ლილიტის ასპექტები პლანეტებთან (ზოგადი)

ლილიტის ასპექტები პლანეტებთან (ზოგადი)

ლილიტი ცალკე აღებული უფრო ნაკლებ ძალას ფლობს. ის ძლიერია სხვა პლანეტებთან ასპექტების შემთხვევაში, როდესაც ერთდება ლილიტისა და მეორე პლანეტის ენერგიები. ლილიტი ააქტიურებს პლანეტების უარყოფით მხარეებს, გამოვლინებებს და მათ სფეროებში ადვილად აღწევს.

მზე

მზის სისტემაში მხოლოდ მზე გამოსცემს სინათლეს, ნათელს. ის წარმოადგენს ცნობიერ ნაწილს.მზის გავლენა სხვა პლანეტების გავლენისგან განსხვავდება.ლილიტთან ასპექტის შემთხვევაში, მზის უარყოფითი მახასიათებლები ვლინდება – ადამიანს ეძლევა ძლიერი პიროვნული შესაძლებლობები, განვითარება, თუმცა ეგოცენტრული. ადამიანი კარგავს უმაღლეს საწყისთან (ამ შემთხვევაში მაღალ მიზნებს, სულიერ განვითარებას) კავშირს. იმატებს დამოუკიდებლობის ძლიერი სურვილი, ეგოცენტრიზმი, აღიარებს მხოლოდ საკუთარ წესებს, თამაშობს მხოლოდ საკუთარი თამაშით.ამით შესაძლოა ის შევადაროთ „დაცემულ ანგელოზს“ .

შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვებზე, მათ ენთუზიაზმზე, აზროვნებაზე. მათ აქვთ ძლიერი ენერგია და შესამჩნევი ხასიათი. ხშირია სულიერი ლიდერების, პოლიტიკოსების, მეცნიერების რუკებში მზისა და ლილიტის ასპექტი. უძნელდებათ ხელოვნების სფეროში რაიმეს მიღწევა, მაგრამ თუ მიაღწიეს -საკუთარის შექმნა უჭირთ და სხვებზე დამოკიდებულები ხდებიან.

ამ ადამიანებმა წარმატების მისაღწევად სასურველია ისწავლონ საკუთარი სურვილების მართვა.

მთვარე

მთვარე არის სიმბოლური მაჩვენებელი ადამიანის ინსტინქტური ბუნების, გარე მოვლენებზე რეაქციას წარმართავს და ადაპტაციის უნარზე მიუთითებს. როდესაც მთვარე აღმოჩნდება ლილიტის გავლენის ქვეშ, ემოციური რეაქციები, კაპრიზულობა იმატებს, ადამიანი უფრო იმპულსური, არასტაბილური,დეზორიენტირებული ხდება. ქალების შემთხვევაში დედობრივ სფეროში პრობლემებს იწვევს, კაცებში- დედასთან ან სხვა ქალებთან რთულ ურთიერთობას. მათთვის „სუსტი სფეროა“ ემოციები, განცდები, რომლებიც შეიძლება უკონტროლო გახდეს. სასურველია იმუშაონ განწყობებზე, მათ გამოსწორებაზე, მართვაზე.

მერკური

რადგან მერკური არის კომუნიკაციის, აზროვნების სიმბოლური მაჩვენებელი, ლილიტის გავლენა სწორედ ამ სფეროებს შეეხება. ასეთი პიროვნება ეძებს ინფორმაციას, ან მას ხედავს როგორც აწყობს ისე. ნებისმიერ ინფორმაციას სათავისოდ იყენებს. შესაძლოა გაუგებრობები სხვა ადამიანებთან კონტაქტის დროს, ლოგიკური აზროვნება თითქმის არ ხერხდება ან გამოიყენება არასწორად, მაგალითად: სულიერი სფეროების წვდომა ლოგიკური აზროვნებით. ამ ადამიანების მართვა სიტყვებით ადვილია, მათ აზროვნებაზე გავლენას ახდენს ემოციები, გრძნობები. საუბრის დროს უჭირთ საჭირო სიტყვების მოძებნა. ფრთხილად უნდა იყვნენ „შინაგანი საუბრების“ , საკუთარ თავთან საუბრის დროს

ვენერა

ლილიტი გავლენას ახდენს შინაგანი და გარეგანი ჰარმონიის მოთხოვნაზე. შესაძლოა დიდ თანხას ფლანგავდნენ ტანსაცმელზე, ნივთებზე, კოსმეტიკაზე , თავის მოვლაზე,ძვირადღირებული ნივთების შეძენაზე, რომლებიც არ ადგებათ ან საჭირო არაა. პარტნიორის არჩევაც ერთ-ერთი პრობლემური სფეროა. აქვთ კუთვნილების, მიკუთვნებულობის დამახინჯებული სურვილი. ვენერა-ლილიტის ასპექტის მქონე ადამიანებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, ერთი გადაწყვეტილებიდან მეორეზე სწრაფად გადადიან, ხარჯავენ ბევრ ენერგიას, რითიც ლილიტი „იკვებება“. შესაძლოა ვამპირიზმი – სხვებისგან იღებენ იმაზე მეტ ენერგიას, ვიდრე თავად გასცემენ. იკვებებიან სხვადასხვა ტიპის ენერგიებით:სექსუალური,კამათი, სკანდალი, „ტვინის ვამპირიზმი“(სხვისი აზრების მოსმენა სჭირდება). სასურველია ისწავლონ ჯანსაღი ურთიერთობები, პარტნიორული ურთიერთობების ღირებულებები გაიაზრონ და სხვა ადამიანების არჩევანს პატივი სცენ.

მარსი

არაორგანიზებული, უკონტროლო ძლიერი ენერგია. იმპულსური, უხეში ქმედებები .ხშირად ინსტინქტების დონემდე დასული. მიზნები და სურვილები ძლერია- კარგად იციან რა სურთ და როგორ მიაღწიონ.მიზნის მისაღწევად ნებისმიერ ხერხს ხმარობენ,თავიდან იცილებენ დაბრკოლებებს. ყველაფერს საკუთარი ხედვით აფასებენ და ისე მოქმედებენ. თუ საწინააღმდეგოდ განვითარდა ლილიტის გავლენა – აკლიათ ძალა, ენერგია, არ აქვთ მიზნები, თუ რამეს დაისახავენ-ვერ აღწევენ. მათით მანიპულირება ადვილია.სექსუალური პრობლემები – ჩამოუყალიბებელი სურვილები, გაუკონტროლირებადი ენერგია, დამახნიჯებული მიდრეკილებები…ან ამის საპირისპიროდ – სექსს ხედავენ, როგორც „ჭუჭყიან სფეროს“, ცდილობენ აიცილონ ინტიმური ურთიერთობები, ლტოლვის გამო თავს ისჯიან და ა.შ.

იუპიტერი

იუპიტერი-ლილიტის ასპექტის შემთხვევაში ადამიანებს უჭირთ საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, ხელს უშლის საკუთარი უნიკალურობის შეგრძნება. უჩნდება აზრი, რომ რაღაც განსაკუთრებული მისია აქვს. ხასიათდებიან არაადეკვატური თვითშეფასებით. ლილიტი ეხება იდეალებს , არღვევს მათ და ცვლის, ადამიანი თავს ახვევს საკუთარ ფილოსოფიას, აზრებს და შეხედულებებს სხვებს, ცდილობს გადაიბიროს გარშემომყოფები. შესაძლოა ახასიათებდეს საკუთარი სულიერი ან ფილოსოფიური ცოდნის მქონე მასწავლებლების გაიდეალება.

სატურნი

სატურნი-ლილიტის ასპექტის შემთხვევაში იმატებს ცალკე გადგომის,ასკეტიზმის , განსაკუთრებულობის სურვილი.რაც უფრო მეტ ზღვარს აწესებს ადამიანი გარშემომყოფებთან, მით უფრო დიდია მისი ეგოცენტრული გამოხატულება და სურვილები. მიდრეკილებაა ჩაკეტილობისკენ, კანონების ფორმალური დამორჩილებისკენ, ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებისკენ, საკუთარ თავზე ორიენტაციისკენ, საკუთარი მიზნების დასახვისკენ,შესაძლოა გაუჩნდეს მანია (მაგ: ვინმე დასდევს,უთვალთვალებს) და ფობიები. ასეთ ადამიანებს უჭირთ საკუთარი მიზნების დასახვა და მათი რეალიზება. ახასიათებთ პესიმიზმისკენ,კონცენტრაციისკენ ზედმეტი მიდრეკილება. ასეთ შემთხვევებში ძლიერი ენერგია იხარჯება, რომლითაც ლილიტი სარგებლობს. დროის შეგრძნება დარღვეულია- ან ძალიან ადრე მიდიან, ან სულ აგვიანდებათ, ან შეხვედრის ადგილი ეშლებათ. კონტროლის სფეროები ხშირად არაკონტროლირებადი ხდება ლილიტის გავლენის გამო. სასურველია ისწავლონ სტრუქტურული, დალაგებული მოქმედებები

ურანი

ურანი-ლილიტის ასპექტი აძლიერებს ორიგინალურობისკენ სწრაფვას, სურთ იყვნენ განსხვავებულები. იზრდება კაპრიზულობა, სწრაფი ცვალებადობა, ძველის დანგრევის სურვილი აქვთ, თუმცა რეალურად შეიძლება ახალი ვერ შექმნან. სურთ სულიერად თავისუფლები და დამოუკიდებლები იყვნენ. სასურველია თუ საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვას ანარქიული გზებით არ შეეცდებიან და დადებითად გამოიყენებენ ენერგიას.

ნეპტუნი

რეალური სამყაროდან გაქცევის სურვილი, ილუზიები და ოცნებები წინ წამოწეული. ამ ადამიანებს უჭირთ რეალობის გარჩევა წარმოდგენითი სამყაროსგან. სამყაროს ხედვა საკუთარ ფერებში. საფრთხე ფარული მტრებისგან, რელიგიური სექტებისგან, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლისგან. გაძიერებული მგრძნობელობის გამო შეიძლება გაუჩნდეს „ხეებთან ჩახუტების სურვილიც“, ბუნების ძლიერი სიყვარულით გამოირჩევა.

პლუტონი

ძლიერი ენერგია,საკუთარი სურვილებით სამყაროს მართვა,ადამიანებით მანიპულირება კარგად გამოსდით, აქვთ ექსტრასენსორული უნარები. შესაძლოა ვამპირიზმის გამოვლინება.

წყარო: კულაკოვა, ვოლჟინა, astroforum.forum24.ru, vgoroskope.ru, astrotherapy.eu

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Rusa

Scroll To Top