კურო და სასწორი

კურო და სასწორი

_კარგი, რადგან შენ ასე ფიქრობ…

_აბა, სხვანაირად როგორ უნდა იფიქრო ?!

ყველას, ვისაც სურს, ორი ვენერიელის ურთიერთობის არსს ჩაწვდეს, პირველ რიგში ამ ნიშნებში უნდა გაერკვეს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი გაარჩიოთ,ვინ არის პირველი და ვინ მეორე ამ თამაშში, სადაც ეს ორი ამდენად განსხვავებული პიროვნება ერთვება.

ნუ დაასკვნით ნაადრევად,რომ მიწიერი კურო ჰაეროვან სასწორზე ძლიერია და ორივე ერთად თუ ცალცალკე ვერ უძლებს ცეცხლოვანი ნიშნების ზეწოლას. მიწა უპირობოდ ყველაზე მძიმეა, ცეცხლი კი ჰაერზე დამანგრეველი. გაიხსენეთ მიწისძვრა ან ვულკანის ამოფქვევა. მაგრამ ჰაერი სიცოცხლის მთავარი მცველია,უჰაეროდ სუნთქვა შეუძლებელია. ჰაერს არ აქვს განსაზღვრული ფორმა და თითქოს არ შეუძლია ზემოქმედება ისეთ მყარ მატერიაზე,როგორიც მიწაა. მაგრამ თუ თქვენ ოდესმე  ტაიფუნი გინახავთ, ალბათ,იცით, რომ ხანდახან ყველაფერი ისე არ არის,როგორც ჩანს. განსაკუთრებით ჰაერი და განსაკუთრებით სასწორი,რომელიც ჰაერის სტიქიის ყველაზე აქტიურ ფორმას წარმოადგენს. ჩათვალეთ  ეს გაფრთხილებად იმ ხარებისთვის,ვისაც ჰგონია,რომ მძიმე ჩლიქის დაჭერით,მარტივად დაიმორჩილებს ამ სასიამოვნო ადამიანებს.

სასწორი სრულიად მომაჯადოებელია: მომხიბვლელი და სასიამოვნო არსება; ნათელი,ჭკვიანი მზერითა და ღიმილით,რომელიც გულს ათბობს. განა ასეთი მეგობრული გარეგნობის მქონე ადამიანი შეიძლება საფრთხის შემცველი იყოს? მაგრამ სასწორის რბილი მანერები მხოლოდ კომუფლიაჟია,რომლის მიღმაც ბასრად წამახული,ძლიერი და ლოგიკური ჭკუა იმალება. კამათში გამარჯვება და გზის გაგრძელება სასწორისთვის,საბოლოო ჯამში,ყველაზე მთავარია.  ორივე სქესის სასწორები მიდრეკილნი არიან ვენერას ტრადიციული მეთოდებით გაიტანონ თავისი_პირადი მომხიბვლელობით აიძულონ მოწინაღმდეგე,დანებდეს. ამ ჭრილში, მამაკაცი სასწორი ძალიან ჰგავს ამავე ნიშნის ქალებს.

თქვენ ამბობთ,რომ კუროსაც ვენერა მართავს? დიახ,მაგრამ სერიოზული დამატებებით. ვენერა არ არის კუროს ერთადერთი მმართველი. კურო ვალად იღებს სასწორისგან ვენერას გავლენას იქამდე,სანამ არ ამოიცნობენ მის ნადვილ მმართველს_ქირონს ან პანჰორუსს. ამიტომ ვენერა არ აძლევს კუროებს,როგორც სასწორებს,ყველა თავის სიკეთეს_მაგალითად, საიდუმლო სტრატეგიას. მაგრამ ქირონი კიდევ დააჯილდოებს კუროებს სხვა ტიპის ძალაუფლებით,ჯერ მოიცადეთ…კურო დაიცდის, ის მომთმენია.

საშუალო კუროს ბუნებაში ჩადებულია ინერტულობა,რომლის მეშვეობითაც ის საზოგადოებრივ ტრადიციებსა და სახელისუფლო კანონებს  აღიქვამს მართებულად არა იმიტომ,რომ საზოგადოება და კანონები მართალია, არამედ იმიტომ, რომ ტიპური კურო დარწმუნებულია,გარემო რეალობის უგულვებელყოფითა და კანონების დარღვევით მხოლოდ უსიამოვნებებს გადააწყდება. სწორედ ამას უნდა აარიდო თავი _ ასე თვლის ვენერა, რომელიც იგივე რჩევას აძლევს სასწორს, მაგრამ ორი ვენერიელი ერთსა და იმავე რჩევას სხვადასხგავარად იყენებს.

კურო პრინციპულად ბოლომდე დაიცავს საკუთარ და საყვარელი ადამიანების ინტერესებს. თუმცა მას სისულელედ მიაჩნია წვრილმანებზე აღშფოთება და წყლის ამღვრევა.  თუ მთავარი ფსონი უბრალოდ კამათში გამარჯვებაა,ტიპური კურო დაამთქნარებს,მხრებს აიჩეჩავს და მშვიდად იტყვის,რომ მისთვის სულ ერთია,როგორ დასრულდება ეს  წვრილმანი დავა,რომელიც მას არ აინტერესებს ან სერიოზული დისკუსია გლობალურ საკითხებზე,რომელიც მას არ ეხება.

სასწორისთვის კი კამათში გამარჯვება,იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი თუ სრულიად უაზრო დავა,ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მისთვის არ არსებობს წვრილმანი და მსხვილი პრობლემები. ის დილიდან დაძაბული გონებრივი აქტივობით არის დაკავებული: ლოგინის რომელი მხრიდან და რომელ ფეხზე წამოდგეს,ჩაი დალიოს თუ ყავა,ჩაიცვას თუ არა ძილის წინ  საღამური. სრულიად ბუნებრივია,რომ საღამოსკენ მსუბუქ დაღლილობას გრძნობს,გაღიზიანებაზე რომ არაფერი ვთქვათ.

კუროთა უმეტესობისთვის მსგავსი წვრილმანებით თავის გამოჭედვა უაზრო ბოდვაა. კუროს თავად ის აზრიც ღლის,რომ სასწორის მთელი ეს განსჯები უნდა გაიზიაროს. უბრალოდ აკეთე ის,რასაც თვლი ან გრძნობ,რომ მართალია და არავის მისცე უფლება,შენი პოზიციიდან ერთი ნაბიჯით მაინც გადაგაცდინოს_აი,მოკლედ გასაშუალოებული შეხედულება,რომლითაც კურო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს. პერმანენეტული მსჯელობა კი მისთვის ყველაზე უსარგებლო საქმიანობაა. კამათში ვერავინ ვერასდროს გაიმარჯვებს,განა ასე არ არის? კუროებს გაუკვირდებათ და არა. სასწორი კამათიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდის,იმ დისკუსიების გამოკლებით,რომლებიც სწრაფად ბეზრდება. ეს სულაც არ არის გასაკვირი,განსაკუთრებით იმ იარაღების გათვალისწინებით,რომლითაც ვენერამ აღჭურვა _ შარმი,ტაქტი,ინტელექტი,რბილი მანერები,საოცარი ღიმილი და ნაჩვრეტები ლოყებზე(ან სხეულის სხვა ადგილას,რომლის საჯაროდ დემონსტრირებას სასწორები ერიდებიან). მთელი ამ არსენალის გარდა,მათ შეუძლიათ თავიანთი ვერაგი ლოგიკის ისრები დაგიშინონ ყველაზე მოულოდნელ მომენტში.

სასწორი დისკუსიას „სოკრატესეული“ მეთოდით წარმართავს,რომელსაც გულისყურით უნდა უსმინო. საკუთარი წინააღმდეგობით გართული კურო ყურადღებას არ აქცევს სასწორის ლოგიკას და შეიძლება მახეში გაებას თავისი სიჯიუტის გამო. მაგრამ სასწორს ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია კუროსთვის. ის იმ ასტროლოგიურ სფეროს ჰგავს,რომელიც ხარს ახალ აღმოჩენებში ეხმარება.

თავის მხრივ,კურო სასწორისთვის თავსატეხი გამოცანაა. ის ბედნიერი იქნებოდა ამოეხსნა,როგორ ინარჩუნებს კურო სიმშვიდეს და შინაგან მდგრადობას სოციალური თუ პირადი კონფლიქტების ფონზე; როგორ არ იტანჯება უძილობით,მნიშნველოვანი გადაწყვეტილების მიღებისას. ღმერთია მოწამე,სასწორს არანაკლებ,მეტად თუ არა,სჭირდება კარგი ძილი,რომ წონასწორობა შეინარჩუნოს.

 

 

 

კურო მამაკაცი და სასწორი ქალი

სანდრო მიკუჩაძე და თამუნა მუსერიძე

 

ჯონს იმდენად მშვიდად ეძინა იატაკზე,

აღარ გააღვიძა.

_ვიცი,რომ ცუდი არაფერი გინდოდა;

ასე რომ, შეგიძლია კოცნა მაჩუქო.

 

სასწორი ქალი არაპროგნოზირებადია. ვერასოდეს გათვლით,რას შეიძლება ელოდოთ მისგან. მაგრამ დარწმუნებული იყავით,თავისას მიაღწევს. „როგორ?_წამოიყვირებთ თქვენ_ასეთი მომხიბვლელი და ქალური გოგონა დიქტატორია?“ ზუსტად,რომ ასეა! თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ სასწორი ამის რეკლამირებას დაიწყებს.

ორივე ნიშანი სიყვარულისა და მშვიდობის ქალღმერთის,ვენერას შვილია. მაგრამ კურო ფემინური ნიშანია,სასწორი_მასკულინური. ეს არ ანიჭებს სასწორს მამაკაცურ ნირს,კუროს კი ქალურობას(ქალური კურო?). საქმე სხვა რამეშია. რა თქმა უნდა,უკეთესია თუ სასწორი მამაკაცია და კურო ქალი,სადაც ბუნებრივი მომენტები კიდევ უფრო ბუნებრივი ხდება. მამაკაცური საწყისის გავლენა გოგონას გამბედაობას ანიჭებს. ისევე,როგორც ქალური საწყისის დომინირება მამაკაცში მგრძნობიარობას ავითარებს. მხოლოდ არ უნდა გადაამლაშონ.თუმცა ამ ორს მსგავსი პერსპექტივა არ ემუქრება.

კურო ყველაზე ნაკლებად არის მიდრეკილი ისეთი ქალური თვისებებისკენ,როგორიც არის პასიურობა,მორჩილება,შეგუება და ა.შ. კურო თავის მამაკაცურობასა და სიჯიუტეს თავაზიანობითა და სინაზით აკომპენსირებს,თუ პირველყოფილმა თვისებებმა თავი არ წამოჰყვეს. სასწორ გოგონას უფრო მეტი პრობლემები შეექმნება საკუთარ თვისებათა გაწონასწორების პროცესში. სასწორი ხომ ისეთი მექანიზმია,რომელიც ძალიან დელიკატურ რეგულირებას საჭიროებს.

სასწორი ქალები ყოველთვის მშვენიერები არიან. იმ შემთხვევაშიც კი,როდესაც ჩვეულებრივი სახის ნაკვთები აქვთ,თვალისმომჭრელი ღიმილის წყალობით,ლამაზმანებად ითვლებიან. მას სუფთა და რბილი ხმა,ალერსიანი მზერა და დახვეწილი მანერები აქვს. გულისამაჩუყებლად უმწეო მდგომარეობით ნებას დაგრთავთ მისწიოთ სკამი,გაუღოთ კარი და დაეხმაროთ ბარგის ტარებაში. შორიდან ის ქალურობის განმასახიერებლი ანგელოზია. მაგრამ შიგნიდან,მისი ნიშნის ლიდერობით განპირობებული,მამაკაცური პრინციპები ამოძრავებს _ძალა, მამაკაცურობა, გამარჯვება, ძალაუფლება. ეს იმას არ ნიშნავს,რომ სასწორი უვნებია, მაგრამ მისი ჯავშანი იმაზე მყარი და გაუმტარია, ვიდრე სასწორის გარეგნობის მიხედვით შეიძლება დაასკვნათ. ამასთან, მას ძალიან სწრაფად გადააქვს დარტყმები.

კუროს ჭრილობები უფრო ნელა შუშდება,ამიტომ ჯობია სასწორის „თამაშის წესებს“ წინასწარ გაეცნოს. მაგრამ კუროს არ უყვარს სიტუაციაზე მსჯელობა იქამდე,სანამ ბოლომდე არ გაიაზრებს. როგორც კი ეს მოხდება,ის გადამწყვეტ მოქმედებებზე გადადის და იშვიათად,რომ აზრი შეიცვალოს. ასეთივე გამბედაობით ხასიათდება სასწორი. საკმარისია  გადაწყვეტილება მიიღოს და დაუჯერებელი ენერგიითა და მიზანდასახულობით დაიწყებს წინსვლას. ამიტომ სასწორს არ ესმის,რატომ ადანაშაულებენ უსამართლოდ გაუბედაობაში. მას უბრალოდ დრო სჭირდება იმისათვის,რომ კარგად აწონ-დაწონოს და სწორად შეაფასოს სიტუაცია. კურო ამ წინამოსამზადებელ შეფასებით პროცესს ჩუმ ანალიზში ატარებს,სასწორი „მომხრე და წინააღმდეგ“ ფაქტებისა და არგუმენტების  ხანგრძლივ განსჯაში. სიტყვიერ მარათონში კუროს მცირე ენთუზიაზმი და მონაწილეობა სასწორს აღაშფოთებს.

კუროსა და სასწორს შორის საკმაოდ ძლიერი ფიზიკური მიზიდულობაა. ალბათ,ინტერესის წარმოშობას სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს და ნაკლებ სავარაუდოა,რომ ახლო გაცნობის შემდეგ გაქრეს. უფრო სიღრმეს შეჰმატებს მათ ურთერთობას. შესაძლოა მიწიერი კუროს მგრძნობიარე მოთხოვნებს რამდენადმე აბსტრაქტულად ეჩნვენება სასწორის დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ,თუმცა ორივე სენტიმენტალური რომანტიკოსია და კარგად გამოსდით ეროტიკისა და სიყვარულის შერწყმა. კურო და სასწორი ურთიერთობენ 8-6 ფორმულით,რაც ხელს უწყობს მძაფრი სექსუალური ინტერესის წარმოშობასა და მის დაკმაყოფილებას(კუროს მხრიდან),ასევე დახმარების სურვილსა და თავგანწირვას(სასწორის მხრიდან).

კურო ნამდვილი აღმოჩენაა სასწორისთვის. მხოლოდ მის სიახლოვეს ყოფნაც კი დამამშვიდლებლად მოქმედებს სასწორის მშფოთვარე სულზე. კუროზე უკეთესად  ვერავინ შეძლებს ასე მშვიდად და თავდაჯერებულად გამოიყვანოს სასწორი გაურკვევლობის ჩიხებიდან. კუროს სითბო,იუმორის გრძნობა,საიმედოობა და საღი აზრი ის არის,რასაც სასწორი ყოველთვის ეძებს. ბოლოს და ბოლოს ჩიტებიც კი თავიანთ ბუდეებს ხეებზე იშენებენ.

ამ წყვილს კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: სასწორის ბუნებრივი ოპტიმიზმი კუროს პესიმიზმის მშვენიერი საპირწონეა. არავის შეუძლია ისე მსუბუქად გაამხნევოს კურო,როგორც სასწორს. შეიძლება ტრადიციულად გაჯიუტდეს,მაგრამ სასწორის ღიმილით მოხიბლული კურო ნამდვილ პლუშის სათამაშოდ იქცევა მის ხელში. გულის სიღრმეში კურო აღფრთოვანებულია მისი გონიერებით,მაგრამ მამაკაცური აღმატებულების აღიარებას მაინც მოითხოვს. კურო ამაყობს იმით,რა მსუბუქად უმკლავდება მისი  საყვარელი სასწორი ყველაფერს. მთავარია კურო არ მიხვდეს_მთელი ფოკუსი ის არის,რომ სასწორის ჭეშმარიტი ნიჭი კუროსთან გამკლავებაა.

 

 

 

კურო ქალი და სასწორი მამაკაცი

სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი

„ახლა ვხვდები, რაც მაწუხებდა“.

სასწორმა ეს ხუმრობა ვერა და ვერ ამოიგდო თავიდან.

 

 

ის დამწუხრებულია. მნიშვნელობა არ აქვს რის გამო. ცხოვრება საშინელია და უკეთესი ცვლილებების არანაირი იმედი არ არის. “ის” კურო ქალია და ახლა ერთერთი იშვიათი პესიმისტური შემოტევა აქვს, როდესაც მთელი სიმძაფრით შეიგრძნობს მიწიერი ყოფის არარაობას.

ჩნდება სასწორი,ჯდება მის გვერდით,ნაზად იღებს მის ხელს და ალერსიანად უყურებს თვალებში. კაცები!ოჰ,ეს კაცები! საყოველთაო ბოროტების განუყოფელი ნაწილი. აი,კიდევ ერთი,რომელსაც მისი სატყუარაზე წამოგება და ცდუნება უნდა. მაგრამ ერთი წუთით,”ეს” საერთოდ არ ლაპარაკობს, მხოლოდ გვერდზე ზის,სულ ახლოს… მისგან ისეთი დამაწყნარებელი სიმშვიდე მოდის და ისეთი აღტაცებით შესცქერის… რაც არ უნდა იყოს,რომანტიულია. ბოლოს წარმოსთქვამს:

_არაფერია,ძვირფასო. ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება,_მისი ხმა საოცრად ტკბილად ჟღერს. კუროს კი ისე უყვარს ტკბილეული (სასწორსაც,რაც ორივესთვის მავნებელია! წონაში მატებას იწვევს).

თუმცა ამ ძნელბედობის ჟამს კუროს ესეც არ ახარებს:

_არა! არაფერი შეიცვლება და არც ხვალინდელი დღე იქნება უკეთესი!

სასწორი განაგრძობს:

_შენ ისეთი ლამაზი ხარ,როცა დარდობ. ცრემლებისგან თვალები ზურმუხტებივით გიბრწყინავს, მაგრამ მე მინდა დავინახო შენი თვალები,როცა იცინი. გჯეროდეს,ყველა ოცნება აგისრულდება,თუ სულიერ წონასწორობას შეინარჩუნებ და ყველაფერს მუქ ფერებში არ შეხედავ.

და სასწორი გაუღიმებს… საერთოდ,სასწორის ღიმილი მომაკვდინებელი იარაღია და კანონგარეშედ უნდა გამოცხადდეს. ხოლო როდესაც სასწორი მას კუროს წინააღმდეგ მიმართავს,ეს უკანასკნელი დნება. თუმცა ეს იარაღი ჯერჯერობით აკრძალული არ არის. ასე რომ,სასწორი იღიმის:

_ხვალ ყველაფერი უკეთესად იქნება. აი,ნახავ.

_არა,არ იქნება.მე მინდა,რომ ასე იყოს,მაგრამ არ იქნება.

აქ სასწორი აკოცებს მას:

_იქნება.

ხვალ მართლაც სხვაგვარი დღე გათენდება. მზე გამოანათებს,ყვავილები გაიფურჩქნებიან და კუროს მოულოდნელად თბილი გრძნობები გაუჩნდება ამ მომხიბვლელი გრძნეულის მიმართ,რომელიც უბრალოდ ცდილობდა,კეთილი და თანამგრძნობი ყოფილიყო და რომელიც ძალიან დაიბნევა,როდესაც აღმოაჩენს,რომ მისი თანამონაწილეობა კუროსთვის სამუდამო ერთგულების შეფიცვას ნიშნავდა:ჭირსა და ლხინში,აწ და მარადის,უკუნითი უკუნისამდე,ამინ!

_დიახ!

ხმა,რომელიც თქვენ სულ ახლახანს გაიგეთ,ეკუთვნის სასწორს,რომელმაც მღვდელს უპასუხა. მან ვერ გაბედა გული დაეწყვიტა კუროსთვის და არც ის იცოდა,თავი როგორ დაეძვრინა,ამიტომ იფიქრა: “ეშმაკმაც დალახვროს!…” ზოგადად,სასწორი უცენზურო ლექსიკას არ იყენებს. განა შეიძლება ამ ღვთაებრივი ხმით ცუდი სიტყვები წარმოსთქვა?! ყოველ შემთხვევაში,ახალგაზრდობაში მაინც არ ბილწსიტყვაობს,სანამ პირველად იტყვის “დიახს”. ეს მხოლოდ რამდენიმე მცდარი არჩევნის შემდეგ აძლევს თავს უფლებას,უკმეხად მოიხსენიოს ქორწინების ინსტიტუტი,რომელიც მაინც ასე იზიდავს სასწორებს,მაგრამ ეს სულ სხვა თემაა…ჰოდა:”ეშმაკმაც დალახვროს! რატომაც არა?! ქორწინება მშვენიერი რამ არის,მისი რჩეულიც მშვენიერია,ვითომ რატომ არ უნდა დაქორწინდეს?”  აი,ხედავთ,როგორც ნამდვილი სასწორი ის უკვე დისკუსიას იწყებს საკუთარ თავთან,თუმცა არც არავის გაუპროტესტებია, რომ კუროზე დაქორწინება არ შეუძლია.

შესაძლოა მალე სასწორმა დაასკვნას,რომ სწორად მოიქცა,როდესაც თავისი მომხიბვლელობით არ ისარგებლა და არ მოკურცხლა. შესაძლოა,ისინი ბედნიერნიც იყვნენ,როდესაც ოცნების სახლს ხელჩაკიდებულნი დაათვალიერებენ.

 

კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სასტუმრო, ჰოლი

აქ სრული თანხმობა სუფევს. კუროს უყვარს რბილი ტონების ძვირფასი ქსოვილები,სილამაზე და ფუფუნება,რომელიც ოთახს სიმყუდროვესა და სითბოს სძენს. სასწორს უყვარს პასტელური შეფერილობის ჰარმონია; წიგნები,მყუდრო და მშვიდი გარემო. შეიძლება მათ იკამათონ ტრადიციულსა და თანამედროვეობის საკითხებზე,მაგიდაზე,სკამზე,თუმცა მთლიანობაში ყველაფერზე მორიგდებიან.

მუსიკალური ცენტრი მთელი ქონება ღირს,მაგრამ ორივეს აზრით, ეს ნივთი სახლის აუცილებელი ატრიბუტია. ვის შეუძლია უმუსიკოდ ცხოვრება? კუროს და სასწორს ნამდვილად არა.

 

სამზარეულო

კვლავ ხელჩაკიდებულნი,კვლავ ჰარმონიაში. კურო აღმერთებს საჭმლის კეთებას და მართალია,შემწვარი კარტოფილი უფრო მოსწონს,მაგრამ სიამოვნებით ანებივრებს რჩეულს უფრო დახვეწილი,ეგზოტიკური კერძებით,რასაც სასწორი სრულ ექსტაზამდე მიჰყავს…ან სპორტულ დარბაზამდე,ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ხანდახან სასწორი ქალაქგარეთ მიემგზავრება მეგობრებთან საჭორაოდ,მაგრამ შემდეგი კვებისთვის უკვე სახლში იქნება.

 

საძინებელი

ორივე ბედნიერია მხოლოდ იმის გააზრებისგან,რომ ის,ვისაც ესმის სიყვარულის უპირობო და ერთმნიშვნელოვანი აღმატებულება ყველაფერზე,როგორც იქნა,მის გვერდითაა. ორივე ნიშანს სიყვარულის პლანეტა ვენერა მართავს და სექსუალური პრობლემები ამ წყვილს ყველაზე ნაკლებად ადარდებს. მართალია,კუროს სურს,რომ მისი რომანტიული ჯენტლმენი მეტ ყურადღებას სექსის ფიზიოლოგიურ მხარეს უთმობდეს და არა ამ თემაზე ლამაზი სიტყვებით სჯა-ბაასს. სასწორს კი უნდა,მათი ურთიერთობის პოეტური მხარე მეტად აღელვებდეს კუროს და არა უბრალოდ ფიზიკური სიახლოვე. ისინი შეხვდებიან სადღაც ხორციელების,გონიერებისა და სულიერების გადაკვეთის წერტილში. თუმცა მთლიანობაში ბევრად ბედნიერნი არიან,ვიდრე ის წყვილები,ვინც მხოლოდ ერთ განზომილებაში ურთიერთობს.

 

აბაზანა

კურო სიამოვნებით ჭყუმპალაობს აბაზანაში ან შხაპის ქვეშ. მოსწონს აბაზანის ქაფი და არომატიზებული საპნები. სასწორს უყვარს რბილი ნოხები, ფუმფულა პირსახოცები, ძვირფასი საპარსი ლოსიონები,ფერადი კბილის პასტა…ღიმილის გასაკრიალებლად.

 

ასე რომ, მთელ სახლში უბრალოდ არ მოიძებნება ადგილი კონფლიქტისთვის. ვერანდას თუ არ ჩავთვლით,სადაც კურო კიბეზე ზის და ელოდება. ელოდება,როდის დაბრუნდება სასწორი სპორტული დარბაზიდან ან ქალაქგარე პიკნიკიდან,სადაც მეგობრებთან ერთად არის წასული(კუროს ღრმა რწმენით,მხოლოდ მამრობითი სქესის მეგობრებთან!).

მაგრამ აქვს კი ამის დრო? კუროს მთელი დრო სასწორის მომხიბვლელობის რეპუტაციის შენარჩუნებაში ეხარჯება,რაც გულისხმობს სუფთა პერანგებისა და წინდების მომზადებას. სასწორი ძალიან ღიზიანდება,როცა სხვადასხვა ფერის წინდების ჩაცმა უწევს ან სვიტერი გახუნებულად გამოიყურება მაისურის ფონზე. იმავდროულად,შეუძლია აბუზღუნდეს,რომ კურო სახლის მოსამსახურედ გადაიქცა და აი,მიზეზიც კონფლიქტისთვის. ეს ყველაფერი ძალიან რთულია,მაგრამ სასწორი მოახერხებს სიტუაციის გამოსწორებას,თუ თავის ნათელ გონებას მოუხმობს და რაც მთავარია,ამას იქამდე გააკეთებს,სანამ კუროს ჯერ კიდევ არ მობეზრებია და უსმენს.

მამაკაცი სასწორი ხანდახან ისე იქცევა,თითქოს ცხოვრებისგან ყველანაირი სიამოვნებისა და ცოდნის მიღება უნდა _ კითხულობს ბესთსელერებს,მიჰყავს ინტელქტუალური დისკუსიები; არ ტოვებს არც ერთ ფილმს,სპექტაკლსა თუ კონცერტს; წვეულებებზე სიმპათიური გოგონების ყურადღებით ტკბება.

კურო შინ,ოჯახის კერასთან ყოფნას ამჯობინებს და საზოგადოებაში იშვიათად,კვირაში ერთხელ ჩნდება. მას სხვა ინტერესები აქვს. ძირითადად,თავის სასწორთან ქალაქგარეთ,ტყეში სეირნობა უნდა,კიდევ რემონტის გაკეთება,სახლის მოწყობა ანუ აწმყოს გონივრული გამოყენება,მომავლის აშენების მიზნით.

სასწორისთვის კი აუცილებელია სოციალური ურთერთობები. მისი გონება მუდამ ტონუსში უნდა იყოს. თუ კუროს სურს,რომ კაბინეტში,საძინებელსა და სამზარეულოში გატარებული ბედნიერი წუთები დიდხანს გაგრძელდეს,სასწორის გარშემო სხვა ადამიანებიც უნდა აიტანოს. სასწორმა შეიძლება უძველესი ცივილიზაციების შესწავლა მოისურვოს,ხელოვნებამ ან ღამის კლუბებმა გაიტაცოს და სადაც არ უნდა იკმაყოფილებდეს სოციალური ურთიერთობების მოთხოვნას,კურომ თავისი საუკეთესო კაბა უნდა ჩაიცვას და საყვედურების გარეშე თან გაჰყვეს მას. შეიძლება კუროს სულაც არ სიამოვნებდეს უცხო ხალხი,მაგრამ კარგი იქნება,თუ ამ საკითხს მისთვის ჩვეული იუმორის გრძნობით მიუდგება.

ბოლოს და ბოლოს ხვალ ყველაფერი კარგად იქნება,ხომ გახსოვთ?

შეიძლება,თუ მზე-მთვარის ჰარმონიული შეთავსებაა სინატრიაში.

მაგრამ თუ არა?..

_არა,დარწმუნებული ვარ,ხვალ არაფერი შეიცვლება,_სევდიანად ამბობს სასწორი_ცხოვრება აღმაფრენა და დაცემაა,ერთი დიდი არაფერი და მეც მსუქანი არარაობა ვარ.

კურო მას თავისი ტკბილი ხმით ამშვიდებს:

_სულაც არა,შენ ისეთი ლამაზი და ჭკვიანი ხარ. გჯეროდეს,ყველა ოცნება აგიხდება,თუ სულიერ წონასწორობას შეინარჩუნებ და ყველაფერს მუქ ფერებში არ შეხედავ.

კურო თვალისმომჭრელად იღიმის და სასწორს გული უჩერდება.

— რა არაჩვეულებრივი აზრებია,საყვარელო. ისეთი ბრძნული. საიდან ასეთი ჩინებული ცხოვრებისეული ფილოსოფია? _როგორც იქნა,გაეღიმა სასწორსაც.

_ერთი ძველი მეგობრისგან,რომელსაც ძალიან ადრე ვიცნობდი. მან მასწავლა ყველაფერი,რაც ვიცი ცხოვრებზე…და სიყვარულზე.

 

მომზადებულია ლინდა გუდმანის “სიყვარულის თორმეტი საიდუმლოს” მიხედვით.

 


About Qet

Scroll To Top