ლილიტის ორი სახე – True & Mean Lilith

ლილიტის ორი სახე – True & Mean Lilith

საკმაოდ საინტერესო შეკითხვა მივიღეთ, ამიტომ ასე ვუპასუხებ, ვფიქრობ ბევრისთვის საინტერესო იქნება

“შეკითხვა მაქვს ტქვენთან, ეგრეთწოდებულ True da Mean ლილიტზე. ვიცირომ ეს ორი ერთმანეთს არ ემთხვევა. ისიც ვიცი ორივე როგორ გამოითცვლება ასტრონომიულად. მარა სიმართლე გითხრათ ვერ გავიგე ამ ორიდან რომელს მიეწერება ის თვისებები, რომელიც შავ მთვარესთან ასოცირდება. რომელიმე მათგანს თუ ორივეს? სავარაუდოდ Mean ლილიტს, რომელიც 9 თვეში ერთხელ იცვლის ნიშანს. თუ ეს ასეა, მაშინ როგორია ე.წ. Ture ლილიტის მნიშვნელობა?”

შავი მთვარე (ლილიტი, Mean lilith) მთვარის ორბიტის აპოგეაა. ლილიტის მდებარეობა, რომელსაც ვიყენებთ – მთვარის რეალური აპოგეის მოძრაობის გასაშუალოებული მათემატიკური გამოთვლაა. ასტროლოგიურ რუკაში აღნიშნავს ცდუნებას, რომელიც ადამიანთან მოდის სახლისა და ნიშნის გათვალისწინებით; იმ სფეროსა და მახასიათებლებს, რითიც ადამიანი ცდუნდება. შავი მთვარე ყოველთვის ზოდიაქოს ნიშნების განლაგებას მიყვება და დაახლოებით 9 თვეში ერთხელ ნიშანს იცვლის. ჩვენ ამ შავ მთვარეს ვიცნობთ.

True Lilith-ის კიდევ ერთი გავრცელებული სახელწოდებაა „დრუჯი“. ისიც მთვარის აპოგეაა, მაგრამ რეალური და სწრაფად იცვლება. გამოთვლა განსხვავებულია და შესაძლოა დრუჯი რეტროგრადულიც კი იყოს. მას მიაწერენ უარყოფით კარმას, ადამიანის ჩადენილ შეცდომებს, ცოდვებს.

ამ განმარტებას სხვადასხვა საიტზე ვნახავთ, მაგრამ ასტროლოგიაში ფიქტიურ წერტილებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა თითქმის არ არსებობს. ხშირად ასტროლოგებიც კი ურევენ ამ ორ ტერმინს (ლილიტი და დრუჯი). Альберт Тимашев-თან საკმაოდ საინტერესო განმარტებასა და ახსნას გადავაწყდი.

ავესტიკური სკოლის მიხედვით (ამ სკოლას მიეკუთვნება ჩვენთვის ცნობილი ასტროლოგი პაველ გლობა), შავი მთვარე ყოველგვარი ბოროტების, უარყოფითი კარმის, დანაშაულის, ცოდვების მაჩვენებელია, რაც ერთმნიშნელოვნად სიმართლე არაა.

ასტროფსიქოლოგიური კუთხით, შავი მთვარე ადამიანში ქვეცნობიერის, მთვარის საწყისის გამოხატვის, „ამოსვლის“ წერტილია, რომელიც გონების კონტროლს არ ექვემდებარება. ამ შეხედულების მიხედვით, შავი მთვარე მთვარის ფუნქციების, ქვეცნობიერის მაქსიმალური გამოვლენაა და რომელსაც შეუძლია ცნობიერი, გონება დაჩრდილოს.

ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით, რომ ეს ცუდია, რადგან ადამიანისთვის ქვეცნობიერი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ცნობიერი. რა თქმა უნდა, მეორე საკითხია ის, რომ ადამიანთა უმეტესობა ქვეცნობიერში კომპლექსებს, გაუცნობიერებელ, ფარულ სურვილებს „მალავს“, რომლებიც შემდგომ მოსვენებას არ აძლევენ, ფსიქიკის (მთვარე) არაჰარმონიულ მდგომარეობას იწვევენ.

მთვარის აპოგეის წერტილი კი საშუალებას იძლევა ფარულმა სურვილებმა და კომპლექსებმა გარეთ გამოაღწიოს. ერთი სიტყვით, შავი მთვარის მდებარეობა ჩვენს ქვეცნობიერზე ინფორმაციას გვაწვდის. შავი მთვარე თავად კი არ არის უარყოფითის, „სიბნელის“ მატარებელი, არამედ ადამიანის ქვეცნობიერის, აისბერგის ქვედა ნაწილის ინდიკატორი.

რა განსხვავებაა შავ მთვარესა და დრუჯს შორის? რუს ასტროლოგებს შორის მხოლოდ ვარაუდი, შეხედულებები არსებობს, რომლებიც ხშირად ერთმანეთში ირევა. ზოგ წყაროში თავად ტერმინებიც კი არეულია.

Альберт Тимашев-ის ვერსიით, შავი მთვარე (ლილიტი) რეალურად გვიჩვენებს ჩვენს წარმოდგენას ქვეცნობიერ პრობლემებსა და კომპლექსებზე, ხოლო რეალური ლილიტი (დრუჯი) – თავად კომპლექსებსა და პრობლემებს. ადამიანთა უმეტესობას ორივე წერტილი ერთ ნიშანში ჰყავს, რაც მიანიშნებს პრობლემებისა და კომპლექსების რეალურთან მიახლოებულ ხედვაზე.

ავტორი: თამთა


About Tamta

Scroll To Top