომ ოჯახური ცხოვრება და ნათესაური კავშირები არ უნდა ბოჭავდეს მას. კურო საპირისპირო თვისებებით არის დაჯილდოებული.
თუ კუროსა და მშვილდოსნის მზე-მთვარეები ნეგატიურ ასპექტებში იმყოფება,მათი ქორწინება შეიძლება სავსე იყოს ერთგულებითა და გაუცხოებით. მაგრამ შეიძლება საქმე აქამდე არც მივიდეს და ორივე ბედნიერი იქნება ერთად,თუ კურო მოისურვებს მშვილდოსნის მხარდაჭერას,ეს უკანასკნელი კი მოისურვებს მწველი ალების რეგულირებას.
მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.
სტატიის ავტორი Qet Adastra