ლილიტის შეერთება

ლილიტის შეერთება

მზესთან

ქვეცნობიერ დონეზე დაურწმუნებლობა საკუთარ თავში, ძალებში, რაც კომპენსირდება ძალების დემონსტრაციულ გამოყენებაში, ძლიერი ხასიათის წარმოჩენაში, ზოგჯერ სისასტიკეში. სურვილი მართოს და აკონტროლოს საკუთარი ბედი. ფარული შიში შეუცნობელი, გაუგებარი, ფარული საკითხებისადმი. შესაძლოა მამასთან პრობლემები, მისი გავლენის საწინააღმდეგოდ გარკვეული ქმედებების ჩადენა. სურვილი- მამად მიიჩნიოს სხვა ადამიანი. მიუთითებს ბავშვობაში საკუთარ თავში დაურწმუნებლობაზე. ქალების რუკაში – პრობლემები მამრობითი სქესის წარმომადგენლებთან, გაუგებრობები. კაცების შემთხვევაში -ხშირად დაუქორწინებლები რჩებიან, ან პარტნიორებს სწორად ვერ არჩევენ.

მიუთითებს უნიკალურ განვითარებაზე, ინდივიდუალიზმის ძლიერ წარმოჩენაზე. ესაა შემოქმედებითი ადამიანი. შესაძლოა ჰქონდეს წარმოდგენა, რომ განსხვავებულ, უნიკალურ შესაძლებლობებს ფლობს. უარეს შემთხვევაში – სხვა ადამიანების მიღწევებისადმი შური, ქედმაღლობა.

აძლიერებს ფატალური შემთხვევების ალბათობას, პიროვნების გამოვლინება ძირითადად უარყოფითად ხდება.

მთვარესთან

შეერთება აძლიერებს განწყობების სწრაფ ცვლას, გრძნობებში გაურკვევლობას, უარყოფით ემოციებს, ადვილად გაღიზიანებადობას, კაპრიზულობას. შესაძლოა ოჯახური პრობლემები და სირთულეები. ასევე სირთულეები ადაპტაციაში.

დედაზე წარმოდგენები ერთდროულად იქნება დადებითიც და უარყოფითიც, გაორებული დამოკიდებულება დედისადმი და ქალებისადმი. მიუთითებს არასტაბილურ ფსიქიკასა და ემოციურობაზე, განწყობის სწრაფ ცვალებადობაზე, კაპრიზულობაზე. შესაძლოა ჰქონდეს ბავშვობიდან გამოყოლილი შიშები, ძირითადად დედასთან ან მის ქცევებთან დაკავშირებული. ძლიერი (ავადმყოფური) სენტიმენტალობა იწვევს ნერვულ დაძაბულობას, მოულოდნელ აფეთქებებს. კაცების შემთხვევაში- უჭირთ ქალის გაგება, პრობლემები ქალებთან და დედასთან ურთიერთობაში. ბავშობაში ზედმეტად ემოციური იყო და ამ მხრივ პრობლემები ექმნებოდა, უჭირთ საკუთარი ემოციების გამოხატვა. ხშირად ეშლებათ საკუთარი და სხვების ემოციები (ერთმანეთში ურევენ და ვერ ანსხვავებენ).

მერკურისთან

შეერთება აძლიერებს აზრების დაულაგებლობისკენ მიდრეკილებას, დაუკავშირებელი აზრები, ობიექტურად მსჯელობის სიძნელე, ადვილად დამყოლობა. მიდრეკილება „თვალებში ნაცრის შეყრისკენ“ . შესაძლოა სირთულეები სწავლასთან ან კონტაქტურობასთან დაკავშირებით,ასევე სირთულეები და-ძმებთან, ახლო ნათესავებთან ან კოლეგებთან ურთიერთობის დროს. მათ ან კარგად გამოსდით ვაჭრობა, ბიზნესის სფერო, ან საერთოდ არ შეუძლიათ.

აზრებს, ფიქრებს ააქტიურებს, როგორც წესი არასწორი მიმართულებით.აზრების გამოხატვაში პრობლემები, ძნელად გამოთქვამენ რა სურთ, გაუგებრობა კომუნიკაციის სფეროებში.შავი იუმორისკენ მიდრეკილება.

ვენერასთან

სირთულეები სასიყვარულო სფეროში, სურთ პარტნიორი დაინახონ, როგორც იდეალური სრულყოფილება, რაც შემდგომ კონფლიქტურ სიტუაციებს იწვევს. თუ გადაწყვეტენ სულიერ სფეროებში რეალიზდნენ, შესაძლოა თავი იჩინოს მატერიალურმა პრობლემებმა. კარგად გამოსდით ხელოვნების სფეროებში რეალიზება. კარგად ხვდებიან „დედამიწაზე სამოთხე რომ ყოფილიყო,როგორი იქნებოდა“. კაცებს- ეშინიათ ქალებთან ურთიერთობის ან უჭირთ მათთან კონტაქტი. ცხოვრება გაუადვილდებათ თუ ჰარმონიულ ურთიერთობებს ისწავლიან.

შეერთება აძლიერებს მარტივი ცხოვრებისადმი სწრაფვას, მგრძნობელობას, სიზარმაცეს, ზედაპირულ დამოკიდებულებებს , მატერიალურ სფეროზე ორიენტაციას, ავადმყოფობამდე მისულ დამოკიდებულებას ფულზე- ან სულ ინახავს ან პირიქით, ბევრს ხარჯავს უმისამართოდ.სხვების რესურსების გამოყენება, საკუთარის კი დაზოგვა. შესაძლოა სასამართლო პროცესების წარმოება, კამათი, გარჩევები. პარტნიორულ ურთიერთობებში პრობლემები

შეერთება აძლიერებს დრამატიზმის შეგრძნებას ურთიერთობებში.

მარსთან

მატებს აგრესიულობას, აქტიურობას, უხეშობას, გაუმართლებელი რისკის გაწევისკენ მიდრეკილებას. აგრესიის დროს დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილება, უკონტროლო ენერგია. ხშირად მოსდის შელაპარაკებები, კამათი.

შეერთება იწვევს შინაგან დაძაბულობას, ენერგიის მოულოდნელ მოზღვავებას და სურვილს – გაანადგუროს.

სიუხეშე, იმპულსურობა, მიდრეკილება ძალადობისკენ. ქვეცნობიერ დონეზე ეს დაკავშირებულია საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობაში.ქალის რუკაში – ძლიერი როლის მორგება, ემანსიპაციის მხარდამჭერი. კაცის რუკაში – ავადმყოფური ინტერესი სექსის თემაზე.

იუპიტერთან

მატებს ამბიციებს, პრეტენზიის დონეს, ექსტრავაგანტულ გამოხატვას, ზედმეტი ამბიციები სიყვარულის სფეროში. უარეს შემთხვევაში დესპოტიზმი, სიმკაცრე, შეუწყნარებლობა,სიასტიკე. შესაძლოა ახასიათებდეს რელიგიებისა და ფილოსოფიური წარმოდგენების უგულვებელყოფა. პრობლემები უცხოელებთან. სახიფათო სიტუაციები ხანგრძლივი მოგზაურობების დროს. სხვების იდეოლოგიის ქვეშ მოქცევა

შესაძლოა ადამიანს ჰქონდეს მართვის სურვილი, მისი სადავეების ხელში ჩაგდებისთვის ყველანაირი მეთოდის გამოყენება

უსაფრთხოების, დაცვის შეგრძნება არ აქვთ, ეძებენ დაცვის საშუალებებს, მიდრეკილება ავანტიურიზმისკენ. ლილიტის გავლენა შეიძლება თვითშეფასებაზეც მოქმედებდეს.

სატურნთან

დოგმატიზმი, ანგარიშიანობა, სიცივე, უნდობლობა, ფანატიზმი -ეს თვისებები შესაძლოა წინ წამოიწიოს ლილიტის გავლენით. ძლიერდება რაიმეს მიღწევის, მაღალი თანამდებობის ან პირველობის სურვული, მიზნების ნებისმიერი სახით მიღწევა დასაშვებად მიაჩნია.კარიერაში შესაძლოა ზემოთ ასვლა და შემდეგ კარიერული ვარდნა.

შეერთებაც და ოპოზიციაც ცხოვრებისეულ სიძნელეებზე მიუთითებს.ემოციურ დონეზე ხშირია პესიმისტური განწყობა, დამოკიდებულებები.

ასევე ავადმყოფური მიდრეკილება წესრიგისკენ, სიზუსტისკენ,დეპრესიისკენ, სუიციდისკენ.

ქვეცნობიერ დონეზე- საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა. ყოველთვის ცდილობენ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ უმეტესად ვერ ახერხებენ.სულიერი განვითარებით დაინტერესების შემთხვევაში – ძალაუფლებისკენ სწრაფვა.

ურანთან

შეერთებაც და ოპოზიციაც სიტუაციების მოულოდნელ შეცვლაზე უთითებენ,შეერთების დროს უფრო დადებითია, ვიდრე ოპოზიციის დროს.

მატებს ექსცენტრიულობას, უცნაურ ბუნებას, ყველა სფეროსადმი ინტერესს, რეფორმებისკენ მიდრეკილებას, ძველი წესების, სტერეოტიპების დანგრევის სურვილს. ხშირად ეს ადამიანები უფრო საკუთარ თავში ანგრევენ სტერეოტიპებს. აქვთ პიროვნული თავისუფლების ძლიერი სურვილი. მისი გეგმები ან არარეალურია ან დანგრეული,მიუღწეველი.პრობლემები მეგობრების მხრიდან

საერთოდ გარე პლანეტებთან შეერთების შემთხვევაში ითვლება, რომ იკარგება სულიერ დონეზე კავშირი. რეფორმატორული და რევოლუციური ტენდენციების გაძლიერება, ანარქიზმისკენ მიდრეკილება.

ნეპტუნთან

შეერთების შემთხვევაში აქტიურდება ფანტაზია და შემოქმედებით სფეროში შესაძლოა წარმატების მიღწევა.

მატებს არაპრინციპულობას,არაპრაქტიკულობას. საფრთხე ალკოჰოლური სასმელების,ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებისგან. ქვეცნობიერ დონეზე კომპლექსების არსებობაზე მიუთითებს, რომლებიც შესაძლოა სიზმრებში გამოვლინდეს. ცხოვრების მიმართ შიში და ფარული მტრების ალბათობა იმატებს.

„ღმერთის ძებნის“ ასპექტი, ზედმეტად მიღებული (ფანატიზმი) სულიერი და რელიგიური აზრები. ცდილობენ საკუთარი რელიგიური და სულიერი გზა ჩამოაყალიბონ.

პლუტონთან

შეერთების შემთხვევაში ნებისმიერი სახით გამარჯვების მიღწევის მცდელობა, არ უყურებს დანაკარგს.

ნებისმიერი მიზნის მიღწევის ძლიერი სურვილი, დიქტატური ქმედებებისკენ მიდრეკილება,შესაძლოა საბედისწერო სიყვარული ჰქონდეს. ექსტრემალური სიტუაციებისკენ მიდრეკილება ან მათში მოხვედრა.სხვების თანხის, მემკვიდრეობის გამოყენება საკუთარი მიზნებისკენ.ახასიათებს სიკვდილის შიში, თვითმკვლელობაზე ფიქრები, სიკვდილის პირად ხშირად ყოფნა („სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა“).

ნებისმიერ არაფორმალურ ჯგუფში ძალაუფლებისკენ სწრაფვა და ხშირად მიღებაც. პლუტონისეული ენერგიები ხშირად პრობლემების წარმომქმნელია. სხვების ილუზიები შეუძლიათ სათავისოდ გამოიყენონ.ტოტალიტარიზმისა და ძალადობრივი ქმედებებისკენ მიდრეკილება.

აღმავალ კვანძთან

მიუთითებს ამ ცხოვრებაში გამოცდებზე, სწავლებაზე,თვითგანადგურებისკენ მიდრეკილებაზე. ამ უკანასკნელს ადამიანი ჩაიდენს თუ დაბალი განვითარების გზით წავა. თუ რომელ სფეროში იქნება გამოსყიდვა და გამოცდები, მიანიშნებს ნიშანი და სახლი.

საზოგადოების მიმართ ეჭვი და დაუცველობის გრძნობა, იმედგაცრუებები. შესაძლოა ჰქონდეს ფიქრები თვითმკვლელობაზე. საზოგადოებაში ყოფნის დროს პრობლემები, უჭირთ გახსნა.საჭიროა სულიერი გზით განვითარება, რაც ტკივილების განკურნებასა და ღირებულებების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

დაღმავალი კვანძთან

ეს შეერთება მიანიშნებს კარმის უარყოფით დამუშავებაზე. ადამიანს აქვს უარყოფითი ჩვევები, მოქმედებები,შეგრძნებები. ცხოვრებაში არაერთხელ მოუწევს ‘ჭკუის სწავლა“. ცხოვრებისეულ რომელ სფეროში მოხდება ეს დამოკიდებულია ნიშანსა და სახლზე.

ხშირად მეორდება ერთიდაიგივე სიტუაციები, პრობლემები, რათა ხელახლა ისწავლონ და გადახარშონ შეცდომები. უჭირთ სწორი გზით წასვლა, საკუთარი უნარების სწორად დანახვა, ახასიათებთ კულტურული ნორმების და ჩვეულებების უარყოფა. სულიერი სიმშვიდე შეიძლება იპოვნონ 40 წლის შემდეგ, თუმცა ეს მტკივნეულად ხდება.

სელენასთან

მასისგან განსხვავებულად თავის ხედვა და გრძნობა, საკუთარი გზის ძიება, ინდივიდუალურობის შეთანხმების მცდელობა საზოგადოებრივთან. ძლიერი ინდივიდუალურობის მაჩვენებელი ასპექტია.

Asc ასცენდენტთან

ქვეცნობიერ დონეზე ადამიანებისგან განსხვავებულობისკენ სწრაფვა, საკუთარი უნიკალურობის შეგრძნების სურვილი. ადამიანს ასცენდენტზე ლილიტით, თან დაყვება ფატალურობის შეგრძნება. შესაძლოა ჰქონდეს ექსუალური კომპლექსები, სხვების ან საკუთარი თავის დადანაშუალება ნებისმიეირ წარუმატებლობის შემთხვევაში. პესიმიზმისკენ მიდრეკილება,უარეს შემთხვევაში სუსტი ფსიქიკა ან ფსიქიკური პრობლემები. შესაძლოა ადამიანს სახეზე ჰქონდეს შრამი ან რაიმე ნიშანი.

МС ზენიტთან

არასტაბილური ურთიერთობა მშობლებთან, უფროსებთან, ცხოვრებისეული მზინებისა და გეგმების ჩაშლა, აპათიისა და დეპრესიის ხანგრძლივი პერიოდები. შესაძლო მისია – მოძველებული სტრუქტურების დაშლა, პროფესიულ საქმიანობაში სიღრმისეული ფსიქოლოგიის გამოყენება. საჭიროა ჯერ საკუთარი თავის და ძალების ირწმუნონ და შემდეგ იმოქმედონ პროფესიულ სფეროში.

ქირონთან

ძლიერი გაორებული მგრძნობელობა, სიტუაციების სათავისოდ გამოყენება, სხვების საკუთრების/თანხის მისაკუთრება, ბოჰემისკენ მიდრეკილება, ქალების შემთხვევაში – ბევრი პარტნიორი, შესაძლოა რამდენიმესთან ერთდროულად ჰქონდეს ურთიერთობა ან სულაც ორი ქმარი ჰყავდეს.

პროზერპინასთან

კოსმოსის და ბუნების საიდუმლოებების ცოდნა,პარანორმალური ან ექსტრასენსორული შესაძლებლობები. ძლიერი ინტერესი ოკულტური ცოდნისადმი. ცხოვრებაში ბევრი ექსტრემალური სიტუაცია ექნება.

წყაროები: ველიჩკო , კულაკოვა, ვოლჟინა. astroforum.forum24.ru, vgoroskope.ru, astrotherapy.eu

სტატიის ავტორი: თამთა


About Rusa

Scroll To Top