ლილიტის ჰარმონიული და დაძაბული ასპექტები

ლილიტის ჰარმონიული და დაძაბული ასპექტები

შავი მთვარის (ლილიტის ) ასპექტები პლანეტებთან

შავი მთვარე კარმული „პლანეტაა“, რომელიც ასახავს ადამიანის ქვეცნობიერს და განსაზღვრავს მისი მოქმედებების გარკვეულ თავისებურებებს. მრავალი ასტროლოგი განიხილავს ლილიტს მხოლოდ როგორც ნეგატიური გავლენის მატარებელს. თუმცა ეს მთლად ასეც არაა და მას ხშირად დადებითი მოვლენების მოზიდვაც შეუძლია.

როგორი სახის გავლენა აქვს ლილიტს ადამიანზე შეიძლება განისაზღვროს მთლიანი ჰოროსკოპის გაანალიზებით. თუ ლილიტს აქვს ჰარმონიული ასპექტები ჰოროსკოპის ძლიერ და დადებით პლანეტებთან, შეიძლება ითქვას რომ ადამიანს აქვს გარკვეული უპირატესობა პლანეტების ზეგავლენის სფეროებში. ხოლო შავი მთვარის უარყოფითი ასპექტების დროს, მის ზეგავლენას ადამიანის ხასიათსა და ბედ-იღბალზე შეიძლება ვუწოდოთ საბედისწერო, განსაკუთრებით თუ ლილიტი ჰოროსკოპში ძლიერია.

თუ ლილიტს ჰარმონიული ასპექტები აქვს მზესთან – მიანიშნებს რომ ეს ადამიანი გამორჩეული, ქარიზმატული პიროვნებაა, არ გააჩნია შინაგანი კომპლექსები, თვით ბედისწერა ეხმარება საკუთარი პიროვნული თვისებებისა და ნიჭის გამოვლენაში.

 თუ ლილიტს მზესთან დისჰარმონიული ასპექტები აქვს – ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ ადამიანს ქვეცნობიერ დონეზე – გადაჭარბებული სიამაყე აქვს. გარშემომყოფებისგან ბევრ შეურაცხყოფას და დამცირებას იღებენ, უჭირს საკუთარი პიროვნების წარმოჩენა, რადგან ქვეცნობიერ სიამაყეს თითქმის ყოველთვის თან ახლავს არასრულფასოვნების კომპლექსი და ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში. შეიძლება ეს ადამიანი სულაც არ იყოს ცუდი პიროვნება, თუმცა დაუკმაყოფილებელი პატივმოყვარეობის გრძნობა იშვიათად ტოვებს. ამ ასპექტის დამუშავება მოხდება მაშინ, როცა ინდივიდი მიიღებს საკუთარ თავს, ისეთად როგორიც არის სინამდვილეში.

როცა ლილიტს ჰარმონიული ასპექტები აქვს მთვარესთან – ადამიანს ძლიერი ფსიქიკა აქვს და კარგად შეუძლია საკუთარი გარემოცვის ნეგატიურ ზეგავლენას წინ აღუდგეს. კარგად მართავეს ემოციებს და აკონტროლებენ სურვილებას, უქვემდებარებს მას საკუთარ ნებას.

ლილიტის დაძაბული ასპექტები მთვარესთან განაპირობებს იმას, რომ ადამიანი იოლად ექცევა უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ, აქვს არამყარი ფსიქიკა, მიდრეკილია დეპრესიისკენ და უჭირს საკუთარი სურვილების კონტროლი. ხშირად ლილიტის ასეთი ასპექტის მქონე ადამიანს აქვს მძიმე ბავშვობა ან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან, რამაც გამოიწვია ფსიქოლოგიური ტრავმა. ეს ასპექტი მიანიშნებს რომ წარსულში ადამიანი საკუთარი სურვილების ტყვეობაში იმყოფებოდა. დამუშავება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი ისწვლის საკუთარი ვნებების კონტროლს, იქნება თავშეკავებული.

 ლილიტი მერკურის ჰარმონიული ასპექტი პიროვნების სიტყვას დამაჯერებლობას და მაგნეტიზმს სძენს. რასაც არ უნდა ამბობდეს, გარშემომყოფებზე ახდენს ძლიერ შთაბეჭდილებას.

ლილიტი მერკურის დაძაბული ასპექტი ხელს უშლის აზრის თავისუფლად გადმოცემას, შეიძლება გამოიწვიოს შებოჭილობა, დაკომპლექსება და ადამიანს საკუთარ სიმართლეში ეჭვი შეეპაროს. ინდივიდს ხშირად უჭირს სახალხოდ საკუთარი აზრის დაფიქსირება, შიშობს რომ გაკიცხავენ ან დასცინებენ.

 ლილიტის ვენერასთან ჰარმონიული ასპექტების მქონე ადამიანს აქვს განსაკუთრებული მომხიბვლელობა და მაგნიტივით იზიდავს საპირისპირო სქესს. ეს ერთერთი მაჩვენებელია ე.წ „საბედისწერო“ ქალების და მამაკაცების ჰოროსკოპში. ეს ადამიანი მიუხედავად საკუთარი ფიზიკური მონაცემებისა (არის თუ არა ლამაზი) მოსწონს გარშემომყოფებს, ამასთან შეიძლება ჰქონდეს რამე განსაკუთრებული ნიჭი.

ლილიტი – ვენერას უარყოფითი ასპექტის დროს ადამიანი ქვეცნობიერად საკუთარ თავს არ მიიჩნევს ლამაზად და აშინებს პარტნიორთან ინტიმური სიახლოვე. ეს ასპექტი ხშირია ისეთი ადამიანების ჰოროსკოპში, ვისაც ქრონიკული წარუმატებელი ურთიერთობები და უიღბლო პირადი ცხოვრება აქვს. ამასთან ეს ასპექტი განაპირობებს ქრონიკულ სქესობრივ დაავადებებს. ლილიტის ასპექტი აჩვენებს, რომ წარსულში ადამიანი სხვისი ფიზიკური სილამაზის მიღმა ვერ აღიქვამდა მის ნამდვილ ბუნებას და არა აფასება სულიერ სილამაზეს, ხოლო საპირისპირო სქესთან ურთიერთობებში ორიენტირებული იყო არა სიყვარულზე, არამედ სექსუალური სიამოვნებების მიღებაზე. ეს საკმაოდ რთულად დასამუშავებელი ასპექტია, რადგან ადამიანმა უნდა შეზღუდოს სექსუალური სურვილები, დააფასოს პარტნიორების სულიერი და არა გარეგნული მხარე.

შავი მთვარის (ლილიტის) ჰარმონიული ასპექტები მარსთან იძლევა – სიმამაცეს, გაბედულობას და დიდ ენერგიას.

ლილიტის დისჰარმონიული ასპექტები მარსთან მეტყველებს ადამიანის ქვეცნობიერ აგრესიაზე. ეს ადამიანები იზიდავენ უსიამოვნებებს, ხშირად არიან ჩართული კონფლიქტებში და ძალდობრივ სიტუაციებში. ამ ასპექტის დასამუშავებლად ადამიანმა უნდა ისწავლოს გარშემომყოფების სიყვარული და არ უნდა ჩაიციკლოს ნეგატივზე.

  ლილიტის ჰარმონიულმა ასპექტებმა იუპიტერთან – შეიძლება განაპირობოს გარშემომყოფების პატივისცემა და მატერიალური კეთილდღეობა.

ლილიტი იუპიტერის დაძაბული ასპექტები იძლევა სოციალურ სტატუზე გადაჭარბებულ ზრუნვას, ბაქიაობას, სულიერი ავტორიტეტის სტატუსზე პრეტენზიას, კომფორმიზმს და ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილების განცდას.

 ლილიტის ჰარმონიული ასპექტები სატურნთან მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს კარგად გამოსდის საკუთარი თავის და სხვების მართვა. ეს ასპექტი იძლევა ნებისყოფას, მიზანდასახულობას და ორგანიზებულობას.

ლილიტის დაძაბულმა ასპექტები სატურნთან შეიძლება განაპირობოს სისასტიკე, სიცივე, კარიერისტობა და სიძუნწე. ამ ადამიანს შეუძლია სინანულის გარეშე გაწყვიტოს ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, თუ მას ასე აწყობს. ზოგჯერ (სუსტი სატურნის შემთხვევაში) ადამიანი არაორგანიზებულია და აკლია დისციპლინა.

ლილიტის ჰარმონიული ასპექტები ურანთან – ქვეცნობიერ დონეზე დამოუკიდებლობა, ყველაფერი ორიგინალურის და სიახლეების სიყვარული.

ლილიტის დაძაბული ასპექტი ურანთან – ძნელია განსაზღვრო ეს ადამიანი მეორე წუთში რას მოიმოქმედებს, აქვს რაიმეზე დამოკიდებულობის შიში, დამახასიათებელია ერთგვარი თავნებობა.

 ლილიტი ნეპტუნის ჰარმონიული ასპექტი მიანიშნებს ადამიანის ფაქიზ აღქმაზე, მის ქვეცნობიერ მისწრაფებაზე ჰარმონიისა და საყოველთაო სიყვარულისკენ.

ლილიტი -ნეპტუნის უარყოფითი ასპექტი – სინამდვილისგან გაქცევის სურვილი, ამ ასპექტის მქონე ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისადმი მიდრეკილება. შეიძლება გახდეს რომელიმე სექტის წევრი, ძალიან მტკივნეულად აღიქვამს რეალობას, უნდა ხედავდეს მას იდეალურად და მუდმივად აქვს იმედგაცრუების გრძნობა. თუმცა ასპექტის ასეთი მოქმედება ვლინდება მაშინ, როცა ნეპტუნი ძლიერად გამოკვეთილია.

ლილიტის ჰარმონიული ასპექტები პლუტონთან – ხშირად ადამიანს აძლევს ძლიერ ფსიქოლოგიურ ამტანობასა და თვითგადარჩენის (ფსიქოლოგიურ) უნარს რთულ სიტუაციებში. თუ სიტუაციამ ბოლომდე არ გატხა ეს ადამიანი, განიცდის გარდასახვას, ივსება გამოცდილებით და ხდება უფრო ძლიერი, ვიდრე ადრე.

ლილიტის დაძაბული ასპექტები პლუტონთან – ქვეცნობიერ დონეზე განაპირობებს სურვილს – ზეგავლენის ქვეშ მოაქციონ დანარჩენები. ამ ადამიანებთან კონფლიქტი სახიფათოა რადგან შეუძლიათ იბრძოლონ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, არაფრად აგდებს დანაკარგებს (საკუთარს და მოწინააღმდეგის)

 ლილიტი – ქირონის ჰარმონიული ასპექტის მქონე ადამიანი ქვეცნობიერად მიისწრაფვის ჰარმონიისკენ. ეს ადამიანები ცდილობენ ყველა მხარე დარჩეს კმაყოფილი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გამოსდით კიდეც.

ლილიტის დაძაბული ასპექტები ქირონთან – ერთგვარი გაორების მაჩვენებელია, ამ ადამიანში შეიძლება გამოვლინდეს ურთიერთგამომრიცხავი ხასიათის თვისებები და ბუნება, ამასთან არავის, თვით ამ ადამიანსაც კი არ შეუძლია თქვას როგორია სინამდვილეში.

 ლილიტი პროზერპინას ჰარმონიული ასპექტები – იძლევა ძლიერ ქვეცნობიერ ჰარმონიისა და წესრიგის სურვილს.ეს ადამიანი ფსიქოლოგიურად ძალიან ამტანია, რადგან მას შეუძლია დაინახოს უზენაესი იდეა ყველაზე თულ სიტუაციებშიც კი და მონახონ პრობლების დაძლევის გზა.

ლილიტი პროზერპინას დაძაბული ასპექტები – შეიძლება გამოვლინდეს როგორც მეწვრილმანეობა, შარიანობა. ადამიანი ქვეცნობიერ დონეზე ყველაფრით უკმაყოფილოა. ნებისმიერი აცდენას სასურველი წესრიგისა და თანამიმდევრობიდან შეიძლება ამოაგდოს კალაპოტიდან. მას უჭირს დეტალების მიღმა საერთო სურათის დანახვა, ყველა ცვლილებას აღიქვამს მტკივნეულად, რადგან უჭირს ახალ პირობებთან შეგუება. ამასთან აქვთ სუსტი ჯანმრთელობა. თუმცა ეს ასპექტიც მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში თუ პროზერპინას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჰოროსკოპში (მაგალითად ქალწულების შემთხვევაში).

წყარო: astrokarma.ru

სტატიის ავტორი :  რუსა

დამატებითი სტატიები:

ლილიტის შეერთება პლანეტებთან

ლილიტის სექსტილი პლანეტებთან

ლილიტის ტრინი პლანეტებთან

ლილიტის კვადრატი პლანეტებთან

ლილიტის ოპოზიცია პლანეტებთან


About Rusa

Scroll To Top