გონიერება (უკიდურესობები გადაჭარბებული პასუხისმგებლობა ან პასიურობა)
წარსულში – სისასტიკე, დაუნდობლობა, დესპოტიზმი, გარშემომყოფების დათრგუნვა. ადამიანი არაფერს არ ერიდებოდა მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
წარსულის ნეგატიური კარმა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი უკიდურესობებით:
აქტიური ადამიანი: არ შეუძლია სხვების დაქვემდებარებაში ყოფნა და ყველა საშუალებით ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას. ადამიანების დათრგუნვა და საკუთარ ნებაზე დამორჩილება ხდება თვითმიზანი. დასახული მიზნის მიღწევის სურვილი იმდენად ძლიერია რომ არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს. თუ გარემოებები ხელს შეუშლის საკუთარი ამბიციების რეალიზებაში, ტირანიას ამყარებს ოჯახში და სიამოვნებას იღებს მათზე ძალაუფლებისგან.
პასიური ადამიანი: არ გამოსდის მიზნის მიღწევა, მცირედი დაბრკოლებაც კი, კონკრეტული რეზულტატის მიღწევაში ხელის შემშლელი ხდება. იოლად ივიწყებს საკუთარი გეგმების შესახებ, არ ცდილობს კარიერის გაკეთებას, ძალაუფლებისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის მოპოვებას. ადვილად მართვადია, შეუძლია მხოლოდ განკარგულების შესრულება. ამ ადამიანს აშინებს საკუთარ თავზე მცირე პასუხისმგებლობის აღებაც კი, ან არ ასრულებს ყველა ნაკისრ ვალდებულებას.
გამოსყიდვის დროს ადამიანი „განტევების ვაცი“ ხდება, ხშირად „მიაწერენ“ სხვის დანაშულს ან თვითონ იღებენ საკუთარ თავზე სხვის ცოდვებზე პასუხისმგებლობას.
რეკომენდირებულია: გამოიმუშაონ ამტანობა, მოთმინება – ხელმძღვანელებთან ან მათგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან ურთიერთობებში.
საფრთხე ემუქრებათ სიმაღლისგან, მეწყერისგან (ზვავის), ტრანსპორტიში, მეტროში.
© შესტოპალოვი
შავი მთვარე თხის რქაში
ლილიტის და მარსის ეგზალტაცია, სატურნის და ურანის სამფლობელოში, მიწის სტიქიაში.
ერთ-ერთი ყველაზე რთული მდებარეობა.
წარსულ ცხოვრებაში ადამიანმა ჩაიდინა მძიმე დანაშაულებები, იყო დესპოტი, აწამებდა ადამიანებს, იყო ფაშისტი, საკუთარ კეთილდღეობას მსხვერპლად სწირავდა დანარჩენებს, მიზნისკენ მიმავალ გზაზე იყო დაუნდობელი და არაფერს არ ერიდებოდა. ლილიტის ეს მდებარეობა უჩვენებს – ცინიკურობას, სისასტიკეს, მუხანათობას მიზნის მიღწევის დროს.
პირველ დონეზე, ადამიანი ჯერ კიდევ არ მიდის სიკეთისკენ, ის კვლავ აგრძელებს ბოროტების გზით მსვლელობას და ისევ იმეორებს წარსულის შეცდომებს – ბოროტად იყენებს ძალაუფლებას, ყველას აქცევს „განტევების ვაცად“, გადააბრალებს სხვებს საკუთარ დანაშაულებებს, თრგუნავს მათ და არარაობად მიაჩნია. ამ დონეზე ძალიან რთულია მისი ჭეშმარიტი არსის დანახვა. შინაგანი სიცივის მიუხედავად, გარეგნულად საკმაოდ ალერსიანი, მომხიბვლელია და ძნელია მიხვდე რაზეა წამსვლელი მეორე წუთში. გულის სიღრმეში კი, ეს ადამიანი ყველას მასხრად იგდებს და დასცინის. მისთვის დამახასიათებელია სისასტიკე, ცინიზმი, ანგარიშიანობა, დანაშაულებრივი ჩანაფიქრები, ამასთან გარეგნულად ის თავშეკავებული და გულჩათხრობილია.
მეორე დონეზე, ისჯება საკუთარი ცოდვებისთვის, ახლა უკვე თვითონ აღმოჩნდება „განტევების ვაცის“ როლში, გარემოებების მსხვერპლია , შეიძლება თავად გადაწყვიტოს სხვისი დანაშაულის საკუთარ თავზე აღება. ასეთი ადამიანები ხშირად იზიდავენ დამნაშავეებს, შეიძლება გახდნენ დევნის ან ჭორების მსხვერპლი. ხანდახან ლილიტის რეალიზდება მკაცრი უფროსების (ხელმძღვანელების) სახით. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანს ისე ეპყრობიან როგორც ნივთს, როგორც მექანიზმს, დასცინიან, ეჯავრებათ და არარობად მიიჩნევენ.
საფრთხე ემუქრებათ მიწის სტიქიისგან და ისეთ სიტუაციებში როგორიცაა – სიმაღლიდან გადმოვარდნა, ზვავის ან მეწყერის ქვეშ მოყოლა, ტრანსპორტისა და მეტროსგან. ბოროტება მოდის ხელმძღვანელების (უფროსების ) მხრიდან.
ლილიტი თხის რქას ცნებებია: შეეგუე უცოდველი მსხვერპლის როლს, შეინარჩუნე ღირსება, იარე დასახული მიზნისკენ და ყურადღებით შეარჩიე ამისთვის საშუალებები.
მესამე დონეზე, ნათელ გზაზე მსვლელობის დროს, ადამიანი იძენს უნარს მარტივად ამოიცნოს მოძალადეები, დესპოტები და შეუძლია თავი აარიდოს მათ. თუ ვინმე შეეცდება საკუთარი დანაშაული მას გადმოაბრალოს, არაფერი გამოუვა. არც ხელმძღვანელებს შეუძლიათ გაურთულონ ცხოვრება, რადგან „თავდასხმას“ თავს ადვილად აირიდებს. ამ დონეზე დამუშავებული ლილიტი უკვე არა მხოლოდ ბოროტების გარჩევის უნარით ვლინდება, არამედ ადამიანი სახიფათო სიტუაციებსაც მარტივად უვლის გვერდს. უმაღლესი პროგრამის მიხედვით მცხოვრები ადამიანი ყურადღებით არჩევს მიზნის მისაღწევად საშუალებებს, აკვირდება საკარისად ღირსეულია თუ არა მეთოდი და რამენაირად ხომ არ შეიბღალება საბოლოო შედეგი.
©პ. გლობა
ლილიტი თხის რქაში: კანონდარღვევა, მარტოობა, წინააღმდეგობა ნორმებისა და დადგენილი წესების მიმართ.
- დაბალ დონეზე – დესპოტიზმი, მიზნის მიღწევა არაპატიოსანი გზით, ცინიკურობა, მუხანათობა.
- საშუალო დონეზე – „განტევების ვაცი“ უკანონობის მსხვერპლი
- უმაღლეს დონეზე – უკანონობის ზუსტი აღქმის და მსგავსი სიტუციებისთვის თავის არიდების უნარი.
შავი მთვარე (ლილიტი) თხის რქა
შავი მთვარე წარმოშობს ისეთ ასტრალურ „ქარბუქს“, რომელიც იწვევს ძლიერ ემოციებსა და სურვილებს, გონებას უჭირს მისი გავლენის გაკონტროლება. შავი მთვარე მკვეთრად ახდენს ნიშნის ერთ-ერთი პოლარული თვისების აქცენტირებას, რაც იწვევს ნიშნის თვისებების უკუგანვითარებას. აძლიერებს ამ ნიშნისთვის დამახასიათებელ უკიდურესობებს, ლილიტის ზეგავლენის გამო შეუძლებელი ხდება ზოდიაქოს ნიშნის ურთერთსაპირისპირო თვისებების დაბალანსება და ადამიანი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება.
შავი მთვარე აძლიერებს ნიშნის ძირითად პოლუს (მამრობით ნიშნებში -აქტიურს, მდედრობითში – პასიურს) ეს იწვევს თვისებების გადაჭარბებას და ნიშნის უკიდურეს გამოვლინებებს. თუ შავი მთვარე ახშობს ნიშნის ძირითად პოლუსს და აქტიურებს დაფარულს (მამრობით ნიშნებში – პასიურს, მდედრობთში -აქტიურს) ეს უკვე თავისთავად ზოდიაქოს ნიშნის თვისებების გამრუდებაა და მათი ძირითადი მახასიათებლები თითქოს „ამობრუნდება“ (პირიქით ვლინდება). ნებისმიერ შემთხვევაში შავი მთვარე ხელს უწყობს ნიშნის თვისებების უკუგანვითარების გამოვლენას.
თხის რქა დაკავშირებულია მიზნის მიღწევასთან, საზოგადოებრივ მდგომარეობასთან, კარიერასა და ძალაუფლებასთან.
შავი მთვარის აქტიურ პოლუსზე ზემოქმედება განუსაზღვრელად ზრდის ინდივიდუალიზმს, ეგოცენტრიზმს. ადამიანს არ შეუძლია დაქვემდებარებაში ყოფნა და მთელი ძალებით ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას. მიზნის მიღწევა იმდანად მნიშვნელოვანია რომ ამისთვის ყველაფერზეა წამსვლელი. ახასიათებს სხვების დათრგუნვა და საკუთარი ნებისთვის დამორჩილება. პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მზადაა თავი არ დაზოგოს, გაიკეთოს კარიერა და მიაღწიოს მაღალ სოციალურ სტატუსს. შავი მთვარე თხის რქაში ამახინჯებს პასუხისმგებლობის გრძნობის ჭეშმარიტ გაგებას. ინდივიდი ყველაფერზე პასუხისმგებლად თვლის თავს და მზადაა სხვისი პასუხისმგებლობაც საკუთარ თავზე აიღოს. რაც საბოლოოდ ზედმეტად „ამძიმებთ“, ის საკუთარი ვალდებულებების მონად გრძნობს თავს, მაგრამ ძალა არ ჰყოფნის ამისგან გათავისუფლდეს.
თუ შავი მთვარე ნიშნის პასიურ პოლუსზე მოქმედებს, ადამიანს არ შეუძლია დასახული მიზნების მიღწევა, მცირედი დაბრკოლებაც კი ხელს უშლის ამაში. არ აინტერესებს კარიერა, ძალაუფლება და საზოგადოებრივი მდგომარეობა, იოლად ივიწყებს საკუთარი გეგმების შესახებ. ის ადვილად მართვადია, გაურბის მცირედ პასუხისმგებლობასაც კი. ხშირად ლილიტის თხის რქას პასიურ პოლუსზე ზემოქმედებისას ადამიანს უჭირს ცნებების განზოგადება, კონცენტრაცია, აზრის ზუსტად ჩამოყალიბება. საკუთარი პიროვნებას ბუნდოვნად აღიქვამს, ვერ არჩევს საკუთარ აზრებს სხვისი აზრებისგან, ადვილად შთაგონებადია.
მიუხედავად იმისა თუ რომელ ტიპის ზემოქმედებაა, შავი მთვარის ზეგავლენით აზროვნება ზედმეტად კონსერვატული და შეზღუდულია, აქტიური გამოვლინების შემთხვევაში – ეს ადამიანი სხვას ახვევს თავს საკუთარ აზრებს. პასიურ გამოვლინებაში -ინდივიდი ცხოვრობს მის გარემოში არსებულ მკაცრად განსაზღვრულს სტერეოტიპებში. სავარაუდოდ ბავშვობაში იზრდებოდა ზედმეტად ტრადიციულ ოჯახში და ითრგუნებოდა მშობლების მხრიდან. შემდგომში ჰყავთ მკაცრი, ავტორიტარული ხელმძღვანელები, სამსახურში კონფლიქტები ხდება, შეიძლება რეპუტაციის ან საზოგადოებრივი მდგომარეობის მოულოდნელად დაკარგვა.
© გ. ვოლჟინა
სტატიის ავტორი: რუსა