ლილიტი ასპექტები-ოპოზიცია

ლილიტი ასპექტები-ოპოზიცია

 

ლილიტის ოპოზიცია(180) პლანეტებთან

მზე

აძლიერებს შემოქმედებით უნარებს. საკუთარ თავს ხედავენ მასისგან განსხვავებულად. ცნობადობა, პოპულარობა უარყოფითად ან დადებითად. მათი ძირითადი უარყოფითი თვისებაა უარყოფითი, ნეგატიური ინფორმაციებისკენ სწრაფვა, მიზიდვა, ფიქრი. მოქმედებები ძირითადად ძლიერი ენერგიითაა წარმართული. დადებითის მხრივ- კავშირი აქვთ ნათელ მხარესთან, სიყვარულის გამოვლინებასთან.

ძალიან დამოკიდებული ხდება საზოგადოებრივ აზრზე (ან პირიქით), საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შესაძლოა პიროვნების გაორებაც.შესაძლოა ჰქონდეს სურვილი-სხვებისგან არ განსხვავდებოდეს.ძლიერი ენერგია და სურვილები. მტკივნეულად განიცდის საზოგადოებრივ აზრს

მთვარე

აძლიერებს მგრძნობელობას, მოგზაურობებისკენ, გადაადგილებებისკენ სწრაფვას (ან გარე ფაქტორების გამო უწევთ გადაადგილება). მგრძნობელობა და სენსორიკა ძლიერ განვითარებული, მტკივნეული განცდები. სხვადასხვა შიში, ფობია, კომპლექსი. დადებითი კუთხით- ადვილად გამოსდით სულიერი კავშირების დამყარება.ყველაფერი, რაც სიმშვიდეს, კომფორტს დაარღვევს, უარს ამბობს. ეშინიათ შინაგანი კომფორტის დარღვევის, წყობიდან გამოსვლის და ყველანაირად ეცდებიან თავიდან აიცილონ.

უმეტესად აქვთ ადამიანებს, რომლებიც მართვით პოზიციებზე არიან (მენეჯერები, ტრენერები,რეჟისორები)

მერკური

აზროვნების სიზარმაცე,მიდრეკილებები აკვიატებული აზრებისკენ.სურთ გაუგონ და მიიღონ გარშემომყოფებმა. ნებისმიერი გაუგებრობას, ან არასწორად აზრის გაგებას, ტყუილს, ინტრიგას მტკივნეულად განიცდიან. ბევრ ადამიანს ამ ასპექტით ახასიათებს მამისა და შვილის ტიპის კონფლიქტები.ძირითადად მოქმედებს აზროვნების დონეზე. ხშირად ეს ადამიანები გამოიყენება ინფორმაციის შესაგროვებლად. ან მათ ატყუებენ ან თავად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციებს. დადებითი კუთხით – აქვთ პრაქტიკული აზროვნება, ყოველთვის საჭირო ინფრომაციას ფლობენ.

ვენერა

ურთიერთობებში უკმაყოფილებას, გაუგებრობას ზრდის. შესაძლოა პარტნიორები იყვნენ განსხვავებული მიზნებისა და ღირებულებების.მუდმივი სწრაფვა სრულყოფილებისკენ, ძლიერი შეიძლება ითქვას ზედმეტი თავმოყვარეობა. ნებისმიერი კომენტარი, რომელიც მის გემოვნებასთან, ტაქტთან ან მანერებთანაა დაკავშირებული მტკივნეულად განიცდება.აძლიერებს შემოქმედებით ნიჭს. ადამიანს იტაცებს და იზიდავს სილამაზე, მისი გამოვლინებები. უარყოფითად გამოვლენის შემთხვევაში აგრესიული ხდება , არ უფრთხილდება ფინანსურ სფეროს. დადებით შემთხვევაში – კარგად ხედავს და ესმის სამყაროს რიტმის. აქვს სილამაზის აღქმის უნარი.

მარსი

იწვევს მიდრეკილებას სახიფათო ქმედებებისკენ, ადამიანი ხდება ბუნტის წამომწყები.სხვებისთვის ქმედებებით რამის დამტკიცების ქვეცნობიერი სურვილი, ენერგიას ხარჯავენ მყარი იმიჯის შექმნაზე, პრესტიჟული სამსახურის შოვნაზე. შესაძლოა ახასიათებდეს იმ ადამიანების კრიტიკა, რომლებიც მის გეგმებთან კავშირში არაა.

ახასიათებთ გადაწყვეტილების მიღების დროს იმპულსურობა, ადვილად ფეთქებადები არიან, საკუთარი მიზნების მისაღწევად შეიძლება გამოიყენონ სხვები და აიძულონ დამორჩილება.დადებით შემთხვევაში – სულიერად ძლიერები არიან, შეუძლიათ სხვებისთვის თავის გაწირვა, ბრძოლა. ყველა ვარიანტში მიუთითებს ძლიერი ენერგიის ქონაზე

იუპიტერი

ავტორიტეტის დაკარგვა, დიდების სათავისოდ გამოყენება, დემაგოგობისკენ მიდრეკილება.მაღალი, სტაბილური და ძლიერი სოციალური სტატუსის, მდგომარეობის ქონის სურვილი. ავტორიტეტის შელახვის ნებისმიერი ქმედება მტკივნეულად განიცდება.

განვითარების ორი მხარეა: ან ავანტიურისტია, აყალიბებს და თავს ახვევს სხვებს საკუთარ ფილოსოფიას, ხედვას, რელიგიურ წარმოდგენებს, ასოციალურია, ხალხთან ნაკლებად კონტაქტობს, შეიძლება ითქვას გამიზნულად ერიდება, თავად სხვებისგან ითხოვს სამართლიანობას, მაგრამ შეიძლება თავად მოგვევლინონ სოციალური სამართლიანობის დამრღვევად, ან მეორე მხარე- საკმაოდ გაცნობიერებული და განვითარებული პიროვნებაა, რომელიც ენერგიას ხარჯავს სხვა ერების კულტურის შესწავლაში, მოგზაურობაში, აქვს დალაგებული იდეოლოგიური სისტემა, გამოირჩევიან სამართლიანობით.

სატურნი

ფსიქიკის ძლიერი მექანიზმი, მიდრეკილება – ყოველთვის შეინარჩუნოს სიმშვიდე .შეერთებაც და ოპოზიციაც ცხოვრებისეულ სიძნელეებზე მიუთითებს.ემოციურ დონეზე ხშირია პესიმისტური განწყობა, დამოკიდებულებები.

უარყოფითის მხრივ: კავშირი ბნელ ძალებთან, ენერგიის არასაჭიროებისამებრ გამოყენება, რესურსების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება. ძალაუფლების მიღების შემდეგ დანარჩენებს ზემოდან უყურებს და უჩნდება მათი დაცინვის, უკან დახევის სურვილი.

დადებითის მხრივ: კარგად განვითარებული ლოგიკური აზროვნება, მაძიებლური გონება, კარგად ითვისებენ საგნებს და სფეროებს, რომლებშიც პრაქტიკული, ლოგიკური აზროვნებაა საჭირო. მათგან ვიღებთ ლიდერებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვების მართვა და პროცესების გაკონტროლება არამხოლოდ სათავისოდ.

ურანი

ზოგჯერ ეს ასპექტი იძლევა ძლიერ ინტუიციას, პარანორმალურ შესაძლებლობებს,მაგრამ მიღებული შედეგები არასტაბილურია. გარემო პირობების შეცვლა შეუძლიათ, თუმცა ხელს უშლით სამოქმედო გეგმების სიმცირე ან არარსებობა.

შეერთებაც და ოპოზიციაც სიტუაციების მოულოდნელ შეცვლაზე უთითებენ,შეერთების დროს უფრო დადებითია, ვიდრე ოპოზიციის დროს.

უარყოფითის მხრივ: ახასიათებს სარისკო ქმედებები, მოულოდნელი ამბოხებები სისტემებისა და ადამიანების წინააღმდეგ, ანარქისტული დამოკიდებულება მოძველებული იდეოლოგიებისადმი, კრიტიკა, რევოლუციური ქმედებები. უჭირთ საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრება.

დადებითის მხრივ: ერთიანად არ ანგრევს სისტემებს, აქვს განსხვავებული ხედვა, ორიგინალური ხასიათი, მიისწრაფის ცვლილებებისკენ, მიღებულ ცოდნას იყენებს ცხოვრების შესაცვლელად.

ნეპტუნი

ოპოზიციის შემთხვევაში მუდმივი და ზედმეტი მეოცნებეობა, ძლიერი დამოკიდებულებები, „ოცნებებში ჩარჩენა“.იმუნიტეტი ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ.

უარყოფითის მხრივ: ცდილობს უარყოს ღმერთის არსებობა, არის ანტირელიგიური, არაფრად აგდებს რელიგიურ ღირებულებებს. საფრთხე ალკოჰოლური სასმელებისა და ნარკოტიკებისგან, ილუზიების სამყაროში „ჩარჩენა“.

დადებითის მხრივ: სულიერად განვითარებული, რელიგიური და შემოქმედებითი ხედვა, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული. კარგი ასპექტია მუსიკოსებისთვის და პოეტებისთვის

პლუტონი

სტაბილურობის მისაღწევად, საკუთარ თავში დასარწმუნებლად , თავდაჯერებულობისთვის საჭიროებს ძალაუფლებას, გარემოს კონტროლის შესაძლებლობას. შესაძლოა ჰქონდეს კონფლიქრები გარშემომყოფებთან.

ოპოზიცია ორნაირ შედეგს გვაძლევს: ან ორგანიზმის დანგრევა ხდება ან ადამიანი არ იღებს რეალობას და ცხოვრობს გამოგონილ სამყაროში.

უარყოფითის მხრივ: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ძალადობრივი მეთოდები, დიქტატორული ქმედებები, შესაძლოა დაკავშირებული იყოს მაფიასთან, სექტასთან .

დადებითის მხრივ: ძლიერი მოთხოვნილება ძალაუფლებისა და მართვის, თუმცა ძალადობრივი მეთოდების გამოყენების გარეშე, ბუნებრივად გამოსდით ლიდერობა, ხედავს ახალ შესაძლებლობებს, ცვლილებების საჭიროებას.

აღმავალი კვანძი

პრობლემები სულიერ განვითარებაში. წინ წასასვლელად საჭიროა ინტრიგებზე, მაგიურ მეთოდების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებაზე უარი თქვათ

წყარო: კულაკოვა, ვოლჟინა, astroforum.forum24.ru, vgoroskope.ru, astrotherapy.eu

სტატიის ავტორი: თამთა

 


About Rusa

Scroll To Top