ლილიტი თევზებში

ლილიტი თევზებში

ბრძენის და წინასწარმეტყველის როლის თამაში

(უკიდურესობები სიყალბე ან თავგანწირვა )

წარსულში ადამიანი დაკავებული იყო საიდუმლო, უკანონო საქმეებით. იყო ჯაშუში, ნარკომანი, ალკოჰოლიკი, დამნაშავე, არღვევდა მცნებებს.

წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით:

აქტიური ადამიანი: მუდმივად ცდილობს ვინმეს დახმარებას, თუმცა თავად დახმარების იდეის არსი არასწორად ესმის, ამიტომ მისი ქმედება ხშირად მომაბეზრებელი ან უადგილოა. სიბრალულს და თანაგრძნობას განიცდის ისეთი ადამიანების მიმართ ვინც არ იმსახურებს ამას, ხოლო ისინი ვინც სინამდვილეში თანადგომას საჭიროებს, ყურადღების გარეშე რჩებათ.

სხვების გამო საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა მუდმივად უწევს, ამასთან ისეთ მომეტში, როცა, შეიძლება, ეს საზიანოც კი იყოს.

აქვს ცდუნება გახდეს საეჭვო რელიგიური სექტის წევრი.

პასიური ადამიანი: ვერ აცნობიერებს საკუთარი ქცევების მიზეზებს, ადვილად მართვადია, მის ქვეცნობიერზე ზემოქმედება იოლია.

ამ ადამიანს თითქოს რაღაც უშლის ხელს იმაში, რომ ჩაუღრმავდეს ქვეცნობიერს და გააცნობიეროს საკუთარი უმაღლესი „მე“. თუ გარემოებები აიძულებს თანაუგრძნოს სხვის განცდებს, ეწყება ფსიქოლოგიური კრიზისი. ამ გამოვლინებაში ემოციური მდგომარეობა განსაკუთრებით არასტაბილურია. ეს შეიძლება გახდეს ფსიქიკური აშლილობების და დაავადებების მიზეზი; ხშირად ალკოჰოლიზმს იწვევს.

გამოსყიდვის გზაზე – მას ფარულად მტრობენ, ადამიანს არამდგრადი ფსიქიკა აქვს, შეიძლება აწუხებდეს კოშმარები, შიშები, ილუზიები და შიზოფრენია. ადვილად მოქმედებს ჯადო და გათვალვა. მეხსიერების დაკარგვის ალბათობაა.

რეკომენდირებულია: მანკიერი საზოგადოებისათვის თავის არიდება, ფარულ მტრებთან (რომლებიც მეგობრობის ნიღაბს არიან ამოფარებულნი) სიფრთხილის გამოჩენა.

არარეკომენდირებულია: ჰიპნოზი. სახიფათოა სითხეები (ნებისმიერი სახით) – ემუქრება დახრჩობის, მოწამვლის და ალკოჰოლიზმის საფრთხე.

© შესტოპალოვი

შავი მთვარე თევზებში

ლილიტი ნეპტუნის და იუპიტერის სამფლობელოში, ვენერის ეგზალტაციის ნიშანში, წყლის სტიქიაშია.

როგორც ყველა წყლის ნიშანში, ლილიტი თევზებშიც განსაკუთრებით ძლიერია. ის დაკავშირებულია ცდუნებასთან, გაბრუებასთან.

ნეგატიური კარმა დაგროვდა, რადგან წარსულში ადამიანი შესაძლოა იყო: ჯაშუში, ნარკომანი, ალკოჰოლიკი, დამნაშავე, მცნებების დამრღვევი, შავი მაგი, ფარული მკვლელი.

პირველ დონეზე, როცა ადამიანი ცნობიერად ან არაცნობიერად კვლავ ირჩევს ბოროტებას, ის თავს ავლენს როგორც მშიშარა, ჯაშუში (მზვერავი), მოღალატე, ნარკომანი, შავი მაგი; ბოროტად იყენებს ჰიპნოზს.

განვითარების დაბალ დონეზე –  ამ ადამიანისთვის შთაგონება ადვილია, ახასიათებს ყველანაირი მავნე ჩვევა, მიდრეკილია ილუზიების, შიშების, ნარკოტიკებისა და სიგიჟისადმი.

მეორე დონეზე – ადამიანს ფარულად მტრობენ, ან შეიძლება საიდუმლო ორგანიზაციებში მძიმე შრომა უწევდეს. არამდგრადი ფსიქიკის ადამიანებს აწუხებთ კოშმარები; შეიძლება გამოუვლინდეთ შიზოფრენია.

ეს მდებარეობა ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანზე ძლიერად მოქმედებს ჯადო, გათვალვა, შეიძლება დაკარგოს მეხსიერება ან დაეწყოს ჰალუცინაციები.

ესა არის საცოდავი, უსუსური ადამიანი, რომელიც მიჰყვება დინებას. მნიშვნელოვანია – მოერიდოს მანკიერ საზოგადოებას, ფრთხილად იყოს ფარულ მტრებთან მიმართებაში, რომლებიც მეგობრობის ნიღბით მოევლინებიან. ასევე, უნდა ერიდოს შურისძიებას და ჰიპნოზს. პოტენციური საფრთხის მატარებელია ნებისმიერი სითხე – არის დახრჩობის, მოწამვლის ან ალკოჰოლიზმის საშიშროება. არსებობს შავი მაგიის ზემოქმედების საფრთხე. დამახასიათებელია მთვარეულობა და ჰალუცინაციები.

 მესამე დონეზე – საკუთარი მანკიერი მიდრეკილებების დამუშავების შემდეგ, ხდება მავნე ჩვევების აღმოფხვრა (რაც უკეთესად გამოსდის განმარტოებაში), უმუშავდება იმუნიტეტი – შავი მაგების და მაცდური ადამიანების წინააღმდეგ.

სიტუაციებს, რომელიც უკავშირდება ფარულ საზოგადოებებს, საიდუმლო ორგანიზაციებს ან შავ ოკულტიზმს, კარგად არჩევს და მარტივად არიდებს თავს.

© პ. გლობა

შავი მთვარე თევზებში: ჰარმონიის დარღვევა ქვვეცნობიერთან, ფსიქიკის საიდუმლო გამოვლინებებთან მიმართებაში.

  •  დაბალ დონეზე – ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, შპიონაჟი, საიდუმლოებების გაცემა.
  •  საშუალო დონეზე – მტრებისგან ფარული დარტყმები; დახრჩობის, მოწამვლის, ფსიქიკური აშლილობის ალბათობა.
  •  უმაღლეს დონეზე – ყველანაირი საიდუმლოებების ამოცნობის უნარი, მდგრადი ფსიქიკა.

შავი მთვარე (ლილიტი) თევზებში 

შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ–ერთ პოლარულ თვისებაზე აქცენტირებას, რაც იწვევს ნიშნის თვისებების საპირისპირო განვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთიერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.

შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუსს (მამრობით ნიშნებში – აქტიურს, მდედრობითში – პასიურს), ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და ააქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობითში -აქტიურს), ეს უკვე, თავისთავად, ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (საპირისპიროდ ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში, შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების საპირისპირო განვითარების გამოვლენას.

თევზები სიმბოლურად დაკავშირებულია – რელიგიურობასთან, ალტრუიზმთან, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვის მზაობასთან, თანაგრძნობასა და გაზიარებასთან.

თუ შავი მთვარე გავლენას ახდენს ნიშნის აქტიურ პოლუსზე – ადამიანი ყოველთვის ცდილობს სხვების დახმარებას, თუმცა შავი მთვარის ზეგავლენით, თანადგომის ცნების მისეული გაგება მცდარია და ასეთი ადამიანის მიერ გაწეული დახმარება მომაბეზრებელი ან უადგილოა. ამ ლილიტის მქონე ადამიანებში სიბრალულს იწვევს ისეთი ადამიანები, რომლებიც, სინამდვილეში, ამას არ იმსახურებენ და უყურადღებოდ რჩებათ ისინი, რომლებსაც თანადგომა რეალურად სჭირდებათ. ეს ადამიანი შეიძლება გახდეს რაიმე საიდუმლო სექტის წევრი ან, ზოგჯერ, ორგანიზატორიც კი. მან შეიძლება სხვებს უქადაგოს საკუთარი მცდარი წარმოდგენები ღმერთის სიყვარულისა და ყოველივე არსებულის შესახებ, დანარჩენებს თავს მოახვიოს მორჩილების, თანაგრძნობის და თვითაღკვეთის არასწორი გაგება, შეიძლება გარშემომყოფები შეგნებულად შეაცდინოს.

შავი მთვარის მიერ ნიშნის პასიური პოლუსის გააქტიურება ადამიანს საკუთარი ქცევის მიზეზების გარკვევაში უშლის ხელს, ის მართვადია, მის ქვეცნობიერზე გავლენის მოხდენა იოლია. ხშირად ღალატობს ინტუიცია. ადამიანი ხდება _ საზოგადოების მხრიდან შთაგონებული, რწმენასთან დაკავშირებული სწავლებების მიმდევარი. ზოგჯერ შავი მთვარე ხელს უშლის ჭეშმარიტ რელიგიურობასთან მიახლოებაში, შეიძლება გახდეს დარწმუნებული („თავგადაკლული“) ათეისტი.

ლილიტი მოქმედებს ისე, რომ ადამიანი ყველანაირად გაურბის სხვების დახმარებას, თავად ალტრუიზმის იდეა _ მისთვის უცხოა. თუ გარემოებები მაინც აიძულებს სხვების დარდის გაზიარებას, ემართება ღრმა ფსიქოლოგიური კრიზისები.

შავი მთვარე განაპირობებს უდისციპლინობას, უბიძგებს სხვადასხვა სახის ცდუნებისა და მავნე ჩვევებისკენ. ლილიტის ამ მდებარეობის ზეგავლენით, აზროვნებაში იმდენად ძლიერაა გამჯდარი აბსტრაქტულობა და ინტუიციურობა (ლოგიკურთან შედარებით), რომ ინდივიდს უჭირს ფაქტობრივი მასალების დაკონკრეტება.

შავი მთვარე კიდევ უფრო აძლიერებს თევზებისთვის დამახასითებელ არასტაბილურ, ემოციურ მდგომარეობას. ეს კი, შეიძლება გახდეს ფსიქიკური დარღვევების და დაავადებების მიზეზი, ხშირად განაპირობებს ალკოჰოლიზმს.

© ვოლჟინა

სტატიის ავტორი : რუსა


About Rusa

Scroll To Top