„გმირობა“
(უკიდურესობა – გადაჭარბებული აქტიურობა ან პასიურობა)
ეს მდებარეობა შეიძლება მიანიშნებდეს მეომრის კარმაზე, რომელმაც თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა. ასეთი მდებარეობა ხშირად აქვთ „ზედმეტად აქტიურ“ ადამიანებს. წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით:
აქტიური ადამიანი – მისი შინაგანი მპულსი და მოქმედებები იმდენად მძლავრია, რომ მიმდინარეობს ენერგიის უკონტროლო გამოტყორცნა. გაბედულობა გადაიზრდება შეუკავებელ ნაკადად, იმპულსურობა – აბსოლიტურ არაპროგნოზირებულობაში, თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა – მისწრაფებაში თავს მოახვიოს საკუთარი ნება სხვას. დაბრკოლებების და სხვისი წინააღმდეგობების დაძლევა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ.
პასური ადამიანის შემთხვევაში – ინდივიდი ხშირად ხდება მანიპულატორების მსხვერპლი – ის ადვილად მართვადი, უნებისყოფოა. მასში გაუბედაობა ვლინდება, სხვაზე დამოკიდებული ხდება, უინიციატივო, ზარმაცია და ცდილობს პასუხისმგებლობა სხვას გადააბაროს. ამასთანავე, აგრესია უგროვდება, რაც მის ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება.
გამოსყიდვის გზაზე ალბათობაა, რომ ცეცხლსასროლი იაღარის, ცეცხლისა და ძალადობისგან დაზარალდეს.
რეკომენდებულია: გადაჭარბებულ აქტიურობას, მიზანდასახულობას თავი აარიდონ. ცეცხლს, ცეცხლსასროლ იარღს, მახვილ (მჭრელ) საგნებს მოერიდონ. უნდა გამოიმუშაონ უშიშარი ხასიათი, გამძლეობა და სწორად გადაანაწილონ საკუთარი ძალები.
© შესტოპალოვი
ლილიტი ვერძი
ლილიტი მარსის და პლუტონის სამფლობელოში. მზის ეგზალტაციის ნიშანში, ცეცხლის სტიქიაში.
აქ ის საკმაოდ ძლიერია. წინა ინკარნაციებში მოხდა მკვლელის კარმის დაგროვება, მეომრის, რომელიც ყველას კლავდა სამხედრო სამსახურის შესრულებისას, მოროდიორობდა, ძალადობისგან სიამოვნებას იღებდა. სუსტი შავი მთვარის ადამიანი შეიძლება იყოს მიდრეკილი უტიფრობისა და უხეშობისკენ.
პირველ დონეზე ამ ინკარნაციაშიც ინდივიდი კვლავ მიდრეკილია უტიფრობის, უხეშობისკენ, ძალის გამოყენებისა და მკვლელობისადმი. რაც უფრო ამძიმებს მის კარმას და არ იძლევა გამოსყიდვის საშუალებას.
ლილიტის მეორე დონეზე გამოვლინებებში – ხდება „ბოროტების ქმნა“
გარემოებები სჯით წარსულში ჩადენილი დანაშაულებების გამო – ნებისმიერ საქმეში უამრავი დაბრკოლება წარმოიშობა, გარშემომყოფებისგან უხეშობა, უტიფრობა, თავხედობისა და ხელის შეშლის სურვილი მოდის. შეიძლება იყოს ფიზიკური ანგარიშსწორების მცდელობა.
ასევე, შეიძლება გამოვლინდეს შიშები, აკვიატებული იდეები, მოკვლის შიში გაუჩნდეთ, ხასიათში გამოვლინდეს სიმხდალე, ავადმყოფული მიდრეკილებები- მჭრელი საგნების, ცეცხლსასროლი იარაღის ან ცეცხლის მიმართ.
თუ სხვების უხეშობას ანალოგიურად უპასუხებენ, ამით ღია მტრებს გაიჩენენ, მოკვლის სურვილს გაუჩენენ და მათ წინაშე დაუცველნი აღმოჩნდებიან.
თავი უნდა აარიდონ გადაჭარბებულ აქტიურობას, სხვებზე ზეწოლას, გაძლიერებულ ფიზიკურ დინამიკასა და მიზანდასახულობას, არ უნდა ჰქონდეთ შეხება ცივ და ცეცხლსასროლ იარაღებთან, ცეცხლთან და მჭრელ საგნებთან.
ლილიტი ვერძის მცნებებია: არა კაც კლა, არ იუხეშო, გამოიმუშავე უშიშარი ხასიათი!
ლილიტი ვერძში მესამე დონეზე ავლენენ უნარს – გაარჩიონ მკვლელები, მოძალადეები და დაინახონ ისეთი სიტუაციები სადაც შეიძლება გამოვლინდეს ბოროტება – ძალადობის სახით. გამოდის რომ ამ დონეზე ლილიტ ვერძებს უკვე შეუძლიათ გვერდი აუქციონ ასეთ სიტუციებს და მათ თავი აარიდონ.
©პ. გლობა
ლილიტი ვერძში: უსამართლობა საკუთარი ნების გამოხატვის, აქტივობის დროს, ისეთი ქმედებები, რომელიც მის პიროვნებას უარყოფითი სახით აჩვენებს.
დაბალ დონეზე – ჩხუბში , მკვლელობასა და ბანდიტიზმში მონაწილეობა.
საშუალო დონეზე – ძალადობის მსხვერპლი, მისი პიროვნების აბუჩად აგდება ხდება.
უმაღლეს დონეზე – უნარი გამოარჩიოს მოძალადეები და მკვლელები, უშიშარი ხასიათი და შეუვალობა (სუსტი წერტილების უქონლობა).
ლილიტი ვერძში წარმოშობს ისეთ ასტრალურ „გრიგალს“, რომელიც ძლიერ ემოციებსა და სურვილებს იწვევს, ინდივიდს საკუთარი ემოციების კონტროლი უჭირს. შავი მთვარე ვერძში მკვეთრად ავლენს ამ ნიშნის ერთ-ერთ პოლარულ თვისებას, ახდენს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს აძლიერებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ნიშნის საპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.
შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუსს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს). ეს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს იწვევს. თუ შავი მთვარე ნიშნის ძირითად პოლუსს ახშობს, და დაფარულს აქტიურებს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს), ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ახდენს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.
ვერძი განასახიერებს პირველ გამოვლინებას, იმპულსურობას და ქმედებას.
თუ აქტიურდება ნიშნის აქტიური პოლუსი, ვერძის უნარი – აზრებს, გრძნობებს კონცენტრირებული მისწრაფება მიანიჭოს და გამოვლინდეს, შავი მთვარის ზემოქმედებით ხდება დამანგრეველი ძალა გარშემომყოფებისთვის, ხოლო თუ ვერძის პასიური თვისებების ჩართვა მოხდა – უარყოფითია თვითონ ინდივიდისთვის.
თუ შავი მთვარე აძლიერებს აქტიურობას, შინაგანი იმპულსი ხდება იმდენად მძლავრი, რომ ვერძის თვისებები მიმდინარეობს ენერგიის არაკონტროლირებადი გამოტყორცნით. გაბედულობა ვლინდება როგორც შეუკავებელი ზეწოლა, რომელიც თავის გზაზე ყველაფერს ანადგურებს, იმპულსურობა გადადის- აბსოლიტურ მოულოდნელ ქცევებში, ხოლო დამოუკიდებლობა – სურვილში – საკუთარი აზრი სხვებს მოახვიოს და დაიმორჩილოს ისინი. წინააღმდეგობების დაძლევა და ბრძოლა სხვების წინააღმდეგ უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ. შავი მთვარის ზეგავლენით მკვეთრად იზრდება – ეგოცენტრიზმი, აგრესიულობა, ლიდერობისკენ მისწრაფება, იმის შეგრძნება, რომ მისთვის ყველაფერი დაშვებულია, ვლინდება ხასიათის ისეთი თვისებები, როგორიცაა სისასტიკე და მოძალადეობა, ხშირია ბრაზის და მრისხანების გამოვლინებები. სამყაროს აღქმა ხდება როგორც დასაპყრობი და საომარი ობიექტის. შავი მთვარე სურვილებს და აზრებს აძლევს ისეთ ძალას რომ შეიძლება ამან გადათელოს გარშემომყოფები. ის ხშირად ხელს უწყობს გადაჭარბებული სექსუალურობის გამოვლინებას.
ვერძი – ესაა მიზანმიმართული მოქმედების იმპულსი. შავი მთვარის სურვილი მიიღოს რაც შეიძლება მეტი ენერგია ახდენს ბობაქარ გარეთ მიმართულ აქტივობას. ამასთანავე, პირველადი აზრი საერთოდ იკარგება, ხოლო მოქმედებათვითმიზანი ხდება, არ მიიღწევა არანაირი პრაქტიკული რეზულტატი და უდიდესი ენერგეტიკული დანახარჯებით მიმდინარეობს.
რადგან ვერძის ბუნებრივი გამოვლინება -მამაკაცურია, ამიტომ გარე აქტივობის ჩახშობა და პასიურობის გამოვლენა უკვე ამ ნიშნის მახასიათებლების გამრუდებაა. შავი მთვარის გავლენით პასიური საწყისის ჩართვის დროს ვერძის თვისებები საპირისპიროდ ვლინდება. ადამიანი ხდება მანიპულატორების მსხვერპლი და უნებისყოფოა. ვითარდება გაუბედაობა, წინდაუხედაობა, სიზარმაცე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის ემოციურ მდგომარეობაზე აისახება. შავი მთვარის ასეთ გამოვლინებას შეუძლია სექსუალურობის შესუსტება გამოიწვიოს.
©ვოლჟინა.
ლილიტი ვერძში
ადამიანი ამაყობს თავისი, თუნდაც ყველაზე უმნიშვნელო საქციელით. მაგალითად ჭურჭლის გარეცხვა შეიძლება მაგისტრალის მშენებლობას „გაუტოლოს“. გარდა ამისა, ნებისმიერ საქმეში ადამიანი თავს პირველაღმომჩენად (პიონერად) მიიჩნევს . მას ძალიან იზიდავს ე.წ „ველოსიპედის გამოგონება“ . ადამიანს მუდმივად აქვს იმის განცდა, რომ უდიდესი „ჯვარი“ დააქვს და რომ არა მისი „ტიტანური ძალისხმევა“, ყველაფერი უბრალოდ ჩამოიქცევა. ეს პირველაღმომჩენის კომპლექსი მოთხოვნილებას უჩენს აიყოლოს სხვა ადამიანები. ამასთანავე, ისინი უბრალოდ მისგან მართულებად აღიქმებიან და ყველა საერთო დამსახურებას თვითონ იწერს. აგრესიული ხდება, როდესაც მისგან „მართული“ ადამიანები მსგავს „როლზე“ უარს აცხადებენ და ეწინააღმდეგებიან მის „თავგანწირულ“ მოქმედებებს. სხვებისგან მისი ქმედებებით უკმაყოფილება აღიქმება როგორც პირადი შეურაცხყოფა და ხშირად ამაზე საკადრის პასუხად მიიჩნევა შეურცხყოფის მხოლოდ „სისხლით ჩამორეცხვა“ .
© ს.ვ ევტუშენკო
სტატიის ავტორი: რუსა