ლილიტი ასპექტები-კვადრატურა

ლილიტი ასპექტები-კვადრატურა

ლილიტის კვადრატი(90) პლანეტებთან

მზე

ძლიერი მაცდუნებელი ასპექტი.

აძლიერებს შემოქმედებით უნარებსა და ეგოცენტრიზმს. მოქმედებები ხშირად გამოწვეულია შინაგანი ძლიერი ენერგიით. მათი ენერგია შეიძლება უარყოფითად გამოვლინდეს ქედმაღლობაში, ამპარტავნებაში, ამბიციებში.

მთვარე

აძლიერებს მგრძნობელობას, მედიუმის თვისებებს. მათ ახასიათებთ ძლიერი, ტკივილამდე მისული მგრძნობელობა, რაც შეიძლება უარყოფითად განვითარდეს და გადაიზარდოს უარყოფით აზრებში, ფსიქიკურ არამდგრადობაში. შესაძლოა ჰქონდეთ გადაჭარბებული შიშები, ფობიები. გაურბიან სპორტის სახიფათო სახეობებს.

მტკივნეული მგრძნობელობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, შიში, არეულობა, ფსიქოლოგიური არასტაბილურობა. ძლიერი სულიერი გამოცდილება

მერკური

აძლიერებს კონტაქტურობას და ქაოსს აზროვნებაში. ეს ადამიანები ხშირად ინფორმაციის გადამცემები არიან ან სხვებისგან თავად იღებენ მცდარ ინფორმაციას. დეზინფორმაციის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან.

ეჭვმა და უნდობლობამ შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობები გარშემომყოფებთან, მათი აზრი განსხვავებულად და არასწორად გაიგება, საჭიროებს გადამოწმებას.

ვენერა

აძლიერებს სურვილს იყოს მისაღები პიროვნება. მათ აქვთ ხელოვნებასთან დაკავშირებულ სფეროებში ტალანტი, ნიჭი, მაგრამ აგრესიული გამოხატულება ხელს უშლით რეალიზებაში. ცდუნება მატერიალური ან მიწიერი სილამაზიდან მოდის.

სრულყოფილების სურვილი, იდეალის მუდმივი ძიება და შემდგომ მასთან ურთიერთობა (ვინც იდეალურად ეჩვენება) – ორივე სქესს ახასიათებს, მაგრამ განსაკუთრებით მაცდუნებელია კაცის ჰოროსკოპში

მარსი

აძლიერებს იმპულსურობას და ენერგიის არამიზნობრივ ხარჯვას. შეიძება გაუცნობიერებლად ძალადობისკენ ჰქონდეთ მიდრეკილება. თუმცა მამაცები და რისკზე წამსვლელები არიან. ქმედებებში სჭარბობს აგრესიულობა და უხეშობა. ქვეცნობიერი მიდრეკილება ძალადობისკენ, იძულებისკენ, უჭირთ საკუთარ თავზე კონტროლი. ხშირად არასაჭირო დროს გამბედაობის გამოჩენა, სხვების გადარჩენის სურვილი, სარისკო ქმედებები. შესაბამისი პროფესიები: ჯალათი, პათოლოგანატომი, სექსოპათოლოგი

იუპიტერი

მიდრეკილება ავანტიურიზმისკენ, სოციალური სისტემების რღვევისკენ. საზოგადოებაში ხშირად გვევლინებიან ნორმების მოწინააღმდეგეებად.შემოქმედებითი უნარები და ავანტიურიზმისკენ მიდრეკილება თავგადასავლებში ხვევს. ზოგიერთი თავგადასავალი შესაძლოა აღმოჩნდეს სახიფათო სიცოცხლისთვის ან ისე – მაგ: სამართალდამცავ ორგანოებთან პრობლემების გამომწვევი

სატურნი

ლოგიკურობა მათემატიკურ აზროვნებას და მიდრეკილებებს უყალიბებს, ინტერესი მეცნიერებებისადმი, მეთოდოლოგიისადმი.ასპექტი ინტელექტის მაღალი დონის მანიშნებელიც შეიძლება იყოს.აძლიერებს სიამაყესა და საკუთარი თავის სიყვარულს, საკუთარ თავზე ორიენტირებულობას. ყოველთვის ცუდი ასპექტი არაა, რადგან ზოგჯერ იქმნება სიტუაციები, რომლებშიც ადამიანს საკუთარი მიზნების და დამსახურებების დაცვა სამართლიანად უწევს. ახასიათებთ ლოგიკური აზროვნება.შეუძლიათ სხვების მართვა და კონტროლი. მათგან კარგი მეცნიერი, მათემატიკოსი გამოდის.

ურანი

რეფორმატორულ და რევოლუციურ ტენდენციებს მიჰყავს სარისკო ქმედებებისკენ. ინტუიცია, ნოვატორობა და გამომგონებლობისკენ მიდრეკილება ახასიათებს.მატებს ქარიზმას, რევოლუციონერობას, ორიგინალურობას, თუმცა ამავე დროს ქაოსურობას, სარისკო ქმედებებისკენ მიდრეკილებას. ახასიათებთ ყოველგვარ ძველთან კავშირის გაწყვეტა, თუმცა ახალი სისტემის შემუშავება უჭირთ, ხშირად არიან მარტოსულები, განსაკუთრებით გეგმების შემუშავების დროს. მხოლოდ საკუთარ ხედვას და აზრს აღიარებენ სწორად.

ნეპტუნი

ანტირელიგიური ან რეფორმატორული ტენდენციები , რომლებსაც სოციალურ უტოპიამდე მიჰყავს. ფანატიზმისკენ მიდრეკილება ჩნდება შინაგანად ეჭვების გაჩენის შემთხვევაში. შთაგონებები მოულოდნელად ეწვევა ხოლმე.

აძლიერებს ანტირელიგიურობისკენ მიდრეკილებას, აქვთ შემოქმედებითი უნარები. არაფრად აგდებენ რელიგიურ ღირებულებებს. სახიფათოა ილუზიები (მათი გავლენის ქვეშ ადვილად ექცევა).

პლუტონი

თვითდამკვიდრება ბუნტის ატეხვით, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით. შესაძლოა ჰქონდეს მტკივნეული შეგრძნებები სოციალურ და სულიერ („ღმერთისგან მიტოვება“) არასამართლიანობასთან დაკავშირებით.

აძლიერებს ძალაუფლების შეგრძნებას, დიქტატორობისკენ მიდრეკილებას, შესაძლოა მიზნის მისაღწევად იყენებდეს ძალადობრივ მეთოდებს. ეს მეთოდები უარყოფითი კუთხით პოპულარობის მომტანი იქნება. შესაძლოა იყოს რომელიმე მარგინალური ან საზოგადოებისთვის მიუღებელი ჯგუფის წევრი.

აღმავალი კვანძი

მიუთითებს ცხოვრებაში ბევრ ცდუნებაზე.

წყარო: astroforum.forum24.ru, vgoroskope.ru, astrotherapy.eu

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Rusa

Scroll To Top